ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
THERAFLU FORTE
650 მგ./10 მგ. / 4 მგ.-იანი გარსიანი აბები
მიიღება ორალური გზით.
ეფექტური ნივთიერება: ყოველი აბი შეიცავს 650 მილიგრამ პარაცეტამოლს, 10 მილიგრამ ფენილეფრინ ჰიდროქლორიდს და 4 მილიგრამ ქლორფენირამინ მაელატს.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიიღება საქონლის რძისგან), მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, პოლიეთილენ გლიკოლი, ყვითელი ქინოლინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მეთილ პარაჰიდროქსი ბენზოატი (E218), მეთილის ცელულოზა.
ამ პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოხმარების ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.
· შეინახეთ წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია. შემდგომში შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
· დამატებითი კითხვების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
· ვინაიდან წინამდებარე პრეპარატი პირადად თქვენთვის არის გამოწერილი, სხვა პირებისთვის მისი მიცემა დაუშვებელია.
· წინამდებარე პრეპარატის მოხმარებისას ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვის დროს, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღების შესახებ.
· დაიცავით წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში აღნიშნული წესები. ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება ან შემცირება დაუშვებელია.
წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში მოცემულია ქვემოთ აღნიშნული სათაურები:
**1. რას წარმოადგენს THERAFLU FORTE და რისთვის გამოიყენება? **
**2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება THERAFLU FORTE-ს მოხმარების დაწყებამდე? **
**3. როგორ უნდა მოიხმაროთ THERAFLU FORTE? **
**4. რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას? **
5. THERAFLU FORTE-ს შენახვის წესები.
**1. რას წარმოადგენს THERAFLU FORTE და რისთვის გამოიყენება? **
· THERAFLU FORTE წარმოადგენს გარსით დაფარული აბის ფორმის პრეპარატს. THERAFLU FORTE-ს აბები არის პასტელური ყვითელი ფერი აბები წაგრძელებული და დახრილი ნაპირებით.
· THERAFLU FORTE წარმოადგენს სამი აქტიური ნივთიერების და დეკონგესანტის (ფენილფრინის ჰიდროქლორიდი) შემცველ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ (პაარცეტამოლი) ანტიჰისტამინურ (ქლორფენირამინ მალეატი) პრეპარატს, რომელიც ხსნის ლორწოვანი გარსის შეშუპებას.
· THERAFLU FORTE წარმოდგენილია გასაყიდად 20 გარსიანი აბის შემცველი ბლისტერებში და ორიგინალ შეფუთვაში.
· THERAFLU FORTE შეიცავს საქონლის რძისგან მიღებულ ლაქტოზას.
· THERAFLU FORTE ამცირებს გრიპით და გაციებით გამოწვეულ თავის ტკივილს, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიცხეს და თანმდევ კანკალს, სყურდოს (სინუზიტს), სურდოს და ცემინების მაგვარ სიმპტომებს.
**2. THERAFLU FORTE-ს მოხმარებამდე დასაცავი წესები **
ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში THERAFLU FORTE-ს მოხმარება დაუშვებელია:
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია ეფექტური ნივთიერებების ან ადრენალინის ჰორმონით აქტივირებულ (ადრენერგულ) სხვა პრეპარატებზე ან THERAFLU FORTE-ს შემცველობაში არსებულ ნებისმიერ ნივთიერებზე (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია).
- თუ თქვენ ღებულობთ ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ღებულობდით დეპრესიის, ფსიქიკური და ემოციური დარღვევების ან პარკინსონის დაავადებების დროს გამოსაყენებელ მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორს (MAOI) - მონოამინოქსიდაზის ფერმენტის ჩამხშობი პრეპარატები) პრეპარატს.
- გულსისხლძარღვთა, ღვიძლის (CHILD-PUGH > 9) ან თირკმელების დაავადების არსებობის შემთხვევაში.
- მაღალი წნევის ან გულისცემის რითმის თანმდევი დაავადების არსებობის შემთხვევაში.
- მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში შარდის გარკვეული რაოდენობის დარჩენის, პროსტატური ადენომის (რეპროდუქციული სისტემის ორგანოს ზრდა) მაგვარი დაავადების არსებობის შემთხვევაში.
- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციის შემთხვევაში.
- კუჭის შევიწროვების გამომწვევი კუჭის წყლულის (კუჭის გარსში ან თორმეტგოჯა ნაწლავში იარის არსებობა) არსებობის შემთხვევაში.
- ასთმის ჩათვლით, ფილტვების რაიმე დაავადების არსებობის შემთხვევაში.
- თვალის წნევის (გლაუკომის) არსებობის შემთხვევაში.
- გლუკოზა 6-ფოსფატ დეჰიდროენაზის ფერმენტის ნაკლებობის არსებობის შემთხვევაში (სისხლის წითელი უჯრედების ოქსიდაციის რეაქციად წოდებული დაზიანებისგან დამცავი პროტეინის ნაკლებობა).
- შაქრის დაავადების (დიაბეტის) არსებობის შემთხვევაში.
- ეპილეფსიის არსებობის შემთხვევაში.
- ფარისებრი ჯირკვლის სეკრეციის განმახორციელებელი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბად მუშაობის (ჰიპერთიროიდი) შემთხვევაში.
- პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების მიღების შემთხვევაში.
- ბეტა ბლოკატორების (გულის და სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო გამოსაყენებელი პრეპარატები) მიღების შემთხვევაში.
- ტრიციკლური ანტიდეპრესანტების (დეპრესიისათვის გამოსაყენებელი პრეპარატები) მიღების შემთხვევაში.
- ცხვირის დეკონგესანტის და მადის შემწყვეტი პრეპარატების მიღების შემთხვევაში.
- ფეოქრომოციტომის (თირკმელზედა ჯირკვლებში წარმოქმნილი სიმსივნე, რომელიც იწვევს ადრენალინის რაოდენობის ზრდას) არსებობის შემთხვევაში.
- ფეხმძიმობის ან ბავშვიარსებობის შემთხვევაში. ძუძუთი კვების შემთხვევაში.
- 12 წელზე ნაკლებ ასაკში ყოფნის შემთხვევაში.
ქვემოაღნიშნულ შემთხვევებში THERAFLU FORTE-ს მიღების დროს უნდა გამოიჩინოთ ყურადღება:
· ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში.
· ალკოჰოლის რეგულარულად მიღების გამო, ღვიძლის დაავადების არსებობის შემთხვევაში.
· წარსულში გულისცემის რითმის დარღვევის გამო, Torsades de Pointes-ის QT- ის გაგრძელების შემთხვევაში.
· გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების არსებობის შემთხვევაში.
· თირკმელების და ღვიძლის დაავადების არსებობის შემთხვევაში.
· ცერებრული ათეროსკლეროზის არსებობის შემთხვევაში.
· დაუდგენელი სმიზეზების გამო წნევის დაცემის (დიოპათიურ- ორთოსტატული ჰიპოტენზია) შემთხვევაში.
· ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.
· შარდის მიმართ მგრძნობიარობის გამო, პროსტატის ზრდის შემთხვევაში.
· ბრონქიალური ასთმის არსებობის შემთხვევაში.
· შაქრის დაავადების (დიაბეტის) არსებობის შემთხვევაში.
· რეგულარულად საკვების არასაკმარისად მიღების (ქრონიკული არასრულფასოვანი კვება) და სითხის დიდი ოდენობით დაკარგვის (დეჰიდრადაცია) შემთხვევაში.
· ღვიძლის ფერმენტების მომატების (მაგალითად, ალანინ ამინოტრანსფერაზის (ALT) დონის) და დროებითი სიყვითლის მაგვარი გენეტიკური დაავადების - გილბერტის სინდრომის არსებობის შემთხვევაში.
· ოპერაცის მოლოდინში ყოფნის შემთხვევაში.
· THERAFLU FORTE-ს რეკომენდირებულზე უფრო ხანგრძლივი ან უფრო ხანმოკლე დროის განმავლობაში მიღება დაუშვებელია. THERAFLU FORTE-ს რეკომენდირებულზე უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, ვინაიდან ის შეიცავს პარაცეტამოლს.
· პარაცეტამოლის მაღალი დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული მოწამლვა.
· ღვიძლის ან თირკმელების დაავადების არსებობის შემთხვევაში.
· ანემიის არსებობის შემთხვევაში.
· სუნთქვის პრობლემების (ასთმის, ემფიზემის ან ქრონიკული ბრონქიტის მაგვარი) არსებობის შემთხვევაში, THERAFLU FORTE უნდა მიიღოთ ექიმს მეთვალყურეობის ქვეშ.
· პარაცეტამოლის შემცველი ამ პროდუქტის პირველად მიღების ან ადრე მიღების შემთხვევაში, პირველი დოზის მიღების შემდეგ შეიძლება წარმოიქმნას შემთხვევაში ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანის სიწითლე, გამონაყარი ან კანის რეაქცია. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, საჭირო სხვა ალტერნატიული პრეპარატის მიღება. ასეთი კანის რეაქციის წარმოქმნის შემთხვევაში, ამ პრეპარატის ან პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატის მიღება თქვენთვის არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგის მქონე კანის რეაქციები.
· ასთმის, ემფიზემის ან ქრონიკული ბრონქიტის მაგვარი სუნთქვის პრობლემების არსებობის შემთხვევაში.
· 3-5 დღეში პრობლემების მოუგვარებლობის ან თანმდევი სიცხის აწევის და სიცხის 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არსებობის, კანზე გამონაყარის (ჭინჭრის ციების) ან თავის ტკივილის არსებობის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
· THERAFLU FORTE-ს რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება დაუშვებელია. THERAFLU FORTE-სთან ერთად, პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების მიღება არ არის რეკომენდირებული. დღიური მაქსიმალური დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული დაზიანება.
· გლუტათიონის დონის დაცემის, ალკოჰოლის რეგულარულად მიღების გამო მადის დაკარგვის (ანორექსიის), სხეულის მასის დაბალი ინდექსის ან არასაკმარისად კვების შემთხვევაში, ღვიძლის ფუნქციების დარღვევის რისკის არსებობის გამო, ამ პრეპარატის მიღების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა.
· გლუტათიონის ნაკლოვანების არსებობის შემთხვევაში, THERAFLU FORTE-მა შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური აციდოზის წარმოქმნის რისკის ზრდა. მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები აღნიშნულია ქვემოთ:
- ღრმა, აჩქარებული და გაძნელებული სუნთქვა;
- გულისრევის შეგრძნება და პირღებინება;
- მადის დაკარგვა.
თუ ეს გაფრთხილებები წარსულშიც ძალაში იყო თქვენთვის, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
THERAFLU FORTE-ს საკვებ-სასმელთან ერთად მიღება
THERAFLU FORTE-ს ალკოჰოლთან ერთად მიღების შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, ამიტომ, ამ პრეპარატის მიღების დროს ალკოჰოლური სასმელების მიღება დაუშვებელია.
ფეხმძიმობა
პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
· აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში, ფეხმძიმობის დროს THERAFLU FORTE-ს მიღება არ არის რეკომენდირებული.
თუ ამ პრეპარატის მიღების დროს შეიტყობთ ფეხმძიმობას, რჩევისათვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში, ბავშვის ძუძუთი კვების დროს THERAFLU FORTE-ს მიღება არ არის რეკომენდირებული.
მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარება
THERAFLU FORTE-ს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დაბუჟება. ამიტომ, მანქანის ტარების და ხელსაწყოს მოხმარების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია THERAFLU FORTE-ს შემცველობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:
THERAFLU FORTE შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ ადრე თქვენმა მკურნალმა ექიმმა აღნიშნა ზოგიერთი შაქრების მიმართ თქვენი მგრძნობელობის შესახებ ამ სამედიცინო პროდუქტის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
THERAFLU FORTE შეიცავს მეთილ პარაჰიდროქსი ბენზოატს. ამან კი თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (სავარაუდოდ დაგვიანებული).
THERAFLU FORTE შეიცავს ყვითელ ქინოლინს. ყვითელმა ქინოლინმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
სხვა წამლებთან ერთად მოხმარება
მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების (MAOI) - მონოამინოქსიდაზის ფერმენტის ჩამხშობი პრეპარატები) გამოიყენება დეპრესიის და პარკინსონის დაავადების მკურნალობის დროს. MAOI-ს მოხმარების ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში მისი მიღების შემთხვევაში, THERAFLU FORTE-ს მიღება არ არის რეკომენდირებული.
ზოგიერთ პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს THERAFLU FORTE-ს ეფექტის ცვლილება. ქვემოთ აღნიშნული პრეპარატების მიღების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
· დამამშვიდებელი პრეპარატები (სედატიური საშუალებები და ტრანკვილიზატორები);
· კუჭის დაცლის შემაფერხებელი პრეპარატები (მაგალითად, პროპანტელინი);
· კუჭის დაცლი დამაჩქარებებელი პრეპარატები (მაგალითად, მეტოკლოპრამიდის და დემპერიდონის მაგვარი).
· ქოლესტირამინის მაგვარი ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატები.
· ღვიძლის ფერმენტების მასტიმულირებელი პრეპარატები, მაგალითად, ძილის წამლები, ეპილეფსიის დროს გამოსაყენებელი წამლები (ფენიტოინის, ფენობარბიტალის და კარბამაზეპინის მაგვარი) და ტუბერკულოზის მკურნალობის დროს მისაღები წამლები (რიფამპიცინი, იზონიაზიდი).
· ანტიბიოტიკის სახით გამოსაყენებელი ქლორამფენიკოლი.
· ვარფარინის და კუმარინის მაგვარი ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების შემაფერხებელი პრეპარატები).
· ზიდოვუდინი (შიდსის დაავადების დყროს გამოსაყენებელი პრეპარატი).
· გულისრევის შეგრძნების და პირღებინების პრევენციისათვის გამოსაყენებელი პრეპარატები (ტროპიცეტრონი და გრანიცეტრონი).
· სპირტი.
· ანტიდეპრესანტები (დეპრესიის მკურნალობის დროს მისაღები პრეპარატები: იმიპრამინის, ამიტრიპტილინის, მცენარეული ჯონ ვორტის მაგვარი).
· გულის და ასთმის დაავადების დროს მისაღები პრეპარატები (სიმპათომიმეტიკები).
· გულისცემის რითმის დარღვევის და წნევის დროს მისაღები პრეპარატები (ბეტა- ბლოკატორები, დებრიცოკინი, გუანეტიდინი, რცეერპინი).
· შაკიკის მკურნალობის დროს მისაღები პრეპარატები (ერგტოამინი და მეთილსერგიტი).
· ნერვული სისტემის სტიმულაციის შესამცირებლად გამოსაყენებელი ანტიქოლინერგული პრეპარატები (მაგალითად, ზოგიერთი ფსიქოტროპული პრეპარატები, ატროპინი და შარდის შეუკავებლობის მკურნალობის დროს გამოსაყენებელი პრეპარატები).
· გულის დაავადებების დროს გამოსაყენებელი დიგოქსინი და კარდიო გლიკოზიტები.
· მშობიარობის გასაადვილებლად გამოსაყენებელი ოქსიტოცინი.
· პოდაგრის დაავადების (სახსრების დაავადება) მკურნალობის დროს გამოსაყენებელი პრობვენეციდი.
· პარაცეტამოლის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებად (NSAİ) წოდებულ ტკივილგამაყუჩებლებთან და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მოხმარებამ NSAİ-მა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელები NSAİ პრობლემები.
· რეკომენდირებულია ერთზე მეტი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციის მიღებისგან თავის შეკავება.
· პარაცეტამოლმა, განსაკუთრებით, პოდაგრის დაავადების დროს სისხლში შარდმჟავის დონეების განსაზღვრისათვის გამოსაყენებელმა ფოსფორ-ვოლფრამმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდმჟავის ანალიზის შედეგებზე.
· ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები (ანტიჰისტამინები), კანზე ჰისტამინის რეაქციის შესამცირებლად, ალერგიის ტესტების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე საჭიროა ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
· პარაცეტამოლის ან შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებების შემცველი მედიკამენტების გრიპის და გაციების სამკურნალოდ გამოსაყენებელ პრეპარატებთან ერთად მიღება დაუშვებელია.
· ანტიქოლინერგული (ზოგიერთი უნებლიე ნერვული სიგნალის ინჰიბიტორული/შემცირების ეფექტის მქონე) პრეპარატები (მაგალითად, ზოგიერთი ფსიქიატრიული პრეპარატები, ატროპინი და შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ გამოსაყენებელი პრეპარატები).
ამჟამად რეცეპტით გამოწერილი ან არ გამოწერილი ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
**3. THERAFLU FORTE-ს მოხმარების წესი **
ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ:
თქვენი მკურნალი ექიმის მიერ განსხვავებული დოზის არ დანიშვნის შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მიიღოთ ქვემოთ აღნიშნული დოზით:
12 წელზე მეტი ასაკის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის:
ყოველ 6 საათში ერთხელ საჭიროა 1 აბის მიღება.
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, თქვენი მკურნალი ექიმი დაგიდგენთ ყოველ 4 საათში 1 აბს. დღეში 6 აბზე მეტი მიღება არ არის რეკომენდირებული.
THERAFLU FORTE-ს 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღება არ არის რეკომენდირებული.
მოხმარების ხერხი და მეთოდი:
THERAFLU FORTE უნდა მიიღოთ წყლის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით (მაგალითად, ერთი ჭიქა წყალი).
THERAFLU FORTE შეგიძლიათ მიიღოთ უზმოზე ან ჭამის შემდეგ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვების მიერ მოხმარება:
12 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებისათვის THERAFLU FORTE-ს მიღება არ არის რეკომენდირებული.
ხანდაზმული პირების მიერ მოხმარება:
ხანდაზმული პირებისათვის THERAFLU FORTE-ს მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის მოპოვებული.
მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმელების და ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებისათვის THERAFLU FORTE-ს მიღების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა.
ღვიძლის ან თირკმელების მწვავე უკმარისობის მქონე პირებისათვის THERAFLU FORTE-ს მიღება არ არის რეკომენდირებული.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეამჩნევთ THERAFLU FORTE-ს ძლიერ ან სუსტ მოქმედებას, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
**თუ თქვენ ღებულობთ THERAFLU FORTE-ს საჭიროზე დიდი დოზით: **
პრეპარატის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფერმკრთალობა, გულისრევის შეგრძნება. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში სიმპტომები შეიძლება არ წარმოიქმნას რამდენიმე საათის განმავლობაში. ამიტომ, ჭარბი დოზის მიღების ან პრეპარატის მიღების შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. მოკლე დროში მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მოწამლვა. ალკოჰოლის მომხმარებელ ღვიძლის დაავადების მქონე პირებში ჭარბი დოზის გამო ზიანის მიღების ალბათობა უფრო დიდია. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივი მკურნალობის ჩატარება.
დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელი „სიმპტომები გვერდითი ჩვენებების“ თავში აღნიშნული ჩვენებების მსგავსია. აგრეთვე შეიძლება წარმოიქმნას ისეთი სერიოზული ჩვენებები, როგორიცაა ტვინის არეულობა, ჰალუცინაციები, შეტევები და გულისცემის რითმის დარღვევები.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება წარმოიქმნას ისეთი გვერდითი ჩვენებები, როგორიცაა სიმშვიდე, ცენტრალური ნერვული სისტემის პარადოქსული აგზნება, ტოქსიკური ფსიქოზი (განწყობის დარღვევა), კრუნჩხვები, აპნოე (დროებითი სუნთქვის გაჩერება), კრუნჩხვები (კუნთების ნებაყოფლობით ან უნებლიე შეკუმშვა), ანტიქოლინერგული ეფექტები (მხედველობის დაბინდვა, პირის სიმშრალე, შარდის კუჭში შეკრულობა), დისტონიური რეაქციების განვითარება (უნებლიე მწვავე კრუნჩხვები და პოზების დარღვევა), აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი (სისხლძარღვების გაფართოებით და სისხლის დაგროვებით გამოწვეული მძიმე დეპრესია) და არითმია (გული ცემის რითმის დარღვევა). პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, ენცეფალოპათია (ტვინის ქსოვილის შეცვლით გამოწვეული დაავადება), კომა და ფატალური შედეგი.
THERAFLU FORTE-ს საჭიროზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ THERAFLU FORTE-ს მიღება:
თუ თქვენ დაგავიწყდათ THERAFLU FORTE-ს მიღება, ყოველ გახსენებაზე საჭიროა დავიწყებული დოზის მიღება და, საჭიროების შემთხვევაში, 6 საათის შემდეგ დოზის გამეორება *თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად).
THERAFLU FORTE-ს მიღების დასრულების შემდეგ წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებები:
ინფორმაცია არ არის მოცემული.
**4. როგორია მოსალოდნელი გვერდითი ჩვენებები? **
ისევე, როგორც ყველა წამალი, THERAFLU FORTE-ს შემცველობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შეიძლება წარმოექმნათ გარკვეული გვერდითი ჩვენებები.
ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი გვერდითი ჩვენებების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
· კანის სიწითლის და ქავილის მაგვარი კანის ალერგიული რეაქციები.
· პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ანემია, ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში კი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური სიწითლე, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, პლანციტოპენია).
· სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (აგრანულოციტოზი).
· ლეიელის სინდრომი (ფატალური შედეგების ჩათვლით, ტოქსიკურ-ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლებით და სხვადასხვა ინფექციებით გამოწვეული კანის დაავადება).
· სტივენ-ჯონსის სინდრომი (კანზე და თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევები, შეშუპება და სიწითლე).
· მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მაღალი სიცხის თანმდევი მწვავე გამონაყარი და ჩირქით სავსე ბუშტუკები.
· ასთმა და სუნთქვის უკმარისობა.
· პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ღვიძლის სერიოზული დაზიანება.
· ღვიძლის ფერმენტების ზრდა.
ზემოაღნიშნული ჩვენებები წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულ გვერდით ჩვენებებს. ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
ქვემოთ აღნიშნული გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოექმნას შემცირებული სიხშირის მიხედვით;
· ძალიან გავრცელებული: შეიძლება წარმოექმნას 10 პაციენტიდან ყსულ მცირე ერთს.
· გავრცელებული: შეიძლება წარმოექმნას 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
· არ გავრცელებული: შეიძლება წარმოექმნას 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
· იშვიათი: შეიძლება წარმოექმნას 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
· იშვიათი: შეიძლება წარმოექმნას 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
· ძალიან იშვიათი: შეიძლება წარმოექმნას 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
· უცნობი: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მონაცემები არ მოიპოვება.
გავრცელებული:
· თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, შეშუპება.
· ზედა სასუნთქი გზის დაავადების სიმპტომები.
· გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, გაზების გამო კუჭნაწლავის შებერილობა, მუცლის ტკივილი, კუჭში შეკრულობა.
არ გავრცელებული:
· კუჭნაწლავის სისხლდენა.
· პრეპარატის ხანგრძლივი მოხმარების გამო თირკმელებზე ყსაზიანო ეფექტის მოხდენა.
იშვიათი:
· სისხლის თრომბოციტების რაოდენობის შემცირების (თრომბოციტოპენიის), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირების (ლეიკოპენიის), წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირების (პანციტოპენიის), ანემიის, ჰემოლიზური ანემიის მაგვარი სისხლის ცვლილებები.
· ალერგიული რეაქციები, ანაფილაქტიკური შოკი (ხელ-ფეხის, სახის და ტუჩების დასიება ან სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი დასიება).
· კანზე გამონაყარი, ქავილი, ალერგიული დასიება, სახის, ენის და ყელის დასიება )ანგიონევროზული შეშუპება), გავრცელებული გამონაყარი გამონადენით (მწვავე გენერალიზებული აქსანთემატოზური პუსტულოზი)~ ხელებზე, სახეზე და ფეხებზე მაქმანის მაგვარი სიწითლის გამომწვევი ალერგიული მგრძნობელობა (ულტიფორმული ერითემა).
· ფილტვებში ჰაერის უკმარისობის გამომწვევი ასთმის გამომწვევი სიმპტომები (ბრონქოსპაზმი),ბრონქული სეკრეციის გასქელება.
· ფაღარათი, საჭმლის ვერ მონელება.
· ღვიძლში დარღვევები, სიყვითლის ჩათვლით, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება).
· სისუსტე, გულმკერდის შებოჭილობა.
· მადის დაკარგვა.
· დეპრესია, კოშმარების დანახვა.
· გაღიზიანებადობა, კონცენტრაციის დარღვევა.
· ბუნდოვანი ხედვა.
· ყურებში წუილი.
· გულისცემის რითმის აჩქარება (ტაქიკარდია),გულისცემის რითმის დარღვევა (არითმია).
· დაბალი წნევა.
ძალიან იშვიათი:
· ლეიელის სინდრომი (წამლებით და სხვადასხვა ინფექციებით გამოწვეული კანის დაავადება).
· სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება.
· ასპირინზე და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე მგრძნობელობის მქონე პირებში სუნთქვის უკმარისობა (ბრონქოსპაზმი).
უცნობი:
· იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობა (ბრონქოსპაზმი), ალერგიის დადებითი შედეგის მქონე ტესტი, სისხლის ზოგიერთი უჯრედების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).
· ცენტრალურ ნერვულ სისტემის აღგზნება, ტვინის ანთება (ენცეფალოპათია), უძილობა, ხელის კანკალი (თრთოლა).
· გაღიზიანებადობა (სტიმულატორებზე ჰიპერმგრძნობელობა), შფოთვა, ღელვა.
· კუნთების შეკუმშვა და კოორდინაციის დარღვევა.
· შარდის შეკავება.
· ექსფოლიატიური დერმატიტის (კანის სიწითლე და აქერცვლა) ჩათვლით, ალერგიული რეაქციები, სინათლეზე მგრძნობელობა, კანის რეაქციები, ჭინჭრის ციება.
· სუსტი თავბრუსხვევის გამო, სედაცია, რომელიც გადადის ღრმა ძილში, თავის ტკივილი, ბავშვებში პარადოქსული აღგზნება (სხეულის ორგანოების სტიმულირება), ხანდაზმულ პირებში კონფუზიური ყფსიქოზი (გონების გაფანტულობა და ნერვული აშლილობა).
· პირის სიმშრალე.
· შარდვის გაძნელება, მტკივნეული შარდვა.
· თვალის გუგების გაფართოება, თვალის წინა ნაწილში არსებული სითხის დინების შემცირებით გამოწვეული თვალის ~შიდა წნევის ზრდა (მწვავე კუთხოვანი გლაუკომა).
ნებისმიერი ზემოაღნიშნული ჩვენების გამწვავების ან წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
**გვერდითი ჩვენებების მოხსენება: **
წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
**5. THERAFLU FORTE-ს შენახვა: **
შეინახეთ პრეპარატი ბავშვების ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში.
შეინახეთ პრეპარატი 250C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.
გამოიყენეთ პრეპარატი მისი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ THERAFLU FORTE-ს მოხმარება დაუშვებელია.
შეფუთვაზე დაზიანების შემჩნევის შემთხვევაში, THERAFLU FORTE-ს მოხმარება დაუშვებელია.
ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდირებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს.
ტერაფლუფორტე20****ტაბლეტი
შემადგენლობა
აქტიურინივთიერებები**:** თითოეული აბი შეიცავს 650 მილიგრამ პარაცეტამოლს, 10 მილიგრამ ფენილეფრინ ჰიდროქლორიდს და 4 მილიგრამ ქლორფენირამინ მალეატს.
დამხმარენივთიერებები: კოლოიდური სილიციუმი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (საქონლის რძისგან მიღებული), მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, პოლიეთილენ გლიკოლი, ყვითელი ქინოლინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მეთილ პარაჰიდროქსი ბენზოატი (E218), მეთილის ცელულოზა.
1.ტერაფლუ ფორტედამისიგამოყენება****
ტერაფლუ ფორტე წარმოადგენს გარსით დაფარულ, აბის ფორმის პრეპარატს. ტერაფლუ ფორტეს პასტელური ყვითელი ფერის აბები წაგრძელებულია და დახრილი ნაპირებითაა.
ტერაფლუ ფორტე წარმოადგენს სამი აქტიური ნივთიერების: დეკონგესანტის (ფენილფრინის ჰიდროქლორიდი), ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი (პაარცეტამოლი) და ანტიჰისტამინური საშუალების (ქლორფენირამინ მალეატი) შემცველ პრეპარატს, რომელიც ხსნის ლორწოვანი გარსის შეშუპებას.
ტრეაფლუ ფორტე გასაყიდად წარმოდგენილია შემოგარსული 20 აბის შემცველ ბლისტერებში და ორიგინალ შეფუთვაში.
ტერაფლუ ფორტე შეიცავს საქონლის რძისგან მიღებულ ლაქტოზას.
ტერაფლუ ფორტე ამცირებს გრიპით და გაციებით გამოწვეულ სიმპტომებს: თავის ტკივილს, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიცხეს და კანკალს, სურდოს და ცემინებას.
2.ტერაფლუ ფორტესმოხმარებამდე****გასათვალისწინებელი ინფორმაცია
ტერაფლუ ფორტეს მოხმარება დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში:
– თუ გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერებების ან ადრენომიმეტურ (ადრენერგულ) სხვა პრეპარატებზე ან ტერაფლუ ფორტეს შემცველობაში არსებულ ნებისმიერი ნივთიერების მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია);
– თუ ღებულობთ ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ღებულობდით დეპრესიის, ფსიქიკური და ემოციური დარღვევების ან პარკინსონის დაავადებების სამკურნალო საშუალებას - მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორს (MAOI – ფერმენტ მონოამინოქსიდაზას დამთრგუნველი პრეპარატები);
– გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის (CHILD-PUGH > 9) ან თირკმელების დაავადებები;
– მაღალი წნევა ან გულის რითმის დაავადებები;
– მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში ნარჩენი შარდი, პროსტატის ადენომა;
– საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციული მდგომარეობები;
– კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
– ფილტვების დაავადებები, მათ შორის, ასთმა;
– გლაუკომა;
– ფერმენტ გლუკოზა 6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი;
– შაქრიანი დიაბეტი;
– ეპილეფსია;
– ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი პროდუქცია (ჰიპერთიროიდიზმი);
– პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების გამოყენება;
– ბეტა ბლოკატორებით მკურნალობა;
– ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით მკურნალობა;
– ცხვირის დეკონგესანტის და მადის დამაქვეითებელი პრეპარატების გამოყენება;
– ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, რომელიც იწვევს ადრენალინის რაოდენობის ზრდას);
– ორსულობა და ლაქტაცია;
– 12 წლამდე ასაკი.
ტერაფლუ ფორტე მიღების დროს საჭიროა სიფრთხილე ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში:
· ალკოჰოლის მიღება;
· ალკოჰოლის რეგულარული მიღებით გამოწვეული ღვიძლის დაავადება;
· ანამნეზში გულისცემის რითმის დარღვევა Torsades de Pointes-თან დაკავშირებული QT-ის გახანგრძლივება;
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
· თირკმელების და ღვიძლის დაავადება;
· ცერებრული ათეროსკლეროზი;
· დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული წნევის ვარდნა (იდიოპათიურ-ორთოსტატული ჰიპოტენზია);
· ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
· შარდვის პრობლემები, რომლის დროსაც პროსტატის ზომები გაზრდილია;
· ბრონქული ასთმა;
· შაქრიანი დიაბეტი;
· საკვების რეგულარულად არასაკმარისად მიღება (ქრონიკული არასრულფასოვანი კვება) და სითხის დიდი ოდენობით დაკარგვა (დეჰიდრადაცია);
· ღვიძლის ფერმენტების მომატება (მაგალითად, ალანინ ამინოტრანსფერაზის (ALT) დონის) და დროებითი სიყვითლისმაგვარი გენეტიკური დაავადება - გილბერტის სინდრომი;
· ოპერაციული ჩარევის წინ;
· ანემია;
· სუნთქვის პრობლემების (ასთმის, ემფიზემის ან ქრონიკული ბრონქიტისმაგვარი დაავადებისას) შემთხვევაში, ტერაფლუ ფორტე მიიღება ექიმს მეთვალყურეობის ქვეშ.
ტერაფლუ ფორტეს რეკომენდებულზე უფრო ხანგრძლივი ან უფრო ხანმოკლე დროის განმავლობაში მიღება დაუშვებელია. ტერაფლუ ფორტეს რეკომენდებულზე უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ღვიძლის დაზიანება, ვინაიდან ის შეიცავს პარაცეტამოლს.
პარაცეტამოლის მაღალი დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული მოწამლვა.
პარაცეტამოლის შემცველი ამ პროდუქტის პირველი დოზის მიღების შემდეგ შესაძლოა ისეთი სიმპტომების განვითარება, როგორიცაა კანის სიწითლე, გამონაყარი ან კანის რეაქცია. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, საჭიროა სხვა ალტერნატიული პრეპარატის მიღება. კანის ამგვარი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, ამ პრეპარატის ან პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგის მქონე კანის რეაქციები.
თუ პრეპარატის მიღების მიუხედავად, 3-5 დღეში სიმპტომები არ გაუმჯობესდა, ან ცხელების გაგრძელებისას 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ასევე კანზე გამონაყარის (ჭინჭრის ციების) ან თავის ტკივილის არსებობის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ტერაფლუ ფორტეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება დაუშვებელია. ტერაფლუ ფორტესთან ერთად პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების მიღება არ არის რეკომენდებული. დღიური მაქსიმალური დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული დაზიანება.
გლუტათიონის დონის დაქვეითების, ალკოჰოლის რეგულარულად მიღების გამო მადის დაკარგვის (ანორექსიის), სხეულის მასის დაბალი ინდექსის ან არასაკმარისად კვების შემთხვევაში, ღვიძლის ფუნქციების დარღვევის რისკის არსებობის გამო, ამ პრეპარატის მიღების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა.
გლუტათიონის ნაკლებობის შემთხვევაში, ტერაფლუ ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური აციდოზის წარმოქმნის რისკის ზრდა. მეტაბოლური აციდოზის სიმპტომებია:
– ღრმა, აჩქარებული და გაძნელებული სუნთქვა;
– გულისრევის შეგრძნება და ღებინება;
– მადის დაკარგვა.
ამ ნიშნებისას ან თუ ასეთი ნიშნების გამოვლენას წარსულში ჰქონდა ადგილი, რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ტერაფლუ ფორტესსაკვებთან დასასმელთანერთადმიღება
ტერაფლუ ფორტეს ალკოჰოლთან ერთად მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ღვიძლის დაზიანება. ამიტომ ამ პრეპარატის მიღების დროს ალკოჰოლური სასმელების მიღება დაუშვებელია.
ორსულობა
პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში, ტერაფლუ ფორტეს მიღება ორსულობის დროს არ არის რეკომენდირებული.
თუ ამ პრეპარატის მიღების დროს შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ, რჩევისათვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთიკვება
პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში, ბავშვის ძუძუთი კვების დროს ტერაფლუ ფორტეს მიღება არ არის რეკომენდირებული.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვა****
ტერაფლუ ფორტეს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება. ამიტომ ავტომობილის მართვისა და ხელსაწყოს მოხმარების დროს, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
მნიშვნელოვანიინფორმაციატერაფლუ ფორტესშემცველობაშიარსებულიზოგიერთიდამხმარენივთიერებებისშესახებ****
ტერაფლუ ფორტე შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ ადრე ექიმმა შეგატყობინათ, რომ აუტანლობა გაქვთ ზოგიერთი შაქრების მიმართ, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ტერაფლუ ფორტე შეიცავს მეთილ პარაჰიდროქსი ბენზოატს. ამან კი თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (სავარაუდოდ დაგვიანებული).
ტერაფლუ ფორტე შეიცავს ყვითელ ქინოლინს. ყვითელმა ქინოლინმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
სხვაწამლებთანერთადმოხმარება
მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI - მონოამინოქსიდაზის ფერმენტის დამთრგუნველი პრეპარატები) გამოიყენება დეპრესიის და პარკინსონის დაავადების მკურნალობის დროს. MAOI-ს მოხმარების ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში მისი მიღების შემთხვევაში, ტერაფლუ ფორტეს მიღება არ არის რეკომენდებული.
ზოგიერთ პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ტერაფლუ ფორტეს ეფექტის ცვლილება. აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ქვემოთ აღნიშნული პრეპარატების მიღების შემთხვევაში:
– დამამშვიდებელი პრეპარატები (სედატიური საშუალებები და ტრანკვილიზატორები);
– კუჭის დაცლის შემაფერხებელი პრეპარატები (მაგალითად, პროპანტელინი);
– კუჭის დაცლის დამაჩქარებელი პრეპარატები (მაგალითად, მეტოკლოპრამიდი და დემპერიდონი);
– ქოლესტირამინი - ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატი;
– ღვიძლის ფერმენტების მასტიმულირებელი პრეპარატები, მაგალითად, საძილე საშუალებები, ეპილეფსიის დროს გამოსაყენებელი მედიკამენტები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი და კარბამაზეპინი) და ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები (რიფამპიცინი, იზონიაზიდი);
– ანტიბიოტიკი ქლორამფენიკოლი;
– ვარფარინი და კუმარინული ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების შემაფერხებელი პრეპარატები);
– ზიდოვუდინი (შიდსის დროს გამოსაყენებელი პრეპარატი);
– გულისრევის და ღებინების პრევენციისათვის გამოსაყენებელი პრეპარატები (ტროპისეტრონი და გრანისეტრონი);
– სპირტი;
– ანტიდეპრესანტები (იმიპრამინი, ამიტრიპტილინი, მცენარე კრაზანას პრეპარატები);
– გულის დაავადებებისა და ასთმის სამკურნალო პრეპარატები (სიმპათომიმეტიკები);
– გულის რითმის დარღვევისა და წნევის სამკურნალო პრეპარატები (ბეტა-ბლოკატორები, დებრისოქინი, გუანეტიდინი, რეზერპინი);
– შაკიკის სამკურნალო პრეპარატები (ერგტოამინი და მეთილსერგიტი);
– ნერვული სისტემის სტიმულაციის შესამცირებელი ანტიქოლინერგული პრეპარატები (მაგალითად, ზოგიერთი ფსიქოტროპული პრეპარატი, ატროპინი და შარდის შეუკავებლობის სამკურნალო პრეპარატები);
– გულის დაავადებების დროს გამოსაყენებელი დიგოქსინი და საგულე გლიკოზიდები;
– მშობიარობის მასტიმულირებელი ოქსიტოცინი;
– პოდაგრის დაავადების (სახსრების დაავადება) სამკურნალო საშუალება პრობენეციდი;
– ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან ერთად პარაცეტამოლის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები;
– რეკომენდებულია თავის შეკავება ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ერთზე მეტი პრეპარატთან კომბინაციის გამოყენებისაგან;
– პარაცეტამოლმა, განსაკუთრებით, პოდაგრის დაავადების დროს სისხლში შარდმჟავის დონის განსაზღვრისათვის გამოსაყენებელმა ფოსფორ-ვოლფრამმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდმჟავის ანალიზის შედეგებზე;
– ალერგიის ტესტების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე საჭიროა ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტა;
– პარაცეტამოლის ან შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებების შემცველი მედიკამენტების გრიპის და გაციების სიმპტომების სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღება დაუშვებელია;
– ანტიქოლინერგული პრეპარატები (მაგალითად, ზოგიერთი ფსიქიატრიული პრეპარატები, ატროპინი და შარდის შეუკავებლობის სამკურნალო პრეპარატები).
რეცეპტით გამოწერილი ან ურეცეპტოდ გაცემული ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3.ტერაფლუ ფორტესმოხმარებისწესი
ინსტრუქციებისათანადომოხმარებისდადოზის**/მოხმარებისსიხშირისშესახებ**
მკურნალი ექიმის მიერ განსხვავებული დოზით დანიშნულების არარსებობის შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მიიღოთ ქვემოთ მოცემული დოზით:
12 წელზე მეტი ასაკის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის:
ყოველ 6 საათში ერთხელ საჭიროა 1 აბის მიღება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, მკურნალი ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ყოველ 4 საათში 1 აბი. დღეში 6 აბზე მეტის მიღება არ არის რეკომენდებული.
ტერაფლუ ფორტეს 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღება არ არის რეკომენდებული.
მოხმარებისხერხიდამეთოდი:
ტერაფლუ ფორტე უნდა მიიღოთ წყლის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით (მაგალითად, ერთი ჭიქა წყალი).
ტერაფლუ ფორტე შეგიძლიათ მიიღოთ უზმოზე ან ჭამის შემდეგ.
სხვადასხვაასაკობრივიჯგუფები****
ბავშვებისმიერმოხმარება****
12 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებისათვის ტერაფლუ ფორტეს მიღება არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმულიპირებისმიერმოხმარება
ხანდაზმული პირებისათვის ტერაფლუ ფორტეს მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის მოპოვებული.
მოხმარებისგანსაკუთრებულიშემთხვევები****
თირკმელების და ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებისათვის ტერაფლუ ფორტე მიღების დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
ღვიძლის ან თირკმელების მწვავე უკმარისობის მქონე პირებისათვის ტერაფლუ ფორტეს მიღება არ არის რეკომენდებული.
იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ ტერაფლუ ფორტეს ძლიერ ან სუსტ მოქმედებას, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტერაფლუ ფორტესაჭიროზედიდიდოზითმიღება****
პრეპარატის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიფერმკრთალე, გულისრევა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში, სიმპტომები შეიძლება რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოვლინდეს. ამიტომ ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. მოკლე დროში მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ღვიძლის მოწამლვა. ალკოჰოლის მომხმარებელ ღვიძლის დაავადების მქონე პირებში, ჭარბი დოზის გამო, ზიანის მიღების ალბათობა უფრო დიდია. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივი მკურნალობის ჩატარება.
დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელი სიმპტომები „გვერდითი მოვლენების“ თავში აღნიშნულის მსგავსია. აგრეთვე შეიძლება წარმოიქმნას ისეთი სერიოზული მოვლენები, როგორიცაა გონების არევა, ჰალუცინაციები, გულის შეტევა და რითმის დარღვევები.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება ასევე ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მოდუნება, ცენტრალური ნერვული სისტემის პარადოქსული აგზნება, ტოქსიკური ფსიქოზი (განწყობის დარღვევა), კრუნჩხვები, აპნოე (სუნთქვის დროებითი გაჩერება), ანტიქოლინერგული ეფექტები (მხედველობის დაბინდვა, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, შეკრულობა), დისტონიური რეაქციების განვითარება, აგრეთვე გულ- სისხლძარღვთა კოლაფსი და არითმია (გულის რითმის დარღვევა). პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, ენცეფალოპათია (ტვინის ქსოვილის დაზიანება), კომა და ფატალური შედეგი.
ტერაფლუ ფორტეს საჭიროზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტერაფლუ ფორტეს დოზის გამოტოვება****
თუ დაგავიწყდათ ტერაფლუ ფორტეს მიღება, გახსენებისთანავე მიიღეთ გამოტოვებული დოზა, საჭიროების შემთხვევაში, 6 საათის შემდეგ შესაძლებელია დოზის გამეორება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ტერაფლუ ფორტესმიღებისდასრულებისშემდეგწარმოქმნილიგვერდითიმოვლენები****
ინფორმაცია არ არის მოცემული.
4.მოსალოდნელიგვერდითი****მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, ტერაფლუ ფორტეს შემთხვევაშიც, გამორიცხული არ არის გვერდითი მოვლენების განვითარება, თუმცა ყველას არ უვითარდება.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში:
– კანის სიწითლის და ქავილის მაგვარი კანის ალერგიული რეაქციები.
– პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს
ანემია;
– ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში შესაძლოა, სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური სიწითლე, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, პლანციტოპენია);
– სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (აგრანულოციტოზი);
– ლაიელის სინდრომი (ფატალური შედეგების ჩათვლით, ტოქსიკურ-ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლებით და სხვადასხვა ინფექციებით გამოწვეული კანის დაავადება);
– სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანზე და თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევები, შეშუპება და სიწითლე);
– მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მაღალი სიცხის თანხლებით მწვავე გამონაყარი და ჩირქით სავსე ბუშტუკები);
– ასთმა და სუნთქვის უკმარისობა;
– პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ღვიძლის სერიოზული დაზიანება;
– ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.
ეს მოვლენები წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულ გვერდით რეაქციებს. ზემოთ აღნიშნული რაიმე გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები შეიძლება წარმოიქმნას შემდეგი სიხშირის მიხედვით:
ძალიან****ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთ პაციენტში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტ პაციენტში.
არახშირ****ი : შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტ პაციენტში.
იშვიათი**:** შეიძლება გამოვლინდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტ პაციენტში.
ძალიანიშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი**:** არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი.
ხშირი**:**
· თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, შეშუპება.
· ზედა სასუნთქი გზის დაავადების სიმპტომები.
· გულისრევა, ღებინება, შებერილობა, მუცლის ტკივილი, შეკრულობა.
არახშირი:
· კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.
· პრეპარატის ხანგრძლივი მოხმარების გამო თირკმელებზე მავნე ზეგავლენა.
იშვიათი**:**
· სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), ანემია, ჰემოლიზური ანემიისმაგვარი სისხლის ცვლილებები.
· ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი (კიდურების, სახის და ტუჩების შეშუპება ან სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი შეშუპება).
· კანზე გამონაყარი, ქავილი, ალერგიული შეშუპება, სახის, ენის და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), გავრცელებული გამონაყარი გამონადენით (მწვავე გენერალიზებული ექსანთემატოზური პუსტულოზი) ხელებზე, სახეზე და ფეხებზე მაქმანის მაგვარი სიწითლის გამომწვევი ალერგიული მგრძნობელობა (მულტიფორმული ერითემა).
· ფილტვებში ჰაერის უკმარისობის გამომწვევი ასთმური სიმპტომები (ბრონქოსპაზმი), ბრონქული სეკრეციის გასქელება.
· ფაღარათი, საჭმლის მონელების დარღვევა.
· ღვიძლში დარღვევები, სიყვითლის ჩათვლით, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება).
· სისუსტე, გულმკერდის შებოჭილობა.
· მადის დაკარგვა.
· დეპრესია, კოშმარები.
· გაღიზიანებადობა, კონცენტრაციის დარღვევა.
· ბუნდოვანი ხედვა.
· ყურებში შუილი.
· გულის რითმის აჩქარება (ტაქიკარდია), გულის რითმის დარღვევა (არითმია).
· დაბალი წნევა.
ძალიანიშვიათი:
· ლაიელის სინდრომი (მედიკამენტური და სხვადასხვა ინფექციებით გამოწვეული კანის დაავადება).
· სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება.
· ასპირინზე და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულ საშუალებებზე მგრძნობელობის მქონე პირებში სუნთქვის უკმარისობა (ბრონქოსპაზმი).
უცნობი**:**
· იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობა (ბრონქოსპაზმი), ალერგიის დადებითი შედეგის მქონე ტესტი, სისხლის ზოგიერთი უჯრედების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).
· ცენტრალურ ნერვული სისტემის აღგზნება, ტვინის ანთება (ენცეფალოპათია), უძილობა, ხელის კანკალი (თრთოლა).
· გაღიზიანებადობა (სტიმულატორებზე ჰიპერმგრძნობელობა), შფოთვა, აგზნება.
· კუნთების შეკუმშვა და კოორდინაციის დარღვევა.
· შარდის შეკავება.
· ექსფოლიაციური დერმატიტი (კანის სიწითლე და აქერცვლა), ალერგიული რეაქციები, სინათლეზე მგრძნობელობა, კანის რეაქციები, ჭინჭრის ციება.
· თავბრუსხვევა, სედაცია, რომელიც გადადის ღრმა ძილში, თავის ტკივილი, ბავშვებში პარადოქსული აღგზნება (სხეულის ორგანოების სტიმულირება), ხანდაზმულ პირებში კონფუზიური ფსიქოზი (გონების გაფანტულობა და ნერვული აშლილობა).
· პირის სიმშრალე.
· შარდვის გაძნელება, მტკივნეული შარდვა.
· თვალის გუგების გაფართოება, თვალის წინა ნაწილში არსებული სითხის დინების შემცირებით გამოწვეული თვალშიდა წნევის ზრდა (მწვავე კუთხოვანი გლაუკომა).
ნებისმიერი ზემოაღნიშნული მოვლენის გამწვავების ან წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითიჩვენებებისმოხსენება****
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის, ისეთი გვერდითი მოვლენის შემჩნევისას, რაც შესაძლოა არ იყოს ზემოთ აღნიშნული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
5.ტერაფლუ ფორტესშენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში.
შეინახეთ პრეპარატი 25°C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.
გამოიყენეთ პრეპარატი მისი ვარგისობის ვადის შესაბამისად.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით