ლიმფომიოზოტი - Lymphomyosot
ლიმფომიოზოტი - Lymphomyosot

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლემენტარული (ჰომეოპათიური) სამკურნალო საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ლიმფომიოზოტი
Lymphomyosot

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #50 ან 250

ტაბლეტები: 1 ტაბლეტი შეიცავს: Myosotis arvensis D3, Veronica officinalis D3, Teucrium scorodonia D3, Pinus silvestris D4, Gentiana lutea D5, Equisetum hiemale D4, Sarsaparila D6, Scrophularia nodosa D3, Juglans regia D3, Calcium phosphoricum D12, Natrium sulfuricum D4, Fumaria officinalis D4, Levothyroxinum D12, Araneus diadematus D6 _ შესაბამისად 15 მგ, Geranium robertianum D4, Nasturtium officinalis d4, Ferrum jodatum D12 _ შესაბამისად 30 მგ; ასევე ლაქტოზა.
წვეთები: 100 გ (105 მლ) შეიცავს: Myosotis arvensis D3, Veronica D3, Teucrium scorodonia D3, Pinus silvestris D4, Gentiana lutea D5, Equisetum hiemale D4, Sarsaparila D6, Scrophularia nodosa D3, Calcium phosphoricum D12, Natrium sulfuricum D4, Fumaria officinalis D4, Levithyroxin D12, Arania diadema D6 _ შესაბამისად 5 g; Geranium robertianum D4, Nasturtium aquaticum D4, Ferrum jodatum D12 _ შესაბამისად 10 g; Ethanol 30 vol%.
საინექციო ხსნარი: 1, 1 მლ-იანი 1 ამპულა შეიცავს: Myosotis arvensis D3, Veronica D3, Teucrium scorodonia D3, Pinus silvestris D4, Gentiana lutea D5, Equisetum hiemale D4, Sarsaparila D6, Scrophularia nodosa D3, Calcium phosphoricum D12, Natrium sulfuricum D4, Fumaria officinalis D4, Levothyroxin D12, Arania diadema D6 _ შესაბამისად 0.55 მკლ; Geranium robertianum D4, Nasturtium aquaticum D4, Ferrum jodatum D12 _ შესაბამისად 1.1 მკლ. ასევე საინექციო ხსნარი, ნატრიუმქლორიდი.
**
ჩვენებები**

ლიმფატიზმი, ლიმფური ორგანოების ზედმეტად განვითარების, შეშუპებების და ინფექციებისადმი მიდრეკილება, ლიმფური კვანძების გადიდება, ნუშურების ჰიპერტროფია, ქრონიკული ტონზილიტი.
**
მიღების წესები და დოზები**

ტაბლეტები: თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით.
წვეთები: ჩვეულებრივ _ 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.
საინექციო ხსნარი: მწვავე მდგომარეობისას _ 1 ამპულა ყოველდღე, სხვა შემთხვევებში- 1-3-ჯერ კვირაში კანქვეშ, კუნთში, საჭიროებისას-ვენაში.
_
გვერდითი მოვლენები_

არ გააჩნია.
**
უკუჩვენება**

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.
**
განსაკუთრებული მითითებები**

ჰომეოპათიური კომპონენტების თვისებებიდან გამომდინარე პრეპარატი ინიშნება ექსუდატური და ლიმფატური დიათეზის, სისუსტის, სკროფულოზის, სომატური და გონებრივი განვითარების დარღვევებისას. პრეპარატები ნაჩვენებია, ასევე, კარდიალური (გულის მარჯვენა და მარცხენა პარკუჭების უკმარისობა) და თირკმლისმიერი შეშუპებებისას (ნეფრიტი, ნეფროზი, სხვა ნეფროპათიები); ლიმფური სითხის მიმოქცევის დარღვევისას ოპერაციის ან ტრავმის შემდგომ პერიოდში (ლიმფატური შეშუპებები); ნეიროდერმიტების, ეგზემების, ენდოგენური დერმატოზებისას. იგი წარმოადგენს სადეზინტოქსიკაციო და სადრენაჟო საშუალებას იმპრეგნაციის, დეგენერაციის და დედიფერენციაციის ფაზებში, ასევე, ემსახურება მეზენქიმიდან შლაკების გამოდევნას ღვიძლის დაავადებების დროს. თირკმლისმიერი შეშუპებების (ნეფროზების) მკურნალობა საჭიროებს მრავალთვიან თერაპიის კურსს (Berberis-Homaccord და სხვა პრეპარატებთან ერთად). პრეკანცეროზების და სიმსივნეების შემთხვევაში დამატებით ინიშნება Hepeel, Psorinoheel N, Galium-Heel, Traumeel S, Engystol N.
**
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება**

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
**
შენახვის პირობები და ვადები**

დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე
**
აფთიაქში გაცემის წესი**

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Biologische Heilmittel Heel GmbH
გერმანია

ლიმფომიოზოტი
შემადგენლობა: 1.1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: Myosotis arvensis D3 - 0,55 მგ, Veronica officinalis D3 - 0,55მგ, Teucrium scorodonia D3 - 0,55 მგ, Pinus silvestris D4 - 0,55 მგ, Gentiana lutea D5 - 0,55 მგ, Equisetum hiemale D4 - 0,55 მგ, Smilax D6 - 0.55 მგ, Scrophularia nodosa D3 - 0,55 მგ, Calcium phosphoricum D12 - 0,55 მგ, Natrium sulphuricum D4 - 0,55 მგ, Fumaria officinalis D4 - 0,55 მგ, Levothyroxinum D12 - 0.55 მგ, Araneus diadematus D6 - 0.55 მგ, Geranium robertianum D4 - 1,1 მგ, Nasturtium officinale D4 - 1,1 მგ, Ferrum jodatum D12 - 1,1 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ჩვენებები: ლიმფადენოპათიები, მეზოადენიტი, ქრონიკული ტონზილიტი, ნუშურების ჰიპერტროფია; ტონზილოგენური და ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია; იმუნოდეფიციტური მდგომარეობები; ალერგიული, ექსუდაციური და ლიმფური დიათეზები, ალერგია; დიაბეტური პოლინეიროპათია; ლიმფატიზმი, სპილოვნება; ძუძუს მოკვეთის და სხვა ოპერაციის, ტრავმის შემდგომი ლიმფური შეშუპებები; გულისმიერი და თირკმლისმიერი შეშუპებები; კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.

დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებსა და 6 წლის ასაკიდან ბავშვებში: 1 ამპულა. შეიყვანება კუნთებში, ვენაში, კანქვეშ, კანში, სახსარში და სახსრის გარშემო, სეგმენტურად და აკუპუნქტურის წერტილებში 1-2-ჯერ კვირაში, მწვავე შემთხვევებში ყოველდღე ან დღე გამოშვებით. აღნიშნული გზით შეყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება ხდება “დასალევი ამპულების” სახით.

გვერდითი მოვლენები: ერთეულ შემთხვევებში მომატებული ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის, ქავილის და ჭინჭრის ციების სახით.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: ჰიპერთირეოზის დროს შესაძლოა აღინიშნოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური აქტივობის მატება. ამიტომ, აღნიშნული დაავადებების დროს პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის მკაცრი კონტროლით. ორსულებსა და მეძუძურ ქალებში პრეპარატის მიღების საკითხს წყვეტს ექიმი ინდივიდუალურად.

გარეგნული სახე და შეფუთვა: საინექციო ხსნარი - 1 ც 1,1 მლ ამპულა.

მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“

ლიმფომიოზოტი

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Myosotis arvensis D3, Veronica officinalis D3, Teucrium scorodonia D3, Pinus silvestris D4, Gentiana lutea D5, Equisetum hiemale D4, Sarsaparilla D6, Scrophularia nodosa D3, Juglans regia D3, Calcium phosphoricum D12, Natrium sulphuricum D4, Fumaria officinalis D4, Levothyroxinum D12, Araneus diadematus D6 შესაბამისად 15 მგ, Geranium robertianum D4, Nasturtium aquaticum D4, Ferrum jodatum D12 შესაბამისად 30 მგ.

ჩვენებები: სხვადასხვა ეტიოლოგიის ინტოქსიკაცია; ნებისმიერი ეტიოლოგიის და ლოკალიზაციის ანთებითი დაავადება; ლიმფადენოპათია, შეშუპება, ალერგიული დაავადება, დიათეზი; ტრავმების, მათ შორის ოპერაციული ან სამშობიარო ტრავმების მკურნალობის ყველა ეტაპი.

უკუჩვენებები: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები: ლიმფომიოზოტი ააქტივებს ტოქსინების გამოდევნას უჯრედშორისი სივრციდან, აღადგენს მატრიქსისა და ლიმფური სისტემის სატრანსპორტო ფუნქციას, აუმჯობესებს სხვა პრეპარატების ბიოშეღწევადობას და ამცირებს მათი გვერდითი ეფექტის განვითარების რისკს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ენისქვეშა ტაბლეტები #100.

მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ინგრედიენტები:

Myosotis arvensis D 3- 15 mg, Veronica officinalis D 3- 15 mg,

Teucrium scorodonia D 3-15mg,Pinus sylvestrisD 4- 15 mg,

Gentiana lutea D 5- 15 mg, Equisetum hyemale ex herba rec. D 4- 15 mg, Smillax D 6-15 mg,

Scrophularia nodosa D 3- 15 mg, Juglans D 3-15 mg, Calcium phosphoricum D 12- 15 mg,

Natrium sulfuricum D 4- 15 mg, Fumaria officinalis D 4 – 15 mg,

Levothyroxinum D 12 -15 mg, Aranea diadema D 6- 15 mg,

Geranium robertianum D 4- 30mg, Nasturtium officinale D 4- 30 mg,

Ferrum jodatum D 12- 30 mg

შემავსებლები:

მაგნიუმის სტეარატი

ჩვენება:

ლიმფატიზმი (ლიმფური ორგანოების ჰიპერტროფიისადმი მიდრეკილება, შეშუპებისადმი მიდრეკილება და მგრძნობიარობა ინფექციის მიმართ); ჯირკვლების შეშუპება, ტონზილების ჰიპერტროფია და ქრონიკული ტონზილიტი.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა შემავალ კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტმა არ გამოავლიან ტოქსიურობა .

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდშ მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში , მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია, რადგან პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა.

სიმპტომების გახანგრძლივების ან/და გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

წამალთშორისი ურთიერთქმედება:

ცნობილი არ არის.

დოზირება და მიღების წესი:

სტანდარტული მიღების წესი : 1 ტაბლეტი 3 -ჯერ დღეში სუბლინგვურად.

გვერდითი ეფექტი:

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები კანზე (გადამეტებული მგრძნობელობის რეაქციები).

შეფუთვა:

100 ტაბლეტი.

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი

შენახვის პირობები:

განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ლიმფომიოზოტი #100ტ
  • სახელი: ლიმფომიოზოტი #100ტ
  • მწარმოებელი: Biologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია)
Aversi 34.04 ლ
ლიმფომიოზოტი #50ტ
  • სახელი: ლიმფომიოზოტი #50ტ
  • მწარმოებელი: Biologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: ტაბლეტი №50 ფლაკონში
Aversi 28.04 ლ
ლიმფომიოზოტი ხსნარი საინექციო 1.1მლ ამპულა #5
  • სახელი: ლიმფომიოზოტი ხსნარი საინექციო 1.1მლ ამპულა #5
  • მწარმოებელი: Biologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია)
Pharmadepot 14.14 ლ
ლიმფომიოზოტი ტაბლეტი #100
  • სახელი: ლიმფომიოზოტი ტაბლეტი #100
  • მწარმოებელი: Biologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია)
GPC 48.5 ლ
ლიმფომიოზოტი ხსნარი საინექციო 1.1მლ ამპულა #5
  • სახელი: ლიმფომიოზოტი ხსნარი საინექციო 1.1მლ ამპულა #5
  • მწარმოებელი: Biologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია)
GPC 13.39 ლ
Lymphomyosot - ლიმფომიოზოტი 100 ტაბლეტი
  • სახელი: Lymphomyosot - ლიმფომიოზოტი 100 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Biologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია)
PSP 32.12 ლ
ლიმფომიოზოტი 100 ტაბლეტი
  • სახელი: ლიმფომიოზოტი 100 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Biologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია)
PSP 32.12 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა