პერიდოქსი-ავერსი - PERIDOX-AVERSI
პერიდოქსი-ავერსი - PERIDOX-AVERSI

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, B ჯგუფის ვიტამინები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

პერიდოქსი - ავერსი

(PERIDOX - AVERSI)

ზოგადიდახასიათება:

საერთაშორისოარაპატენტირებულიდასახელება**:**

ნიკოტინამიდი; პირიდოქსინი; მეკობალამინი.

ძირითადიფიზიკურ-ქიმიურითვისებები**:**

გამჭვირვალე წითელი ფერის ხსნარი;

შემადგენლობა**:**

2 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს:

ნიკოტინამიდს (ვიტ. B3) – 100 მგ;

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტ. B6) – 100 მგ;

მეკობალამინს (ვიტ. B12) – 1000 მკგ.

დამხმარენივთიერებები: ყინულოვანი ძმარმჟავა, უწყლო ნატრიუმის აცეტატი, ბენზილის სპირტი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

გამოშვებისფორმა:

საინექციო ხსნარი, 2 მლ.

ფარმაკოლოგიურიჯგუფი:

B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი.

ათქ-კოდი: A11EA.

ფარმაკოლოგიურითვისებები:

პერიდოქსი-ავერსი წარმოადგენს ვიტამინების B3, B6 და B12-ის კოფერმენტის, მეკობალამინის, კომბინირებულ პრეპარატს.

B ჯგუფის ვიტამინები შედიან რიგი ფერმენტული სისტემების შემადგენლობაში და ამგვარად მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლის რეგულაციაში.

ნიკოტინამიდი (ვიტ. B3) მონაწილეობს უჯრედში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, აუმჯობესებს ნახშირწყლოვან და აზოტოვან ცვლას, ახდენს ლიპიდური ცვლის ნორმალიზებას, ამცირებს სისხლში ათეროგენული ლიპოპროტეინების დონეს. ნიკოტინამიდი არეგულირებს წყლისა და ელექტროლიტების ცვლას. ნიკოტინამიდის ფარმაკოლოგიური მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე განპირობებულია მისი სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით. იგი აუცილებელია ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, დადებითად მოქმედებს კანისა და ლორწოვანი გარსების მდგომარეობაზე. გააჩნია პელაგრის საწინააღმდეგო მოქმედება.

პირიდოქსინი (ვიტ. B6) მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმში. აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მონაწილეობს ნეირომედიატორების (დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი, ჰისტამინი) ბიოსინთეზში, ასტიმულირებს ჰემოპოეზს. არეგულირებს კალიუმისა და ნატრიუმის ბალანსს ორგანიზმში და ზრდის დიურეზს. ათეროსკლეროზის დროს ვიტამინი B6 აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას.

მეკობალამინი არის ვიტამინი B12 - ის კოფერმენტი, რომელიც წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას. იგი B12 ვიტამინის ერთადერთი ნეიროაქტიური ფორმაა, რომელიც აღარ საჭიროებს გარდაქმნას. მისი ათვისება ხდება მომენტალურად და სრულყოფილად ორგანიზმის მიერ. მეკობალამინი უკეთესად ტრანსპორტირდება ნერვულ ქსოვილში ციანკობალამინთან შედარებით. მისი მოქმედება 130-150-ჯერ აღემატება ციანკობალამინისას. იგი აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისათვის, მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში, ტრანსმეთილირების პროცესებში, მიელინურ გარსში ლიპოპროტეიდების სინთეზისათვის აუცილებელი ფერმენტების წარმოქმნაში. მეკობალამინი ააქტივებს ფერმენტ მეთიონინ სინთაზას, რომელიც უზრუნველყოფს ჰომოცისტეინის დაშლას მეთიონინამდე. ჰომოცისტეინის დონის შემცირებით მეკობალამინი იცავს სისხლძარღვების კედლებს დაზიანებისგან, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. იგი ასევე ხელს უწყობს კრეატინის სინთეზს. მონაწილეობს ლიპოტროპული ფაქტორის–ქოლინის სინთეზში. გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დეგენერაციას.

ფარმაკოკინეტიკა:

პირიდოქსინი მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი). პირიდოქსალფოსფატი უკავშირდება პლაზმის ცილებს 90%-ით. გადანაწილდება უპირატესად კუნთებში, ღვიძლსა და ცნს-ში. T 1/2 შეადგენს 15-20 დღეს. გადალახავს პლაცენტურ ბარიერს, აღწევს დედის რძეში. გამოიყოფა თირკმლებით.

ნიკოტინამიდი სწრაფად გადანაწილდება ქსოვილებში. გაივლის პლაცენტურ ბარიერს და გადადის დედის რძეში. ღვიძლში მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება მეთილნიკოტინამიდი. გამოიყოფა თირკმლებით.

მეკობალამინის ი/მ შეყვანისას კონცენტრაციის პლაზმური პიკი მიიღწევა ერთი საათის შემდეგ, დეპონირდება ძირითადად ღვიძლში. გადალახავს პლაცენტურ ბარიერს, აღწევს დედის რძეში. გამოიყოფა ნაღველთან და შარდთან ერთად.

ჩვენება:

- პერიფერიული ნეიროპათია;

- კომპრესიული ნეიროპათია;

- დიაბეტური ნეიროპათია;

- სხვა ნევროლოგიური დარღვევები: პარკინსონის დაავადება, ალცჰაიმერის დაავადება, ეპილეფსია, ბავშვთა ცერებრული დამბლა;

- კოგნიტიური ფუნქციების და მეხსიერების გაუარესება, ძილის დარღვევა;

- მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული B12 ვიტამინის უკმარისობით, ჰიპერჰომოცისტეინემია;

მიღებისწესიდა****დოზირება:

პერიდოქსი-ავერსის საინექციო ხსნარი ღრმად შეიყვანება კუნთში. მწვავე მდგომარეობის დროს ინიშნება ერთი ამპულა ერთხელ დღეში სიმპტომების გაქრობამდე. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ - თითო ამპულა 1-3-ჯერ კვირაში.

გვერდითი****მოვლენები:

ნიკოტინამიდი: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, თავბრუ, სახის წამოხურება, სისხლის მოწოლის შეგრძნება თავში. ნიკოტინამიდის ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის განვითარება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ზეწოლის შეგრძნება კიდურებზე, ასევე ლაქტაციის შემცირება.

პირიდოქსინი: პარესთეზია, ძილიანობა, ფოლიუმის მჟავას დონის დაქვეითება.

მეკობალამინი: ჰიპოტენზია, ქოშინი; იშვიათად-თავის ტკივილი, წამოხურება, ალერგიული რეაქცია მეკობალამინზე. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

ახალშობილები; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

ვიტამინი B6 ამცირებს ლევოდოფას ანტიპარკინსონულ ეფექტს. ორალური კონტრაცეპტივებით, იზონიაზიდით, პენიცილინით, ციკლოსერინით და თიოსემიკარბაზინით ერთდროული მკურნალობისას ვიტამინი B6–ის კონცენტრაცია სისხლში მცირდება.

ჰიპერდოზირება:

მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

ორსულობადალაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენები არ არის.

განსაკუთრებული****მითითებები:

პრეპარატის თითოეული ამპულა განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს ამპულის გახსნისთანავე, რადგან მეკობალამინი განიცდის ფოტოლიზს. დანიშვნა არ შეიძლება პაციენტებისთვის ზურგის ტვინის ქვემწვავე დეგენერაციით, რადგან მეკობალამინმა შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების შენიღბვა. პერიდოქსი-ავერსი ინექციის სახით არ გამოიყენება ახალშობილებში ბენზილის სპირტის შემცველობის გამო.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:

2 მლ ამპულაში, 5 ამპულა კონტეინერში, 1 კონტეინერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის****პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის****ვადა:

2 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდანგაცემისპირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი :

საქართველო 0198, თბილისი,

ჭირნახულის ქ. 14.

www.aversi.ge

საერთაშორისო დასახელება - Thiaminum+Pyridoxinum+Cyanocobalaminum
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
თიამინი; პირიდოქსინი; ციანოკობალამინი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ღია ვარდისფერი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;
შემადგენლობა:
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
თიამინის ჰიდროქლორიდს – 100 მგ;
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს – 200 მგ;
ციანოკობალამინს – 0.2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოვიდონი, მეთილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი;
აპკიანი გარსის შემადგენლობა: Opadry White 03F28342 (ჰიპრომელოზა 6 cP, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი, მაკროგოლი 6000).
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინი B1 ვიტამინ B6 და B12 კომბინაციაში.

ჩვენება:
პერიდოქსი ნაჩვენებია კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:
- B1, B6 და B12 ვიტამინების უკმარისობა ან გაზრდილი მოთხოვნა მათ მოხმარებაზე;
- ნერვული სისტემის სხვადასხვა ეთიოლოგიის დაავადებები: ნევრიტი და პოლინევრიტი (მათ შორის სახის ნერვის და რეტრობულბარული ნევრიტი), ნევრალგია (მათ შორის სამწვერა და ნეკნთაშუა ნერვების), პერიფერიული პარეზი და დამბლა, პოლინეიროპათია და ენცეფალოპათია (მათ შორის დიაბეტური და ალკოჰოლური), შემომსალტველი ლიქენი, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტით განპირობებული სისტემური ნევროლოგიური დაავადებები;
- სხვადასხვა გენეზის ანემია;
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, ართრალგია, მიალგია;
- რეკონვალესცენციის პერიოდი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ; ანტიბიოტიკების, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, სხივური და ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია; ქრონიკული ალკოჰოლიზმი.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით პერიდოქსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-3 ტაბლეტს დღეში. დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ. ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ვიტამინ B6-ის მაღალი დოზებით ხანგრძლივმა (6-12 თვეზე მეტი ხნით) გამოყენებამ შეიძლება ერთეულ შემთხვევებში გამოიწვიოს პერიფერიული სენსორული ნეიროპათია.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გამონაყარი კანზე, ქავილი.
სხვა: ტაქიკარდია, ოფლიანობა.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
აქტიური ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო პერიდოქსი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
პერიდოქსი-ავერსი 2მლ #5ა
  • სახელი: პერიდოქსი-ავერსი 2მლ #5ა
  • მწარმოებელი: „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Samrudh Pharmaceuticals Pvt Ltd(ინდოეთი)) (საქართველო)
  • შეფუთვა: (100მგ + 100მგ + 1000მკგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ნარინჯისფერი მინის ამპულა №5
Aversi 31.1 ლ
პერიდოქსი-ავერსი ი/მ ხსნარი საინექციო 2მლ ამპულა #5
  • სახელი: პერიდოქსი-ავერსი ი/მ ხსნარი საინექციო 2მლ ამპულა #5
  • მწარმოებელი: „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Samrudh Pharmaceuticals Pvt Ltd(ინდოეთი)) (საქართველო)
  • შეფუთვა: (100მგ + 100მგ + 1000მკგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ნარინჯისფერი მინის ამპულა №5
Pharmadepot 31.1 ლ
პერიდოქსი-ავერსი ი/მ ხსნარი საინექციო 2მლ ამპულა #5
  • სახელი: პერიდოქსი-ავერსი ი/მ ხსნარი საინექციო 2მლ ამპულა #5
  • მწარმოებელი: „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Samrudh Pharmaceuticals Pvt Ltd(ინდოეთი)) (საქართველო)
  • შეფუთვა: (100მგ + 100მგ + 1000მკგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ნარინჯისფერი მინის ამპულა №5
GPC 31.1 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა