ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - ფლუვოქსამინი
შემადგენლობა :
აქტიური ნივთიერება : ფლუვოქსამინის ტაბლეტი – 50, 100 მგ .
დამხმარე ნივთიერებები : მანიტოლი – 152.0 მგ ,სიმინდის სახამებელი –40.0 მგ
(80.0 მგ ), ჟელატინიზირებული სახამებელი – 6.0 მგ (12.0 მგ ), ნატრიუმის
სტეარილფუმარატი – 1.8 მგ (3.5 მგ ), კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური – 0.8 მგ (1.5
მგ ).
გარსი : ჰიდრომელოზა – 4.1 მგ (5.6 მგ ), მაკროგოლ 6000 – 1.5 მგ (2.0 მგ ),
ტალკი – 0.3 მგ (0.4 მგ ), ტიტანის დიოქსიდი ( E 171) – 1.5 მგ (2.1 მგ ).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
ანტიდეპრესანტი .
ჩვენება:
სხვადასხვა გენეზის დეპრესიები;
ობსესურ - კომპულსური მოშლილობა .
გამოყენების წესი და დოზა:
დეპრესია :
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 50 ან 100 მგ (ერჯერადად, საღამოს).
რეკომენდებულია დოზის თანდათან გაზრდა ეფექტურ დოზამდე .
ეფექტური სადღეღამისო დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, მკურნალობაზე პაციენტის
რეაქციის მიხედვით; ჩვეულებრივ, იგი 100 მგ შეადგენს. სადღეღამისო დოზამ შეიძლება
300 მგ მიაღწიოს .
150 მგ - ზე მაღალი სადღეღამისო დოზა უნდა გადანაწილდეს რამდენიმე მიღებაზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური რეკომენდაციის
თანახმად, ანტიდეპრესანტებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რემისიის პერიოდშიც, სულ
მცირე 6 თვის განმავლობაში დეპრესიული ეპიზოდის შემდეგ .
დეპრესიის რეციდივის პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია ფლუვოქსამინის 100 მგ
ყოველდღიურად მიღება; დღეში ერთხელ.
ობსესურ - კომპულსური მოშლილობა :
რეკომენდებულია ფევარინის მიღების 50 მგ დოზით დაწყება 3-4 დღის განმავლობაში .
ეფექტური სადღეღამისო დოზა შეადგენს, როგორც წესი, 100-300 მგ . რეკომენდებულია
დოზის თანდათან მომატება ეფექტურ დოზამდე, რომელიც მოზრდილებში 300 მგ არ უნდა
აღემატებოდეს. 150 მგ დოზის მიღება შეიძლება დღეში ერთხელ , სასურველია საღამოს.
რეკომენდებულია 150 მგ - ზე მაღალი სადღეღამისო დოზის გაყოფა ორ ან სამ მიღებაზე.
8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზარდების დოზა:
ფევარინის საწყისი დოზა 50 მგ შეადგენს , ხოლო შემანარჩუნებელი დოზა დღეში 50-200
მგ - ს . სადღეღამისო დოზა 200 მგ არ უნდა აღემატებოდეს . რეკომენდებულია 100 მგ
გვერდითი მოქმედება:
ფევარინის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი სიმპტომია
გულისრევა, ზოგჯერ ღებინებით. ეს გვერდითი ეფექტი, როგორც წესი , მკურნალობის
პირველ ორ კვირაში ქრება.
კლინიკური გამოცდის დროს გამოვლენილი ზოგიერთი გვერდითი ეფექტი უკავშირდებოდა არა
ფევარინით მკურნალობას, არამედ დეპრესიის სიმპტომებს .
ხშირად ( სიხშირე 1-10%):
ზოგადი : ასთენია , თავის ტკივილი , შეუძლოდ ყოფნა .
საერთაშორისო დასახელება - ფლუვოქსამინი
შემადგენლობა :
აქტიური ნივთიერება : ფლუვოქსამინის ტაბლეტი – 50, 100 მგ .
დამხმარე ნივთიერებები : მანიტოლი – 152.0 მგ ,სიმინდის სახამებელი –40.0 მგ
(80.0 მგ ), ჟელატინიზირებული სახამებელი – 6.0 მგ (12.0 მგ ), ნატრიუმის
სტეარილფუმარატი – 1.8 მგ (3.5 მგ ), კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური – 0.8 მგ (1.5
მგ ).
გარსი : ჰიდრომელოზა – 4.1 მგ (5.6 მგ ), მაკროგოლ 6000 – 1.5 მგ (2.0 მგ ),
ტალკი – 0.3 მგ (0.4 მგ ), ტიტანის დიოქსიდი ( E 171) – 1.5 მგ (2.1 მგ ).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
ანტიდეპრესანტი .
ჩვენება:
სხვადასხვა გენეზის დეპრესიები;
ობსესურ - კომპულსური მოშლილობა .
გამოყენების წესი და დოზა:
დეპრესია :
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 50 ან 100 მგ (ერჯერადად, საღამოს).
რეკომენდებულია დოზის თანდათან გაზრდა ეფექტურ დოზამდე .
ეფექტური სადღეღამისო დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, მკურნალობაზე პაციენტის
რეაქციის მიხედვით; ჩვეულებრივ, იგი 100 მგ შეადგენს. სადღეღამისო დოზამ შეიძლება
300 მგ მიაღწიოს .
150 მგ - ზე მაღალი სადღეღამისო დოზა უნდა გადანაწილდეს რამდენიმე მიღებაზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური რეკომენდაციის
თანახმად, ანტიდეპრესანტებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რემისიის პერიოდშიც, სულ
მცირე 6 თვის განმავლობაში დეპრესიული ეპიზოდის შემდეგ .
დეპრესიის რეციდივის პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია ფლუვოქსამინის 100 მგ
ყოველდღიურად მიღება; დღეში ერთხელ.
ობსესურ - კომპულსური მოშლილობა :
რეკომენდებულია ფევარინის მიღების 50 მგ დოზით დაწყება 3-4 დღის განმავლობაში .
ეფექტური სადღეღამისო დოზა შეადგენს, როგორც წესი, 100-300 მგ . რეკომენდებულია
დოზის თანდათან მომატება ეფექტურ დოზამდე, რომელიც მოზრდილებში 300 მგ არ უნდა
აღემატებოდეს. 150 მგ დოზის მიღება შეიძლება დღეში ერთხელ , სასურველია საღამოს.
რეკომენდებულია 150 მგ - ზე მაღალი სადღეღამისო დოზის გაყოფა ორ ან სამ მიღებაზე.
8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზარდების დოზა:
ფევარინის საწყისი დოზა 50 მგ შეადგენს , ხოლო შემანარჩუნებელი დოზა დღეში 50-200
მგ - ს . სადღეღამისო დოზა 200 მგ არ უნდა აღემატებოდეს . რეკომენდებულია 100 მგ
გვერდითი მოქმედება:
ფევარინის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი სიმპტომია
გულისრევა, ზოგჯერ ღებინებით. ეს გვერდითი ეფექტი, როგორც წესი , მკურნალობის
პირველ ორ კვირაში ქრება.
კლინიკური გამოცდის დროს გამოვლენილი ზოგიერთი გვერდითი ეფექტი უკავშირდებოდა არა
ფევარინით მკურნალობას, არამედ დეპრესიის სიმპტომებს .
ხშირად ( სიხშირე 1-10%):
ზოგადი : ასთენია , თავის ტკივილი , შეუძლოდ ყოფნა .
ყურადღებით და მთლიანად წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია ამ მედიკამენტის მიღებამდე, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია მისი ხელახლა წაკითხვა გახდეს საჭირო.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პიროვნებებისათვის. ამან შესაძლოა მიაყენოს მათ ზიანი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ თქვენი დაავადების მსგავსი ნიშნები გამოუვლინდებათ.
თუ გვერდით მოვლენებს აქვს ადგილი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება აგრეთვე ამ ინსტრუქციაში არაღნიშნულ ნებისმიერ გვერდით მოვლენას. იხ. პუნქტი 4.
რას იპოვით ამ ინსტრუქციაში:
რა არის ფევარინი და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ ფევარინის მიღებამდე
როგორ მიიღოთ ფევარინი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ შეინახოთ ფევარინი
პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ფევარინი და რისთვის გამოიყენება იგი
ფევარინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორების (ISRS)-ის სახელით. ფევარინი შეიცავს ნივთიერებას სახელად ფლუვოქსამინი. ეს არის არის ანტიდეპრესანტს, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (დიდი დეპრესიული ეპიზოდები).
ფევარინი შესაძლოა აგრეთვე გამოყენებული იქნას იმ ადამიანების მკურნალობისას, რომელთაც აქვთ ობსესურ-კომპულსური დარღვევა (TOC).
2. რა უნდა იცოდეთ ფევარინის მიღებამდე
არ მიიღოთ ფევარინი:
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) ფლუვოქსამინის ან ამ მედიკამენტის სხვა
ნებისმიერი შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი პუნქტი 6-ში).
თუ მოიხმართ მედიკამენტებს, რომლებიც ცნობილია მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების
(IMAO) სახელით, ან მიიღეთ ისინი ბოლო ორ კვირაში. თქვენი ექიმი გირჩევთ, თუ
როგორ უნდა დაიწყოთ ფევარინის მოხმარება მას შემდეგ, რაც შეწყვეტთ IMAO-თი
მკურნალობას. ეს მედიკამენტი ხანდახან გამოწერილია დეპრესიის ან ნერვული
აშლილობის სამკურნალოდ.
თუ მოიხმართ ტიზანიდინს, მედიკამენტი, რომელიც ხშირად გამოიყენება კუნთების
რელაქსაციისათვის.
თუ უზრუნველყოფთ ძუძუთი კვებას.
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე შეესაბამება თქვენს შემთხვევას, არ მიიღოთ
ფევარინი და დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს.
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
ფევარინის მოხმარებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ უახლოეს წარსულში გქონდათ გულის შეტევა
თუ ხართ ორსულად, ან არსებობს ორსულობის ალბათობა
თუ გაქვთ ეპილეფსია
თუ წარსულში გქონდათ სისხლდენის პრობლემები ან რეგულარულად იყენებთ
მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან სისხლდენის რისკს, როგორებიცაა ჩვეულებრივი
დამამშვიდებლები
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი
თუ იტარებთ ელექტროკონვულსიურ თერაპიას (TEC)
თუ როდისმე დაავადებული იყავით მანიით (ეკზალტაციის ან გადაჭარბებული შფოთვის
შეგრძნება)
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები
თუ ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის (იხ. აგრეთვე პუნქტი 3 „როგორ მიიღოთ
ფევარინი“).
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე შეესაბამება თქვენს შემთხვევას, თქვენი ექიმი
გეტყვით იმას, უსაფრთხო არის თუ არა თქვენთვის, რომ დაიწყოთ ფევარინის მოხმარება.
ფევარინით მკურნალობის პირველ რამოდენიმე კვირაში, სანამ ანტიდეპრესანტის ეფექტი მოქმედებას დაიწყებს, დროგამოშვებით შესაძლოა გაჩნდეს ან გამოიკვეთოს მოუსვენრობის შეგრძნება, მაგალითად, არ შეგიძლიათ დამჯდარ მდგომარეობაში ან უმოძრაო მდგომარეობაში ყოფნა (აკატიზია). უთხარით თქვენს ექიმს დაუყონებლივ, იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ამგვარი სიმპტომები. შემდეგ, შესაძლოა საჭირო იყოს დოზის ცვლილება.
სუიციდური ფიქრები და თქვენი დეპრესიული განწყობის ან ნერვული აშლილობის დარღვევის გაუარესება
თუ დაავადებული ხართ დეპრესიით და/ან ნერვული აშლილობის დარღვევით, შესაძლოა, რომ ხანდახან გქონდეთ თვითდაზიანებითი ან სუიციდური ფიქრები. ეს შესაძლოა გამოიკვეთოს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში, რადგან ამ მედიკამენტებს სჭირდებათ დრო ეფექტის მისაღებად, როგორც წესი, ორი კვირა, ხანდახან უფრო მეტიც.
უფრო სავარაუდოა გქონდეთ მსგავსი ფიქრები:
თუ ადრე გქონდათ სუიციდური ან თვითდაზიანებითი ფიქრები
თუ ხართ ახალგაზრდა მოზარდი. კლინიკური კვლევებიდან მოპოვებულმა ინფორმაციამ აჩვენა სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკი 25 წლამდე მოზარდებში, ფსიქიური დაავადებებით, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.
თუ გარკვეულ მომენტში გაქვთ თვითდაზიანებითი ან სუიციდური ფიქრები, დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიდით საავადმყოფოში.
კარგი იქნება, თუ ეტყვით ახლო მეგობარს ან ნათესავს, რომ დეპრესია ან ნერვული აშლილობის დარღვევა გაწუხებთ და სთხოვთ ამ ინსტრუქციის წაკითხვას.
შეგიძლიათ ჰკითხოთ ფიქრობენ თუ არა ისინი, რომ თქვენი დეპრესიის ან ნერვული აშლილობის მდგომარეობა გაუარესდა, ან შეწუხებული ხომ არ არიან თქვენი ქცევის ცვლილებით.
დაუყონებლივ უთხარით თქვენს ექიმს თუ გაქვთ ნებისმიერი ისეთი ფიქრი ან შეგრძნება, რაც არ გასვენებთ.
ბავშვები და მოზარდები
18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა არ უნდა მოიხმარონ ეს მედიკამენტი, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ისინი გადიან ობსესიურ-კომპულსიური დარღვევის (TOC) მკურნალობას, რადგან ფევარინი არ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ 18 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებში.
როდესაც 18 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანები მოიხმარენ ამ ტიპის მედიკამენტს, არსებობს გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკი, როგორებიცაა სუიციდისკენ მიდრეკილება, სუიციდური და მტრული ფიქრები, როგორიცაა აგრესიულობა, ოპოზიციის დომინანტური ქცევა და მრისხანება.
თუ თქვენმა ექიმმა დაუნიშნა თქვენს 18 წლამდე ასაკის ბავშვს ფევარინი და გსურთ ამაზე დალაპარაკება, გთხოვთ, დაბრუნდეთ თქვენს ექიმთან. უნდა უთხრათ თქვენს ექიმს თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე ჩნდება ან უარესდება მაშინ, როდესაც 18 წლამდე ასაკის პაციენტები მოიხმარენ ფევარინს.
ასევე, არ არის ცნობილი ახდენს თუ არა 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ფევარინის მოხმარება გავლენას ზრდაზე, მომწიფებაზე, ინტელექტუალურ განვითარებაზე ან ქცევაზე.
ფევარინი სხვა მედიკამენტებთან ერთად
არ უნდა დაიწყოთ ჰიპერციუმის პერფორატზე დაფუძნებული ნატურალური მკურნალობა
ფევარინით მკურნალობისას, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების
გამწვავება. თუ უკვე იყენებთ ჰიპერციუმის პერფორატს, მაშინ, როდესაც იწყებთ
ფევარინით მკურნალობას, შეწყვიტეთ იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც შეიცავენ
ჰიპერციუმის პერფორატს და უთხარით თქვენს ექიმს შემდეგი ვიზიტისას.
თუ მოიხმარეთ დეპრესიის ან ნერვული აშლილობის სამკურნალო მედიკამენტი ბოლო ორ
კვირაში, ან გაწუხებთ შიზოფრენია, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი შეამოწმებს თუ მოიხმართ დეპრესიის ან მასთან
დაკავშირებული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, სადაც შესაძლოა შედიოდეს:
ბენზოდიაზეპინები
ტრიციკლური და ანტიდეპრესანტები
ნეუროლეფსური
ლითიუმი
ტრიპტოფანი
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (IMAO), როგორებიცაა მოკლობემიდი, ლინეზოლიდის
ჩათვლით
რამელტეონი, რომელიც გამოიყენება უძილობის სამკურნალოდ
სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (ISRS), როგორიცაა ციტალოპრამი
თქვენი ექიმი გეტყვით უსაფრთხოა თუ არა თქვენთვის ფევარინის მოხმარების დაწყება.
ასევე, უნდა უთხრათ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ მოიხმარეთ ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელიმე:
ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა) ან ასპირინის ტიპის მედიკამენტები, რომლებიც
გამოიყენება ტკივილის შესამცირებლად და ანთებების სამკურნალოდ (ართრიტი)
ციკლისპორინი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის ფუნქციის შესამცირებლად
მეტადონი, რომელიც გამოიყენება ტკივილებისა და მოხსნის სინდრომის სიმპტომების
სამკურნალოდ
მექსილეტინი, რომელიც გამოიყენება გულის პათოლოგიური რიტმის სამკურნალოდ
ფენიტოინი ან კარბამაზეპინი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ
პროპრანოლოლი, რომელიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის და გულის დაავადებების
სამკურნალოდ
როპინიროლი, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ
რომელიმე „ტრიპტანი“, რომელიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ, მაგალითად
სუმატრიპტანი
ტერფენადინი, რომელიც გამოიყენება ალერგიების სამკურნალოდ. ფევარინი არ უნდა
იქნას მოხმარებული ტერფენადინთან ერთად
ასტემიზოლი, რომელიც გამოიყენება ალერგიების სამკურნალოდ
ციზაპრიდი, რომელიც გამოიყენება კუჭის და წვრილ-ნაწლავის მოქმედების
სტიმულაციისათვის
სილდენაფილი, რომელიც გამოიყენება ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ
ტეოფილინი, რომელიც გამოიყენება ბრონქული ასთმის და ბრონქიტის სამკურნალოდ
ტრამადოლი, დამამშვიდებელი
ვარფარინი, ნიკუმალონი ან სხვა ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება
სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად
ტაცრინი, რომელიც გამოიყენება დაბალი ან საშუალო დონის დემენციის სამკურნალოდ და
ალცჰაიმერის სინდრომის სამკურნალოდ.
თუ მოიხმართ ან უახლოეს წარსულში მოიხმარეთ ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან
რომელიმე და არ გისაუბრიათ ამის შესახებ თქვენს ექიმთან, დაბრუნდით თქვენს
ექიმთან და ჰკითხეთ რა უნდა გააკეთოთ. შესაძლოა საჭირო იყოს დოზის ცვლილება ან
სხვა მედიკამენტის მოხმარება.
გთხოვთ, უთხრათ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ მოიხმართ ან უახლოეს წარსულში მოიხმარეთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი, სამედიცინო რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტების ჩათვლით. მათში შედის აგრეთვე მცენარეული მედიკამენტებიც.
ფევარინი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
არ მოიხმაროთ სპირტიანი სასმელი იმ შემთხვევაში, თუ მოიხმართ ამ მედიკამენტს, რადგან ალკოჰოლი რეაქციაში შედის ფევარინთან და შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა და არამდგრადობა.
თუ რეგულარულად მოიხმართ ბევრ ჩაის, ყავას და გამაგრილებელ სასმელებს, რომლებიც შეიცავენ კოფეინს, შესაძლოა გქონდეთ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ხელების კანკალი, ცუდად ყოფნის შეგრძნება, გულის ჩქარი ცემა, აფორიაქება და ძილის დარღვევა (ინსომნია). თუ შეამცირებთ კოფეინის მიღებას, შესაძლოა, რომ ეს სიმპტომები გაქრეს.
ნაყოფიერება, ორსულობა და ძუძუთი კვება
დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის მოხმარებამდე.
ორსულობა
ორსულობისას ფლუვოქსამინის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოცდილება ლიმიტირებულია. არ მოიხმაროთ ფლუვოქსამინი ორსულობისას, გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც თქვენი ექიმი თვლის, რომ მისი მიღება აბსოლიტურად აუცილებელია. თუ ამჟამად მოიხმართ ფლუვოქსამინს და აპირებთ დაორსულებას, გთხოვთ, დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს იმის გადასაწყვეტად, საჭიროა ან დროულია თუ არა რაიმე სხვა მედიკამენტი.
დარწმუნდით, რომ თქვენმა ექთანმა და/ან ექიმმა იცის, რომ გადიხართ ფლუვოქსამინით მკურნალობას. ორსულობის პერიოდში მოხმარებისას, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვეში, ფლუვოქსამინის მსგავსმა მედიკამენტებმა შესაძლოა გაზარდონ ბავშვებში მძიმე დაავადების რისკი, რომელსაც ჰქვია ახალდაბადებულის ფილტვის ჰიპერტენზია (HTPP), როდესაც ბავშვი სუნთქავს დაჩქარებულად და აქვს ციანოტური ასპექტი. ეს სიმპტომები როგორც წესი, ჩნდება ბავშვის დაბადებიდან პირველ 24 საათში. თუ ეს დაემართება თქვენს ბავშვს, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექთანს და/ან ექიმს.
არ უნდა შეწყვიტოთ ფლუვოქსამინით მკურნალობა მყისიერად. თუ მოიხმართ ფლუვოქსამინს ორსულობის ბოლო სამ თვეში, შესაძლოა, რომ თქვენს ბავშვს დაბადებისას სუნთქვის და ციანოტური ასპექტის გარდა ჰქონდეს სხვა დაავადებები, როგორებიცაა ადეკვატური ძილის ან კვების უუნარობა, თერმული არასტაბილურობა, ცუდად ყოფნის შეგრძნება, გამოკვეთილი ტირილი, ხისტი ან რბილი კუნთები, ლეტარგია, ძილიანობა, კანკალი, სპაზმები ან კონვულსიები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ბავშვს დაბადებისას აქვს ამ სიმპტომებიდან რომელიმე, დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ძუძუთი კვება
ფლუვოქსამინი გაიწოვება დედის რძეში. არსებობს ბავშვზე ეფექტის მოხდენის დიდი რისკი. აქედან გამომდინარე, უნდა დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს ამის შესახებ და ის გადაწყვეტს უნდა შეწყვიტოთ თუ არა ძუძუთი კვების უზრუნველყოფა ან ფლუვოქსამინის მოხმარება.
მანქანის მართვა და დანადგარების გამოყენება
შეგიძლიათ მანქანის მართვა და დანადგარების გამოყენება ამ მედიკამენტით მკურნალობისას, იმ შემთხვევაში, თუ ეს მედიკამენტი არ იწვევს ძილიანობას.
3. როგორ გამოიყენოთ ფევარინი
მოიხმარეთ ეს მედიკამენტი ყოველთვის ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა.
დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ დარწმუნებულები.
დოზები
რეგულარული დოზა ზრდასრულებისათვის (18 წლიდან ზემოთ):
დეპრესიის მკურნალობა:
დაიწყეთ 50მგ-თ ან 100მგ-თ დღეში, ერთი დოზით მოხმარება, საღამოს.
ობსესიურ-კომპულსიური დარღვევის მკურნალობა:
დაიწყეთ 50მგ-თ დღეში, სასურველია მოხმარება მოხდეს საღამოს.
თუ ორი კვირის შემდეგ არ გრძნობთ კარგად თავს უკეთესად, მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისათვის. მან შესაძლოა გადაწყვიტოს დოზის თანდათანობით გაზრდა.
რეკომენდირებული დღიური მაქსიმალური დოზა არის 300მგ.
თუ თქვენი ექიმი რეკომენდაციას გაძლევთ, რომ მოიხმაროთ 150მგ-ზე მეტი დღეში, არ მოიხმაროთ ყველა ტაბლეტი ერთდროულად, შეეკითხეთ ექიმს, თუ როგორ გადაანაწილოთ.
დოზა ობსესიურ-კომპულსიური დარღვევის (TOC) მქონე ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის (8 წლიდან ზემოთ):
დაიწყეთ 25მგ-თ (ტაბლეტის ნახევარი) დღეში, მოიხმარეთ საღამოს. თქვენმა ექიმმა შესაძლოა 25მგ-თ თანდათან გაზარდოს დოზა 4-7 დღის განმავლობაში, ეფექტის მიღწევამდე, იმის მიხედვით, თუ რამდენად ამტანი იქნებით დოზის მიმართ.
ეფექტური დოზა არის ძირითადად 50მგ-სა და 200მგ-ს შორის დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა არის 200მგ.
თუ თქვენი ექიმი რეკომენდაციას გაძლევთ, რომ მოიხმაროთ 50მგ-ზე მეტი დღეში, არ მოიხმაროთ ყველა ტაბლეტი ერთდროულად, შეეკითხეთ ექიმს, თუ როგორ გადაანაწილოთ. თუ დოზა არ არის განაწილებული თანაბრად, მაშინ უფრო დიდი დოზა უნდა იქნას მოხმარებული საღამოს.
18 წლამდე ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა არ უნდა მოიხმარონ ეს მედიკამენტი დეპრესიის სამკურნალოდ. ეს მედიკამენტი უნდა იყოს გამოწერილი ბავშვებისათვის ან მოზარდებისათვის მხოლოდ ობსესიურ-კომპულსიური დარღვევისას (TOC).
როგორ მოიხმაროთ ფევარინი
შეგიძლიათ მედიკამენტები გაყოთ შუაზე, თუ ასე გირჩიათ თქვენმა ექიმმა.
რა დროა საჭირო ეფექტის მიღებამდე
შესაძლებელია, რომ ეფექტის მიღებას დასჭირდეს გარკვეული დრო. ზოგიერთ პაციენტში არ შეინიშნება გაუმჯობესება მკურნალობის პირველ 2 ან 3 კვირაში.
გააგრძელეთ ტაბლეტების მოხმარება იქამდე, სანამ თქვენი ექიმი არ გეტყვით, რომ შეწყვითოთ მათი მოხმარება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თავს კარგად იგრძნობთ, თქვენმა ექიმმა შესაძლოა რეკომენდაცია მოგცეთ, რომ გააგრძელოთ ტაბლეტების მიღება გარკვეული დროით, მინიმუმ 6 თვით, იმაში დასარწმუნებლად, რომ მედიკამენტმა იმოქმედა სრულად.
არ შეწყვიტოთ ფევარინით მკურნალობა მყისიერად.
შესაძლოა გქონდეთ აღკვეთის სინდრომის სიმპტომები, როგორებიცაა:
შფოთვა და ნერვული აშლილობა
დაბნეულობა
დიარეა
ძილის პრობლემები
თავბრუსხვევები
ემოციური არამდგრადობა
თავის ტკივილები
გაღიზიანება
ღებინება და/ან გულისრევა
სწრაფი გულისცემა
სენსორული დარღვევები (როგორებიცაა ელექტრული შოკი ან მხედველობის დარღვევები)
ოფლიანობა
კანკალი
ფევარინის მოხმარების შეწყვეტისას თქვენი ექიმი დაგეხმარებათ დოზის თანდათან
შემცირებაში, რამოდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, ეს საჭიროა აღკვეთის
სინდრომის ეფექტების რისკის თავიდან ასაცილებლად. ადამიანების უმრავლესობა თვლის,
რომ ნებისმიერი სიმპტომი, რომელიც ჩნდება ფევარინით მკურნალობის შეწყვეტისას,
არის უმნიშვნელო და თავისით ქრება ორი კვირის განმავლობაში. ზოგიერთი ადამიანის
შემთხვევაში, ეს სიმპტომები შესაძლოა იყოს უფრო მწვავე ან გაგრძელდეს უფრო
დიდხანს.
თუ გამოვლინდა აღკვეთის სინდრომის რეაქციები მაშინ, როდესაც ტაბლეტების მოხმარებას შეწყვეტთ, თქვენმა ექიმმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ მოხმარება უნდა შეწყვიტოთ უფრო ნელა.
თუ გაქვთ აღკვეთის სინდრომის მწვავე რეაქციები მაშინ, როდესაც ტაბლეტების მოხმარებას შეწყვეტთ, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან. მან შესაძლოა გთხოვოთ ტაბლეტების ხელახლა მოხმარება და შემდეგ, მკურნალობის შეწყვეტა უფრო ნელი რიტმით (იხ. პუნქტი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
თუ მკურნალობის შეწყვეტისას შენიშნავთ ნებისმიერ სიმპტომს, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ მოიხმართ საჭიროზე მეტ ფევარინს
თუ თქვენ ან სხვა ადამიანი მოიხმართ ფევარინს გადაჭარბებული დოზით, დაელაპარაკეთ ექიმს ან დაუყონებლივ წადით საავადმყოფოში. თან წაიღეთ მედიკამენტის პაკეტი.
დოზის გადაჭარბების სიმპტომებია ღებინება, გულისრევა, დიარეა და ძილიანობის ან თავბრუსხვევის შეგრძნება. აგრეთვე გამოვლენილი იქნა გულის მოვლენები (გულის რიტმის შენელება ან აჩქარება, დაბალი არტერიული წნევა), ღვიძლის დაზიანებები, კონვულსიები (შოკი) და კომა.
თუ დაგავიწყდათ ფევარინის მიღება
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, დაელოდეთ შემდეგ დოზას. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ გაქვთ ამ პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი შეკითხვა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც სხვა მედიკამენტებმა, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩნდება ყველა ადამიანში.
გვერდითი მოვლენების სიხშირე განსაზღვრულია ამგვარად:
ძალიან ხშირი | ემართება 10 მომხმარებლიდან 1-ზე მეტს
---|---
ხშირი | ემართება 100 მომხმარებლიდან 1-დან 10-მდე მომხმარებელს
ნაკლებად ხშირი | ემართება 1000 მომხმარებლიდან 1-დან 10-მდე მომხმარებელს
იშვიათი | ემართება 10000 მომხმარებლიდან 1-დან 10-მდე მომხმარებელს
ძალიან იშვიათი | ემართება 10000 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელს
დაუდგენელი სიხშირე | ვერ დგინდება
ამ ტიპის მედიკამენტთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები
დროგამოშვებით შესაძლოა გაჩნდეს ან გამოიკვეთოს სუიციდური და თვითდაზიანებითი ფიქრები ფევარინით მკურნალობის პირველ რამოდენიმე კვირაში, სანამ ანდიდეპრესანტის ეფექტი ამოქმედდება.
დაუყონებლივ უთხარით თქვენს ექიმს თუ გაქვთ რაიმე ფიქრი ან შეგრძნება, რაც არ გასვენებთ.
თუ გაქვთ რამოდენიმე სიმპტომი ერთდროულად, შესაძლოა გქონდეთ შემდეგი იშვიათი დაავადებებიდან ერთ-ერთი:
სეროტონინის სინდრომი: თუ გაქვთ ოფლიანობა, კუნთების სიხისტე ან კუნთების
სპაზმები, არამდგრადობა, დაბნეულობა, გაღიზიანება ან გადაჭარბებული აგრესიულობა.
ავთვისებიანი ნეოლეპტიკური სინდრომი: თუ გაქვთ კუნთების სიხისტე, მაღალი
ტემპერატურა, დაბნეულობა და მასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები.
SIADH: თუ გაქვთ სისუსტის ან დაბნეულობის შეგრძნება ან თუ გაქვთ კუნთების
სიხისტე, ტკივილები ან სპაზმები.
დაუყონებლივ შეწყვიტეთ ფევარინის მოხმარება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
იმ შემთხვევაში, თუ კანზე გაგიჩნდებათ სისხლჩაქცევები ან მეწამული ფერის ლაქები, ან დაღვარეთ სისხლი ან გქონდათ სისხლნარევი განავალი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს რეკომენდაციისათვის.
ფლუვოქსამინის მოხმარების შეწყვეტა (განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მყისიერად ხდება) როგორც წესი, იწვევს აღკვეთის სინდრომის სიმპტომებს (იხ. პუნქტი 3, აღკვეთის სიმპტომები).
ზოგ შემთხვევაში, პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ გულისრევის ოდნავი შეგრძნება, ფევარინის ეფექტის ამოქმედებასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ შეგრძნება არის არასასიამოვნო, ის უნდა გაქრეს მალე იმ შემთხვევაში, თუ მოიხმართ ტაბლეტებს ისე, როგორც იყო თქვენთვის გამოწერილი. ეს შესაძლოა გაგრძელდეს რამოდენიმე კვირა.
ფევარინთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები
ხშირი გვერდითი მოვლენები:
შფოთვა
ნერვული აშლილობა
ყაბზობა
დიარეა
ძილის დარღვევა (ინსომნია)
თავბრუსხვევა
პირის გაშრობა
გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია)
გულის სწრაფი და არათანაბარი ცემა
ძილიანობის შეგრძნება (ლეთარგია)
ცუდად ყოფნის შეგრძნება
დაღლილობა (ასთენია)
თავის ტკივილი
ანორექსია (მადის არქონა)
ნევროზი
მუცლის ტკივილები
გადაჭარბებული ოფლიანობა
კანკალი
კუნთების სისუსტე (ასთენია)
ღებინება
გულისრევა
საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტი (დისპეფსია)
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები:
მწვავე ალერგიული რეაქციები (სახის, ტუჩების ან ენის გასიების, მწვავე
ამონახეთქების ან ქავილის ჩათვლით)
დაბნეული მდგომარეობა
დაგვიანებული ევაკულაცია
არტერიული წნევის დაქვეითება ორთოსტატურ პოზიციაში (თავბრუსხვევა ფეხზე ძალიან
სწრაფად წამოდგომისას)
ჰალუცინაციები
უნებლიე მოძრაობები, მოძრაობაში კოორდინაციის დარღვევა
კუნთების ზოგადი ტკივილი
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
კონვულსიები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
მანია (აღგზნების ან გადაჭარბებული შფოთვის შეგრძნება)
მგრძნობელობა დღის სინათლის
ლაქტაციის გაძლიერება
სხვა გვერდითი მოვლენები (უცნობი სიხშირით):
აკატიზია (შფოთვა, ფსიქომოტორული მოუსვენრობა)
სუიციდისკენ მიდრეკილება, სუიციდური ქცევა
სეროტონინის სინდრომი, ავთვისებიანი ნეოლეპტიკური სინდრომის მსგავსი რეაქციები
ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეცია
გემოს დარღვევა (დისგევზია)
ანორგაზმია (ორგაზმის მიღწევის უუნარობა)
მდედრობითი სქესის პაციენტებში: მენსტრუალური დარღვევები
შარდვის დარღვევა (დღის და/ან ღამის განმავლობაში მოშარდვის ხშირი საჭიროება,
მოშარდვაზე კონტროლის მყისიერი გაქრობა დღის და/ან ღამის განმავლობაში, ან
მოშარდვის უუნარობა
პარესთეზია (ჩხვლეტები ან დაბუჟება)
გლაუკომა (თვალშიდა წნევის მატება)
მიდრიაზი (თვალის გუგის გაფართოება)
ჰიპონატრიემია
კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, გენიტალური სისხლდენა, ჰემატომის და სისხლჩაქცევის
გაჩენა
პროლაქტინის დონის გაზრდა (ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს დედებში ლაქტაციას,
რომლებიც უზრუნველყოფენ ძუძუთი კვებას).
წონის მატება ან კლება
შეწყვეტის სინდრომი, ახალდაბადებულის შეწყვეტის სინდრომის ჩათვლით
პაციენტებს, რომლებიც მოიხმარენ ასეთი ტიპის მედიკამენტებს, აღენიშნათ ძვლის
მოტეხილობების გაზრდილი რისკი
ობსესურ-კომპულსურ დარღვევა (TOC)-სთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, უცნობი სიხშირით:
მანია (ეკზალტაციის ან გადაჭარბებული შფოთვის შეგრძნება)
შფოთვა
კონვულსიები
ძილის დარღვევები (ინსომნია)
ენერგიის უკმარისობა
ჰიპერაქტივობა (ჰიპერკინეზია)
აპათია (ძილიანობა)
დისპესია
თუ გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე გამწვავდება ან შეამჩნევთ ამ ინსტრუქციაში
არჩამოთვლილ რომელიმე გვერდით მოვლენას, გთხოვთ, უთხარით თქვენს ექიმს ან
ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლინების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ამ ინსტრუქციაში არმოხსენიებულ ნებისმიერ გვერდით მოვლენას. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში.
5. როგორ შეინახოთ ფევარინი
არ დატოვოთ ეს მედიკამენტი ბავშვების თვალთახედვის არეში ან მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აწერია შეფუთვას EXP-ის გასწვრივ. ვადის გასვლის დღედ თვლება მოცემული თვის ბოლო დღე.
არ გადააგდოთ არცერთი მედიკამენტი წყალთან ან ნარჩენებთან. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ მოიხმართ. ეს ზომები კარგად წაადგება გარემოს დაცვას.
6. პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფევარინი 50მგ
აქტიური ნივთიერებაარის ფლუვოქსამინის ანტიდეპრესანტი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50მგ ფლუვოქსამინის მალეატს.
სხვა კომპონენტებია:
ტაბლეტის შიგთავსი
მანიტოლი (E 421)
სიმინდის სახამებელი
პრეჟელატინიზირებული სახამებელი
ნატრიუმის სტეარილფუმარატი
სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი
გარსი
ჰიპრომელოზა 4-6 mPa.s
მაკროგოლი 6000
ტალკი
ტიტანის დიოქსიდი (E 171)
როგორ გამოიყურება ფევარინი და პაკეტის შემცველობა
ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ორმხრივად ამოზნექილი, თეთრი ფერის, ერთ მხარეს შუაში აქვს ამოჭრილი ხაზი, ორივე მხარეს აწერია „291“, მისი დიამეტრია 9მმ.
ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ ნაწილად.
მედიკამენტი წარმოდგენილია 15 შემოგარსული ტაბლეტიანი 2 ფირფიტიანი PVC/PVDC ყუთების სახით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით