რეამბერინი - Reamberin
რეამბერინი - Reamberin

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ელექტროლიტურ ბალანსზე მოქმედი ხსნარები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - sodium succinate+NACl+KCl+MgCl(11)
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

რეამბერინი®
სამკურნალწამლო ფორმა: საინფუზიო ხსნარი

შემადგენლობა:
N-1(1-დეზოქსი-D-გლუციტოლ-1-ილ)-N_მეთილამონიუმის ნატრიუმის სუქცინატი – 15გ, ნატრიუმის ქლორიდი – 6გ, კალიუმის ქლორიდი 0,30გ, მაგნიუმის ქლორიდი – 0,12გ, საინექციო წყალი – 1ლ-მდე

აღწერილობა: უფერო გამჭვირვალე სითხე
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სადეზინტქსიკაციო საშუალება
ათქ კოდი – B05BB

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რეამბერინს® გააჩნია ანტიჰიპოქსიური და ანტიოქსიდანტური თვისებები. თავისუფალი რადიკალების პროდუქციის შემცირებით და უჯრედის ენერგეტუკული პოტენციალის აღდგენით, უჯრედის აერობულ პროცსებზე ავლენს დადებით ეფექტს.
პრეპარატი ახდენს კრებსის ციკლის ფერმენტული პროცესების აქტივაციას და ხელს უწყობს უჯრედების მიერ ცხიმოვანი მჟავების და გლუკოზის უტილიზაციას, ახდენს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის და სისხლის აირების შემადგენლობის ნორმალიზაციას. გააჩნია ზომიერი დიურეზული მოქმედება.

მიღების ჩვენება:
რეამბერინი® ბავშვებში და მოზრდილებში გამოიყენება როგორც ანტიჰიპოქსიური და დეზინტოქსიკაციური საშუალება სხვადასხვა ეტიოლოგიის ინტოქსიკაციების დროს.

უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა, ქალა-ტვინის ტრავმის შემდგონმი მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს თვინის შეშუპება, თირკმლის ფუნქციების გამოხატული დარღვევა, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

გამოყენების მეთოდები და დოზები:
რეამბერინი® შეიყვენება ინტრავენურად, წვთოვნად, არაუმეტეს 90 წვეთი/წუთში სიჩქარით. ბავშვებში 1 წლის ასაკიდან სადღეღამისო დოზაა 10მგ/კგ. მოზრდილებში 400-800მგ/დღე-ღამეში. პრეპარატის შეყვანის სიჩქარე და დოზირება განისაზღვრება ავადმყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე. დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე პრეპარატით მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს 11 დღემდე.

გვერდითი მოქმედება
პრეპარატის სწრაფი შეყვანისას შესაძლებელია ხანმოკლე რეაქცია, რომელიც ვლინდება სიცხის შეგრძნებით და სხეულის ზედა ნაწილის გაწითლებით.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიერ ორგანიზმის აერობული პროცესების აქტივაციიდან გამომდინარე შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისხლის და შარდის გატუტუაინებას.

გამოშვების ფორმა:
საინფუზიო ხსნარი 1,5% 200 და 400მლ შუშის ბოთლებში. თითოეული ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთადDშეფუთულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
სინათლისგან დაცულ ადგილზე 0ძჩ-დან 25ძჩ-მდე ტემპერატურაზე.
შეაძლებელია პრეპარატის გაყინვა.
ხსნარის ფერის შეცვლის ან ნალექის გაჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

რეამბერინი®

REAMBERIN®

სავაჭრო დასახელება: რეამბერინი® (REAMBERIN®)

ჯგუფური დასახელება: ნატრიუმის მეგლუმინის სუქცინატი

წამლის ფორმა: საინფუზიო ხსნარი

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის მეგლუმინის სუქცინატი - 15,00 გ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი - 6,00 გ, კალიუმის ქლორიდი - 0,30 გ, მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი (უწყლოზე გადაანგარიშებით) – 0,12 გ, ნატრიუმის ჰიდროქსიდი - 1,788 გ, ქარვის მჟავა - pH 6,0-დან 7,0-მდე, საინექციო წყალი - 1,0 ლ-მდე.

იონური შემადგენლობა 1 ლ-ში:

ნატრიუმი 147 მმოლი

კალიუმი 4,02 მმოლი

მაგნიუმი 1,26 მმოლი

ქლორიდები 109 მმოლი

სუქცინატები 46,0 მმოლი

მეგლუმინი 44,7 მმოლი

თეორიული ოსმოლარობა 353 მოსმ/ლ

აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: წყალ-ელექტროლიტურ ბალანსზე მოქმედი ხსნარები.

ათქ კოდი: B05BB

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

რეამბერინს® გააჩნია ანტიჰიპოქსიური და ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამით დადებით ეფექტს ახდენს აერობულ პროცესებზე უჯრედში, ამცირებს თავისუფალი რადიკალების პროდუქციას და აღადგენს უჯრედების ენერგეტიკულ პოტენციალს.

პრეპარატი ააქტიურებს კრებსის ციკლის ფერმენტაციულ პროცესებს და ხელს უწყობს უჯრედების მიერ ცხიმოვანი მჟავებისა და გლუკოზის უტილიზაციას, აწესრიგებს მჟავა- ტუტოვან ბალანსს და სისხლის აირების შემადგენლობას. გააჩნია ზომიერი დიურეზული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

ვენაში შეყვანისას პრეპარატი სწრაფად უტილიზდება და ორგანიზმში არ გროვდება.

გამოყენების ჩვენებები

რეამბერინი® გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 1 წლიდან როგორც ანტიჰიპოქსიური და დეზინტოქსიკაციური საშუალება სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე ენდოგენური და ეგზოგენური ინტოქსიკაციების დროს.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური აუტანლობა, ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი მდგომარეობა, რომელსაც ახლავს თავის ტვინის შეშუპება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმელების ქრონიკული დაავადება (სტადია 5, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 15 მლ/წთ-ზე ნაკლები), ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი.

სიფრთხილით

ალკალოზის, თირკმლის უკმარისობის დროს.

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატ რეამბერინის® გამოიყენება უკუნაჩვენებია პაციენტთა ამ ჯგუფებში კლინიკური კვლევების არარსებობის გამო.

გამოყენების წესი და დოზები

მოზრდილებში: შეიყვანება ვენაში წვეთოვნად 1-4,5 მლ/წთ (90 წვეთამდე წუთში) სიჩქარით. საშუალო სადღეღამისო დოზა - 10 მლ/კგ. თერაპიის კურსი - 11 დღემდე.

ბავშვებში: შეიყვანება ვენაში წვეთოვნად გაანგარიშებით 6-10 მლ/კგ დღეში 3-4 მლ/წთ სიჩქარით. თერაპიის კურსი - 11 დღემდე.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულ პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა. ამის გამო პრეპარატის გამოყენების დაწყება უნდა მოხდეს შეყვანის უფრო დაბალი სიჩქარით: 20-40 წვეთი (1-2 მლ) წუთში.

გამოყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა. ამის გამო ასეთ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

გამოყენება ალკალოზის დროს

დეკომპენსირებული ალკალოზის გამოვლინებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს სისხლის მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის მოწესრიგებამდე.

გვერდითი მოქმედება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით არასასურველი ეფექტები კლასიფიცირებულია მათი განვითარების სიხშირის შესაბამისად შემდეგნაირად:

-ძალიან ხშირი (≥1/10);

-ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე);

-არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე);

-იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე);

-ძალიან იშვიათი (<1/10000);

-სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე განსაზღვრა შეუძლებელია).

პრეპარატის სწრაფად შეყვანისას შესაძლებელია არასასურველი ეფექტები.

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ძალიან იშვიათად -ჰიპერთერმია, კანკალი, ოფლიანობა, სისუსტე, ტკივილი შეყვანის ადგილას, შეშუპება, ჰიპერემია, ფლებიტი.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ალერგიული რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსური შოკი.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად - ალერგიული გამონაყარი, ჯინჭრის ციება, ქავილი.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: ძალიან იშვიათად - ქოშინი, მშრალი ხველა.

დარღვევები გულის მხრივ: ძალიან იშვიათად - ტაქიკარდია, გულისცემა, ქოშინი, ტკივილი გულის არეში, ტკივილი მკერდის არეში.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: ძალიან იშვიათად - არტერიული ჰიპოტენზია/ჰიპერტენზია, ხანმოკლე რეაქციები წვის შეგრძნებისა და სხეულის ზედა ნაწილის გაწითლების სახით.

დარღვევები კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათად - ღებინება, გულისრევა, მეტალის გემო პირში, ტკივილი მუცელში, დიარეა.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კრუნჩხვები, ტრემორი, პარესთეზიები, აგზნებულობა, შფოთვა.

არასასურველი ეფექტების წარმოქმნის პრევენციისთვის რეკომენდებულია პრეპარატის დოზირების რეჟიმისა და შეყვანის სიჩქარის დაცვა.

არასასურველი რეაქციების წარმოქმნის დროს რეკომენდებულია პრეპარატის შეყვანის სიჩქარის შემცირება.

თუ ინსტრუქციაში აღნიშნული არასასურველი ეფექტებიდან რომელიმე გამძაფრდა ან შეამჩნიეთ ნებისმიერი სხვა არასასურველი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

ცნობები პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატი კარგად შეთავსებადია ანტიბიოტიკებთან, წყალში ხსნად ვიტამინებთან, გლუკოზის ხსნართან. სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად ბოთლში მისი არევა რეკომენდებული არ არის.

დაუშვებელია პრეპარატ რეამბერინის® ვენაში შეყვანა კალციუმის პრეპარატებთან ერთად კალციუმის სუქცინატის შესაძლო დალექვის გამო.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მიერ ორგანიზმში აერობული პროცესების გააქტიურების გამო შესაძლებელია სისხლში კლუკოზის კონცენტრაციის შემცირება, შარდის ტუტე რეაქციის გამოვლინება. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში და გლუკოზის მიმართ დაქვეითებული ტოლერანტობის მქონე პაციენტებში საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი.

ხსნარის ფერის შეცვლის ან ნალექის არსებობის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატ რეამბერინით® მკურნალობის კურსის ჩატარების დროს სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა რეკომენდებული არ არის.

გამოშვების ფორმა

საინფუზიო ხსნარი 1,5%.

400 მლ შუშის ბოთლებში 450 ან 500 მლ ტევადობით, დახუფული რეზინის საცობებით, შემოკრული ალუმინის ან ალუმინისა და პლასტმასის კომბინირებული თავსახურებით. თითოეულ ბოთლს სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში. პირველი გახსნის კონტროლისთვის კოლოფის სარქველები შეიძლება დაწებებული იყოს ეტიკეტებით ან თერმოწებოთი.

შენახვის პირობები

სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

დაიშვება პრეპარატის გაყინვა.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი/მომხმარებლისგან პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია

შპს ,,სამეცნიერო-ტექნოლოგიური ფარმაცევტული ფირმა ,,პოლისანი“ (შპს ,,სტფფ ,,პოლისანი“). რუსეთი, 192102, ქ. სანქტ–პეტერბურგი, სალოვის ქ., ს. 72, კორპ. 2, ლიტ. ა, ტელ./ფაქსი: (812) 710–82–25.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
რეამბერინი 1.5% 400მლ საინფ.ხს
  • სახელი: რეამბერინი 1.5% 400მლ საინფ.ხს
  • მწარმოებელი: STPF „POLYSAN" Ltd (რუსეთი)
  • შეფუთვა: 1,5% 400მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონი №1
Aversi 25.06 ლ
რეამბერინი ხსნარი საინფუზიო 1.5% 400მლ ფლაკონი #1
  • სახელი: რეამბერინი ხსნარი საინფუზიო 1.5% 400მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: STPF „POLYSAN" Ltd (რუსეთი)
  • შეფუთვა: 1,5% 400მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონი №1
Pharmadepot 32.71 ლ

GPC 25.06 ლ
Reamberin - რეამბერინი 1.5%-იანი ფლაკონი 400მლ
  • სახელი: Reamberin - რეამბერინი 1.5%-იანი ფლაკონი 400მლ
  • მწარმოებელი: STPF „POLYSAN" Ltd (რუსეთი)
  • შეფუთვა: 1,5% 400მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონი №1
PSP 24.73 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა