დიფერელინი 3,75მგ - Diphereline 3,75mg
დიფერელინი 3,75მგ - Diphereline 3,75mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ენდოკრინული თერაპია, გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონების ანალოგები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო** დასახელება:**

TRIPTORELIN

მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL, საფრანგეთი

მოქმედი** ნივთიერება: **ტრიპტორელინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური** ჯგუფი:**

გონადოტროპული ჰორმონის სინთეზური ანალოგი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან (ამპულაში 2 მლ) და ერთჯერად შპრიცთან კომპლექტში

1 ფლ.

ტრიპტორელინი ......................... 3.75 მგ

დამხმარე ნივთიერებები :

რძის მჟავას და გილიკოლის მჟავას სოპოლიმერი 170 მგ, მანიტოლი 85 მგ, ნატრიუმის კარმელოზა 30 მგ, პოლისორბატი 80 2 მგ, სუსპენზიის მოსამზადებელი ხსნარი (1 ამპ.), მანიტოლი 16 მგ, საინექციო წყალი 2 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიფერელინი წარმოადგენს სინთეზური დეკაპეპტიდის, ბუნებრივი ჰორმონის ანალოგს, რომელიც გამოყოფს გონადოტროპინს, გონადოტროპინის დონის გარდამავალი ზრდის შემდეგ იგი იწვევს მაინჰიბირებელ მოქმედებას გონადოტროპინის სეკრეციაზე სტეროიდოგენეზის შემდგომი დათრგუნვით ქალებში და მამაკაცებში.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება იმ დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა სქესობრივი ჰორმონების ინჰიბირება:

  • წინამდებარე ჯირკვლის დაავადება;
  • საშვილოსნოს ფიბრომიომა;
  • ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ბავშვებში;
  • ენდომეტრიოზი;
  • უშვილობა ქალებში.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი შეყავთ კუნთებში. ინექცია ხორციელდება დაუყოვნებლივ წინასწარ მომზადებული სუსპენზიით. დაუშვებელია მისი სხვა პრეპარატებთან შერევა.

ერთჯერადი თერაპიული დოზა დეპო ფორმისათვის შეადგენს 4.12 მგ თვეში ერთხელ მენსტრუაციის მე-3 დღიდან დაწყებული, კანქვეშ ან კუნთებში.

შპრიცში დარჩენილი საშუალება ექვემდებარება განადგურებას.

პრეპარატის მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

მამაკაცებში:

პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში აღინიშნება შარდვის გაძნელება და ტკივილი. ასევე აღინიშნება მოვლენები, რომლებიც მკურნალობის ეფექტურობაზე არ მოქმედებს: სახის ჰიპერემია, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, რომელიც გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ბავშვებში:

პრეპარატით მკურნალობის კურსის პირველი კვირის განმავლობაში აღინიშნება უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენი, რაც საჭიროებს ხანმოკლე მკურნალობას.

ქალებში:

შესაძლებელია ისეთი მოვლენების განვითარება, რომლებიც მკურნალობის ეფექტურობაზე არ მოქმედებს.

სახის ჰიპერემია, ვაგინალური სიმშრალე, თავის ტკივილი, ასთენია.

პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცელში და მენჯის არეში.

უკუჩვენებები:

*ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

*მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს ორსულობა.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატით მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპატებთან ურთიერთქმედების განვითარების თავიდან ასაცილებლად სიფრთხილით გამოიყენება სხვა პრეპარატებთან კომბინაციის დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.