ბრიგლაუ PPH - Briglau PPH
ბრიგლაუ PPH - Briglau PPH

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, გლაუკომის სამკურნალო სიმპათომიმეტური საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ბრიგლაუ PPH თვალის წვეთები 2მგ/მლ 5მლ

შემადგენლობა

აქტიურისუბსტანცია: ბრიმონიდინის ტარტრატი.

ხსნარის 1მლ შეიცავს 2 მგ ბრიმონიდინის ტარტრატს, რომელიც 1.3მგ ბრიმონიდინის ეკვივალენტურია.

სხვა ინგრედიენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი (როგორც კონსერვანტი), პოლივინილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად), საინექციო წყალი.

დახასიათებადა****გამოყენება

ბრიგლაუ PPH გამოიყენება თვალის წნევის დასაწევად.

მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე თვალის სხვა წვეთებთან ერთად თვალის მომატებული წნევის დასაწევად, რომელიც გამოწვეულია ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან თვალის ჰიპერტენზიით.

ბრიგლაუ PPH-ს აქტიური ინგრედიენტია ბრიმონიდინის ტარტრატი, რომელიც ახდენს თვალის წნევის დაწევას.

ბრიგლაუPPH-ს****უკუჩვენება

არ გამოიყენოთ ბრიგლაუ PPH:

- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ბრიმონიდინის ტარტრატის ან ბრიგლაუ PPH –ის სხვა ინგრედიენტების მიმართ.

- თუ იღებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს ან გარკვეულ ანტიდეპრესანტებს (მაგ, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს ან მიანსერინს). თუ უკვე ღებულობთ ანტიდეპრესანტს, ჰკითხეთ ექიმს თუ შეიძლება ბრიგლაუ PPH-ის გამოყენება.

- თუ ხართ მეძუძური დედა.

- ახალშობილებში/ბავშვებში (დაბადებიდან 2 წლამდე).

გაფრთხილებები

ბრიგლაუ PPH არ არის რეკომენდებული 12 წ-ზე მცირე ასაკის ბავშვებში. იმ შემთხვევაში, თუ ბრიგლაუ PPH-ს დაუნიშნავენ 12წ-ზე მცირე ასაკის ბავშვს, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ასევე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, იმ შემთხვევაში, თუ:

- გაწუხებთ ან გაწუხებდათ დეპრესია, გონებრივი შესაძლებლობების შემცირება, თავის ტვინში სისხლის მიწოდების შემცირება, გულის პრობლემები, კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევები ან სისხლის წნევის დარღვევები.

- გაქვთ ან წარსულში გქონიათ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები.

სხვამედიკამენტებთანურთიერთქმედება****

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ სხვა მედიკამენტები, ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების ჩათვლით.

აცნობეთ ექიმს იღებთ თუ არა შემდეგი სახის მედიკამენტებს, რადგან მათ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ბრიგლაუ PPH-ით მკურნალობის მსვლელობაზე:

- ტკივილგამაყუჩებლებს, სედატიურ საშუალებებს, ოპიატებს, ბარბიტურატებს ან რეგულარულად იღებთ ალკოჰოლს,

- საანესთეზიო საშუალებებს,

- წნევის დამწევ და გულის საშუალებებს,

- მედიკამენტებს, რომლებიც მოქმედებენ მეტაბოლიზმზე, როგორებიცაა ქლორპრომაზინი, მეთილფენიდატი და რეზერპინი,

- მედიკამენტებს, რომლებიც იგივე რეცეპტორებზე მოქმედებენ რაზეც ბრიგლაუ PPH, როგორებიცაა იზოპრენალინი და პრაზოზინი,

- მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს ან სხვა ანტიდეპრესანტებს,

- სხვა ნებისმიერ მედიკამენტებს.

ასევე აცნობეთ ექიმს თქვენს მიერ მიღებული რომელიმე მედიკამენტის დოზის ცვლილების შესახებ.

ორსულობადალაქტაცია

კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, ვიდრე მიიღებდეთ რაიმე სახის მედიკამენტს.

აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან თუ აპირებთ ორსულობას.

ბრიგლაუ PPH არ გამოიყენება ლაქტაციის დროს.

ავტომობილისდასხვამანქანა-დანადგარებისმართვა

ბრიგლაუ PPH-მა შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან გაუარესება, რაც შესაძლოა გამწვავდეს ღამით ან ცუდ განათებაზე.

ზოგიერთ პაციენტში პრეპარატმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს დაღლილობა და ძილიანობა.

რომელიმე ზემოთხსენებული სიმპტომების განვითარებისას არ მართოთ ავტომობილი ან სხვა სახის მანქანა-დანადგარები სიმპტომების გაქრობამდე.

ინფორმაციაბრიგლაუPPH-ისზოგიერთიინგრედიენტისშესახებ

ბრიგლაუ PPH შეიცავს კონსერვანტს – ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზის გაუფერულება. ამიტომ, მოერიდეთ რბილი კონტაქტური ლინზის გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, ბრიგლაუ PPH-ის გამოყენებამდე მოიხსენით და პრეპარატის გამოყენების შემდეგ ლინზის ხელახლა გაკეთებამდე დაელოდეთ 15 წთ-ის განმავლობაში.

ბრიგლაუPPH-ის გამოყენების წესი

ყოველთვის გამოიყენეთ ბრიგლაუ PPH ექიმის დანიშნულებისამებრ. შეკითხვების არსებობისას ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

12ელზემეტიასაკისბავშვებიდა****მოზრდილები

ჩვეული დოზა არის ერთი წვეთი ორჯერ დღეში დაავადებულ თვალში ჩაწვეთებით, დაახლოებით 12 სთ-იანი ინტერვალით.

12ლამდეასაკისბავშვები

ბრიგლაუ PPH არ გამოიყენება 2 წ-ზე მცირე ასაკის ბავშვებში.

ბრიგლაუ PPH-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული 2-დან 12 წ-მდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენების****ინსტრუქცია

ბრიგლაუ PPH გამოიყენება მხოლოდ თვალში ჩასაწვეთებლად. დაუშვებელია მისი გადაყლაპვა.

გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები. იმ შემთხვევაში, თუ ბრიგლაუ PPH-თან ერთად იღებთ თვალის სხვა წვეთებსაც, მათ შორის მიღების შუალედი უნდა იყოს 5-15 წთ.

ჩაიწვეთეთთვალშიშემდეგნაირად**:**

გადაწიეთ თავი უკან და შეხედეთ ჭერს.

ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ქვემოთ.

დააყირავეთ ფლაკონი საწვეთურით ქვევით, ოდნავ მოუჭირეთ ხელი და ჩაიწვეთეთ თვალში.

დახუჭეთ თვალი, თითი ოდნავ დააჭირეთ დახურული თვალის შიდა კუთხეს (ცხვირისკენ) და გააჩერეთ 1 წთ-ის განმავლობაში.

არ შეეხოთ საწვეთურის თავით თვალს ან რაიმე სხვა ნაწილს. პრეპარატის გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ დახურეთ ფლაკონი.

იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის გამოყენებამდე მოიხსენით, გამოყენების შემდეგ დაელოდეთ 15 წუთი, რადგან პრეპარატში შემავალი კონსერვანტი აუფერულებს მათ.

ბრიგლაუPPH-ისდოზისგადაჭარბება

მოზრდილები

ბრიგლაუ PPH-ის დოზის გადაჭარბება არ გამოიწვევს რაიმე სახის ზიანს. შემდეგ ჯერზე გამოიყენეთ ზუსტი დოზა.

ბავშვები

ბავშვებში გლაუკომას მკურნალობისას ადგილი ქონდა დოზის გადაჭარბებას, რამაც შედეგად გამოიწვია ძილიანობა, კუნთების ჰიპოტონია, სხეულის დაბალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება. მსგავსი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

მოზრდილებიდაბავშვები

მედიკამენტის შემთხვევით გადაყლაპვისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუდაგავიწყდებათბრიგლაუPPH-ის****გამოყენება

თუ დაგავიწყდებათ ბრიგლაუ PPH-ის გამოყენება, დაუყოვნებლივ ჩაიწვეთეთ ის. იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკულად მოსულია შემდეგი დოზის გამოყენების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და ჩვეულებრივ გააგრძელეთ პრეპარატის გამოყენება.

ბრიგლაუPPH-ისგამოყენებისშეწყვეტა

იმისათვის, რომ პრეპარატი ეფექტური იყოს, გამოიყენეთ წვეთები ყოველდღიურად. არ შეწყვიტოთ მისი გამოყენება ვიდრე ექიმი არ გირჩევთ.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა პრეპარატის გამოყენების შესახებ, კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლოგვერდითიმოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად ბრიგლაუ PPH-მა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების განვითარება. მიუხედავათ ამისა, გვერდითი მოვლენები შესაძლოა არ აღენიშნოს ყველას.

გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა დაყოფილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი: თვალის ალერგიული რეაქციები, ბუშტუკები ან თეთრი ლაქები კონიუნქტივაზე, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიწითლე, წვის შეგრძნება, უცხო სხეულის შეგრძნება ან ქავილი.

ხშირი: თვალის ზედაპირზე ცვლილებები, ქუთუთოს ანთება, კონიუნქტივიტის ანთება, მხედველობის გაუარესება, ქუთუთოს ან კონიუნქტივის შესიება, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, გაღიზიანება, ქუთუთოს შეწითლება, ყრუ ტკივილი, ტკივილი, სიმშრალე, თვალის ზედაპირის ეროზია და ფერის შეცვლა, ცრემლდენა ან კონიუნქტივის გათეთრება.

ძალიან იშვიათი: თვალის ფერადი გარსის ანთება ან გუგის შევიწროება.

ამ მოვლენების განვითარება შესაძლებელია გამოწვეული იყოს ალერგიული რეაქციით პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ასევე შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება სხეულის სხვა ნაწილებზეც:

ძალიან ხშირი: თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, დაღლილობა და (ან) ძილიანობა.

ხშირი: თავბრუ, შემცივნების შეგრძნება, პრობლემები კუჭის და (ან) ნაწლავების მხრივ, გემოს გაუკუღმართება და საერთო სისუსტე.

არახშირი: დეპრესია, პალპიტაცია ან გულის ცემის სიხშირის ცვლილება, ცხვირის სიმშრალე, საერთო ალერგიული რეაქციები.

იშვიათი: ქოშინი

ძლიან იშვიათი: უძილობა, გულის წასვლა, სისხლის მაღალი ან დაბალი წნევა.

გვერდითიმოვლენებისშეტყობინება

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბრიგლაუPPH -ისშენახვისპირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ფლაკონი თუ პირველ გამოყენებამდე ფლაკონის დამცავი თავსახური დაზიანებულია

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებული ფლაკონის ეტიკეტზე და კოლოფზე. ვარგისობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

გამოიყენეთ გასხნიდან 28 დღის განმავლობაში.

არ შეიძლება მედიკამენტების გადაყრა ნაგავში. იკითხეთ ფარმაცევტთან, როგორ უნდა მოიცილოთ ვადაგასული მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ბრიგლაუPPH-ისაღწერილობადარაოდენობაშეფუთვაში

ბრიგლაუ PPH გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ფერის თვალის წვეთების ხსნარია, რომელიც მოთავსებულია პლასტმასის ფლაკონში.

თითოეული ფლაკონი შეიცავს 5მლ თვალის წვეთებს.

ყუთში მოთავსებულია ბრიგლაუ PPH-ის 1 ფლაკონი.

1. რა არის ბრიგლაუ PPH და რისთვის გამოიყენება ის
ბრიგლაუ PPH გამოიყენება თვალის წნევის დასაწევად.
მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე თვალის სხვა წვეთებთან ერთად
თვალის მომატებული წნევის დასაწევად, რომელიც არის გამოწვეული ღიაკუთხოვანი
გლაუკომით ან თვალის ჰიპერტენზიით.
ბრიგლაუ PPH-ს აქტიური ინგრედიენტია ბრიმონიდინის ტარტრატი, რომელიც ახდენს
თვალის წნევის დაწევას.
2. რა უნდა იცოდეთ ბრიგლაუ PPH-ის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ბრიგლაუ PPH:
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ბრიმონიდინის ტარტრატის ან ბრიგლაუ
PPH –ის (იხ. ნაწილი 6 და ნაწილი 2-ის დასასრული) სხვა ინგრედიენტების მიმართ.
- თუ იღებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს ან გარკვეულ ანტიდეპრესანტებს (მაგ.
ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს ან მიანსერინს). თუ უკვე ღებულობთ
ანტიდეპრესანტს, ჰკითხეთ თქვენს ექიმს თუ შეიძლება ბრიგლაუ PPH-ის გამოყენება.
- თუ ხართ მეძუძური დედა.
- ახალშობილებში/ბავშვებში (დაბადებიდან 2 წლამდე).
გაფრთხილებები
ბრიგლაუ PPH არ არის რეკომენდებული 12 წ-ზე მცირე ასაკის ბავშვებში. იმ
შემთხვევაში, თუ ბრიგლაუ PPH-ს დაუნიშნავენ 12წ-ზე მცირე ასაკის ბავშვს,
კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ასევე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, იმ შემთხვევაში, თუ:
- გაწუხებთ ან გაწუხებდათ დეპრესია, გონებრივი შესაძლებლობების შემცირება, თავის
ტვინში სისხლის მიწოდების შემცირება, გულის პრობლემები, კიდურებში სისხლის
მიმოქცევის დარღვევები ან სისხლის წნევის დარღვევები.
- გაქვთ ან წარსულში გქონიათ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემებიორსულობა და ლაქტაცია
კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, ვიდრე მიიღებდეთ რაიმე სახის
მედიკამენტს.
უამბეთ თქვენს ექიმს თუ ხართ ორსულად ან თუ აპირებთ ორსულობას.
ბრიგლაუ PPH არ გამოიყენება ლაქტაციის დროს. როგორ უნდა გამოიყენოთ ბრიგლაუ PPH
ყოველთვის გამოიყენეთ ბრიგლაუ PPH ექიმის დანიშნულებისამებრ. შეკითხვების
არსებობისას ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
12 წ. მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები
ჩვეული დოზა არის ერთი წვეთი ორჯერ დღეში დაავადებულ თვალში ჩაწვეთებით,
დაახლოებით 12 სთ-იანი ინტერვალით.
12 წ. მცირე ასაკის ბავშვები
ბრიგლაუ PPH არ გამოიყენება 2 წ-ზე მცირე ასაკის ბავშვებში.
ბრიგლაუ PPH –ს გამოყენება არ არის რეკომენდებული 2-დან 12 წ-მდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენების წესი
ბრიგლაუ PPH გამოიყენება მხოლოდ თვალში ჩასაწვეთებლად. დაუშვებელია მისი
გადაყლაპვა.
განოყენებამდე დაიბანეთ ხელები. თქვენს დანიშნულებაში მითითებულია დოზირება. იმ
შემთხვევაში, თუ ბრიგლაუ PPH-თან ერთად იღებთ თვალის სხვა წვეთებსაც, მათ შორის
მიღების შუალედი უნდა იყოს 5-15 წთ.
ჩაიწვეთეთ თვალში შემდეგნაირად:

1. გადაწიეთ თავი უკან და შეხედეთ ჭერს.
2. ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ქვემოთ.
3. დააყირავეთ ფლაკონი საწვეთურით ქვევით, ოდნავ მოუჭირეთ ხელი და ჩაიწვეთეთ
თვალში.
4. დახუჭეთ თვალი, თითი ოდნავ დააჭირეთ დახურული თვალის შიდა კუთხეს
(ცხვირისკენ) და გააჩერეთ 1 წთ-ის განმავლობაში.
არ შეეხოთ საწვეთურის თავით თვალს ან რაიმე სხვა ნაწილს. პრეპარატის გამოყენების
შემდეგ დაუყოვნებლივ დახურეთ ფლაკონი.
იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის გამოყენებამდე
მოიხსენით, გამოყენების შემდეგ დაელოდეთ 15 წუთი, რადგან პრეპარატში შემავალი
კონსერვანტი აუფერულებს მათ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ბრიგლაუ PPH 2მგ/მლ 5მლ თვ.წვეთ
  • სახელი: ბრიგლაუ PPH 2მგ/მლ 5მლ თვ.წვეთ
  • მწარმოებელი: Zakłady Farmaceutyczne POLPHARMA SA (პოლონეთი)
  • შეფუთვა: 2მგ/მლ 5მლ ხსნარი, თვალის წვეთები ფლაკონი №1
Aversi 23.2 ლ
ბრიგლაუ PPH წვეთები თვალის 2მგ/1მლ 5მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ბრიგლაუ PPH წვეთები თვალის 2მგ/1მლ 5მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Zakłady Farmaceutyczne POLPHARMA SA (პოლონეთი)
  • შეფუთვა: 2მგ/მლ 5მლ ხსნარი, თვალის წვეთები ფლაკონი №1
Pharmadepot 23.2 ლ

GPC 23.2 ლ
Briglau PPH - ბრიგლაუ PPH თვალის წვეთები 2მგ/მლ ფლაკონი 5მლ
  • სახელი: Briglau PPH - ბრიგლაუ PPH თვალის წვეთები 2მგ/მლ ფლაკონი 5მლ
  • მწარმოებელი: Zakłady Farmaceutyczne POLPHARMA SA (პოლონეთი)
  • შეფუთვა: 2მგ/მლ 5მლ ხსნარი, თვალის წვეთები ფლაკონი №1
PSP 33.83 ლ