ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, ვიტამინები კომბინაციაში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება:
RETINOL+VITAMIN E
მოქმედი ნივთიერება:**** რეტინოლი+ვიტამინი E
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პოლივიტამინები
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარტი, რომლის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი ცხიმში ხსნადი A და E ვიტამინებით.
რეტინოლი (ვიტამინი A) აუცილებელი კომპონენტია თვალის ბადურა გარსის ფუნქციონირებისათვის: უკავშირდება რა ოპსინს (ბადურა გარსის წითელ პიგმენტს), წარმოქმნის მხედველობით პურპურს როდოფსინს, რომელიც აუცილებელია სიბნელეში მხედველობის ადაპტაციისთვის. ვიტამინი A აუცილებელია ძვლების ზრდისთვის, ნორმალური რეპროდუქციული ფუნქციისთვის, ემბრიონალური განვითარებისათვის, გაყოფის რეგულაციისათვის და ეპითელიუმის დიფერენციაციისთვის (აძლიერებს კანის ეპითელიუმის უჯრედების გამრავლებას, აახალგაზრდავებს უჯრედულ პოპულაციას, კერატინიზაციის პროცესს ამუხრუჭებს). ვიტამინი A კოფაქტორის სახით მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში.
ალფა –ტოკოფეროლის ფუნქცია (ვიტამინი E) ბოლომდე არ არის გარკვეული. როგორც ანტიოქსიდანტი, ამუხრუჭებს თავისუფალ რადიკალური რეაქციის განვითარებას, იცავს ზეჟნგების წარმოქმნისაგან, რომელიც აზიანებს უჯრედულ და სუბუჯრედულ მემბრანებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის განვითარებისათვის, ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. სელენთან ერთად ამუხრუჭებს უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაჟნგვას (ელექტრონების გადატანის მიკროსომალური სისტემის კომპონენტი), არიდებს ერთროციტების ჰემოლიზს. წარმოადგენს ზოგიერთი ფერმენტული სისტემის კოფაქტორს. აღადგენს კაპილარულ სისხლის მიმოქცევას, ნორმაში მოჰყავს კაპილარული და ქსოვილოვანი გამტარებლობა, ამაღლებს ქსოვილთა მდგრადობას ჰიპოქსიისადმი.
ჩვენებები:
გასრექტომია, დიარეა, სტეატორეა, ცელიაკია, კრონის დაავადება, მალაბსორბციის სინდრომი, ქრონიკული ქოლესტაზი, ღვიძლის ციროზი, სანაღვლე გზების ატრეზია, ობსტრუქციული სიყვთლე, კუჭქვეშ ჯირკვლის კისტოზური ფიბროზი, ტროპიკული სპრუ, ინფექციური დაავადებები (მათ შორის, ქრონიკული და „გაციებითი“), ჰემერალოპია, ქსეროფთალმია, კერატომალაცია, არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება (მათ შორის, პარენტერალური კვება), სწრაფი გახდომა, ნიკოტინური დამოკიდებულება, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობა, კოლესტირამინის მიღება, კოლესტიპოლის, მინერალური ზეთების, ნეომიცინის, რკინის შემცველი პროდუქტების, ჰიპერთირეოზი, ორსულობა (მათ შორის მრავალნაყოფიანი), ლაქტაციის პერიოდი. პერიფერიული ნეიროპათია, მანეკროზებელი მიოპათია, აბეტალიპოპროტეინემია.
ეფექტურობა არ არის დამტკიცებული – სისხლძარღვების ათროსკლეროზული ცვლილებისას, ქსოვილთა ტროფიკის დარღვევისას, მაობლიტირებელი ენდარტერიტისას.
მიღების წესი და დოზირება:
შინაგანად, კვებისაგან დამოუკიდებლად, ყოველდღიურად 1 კაფსულა დღეში; კუნთში – 1მლ/დღ. მკურნალობის ხანგრძლიობა – 20–40 დღე 3–6 თვიანი შუალედით. შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა;
A და E ჰიპერვიტამინოზი;
ბავშვთა ასაკი (14 წლამდე).
სიფრთხილით: თირეოტოქსიკოზი, ქოლეცისტიტი, მდგომარეობები სისხლძარღვთა გამტარობის მომატებით (გულის ქრონიკული უკმარისობს, ქრონიკული გლომერულონეფრიტი და სხვა.), ღვიძლის ციროზი, ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, ორსულობა (განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი, ხანდაზმულობა, ბავშვთა ასაკი, ჰიპოპროთრომბინემია (K ვიტამინის დეფიციტის ფონზე , რომელიც შეიძლება გაძლიერდეს E ვიტამინის 400 ME დოზაზე მეტის მიღებისას).
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები (მათ შორის გამონაყარი კანზე), ტკივილი ეპიგასტრიუმში, დისპეპსიური მოშლილობა (ღბინება, გულისრევა, დიარეა). დიდი დოზით და ხანგრძლივად მიღებისას შესაძლებელია ქოლელითიაზის და ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.
ადგილობრივი რეაქციები: კუნთში შეყვანისას – მტკივნეულობა, ინფილტრატი, რბილი ქსოვილების კალციფიკაცია.
ჭარბი დოზირება:
A ვიტამინის ჭარბი დოზირების სიმპტომები (ვითარდება შეყვანიდან 6 საათის შემდეგ): A ჰიპერვიტამინოზი: მოზრდილებში: – ძილიანობა, მოთენთილობა, დიპლოპია, თავბრუსხვევა, თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ძლერი ღბინება, დიარეა, გაღიზიანებულობა, ოსტეოპოროზი, ღრძილებიდან სისხლდენა, სიმშრალე და სისხლნაჟღენთები პირის ღრუში, ტუჩების აქერცვლა, კანის (განსაკუთრებით ხელის გულების), აგზნებულობა, გონების არევა.
A ვიტამინით ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები: ანორექსია, ტკივილი ძვლებში, სიმშრალე და ნახეთქები კანის, ტუჩების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გასტრალგია, ღებინება, ჰიპერთემია, ასთენია, თავის ტკივილი, ფოტოსენსიბილიზაცია, პოლაკიურია, ნიკტურია, პოლიურია, გაღიზიანებულობა, თმის ცვენა, მოყვითლო–ნარინჯისფერი**** ლაქები ხელისგულებზე, ცხვირ–ტუჩს სამკუთხედში, ჰეპატოტოქსიური მოვლენები, თვალშიგა წნევის მომატება, ოლიგომენორეა, პორტალური ჰიპერტენზია, ჰემოლიტური ანემია, რენტგენოგრამზე ძვლების ცვლილება, კრუნჩხვები;
ფეტოტოქსიური მოვლენები: ადამიანში – შარდგამომყოფი სისტემის მანკი, ზრდის შეფერხება, ზრდის ეპიფიზარულო ზონის ადრეული დახურვა;
E ვიტამინით ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები:__ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე 400–800 ED/დღ დოზით მიღებისას – მხედველობითი მიმღებლობის არასიმკვეთრე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, გასტრალგია, ასთენია;
800 ED/დღ მეტი დოზით მიღებისას ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე – ავადმყოფებში K ჰიპოვიტამინოზით იზრდება სისხლდენის რისკი, ირღვევა თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმი, სექსუალური ფუნქციის მოშლილობა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია, ნეკროზული კოლიტი, სეფსისი, ჰეპატომეგალია, ჰიპერბილირუბინემია, ღვიძლის უკმარისობა, ბადურა გარსში სისხლჩაქცევა, ჰემორაგიული ინსულტი, ასციტი.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომატური თრაპია.
განსაკუთრებული მითითებები:
A და E ჰიპერვიტამინოზისაგან დასაცავად არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. პრეპარატის მიღებისას გათავალისწინებული უნდა იყოს, რომ მასში მეტია A ვიტამინს (100 ათას. ME) შემცველობა, ასევე ის, რომ ის არის სამკურნალო და არა პროფილაქტიკური საშუალება.
დიეტა სელენის შემცველობით და გოგირდშემცველი ამინომჟავებით E ვიტამინზე მოთხოვნილებას ამცირებს.
ურთიერთქმედება:
– A ვიტამინი ასუსტებს Ca2+ პრეპარატების ეფექტს, ზრდის ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს. კოლესტირამინი, კოლესტიპოლი, მინერალური ზეთები, ნეომიცინი ამცირებს A და E ვიტამინის აბსორბციას (შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის გაზრდა).
– პერორალური კონტრაცეპტივები ზრდიან A ვიტამინის პლაზმაში კონცენტრაციას.
იზოტრეტინოინი ზრდის A ვიტამინით ინტოქსიკაციის რისკს. ტეტრაციკლინისა და A ვიტამინის ერთდროული მიღება მაღალ დოზით (50 ათას. ED და მეტი) ზრდის ქალას შიგა წნევის განვითარების რისკს.
E ვიტამინი აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიოქსიდანტების, ეფექტურობას, აძლიერებს ეფექტურობას და ამცირებს A და D ვიტამინების, საგულე გლიკოზიდების ტოქსიურობას,.
E ვიტამინის მაღალ დოზებში დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს A ვიტამინის დეფიციტი. E ვიტამინი ამაღლებს ანტიეპილეპტიკურების ეფექტურობას ეპილეფსიით დაავადებულებში (რომელთაც მომატებული აქვთ სისხლში ლიპიდების ზეჟანგი პროდუქტების შემცველობა).
ანტგიკოაგულანტებთან E ვიტამინის ერთდროული მიღებისას 400 ED/დღ მეტი დოზით (კუმარინისა და ინდანდიონის წარმობულები) მატულობს ჰიპოპროთრომბინემიის განვითარებისა და სისსხლდენის რისკი.
რკინის მაღალი დოზები ზრდის ორგანიზმში ჟანგვითი პროცესებს, რაც ზრდის E ვიტამინზე მოთხოვნილებას.
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის შენახვა. ნებისმიერი
კითხვის გაჩენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა: ერთი კაფსულის შემადგენილობა: აქტიური ნივთიერებები: რეტინოლის
პალმიტატი (ვიტამინი A)-55მგ (100000 სე) ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი
E)-100მგ; დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის ზეთი-45მგ; კაფსულის შიგთავსის
მასა-200მგ კაფსულის გარსი: ჟელატინი-26,83მგ; გლიცეროლი (გლიცერინი)-7,56მგ;
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (მეთილპარაბენი)-0,01მგ; სორბიტოლი (სორბიტი)-4,94მგ;
გასუფთავებული წყალი-0,65მგ; საღებავი ყავისფერი ?? (? 155)-0,01მგ; კაფსულის
მასა-240მგ.
აღწერილობა: ჟელატინის კაფსულები, სფერული ფრომის, მუქ-ყვითლიდან ღია-ყავისფრამდე
შეფერილობის, გლუვი ზედაპირითმ დაზიანებებისა და თვალსაჩინო ჰაეროვანი ჩანართების
გარეშე. შევსებულია ზეთოვანი მუქი- ყვითელიდან ღია-ყავისფრამდე ფერის სითხით.
მძაღე სუნის გარეშე.
ჩვენებები: A და E ავიტამინოზი კომპლექსურ თერაპიაში: კანის დაზიანებები და
დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ქსოვილების ტროფიკის დარღვევა (ფსორიაზი,
ეგზემის ზოგიერთი ფორმა, იქთიოზი, სებორეული დერმატიტი); მაობლიტირებელი
ენდარტერიიტი.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, A და-ან
E ჰიპერვიტამინოზი, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
სიფრთხილით: თირეოტოქსიკოზი, ქრონიკული გლომერულონეფრიტი, გულის ქრონიკული
უკმარისობა, ქოლეცისტიტი, ქრონიკული პანკრეატიტი.
გამოყენების წესი და დოზირება: გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის
შესაბამისად, შიგნით ანუ პერორალურად. 1 კაფსულა დღეში, საკვების მიღების
მიუხედავად. მკურნალობის კურსი-30-40 დღე. შესაძლებელია განმეორებითი კურსის
ჩატარება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი). ნებისმიერი
გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის
მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან
ფარმაცევგანსაკუთრებული მითითებები: A და E ჰიპერვიტამინოზის თავიდან აცილების
მიზნით არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის მიღებისას
გასათვალისწინებელია მასში დიდი რაოდენობით A ვიტამინის შემცველობა (100000სე),
ასევე ფაქტი, რომ ის წარმოადგენს სამკურნალო და არა პროფილაქტიკურ საშუალებას.
ვიტამინი E-ს საჭიროებას ამცირებს დიეტა სელენის და გოგირდის შემცველი
ამინომჟავების მომატებული შემცველობით.
გამოშვების ფორმა: კაფსულები. 10 კაფსულა კონტურულ უჯროვან შეფუთვაში. 3 კონტურულ უჯროვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვის წესი: სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის შენახვა. ნებისმიერი
კითხვის გაჩენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა: ერთი კაფსულის შემადგენილობა: აქტიური ნივთიერებები: რეტინოლის
პალმიტატი (ვიტამინი A)-55მგ (100000 სე) ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი
E)-100მგ; დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის ზეთი-45მგ; კაფსულის შიგთავსის
მასა-200მგ კაფსულის გარსი: ჟელატინი-26,83მგ; გლიცეროლი (გლიცერინი)-7,56მგ;
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (მეთილპარაბენი)-0,01მგ; სორბიტოლი (სორბიტი)-4,94მგ;
გასუფთავებული წყალი-0,65მგ; საღებავი ყავისფერი ?? (? 155)-0,01მგ; კაფსულის
მასა-240მგ.
აღწერილობა: ჟელატინის კაფსულები, სფერული ფრომის, მუქ-ყვითლიდან ღია-ყავისფრამდე
შეფერილობის, გლუვი ზედაპირითმ დაზიანებებისა და თვალსაჩინო ჰაეროვანი ჩანართების
გარეშე. შევსებულია ზეთოვანი მუქი- ყვითელიდან ღია-ყავისფრამდე ფერის სითხით.
მძაღე სუნის გარეშე.
ჩვენებები: A და E ავიტამინოზი კომპლექსურ თერაპიაში: კანის დაზიანებები და
დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ქსოვილების ტროფიკის დარღვევა (ფსორიაზი,
ეგზემის ზოგიერთი ფორმა, იქთიოზი, სებორეული დერმატიტი); მაობლიტირებელი
ენდარტერიიტი.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, A და-ან
E ჰიპერვიტამინოზი, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
სიფრთხილით: თირეოტოქსიკოზი, ქრონიკული გლომერულონეფრიტი, გულის ქრონიკული
უკმარისობა, ქოლეცისტიტი, ქრონიკული პანკრეატიტი.
გამოყენების წესი და დოზირება: გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის
შესაბამისად, შიგნით ანუ პერორალურად. 1 კაფსულა დღეში, საკვების მიღების
მიუხედავად. მკურნალობის კურსი-30-40 დღე. შესაძლებელია განმეორებითი კურსის
ჩატარება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი). ნებისმიერი
გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის
მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან
ფარმაცევგანსაკუთრებული მითითებები: A და E ჰიპერვიტამინოზის თავიდან აცილების
მიზნით არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის მიღებისას
გასათვალისწინებელია მასში დიდი რაოდენობით A ვიტამინის შემცველობა (100000სე),
ასევე ფაქტი, რომ ის წარმოადგენს სამკურნალო და არა პროფილაქტიკურ საშუალებას.
ვიტამინი E-ს საჭიროებას ამცირებს დიეტა სელენის და გოგირდის შემცველი
ამინომჟავების მომატებული შემცველობით.
გამოშვების ფორმა: კაფსულები. 10 კაფსულა კონტურულ უჯროვან შეფუთვაში. 3 კონტურულ უჯროვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვის წესი: სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ერთი კაფსულის შემადგენილობა:
აქტიური ნივთიერებები:
რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A) – 55მგ (100000 სე)
ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) – 100მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის ზეთი - 45 მგ
კაფსულის შიგთავსის მასა - 200მგ
კაფსულის გარსი:
ჟელატინი – 26,83 მგ
გლიცეროლი (გლიცერინი) – 7,56 მგ
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (მეთილპარაბენი) – 0,01 მგ
სორბიტოლი (სორბიტი) – 4,94 მგ
გასუფთავებული წყალი - 0,65 მგ
საღებავი ყავისფერი НТ (Е 155) – 0,01მგ
კაფსულის მასა - 240 მგ
აღწერილობა:
ჟელატინის კაფსულები, სფერული ფრომის, მუქ-ყვითლიდან ღია-ყავისფრამდე შეფერილობის, გლუვი ზედაპირით, დაზიანებებისა და თვალსაჩინო ჰაეროვანი ჩანართების გარეშე. შევსებულია ზეთოვანი მუქ-ყვითლიდან ღია-ყავისფრამდე ფერის სითხით. მძაღე სუნის გარეშე.
**ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ** პოლივიტამინური საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედებაც განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი A და E ვიტამინებით.
რეტინოლი (ვიტამინი A) მონაწილეობს მხედველობითი პიგმენტების წარმოქმნაში, რომლებიც აუცილებელია ნორმალურ ბინდში და ფერადი მხედველობისათვის, უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილების მთლიანობას, არეგულირებს ძვლების ზრდას. ტოკოფეროლს (ვიტამინი E) გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, უზრუნველყოფს უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოპეროქსიდაციისაგან მემბრანებში; მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების წარმოქმნაში, შემაერთებელი ქსოვილის, სისხლძარღვების გლუვი კუნთების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოების წარმოქმნაში. აევიტი აღადგენს დარღვეულ კაპილარულ სისხლის მიმოქცევას, აღადგენს ნორმალურ კაპილარულ და ქსოვილოვან განვლადობას, ზრდის ქსოვილების მედეგობას ჰიპოქსიის მიმართ.
გამოყენების ჩვენებები
A და E ავიტამინოზი
კომპლექსურ თერაპიაში:
კანის დაზიანებები და დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ქსოვილების ტროფიკის დარღვევა (ფსორიაზი, ეგზემის ზოგიერთი ფორმა, იქთიოზი, სებორეული დერმატიტი);
მაობლიტირებელი ენდარტერიიტი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, A და/ან E ჰიპერვიტამინოზი, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
სიფრთხილით
თირეოტოქსიკოზი, ქრონიკული გლომერულონეფრიტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ქოლეცისტიტი, ქრონიკული პანკრეატიტი.
გამოყენების მეთოდის და დოზირება
გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
პერორალურად. 1 კაფსულა დღეში, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობის კურსი- 30-40 დღე. შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი), იშვიათად - დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, დიარეა. ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ნაღველკენჭოვანი დაავადებისა და ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.
დოზის გადაჭარბება:
დოზის მწვავე გადაჭარბების სიმპტომები (ვითარდება მიღებიდან 6 საათის შემდეგ)
A ჰიპერვიტამინოზი: მოზრდილებში - ძილიანობა, მოდუნება, თვალებში გაორება, თავბრუსხვევა, ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, შეუჩერებელი ღებინება, დიარეა, გაღიზიანებადობა, ღრძილებიდან სისხლდენა, პირის ღუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე და დაწყლულება, ტუჩების, კანის აქერცვლა (გასაკუთრებით ხელისგულების), ცნობიერების აბნევა, მომატებული ქალასშიდა წნევა (ძუძუს წოვების ასაკის ჩვილებში - ჰიდროცეფალია, ყიფლიბანდის გამოდრეკა).
ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები: მადის დაკარგვა, ძვლების ტკივილი, კანის ნახეთქები და სიმშრალე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ტუჩების სიმშრალე, გასტრალგია, ღებინება, ჰიპერთერმია, ასთენია, უკიდურესი დაღლილობა, თავის ტკივილი, ფოტომგრძნობელობა, პოლაკიურია, ნიქტურია, პოლიურია, გაღიზიანებადობა, თმის ცვენა, ყვითელ-ნარინჯისფერი ლაქები ტერფებზე, ხელისგულებზე, ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის მიდამოში, ჰეპატოტოქსიური მოვლენები, თვალშიდა ჰიპერტენზია, ოლიგომენორეა, პორტული ჰიპერტენზია, ჰემოლიზური ანემია, ძვლების რენტგენოგრამებზე ცვლილებები, კრუნჩხვა.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.
E ვიტამინის დოზის გადაჭარბების სიმპტომები: ხანგრძლივი პერიოდით 400-800 ერთეული დღეღამეში მიღებისას - მხედველობითი აღქმის გაბუნდოვნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, გასტრალგია, ასთენია, დღეღამეში 800 ერთეულზე მეტი დოზით ხანგრძლივად მიღებისას - K ჰიპოვიტამინოზის მქონე პაციენტებში სისხლდენის რისკის გაზრდა, თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის დარღვევა, სექსუალური ფუნქციის მოშლა, თრომბოფლებიტი, ნეკროზული კოლიტი, სეფსისი, ჰეპატომეგალია, ჰემორაგიული ინსულტი, ასციტი.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
E ვიტამინი აძლიერებს გლუკოკორტიკოიდული პრეპარატების, არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტს, ზრიდს A და D ვიტამინების, ასევე საგულე გლიკოზიდების ეფექტურობას, და ამცირებს მათ ტოქსიკურიბას.
ზრდის ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობას ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში (რომლებშიც ლიპიდების ზეჟანგვითი ჟანგვის პროდუქტების შემცველობა სისხლში მომატებულია).
შეუთავსებადია ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკებთან. სალიცილატები და გლუკოკორტიკოსტეროიდები ამცირებენ აევიტის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.
საფაღარათო საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის მინერალური ზეთი და ქოლესტირამინი, ამცირებენ A და E ვიტამინების ათვისებას.
პერორალური კონტრაცეპტივები ზრდიან A ვიტამინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
E ვიტამინის დღეღამეში 400 ერთეულზე მეტი დოზით მიღება ერთდროულად ანტიკოაგულანტებთან ერთად (კემარინის და ინდანდიონის წარმოებულები) ზრდიან ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების რისკს.
განსაკუთრებული მითითებები:
A და E ჰიპერვიტამინოზის თავიდან აცილების მიზნით არ შეიძლება რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის მიღებისას გასათვალისწინებელია მასში დიდი რაოდენობით A ვიტამინის შემცველობა (100000 სე), ასევე ფაქტი, რომ ის წარმოადგენს სამკურნალო და არა პროფილაქტიკურ საშუალებას.
ვიტამინი E-ს საჭიროებას ამცირებს დიეტა სელენის და გოგირდის შემცველი ამინომჟავების მომატებული შემცველობით.
მოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა
კაფსულები.
10 კაფსულა კონტურულ უჯროვან შეფუთვაში.
1, 2, 3, 4 ან 5 კონტურულ უჯროვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
50-150 კონტურულ უჯროვანი შეფუთვა იმავე რაოდენობით ინსტრუქციასთან ერთად თავსდება ჯგუფურ შეფუთვაში (სტაციონარებისათვის)
შენახვის პირობები
სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი/მწარმოებელი/ორგანიზაცია, პრეტენზიების მიმღები ხარისხთან მიმართებაში:
სს "ალტაივიტამინი"
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა