ტიროთრიცინი პროვიტა კომპ. საწუწნი ტაბლეტები - TYROTHRICIN Provita comp. Lutschtabletten
ტიროთრიცინი პროვიტა კომპ.  საწუწნი ტაბლეტები - TYROTHRICIN Provita comp. Lutschtabletten

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყელის დაავადების სამკურნალო პრეპარატები, ანტიბიოტიკები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - Tyrothricin,Neomycin,Benzalcon.chl.Benzo
აქტიური ნივთიერებაა: ტიროთრიცინი, ნეომიცინის სულფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი და ბენზოკაინი
1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
ტიროთრიცინი 0,50მგ
ნეომიცინის სულფატი 0,83მგ
ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,50მგ
ბენზოკაინი 1,50მგ
დამხმარე ნივთიერებებია: პიტნის ეთერზეთი, , ევკალიპტის ეთერზეთი, მაგნიუმის სტეარატი, მენთოლი, პოვიდონი, საქაროზა, ტალკი.
ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტები შეიცავს ანტიბაქტერიული თვისების მქონე აქტიურ ნიბთიერებებს - ტიროთრიცინს, ნეომიცინს და ბენზალკონიუმის ქლორიდს და აგრეთვე ანალგეზიურ ნივთიერებას - ბენზოკაინს.

პრეპარატი გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ანთების სამკურნალოდ (ყელის ტკივილის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ღრძილების ანთების დროს).
მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული, რეკომენდირებული დოზებია:
მოზრდილები:
1-2 ტაბლეტი დღეში რამდენჯერმე, მაქსიმუმ 6 ტაბლეტი დღეში.
ბავშვები და მოზარდები:
12 წლამდე ბავშვებში აღნიშნული პრეპარატი არ ინიშნება. არასაკმარისი კვლევების არსებობის გამო არ არის რეკომენდირებული მოზარდებში აღნიშნული პრეპარატის დანიშვნა.

მიღების ფორმა და ხანგრძლივობა
მიიღება ორალურად.
ტაბლეტი უნდა გაწუწნოთ ბოლომდე. არ გადაყლაპოთ ან ჩაკბიჩოთ. პრეპარატის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე ან უშუალოდ მიღების შემდეგ არ გაიხეხოთ კბილები, რადგან კბილის პასტა ამცირებს პრეპარატის ეფექტიანობას. დაახლოებით 5 დღეში თუ ვერ იგრძენით შვება, მიმართეთ ექიმს. პრეპარატი არ გამოიყენება ხანგრძლივი დროით.

ჭარბი დოზა
ჭარბი დოზა იწვევს შიდა ყურის ფუნქციის ან ვესტიბულარული აპარატის მოშლას, გულის სისუსტეს, აგზნებითი ნერვული იმპიულსების გადაცემის მოშლას, არითმიას (გულის რითმის მოშლას), მეტალის გემოს შეგრძნებას, კრუნჩხვებს (ეპილეფსიურ შეტევას) ან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობა.
ბენზოკაინის ჭარბი რაოდენობით მღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეთემოგლობინემია.

მოხმარების ინსტრუქცია

ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. - საწუწნი ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: ტიროთრიცინი, ნეომიცინის სულფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბენზოკაინი

**მედიკამენტისგამოყენებამდეყურადღებითგაეცანითმოხმარებისინსტრუქციას,**რადგან ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს

- შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი თქვენ დაგენიშნათ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას მესამე პირს, შესაძლებელია პრეპარატმა ზიანი მიაყენოს პაციენტს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას მსგავსი სიმპტომები ახასიათებს.
- თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან თქვენზე რომელიმე გამოვლინდება ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. თავი 4

მოხმარების ინსტრუქცია მოიცავს შემდეგ ინფორმაციას**:**
1. რას წარმოადგენს ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის?
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტების მიღების წინ?
3. როგორ გამოიყენება ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტები?
4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
5. როგორ შევინახოთ ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტები?
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1.რას წარმოადგენსტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტებიდარისთვისგამოიყენებაის**?
**ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტები შეიცავს ანტიბაქტერიული თვისების მქონე აქტიურ ნიბთიერებებს - ტიროთრიცინს, ნეომიცინს და ბენზალკონიუმის ქლორიდს და აგრეთვე ანალგეზიურ ნივთიერებას - ბენზოკაინს.

პრეპარატი გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ანთების სამკურნალოდ (ყელის ტკივილის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ღრძილების ანთების დროს).

**2.რასუნდამიაქციოთყურადღებატიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტებისმიღებისწინ?
**ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტების მიღება არ შეიძლება,

- თუ თქვენ ალერგიული ხართ ტიროთრიცინის, ნეომიცინის სულფატის, ბენზალკონიუმის ქლორიდის ან სხვა პ-ამინობენზომჟავისგან წარმოქმნილი ანესთეზინის ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებებს მიმართ,

- თუ გაწუხებთ გულის ან თირკმელების უკმარისობა,

- თუ გაწუხებდათ წონასწორობის დაკარგვა ან სმენითი ორგანოები,

- 12 წლამდე ბავშვებში,

- პირის ღრუსა და ხახის ღრუში შედარებით დიდი და ახალი ჭრილობის შემთხვევაში,

- რადიომუკოზიტის დროს (სხივური თერაპიით გამოწვეული ლორწოვანი გარსის დაზიანება),

- რადგან ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტები შეიცავს მენთოლს, მისი მიღება არ შეიძლება ბრონქიალური ასთმის ან სასუნთქი გზების სხვა დაავადებების დროს, რასაც თან ახლავს სასუნთქი გზების მკვეთრად გამოხატული ჰიპერმგრძნობელობა, ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტებით ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის უკმარისობა ან ასთმური შეტევა.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოება

ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

- სასის ნუშურების ჩირქოვანი ანთების დროს, ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა მიიღოთ თუ არა ეს პრეპარატი ანტიბიოტიკთან (ანტიბაქტერიული საშუალება) ერთად,

- ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნ ტაბლეტებმა შესაძლოა დააზიანოს კბილები (კარიესი). მნიშვნელოვანია კბილების რეგულარული მოვლა,

- ორსულობის შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტების მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ, იღებდით ან აპირებთ რომ მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატი.

ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტები შესაძლოა რეაქციაში შევიდეს შემდეგ ნივთიერებებთან:

- ნეომიცინი ხელს უშლის ფენოქსიმეთილ-პენიცილინის (ანტიბიოტიკი), დიგოქსინის (გულის სამკურნალო პრეპარატი) და მეთოტრექსატის (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი) აბსორბციას და ასუსტებს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოქმედებას.

- ბენზალკონიუმის ქლორიდის ანტიბაქტერიული მოქმედება აფერხებს არა იონოგენური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების (ამცირებენ ზედაპირულ დაჭიმულობას, მაგ.: კბილის პასტა)მოქმედებას.

- სადეზინფექციო საშუალება ბენზანკოლიუმის ქლორიდის ეფექტურობა მცირდება ცილის, შრატის ან ჩირქის, აგრეთვე ფოსფოლიპიდების და სხვა ცხიმშემცველი ნივთიერებების არსებობისას.

- ბენზოკაინი აფერხებს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალო საშუალებების (მაგ.: დაპსონი, სულფასალაზინი, სულფონამიდი და ტრიმეთოპრიმისა და სულფონამიდის კომბინაცია) მოქმედებას.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ან თუ ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში აღნიშნული პრეპარატის გამოყენების თაობაზე, რეკომენდირებულია მკურნალობის შეწყვეტა.

მართვადადანადგარებისგამოყენება:

პრეპარატი არ ახდენს არანაირ გავლენას და არ აფერხებს ტრანსპორტის მართვას და დანადგარებთან მუშაობას.

ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტები შეიცავს საქაროზას

მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ გაწუხებთ ჰიპერმგრძნობელობა შაქრის მიმართ.

ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნ ტაბლეტებმა შესაძლოა დააზიანოს კბილები (კარიესი).

**3.როგორგამოიყენებატიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტები?
** მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული, რეკომენდირებული დოზებია:

მოზრდილები:

1-2 ტაბლეტი დღეში რამდენჯერმე, მაქსიმუმ 6 ტაბლეტი დღეში.

ბავშვები და მოზარდები:

12 წლამდე ბავშვებში აღნიშნული პრეპარატი არ ინიშნება. არასაკმარისი კვლევების არსებობის გამო არ არის რეკომენდირებული მოზარდებში აღნიშნული პრეპარატის დანიშვნა.

მიღების ფორმა და ხანგრძლივობა

მიიღება ორალურად.

ტაბლეტი უნდა გაწუწნოთ ბოლომდე. არ გადაყლაპოთ ან ჩაკბიჩოთ. პრეპარატის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე ან უშუალოდ მიღების შემდეგ არ გაიხეხოთ კბილები, რადგან კბილის პასტა ამცირებს პრეპარატის ეფექტიანობას. დაახლოებით 5 დღეში თუ ვერ იგრძენით შვება, მიმართეთ ექიმს. პრეპარატი არ გამოიყენება ხანგრძლივი დროით.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზა იწვევს შიდა ყურის ფუნქციის ან ვესტიბულარული აპარატის მოშლას, გულის სისუსტეს, აგზნებითი ნერვული იმპიულსების გადაცემის მოშლას, არითმიას (გულის რითმის მოშლას), მეტალის გემოს შეგრძნებას, კრუნჩხვებს (ეპილეფსიურ შეტევას) ან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობა.

ბენზოკაინის ჭარბი რაოდენობით მღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეთემოგლობინემია.

****თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დანიშნულების მიხედვით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4.რაგვერდითიმოვლენებიამოსალოდნელი**?**

როგორც ყველა წამალს, ამასაც გააჩნია გვერდითი მოვლენები, რომელიც არ ვლინდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.

ძალიან ხშირად | 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
---|---
ხშირად | 100-დან 1-10 პაციენტში
შედარებით იშვიათად | 1,000-დან 1-10 პაციენტში
იშვიათად | 10,000-დან 1-10 პაციენტში
ძალიან იშვიათად | 10,000 -დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
არ არის ცნობილი | წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე არ არის სიხშირე დადგენილი

ინფექციური და პარაზიტული დავადებები

არ არის ცნობილი: დამატებითი ინფექცია სხვა ინფექციის გამომწვევთან ერთად

(სუპერინფექცია)

სისხლის და ლიმფური სისტემის დაავადებები

ძალიან იშვიათად: მეთემოგლობინემია, ანემია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია,

თრომბოციტოპენია

იმუნური სისტემის დაავადებები:

იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობა

არ არის ცნობილი: ალერგიული რეაქცია, ალერგიული ჰიპერმგრძნობელობა, ხშირად თან

ახლავს წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გულისრევა და ჰაერის

უკმარისობა (ანაფილაქსიური რეაქციები)

ნერვული სისტემის დაავადებები

არ არის ცნობილი: კუნთების გაშეშება

თვალის დაავადებები:

არ არის ცნობილი: თვალის კუნთების გაშეშება

ყურისა და ლაბირინთის დაავადებები

არ არის ცნობილი: შიდა ყურის ფუნქციის და ვესტიბულარული აპარატის მოშლა

სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყარის დაავადებები

არ არის ცნობილი: სასუნთქი გზების შევიწროვება, ყნოსვის შეგრძნების დაქვეითება

გასტროინტესტინალური ტრაქტის დაავადებები

არ არის ცნობილი: ღებინება, დიარეა, სტეატორეა, მალაბსორბციის სინდრომი

ღვიძლისა და ნაღველის დაავადებები

არ არის ცნობილი: ღვიძლის უკმარისობა

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები

არ არის ცნობილი: ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის დაავადება და საერთო სისუსტე,

წყლულოვანი წარმონაქმნები კანზე, განსაკუთრებით პირის, თვალის და

გენიტალიების მიდამოებში (სტივენ ჯონსონის სინდრომი)

ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გააღიზიანოს კანი-ლორწოვანი გარსი

თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებები

არ არის ცნობილი: თირკმელების უკმარისობა, თირკმელების ფუნქციის მოშლა

ზოგადი დაავადებები და ადგილობრივი ჩივილები

არ არის ცნობილი: ტემპერატურა, წნევის დაქვეითება

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმს მიმართეთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც ანოტაციაში არ არის მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ შეტყობინების ეროვნულ სისტემაში:

ტრაისენგასე 5, 1200 ვენა

ავსტრია

ფაქსი: + 43 (0) 50 555 36207

ვებგვერდი: www.basg.gv.at

ამით თქვენ დაეხმარებით გვერდითი მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.

5.როგორშევინახოთტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტები?

შეინახეთ არაუმეტეს 250C

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე და ბლისტერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის უტილიზაციის შესახებ. ამით თქვენ შეძლებთ გარემოს დაცვას.

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავსტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტები:

აქტიური ნივთიერებაა: ტიროთრიცინი, ნეომიცინის სულფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი და ბენზოკაინი

1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:

ტიროთრიცინი 0,50მგ

ნეომიცინის სულფატი 0,83მგ

ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,50მგ

ბენზოკაინი 1,50მგ

დამხმარე ნივთიერებებია: პიტნის ეთერზეთი, , ევკალიპტის ეთერზეთი, მაგნიუმის სტეარატი, მენთოლი, პოვიდონი, საქაროზა, ტალკი.

ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტები****ს აღწერა და შეფუთვა:

ტაბლეტი არის თეთრი, მრგვალი, (საწუწნი ტაბლეტი) სწორი ნაპირით და მენთოლის არომატით PVC/ალუმინის ბლისტერის შეფუთვაში

შაფუთვაშია 20, 40 და 200 ცალი.გაყიდვაში არ არის ყველა ზომის შეფუთვა.

ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი:

ლიცენზიის მფლობელი: სიგმაფარმ არცნაიმითელ შპს, ლეიშტრასე 129, 1200 ვენა

მწარმოებელი: მონო ქემ-ფარმ-პროდუქტი შპს, ლეიშტრასე 129, 1200 ვენა

ლიც.# 11.224

წინამდებარე ანოტაცია უკანასკნელად შესწორდა 2013 წლის ივლისში.

შტამპი: სიგმაფარმ არცნაიმითელ შპს

1200 ვენა, ლეიშტრასე 129

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა