ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოანალეფსური საშუალებები, სხვა ანტიდეპრესანტები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
DULOXETIN AAA-PHARMA 30მგ ნაწლავში ხსნადი მყარი კაფსულა
DULOXETIN AAA-PHARMA 60მგ ნაწლავში ხსნადი მყარი კაფსულა
დულოქსეტინი
მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
- შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი თქვენ დაგენიშნათ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას მესამე
პირს, შესაძლბელია პრეპარატმა ზიანი მიაყენოს პაციენტს, იმ შემთხვევაშიც კი თუ
მას მსგავსი სიმპტომები აქვს.
- თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან თქვენ რომელიმე გამოგივლინდათ ან ადგილი
ექნება ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი გამოყენების
ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პუნქტი 4.
გამოყენების ინსტრუქცია მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
1. რას წარმოადგენს დულოქსეტინ ააა-ფარმა და რისთვის გამოიყენება ის?
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღების წინ?
3. როგორ გამოიყენება 5დულოქსეტინ ააა-ფარმა?
4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
5. როგორ შევინახოთ დულოქსეტინ ააა-ფარმა?
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის დულოქსეტინ ააა-ფარმა და რისთვის გამოიყენება ის?
დულოქსეტინ ააა-ფარმა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დულოქსეტინს. დულოქსეტინ ააა- ფარმა ზრდის სეროტონინის და ნორადრენალინის გამოყოფას ნერვულ სისტემაში.
მოზრდილებში დულოქსეტინ ააა-ფარმა გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- დეპრესიული დაავადებები
- შფოთვითი აშლილობა (ხანგრძლივი შიშის შეგრძნება და ნერვოზი)
- ტკივილები დიაბეტური ნეიროპათიის დროს (წვა, ჩხვლეტა, ელექტროშოკის მსგავსი სიმპტომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტულ ადგილას შეგრძნების დაკარგვა ან ტკივილი შეხებით, სიცივით ან სიცხით)
დულოქსეტინ ააა-ფარმა გამოიყენება დეპრესიული დაავადებებისა და შიშების სამკურნალოდ. დულოქსეტინ ააა-ფარმა მოქმედებას იწყებს მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში. ზოგჯერ შეიძლება მოქმედების ვადა 2-4 კვირამდე გაგრძელდეს. მიმართეთ ექიმს, თუ ამ პერიოდის განმავლობაში ვერ იგრძენით უკეთესობა. შესაძლოა თქვენ თავს უკეთ გრძნობდეთ, მაგრამ ექიმმა კვლავ დაგინიშნოთ დულოქსეტინ ააა-ფარმა, სიმპტომების განმეორების თავიდან აცილების მიზნით.
ტკივილების თანხლებით მიმდინარე დიაბეტური ნეიროპათიის მქონე პაციენტებში წამლის მოქმედებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირა. ორ თვეში თუ ვერ იგრძენით უკეთესობა, მიმართეთ ექიმს.
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დულოქსრტინ ააა-ფარმას მიღების წინ?
დულოქსეტინ ააა-ფარმა არ უნდა მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგიული რეაქცია დულოქსეტინის ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ
- ღვიძლის დაავადება
- თირკმელების მძიმე დაავადება
- თუ იღებთ ან ბოლო 14 დღის განმავლობაში იღებდით სხვა მონოამინოქსიდურ ინჰიბიტორებს (MAO-ბლოკატორებს) (იხ. „დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად“).
- თუ იღებთ ფლუვოქსამინს, რომელიც ძირითადად დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება, აგრეთვე ციპროფლოქსაცინს ან ენოქსაცინს, რომელიც სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.
მიმართეთ ექიმს თუ გაწუხებთ ჰიპერტონია ან გულის დაავადება. ექიმი გადაწვეტს, მიიღოთ თუ არა დულოქსეტინ ააა-ფარმა.
განსაკუთრებული სიფრთხილე და უსაფრთხოების ზომები
ქვემოთ ჩამოთვლილია შემთხვევები, როდესაც არ არის რეკომენდირებული დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღება. მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:
- თუ იღებთ დეპრესიის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს (იხ. „დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად“).
- თუ იღებთ მცენარეულ პრეპარატს, კრაზანას (Hypericum perforatum)
- თირკმელების დაავადების დროს
- გაწუხებთ ან გაწუხებდათ ეპილეპსიური შტევები
- გაწუხებთ მანია
- გაწუხებთ მანიაკალურ-დეპრესიული დაავადება
- გაქვთ თვალის დაავადება, როგორიცაა მაგ.: გლაუკომა (თვალის მომატებული წნევა)
- გაქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა (აღგენიშნებოდათ სისხლჩაქცევები)
- არის სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობის განვითარების რისკი (მაგ. თუ იღებთ დიურეტიკს, განსაკუთრებით თუ ხართ ასაკოვანი პაციენტი)
- პარალელურად თუ მკურნალობთ ისეთი პრეპარატით, რაც აზიანებს ღვიძლს.
დულოქსეტინ ააა-ფარმას აქტიური ნივთიერებას - დულოქსეტინს შეიცავენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები: ტკივილები დიაბეტური ნეიროპათიის დროს, დეპრესიული დაავადებები, შიშები და შარდის შეუკავებლობა.
ამ პრეპარატებთან ერთად პარალელურად დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღება არ არის რეკომენდირებული. მიმართეთ ექიმს თუ დულოქსეტინის შემცველ რაიმე პრეპარატს იღებთ. დულოქსეტინ ააა-ფარმამ შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი მოუსვენრობა ან სისუსტე, წყნარად ჯდომის ან დგომის სურვილი. ამის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს.
სუიციდზე ფიქრი და დეპრესიის ან შიშის შეგრძნების განვითარება
თუ გაქვთ დეპრესია და/ან გაწუხებთ შიშები, შესაძლოა ზოგჯერ გაგიელვოთ თავში ფიქრმა, საკუთარი თავის დაზიანების ან სუიციდის ჩადენის შესახებ. მსგავსი აზრები შესაძლოა ანტიდეპრესანტების მიღების პირველ ეტაპზე გაგიძლიერდეთ, რადგან აღნიშნულ პრეპარატებს სჭირებათ 2 კვირა ან მეტი, რომ იმოქმედონ.
მსგავსი აზრი შესაძლოა მოგივიდეთ, თუ თქვენ
- ადრე ერთხელ მაინც გქონიათ თვითმკვლელობის და საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მცდელობა
- ხართ ახალგაზრდა. კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სუიციდის მცდელობა ხშირია 25 წლამდე ახალგაზრდებში, ვისაც აწუხებს ფსიქიკური აშლილობა და მკურნალობს ანტიდეპრესანტით.
როგორც კი გაიფიქრებთ თვითმკვლელობაზე ან საკუთარი თავის დაზიანებაზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ახლომდებარე საავადმყოფოს.
აგრეთვე შესაძლებელია დაგეხმაროთ, თუ თქვენ მოუყვებით თქვენს მეგობარს ან ნათესავს, რომ გაწუხებთ დეპრესია. თხოვეთ გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა. მოითხოვეთ თქვენი მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეგატყობინონ თქვენ ამის შესახებ.
დულიქსეტინ ააა-ფარმას მსგავსმა პრეპარატებმა (ე.წ. სეროტონინის სელექტიური მიტაცების ინჰიბიტორი / სეროტონინის და ნორეპინეფრინის მიტაცების ინჰიბიტორი) შესაძლოა გამოიწვიოს სექსუალური ფუნქციის დარღვევა (იხ. პუნქტი 4). ზოგჯერ ეს სიმპტომები რჩება მკურნალობის დასრულების შემდეგაც.
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები
ბავშვებში და 18 წლამდე მოზრდილებში როგორც წესი დულოქსეტინ ააა-ფარმა არ ინიშნება. ამასთანავე უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე მოზარდებში ამ ჯგუფის მედიკამენტის მიღებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარებას, როგორიცაა სუიციდი, აგრესია, მომატებული რისკიანობა. აქედან გამომდინარე 18 წლამდე პაციენტებში ექიმმა დულოქსეტინ ააა-ფარმა უნდა დანიშნოს დიდი სიფრთხილით. თუ ექიმმა 18 წლამდე პაციენტს დაუნიშნა დულოქსეტინ ააა-ფარმა და თქვენ გსურთ ამის შესახებ საუბარი, ხელახლა მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ 18 წლამდე პაციენტს, რომელიც დულოქსეტინ ააა-ფარმას იღებს, რომელიმე ზემოხსენებული სიმპტომი ახასიათებს ან მდგომარეობა გაუარესდა. ამასთანავე აღნიშნული პრეპარატის ამ ასაკში ხანგრძლივი მიღება - თუ როგორ მოქმედებს ის ზრდაზე, მომწიფებაზე, განვითარებაზე, არ არის ცნობილი.
დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტს ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა დულოქსეტინ ააა-ფარმა სხვა პრეპარატთან ერთად.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ დაიწყოთ ან შეწყვიტოთ მკურნალობა სხვა პრეპარატებით, თუნდაც ეს იყოს მცენარეული სამკურნალო საშუალებით მკურნალობა.
აცნობეთ ექიმს თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე პრეპარატს იღებთ:
მონოამინოქსიდური ინჰიბიტორები (MAO-ბლოკატორები):
არ შეიძლება დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღება MAO-ბლოკატორის ჯგუფის პერაპარტებთან ერთად, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. აცნობეთ ექიმს, თუ ამ ჯგუფის პრეპარატი ბოლო 14 დღის განმავლობაში გაქვთ მიღებული. MAO-ბლოკატორის ჯგუფის პრეპარატებია მაგ.: მოკლობემიდი (ანტიდეპრესანტი) და ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი). დულოქსეტინ ააა-ფარმას MAO-ბლოკატორის ჯგუფის პერაპარტებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები. თუ თქვენ MAO-ბლოკატორის ჯგუფის პრეპარატებს იღებდით, დასრულებიდან 14 დღე კიდევ უნდა დაიცადოთ ვიდრე დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღებას დაიწყებთ. ხოლო დულოქსეტინ ააა-ფარმათი მკურნალობის დასრულებიდან 5 დღეში შეგიძლიათ მიიღოთ MAO-ბლოკატორის ჯგუფის პერაპარტები.
პრეპარატები, რომლებიც ძილიანობას იწვევენ:
ამ ჯგუფს განეკუთვნება ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატები, მათ შორის ბენზოდიაზეპინი, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ფენობარბიტალი და ანტიჰისტამინი.
პრეპარატები, რომლებიც სეროტონინის დონის მატებას უწყობენ ხელს:
ტრიპტანი, ტრამადოლი, ტრიპტოფანი, სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორი (მაგ.: პაროქსეტინი და ფლუოქსეტინი), სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი (როგორიცაა მაგ.: ვენლაფაქსინი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგ.: კლომიპრამინი, ამიტრიპტილინი), პეთიდინი, კრაზანა და MAO-ინჰიბიტორები (მაგ.: მოკლობემიდი და ლინეზოლიდი).
ეს პრეპარატები ზრდიან გვერდითი მოვლენების რისკს. ამ პრეპარატებთან ერთად დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღებისას თუ შეამჩნევთ რაიმე უჩვეულო ნიშნებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ორალურად მისაღები ანტიკოაგულანტები და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები:
სისხლის გამათხელებელი პრეპარატები ან სისხლის შედედების ინჰიბიტორები. ეს მედიკამენტები ზრდიან სისხლდენის რისკს.
დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღება საკვებთან, უალკოჰოლო და ალკოჰოლიან სასმელთან ერთად
დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღების პერიოდში სიფრთხილე გამოიჩინეთ ალკოჰოლის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
აცნობეთ ექიმს თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, ხართ ორსულად, ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას.
აცნობეთ ექიმს თუ თქვენ:
- დულოქსეტინ ააა-ფარმათი მკურნალობის პერიოდში დაფეხმძიმდით ან გეგმავთ ორულობას. ასეთ შემთხვევაში დულოქსეტინ ააა-ფარმა უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რადგან პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ნაყოფს.
დარწმუნდით, რომ თქვენი ექიმი და/ან გინეკოლოგი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ თქვენ გადიხართ მკურნალობას დულოქსეტინ ააა-ფარმათი. ორსულობის პერიოდში მსგავსი პრეპარატების (ე.წ. სუმსი) მიღებამ შეიძლება ახალშობილს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას, როგორიცაა პირველადი ან მუდმივი პულმონალური ჰიპერტონია, რაც გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: ახალშობილი სუნთქავს სწრაფად და აქვს ლურჯი ფერის კანი. სიმპტომები როგორც წესი ვლინდება დაბადებიდან პირველ 24 საათში. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და/ან გინეკოლოგს.
თუ თქვენ დულოქსეტინ ააა-ფარმას ორსულობის ბოლო ეტაპზე იღებთ, შესაძლებელია თქვენს შვილს დაბადებისას გარკვეული სიმპტომები აღენიშნოს. ეს სიმპტომები ვლინდება როგორც წესი დაბადებისას ან დაბადებიდან რამდენიმე დღეში. ეს სიმპტომებია: მოდუნებული კუნთები, კანკალი, ნერვოზული მოუსვენრობა, კვების პრობლემა, გართულებული სუნთქვა და კრუნჩხვითი შეტევები. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და/ან გინეკოლოგს.
- აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე. ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღება. კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მანქანის მართვა ან დანადგარებთან მუშაობა
დულოქსეტინ ააა-ფარმამ შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე და თავბრუსხვევა. მანქანის მართვის ან დანადგარებთან მუშაობის დაწყებამდე დარწმუნდით, თუ როგორ მოქმედებს თქვენზე დულოქსეტინ ააა-ფარმა.
დულოქსეტინ ფარმა შეიცავს საქაროზას
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, თუ შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ გაქვთ აუტანლობა.
3. დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღების წესი
მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დეპრესიული დაავადებების და დიაბეტური პოლინეიროპათიით გამოწვეული ტკივილების დროს: თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული, ჩვეული დოზა შეადგენს 60მგ დღეში ერთხელ. ექიმი შეგირჩევთ შესაბამის დოზას.
შფოთვითი აშლილობის დროს: თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული, ჩვეულებრივ საწყისი დოზა არის 30 მგ დღეში ერთხელ. შემდგომ დოზა იზრდება დღეში ერთხელ 60მგ-მდე. ექიმი შეგირჩევთ შესაბამის დოზას. დღიური დოზის გაზრდა შესაძლებელია 120მგ-მდე.
დულოქსეტინ ააა-ფარმა მიიღება ორალურად, გადაყლაპეთ მთლიანად, არ დაღეჭოთ კაფსულა და მიაყოლეთ წყალი. დულოქსეტინ ააა-ფარმა შეგიძლიათ მიიღოთ ჭამის წინ ან შემდეგ. ეცადეთ წამალი მიიღოთ დღის ერთიდაიმავე მონაკვეთში.
დულოქსეტინ ააა-ფარმათი მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ დაასრულოთ მკურნალობა ან არ შეცვალოთ დოზები. დანიშნულების შესაბამისად მკურნალობის ჩატარება მნიშვნელოვანია თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მკურნალობის გარეშე შესაძლოა გართულდეს თქვენი მდგომარეობა და დაგვიანებული მკურნალობა გაართულოს.
დულოქსეტინ ააა-ფარმას დოზის გადაჭარბება
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, კომა, სეროტონინის სინდრომი (ისეთი რეაქციები როგორიცაა: ბედნიერების შეგრძნება, გონების დაკარგვა, შენელებული რეაქციები, შფოთვა, სიმთვრალის შეგრძნება, ტემპერატურა, ოფლიანობა ან კუნთების გაშეშება), კრუნჩხვითი შეტევა, გულისრევა, ტაქიკარდია.
თუ დაგავიწყდათ დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, დალიეთ იგი გახსენებისთანავე. თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დროა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ პრეპარატის მიღება ჩვეულ რეჟიმში. არ მიიღოთ ორმაგი დოზა. არ მიიღოთ იმაზე მეტი დოზა, ვიდრე ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული.
დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღების შეწყვეტა
წამლის მიღება არ შეწყვიტოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი. თუ ექიმი მიიჩნევს, რომ არ გჭირდებათ ხანგრძლივი მკურნალობა, ის თვითონ შეგიმცირებთ დოზას მინიმუმ ორი კვირის მანძილზე, ვიდრე შეწყვეტთ მკურნალობას.
ზოგიერთ პაციენტს, რომელთაც ერთბაშად დაასრულეს მკურნალობა, გამოუვლინდა შემდეგი სიმპტომები:
- თავბრუსხვევა, კანკალი, ჟრიალი (განსაკუთრებით თავის არეში), უძილობა (კოშმარული სიზმრები), სისუსტე, ძილიანობა, შფოთვა, შიშის შეგრძნება, გულისრევა ან ღებინება, თავის და კუნთების ტკივილი, აღგზნებადობა, დიარეა, ოფლიანობა, თავბრუსხვევა.
აღნიშნული სიმპტომები თავისით ქრება რამდენიმე დღეში. ჩივილების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულ პრეპარატსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები, რომლებიც ყველა პაციენტის შემთხვევაში არ ვლინდება. როგორც წესი ეს გვერდითი მოვლენები სუსტი ან საშუალო სიმძიმისაა და ქრება თავისით რამდენიმე კვირაში.
ძალიან ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები
(შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
- თავის ტკივილი, ძილიანობა
- გულისრევა, პირის სიმშრალე
ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები
(შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაიენტში)
- მადის დაკარგვა
- უძილობა, შფოთვა, დაქვეითებული პოტენცია, შიში, ანორგაზმია, უჩვეულო სიზმრები
- თავბრუსხვევა, უინიციატივობა, კანკალი, სმენის დაქვეითება, ქავილი
- მხედველობის დაქვეითება
- ტინიტუსი (ხმაური ყურებში)
- გულისცემის შეგრძნება
- ჰიპერტონია, სიწითლე
- ხშირი მთქნარება
- ყაბზობა, დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, შებერილობა, საჭმლის მონელების დარღვევა
- მომატებული ოფლიანობა, გამონაყარი
- კუნთების ტკივილი და გაშეშება
- მტკივნეული, ხშირი შარდვა
- ერექციის დარღვევა, სპერმის გამოყოფის დარღვევა
- სისუსტე (ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში)
- წონაში კლება
ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში, რომლებიც ანტიდეპრესანტებით მკურნალობენ, ვლინდება წონაში კლების სიმპტომი მკურნალობის საწყის ეტაპზე. 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ როგორც წესი წონა ნორმალიზდება.
შედარებით იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები
(შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაიენტში)
- ყელის ანთება, რაც ყელის ჩახრინწვას იწვევს
- სუიციდური აზრები, უძილობა, კბილების კრაჭუნი, ორიენტაციის დაკარგვა, ინდეფერენტულობა
- კუნთების უეცარი გაშეშება, მოუსვენრობა, შფოთვა, ნერვოზი, კონცენტრაციის დაკარგვა, გემოს შეგრძნების დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, კუნთების უნებლიე მოძრაობა, უძილობა, მოუსვენარი ფეხების სინდრომი
- გაფართოებული გუგები, მხედველობის დაქვეითება
- თავბრუსხვევა, ყურების ტკივილი
- ტაქიკარდია და/ან არითმია
- გულყრა, თავბრუსხვევა, ხელის და ფეხის თითების შეციება
- ყლაპვის გაძნელება, სისხლდენა ცხვირიდან
- სისხლიანი ღებინება ან შავი განავალი, კუჭ-ნაწლავის ანთება, რეგურგიტაცია, ყლაპვის გაძნელება
- ღვიძლის ანთება, რაც მუცლის ტკივილს და კანის და თვალების სიყვითლეს იწვევს
- ღამით ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, ცივი ოფლი, მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, სისხლჩაქცევები
- კუნთების გაშეშება და სპაზმი
- გართულებული შარდვა, ღამე შარდვა, გახშირებული შარდვა, მცირე რაოდენობით შარდის გამოყოფა
- უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა, დარღვეული მენსტრუალური ციკლი, ტკივილი მენსტრუაციის დროს, მცირე სისხლდენა მენსტრუალური ციკლის დროს, საკვერცხეების ან სათესლე პარკის ტკივილი
- ტკივილი მკერდის არეში, სიცივის შეგრძნება, წყურვილი, კანკალი, სიცხის შეგრძნება, უჩვეულო სიარული
- წონაში მატება
- დულოქსეტინ ააა-ფარმამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომელსაც თქვენ ვერ შეამჩნევთ, მაგალითად: ღვიძლის ფერმენტების ან სისხლში კალიუმის, კრეატინინის ფოსფოკინაზას, შაქრის ან ქოლესტერინის დონის მომატება.
იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები
(შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 პაიენტში)
- მძიმე ალერგიული რეაქცია, გართულებული სუნთქვა ან თაბრუსხვევა, ენის ან ტუჩების შეშუპება
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რამაც შეიძლება დაღლილობა ან წონაში მატება გამოიწვიოს
- სითხის დაკარგვა, ნატრიუმის დაბალი დონე (ძირითადად გვხვდება ხანდაზმულ პაციენტებში და ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: თავბრუსხვევა, სისუსტე, ძილიანობა, დეზორიენტაცია, დაღლილობა ან ავად ყოფნის შეგრძნება, შედარებით მძიმე სიმპტომებია: გულყრა, კრუნჩხვითი შეტევა, ფეხებში სისუსტე), ანტიდიურეტიკული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომი
- სუიციდური ქმედება, მანია (ჰიპერაქტივობა და უძილობა), ჰალუცინაცია, აგრესია და სიბრაზე
- სეროტონინის სინდრომი (ისეთი იშვიათი რეაქციები როგორიცაა: ბედნიერების შეგრძნება, გონების დაკარგვა, შენელებული რეაქციები, შფოთვა, სიმთვრალის შეგრძნება, ტემპერატურა, ოფლიანობა ან კუნთების გაშეშება), კრუნჩხვითი შეტევა
- გლაუკომა (თვალის მომატებული წნევა)
- ანთება პირის ღრუში, ვარდისფერი განავალი, უსიამოვნო სუნი პირში
- ღვიძლის უკმარისობა, კანის ან თვალების სიყვითლე
- სტივენს ჯონსონის სინდრომი (წყლულის გაჩენა კანზე, პირის ღრუში, თვალების და გენიტალიების არეში), მწვავე ალერგიული რეაქცია , როგორიცაა სახის და ხახის შეშუპება, ანგიოდემა
- საღეჭი კუნთების სპაზმი
- შარდის უჩვეულო სუნი
- მენოპაუზალური სიმპტომები, ქალებში და მამაკაცებში რძის სეკრეცია
- ხველა, მთქნარება და ქოშინი, შესაძლოა მაღალი ტემპერატურაც
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამით თქვენ დაეხმარებით გვერდითი მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.
5. დულოქსეტინ ააა-ფარმას შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ. ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 30°C
შეინახეთ პრეპარატი ორიგინალ შეფუთვაში, რათა დაიცვათ ნესტისგან.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის უტილიზაციის შესახებ. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ ბუნების დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს დულოქსეტინ ააა-ფარმა
- აქტიური ნივთიერებაა დულოქსეტინი
დულოქსეტინ ააა-ფარმა 30მგ:
ნაწლავში ხსნადი თითო მყარი კაფსულა შეიცავს 30მგ დულოქსეტინს (ჰიდროქლორიდის მარილის სახით).
დულოქსეტინ ააა-ფარმა 60მგ:
ნაწლავში ხსნადი თითო მყარი კაფსულა შეიცავს 60მგ დულოქსეტინს (ჰიდროქლორიდის მარილის სახით).
**- დამხმარე ნივთიერებები: **
კაფსულის შიგთავსი: ჰიპრომელოზა, ჰიპრომელოზაცეტატსუქცინატი, საქაროზა, შაქარის სახამებლის გრანულები, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტრიეთილციტრატი.
კაფსული გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ინდიგოკარმინი (E132), რკინის (III) ჰიდროქსიდის ოქსიდი × H20 (E172) (მხოლოდ დულოქსეტინ აა-ფარმა 60მგ)
დულოქსეტინ ააა-ფარმას გარეგნული სახე და შგთავსი
დულოქსეტინ ააა-ფარმა ხელმისაწვდომია 30მგ და 60მგ დოზა.
დულოქსეტინ ააა-ფარმა 30მგ არის მყარი ჟელატინის კაფსულა, ზედა ნაწილი - მუქი ლურჯი ხოლო ქვედა ნაწილი - თეთრი ფერის.
დულოქსეტინ ააა-ფარმა 60მგ არის მყარი ჟელატინის კაფსულა, ზედა ნაწილი - მუქი ლურჯი ხოლო ქვედა ნაწილი - ღია მწვანე ფერის.
თითოეული კაფსულა შეიცავს პატარა ბურთულების ფორმის დულოქსეტინის ჰიდროქლორიდს, რომელიც შემოგარსულია კუჭის წვენისგან დამცავი გარსით.
შეფუთვაში შეიძლება იყოს 7, 14, 28, 30, 56, 60, 84, 96, 100 და 500 ნაწლავში ხსნადი მყარი კაფსულა.
ყველა ზომის შეფუთვა არ არის რეალიზაციაში.
გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): duloxetine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ანტიდეპრესანტები
დულოქსეტინ ააა-ფარმა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დულოქსეტინს. დულოქსეტინ ააა- ფარმა ზრდის ნერვულ სისტემაში სეროტონინის და ნორადრენალინის შემცველობას. მოზრდილებში დულოქსეტინ ააა-ფარმა გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- დეპრესიული დაავადებები
- შიშის შეგრძნება და ნერვოზი
- ტკივილები დიაბეტური ნევროპათიის დროს (წვა, ჩხვლეტა, ელექტროშოკის მსგავსი სიმპტომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტულ ადგილას შეგრძნების დაკარგვა ან შეხებით, სიცივით, სიცხით გამოწვეული ტკივილი)
დულოქსეტინ ააა-ფარმა გამოიყენება დეპრესიული დაავადებებისა და შიშების
სამკურნალოდ. დულოქსეტინ ააა-ფარმა მოქმედებას იწყებს მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში. ზოგჯერ შეიძლება მოქმედების ვადა 2-4 კვირამდე გაგრძელდეს. მიმართეთ ექიმს, თუ ამ პერიოდის განმავლობაში ვერ იგრძენით უკეთესობა. შესაძლოა თავის უკეთ გრძნობის შემთხვევაშიც ექიმმა კვლავ დაგინიშნოთ დულოქსეტინ ააა-ფარმა, სიმპტომების განმეორების თავიდან აცილების მიზნით.
ტკივილების თანხლებით მიმდინარე დიაბეტური ნევროპათიის მქონე პაციენტებში წამლის მოქმედებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირა. ერთი თვეში თუ ვერ იგრძენით უკეთესობა, მიმართეთ ექიმს.
არ უნდა მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგიული რეაქცია დულოქსეტინის ან მე- 6 პუნქტში ჩამოთვლილი სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ
- ღვიძლის დაავადება
- თირკმელების მძიმე დაავადება
- თუ იღებთ ან ბოლო 14 დღის განმავლობაში იღებდით სხვა მონოამინოქსიდურ ინჰიბიტორებს (MAO-ბლოკატორებს)
- თუ იღებთ ფლუვოქსამინს, რომელიც ძირითადად დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება, აგრეთვე ციპროფლოქსაცინს ან ენოქსაცინს, რომელიც სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.
მიმართეთ ექიმს თუ გაწუხებთ ჰიპერტონია ან გულის დაავადება. ექიმი გადაწვეტს, მიიღოთთუ არა დულოქსეტინ ააა-ფარმა.
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები
ჩვეულებრივ ბავშვებში და 18 წლამდე მოზრდილებში დულოქსეტინ ააა-ფარმა არ ინიშნება.
დულოქსეტინ ააა-ფარმას მიღების წესი
მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით