ბრევიპროსტი პლუსი - BREVIPROST plus
ბრევიპროსტი პლუსი - BREVIPROST plus

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, ბეტა ბლოკატორები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ბრევიპროსტი პლუსი (0,04 მგ + 5 მგ)/მლ თვალის წვეთები

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

2.1. ზოგადი აღწერა

მოქმედი ნივთიერებები: ტრავოპროსტი + თიმოლოლი

2.2. რაოდენობრივი და ხარისხიბრივი შემადგენლობა

პრეპარატის თითოეული მლ შეიცავს 0,04 მგ ტრავოპროსტს და 5 მგ თიმოლოლს (თიმოლოლის მალეატის სახით).

ყველა დამხმარე ნივთიერების ჩამონათვალი მოყვანილია 6.1 ნაწილში.

3. სამკურნალო ფორმა

თვალის წვეთები.

გამჭვირვალე ხსნარი უფეროდან ოდნავ მოყვითალო ფერამდე.

4. კლინიკური მონაცემები

4.1. გამოყენების ჩვენებები

მოზრდილები

მომატებული თვალშიდა წნევის შემცირება ღიაკუთხოვანი გლაუკომის და ოფთალმოჰიპერტენზიის დროს პაციენტებში, რომლებიც რეზისტენტული არიან ბეტა- ადრენობლოკატორებით ან პროსტაგლანდინების ანალოგებით მონოთერაპიის მიმართ.

4.2. დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები, ხანდაზმული ასაკის პაციენტების ჩათვლით

დაზიანებული თვალ(ებ)ის კონიუნქტივალურ პარკში აწვეთებენ პრეპარატის 1 წვეთს დღეში ერთხელ, დილით ან საღამოს, ერთსა და იმავე დროს.

თუ პრეპარატის დოზა გამოტოვებულია, მაშინ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მომდევნო დოზით, გამოყენების სქემის თანახმად. დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 წვეთს დღეში დაზიანებულ თვალ(ებ)ში.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით

ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლის ფიქსირებული კომბინაციის, ასევე თიმოლოლის მოქმედება არ შესწავლილა პაციენტებში ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით.

ტრავოპროსტის მოქმედება შესწავლილი იყო პაციენტებში მსუბუქიდან მძიმე ხარისხამდე ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით და პაციენტებში მსუბუქიდან მძიმე ხარისხამდე თირკმელების ფუნქციის დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 14 მლ/წთ-ზე ნაკლებია). დოზის კორექტირება არ არის საჭირო ამ კატეგორიის პაციენტებისათვის.

ბავშვები

ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტო + თიმოლოლი გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და 18 წამდე საკის მოზარდებში არ არის დადგენილი (მონაცემები არ არსებობს).

გამოყენების წესი

ადგილობრივად, ინსტილაცია თვალებში.

არ შეეხოთ პიპეტის წვერით თვალებს ან სხვა ზედაპირებს (ქუთუთოები, თვალის მიდამოები და ა.შ.), რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონის შიგთავსის დაბინძურება.

ინსტილაციის შემდეგ რეკომენდირებულია ნასოლაკრიმალური ოკლუზია ან თვალების დახუჭვა პრეპარატის სისტემური აბსორბციის და სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობის შესამცირებლად.

ერთზე მეტი ადგილობრივი ოფტალმოლოგიური საშუალების გამოყენებისას ინტერვალი ინსტილაციებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წუთს.

იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი ინიშნება გლაუკომის სამკურნალოდ სხვა ოფტალმოლოგიური პრეპარატის ჩანაცვლების სახით, უკანასკნელი უნდა მოიხსნას პრეპარატით ბრევიპროსტი პლუსი თერაპიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.

საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა პრეპარატის გამოყენებამდე და გაკეთება ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.

4.3. უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში, ასევე სხვა ბეტა- ადრენობლოკატორებისადმი;

- სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადებები, ბრონქიალური ასთმის (მათ შორის, ანამნეზში), ასევე ფილტვების მძიმე ხარისხის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ჩათვლით;

- სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადის, კარდიოსტიმულტორის გარეშე II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ჩათვლით, გულის გამოხატული უკმარისობა, კარდიოგენური შოკი;

- მძიმე ხარისხის ალერგიული რინიტი, რქოვანას დისტროფია.

4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ზოგადი ცნობები

სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალებების მსგავსად, ტრავოპროსტი და თიმოლოლი შეიძლება ექვემდებარებოდეს სისტემურ აბსორბციას. თიმოლოლმა ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ისეთივე გვერდითი ეფექტები გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის და სხვა ორგანოების მხრივ, როგორც ბეტა-ადრენობლოკატორებმა სისტემური გამოყენებისას. მაგრამ გვერდითი რეაქციების სიხშირე ადგილობრივი გამოყენებისას უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური შეყვანისას.

დარღვევები გულის მხრივ

პაციენტებში გულ-სისხლძარღვტა დაავადებებით (მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია და გულის უკმარისობა) და ჰიპოტენზიით სათანადოდ უნდა შეფასდეს ბეტა-ბლოკატორებით თერაპიის აუცილებლობა და განხილული იქნას ალტერნატიული თერაპიის დანიშვნის შესაძლებლობა.

პაციენტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ მდგომარეობის გაუარესების და გვერდითი რეაქციების განვითარების ნიშნების შესაფასებლად.

ვინაიდან ბეტა-ადრენობლოკატორები უარყოფითად მოქმედებენ გატარების დროზე, საჭიროა მათი სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში I ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადით.

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ

საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევებით/აშლილობებით (მაგალითად, რეინოს სინდრომი ან დაავადება).

დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ

ზოგიერთი ოფტამოლოგიური ბეტა-ბლოკატორების გამოყენებისას პაციენტებში ბრონქიალური ასთმით იყო შეტყობინებები მძიმე რეაქციენის განვიტრაების შესახებ სასუნთქი სისტემის მხრივ, ლეტარულ შემთხვევებამდე, ბრონქოსპაზმის შედეგად.

პაციენტებში მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.

ჰიპოგლიკემია/დიაბეტი

ბეტა-ადრენობლოკატორები სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში სპონტანური ჰიპოგლიკემიით ან პაციენტებში შაქრიანი დიაბეტის ლაბილური მიმდინარეობით, რადგანაც მათ შეუძლიათ მწვავე ჰიპოგლიკემიის ნიშნების და სიმპტომების მასკირება.

კუნთების სისუსტე

იყო შეტყობინებები, რომ ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ კუნთების სისუსტის გაძლიერება, რასაც ახლავს მიასტენიის ზოგიერთი სიმპტომი (მაგალითად, დიპლოპია, ფტოზი და კუნთების გენერალიზებული სისუსტე).

სხვა ბეტა-ბლოკატორები

თიმოლოლის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ სისტემურ ბეტა- ადრენობლოკატორებს, შესაძლებელია გავლენის გაძლიერება თვალშიდა წნევაზე ან სისტემური ბეტა-ბლოკადის სხვა ცნობილი ეფექტებისა. ასეთ პაციენტებში პასუხი თერაპიაზე სათანადოდ უნდა კონტროლდებოდეს. არ არის რეკომენდირებული ორი ადგილობრივი ბეტა-ბლოკატორის ერთდროული გამოყენება (იხ. ნაწილი 4.5).

ანესთეზია ქირურგიული ჩარევებისას

ოფტალმოლოგიურ ბეტა-ბლოკატორებს შეუძლიათ ბეტა-აგონისტების, მაგალითად, ადრენალინის, სისტემური ეფექტების დათრგუნვა. ანესთეზიოლოგი ინფორმირებული უნდა იქნას პაციენტის მიერ თიმოლოლის მიღების შესახებ.

ჰიპერთირეოზი

ბეტა-ბლოკატორებს შეუძლიათ ჰიპერთირეოზის ნიშნების მასკირება.

**კანთან კონტაქტი **

პროსტაგლანდინები და პროსტაგლანდინების ანალოგები წარმოადგენენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც კანში შეიწოვება. ორსულებისთვის ან ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, რეკომენდირებულია სიფრთხილის შესაბამისი ზომების დაცვა, რათა თავიდან იქნას აციდებული ფლაკონის შიგთავსთან კონტაქტი. კანის საფარზე პრეპარატის მოხვედრის შემთხვევაში, აუცილებელია კანის პრეპარატისგან დაუყოვნებლივ გაწმენდა.

ანაფილაქსიური რეაქციები

ბეტა-ბლოკატორების გამოყენებამ პაციენტებში ატოპიით ან მძიმე ანაფილაქსიური რეაქციით სხვადასხვა ალერგენებზე ანამნეზში, შეიძლება მოახდინოს უფრო მძიმე რეაქციის პროვოცირება ორგანიზმში ალერგენის განმეორებით მოხვედრაზე. ასეთი პაციენტები შეიძლება სუსტად რეაგირებდნენ ადრენალინის ჩვეულებრივი დოზების შეყვანაზე, რომლებიც გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციების კუპირებაზე.

თანხმლები რეაქცია

თიმოლოლს შეუძლია სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება (იხ. ნაწილი 4.5).

არ არის რეკომენდირებული პროსტაგლანდინის ორი ადგილობრივი ანალოგის გამოყენება.

თვალებზე ზემოქმედება

ტრავოპროსტს შეუძლია თვალების ფერის თანდათან შეცვლა მელანოციტებში მელანოსების (პიგმენტური გრანულების) რაოდენობის გაზრდის ხარჯზე. მკურნალობის დაწყების წინ პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ თვალების ფერის შეუქცევადი ცვლილების შესაძლებლობის შესახებ. მხოლოდ ერთი თვალის მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი გეტეროქრომია. ხანგრძლივი ზემოქმედება მელანოსიტებზე და მისი შედეგები დღეისათვის ცნობილი არ არის. ფერადი გარსის ფერის ცვლილება ხდება ნელა და შეიძლება შეუმჩნეველი იყოს რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში. თვალების ფერის ცვლილება უპირატესად აღინიშნებოდა პაციენტებში ირისის შერეული ფერით (მოლურჯო- ყავისფერი, რუხი-ყავისფერი, მოყვითალო-ყავისფერი ან მომწვანო-ყავისფერი), ანალოგიური ეფექტი აღინიშნებოდა პაციენტებშიც თაფლისფერი თვალებით. ჩვეულებრივ ყავისფერი პიგმენტაცია გუგის გარშემო ვრცელდება კონცენტრიულად თვალის ირისის პერიფერიისაკენ, რასთან დაკავშირებითაც მთელი ირისი ან მისი ნაწილები უფრო ყავისფერი ხდება. თერაპიის დასრულების შემდეგ ყავისფერი პიგმენტის შემდგომი დაგროვება ირისში არ აღნიშნულა.

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში იყო შეტყობინებები პერიორბიტალური არის კანის ან ქუთუთოების კანის გამუქების შესახებ ტრავოპროსტის გამოყენების დროს. პროსტაგლანდინის ანალოგების გამოყენებისას აღინიშნებოდა ცვლილებები ქუთუთოების და პერიორბიტალური არის მხრივ, ქუთუთოს ღარის გაღრმავების ჩათვლით.

ტრავოპროსტმა შეიძლება თანდათან შეცვალოს წამწამების მდგომარეობა. კლინიკურ კვლევებში ეს ცვლილებები აღინიშნებოდა დაახლოებით პაციენტთა ნახევარში და მოიცავდა წამწამების სიგრძის, სისქის, პიგმენტაციის და/ან რაოდენობის მომატებას. დღეისთვის არ არის ცნობილი ამ ცვლილებების მექანიზმი და მისი შედეგები.

მაიმუნებზე კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ტრავოპროსტი იწვევს პალპებრალური ნაპრალის უმნიშვნელო გადიდებას. მაგრამ კლინიკურ კვლევებში მსგავსი ეფექტი არ აღნიშნულა, ამიტომ ითვლება, რომ ის სპეციფიკურია ამ სახეობისთვის.

არ არსებობს პრეპარატის გამოყენების გამოცდილება თვალების ანთებითი დაავადებების, ნეოვასკულარული, დახურულკუთხოვანი, ვიწროკუთხოვანი და თანდაყოლილი გლაუკომის დროს. არსებობს შეზღუდული მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების თვალის გამოვლინებების, თანმხლები ფსევდოფაკიით ღიაკუთხოვანი გლაუკომის, პიგმენტური და ფსევდოექსფოლიატიური გლაუკომის თერაპიაში.

F2α პროსტაგლანდინის ანალოგებით მკურნალობისას იყო შეტყობინებები მაკულარული შეშუპების განვითარების შესახებ.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში აკაფიით; პაციენტებში ფსევდოაკაფიით ბროლის უკანა კაფსულის გახეთქვის დროს და პაციენტებში წინა კამერის ინტრაოკულური ლინზით; პაციენტებში კისტოზური მაკულარული შეშუპების განვითარების რისკით.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი პაციენტებში ირიტი/უვეიტის განვითარების განმწყობი რისკ-ფაქტორებით, ასევე პაციენტებში თვალების მწვავე ანთებითი დაავადებებით.

რქოვანას დაავადებები

ოფტალმოლოგიურმა ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ თვალების სიმშრალე. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში რქოვანას დაავადებებით.

თვალის სისხლძარღვოვანი გარსის განშრევება

იყო შეტყობინებები თვალის სისხლძარღვოვანი გარსის განშრევების შესახებ ფილტრაციული პროცედურების ჩატარების შემდეგ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ წყალწყალა ნამის პროდუქციის დამთრგუნველ პრეპარატებს (მაგალითად, თიმოლოლი, აცეტაზოლამიდი).

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის საფარის გაღიზიანება.

პრეპარატი შეიცავს პოლიოქსილ 40 ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები.

**4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები **

არ ჩატარებულა ტრავოპროსტის ან თიმოლოლის მედიკამენტური ურთიერთქმედებების კვლევები.

ბეტა-ადრენობლოკატორების თვალის წვეთების ერთდროულად გამოყენებისას კალციუმის არხების სისტემურ ბლოკატორებთან, ადრენობლოკატორებთან, ანტიარითმიულ საშუალებებთან (ამიოდარონის ჩათვლით), დიგიტალისის გლიკოზიდებთან, პარასიმპათომიმეტიკებთან ან გუანეთიდინთან, შესაძლებელია ადიტიური ეფექტების განვითარება, რომლებიც იწვევენ ჰიპოტენზიას და/ან გამოხატულ ბრადიკარდიას.

ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ჰიპერტონიული რეაქცია კლონიდინის უეცარ მოხსნაზე.

იყო შეტყობინებები ბეტა-ბლოკადის სისტემური ეფექტების გაძლიერების შესახებ (გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება, დეპრესია) ციტოქრომ CYP2D6 ინჰიბიტორებით კომბინირებული მკურნალობის დროს (მაგალითად, ქინიდინით, ფლუოქსეტინით, პაროქსეტინით) და თიმოლოლით.

ხანდახან იყო შეტყობინებები მიდრიაზის შესახებ, რომელიც აღინიშნება ადრენალინთან ოგტალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორების ერთდროულად გამოყენების შედეგად.

ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება, ასევე ჰიპოგლიკემიის ნიშნების და სიმპტომების მასკირება.

4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

რეპროდუქციული ასაკის ქალები

არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, თუ არ არის მიღებული კონტრაცეპციის ადეკვატური ზომები.

ორსულობა

ტრავოპროსტმა შეიძლება მოახდინოს ნეგატიური გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე და ნაყოფზე.

მონაცემები ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი ან მისი კომპონენტების გამოყენების შესახებ ორსულებში არ არსებობს, ან შეზღუდულია.

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა ბეტა-ადრენობლოკატორების პერორალური გამოყენების დროს არ გამოავლინეს მანკების განვითარებასტან დაკავშირებული ეფექტები, მაგრამ მოწმობენ ინტრაუტერიული ზრდის შეფერხების რისკის შესახებ. გარდა ამისა, სისტემური ბეტა-ბლოკატორების გამოყენებისას მშობიარობამდე, ახალშობილებს აღენიშნებოდათ ბეტა-ბლოკადის ნიშნები და სიმპტომები (მაგალითად, ბრადიკარდია, ჰოპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა, ჰიპოგლიკემია). მშობიარობამდე პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ახალშობილის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი სიცოცხლის პირველ დღეებში.

არ არის რეკომენდირებული პრეპარააის გამოყენება ორსულობის პერიოდში, მწვავე აუცილებლობის შემთხვევბის გარდა, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა ტრავოპროსტი ადამიანის დედის რძით ადგილობრივი გამოყენებისას თვალის წვეთების სახით. ცხოველებზე კვლევებმა აჩვენეს, რომ ტრავოპროსტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძით. თიმოლოლი გამოიყოფა დედის რძით, რამაც შიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარება ჩვილებში. მაგრამ თიმოლოლის თვალის წვეთების გამოყენებისას თერაპიული დოზებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დედის რძეში იქნება პრეპარატის რაოდენობა, რომელიც საკმარისია ბეტა-ბლოკადის განვითარებისათვის ახალშობილში. ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდირებული.

ფერტილობა

მონაცემები ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი გავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე არ არსებობს.

ცხოველებზე კვლევები მოწმობენ ტრავოპროსტის და თიმოლოლის გავლენის არარსებობის შესახებ ფერტილობაზე დოზების დროს, რომლებიც აღემატება მაქსიმალურ რეკომენდირებულ დოზას ადამიანისათვის 75 ჯერ.

**4.7. ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე **

პრეპარატი ახდენს უმნიშვნელო გავლენას სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ისევე, როგორც სვა თვალის წვეთების გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია მხედველობის დროებითი დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები. პაციენტებისთვის, რომლებშიც ინსტილაციის შემდეგ დროებით იკარგება მხედველობის მკაფიოობა, არ არის რეკომენდირებული მანქანის ტარება ან რთულ ტექნიკასთან მუშაობა პრეპარატის ჩაწვეთებისთანავე.

პრეპარატმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციები, თავბრუსხვევა, ნერვოზულობა და/ან დაღლილობა. ამ სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან.

4.8. გვერდითი რეაქციები

კლინიკურ კვლევებში 2170 პაციენტის მონაწილეობით ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია იყო თვალების ჰიპერემია (12%).

გვერდითი რეაქციები, ჩამოთვლილი ქვემოთ ცხრილში, აღინიშნებოდა კლინიკური კვლევების და ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი პოსტრეგისტრაციული გამოყენების მსვლელობაში. ისინი მოყვანილია სისტემურ-ორგანული კლასის შესაბამისად და კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100 - ˂1/10), არახშირად (≥1/1000 - ˂1/100), იშვიათად (≥1/10000 - ˂1/1000), ძალიან იშვიათად (˂1/10000) ან უცნობია (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემების მიხედვით).

სისტემურ-ორგანული კლასი
სიხშირე
გვერდითი რეაქციები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არახშირად
ჰიპერმგრძნობელობა
ფსიქიკური დარღვევები
იშვიათად
ნერვოზულობა
უცნობია
ჰაკუცინაციები*, დეპრესია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
არახშირად
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
უცნობია
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები, გულისწასვლა, პარესთეზია
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
ძალიან ხშირად
თვალების ჰიპერემია
ხშირად
წერტილოვანი კერატიტი, თვალის ტკივილი, მხედველობის დარღღევები, მხედველობის დაბინდვა, თვალების სიმშრალე, თვალების ქავილი, თვალში დისკომფორტის შეგრძნენა, თვალების გაღიზიანება

არახშირად
კერატიტი, ირიტი, კონიუქტივიტი, თვალის წინა საკნის ანთება, ბლეფარიტი, სინათლის შიში, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ასტენოპია, თვალების შეშუპება, ცრემლდენა, ქუთუთოების ერითემა, წამწამების ზრდის გაძლიერება, ალერგიული მოვლენები თვალების მხრივ, კონიუქტივის შეშუპება, ქუთუთოების შეშუპება
იშვიათად
რქოვანას ეროზია, მეიბომიტი, სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა, ქერქის წარმოქმნა ქუთუთოების კიდეებზე ტრიქიაზი, დისტიქიაზი
უცნობია
მაკულარული შეშუპება, პტოზი, ქუთუთოების ღარის გაღრმავება, ირისის ჰიპერპიგმენტაცია, დარღვევები რქოვანას მხრივ
დარღვევები გულის მხრივ
არახშირად
ბრადიკარდია
იშვიათად
არითმია, გულის რითმის დარღვევა
უცნობია
გულის უკმარისობა, ტაქიკარდია, ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის შეგრძნება
დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ
არახშირად
ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია
უცნობია
პერიფერიული შეშუპებები
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
არახშირად
დისპნოე, პოსტნაზალური სინდრომი
იშვიათად
დისფონია, ბრონქოსპაზმი, ხველა, ყელის გაღიზიანება, ოროფარინგეალური ტკივილი, დისკომფორტი ცხვირში

უცნობია
ასთმა
კუჭ-ნაწლავური დარღვევები
უცნობია
დისგევზია
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
იშვიათად
ალანინამინოტრანსფერაზას მომატება. ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
არახშირად
კონტაქტური დერმატიტი, ჰიპერტრიქოზი, კანის ჰიპერპიგმენტაცია თვალების გარშემო
იშვიათად
ჭინჭრის ციება, კანის გაუფერულება, ალოპეცია
უცნობია
გამონაყარი
დარღვევები კუნთების, ჩონჩხის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
იშვიათად
კიდურების ტკივილი
დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ
იშვიათად
ქრომატურია
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას
იშვიათად
წყურვილი, მომატებული დაღლილობა
*გვერდითი რეაქციები, დაკავშირებული თიმოლოლთან

დამატებითი გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნება ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერებით თერაპიის დროს, რომლებიც შეიძლება პოტენციურად აღინიშნოს პრეპარატის გამოყენებისას:

ტრავოპროსტი

სისტემურ-ორგანული კლასი
გვერდითი რეაქციები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
სეზონური ალერგია
ფსიქიკური დარღვევები
მოუსვენრობა, უძილობა
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
უვეიტი, კონიუქტივის ფოლიკულოზი, გამონადენი თვალებიდან, პერიორბიტალური შეშუპება, ქუთუთოების ქავილი, ქუთუთოს ევერსია, კატარაქტა, ირიდოციკლიტი, თვალების ჰერპესი, თვალების ანთება, ფოტოპსია, ქუთუთოების ეგზემა, გალო-ეფექტი, თვალების ჰიპესტეზია, წინა საკნის პიგმენტაცია, მიდრიაზი, ჰიპერპიგმენტაცია და წამწმამების გასქელება, მხედველობის ველის დეფექტები
დარღვევების სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში
დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ
დიასტოლური წნევის დაქვეითება, სისტოლური წნევის მატება
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
ასთმის გამწვავება, ალერგიული რინიტი, სისხლდენა ცხვირიდან, რესპირატორული დარღვევები, ცხვირის გაჭედვა, ცხვირის სიმშრალე
კუჭ-ნაწლავური დარღვევები
პეპტიური წყლულის გამწვავება, კუჭ-ნაწლავური დარღვევები, დიარეა, შეკრულობა, სიმშრალე პირში, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
კანის აქერცვლა, თმის ტექსტურის ცვლილება, ალერგიული დერმატიტი, თმის ფერის ცვლილება, მადაროზი, ქავილი, თმის ანიმალური ზრდა, ერითემა
დარღვევები კუნთების, ჩონჩხის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი, ართრალგია
დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ
დიზურია, შარდის შეუკავებლობა
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას
ასტენია
ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები
პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის დონის ზრდა
თიმოლოლი

ისევე, როგორც სხვა ადგილობრივი ოფტალმოლოგიური პრეპარატები, თიმოლოლი შეიწოვება სისტემურ სისხლის ნაკადში. ამან შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, ანალოგიური იმ ეფექტებისა, რომლების აღინიშნება სისტემური ბეტა-ბლოკატორების გამოყენებისას. ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოყვანილია გვერდითი რეაქციები, რომლებიც დამახასიათებელია ოფტალმოლოგიურ ბეტა-ადრენობლოკატორებისათვის. სისტემური გვერდითი რეაქციების სიხშირე ადგილობრივი ოფტალმოლოგიური გამოყენების შემდეგ უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური შეყვანისას.

სისტემურ-ორგანული კლასი
გვერდითი რეაქციები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
სისტემური ალერგიული რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების, ჭინჭრის ციების, ლოკალიზებული და გენერალიზებული გამონაყარის ქავილის, ანაფილაქსიის ჩათვლით
დარღვევები კვების და მეტაბოლიზმის მხრივ
ჰიპოგლიკემია
ფსიქიკური დარღვევები
ჰალუცინაციები, უძილობა, კოშმარული სიზმრები, მეხსიერების დაკარგვა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ცერებრალური იშემია, მიასტენია გრავისის ნიშნების და სიმპტომების გაძლიერება
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
თვალების გაღიზიანების ნიშნები (წვა, ჩხვლეტა, ქავილი, ცრემლდენა, გაწითლება), თვალის სისხლძარღვოვანი გარსის განშრევება ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება, დიპლოპია
დარღვევები გულის მხრივ
შეშუპებები, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, გულის გაჩერება
დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ
რეინოს ფენომენი, კიდურების გაციება
კუჭ-ნაწლავური დარღვევები
გულისრევა, დისპეფსია, დიარეა, სიმშრალე პირში, მუცლის ტკივილი, ღებინება
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ფსორიაზიფორმული გამონაყარი ან ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება
დარღვევები კუნთების, ჩონჩხის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
მიალგია
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის მხრივ
სექსუალური დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას
ასტენია
** შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ**

მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ, სამკურნალო პრეპარატის „სარგებელი-რისკის“ შეფარდების უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. მედიცინის მუშაკებისთვის რეკომენდირებულია ინფორმირება სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემების მეშვეობით.

4.9. ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირება ადგილობრივი გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა და არ არის დაკავშირებული ტოქსიკურობასთან.

პრეპარატის შემთხვევით შიგნით მიღებისას, სისტემური ბეტა-ბლოკადის შედეგად შეიძლება აღინიშნოს ჭარბი დოზირების სიმპტომები: ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი და გულის უკმარისობა.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდირებულია სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. თიმოლოლი ცუდად გამოიდევნება დიალიზის მეშვეობით.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიგლაუკომური პრეპარატები და მიოტიკები.

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ტრავოპროსტს და თიმოლოლს (თიმოლოლის მალეატის სახით). ორივე კომპონენტის ურთიერთშემავსებელი მექანიზმების წყალობით, თვალშიდა წნევის დაქვეითება კომბინაციის ზემოქმედებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ კომპონენტების ცალ-ცალკე მოქმედებისას.

ტრავოპროსტი - პროსტაგლანდინ F2a-ს სინთეტიკური ანალოგია, რომელსაც გააჩნია მაღალი სელექტიურობა FP-რეცეპტორის მიმართ. ამცირებს თვალშიდა წნევას წყალწყალა ნამის გადინების ხარჯზე უვეოსკლერული გზით და ტრაბეკულური ბადის მეშვეობით.

თვალშიდა წნევის შემცირება იწყება პრეპარატის ინსტილაციიდან დაახლოებით 2 საათში, მაქსიმალური ეფექტი კი მიიღწევა 12 საათის შემდეგ. თვალშიდა წნევის მნიშვნელოვანი შემცირება ერთჯერადი დოზის შემდეგ ნარჩუნდება 24 საათის და მეტი ხნის განმავლობაში.

თიმოლოლი - არასელექციური ბეტა-ადრენობლოკატორია სიმპათომიმეტური აქტივობის გარეშე, არ ახდენს პირდაპირ დეპრესიულ გავლენას მიოკარდიუმზე, არ გააჩნია მემბრანომასტაბილიზირებელი აქტივობა. ტონოგრაფიულმა და ფლუოროფოტომეტრულმა კვლევებმა აჩვენებს, რომ თიმოლოლის მოქმედება დაკავშირებულია წყალწყალა ნამის პროდუქციის შემცირებასთან და მისი გადინების უმნიშვნელო ზრდასთან.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

თორმეტთვიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში პაციენტთა მონაწილეობით ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან ოფტალმოჰიპერტენზიით, თვალშიდა წნევის საწყისი საშულო მნიშვნელობით 25-27 მმ.ვწყ.სვ., თვალშიდა წნევის საშუალო შემცირება ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი ზემოქმედებით, რომელიც გამოიყენებოდა ერთჯერადად დილით, შეადგენდა 8-10 მმ.ვწყ.სვ. კვლევის მსვლელობაში ნაჩვენები იყო ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი არანაკლები ეფექტურობა თვალშიდა წნევის დაქვეითებაში ფიქსირებულ კომბინაციასთან ლატანოპროსტი + თიმოლოლი შედარებით.

სამთვიან, კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში პაციენტების მონაწილეობით ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან ოფტალმოჰიპერტენზიით, თვალშიდა წნევის საწყისი საშულო მნიშვნელობით 27-30 მმ.ვწყ.სვ., თვალშიდა წნევის საშუალო შემცირება ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი ზემოქმედებით, რომელიც გამოიყენებოდა ერთჯერადად დილით, შეადგენდა 9-12 მმ.ვწყ.სვ., რაც 2 მმ.ვწყ.სვ-ით აღემატებოდა ტრავოპროსტის ეფექტს, რომელიც გამოიყენებოდა ერთჯერადად საღამოს, და 2-3 მმ.ვწყ.სვ-ით - თიმოლოლის ეფექტს, რომელიც გამოიყენებოდა დღეში ორჯერ. კვლევის განმავლობაში, ყველა ვიზიტის დროს აღინიშნებოდა დილის თვალშიდა წნევის საშუალო მნიშვნელობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება (დილის 8:00, ანუ ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი ბოლო დოზის შეყვანიდან 24 საათის შემდეგ), ასეთთან შედარებით ტრავოპროსტის გამოყენებისას.

ორ სამთვიან, კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში პაციენტების მონაწილეობით ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან ოფტალმოჰიპერტენზიით, თვალშიდა წნევის საწყისი საშულო მნიშვნელობით 23-26 მმ.ვწყ.სვ., თვალშიდა წნევის საშუალო შემცირება ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი ზემოქმედებით, რომელიც გამოიყენებოდა ერთჯერადად დილით, შეადგენდა 7-9 მმ.ვწყ.სვ., და აღმოჩნდა არანაკლებ ეფექტური (მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად იყო ნაკლები), ვიდრე ტრავოპროსტით (ერთეჯრადად საღამოს) და თიმოლოლით (ერთჯერადად დილით) კომბინირებული თერაპიის დროს.

ჩართვის კრიტერიუმები იყო ერთნაირი ყველა კვლევისათვის. კლინიკურ კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც არანამკურნალები პაციენტები, ასევე ადრე ნამკურნალები პაციენტები. მონოთერაპიაზე არასაკმარისი რეაქცია არ წარმოადგენდა კრიტერიუმს ჩართვისთვის.

მიღებული მონაცემები ადასტურებენ, რომ პრეპარატის გამოყენებას საღამოს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული უპირატესობა თვალშიდა წნევის დაქვეითებაში. დილით ან საღამოს დოზის გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დროს, გათვალისწინებული უნდა იქნას მოხერხებულობა პაციენტისათვის.

მეორადი ფარმაკოდინამიკა

ტრავოპროსტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა სისხლის დინებას მხედველობის ნერვის სისხლძარღვებში კურდღლები 7 დღის განმავლობაში თვალებში ინსტილაციის დროს (1,4 მკგ დღეში ერთხელ).

5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ტრავოპროსტი და თიმოლოლი თვალის რქოვანაში შეიწოვება. ტრავოპროსტი წარმოადგენს პროწამალს, რომელიც რქოვანაში ექვემდებარება ჰიდროლიზს ბიოლოგიურად აქტიურ ფორმამდე - ტრავოპროსტის თავისუფალ მჟავამდე. ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი ერთჯერადი ინსტილაციის შემდეგ ჯანმრთელი მოხალისეებისათვის (N=22) 5 დღის განმავლობაში, ტრავოპროსტის თავისუფალი მჟავა არ განისაზღვრებოდა რაოდენობრივად სისხლის პლაზმის ნიმუშებში კვლევის მონაწილეთა უმეტესობაში (94,4%) და როგორც წესი არ განისაზღვრებოდა პრეპარატის ინსტილაციიდან ერთი საათის შემდეგ. გაზომვადი რაოდენობები მერყეობდა 0,01-0,03 ნგ/მლ-ს ფარგლებში (რაოდენობრივი განსაზღვრის ზღვარი ≥0,01 ნგ/მლ). წონასწორულ მდგომარეობაში თიმოლოლის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციია პლაზმაში (Cmax) შეადგენდა 1,34 ნგ/მლ, მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო კი (Tmax) - დაახლოებით 0,69 საათს ფოქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი ერთჯერადი ინსტილაციის შემდეგ.

განაწილება

ტრავოპროსტის თავისუფალი მჟავა განისაზღვრება სისხლის პლაზმაში ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი გამოყენებიდან პირველი საათის განმავლობაში. თიმოლოლი განისაზღვრება თვალშიდა სითხეში ინსტილაციისთანავე და სისხლის პლაზმაში ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი გამოყენებიდან 12 საათის განმავლობაში.

ბიოტრანსფორმაცია

მეტაბოლიზმი არის როგორ ტრავოპროსტის, ასევე აქტიური თავისუფალი მჟავის გამოყოფის ძირითადი გზა. სისტემური მეტაბოლიზმის გზები პარარელურია ენდოგენური პროსტაგლანდინი F2a-ის მეტაბოლური გზებისა, რომლებიც ხასიათდება 13-14 ორმაგი ბმის აღდგენით, ზედა გვერდითი ჯაჭვის 15-ჰიდრაქსილური და β-ოქსიდაციური რგოლის დაჟანგვით.

თიმოლოლი ორი გზით მეტაბოლიზდება: ეთანოლამინის გვერდითი ჯაჭვის წარმოქმნით თიადიაზოლის რგოლზე და ეთანოლის გვერდით ჯაჭვის ფორმირებით მორფოლინის აზოტზე და ანალოგიური გვერდითი ჯაჭვისა აზოტის მოსაზღვრე კარბოლინის ჯგუფით.

ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი გამოყენების შემდეგ თიმოლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) პლაზმიდან შეადგენს 4 საათს.

ელიმინაცია

ტრავოპროსტის თავისუფალი მჟავა და მისი მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა. ტრავოპროსტის 2%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით თავისუფალი მჟავის სახით. თიმოლოლი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა. თიმოლოლის დაახლოებით 20% გამოიყოფა უცვლელი სახით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მეტაბოლიტების სახით.

5.3. წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

მაინუნებზე კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი შეყვანა 2 ჯერ დღეში იწვევს თვალის ნაპრალის გადიდებას, ასევე პიგმენტაციის გაძლიერებას, ანალოგიურად იმისა, რომელიც აღინიშნება თვალებში პროსტაგლანდინების შეყვანისას.

ტრავოპროსტი

მაიმუნებისთვის თვალებში ტრავოპროსტის ადგილობრივმა შეყვანამ 0,012%-დე კონცენტრაციით დღეში ორჯერ 1 წლის განმავლობაში არ გამოიწვია სისტემური ტოქსიკურობის განვითარება.

რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევები ტარდებოდა ვირთხებზე, თაგვებსა და კურდღლებზე სისტემური შეყვანისას. მიღებული მონაცემები ეხება FP რეცეპტორების აგონისტების აქტივობას საშვილოსნოში, რომელიც დაკავშირებულია ემბრიობის ადრეულ სიკვდილიანობასთან, ნაყოფის პოსტიმპლანტაციურ დაკარგვასთან და ფეტოტოქსიკურობასთან. მაკე ვირთხებში ტრავოპროსტის სისტემური შეყვანა დოზებით, რომლებიც 200 ჯერ აღემატებოდა თერაპიულს, ორგანოგენეზის პერიოდში იწვევდა განვითარების მანკების რაოდენობის ზრდას.

რადიოაქტიურობის დაბალი დონე გაზომილი იქნა სანაყოფე წყლებსა და მაკე ვირთხების ნაყოფის ქსოვილებში, რომლებისთვისაც შეყავდათ 3H-ტრავოპროსტი. ნაყოფის განვითარების და რეპროდუქციული ფუნქციის კვლევებმა აჩვენენს ნაყოფის დაკარგვის რისკის ზრდა ვირთხებსა და თაგვებში შემთხვევათა მაღალი პროცენტით (180 პგ/მლ და 30 პგ/მლ სისხლის პლაზმაში, შესაბამისად) დოზების დროს, რომლებიც 1,2 - 6 ჯერ აღემატება თერაპიულს (25 პგ/მლ-მდე სისხლის პლაზმაში).

თიმოლოლი

წინაკლინიკური მონაცემები აჩვენებენ, რომ თიმოლოლის გამოყენებისას არ არსებობს რაიმე რისკი ადმიანისათვის, რაზეც მოწმობს უსაფრთხოების ფარმაკოლოგიური კვლევები, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის კვლევები. რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენეს ვირთხებში ნაყოფის ძვლების შენელებული ფორმირება გვერდითი ეფექტების არარსებობისას პოსტნატალურ განვითარებაზე (კლინიკური დოზის 7000 ჯერ გადაჭარბება) და კურდღლებში ნაყოფის მომატებული რეზორბცია (კლინიკური დოზის 14000 ჯერ გადაჭარბება).

6. ფარმაცევტული თვისებები

6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ბორის მჟავა

მონიტოლი

პროპილენგლიკოლი

ნატრიუმის ქლორიდი

პოლიოქსილ 40 ჰიდროგენიზირებული აბუსალატინის ზეთი

ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექტირებისათვის)

საინექციო წყალი.

6.2. შეუთავსებლობა

უცნობია.

6.3. ვარგისიანობის ვადა (შენახვის ვადა)

2 წელი. პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას შეფუთვაზე მითითებულ ვადამდე. გახსნის შემდეგ ფლაკონი გამოყენებული უნდა იქნას 3 თვის განმავლობაში.

6.4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

6.5. პირველადი შეფუთვის დახასიათება და შემცველობა

პრეპარატის 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში სილიკონის სარქველით და ხრახნიანი საცობით პირველი გახსნის კონტროლით.

თითოეულ ფლაკონს სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ჩანართი-ფურცელი) ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

6.6. სიფრთხილის ზომები სამკურნალო პრეპარატის ან ნარჩენების განადგურებისას, რომლებიც მიღებულია სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ, და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან

არ არსებობს უტილიზაციისადმი სპეციალური მოთხოვნები.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ბრევიპროსტიპლუსი0,04+5მგ/მლ5****მლ

სამკურნალოპრეპარატისდასახელება

ბრევიპროსტი პლუსი (0,04 მგ + 5 მგ)/მლ თვალის წვეთები.

ხარისხობრივიდარაოდენობრივი****შემადგენლობა

ზოგადი****აღწერა

მოქმედინივთიერებები: ტრავოპროსტი + თიმოლოლი.

რაოდენობრივიდახარისხიბრივი****შემადგენლობა

პრეპარატის თითოეული მლ შეიცავს 0,04 მგ ტრავოპროსტს და 5 მგ თიმოლოლს (თიმოლოლის მალეატის სახით).

დამხმარენივთიერებები:

ბორის მჟავა,

მონიტოლი,

პროპილენგლიკოლი,

ნატრიუმის ქლორიდი,

პოლიოქსილ 40 ჰიდროგენიზირებული აბუსალატინის ზეთი,

ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექტირებისათვის) ,

საინექციო წყალი.

სამკურნალო****ფორმა

თვალის წვეთები.

გამჭვირვალე ხსნარი უფეროდან ოდნავ მოყვითალო ფერამდე.

კლინიკური****მონაცემები

გამოყენების****ჩვენებები

მოზრდილები

მომატებული თვალშიდა წნევის შემცირება ღიაკუთხოვანი გლაუკომის და ოფთალმოჰიპერტენზიის დროს პაციენტებში, რომლებიც რეზისტენტული არიან ბეტა- ადრენობლოკატორებით ან პროსტაგლანდინების ანალოგებით მონოთერაპიის მიმართ.

დოზირებისრეჟიმიდაგამოყენებისწესი

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები**,ხანდაზმულიასაკისპაციენტებისჩათვლით**

დაზიანებული თვალ(ებ)ის კონიუნქტივალურ პარკში აწვეთებენ პრეპარატის 1 წვეთს დღეში ერთხელ, დილით ან საღამოს, ერთსა და იმავე დროს.

თუ პრეპარატის დოზა გამოტოვებულია, მაშინ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მომდევნო დოზით, გამოყენების სქემის თანახმად. დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 წვეთს დღეში დაზიანებულ თვალ(ებ)ში.

პაციენტთაგანსაკუთრებულიჯგუფები

პაციენტები ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით

ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლის ფიქსირებული კომბინაციის, ასევე თიმოლოლის მოქმედება არ შესწავლილა პაციენტებში ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით.

ტრავოპროსტის მოქმედება შესწავლილი იყო პაციენტებში მსუბუქიდან მძიმე ხარისხამდე ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით და პაციენტებში მსუბუქიდან მძიმე ხარისხამდე თირკმელების ფუნქციის დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 14 მლ/წთ-ზე ნაკლებია). დოზის კორექტირება არ არის საჭირო ამ კატეგორიის პაციენტებისათვის.

ბავშვები

ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტო + თიმოლოლი გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და 18 წამდე საკის მოზარდებში არ არის დადგენილი (მონაცემები არ არსებობს).

გამოყენების****წესი

ადგილობრივად, ინსტილაცია თვალებში.

არ შეეხოთ პიპეტის წვერით თვალებს ან სხვა ზედაპირებს (ქუთუთოები, თვალის მიდამოები და ა.შ.), რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონის შიგთავსის დაბინძურება.

ინსტილაციის შემდეგ რეკომენდირებულია ნასოლაკრიმალური ოკლუზია ან თვალების დახუჭვა პრეპარატის სისტემური აბსორბციის და სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობის შესამცირებლად.

ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალების გამოყენებისას ინტერვალი ინსტილაციებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წუთს.

იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი ინიშნება გლაუკომის სამკურნალოდ სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატის ჩანაცვლების სახით, უკანასკნელი უნდა მოიხსნას პრეპარატით ბრევიპროსტი პლუსი თერაპიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.

საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა პრეპარატის გამოყენებამდე და გაკეთება ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.

უკუჩვენებები

– ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია შემადგენლობაში, ასევე სხვა ბეტა- ადრენობლოკატორებისადმი;

– სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადებები, ბრონქიალური ასთმის (მათ შორის, ანამნეზში), ასევე ფილტვების მძიმე ხარისხის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ჩათვლით;

– სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადის, კარდიოსტიმულტორის გარეშე II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ჩათვლით, გულის გამოხატული უკმარისობა, კარდიოგენური შოკი;

– მძიმე ხარისხის ალერგიული რინიტი, რქოვანას დისტროფია.

განსაკუთრებულიმითითებებიდასიფრთხილისზომები****გამოყენებისას

ზოგადი ცნობები

სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალებების მსგავსად, ტრავოპროსტი და თიმოლოლი შეიძლება ექვემდებარებოდეს სისტემურ აბსორბციას. თიმოლოლმა ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ისეთივე გვერდითი ეფექტები გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის და სხვა ორგანოების მხრივ, როგორც ბეტა-ადრენობლოკატორებმა სისტემური გამოყენებისას. მაგრამ გვერდითი რეაქციების სიხშირე ადგილობრივი გამოყენებისას უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური შეყვანისას.

დარღვევებიგულისმხრივ

პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით (მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია და გულის უკმარისობა) და ჰიპოტენზიით სათანადოდ უნდა შეფასდეს ბეტა-ბლოკატორებით თერაპიის აუცილებლობა და განხილული იქნას ალტერნატიული თერაპიის დანიშვნის შესაძლებლობა.

პაციენტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ მდგომარეობის გაუარესების და გვერდითი რეაქციების განვითარების ნიშნების შესაფასებლად.

ვინაიდან ბეტა-ადრენობლოკატორები უარყოფითად მოქმედებს გატარების დროზე, საჭიროა მათი სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში I ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადით.

დარღვევებისისხლძარღვთამხრივ

საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევებით/აშლილობებით (მაგალითად, რეინოს სინდრომი ან დაავადება).

დარღვევებისასუნთქისისტემის****მხრივ

ზოგიერთი ოფთამოლოგიური ბეტა-ბლოკატორების გამოყენებისას პაციენტებში ბრონქიალური ასთმით იყო შეტყობინებები მძიმე რეაქციენის განვითარების შესახებ სასუნთქი სისტემის მხრივ, ლეტარულ შემთხვევებამდე, ბრონქოსპაზმის შედეგად.

პაციენტებში მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.

ჰიპოგლიკემია**/**დიაბეტი

ბეტა-ადრენობლოკატორები სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში სპონტანური ჰიპოგლიკემიით ან პაციენტებში შაქრიანი დიაბეტის ლაბილური მიმდინარეობით, რადგანაც მათ შეუძლიათ მწვავე ჰიპოგლიკემიის ნიშნების და სიმპტომების მასკირება.

კუნთების****სისუსტე

იყო შეტყობინებები, რომ ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლია კუნთების სისუსტის გაძლიერება, რასაც ახლავს მიასთენიის ზოგიერთი სიმპტომი (მაგალითად, დიპლოპია, ფტოზი და კუნთების გენერალიზებული სისუსტე).

სხვაბეტა-****ბლოკატორები

თიმოლოლის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ სისტემურ ბეტა- ადრენობლოკატორებს, შესაძლებელია გავლენის გაძლიერება თვალშიდა წნევაზე ან სისტემური ბეტა-ბლოკადის სხვა ცნობილი ეფექტებისა. ასეთ პაციენტებში პასუხი თერაპიაზე სათანადოდ უნდა კონტროლდებოდეს. არ არის რეკომენდირებული ორი ადგილობრივი ბეტა-ბლოკატორის ერთდროული გამოყენება.

ანესთეზიაქირურგიულიჩარევებისას

ოფთალმოლოგიურ ბეტა-ბლოკატორებს შეუძლია ბეტა-აგონისტების, მაგალითად, ადრენალინის, სისტემური ეფექტების დათრგუნვა. ანესთეზიოლოგი ინფორმირებული უნდა იყოს პაციენტის მიერ თიმოლოლის მიღების შესახებ.

ჰიპერთირეოზი

ბეტა-ბლოკატორებს შეუძლია ჰიპერთირეოზის ნიშნების მასკირება.

კანთანკონტაქტი

პროსტაგლანდინები და პროსტაგლანდინების ანალოგები წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც კანში შეიწოვება. ორსულებისთვის ან ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, რეკომენდირებულია სიფრთხილის შესაბამისი ზომების დაცვა, რათა თავიდან იქნას აციდებული ფლაკონის შიგთავსთან კონტაქტი. კანის საფარზე პრეპარატის მოხვედრის შემთხვევაში, აუცილებელია კანის დაუყოვნებლივ გაწმენდა პრეპარატისგან.

ანაფილაქსიური****რეაქციები

ბეტა-ბლოკატორების გამოყენებამ პაციენტებში ატოპიით ან მძიმე ანაფილაქსიური რეაქციით სხვადასხვა ალერგენებზე ანამნეზში, შეიძლება მოახდინოს უფრო მძიმე რეაქციის პროვოცირება ორგანიზმში ალერგენის განმეორებით მოხვედრაზე. ასეთი პაციენტები შეიძლება სუსტად რეაგირებდნენ ადრენალინის ჩვეულებრივი დოზების შეყვანაზე, რომელიც გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციების კუპირებისთვის.

თანხმლები****რეაქცია

თიმოლოლს შეუძლია სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება.

არ არის რეკომენდირებული პროსტაგლანდინის ორი ადგილობრივი ანალოგის გამოყენება.

თვალებზე****ზემოქმედება

ტრავოპროსტს შეუძლია თვალების ფერის თანდათან შეცვლა მელანოციტებში მელანოსების (პიგმენტური გრანულების) რაოდენობის გაზრდის ხარჯზე. მკურნალობის დაწყების წინ პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ თვალების ფერის შეუქცევადი ცვლილების შესაძლებლობის შესახებ. მხოლოდ ერთი თვალის მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი ჰეტეროქრომია. ხანგრძლივი ზემოქმედება მელანოსიტებზე და მისი შედეგები დღეისათვის ცნობილი არ არის. ფერადი გარსის ფერის ცვლილება ხდება ნელა და შეიძლება შეუმჩნეველი იყოს რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში. თვალების ფერის ცვლილება უპირატესად აღინიშნებოდა პაციენტებში ირისის შერეული ფერით (მოლურჯო- ყავისფერი, რუხი-ყავისფერი, მოყვითალო-ყავისფერი ან მომწვანო-ყავისფერი), ანალოგიური ეფექტი აღინიშნებოდა პაციენტებშიც თაფლისფერი თვალებით. ჩვეულებრივ ყავისფერი პიგმენტაცია გუგის გარშემო ვრცელდება კონცენტრიულად თვალის ირისის პერიფერიისაკენ, რასთან დაკავშირებითაც მთელი ირისი ან მისი ნაწილები უფრო ყავისფერი ხდება. თერაპიის დასრულების შემდეგ ყავისფერი პიგმენტის შემდგომი დაგროვება ირისში არ აღნიშნულა.

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში იყო შეტყობინებები პერიორბიტალური არის კანის ან ქუთუთოების კანის გამუქების შესახებ ტრავოპროსტის გამოყენების დროს. პროსტაგლანდინის ანალოგების გამოყენებისას აღინიშნებოდა ცვლილებები ქუთუთოების და პერიორბიტალური არის მხრივ, ქუთუთოს ღარის გაღრმავების ჩათვლით.

ტრავოპროსტმა შეიძლება თანდათან შეცვალოს წამწამების მდგომარეობა. კლინიკურ კვლევებში ეს ცვლილებები აღინიშნებოდა დაახლოებით პაციენტთა ნახევარში და მოიცავდა წამწამების სიგრძის, სისქის, პიგმენტაციის და/ან რაოდენობის მომატებას. დღეისთვის არ არის ცნობილი ამ ცვლილებების მექანიზმი და მისი შედეგები.

მაიმუნებზე კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ტრავოპროსტი იწვევს პალპებრალური ნაპრალის უმნიშვნელო გადიდებას. მაგრამ კლინიკურ კვლევებში მსგავსი ეფექტი არ აღნიშნულა, ამიტომ ითვლება, რომ ის სპეციფიკურია ამ სახეობისთვის.

არ არსებობს პრეპარატის გამოყენების გამოცდილება თვალების ანთებითი დაავადებების, ნეოვასკულარული, დახურულკუთხოვანი, ვიწროკუთხოვანი და თანდაყოლილი გლაუკომის დროს. არსებობს შეზღუდული მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების თვალის გამოვლინებების, თანმხლები ფსევდოფაკიით ღიაკუთხოვანი გლაუკომის, პიგმენტური და ფსევდოექსფოლიატიური გლაუკომის თერაპიაში.

F2α პროსტაგლანდინის ანალოგებით მკურნალობისას იყო შეტყობინებები მაკულარული შეშუპების განვითარების შესახებ.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში აკაფიით; პაციენტებში ფსევდოაკაფიით ბროლის უკანა კაფსულის გახეთქვის დროს და პაციენტებში წინა კამერის ინტრაოკულური ლინზით; პაციენტებში კისტოზური მაკულარული შეშუპების განვითარების რისკით.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი პაციენტებში ირიტი/უვეიტის განვითარების განმწყობი რისკ-ფაქტორებით, ასევე პაციენტებში თვალების მწვავე ანთებითი დაავადებებით.

რქოვანას****დაავადებები

ოფთალმოლოგიურმა ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ თვალების სიმშრალე. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში რქოვანას დაავადებებით.

თვალისსისხლძარღვოვანიგარსის****განშრევება

იყო შეტყობინებები თვალის სისხლძარღვოვანი გარსის განშრევების შესახებ. ფილტრაციული პროცედურების ჩატარების შემდეგ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ წყალწყალა ნამის პროდუქციის დამთრგუნველ პრეპარატებს (მაგალითად, თიმოლოლი, აცეტაზოლამიდი).

დამხმარე****ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის საფარის გაღიზიანება.

პრეპარატი შეიცავს პოლიოქსილ 40 ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები.

ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთანდასხვასახისურთიერთქმედებები

არ ჩატარებულა ტრავოპროსტის ან თიმოლოლის მედიკამენტური ურთიერთქმედებების კვლევები.

ბეტა-ადრენობლოკატორების თვალის წვეთების ერთდროულად გამოყენებისას კალციუმის არხების სისტემურ ბლოკატორებთან, ადრენობლოკატორებთან, ანტიარითმიულ საშუალებებთან (ამიოდარონის ჩათვლით), დიგიტალისის გლიკოზიდებთან, პარასიმპათომიმეტიკებთან ან გუანეთიდინთან, შესაძლებელია ადიტიური ეფექტების განვითარება, რომლებიც იწვევს ჰიპოტენზიას და/ან გამოხატულ ბრადიკარდიას.

ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ჰიპერტონიული რეაქცია კლონიდინის უეცარ მოხსნაზე.

იყო შეტყობინებები ბეტა-ბლოკადის სისტემური ეფექტების გაძლიერების შესახებ (გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება, დეპრესია) ციტოქრომ CYP2D6 ინჰიბიტორებით კომბინირებული მკურნალობის დროს (მაგალითად, ქინიდინით, ფლუოქსეტინით, პაროქსეტინით) და თიმოლოლით.

ხანდახან იყო შეტყობინებები მიდრიაზის შესახებ, რომელიც აღინიშნება ადრენალინთან ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორების ერთდროულად გამოყენების შედეგად.

ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლია ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება, ასევე ჰიპოგლიკემიის ნიშნების და სიმპტომების მასკირება.

ფერტილობა**,ორსულობადა****ლაქტაცია**

რეპროდუქციულიასაკისქალები

არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, თუ არ არის მიღებული კონტრაცეპციის ადეკვატური ზომები.

ორსულობა

ტრავოპროსტმა შეიძლება მოახდინოს ნეგატიური გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე და ნაყოფზე.

მონაცემები ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი ან მისი კომპონენტების გამოყენების შესახებ ორსულებში არ არსებობს, ან შეზღუდულია.

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა ბეტა-ადრენობლოკატორების პერორალური გამოყენების დროს არ გამოავლინა მანკების განვითარებასთან დაკავშირებული ეფექტები, მაგრამ მოწმობს ინტრაუტერიული ზრდის შეფერხების რისკის შესახებ. გარდა ამისა, სისტემური ბეტა- ბლოკატორების გამოყენებისას მშობიარობამდე, ახალშობილებს აღენიშნებოდათ ბეტა- ბლოკადის ნიშნები და სიმპტომები (მაგალითად, ბრადიკარდია, ჰოპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა, ჰიპოგლიკემია). მშობიარობამდე პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ახალშობილის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი სიცოცხლის პირველ დღეებში.

არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში, მწვავე აუცილებლობის შემთხვევბის გარდა, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის.

ძუძუთი****კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა ტრავოპროსტი ადამიანის დედის რძით ადგილობრივი გამოყენებისას თვალის წვეთების სახით. ცხოველებზე კვლევებმა აჩვენეს, რომ ტრავოპროსტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძით. თიმოლოლი გამოიყოფა დედის რძით, რამაც შიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარება ჩვილებში. მაგრამ თიმოლოლის თვალის წვეთების გამოყენებისას თერაპიული დოზებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დედის რძეში იქნება პრეპარატის რაოდენობა, რომელიც საკმარისია ბეტა-ბლოკადის განვითარებისათვის ახალშობილში. ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდირებული.

ფერტილობა

მონაცემები ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი გავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე არ არსებობს.

ცხოველებზე კვლევები მოწმობენ ტრავოპროსტის და თიმოლოლის გავლენის არარსებობის შესახებ ფერტილობაზე დოზების დროს, რომელიც 75 ჯერ აღემატება მაქსიმალურ რეკომენდირებულ დოზას ადამიანისათვის.

ზემოქმედებასატრანსპორტოსაშუალებებისდასხვამექანიზმებისმართვისუნარზე

პრეპარატი ახდენს უმნიშვნელო გავლენას სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ისევე, როგორც სხვა თვალის წვეთების გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია მხედველობის დროებითი დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები. პაციენტებისთვის, რომლებშიც ინსტილაციის შემდეგ დროებით იკარგება მხედველობის მკაფიოობა, არ არის რეკომენდირებული მანქანის ტარება ან რთულ ტექნიკასთან მუშაობა პრეპარატის ჩაწვეთებისთანავე.

პრეპარატმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციები, თავბრუსხვევა, ნერვოზულობა და/ან დაღლილობა. ამ სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან.

გვერდითი****რეაქციები

კლინიკურ კვლევებში 2170 პაციენტის მონაწილეობით ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია იყო თვალების ჰიპერემია (12%).

გვერდითი რეაქციები, ჩამოთვლილი ქვემოთ ცხრილში, აღინიშნებოდა კლინიკური კვლევების და ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი პოსტრეგისტრაციული გამოყენების მსვლელობაში. ისინი მოყვანილია სისტემურ-ორგანული კლასის შესაბამისად და კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100 - ˂1/10), არახშირად (≥1/1000 - ˂1/100), იშვიათად (≥1/10000 - ˂1/1000), ძალიან იშვიათად (˂1/10000) ან უცნობია (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემების მიხედვით).

სისტემურ-ორგანულიკლასი
სიხშირე
გვერდითირეაქციები

დარღვევებიიმუნურისისტემის****მხრივ
არახშირად:
ჰიპერმგრძნობელობა;
ფსიქიკური დარღვევები.
იშვიათად:
ნერვოზულობა.
უცნობია:
ჰაკუცინაციები*, დეპრესია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
არახშირად:
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
უცნობია:
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები, გულისწასვლა, პარესთეზია.
დარღვევებიმხედველობისორგანოს****მხრივ
ძალიან ხშირად:
თვალების ჰიპერემია.
ხშირად:
წერტილოვანი კერატიტი, თვალის ტკივილი, მხედველობის დარღღევები, მხედველობის დაბინდვა, თვალების სიმშრალე, თვალების ქავილი, თვალში დისკომფორტის შეგრძნება, თვალების გაღიზიანება.
არახშირად:
კერატიტი, ირიტი, კონიუქტივიტი, თვალის წინა საკნის ანთება, ბლეფარიტი, სინათლის შიში, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ასტენოპია, თვალების შეშუპება, ცრემლდენა, ქუთუთოების ერითემა, წამწამების ზრდის გაძლიერება, ალერგიული მოვლენები თვალების მხრივ, კონიუქტივის შეშუპება, ქუთუთოების შეშუპება.
იშვიათად:
რქოვანას ეროზია, მეიბომიტი, სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა, ქერქის წარმოქმნა ქუთუთოების კიდეებზე ტრიქიაზი, დისტიქიაზი.
უცნობია:
მაკულარული შეშუპება, პტოზი, ქუთუთოების ღარის გაღრმავება, ირისის ჰიპერპიგმენტაცია, დარღვევები რქოვანას მხრივ.
დარღვევებიგულისმხრივ
არახშირად:
ბრადიკარდია.
იშვიათად:
არითმია, გულის რითმის დარღვევა.
უცნობია:
გულის უკმარისობა, ტაქიკარდია, ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის შეგრძნება.
დარღვევებისისხლძარღვთამხრივ
არახშირად:
ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია.
უცნობია:
პერიფერიული შეშუპებები.
დარღვევებისასუნთქისისტემის**,გულმკერდისორგანოებისდაშუასაყარისმხრივ**
არახშირად:
დისპნოე, პოსტნაზალური სინდრომი.
იშვიათად:
დისფონია, ბრონქოსპაზმი, ხველა, ყელის გაღიზიანება, ოროფარინგეალური ტკივილი, დისკომფორტი ცხვირში.
უცნობია:
ასთმა.
**კუჭ
-ნაწლავურიდარღვევები**
უცნობია:
დისგევზია.
დარღვევებიჰეპატობილიარულისისტემის****მხრივ
იშვიათად:
ალანინამინოტრანსფერაზას მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება.
დარღვევებიკანისდაკანქვეშაქსოვილების****მხრივ
არახშირად:
კონტაქტური დერმატიტი, ჰიპერტრიქოზი, კანის ჰიპერპიგმენტაცია თვალების გარშემო.
იშვიათად:
ჭინჭრის ციება, კანის გაუფერულება, ალოპეცია.
უცნობია:
გამონაყარი.
დარღვევებიკუნთების,ჩონჩხისდაშემაერთებელიქსოვილის****მხრივ
იშვიათად:
კიდურების ტკივილი.
დარღვევებითირკმელებისდასაშარდეგ ზების****მხრივ
იშვიათად:
ქრომატურია.
ზოგადიდარღვევებიდარეაქციებიშეყვანის****ადგილას
იშვიათად:
წყურვილი, მომატებული დაღლილობა.
*გვერდითი რეაქციები, დაკავშირებული თიმოლოლთან.

დამატებითი გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნება ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერებით თერაპიის დროს, რომლებიც შეიძლება პოტენციურად აღინიშნოს პრეპარატის გამოყენებისას:

ტრავოპროსტი

სისტემურ-ორგანული კლასი
გვერდითი რეაქციები
დარღვევებიიმუნურისისტემის****მხრივ
სეზონური ალერგია,
ფსიქიკური დარღვევები,
მოუსვენრობა, უძილობა.
დარღვევებიმხედველობისორგანოს****მხრივ
უვეიტი, კონიუქტივის ფოლიკულოზი, გამონადენი თვალებიდან, პერიორბიტალური შეშუპება, ქუთუთოების ქავილი, ქუთუთოს ევერსია, კატარაქტა, ირიდოციკლიტი, თვალების ჰერპესი, თვალების ანთება, ფოტოპსია, ქუთუთოების ეგზემა, გალო-ეფექტი, თვალების ჰიპესტეზია, წინა საკნის პიგმენტაცია, მიდრიაზი, ჰიპერპიგმენტაცია და წამწმამების გასქელება, მხედველობის ველის დეფექტები.
დარღვევებისმენისორგანოსმხრივდალაბირინთულიდარღვევები
თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში.
დარღვევებისისხლძარღვთამხრივ
დიასტოლური წნევის დაქვეითება, სისტოლური წნევის მატება.
დარღვევებისასუნთქისისტემის**,გულმკერდისორგანოებისდაშუასაყარისმხრივ**
ასთმის გამწვავება, ალერგიული რინიტი, სისხლდენა ცხვირიდან, რესპირატორული დარღვევები, ცხვირის გაჭედვა, ცხვირის სიმშრალე.
**კუჭ
-ნაწლავურიდარღვევები**
პეპტიური წყლულის გამწვავება, კუჭ-ნაწლავური დარღვევები, დიარეა, შეკრულობა, სიმშრალე პირში, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება.
დარღვევებიკანისდაკანქვეშაქსოვილის****მხრივ
კანის აქერცვლა, თმის ტექსტურის ცვლილება, ალერგიული დერმატიტი, თმის ფერის ცვლილება, მადაროზი, ქავილი, თმის ანიმალური ზრდა, ერითემა.
დარღვევებიკუნთების,ჩონჩხისდაშემაერთებელიქსოვილის****მხრივ
ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი, ართრალგია.
დარღვევებითირკმელებისდასაშარდეგ ზების****მხრივ
დიზურია, შარდის შეუკავებლობა.
ზოგადიდარღვევებიდარეაქციებიშეყვანის****ადგილას
ასთენია.
**ლაბორატორიულიდაინსტრუმენტალურიმონაცემები
** პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის დონის ზრდა.

თიმოლოლი

ისევე, როგორც სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატები, თიმოლოლი შეიწოვება სისტემურ სისხლის ნაკადში. ამან შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, ანალოგიური იმ ეფექტებისა, რომლების აღინიშნება სისტემური ბეტა-ბლოკატორების გამოყენებისას. ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოყვანილია გვერდითი რეაქციები, რომლებიც დამახასიათებელია ოფთალმოლოგიური ბეტა-ადრენობლოკატორებისათვის. სისტემური გვერდითი რეაქციების სიხშირე ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური შეყვანისას.

სისტემურ-ორგანულიკლასი
გვერდითირეაქციები

დარღვევებიიმუნურისისტემის****მხრივ
სისტემური ალერგიული რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების, ჭინჭრის ციების, ლოკალიზებული და გენერალიზებული გამონაყარის ქავილის, ანაფილაქსიის ჩათვლით.
დარღვევებიკვებისდამეტაბოლიზმისმხრივ
ჰიპოგლიკემია.
ფსიქიკური****დარღვევები
ჰალუცინაციები, უძილობა, კოშმარული სიზმრები, მეხსიერების დაკარგვა.
დარღვევებინერვულისისტემის****მხრივ
ცერებრალური იშემია, მიასტენია გრავისის ნიშნების და სიმპტომების გაძლიერება.
დარღვევებიმხედველობისორგანოს****მხრივ
თვალების გაღიზიანების ნიშნები (წვა, ჩხვლეტა, ქავილი, ცრემლდენა, გაწითლება), თვალის სისხლძარღვოვანი გარსის განშრევება ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება, დიპლოპია.
დარღვევებიგულისმხრივ
შეშუპებები, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, გულის გაჩერება.
დარღვევებისისხლძარღვთამხრივ
რეინოს ფენომენი, კიდურების გაციება.
კუჭ-ნაწლავური****დარღვევები
გულისრევა, დისპეფსია, დიარეა, სიმშრალე პირში, მუცლის ტკივილი, ღებინება.
დარღვევებიკანისდაკანქვეშაქსოვილების****მხრივ
ფსორიაზიფორმული გამონაყარი ან ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება.
დარღვევებიკუნთების,ჩონჩხისდაშემაერთებელიქსოვილის****მხრივ
მიალგია.
დარღვევებირეპროდუქციულისისტემის****მხრივ
სექსუალური დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება.
ზოგადიდარღვევებიდარეაქციებიშეყვანის****ადგილას
ასთენია

შეტყობინებებისაეჭვოარასასურველირეაქციებისშესახებ

მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ, სამკურნალო პრეპარატის „სარგებელი-რისკის“ შეფარდების უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. მედიცინის მუშაკებისთვის რეკომენდირებულია ინფორმირება სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემების მეშვეობით.

ჭარბი****დოზირება

ჭარბი დოზირება ადგილობრივი გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა და არ არის დაკავშირებული ტოქსიკურობასთან.

პრეპარატის შემთხვევით შიგნით მიღებისას, სისტემური ბეტა-ბლოკადის შედეგად შეიძლება აღინიშნოს ჭარბი დოზირების სიმპტომები: ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი და გულის უკმარისობა.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდირებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. თიმოლოლი ცუდად გამოიდევნება დიალიზის მეშვეობით.

ფარმაკოლოგიურითვისებები

ფარმაკოდინამიკური****თვისებები

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: ანტიგლაუკომური პრეპარატები და მიოზური საშუალებები.

მოქმედების****მექანიზმი

პრეპარატი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ტრავოპროსტს და თიმოლოლს (თიმოლოლის მალეატის სახით). ორივე კომპონენტის ურთიერთშემავსებელი მექანიზმების წყალობით, თვალშიდა წნევის დაქვეითება კომბინაციის ზემოქმედებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ კომპონენტების ცალ-ცალკე მოქმედებისას.

ტრავოპროსტი – პროსტაგლანდინ F2a-ს სინთეზური ანალოგია, რომელსაც გააჩნია მაღალი სელექტიურობა FP-რეცეპტორის მიმართ. ამცირებს თვალშიდა წნევას წყალწყალა ნამის გადინების ხარჯზე უვეოსკლერული გზით და ტრაბეკულური ბადის მეშვეობით.

თვალშიდა წნევის შემცირება იწყება პრეპარატის ინსტილაციიდან დაახლოებით 2 საათში, მაქსიმალური ეფექტი კი მიიღწევა 12 საათის შემდეგ. თვალშიდა წნევის მნიშვნელოვანი შემცირება ერთჯერადი დოზის შემდეგ ნარჩუნდება 24 საათის და მეტი ხნის განმავლობაში.

თიმოლოლი – არასელექციური ბეტა-ადრენობლოკატორია სიმპათომიმეტური აქტივობის გარეშე, არ ახდენს პირდაპირ დეპრესიულ გავლენას მიოკარდიუმზე, არ გააჩნია მემბრანომასტაბილიზირებელი აქტივობა. ტონოგრაფიულმა და ფლუოროფოტომეტრულმა კვლევებმა აჩვენებს, რომ თიმოლოლის მოქმედება დაკავშირებულია წყალწყალა ნამის პროდუქციის შემცირებასთან და მისი გადინების უმნიშვნელო ზრდასთან.

ფარმაკოდინამი კური****ეფექტები

თორმეტთვიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში პაციენტთა მონაწილეობით ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან ოფთალმოჰიპერტენზიით, თვალშიდა წნევის საწყისი საშულო მნიშვნელობით 25-27 მმ.ვწყ.სვ., თვალშიდა წნევის საშუალო შემცირება ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი ზემოქმედებით, რომელიც გამოიყენებოდა ერთჯერადად დილით, შეადგენდა 8-10 მმ.ვწყ.სვ. კვლევის მსვლელობაში ნაჩვენები იყო ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი არანაკლები ეფექტურობა თვალშიდა წნევის დაქვეითებაში ფიქსირებულ კომბინაციასთან ლატანოპროსტი + თიმოლოლი შედარებით.

სამთვიან, კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში პაციენტების მონაწილეობით ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან ოფთალმოჰიპერტენზიით, თვალშიდა წნევის საწყისი საშულო მნიშვნელობით 27-30 მმ.ვწყ.სვ., თვალშიდა წნევის საშუალო შემცირება ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი ზემოქმედებით, რომელიც გამოიყენებოდა ერთჯერადად დილით, შეადგენდა 9-12 მმ.ვწყ.სვ., რაც 2 მმ.ვწყ.სვ-ით აღემატებოდა ტრავოპროსტის ეფექტს, რომელიც გამოიყენებოდა ერთჯერადად საღამოს, და 2-3 მმ.ვწყ.სვ-ით – თიმოლოლის ეფექტს, რომელიც გამოიყენებოდა დღეში ორჯერ. კვლევის განმავლობაში, ყველა ვიზიტის დროს აღინიშნებოდა დილას თვალშიდა წნევის საშუალო მნიშვნელობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება (დილის 8:00, ანუ ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი ბოლო დოზის შეყვანიდან 24 საათის შემდეგ), ასეთთან შედარებით ტრავოპროსტის გამოყენებისას.

ორ-სამთვიან, კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში პაციენტების მონაწილეობით ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან ოფთალმოჰიპერტენზიით, თვალშიდა წნევის საწყისი საშულო მნიშვნელობით 23-26 მმ.ვწყ.სვ., თვალშიდა წნევის საშუალო შემცირება ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი ზემოქმედებით, რომელიც გამოიყენებოდა ერთჯერადად დილით, შეადგენდა 7-9 მმ.ვწყ.სვ., და აღმოჩნდა არანაკლებ ეფექტური (მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად იყო ნაკლები), ვიდრე ტრავოპროსტით (ერთეჯრადად საღამოს) და თიმოლოლით (ერთჯერადად დილით) კომბინირებული თერაპიის დროს.

ჩართვის კრიტერიუმები ერთნაირი იყო ყველა კვლევისათვის. კლინიკურ კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც არანამკურნალები პაციენტები, ასევე ადრე ნამკურნალები პაციენტები. მონოთერაპიაზე არასაკმარისი რეაქცია არ წარმოადგენდა კრიტერიუმს ჩართვისთვის.

მიღებული მონაცემები ადასტურებს, რომ პრეპარატის საღამოს გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული უპირატესობა თვალშიდა წნევის დაქვეითებაში. დილით ან საღამოს დოზის გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დროს, გათვალისწინებული უნდა იქნას მოხერხებულობა პაციენტისათვის.

მეორადი****ფარმაკოდინამიკა

ტრავოპროსტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა სისხლის დინებას მხედველობის ნერვის სისხლძარღვებში კურდღლებში 7 დღის განმავლობაში თვალებში ინსტილაციის დროს (1,4 მკგ დღეში ერთხელ).

ფარმაკოკინეტიკური****თვისებები

აბსორბცია

ტრავოპროსტი და თიმოლოლი თვალის რქოვანაში შეიწოვება. ტრავოპროსტი წარმოადგენს პროწამალს, რომელიც რქოვანაში ექვემდებარება ჰიდროლიზს ბიოლოგიურად აქტიურ ფორმამდე – ტრავოპროსტის თავისუფალ მჟავამდე. ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი ერთჯერადი ინსტილაციის შემდეგ ჯანმრთელი მოხალისეებისათვის (N=22) 5 დღის განმავლობაში, ტრავოპროსტის თავისუფალი მჟავა არ განისაზღვრებოდა რაოდენობრივად სისხლის პლაზმის ნიმუშებში კვლევის მონაწილეთა უმეტესობაში (94,4%) და როგორც წესი არ განისაზღვრებოდა პრეპარატის ინსტილაციიდან ერთი საათის შემდეგ. გაზომვადი რაოდენობები მერყეობდა 0,01-0,03 ნგ/მლ-ს ფარგლებში (რაოდენობრივი განსაზღვრის ზღვარი ≥0,01 ნგ/მლ). წონასწორულ მდგომარეობაში თიმოლოლის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციია პლაზმაში (Cmax) შეადგენდა 1,34 ნგ/მლ, მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო კი (Tmax) - დაახლოებით 0,69 საათს ფოქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი ერთჯერადი ინსტილაციის შემდეგ.

განაწილება

ტრავოპროსტის თავისუფალი მჟავა განისაზღვრება სისხლის პლაზმაში ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი გამოყენებიდან პირველი საათის განმავლობაში. თიმოლოლი განისაზღვრება თვალშიდა სითხეში ინსტილაციისთანავე და სისხლის პლაზმაში ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი გამოყენებიდან 12 საათის განმავლობაში.

ბიოტრანსფორმაცია

მეტაბოლიზმი არის როგორ ტრავოპროსტის, ასევე აქტიური თავისუფალი მჟავის გამოყოფის ძირითადი გზა. სისტემური მეტაბოლიზმის გზები პარარელურია ენდოგენური პროსტაგლანდინი F2a-ის მეტაბოლური გზებისა, რომლებიც ხასიათდება 13-14 ორმაგი ბმის აღდგენით, ზედა გვერდითი ჯაჭვის 15-ჰიდრაქსილური და β-ოქსიდაციური რგოლის დაჟანგვით.

თიმოლოლი ორი გზით მეტაბოლიზდება: ეთანოლამინის გვერდითი ჯაჭვის წარმოქმნით თიადიაზოლის რგოლზე და ეთანოლის გვერდით ჯაჭვის ფორმირებით მორფოლინის აზოტზე და ანალოგიური გვერდითი ჯაჭვისა აზოტის მოსაზღვრე კარბოლინის ჯგუფით.

ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი გამოყენების შემდეგ თიმოლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) პლაზმიდან შეადგენს 4 საათს.

ელიმინაცია

ტრავოპროსტის თავისუფალი მჟავა და მისი მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა. ტრავოპროსტის 2%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით თავისუფალი მჟავის სახით. თიმოლოლი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა. თიმოლოლის დაახლოებით 20% გამოიყოფა უცვლელი სახით, ხოლო დანარჩენი ნაწილი – მეტაბოლიტების სახით.

წინა კლინიკურიუ საფრთხოებისმონაცემები

მაინუნებზე კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ფიქსირებული კომბინაციის ტრავოპროსტი + თიმოლოლი შეყვანა 2-ჯერ დღეში იწვევს თვალის ნაპრალის გადიდებას, ასევე პიგმენტაციის გაძლიერებას, ანალოგიურად იმისა, რომელიც აღინიშნება თვალებში პროსტაგლანდინების შეყვანისას.

ტრავოპროსტი****

მაიმუნებისთვის თვალებში ტრავოპროსტის ადგილობრივმა შეყვანამ 0,012%-დე კონცენტრაციით დღეში ორჯერ 1 წლის განმავლობაში არ გამოიწვია სისტემური ტოქსიკურობის განვითარება.

რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევები ტარდებოდა ვირთხებზე, თაგვებსა და კურდღლებზე სისტემური შეყვანისას. მიღებული მონაცემები ეხება FP რეცეპტორების აგონისტების აქტივობას საშვილოსნოში, რომელიც დაკავშირებულია ემბრიობის ადრეულ სიკვდილიანობასთან, ნაყოფის პოსტიმპლანტაციურ დაკარგვასთან და ფეტოტოქსიკურობასთან. მაკე ვირთხებში ტრავოპროსტის სისტემური შეყვანა დოზებით, რომლებიც 200-ჯერ აღემატებოდა თერაპიულს, ორგანოგენეზის პერიოდში იწვევდა განვითარების მანკების რაოდენობის ზრდას.

რადიოაქტიურობის დაბალი დონე გაზომილი იქნა სანაყოფე წყლებსა და მაკე ვირთხების ნაყოფის ქსოვილებში, რომლებისთვისაც შეყავდათ 3H-ტრავოპროსტი. ნაყოფის განვითარების და რეპროდუქციული ფუნქციის კვლევებმა აჩვენა ნაყოფის დაკარგვის რისკის ზრდა ვირთხებსა და თაგვებში შემთხვევათა მაღალი პროცენტით (180 პგ/მლ და 30 პგ/მლ სისხლის პლაზმაში, შესაბამისად) დოზების დროს, რომლებიც 1,2 - 6 ჯერ აღემატება თერაპიულს (25 პგ/მლ-მდე სისხლის პლაზმაში).

თიმოლოლი

წინაკლინიკური მონაცემები აჩვენებს, რომ თიმოლოლის გამოყენებისას არ არსებობს რაიმე რისკი ადმიანისათვის, რაზეც მოწმობს უსაფრთხოების ფარმაკოლოგიური კვლევები, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის კვლევები. რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენა ვირთხებში ნაყოფის ძვლების შენელებული ფორმირება გვერდითი ეფექტების არარსებობისას პოსტნატალურ განვითარებაზე (კლინიკური დოზის 7000 ჯერ გადაჭარბება) და კურდღლებში ნაყოფის მომატებული რეზორბცია (კლინიკური დოზის 14000-ჯერ გადაჭარბება).

შეუთავსებლობა

უცნობია.

ვარგისობისვადა(შენახვისვადა**)**

2 წელი.

პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას შეფუთვაზე მითითებულ ვადამდე.

გახსნის შემდეგ ფლაკონი გამოყენებული უნდა იქნას 3 თვის განმავლობაში.

სიფრთხილისგანსაკუთრებულიზომები****შენახვისას

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პირველადიშეფუთვისდახასიათებადაშემცველობა

პრეპარატის 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში სილიკონის სარქველით და ხრახნიანი საცობით პირველი გახსნის კონტროლით.

თითოეულ ფლაკონს სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ჩანართი-ფურცელი) ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის****ზომები

არ არსებობს სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ სამკურნალო პრეპარატის ან ნარჩენების განადგურებისას, სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები და პრეპარატთან სხვა მანიპულაციები, არ არის უტილიზაციისადმი სპეციალური მოთხოვნები.

გაცემის****რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Breviprost - ბრევიპროსტი პლუსი 0.04+5მგ/მლ 5მლ
  • სახელი: Breviprost - ბრევიპროსტი პლუსი 0.04+5მგ/მლ 5მლ
  • მწარმოებელი: «Liqvor» CJSC (სომხეთი)
  • შეფუთვა: (0.04მგ + 5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
PSP 54.19 ლ
ბრევიპროსტი პლუსი0,04მგ+5მგ 5მლ თვ/წვ
  • სახელი: ბრევიპროსტი პლუსი0,04მგ+5მგ 5მლ თვ/წვ
  • მწარმოებელი: «Liqvor» CJSC (სომხეთი)
  • შეფუთვა: (0.04მგ + 5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
Aversi 54 ლ
ბრევიპროსტი პლუსი წვეთები თვალის #1
  • სახელი: ბრევიპროსტი პლუსი წვეთები თვალის #1
  • მწარმოებელი: «Liqvor» CJSC (სომხეთი)
  • შეფუთვა: (0.04მგ + 5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
Pharmadepot 75 ლ

GPC 75 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით