სტრეპსილსი მენთოლით და ევკალიპტით - Strepsils menthol and eucalyptus
სტრეპსილსი მენთოლით და ევკალიპტით - Strepsils menthol and eucalyptus

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სტრეპსილსი®
(STREPSILS®)

სავაჭრო დასახელება: სტრეპსილსი.
წამლის ფორმა: საწუწნი ტაბლეტები.
აღწერილობა :
სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები: წითელი მრგვალი ტაბლეტები ანისულის სუნით, ტაბლეტის ორივე მხრიდან ასო S გამოსახულებით.
სტრეპსილსი, თაფლისა და ლიმონის საწუწნი ტაბლეტები: ყვითელი მრგვალი ტაბლეტები, ტაბლეტის ორივე მხრიდან ასო S გამოსახულებით.
სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები მენთოლითა და ევკალიპტით: ცისფერი მრგვალი ტაბლეტები, ტაბლეტის ორივე მხრიდან ასო S გამოსახულებით.
სტრეპსილსი, ფორთოხლის საწუწნი ტაბლეტები C ვიტამინით: ნარინჯისფერი მრგვალი ტაბლეტები, ტაბლეტის ორივე მხრიდან ასო S გამოსახულებით.
სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები ლიმონითა და ბალახებით: ნახევრადგამჭვირვალე კარამელის მასის უფერო მრგვალი ტაბლეტები, ტაბლეტის ორივე მხრიდან ასო S გამოსახულებით.
დაიშვება კარამელის მასის შიგნით ჰაერის პატარა ბუშტების არსებობა და არასწორი ნაპირები.

შემადგენლობა :
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
2,4-დიქლორბენზილის სპირტი – 1.2 მგ, ამილმეთაკრეზოლი – 0.6 მგ.

**დამხმარე ნივთიერებები:
**
სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები : მწარე პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, ლევომენთოლი, ტარტარის მჟავა, პონსო 4R ედიკოლი, კარმაზინის ედიკოლი, თხევადი საკონდიტრო შაქრისაგან და გლუკოზისგან დამზადებული გამამაგრებელი 2.6 გ მასის ტაბლეტის მიღებამდე.

სტრეპსილსი, თაფლისა და ლიმონის საწუწნი ტაბლეტები: თაფლი, მწარე პიტნის ზეთი, ლიმონის ზეთი, ტარტარის მჟავა, ქინოლინის ყვითელი, თხევადი საკონდიტრო შაქრისაგან და გლუკოზისგან დამზადებული გამამაგრებელი 2.6 გ მასის ტაბლეტის მიღებამდე.

სტრეპსილსი მენთოლითა და ევკალიპტით: ლევომენთოლი (8 მგ), ევკალიპტის ზეთი, ტარტარის მჟავა, ინდიგო კარმინი, თხევადი საკონდიტრო შაქრისაგან და გლუკოზისგან დამზადებული გამამაგრებელი 2.6 გ მასის ტაბლეტის მიღებამდე.

სტრეპსილსი C ვიტამინით: ვიტამინი C (100 მგ), წითელ-ნარინჯისფერი არომატიზატორი 78300-34, ლევომენთოლი, პროპილენგლიკოლი, დაისისფერი ყვითელი საღებარი, პონსო 4R ედიკოლი, ტარტარის მჟავა, თხევადი გლუკოზა, თხევადი საქაროზა.
სტრეპსილსი, საწუწნი ტაბლეტები ლიმონითა და ბალახებით: ტარტარის მჟავა, ნატრიუმის საქარინატი, როზმარინის ზეთი, არომატული დანამატები, იზომალტოზა, მალტიტოლის სიროფი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიკრობების საწინააღმდეგო კომბინირებული საშუალება.
ათქ კოდი: R02AA20.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: მიკრობების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის პირისა და ყელის ღრუში. გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.

გამოყენების ჩვენებები
პირისა და ყელის ღრუს ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა (ტკივილი ყლაპვისას). ლიმონითა და ბალახებით სტრეპსილსის საწუწნი ტაბლეტების გამოყენება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს.

უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
• ბავშვთა ასაკი (5 წლამდე)

გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილები და 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: გაიწუწნება 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში. 24 საათის განმავლობაში 8 ტაბლეტზე მეტის მიღება არ შეიძლება.

გვერდითი მოქმედებები
ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზა
ნაკლებ სავარაუდოა, შესაძლო ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტის შეგრძნება კნტ-ის მხრიდან. მკურნალობა სიმპტომურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშულებებთან
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა პრეპარატის გამოყენებამდე ექიმს უნდა გაესაუბრონ.
მითითებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გაითვალსიწინონ, რომ ტაბლეტი დაახლოებით 2.6 გ შაქარს შეიცავს (ლიმონითა და ბალახებით სტრეპსილსის საწუწნი ტაბლეტების გარდა, რომლებიც შაქარს არ შეიცავს).

გამოშვების ფორმა
8 ან 12 ტაბლეტი ბლისტერში (პვქ/პვდქ/ალუმინი). 1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
“რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ ინტერნეიშნლ შპს”, ტეინ როუდი, ნოტინჰემი, NG90 2DB, დიდი ბრიტანეთი.

საერთაშორისო დასახელება - amylmetacresol, dichlorobenzyl alcohol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: 2,4-დიქლორბენზილის სპირტს – 1,2 მგ. ამილმეტაკრეზოლს – 0,6 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
პრეპარატი ახდენს ანტისეპტიკურ მოქმედებას, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, გააჩნია ანტიმიკოზური მოქმედება.

გამოყენების ჩვენებები
პირის ღრუს და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (ამსუბუქებს ტკივილს და არბილებს გაღიზიანებას ყელში).
პრეპარატის გამოყენება შეიძლება პირებში შაქრიანი დიაბეტით (არ შეიცავს შაქარს).

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ: საქაროზა/იზომალტაზას დეფიციტი, ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია.
საბავშვო ასაკი (6 წლამდე).

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
ორსულებმა და მეძუძურ დედებმა პრეპარატის გამოყენების წინ უნდა ჩაიტარონ კონსულტაცია ექიმთან.

გამოყენების წესი და დოზირება
ადგილობრივად. მოზრდილებმა და 6 წელზე უფროსმა ბავშვებმა ნელა უნდა გაწუწნონ თითო ტაბლეტი 2-3 საათში ერთხელ.
ნუ მიიღებთ 8 ტაბლეტზე მეტს 24 საათის განმავლობაში, თერაპიის კურსის ხანგრძლივობა – 3 დღე.

გვერდითი მოქმედებები
ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება
ნაკლებად სავარაუდოა, შესაძლო ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტის სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. მკურნალობა სიმპტომატური.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.

განსაკუთრერბული მითითებები
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის იზომალტაზა და მალტიტოლის სიროფი, რომელსაც შეუძლია მსუბუქი საფაღარათო მოქმედების მოხდენა. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში ფრუქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობით.

სიმპტომების შენარჩუნებისას ან სხეულის ტემპერატურის აწევის შემთხვევაში ან თავის ტკივილის დროს საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექნიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე, ასევე საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავებაზე, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციებია სისწრაფეს.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სტრეპსილსი #24ტ მენთოლ.ევკალიპ
  • სახელი: სტრეპსილსი #24ტ მენთოლ.ევკალიპ
  • მწარმოებელი: RECKITT BENCKISER HEALTHCARE INTERNATIONAL LIMITED (დიდი ბრიტანეთი)
  • შეფუთვა: (0,6მგ + 1,2მგ + 8მგ) საწუწნი ტაბლეტი მენთოლის და ევკალიპტის გემოთი №24 (2X12)
Aversi 6.2 ლ
სტრეპსილსი მენთოლი და ევკალიპტი ტაბლეტი საწუწნი #24
  • სახელი: სტრეპსილსი მენთოლი და ევკალიპტი ტაბლეტი საწუწნი #24
  • მწარმოებელი: RECKITT BENCKISER HEALTHCARE INTERNATIONAL LIMITED (დიდი ბრიტანეთი)
  • შეფუთვა: (0,6მგ + 1,2მგ + 8მგ) საწუწნი ტაბლეტი მენთოლის და ევკალიპტის გემოთი №24 (2X12)
Pharmadepot 7.69 ლ

GPC 7.91 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა