რადიან B კუნთებზე შესაზელი - Radian B Muscle Rub

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - Menthol+Camphorae,Methylsalicylate,Capsi

ჩვენება:
იბუპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს.
ისინი ხსნიან ტკივილს და ამცირებენ ანთებას.
რადიან B გამოიყენება ზურგის ტკივილის, რევმატიული და კუნთების ტკივილის ან მყესების
დაჭიმვის და სპორტული დაზიანებების დროს.
რადიან B არ გამოიყენება:
– თუ პაციენტი ალერგიულია იბუპროფენის ან რადიან B შემადგენლობაში შემავალი
ნებისმიერი ინგერდიენტის მიმართ.
– თუ პაციენტს აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია, მათ შორის ასთმა, ცხვირის ანთება
(რინიტი) ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია) გამოწვეული ასპირინის, იბუპროფენის ან სხვა
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით.
– თუ პაციენტს აქვს თირკმლის უკმარისობა.
დაუშვებელია რადიან B გამოყენება პლასტირებთან ან სხვა სახვევებთან ერთად.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები რადიან B გამოყენების დროს:
დაუშვებელია რადიან B მოხვედრა გაღიზიანებულ ან დაზიანებულს კანზე, თვალზე, ცხვირზე და მგრძნობიარე ადგილზე.

სხვა პრეპარატების მიღება:
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ პრეპარატს:
– ასპირინი;
– სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მსგავსი
ტკივილგამაყუჩებლები);
რადგან შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.

დოზირება
მოზრდილები, ხანდაზმულები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
– ტუბიდან უნდა გამოვიდეს 5-დან 10 სმ-მდე გელი (შეიცავს 50-100 მგ იბუპროფენს) და
მსუბუქად შეიზილება დაზიანებულ ადგილას მის სრულ შეწოვამდე.
პროცედურა შეიძლება განმეორდეს ყოველ 4 საათში ერთხელ საჭიროების შესაბამისად,
მაგრამ არ შეიძლება 24 საათის განმავლობაში 4 დოზაზე მეტის გამოყენება. ყოველი
გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა. დაუშვებელია განსაზღვრული დოზის
გადაჭარბება.
ექიმის მითითების გარეშე დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.

რადიან B დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
გადაჭარბებული დოზის სიმპტომებია თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა და დაბალი
არტერიული წნევა.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით