ბენევრონი B - Benevron B
ბენევრონი B - Benevron B

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, ვიტამინი B კომპლექსი

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**ბენევრონი B
(Benevron B)
**

სავაჭრო დასახელება
ბენევრონი B, Benevron B

წამლის ფორმა:
საინექციო ხსნარი
აღწერილობა: გამჭვირვალე მუქი წითელი ან მურა-წითური ფერის ხსნარი.

შემცველობა:
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) 250 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 250 მგ
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 1500 მკგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) რიბოფლავინის
ნატრიუმის ფოსფატის სახით 4 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, კალიუმის ჰექსაციანოფერატი, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, მონოთიოგლიცერინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი: A11EA

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბენევრონი B წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების (ვიტამინები B1, B6, B12, B2) თვისებებით.
ფარმაკოდინამიკა
ვიტამინი B1
თიამინი ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გულის მუშაობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციების უზრუნველსაყოფად.
ვიტამინი B6
პირიდოქსინი აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ უჯერი ცხიმოვანი მჟავების მოხმარებას, დადებით გავლენას ახდენს ნერვული სისტემის, ღვიძლის ფუნქციებზე, სისხლწარმოქმნაზე. ფოსფორილირებული ფორმით კოფერმენტის როლს ასრულებს ამინომჟავების მეტაბოლიზმში (მათ შორის, დეკარბოქსილირება, გადაამინირება). პირიდოქსინი ხელს უწყობს გოგირდის შემცველი ამინომჟავა ტაურინის სინთეზს (მეთიონინიდან და ცისტეინიდან), რომელიც ახდენს ნერვ-კუნთოვანი გამტარობის, კუნთების კუმშვადობის ნორმალიზაციას, აფერხებს კრუნჩხვების განვითარებას. მონაწილეობს ნეირომედიატორების: დოპამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი, ჰისტამინი და GABA ბიოსინთეზში. ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას.
ვიტამინი B12
ციანოკობალამინი მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ცხოველმყოფელობას – მეთილის ჯგუფების გადატანაში, ნუკლეინის მჟავების, ცილის სინთეზში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლაში. აუცილებელია ნორმალური სისხლმბადი ფუნქციისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის. ხელს უწყობს სულფჰიდრული ჯგუფების შემცველი ნაერთების დაგროვებას ერითროციტებში, რაც ზრდის მათ ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ. ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი – აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის. ციანოკობალამინი გავლენას ახდენს პროცესებზე ნერვულ სისტემაში (დნმ-ის, რნმ-ის, მიელინის სინთეზი, ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა), ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, რომელიც დაკავშირებულია დაზიანებასთან მისპერიფერიულ ნაწილში. ამცირებს ქოლესტერინის კონცენტრაციას სისხლში. დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე. ამაღლებს ქსოვილების რეგენერაციის უნარს.
ვიტამინი B2
რიბოფლავინიწარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების უმთავრეს კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ცილოვან, ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების (მათ შორის, კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.

ფარმაკოკინეტიკა
ვიტამინი B1
ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ სწრაფად აღწევს სისხლში. ღვიძლში განიცდის ფოსფორილირებას. გროვდება ღვიძლში, გულში, ტვინში, თირკმელებში, ელენთაში, მაგრამ მისი მარაგი ორგანიზმში უმნიშვნელოა. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და ვლინდება დედის რძეში. გამოიყოფა ნაწლავების ან თირკმელების მეშვეობით.
ვიტამინი B6
მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი). პირიდოქსალფოსფატი უკავშირდება პლაზმის ცილებს 90%-ით. კარგად აღწევს ყველა ქსოვილში; გროვდება ძირითადად ღვიძლში, ნაკლებად – კუნთებში და ცნს-ში. გაივლის პლაცენტას, სეკრეტირდება დედის რძესთან ერთად. T1/2 – 15-20 დღე. გამოიყოფა თირკმელებით, ასევე ჰემოდიალიზის დროს.
ვიტამინი B12
ინტრამუსკულარული შეყვანისას პლაზმური კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 60 წუთის შემდეგ. სისხლში უკავშირდება სპეციფიურ ცილებს – ტრანსკობალამინებს, რომლებიც ახდენენ მის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. დეპონირდება უპირატესად ღვიძლში. გამოიყოფა თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს – 7-10% თირკმელებით, 50%-მდე – ფეკალურ მასებთან ერთად; თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის დროს – 0-7% თირკმელებით, 70-100% – ფეკალურ მასებთან ერთად. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს დედის რძეში.
ვიტამინი B2
ნაწილდება ყველა ორგანოში და ქსოვილში, დეპონირდება კუნთოვან ქსოვილში, ღვიძლში, ელენთაში, თირკმელებში და მიოკარდიუმში. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს დედის რძეში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. T1/2 – 66-84 წთ. გამოიყოფა თირკმელებით, პრაქტიკულად სრულად მეტაბოლიტების სახით, მაღალი დოზით მიღებისას – ძირითადად უცვლელი სახით. უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა განავალთან ერთად. გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს, მაგრამ უფრო ნელა, ვიდრე თირკმელებით ექსკრეციის დროს.

გამოყენების ჩვენებები
- ნერვული სისტემის სხადასხვა გენეზის დაავადებები:^ პერიფერიული ნევრიტი და პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები (მათ შორის, სახის ნერვის) და დამბლები, რადიკულიტები, ლუმბაგო, პლექსიტები, რეტრობულბური ნევრიტი, ნეკნთაშორისი ნევრალგია (მათ შორის, სარტყლისებური ლიქენი), ნეიროპათია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა), გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, გაფანტული სკლეროზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმები, ენცეფალოპათია, მათ შორის დიაბეტური, ალკოჰოლური;
- იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია;
- სხვადასხვა გენეზის ანემიები;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;
- კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი;
- სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა;
- ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა;
- თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული;

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, გულის უკმარისობის მძიმე ფორმები, 10 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ეგზანტემა, ანგიოედემა. ძალზე იშვიათად - თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ტაქიკარდია, დისპნოე, ანაფილაქსიური რეაქციები.

მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის ბენევრონი დოზირების რეჟიმი და მიღების ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ.
10 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულარულად - 1 ამპულა (4 მლ) ერთჯერ დღეში.
საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად კუნთებში.
ექიმის დანიშნულებით პრეპარატის ბენევრონი B1 ამპულა შეიძლება გამოყენებულ იქნას 2-3 დღეში ერთჯერ.

ჭარბი დოზირება
B ჯგუფის ვიტამინების გამოყენებისას ჭარბი დოზირების შემთხვევები ძალზე იშვიათია, რადგან ისინი წყალში ხსნადი ვიტამინებია და მათი ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდთან ერთად. ჭარბი დოზირების ნიშნებს წარმოადგენს: დაბუჟება, ჩხვლეტა ფეხებში, ხელებში და სხეულის სხვა ნაწილებში, მგრძნობელობის, წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევა. ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს. მკურნალობა სიმპტომურია.

განსაკუთრებული მითითებები
გასათვალისწინებელია, რომ ბენევრონი B-ს მიღებისას შესაძლებელიაშარდის შეფერადება ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ძუძუთა ბავშვისათვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ვიტამინი B1
თიამინის ჰიდროქლორიდის ხსნარის შერევა სულფიტების შემცველ ხსნარებთან დაუშვებელია, რადგან მათში ის მთლიანად იშლება. კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თიამინის დეფიციტი. კოფეინის, გოგირდის და ესტროგენების შემცველი პრეპარატების გამოყენება ზრდის თიამინზე მოთხოვნილებას. თიამინი აქვეითებს მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების კურარეს მსგავს მოქმედებას (დითილინი და სხვა).
ვიტამინი B6
აძლიერებს დიურეტიკების მოქმედებას; ამცირებს ლევოდოპას აქტივობას. იზონიკოტინის ჰიდრაზიდი, პენიცილამინი, ციკლოსერინი და ესტროგენშემცველი პერორალური კონტრაცეპტივები აქვეითებენ პირიდოქსინის ეფექტს. კარგად შეთავსებადია საგულე გლიკოზიდებთან (პირიდოქსინი ხელს უწყობს კუმშვის პროცესში მონაწილე ცილების სინთეზის გაძლიერებას მიოკარდიუმში), გლუტამინის მჟავასთან და ასპარკამთან (ზრდის ამტანობას ჰიპოქსიის მიმართ).
ვიტამინი B12
ციანოკობალამინი ინაქტივირდება მძიმე ლითონების მარილებთან ურთიერთქმედებისას. ამინოგლიკოზიდები, სალიცილატები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, კოლხიცინი, კალიუმის პრეპარატები ამცირებენ აბსორბციას. ქლორამფენიკოლი ამცირებს ციანოკობალამინის გავლენას ჰემოპოეზზე. რეკომენდებული არ არის გამოყენება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამაღლებენ სისხლის შედედების უნარს.
ვიტამინი B2
აქვეითებს დოქსიციკლინის, ტეტრაციკლინის, ოქსიტეტრაციკლინის, ერითრომოცინის და ლინკომიცინის აქტივობას. შეუთავსებადია სტრეპტომიცინთან. თირეოიდული ჰორმონები აჩქარებენ რიბოფლავინის მეტაბოლიზმს. ამცირებს ქლორამფენიკოლის გვერდით ეფექტებს (ჰემოპოეზის დარღვევა, მხედველობის ნერვის ნევრიტი). შეთავსებადია ჰემოპოეზის მასტიმულირებელ სამკურნალო საშუალებებთან, ანტიჰიპოქსანტებთან, ანაბოლურ სტეროიდებთან.

გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარის 4 მლ ყავისფერი შუშის ამპულაში.
5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან პლასტიკურ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

** შენახვის პირობები:**
ინახება 25ºC-მდე ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ გამოიყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის პირობა
II ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ექიმის რეცეპტით).

World Medicine, ინგლისი

შემადგენლობა: პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) 250მგ; ვიტამინი B2
(რიბოფლავინი რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატის სახით) 4მგ; ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 250მგ; ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 1500მკგ; დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, მონოთიოგლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

ჩვენებები: B1, B2, B6 და B12 ვიტამინების ჰიპო და ავიტამინოზი; ნერვული სისტემის დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, როგორებიცაა: პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები და დამბლები, რადიკულო და რეტრობულბარული ნევრიტები, სარტყლისებრი ჰერპესი, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშორისი ნევრალგია, სახის ნერვის პარეზი, სამწვერა და სახის ნერვის ნევრალგია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმები; ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური პოსტტრავმული); სხვადასხვა გენეზის ანემიები; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი; კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი; სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი; თვალის დაავადებები: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული; მომატებული ფიზიკური დატვირთვა; იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის ბენევრონი B დოზირების რეჟიმი და მიღების ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ. 10 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულარულად-1 ამპულა (3მლ) ერთჯერ დღეში. საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად კუნთებში. ექიმის დანიშნულებით პრეპარატის ბენევრონი B 1 ამპულა შეიძლება გამოყენებულ იქნას 2-3 დღეში ერთჯერ.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; დეკომპენსირებული გულის უკმარისობის მძიმე ფორმები; პოლიციტემია (სისხლში ერითროციტების მომატებული რაოდენობა); კიბოსწინა დაავადებები; 10 წლამდე ბავშვთა ასაკი.გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ლაქტაციის პერიოდში მყოფი ბავშვისათვის.

გამოყენება პედიატრიაში: არ არსებობს მონაცემები პრეპარატის 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.ენახვის პირობები: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში 25C ტემპერატურამდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შემადგენლობა: პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) 250მგ; ვიტამინი B2
(რიბოფლავინი რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატის სახით) 4მგ; ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 250მგ; ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 1500მკგ; დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, მონოთიოგლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

ჩვენებები: B1, B2, B6 და B12 ვიტამინების ჰიპო და ავიტამინოზი; ნერვული სისტემის დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, როგორებიცაა: პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები და დამბლები, რადიკულო და რეტრობულბარული ნევრიტები, სარტყლისებრი ჰერპესი, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშორისი ნევრალგია, სახის ნერვის პარეზი, სამწვერა და სახის ნერვის ნევრალგია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმები; ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური პოსტტრავმული); სხვადასხვა გენეზის ანემიები; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი; კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი; სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი; თვალის დაავადებები: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული; მომატებული ფიზიკური დატვირთვა; იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის ბენევრონი B დოზირების რეჟიმი და მიღების ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ. 10 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულარულად-1 ამპულა (3მლ) ერთჯერ დღეში. საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად კუნთებში. ექიმის დანიშნულებით პრეპარატის ბენევრონი B 1 ამპულა შეიძლება გამოყენებულ იქნას 2-3 დღეში ერთჯერ.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; დეკომპენსირებული გულის უკმარისობის მძიმე ფორმები; პოლიციტემია (სისხლში ერითროციტების მომატებული რაოდენობა); კიბოსწინა დაავადებები; 10 წლამდე ბავშვთა ასაკი.გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ლაქტაციის პერიოდში მყოფი ბავშვისათვის.

გამოყენება პედიატრიაში: არ არსებობს მონაცემები პრეპარატის 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.ენახვის პირობები: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში 25C ტემპერატურამდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი.

აღწერილობა:

მუქი-წითელი ან მოყავისფრო ფერის გამჭვირვალე ხსნარი.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) 250 მგ

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი, რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატის ფორმით) 4 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 250 მგ

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 1500 მკგ

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, მონოთიოგლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ სწრაფად აღწევს სისხლში. ღვიძლში განიცდის ფოსფორილირებას. გროვდება ღვიძლში, გულში, ტვინში, თირკმელებში, ელენთაში, მაგრამ მისი მარაგი ორგანიზმში უმნიშვნელოა. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და ვლინდება დედის რძეში. გამოიყოფა ნაწლავების ან თირკმელების მეშვეობით.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ნაწილდება ყველა ორგანოში და ქსოვილში, დეპონირდება კუნთოვან ქსოვილში, ღვიძლში, ელენთაში, თირკმელებში და მიოკარდიუმში. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და აღწევს დედის რძეში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი – 66-84 წთ. გამოიყოფა თირკმელებით, პრაქტიკულად სრულად მეტაბოლიტების სახით, მაღალი დოზებით მიღებისას – ძირითადად უცვლელი სახით. უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა განავალთან ერთად. გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს, მაგრამ უფრო ნელა, ვიდრე თირკმელებით ექსკრეციისას.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი). კარგად აღწევს ყველა ქსოვილში; გროვდება ძირითადად ღვიძლში, ნაკლებად – კუნთებში და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. აღწევს პლაცენტაში, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი – 15-20 დღე. გამოიყოფა თირკმელებით, ასევე ჰემოდიალიზის დროს.

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი). ინტრამუსკულარული შეყვანის შემგეგ პლაზმური კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 60 წუთში. სისხლში უკავშირდება სპეციფიკურ ცილებს – ტრანსკობალამინებს, რომლებიც ახდენენ მის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. დეპონირდება უპირატესად ღვიძლში. თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს ციანოკობალამინის 7-10% გამოიყოფა თირკმელებით, დაახლოებით 50% – ფეკალურ მასებთან ერთად; თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის დროს – 0-7% თირკმელებით, 70-100% – ფეკალურ მასებთან ერთად. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს დედის რძეში.

გამოყენების ჩვენებები

- B1, B2, B6 და B12 ვიტამინების ჰიპო- და ავიტამინოზი;

- ნერვული სისტემის დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, როგორებიც არის პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგიები, პერიფერიული პარეზები და დამბლები, რადიკულიტები, რეტრობულბარული ნევრიტები, სარტყლისებრი ჰერპესი, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშორისი ნევრალგიები, სახის ნერვის პარეზები, სამწვერა და სახის ნერვის ნევრალგია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმები;

- ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური, პოსტტრავმული);

- სხვადასხვა გენეზის ანემიები;

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;

- კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი;

- სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი;

- ოფთალმოლოგიური დაავადებები: ჰემერალოპია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიდოციკლიტი, კატარაქტა, რქოვანას წყლული;

- მომატებული ფიზიკური დატვირთვა;

- იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია.

გამოყენების წესი და დოზები

ხსნარი ინსტრამუსკულარული შეყვანისათვის.

პრეპარატის ბენევრონი B დოზირების რეჟიმსა და გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულარულად - 3 მლ (1 ამპულა) ერთხელ დღეში. საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად კუნთში.

ექიმის დანიშნულებით პრეპარატის 1 ამპულა შეიძლება გამოყენებულ იქნას 2-3 დღეში ერთხელ.

ბავშვები

10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

- სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი.

არასასურველი რეაქციები

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის, ანაფილაქსია, გამონაყარი, ჭინჭრის ციება).

ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - პარესთეზია.

სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპოტენზია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: სიხშირე უცნობია - რეაქციები ინექციის ადგილას (მათ შორის ტკივილი და შეშუპება).

სხვა დაფიქსირებული სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, ალები, თავბრუსხვევა, შეუძლოდ ყოფნა, გულისრევა, აკნე და ბულოზური გამონაყარი, ტრემორი. მეგალობლასტური ანემიის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების პირველი კვირების განმავლობაში შეიძლება განვითარდეს რეაქტიული თრომბოციტოზი.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისათვის.

ჭარბი დოზირება

B ჯგუფის ვიტამინების გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები ძალიან იშვიათია, რადგან ისინი წყალში ხსნადია და მათი ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდთან ერთად. დოზის გადაჭარბების ნიშნებს წარმოადგენს: დაბუჟება, ჩხვლეტა ფეხებში, ხელებში ან სხეულის სხვა ნაწილებში, მგრძნობელობის, წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევა. ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

მკურნალობა: სიმპტომური.

გამოშვების ფორმა

3 მლ საინექციო ხსნარი ყვითელი მინის ამპულაში.

5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.

1 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ბენევრონი B 3მლ #5ა
  • სახელი: ბენევრონი B 3მლ #5ა
  • მწარმოებელი: Mefar Ilac Sanayii A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: (250მგ + 4მგ + 250მგ + 1500მკგ)/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
Aversi 30.2 ლ
ბენევრონი B ხსნარი საინექციო 3მლ ამპულა #5
  • სახელი: ბენევრონი B ხსნარი საინექციო 3მლ ამპულა #5
  • მწარმოებელი: Mefar Ilac Sanayii A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: (250მგ + 4მგ + 250მგ + 1500მკგ)/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
Pharmadepot 46.98 ლ
ბენევრონი B ხსნარი საინექციო 3მლ ამპულა #5
  • სახელი: ბენევრონი B ხსნარი საინექციო 3მლ ამპულა #5
  • მწარმოებელი: Mefar Ilac Sanayii A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: (250მგ + 4მგ + 250მგ + 1500მკგ)/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
GPC 49.98 ლ
ბენევრონი B 3 მლ.. 5 ამპულა
  • სახელი: ბენევრონი B 3 მლ.. 5 ამპულა
  • მწარმოებელი: Mefar Ilac Sanayii A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: (250მგ + 4მგ + 250მგ + 1500მკგ)/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
PSP 36.86 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით