თეიმუროვის პასტა - TEYMUROV PASTE
თეიმუროვის პასტა - TEYMUROV PASTE

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, ბორის მჟავას პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: ბორის მჟავა – 0,9%; ნატრიუმის ტეტრაბორატი – 2,5%; სალიცილის მჟავა – 1,48%; თუთიის ჟანგი – 17%; ჰექსამეთილენტეტრამინი – 2,9%; ფორმალდეჰიდის ხსნარი – 2,5%; ტყვიის აცეტატი – 0,3%; ასკანის თიხა – 17,4%; გლიცერინი – 4,64%; პიტნის ან ლიმონის ზეთი – 0,6%; კარბოქსიმეთილცელულოზა - 0,1%; გამოხდილი წყალი – 49,68%.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგიური პრეპარატი ანტისეპტიკური, გამშრობი და დეზოდორაციული მოქმედებით..
ჩვენება:
ოფლიანობა, კანის ზოგიერთი სოკოვანი დაავადება.

მიღების წესი და დოზირება:
გარეგანი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის. პასტას შეიზელენ კანზე 1-3 წუთის განმავლობაში დაბანისა და გამშრალების შემდეგ 1-ჯერ დღეში, ყოველდღიურად 3-4 დღის განმავლობაში.

უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
• თირკმელების ქრონიკული დაავადებები;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
• ბავშვთა ასაკი.
• ტერფის მწვავე ანთებითი დაავადებები.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: არ გამოიყენება.

შენახვა: ინახება გრილ პირობებში (8-15C ტემპერატურაზე), სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
თეიმუროვის ნეო პასტა 35გრ ფლაკონი #1
  • სახელი: თეიმუროვის ნეო პასტა 35გრ ფლაკონი #1
Pharmadepot 4.5 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა