ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, ოფთალმოლოგიური სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ხელოვნური ცრემლები
შემადგენლობა :ყოველი 1 მლ შეიცავს
აქტიური: ჰიპრომელოზა (JP) …………………………….. 3 მგ
დექსტრანი 70 (KP) ……………………………………………….. 1 გ
დანამატი (კონსერვანტი): ბენზალკონიუმის ქლორიდი (KP) 0.05 მგ
სხვა დამხმარე საშუალებები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ბორატი, დინატრიუმის ედეტატის
ჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი
აღწერა:
უფერო და გამჭვირვალე ხსნარი თეთრ და გამჭვირვალე პლასტმასის კონტეინერში.
თვალების სიმშრალე, რომელიც დაკავშირებულია ცრემლის და ლორწოს სეკრეციის ნაკლებობასთან.
ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თვალებში რამდენიმეჯერ თვალების გაღიზიანების სიმპტომების მიხედვით.
უკუნაჩვენებია შემდეგ პაციენტებში
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტები.
გვერდითი რეაქციები
თვალიდან გამონადენმა, ცრემლებმა ან ჰიპერემიამ შეიძლება გაამწვავოს თვალების
მდგომარეობები და ამდენად შეიძლება გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობა ამ
პრეპარატის მიმართ.
ზოგადი სიფრთხილის ზომები
თუ პაციენტს განუვითარდა თვალის ტკივილი, მხედველობის ცვლილებები, თვალების გაღიზიანება ან სიწითლე, და თუ თვალების სიმშრალე გრძელდება 72 საათზე მეტ ხანს ან გაუარესდა, შეწყვტით გამოყენება და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ პაციენტი ატარებს კონტაქტურ ლინზებს, ამ პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია კონტაქტური ლინზების ამოღება და მათი კვლავ გაკეთება მინიმუმ 30 წუთის შემდეგ
ამ პრეპარატის პერორალურად მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს რჩევის მისაღებად.
გახნის შემდეგ გამოიყენება 1 თვის განმავლობაში.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
გამოიყენება მხოლოდ ოკულარულად (თვალებში).
კონტეინერის წვერი არ უნდა შეეხოს პირდაპი ქუთუთოებს ან წამწამებს, რომ თავიდან იქნას აცილებული შემცველობის დაბინძურება თვალის გამონადენით ან სოკოებით (საფუარით).
არ გაუზიაროთ ეს პრეპარატი სხვებს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
სიფრთხილის ზომები შენახვისას
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
მოარიდეთ მზის პირდაპირ სინათლეს და შეინახეთ გრილ ადგილზე.
არასათანადო გამოყენების თავიდან ასაცილებლად და პრეპარატის ხარისხის შესანარჩუნებლად, არ გადაიტანოთ ხსნარი სხვა კონტეინერში.
ჰერმეტული კონტეინერი, ოთახის ტემპერატურაზე (1-300C).
შეფუთვის ერთეული 15 მლ/ბოთლი
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით