ბრეტარისი ჯენუეირი - Bretaris Genuair
ბრეტარისი ჯენუეირი - Bretaris Genuair

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ანტიქოლინერგულები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ბრეტარისი ჯენუეირ 322მკგ/დ 60 დოზა

საინჰალაციო ფხვნილი

ბრეტარისი®ჯენუეირის®შემადგენლობა

მოქმედი****ნივთიერება : აკლიდინიუმის ბრომიდი.

ერთი გამოთავისუფლებული დოზა შეიცავს 375 მიკროგრამ აკლიდინიუმის ბრომიდს, რაც შეესაბამება 322 მიკროგრამ აკლიდინიუმს.

სხვა კომპონენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (იხ. პარაგრაფი „პრეპარატი ბრეტარისი ® ჯენუეირი ® შეიცავს ლაქტოზას“).

ბრეტარისი®ჯენუეირი®და****ხასიათება

ბრეტარისი ® ჯენუეირის ® მოქმედი ნივთიერება არის აკლიდინიუმის ბრომიდი, რომელიც მიეკუთვნება ბრონქოდილატატორების ჯგუფს. ბრონქოდილატატორების მოქმედება ადუნებს სასუნთქ გზებს და ეხმარება ბრონქიოლების გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ბრეტარისი ® ჯენუეირი ® წარმოადგენს მშრალი ფხვნილის ინჰალატორს, რომელიც სუნთქვის მეშვეობით ახდენს სამკურნალო საშუალების პირდაპირ მიწოდებას ფილტვებში. ეს აადვილებს სუნთქვას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების (ფქოდ) მქონე პაციენტებში.

გამოყენება****

პრეპარატი ბრეტარისი ® ჯენუეირი ® ხელს უწყობს სასუნთქი გზების გახსნას და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქებას, რომელიც წარმოადგენს ფილტვების მძიმე, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებას, როდესაც ადგილი აქვს სუნთქვის გაძნელებას. პრეპარატ ბრეტარისი ® ჯენუეირის ® რეგულარულად გამოყენებას შეუძლია დაეხმაროს დაავადებით გამოწვეული სუნთქვის გახშირებისას, ხელი შეუწყოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაავადების გავლენის მინიმუმამდე დაქვეითებას და შეტევების შემცირებას (ფქოდ-ის სიმპტომების დამძიმება რამდენიმე დღის განმავლობაში).

უკუჩვენებებიდასიფრთხილის****ზომები

ბრეტარისი®ჯენუეირის®გამოყენებაარშეიძლებაშემდეგშემთხვევებში****:

- ალერგია აკლიდინიუმის ბრომიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში „შემადგენლობა“).

ბრეტარისი ® ჯენუეირის ® გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან.

- თუ ახლო წარსულში გქონდათ დარღვევები გულის მხრივ.

- თუ სინათლის წყაროს ან ფერადი გამოსახულებების გარშემო ხედავთ ჰალოს (გლაუკომა).

- თუ გაქვთ წინამდებარე ჯირკვლის გადიდება, შარდის გამოყოფის დარღვევა ან შარდის შეკავება.

ბრეტარისი ® ჯენუეირი ® განკუთვნილია შემანარჩუნებელი თერაპიისთვის და არ უნდა იქნას გამოყენებული ქოშინის ან მსტვინავი სუნთქვის უეცარი შეტევების სამკურნალოდ. დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ არ ხდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომების (ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა, ხველა) კუპირება ან ადგილი აქვს მათ გაღრმავებას.

პირის სიმშრალემ, რომელიც აღინიშნება ისეთი პრეპარატების მიღებისას, როგორიცაა ბრეტარისი ® ჯენუეირი®, შეიძლება მიგვიყვანოს კბილების კარიესამდე პრეპარატის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში. ამიტომ გახსოვდეთ, რომ ყურადღება უნდა დაუთმოთ პირის ღრუს ჰიგიენას.

პრეპარატ ბრეტარისი ® ჯენუეირის® მიღება უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის:

- თუ გაქვთ გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხველა, მსტვინავი სუნთქვა ან ქოშინი პრეპარატის მიღებისთანავე. ეს შესაძლოა იყოს ისეთი მდგომარეობის ნიშანი, რომელსაც ეწოდება ბრონქოსპაზმი.

ბავშვებიდამოზარდები

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატბრეტარისი ® ჯენუეირის ®

გამოყენება არ შეიძლება.

სხვასამკურნალოსაშუალებებისადაბრეტარისი®ჯენუეირის®მიღება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ ანალოგიურ სამკურნალო საშუალებებს სუნთქვის დარღვევების სამკურნალოდ, მაგალითად, თიოტროპიუმის და იპრატროპიუმის შემცველ პრეპარატებს. ამ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ბრეტარისი ® ჯენუეირის®გამოყენება ამ სამკურნალო საშუალებებთან ერთად რეკომენდებული არ არის.

ორსულობადაძუძუთი****კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე, ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატ ბრეტარისი ® ჯენუეირის ® გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება.

ზემოქმედებასატრანსპორტოსაშუალებებისმართვისადამექანიზმებთანმუშაობის****უნარზე

ბრეტარისი ® ჯენუეირს ® შეუძლია მოახდინოს უმნიშვნელო ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მოცემულმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან არამკვეთრი მხედველობა. აღნიშნულიდან რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა მანამ, სანამ არ გაივლის თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, ასევე, კვლავ არ აღდგება მხედველობა.

პრეპარატიბრეტარისი®ჯენუეირი®****შეიცავს****ლაქტოზას

შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

გამოყენების წესი

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების მკაცრად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ინჰალაციას ორჯერ დღეში – დილით და საღამოს.

პრეპარატ ბრეტარისი ® ჯენუეირის ® მოქმედება გრძელდება 12 საათის განმავლობაში. ამიტომ გამოიყენეთ ბრეტარისი ® ჯენუეირის ® ინჰალატორი ერთსა და იმავე დროს დილით და საღამოს. ეს უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების მუდმივ საკმარის რაოდენობას სუნთქვის გასაადვილებლად დღე-ღამის განმავლობაში. ეს ასევე დაგეხმარებათ, არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.

პრეპარატის რეკომენდებული დოზის გამოყენება შეიძლება ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმელების ან ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში. დოზის შერჩევას არ საჭიროებს.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება არის ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება, ამიტომ პრეპარატ ბრეტარისი ® ჯენუეირის ® მიღება რეკომენდებულია ყოველდღიურად ორჯერ დღე-ღამეში, და არა მხოლოდ სუნთქვის დარღვევის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სხვა სიმპტომების არსებობისას.

პრეპარატ ბრეტარისი ® ჯენუეირის ® გამოყენებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბრეტარისი ® ჯენუეირის ® გამოყენება შეიძლება ნებისმიერ დროს ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

ბრეტარისი®ჯენუეირის®დოზისგადაჭარბებისშემთხვევაში

თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ პრეპარატ ბრეტარისი ® ჯენუეირის ® საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუდაგავიწყდათბრეტარისი®ჯენუეირის®მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ბრეტარისი ® ჯენუეირის ® მიღება, გახსენებისთანავე გაიკეთეთ დოზის ინჰალაცია. თუმცა, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო თითქმის მოსულია, გამოტოვეთ დავიწყებული დოზის მიღება.

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუშეწყვიტეთბრეტარისი®ჯენუეირის®გამოყენება

მოცემული პრეპარატი განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. თუ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, რადგან სიმპტომები შესაძლოა გაღრმავდეს.

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

შესაძლოგვერდითიმოქმედება

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ალერგიული რეაქციები ვლინდება იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000 პაციენტიდან 1-ს). სახის, ხახის, ტუჩების ან ენის შეშუპების (სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით, ან მათ გარეშე), თავბრუსხვევის, გონების დაკარგვის, გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდის ან კანზე გამოხატული ქავილით მიმდინარე ბუშტუკების (ჭინჭრის ციება) განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის სიმპტომები.

ბრეტარისი ® ჯენუეირის ® მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოქმედებები:

ხშირად : შეიძლება აღენიშნოს 10 პაციენტიდან 1-ს

  • თავის ტკივილი
  • ცხვირის წიაღების ანთება (სინუსიტი)
  • ზოგადი გაციება (ნაზოფარინგიტი)
  • ხველა
  • ფაღარათი
  • გულისრევა

ზოგჯერ : შეიძლება აღენიშნოს 100 პაციენტიდან 1-ს

  • თავბრუსხვევა
  • პირის სიმშრალე
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი)
  • ხმის ჩახლეჩვა (დისფონია)
  • გულის შეკუმშვათა გახშირება (ტაქიკარდია)
  • გულისცემის შეგრძნება
  • შარდვის მოშლა (შარდის შეკავება)
  • არამკვეთრი მხედველობა
  • გამონაყარი
  • კანის ქავილი.

შეტყობინებაშესაძლოგვერდითიმოქმედებებისშესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ზემოთ არ არის აღწერილი. გვერდითი მოქმედებების შეტყობინებით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

ბრეტარისი®ჯენუეირის®შენახვის****წესი

მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ინჰალატორის მარკირებაზე და მუყაოს კოლოფზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატის ვარგისობის ვადა: 36 თვე.

მკურნალობის დაწყებამდე ინჰალატორი შეინახეთ დახურულ შეფუთვაში.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

გამოიყენეთ შეფუთვის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ბრეტარისი ® ჯენუეირი®, თუ შენიშნავთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება გახსნის ნიშნები.

პრეპარატის ბოლო დოზის მიღების შემდეგ საჭიროა ინჰალატორის უტილიზაცია. არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო სამკურნალო საშუალების უტილიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ბრეტარისი®ჯენუეირის®აღწერადაშეფუთვის****შემადგენლობა

ბრეტარისი ® ჯენუეირი ® წარმოადგენს თეთრ ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილს.

ინჰალატორი ჯენუეირი წარმოადგენს თეთრი ფერის ხელსაწყოს ჩადგმული დოზების ინდიკატორით და დოზირების მწვანე ღილაკით. მუნდშტუკი დახურულია მწვანე ფერის მოსახსნელი დამცავი თავსახურით. ინჰალატორი გამოდის პლასტიკურ ლამინირებულ შეფუთვაში.

შეფუთვის****ზომები

მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 30 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი.

მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 60 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი.

მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 3 ინჰალატორი თითოეული მათგანი 60 დოზაზე.

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის****წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება არის აკლიდინიუმის ბრომიდი. ერთი
გამოთავისუფლებული დოზა შეიცავს 375 მიკროგრამ აკლიდინიუმის ბრომიდს, რაც შეესაბამება 322 მიკროგრამ აკლიდინიუმს. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის
მონოჰიდრატი.

ჩვენება: ბრეტარის ჯენუეირი ხელს უწყობს სასუნთქი გზების გახსნას და ფილტვების
ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქებას,
რომელიც წარმოადგენს ფილტვების მძიმე, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებას,
როდესაც ადგილი აქვს სუნთქვის გაძნელებას. ბრეტარის ჯენუეირის რეგულარული
მიღება დაგეხმარებათ თქვენი დაავადებით გამოწვეული სუნთქვის გახშირებისას და ხელს შეუწყობს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაავადების გავლენის მინიმუმამდე შემცირებას.

უკუჩვენება: ალერგია აკლიდინიუმის ბრომიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი
სხვა კომპონენტის მიმართ; ატროპინის ან მსგავსი ბრონქოდილატატორის, მაგალითად იპრატროპიუმის, ტიოტროპიუმის ან ოქსიტროპიუმის მიმართ.ბავშვები და მოზარდები: არ შეიძლება პრეპარატი ბრეტარის ჯენუეირის გამოყენება
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.ბრეტარის ჯენუეირის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: ბრეტარის ჯენუეირის
გამოყენება შეიძლება ნებისმიერ დროს ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ასევე ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე
რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეიძლება პრეპარატი ბრეტარის
ჯენუეირის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მკურნალი ექიმის
დანიშნულების გარეშე.ბრეტარის ჯენუეირის გამოყენების წესი: პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების მკაცრი დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის უნდა მიეამრთოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ინჰალაციას ორჯერ დღეში-დილით და საღამოს.
ბრეტარის ჯენუეირის მოქმედება გრძელდება 12 საათის განმავლობაში, ამიტომ
გამოიყენეთ ბრეტარის ჯენუეირის ინჰალატორი ერთსა და იმავე დროს დილით და საღამოს. ეს უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების მუდმივ საკმარის რაოდენობას სუნთქვის გასაადვილებლად დღე-ღამის განმავლობაში. ეს ასევე დაგეხმარებათ არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.მ შემთხვევაშიც კი, თუ მწვანე
ღილაკი დაბლოკილია, თქვენ შეძლებთ ბოლო დოზის მიღებას. ამის შემდეგ აღარ
შეიძლება ინჰალატორი ჯენუეირის გამოყენება და უნდა დაიწყოთ ახალი ინჰალატორი ჯენუეირის გამოყენება.

შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება არის აკლიდინიუმის ბრომიდი. ერთი
გამოთავისუფლებული დოზა შეიცავს 375 მიკროგრამ აკლიდინიუმის ბრომიდს, რაც შეესაბამება 322 მიკროგრამ აკლიდინიუმს. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის
მონოჰიდრატი.

ჩვენება: ბრეტარის ჯენუეირი ხელს უწყობს სასუნთქი გზების გახსნას და ფილტვების
ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქებას,
რომელიც წარმოადგენს ფილტვების მძიმე, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებას,
როდესაც ადგილი აქვს სუნთქვის გაძნელებას. ბრეტარის ჯენუეირის რეგულარული
მიღება დაგეხმარებათ თქვენი დაავადებით გამოწვეული სუნთქვის გახშირებისას და ხელს შეუწყობს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაავადების გავლენის მინიმუმამდე შემცირებას.

უკუჩვენება: ალერგია აკლიდინიუმის ბრომიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი
სხვა კომპონენტის მიმართ; ატროპინის ან მსგავსი ბრონქოდილატატორის, მაგალითად იპრატროპიუმის, ტიოტროპიუმის ან ოქსიტროპიუმის მიმართ.ბავშვები და მოზარდები: არ შეიძლება პრეპარატი ბრეტარის ჯენუეირის გამოყენება
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.ბრეტარის ჯენუეირის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: ბრეტარის ჯენუეირის
გამოყენება შეიძლება ნებისმიერ დროს ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ასევე ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე
რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეიძლება პრეპარატი ბრეტარის
ჯენუეირის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მკურნალი ექიმის
დანიშნულების გარეშე.ბრეტარის ჯენუეირის გამოყენების წესი: პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების მკაცრი დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის უნდა მიეამრთოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ინჰალაციას ორჯერ დღეში-დილით და საღამოს.
ბრეტარის ჯენუეირის მოქმედება გრძელდება 12 საათის განმავლობაში, ამიტომ
გამოიყენეთ ბრეტარის ჯენუეირის ინჰალატორი ერთსა და იმავე დროს დილით და საღამოს. ეს უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების მუდმივ საკმარის რაოდენობას სუნთქვის გასაადვილებლად დღე-ღამის განმავლობაში. ეს ასევე დაგეხმარებათ არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.მ შემთხვევაშიც კი, თუ მწვანე
ღილაკი დაბლოკილია, თქვენ შეძლებთ ბოლო დოზის მიღებას. ამის შემდეგ აღარ
შეიძლება ინჰალატორი ჯენუეირის გამოყენება და უნდა დაიწყოთ ახალი ინჰალატორი ჯენუეირის გამოყენება.

გამოყენების ინსტრუქცია
ბრეტარის® ჯენუეირი® 322 მკგ, საინჰალაციო ფხვნილი
აკლიდინიუმი (აკლიდინიუმის ბრომიდი)
Bretaris® Genuair®
მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ მოცემული ჩანართი, რადგან შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- მოცემული სამკურნალო პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. დაუშვებელია მისი გადაცემა სხვა პირისათვის. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
- გვერდითი მოქმედებების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

მოცემული ჩანართის შინაარსი:
1. ბრეტარის® ჯენუეირის® აღწერა და გამოყენება
2. რა უნდა ვიცოდეთ ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენებამდე
3. ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. ბრეტარის® ჯენუეირის® შენახვის პირობები
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
7. ინჰალატორი ჯენუეირი®: გამოყენების ინსტრუქცია

1. ბრეტარის® ჯენუეირის® აღწერა და გამოყენება
ბრეტარის® ჯენუეირის® აღწერა
ბრეტარის® ჯენუეირის® მოქმედი ნივთიერება არის აკლიდინიუმის ბრომიდი, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით ბრონქოდილატატორები. ბრონქოდილატატორები ადუნებს სასუნთქ გზებს და ეხმარება ბრონქიოლების გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ბრეტარის® ჯენუეირი® წარმოადგენს მშრალი ფხვნილის ინჰალატორს, რომელიც თქვენი სუნთქვის მეშვეობით ახდენს სამკურნალო საშუალების პირდაპირ მიწოდებას ფილტვებში. ეს აადვილებს სუნთქვას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების (ფქოდ) მქონე პაციენტებში.

ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენება
პრეპარატი ბრეტარის® ჯენუეირი® ხელს უწყობს სასუნთქი გზების გახსნას და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქებას, რომელიც წარმოადგენს ფილტვების მძიმე, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებას, როდესაც ადგილი აქვს სუნთქვის გაძნელებას. პრეპარატი ბრეტარის® ჯენუეირის® რეგულარული მიღება დაგეხმარებათ თქვენი დაავადებით გამოწვეული სუნთქვის გახშირებისას და ხელს შეუწყობს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაავადების გავლენის მინიმუმამდე შემცირებას.

2. რა უნდა ვიცოდეთ ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენებამდე
ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში
- ალერგია აკლიდინიუმის ბრომიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6)
- ალერგია ატროპინის ან მსგავსი ბრონქოდილატატორის, მაგალითად იპრატროპიუმის, ტიოტროპიუმის ან ოქსიტროპიუმის მიმართ.

უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები
ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან.
- თუ თქვენ გაქვთ ასთმა.
- თუ ახლო წარსულში თქვენ გქონდათ პრობლემები გულის მხრივ.
- თუ თქვენ ხედავთ გალოს სინათლის წყაროს გარშემო ან ფერად გამოსახულებებს (გლაუკომა).
- თუ თქვენ გაქვთ გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი, შარდის გადინების დარღვევები ან შარდის ბუშტის გაჭედვა.

ბრეტარის® ჯენუეირი® განკუთვნილია შემანარჩუნებელი თერაპიისთვის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს; ის არ უნდა იქნას გამოყენებული ქოშინის ან მსტვინავი სუნთქვის უეცარი შეტევის სამკურნალოდ. დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ არ ხდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სიმპტომების (ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა, ხველა) კუპირება ან ადგილი აქვს მათ გაღრმავებას.

პირის სიმშრალემ, რომელიც აღინიშნება ისეთი პრეპარატების მიღებისას, როგორიცაა ბრეტარის® ჯენუეირი®, შეიძლება მიგვიყვანოს კბილების კარიესამდე პრეპარატის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში. ამიტომ გახსოვდეთ, რომ ყურადღება უნდა დაუთმოთ პირის ღრუს ჰიგიენას.

პრეპარატი ბრეტარის® ჯენუეირის® მიღება უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის:
- თუ შენიშნეთ გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხველა, მსტვინავი სუნთქვა ან ქოშინი პრეპარატის მიღებისთანავე. ეს შესაძლოა იყოს ე. წ. ბრონქოსპაზმის ნიშანი.

ბავშვები და მოზარდები
არ შეიძლება პრეპარატი ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

სხვა სამკურნალო საშუალებებისა და ბრეტარის® ჯენუეირის® მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ ანალოგიურ სამკურნალო საშუალებებს სუნთქვის დარღვევების სამკურნალოდ, მაგალითად, თიოტროპიუმის და იპრატროპიუმის შემცველ პრეპარატებს. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფამრაცევტს. რეკომენდებული არ არის ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენება აღნიშნულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

ბრეტარის® ჯენუეირის® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენება შეიძლება ნებისმიერ დროს ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეიძლება პრეპარატი ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ბრეტარის® ჯენუეირი® არ მოქმედებს ან ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მოცემულმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი ან მხედველობის დაბინდვა. აღნიშნულიდან რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა მანამ, სანამ არ გაივლის თავის ტკივილი და კვლავ არ აღდგება მხედველობა.

ბრეტარის® ჯენუეირი® შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

3. ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენების წესი
პრეპარატი ბრეტარის® ჯენუეირი® ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების მკაცრად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

- რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ინჰალაციას ორჯერ დღეში – დილით და საღამოს.
- ბრეტარის® ჯენუეირის® მოქმედება გრძელდება 12 საათის განმავლობაში, ამიტომ გამოიყენეთ ბრეტარის® ჯენუეირის® ინჰალატორი ერთსა და იმავე დროს დილით და საღამოს. ეს უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების მუდმივ საკმარის რაოდენობას სუნთქვის გასაადვილებლად დღე-ღამის განმავლობაში. ეს ასევე დაგეხმარებათ არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.

- გამოყენების ინსტრუქცია: პრეპარატი ჯენუეირის® შემცველი ინჰალატორის გამოყენების ინსტრუქცია იხილეთ პარაგრაფში 7 ჩანართის ბოლოს. ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება არის ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება, ამიტომ პრეპარატი ბრეტარის® ჯენუეირის® მიღება რეკომენდებულია ყოველდღე ორჯერ დღე-ღამეში, და არა მხოლოდ სუნთქვის დარღვევისას ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სხვა სიმპტომების არსებობისას.

რეკომენდებული დოზის გამოყენება შეიძლება ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმელების ან ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში. დოზის შერჩევას არ საჭიროებს.

ბრეტარის® ჯენუეირის® დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ პრეპარატი ბრეტარის® ჯენუეირის® საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბრეტარის® ჯენუეირის® დოზის გამოტოვების შემთხვევაში
პრეპარატი ბრეტარის® ჯენუეირის® დოზის გამოტოვების შემთხვევაში, გახსენებისთანავე გაიკეთეთ დოზის ინჰალაცია. თუმცა, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო თითქმის გასულია, გამოტოვეთ დავიწყებული დოზის მიღება.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში
მოცემული პრეპარატი განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. თუ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, რადგან სიმპტომები შესაძლოა გაღრმავდეს.
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, პრეპარატ ბრეტარის® ჯენუეირსაც® შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ალერგიული რეაქციები ვლინდება იშვიათად. სახის, ხახის, ტუჩების ან ენის შეშუპების (სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით, ან მათ გარეშე), კანზე გამოხატული ქავილით მიმდინარე ბუშტუკების (ჭინჭრის ციება) განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის სიმპტომები.

ბრეტარის® ჯენუეირის® მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოქმედებები:
ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 10 პაციენტიდან 1-ს
- თავის ტკივილი
- ცხვირის წიაღების ანთება (სინუსიტი)
- ზოგადი გაციება (ნაზოფარინგიტი)
- ხველა
- დიარეა

ზოგჯერ: შეიძლება აღენიშნოს 100 პაციენტიდან 1-ს
- პირის სიმშრალე
- ხმის ჩახლეჩვა (დისფონია)
- გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია)
- შარდვის მოშლა (შარდის შეკავება)
- არამკვეთრი მხედველობა.

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში.

5. ბრეტარის® ჯენუეირის® შენახვის წესი
მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ინჰალატორის მარკირებაზე და მუყაოს კოლოფზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი ბრეტარის® ჯენუეირის® ვარგისიანობის ვადა შეადგენს სამ წელს.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

გამოიყენეთ შეფუთვის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში.
მკურნალობის დაწყებამდე ინჰალატორი ჯენუეირი® შეინახეთ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ბრეტარის® ჯენუეირი®, თუ შენიშნავთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება გახსნის ნიშნები.

ბოლო დოზის მიღების შემდეგ საჭიროა ინჰალატორის უტილიზაცია. ცარიელი ან გამოუყენებელი ინჰალატორის გადაგდებისას დაიცავით საყოფაცხოვრებო ნაგვის უტილიზაციასთან დაკავშირებული ადგილობრივი წესები. სამკურნალო საშუალების უტილიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ბრეტარის® ჯენუეირის® შემადგენლობა
- მოქმედი ნივთიერება არის აკლიდინიუმის ბრომიდი. ერთი გამოთავისუფლებული დოზა შეიცავს 375 მიკროგრამ აკლიდინიუმის ბრომიდს, რაც შეესაბამება 322 მიკროგრამ აკლიდინიუმს.
- სხვა კომპონენტს წარმოადგენს ლაქტოზის მონოჰიდრატი.

ბრეტარის® ჯენუეირის® შეფუთვის აღწერა და შიგთავსი
ბრეტარის® ჯენუეირი® წარმოადგენს თეთრ ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილს.
ინჰალატორი ჯენუეირი® წარმოადგენს თეთრი ფერის ხელსაწყოს ჩადგმული დოზების ინდიკატორით და დოზირების მწვანე ღილაკით. მუნდშტუკი დახურულია მწვანე ფერის მოსახსნელი დამცავი თავსახურით. ინჰალატორი გამოდის პლასტიკურ შეფუთვაში.

შეფუთვის ზომები:
მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 30 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი.
მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 60 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი.
მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 3 ინჰალატორი თითოეული მათგანი 60 დოზაზე.

შესაძლოა, ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
ალმირალ ს.ა.
რონდა გენერალ მიტრე, 151
08022 ბარსელონა, ესპანეთი

უფლებამოსილი წარმომადგენელი:
ბერლინ-ხემი აგ (მენარინი გრუპ)
გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი, გერმანია

მწარმოებელი:
ინდასტრიას ფარმასეუტიკას ალმირალ, ს.ა.
შოსე ნასიონალ II, კმ 593.
08740 სანტ-ანდრეს-დე-ლა-ბარკა, ბარსელონა, ესპანეთი.

7. ინჰალატორი ჯენუეირი®: გამოყენების ინსტრუქცია
მოცემულ პარაგრაფში წარმოდგენილია ინფორმაცია ინჰალატორი ჯენუეირის® გამოყენების შესახებ. თქვენი ინჰალატორის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

ინჰალატორი ჯენუეირის® გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.

ინჰალატორი® ჯენუეირის® დათვალიერება: გახსენით ინჰალატორი ჯენუეირის® შეფუთვა და დაათვალიერეთ მისი შემადგენელი ნაწილები.

ბრეტარის® ჯენუეირის® გამოყენების წესი
რეზიუმე
ინჰალატორი ჯენუეირის® გამოსაყენებლად მოხსენით მას თავსახური და შეასრულეთ 2 მოქმედება:
ეტაპი 1: ბოლომდე დააჭირეთ თითი მწვანე ღილაკს და შემდეგ გაუშვით (იხ. ნახატი 3 და 4).
ეტაპი 2: მჭიდროდ მოარგეთ ტუჩები მუნდშტუკს და ძლიერ და ღრმად ჩაისუნთქეთ ინჰალატორიდან.

ინჰალაციის შემდეგ არ დაგავიწყდეთ ინჰალატორის დამცავი თავსახურის დახურვა.

საწყისი ქმედებები
• პირველი გამოყენების წინ გახსენით შეფუთვა ნიშნულზე და ამოიღეთ ინჰალატორი ჯენუეირი®.
• პრეპარატის მიღებამდე მოხსენით დამცავი თავსახური, რისთვისაც მსუბუქად დააჭირეთ ორივე მხარეს არსებულ ისრებზე და გამოწიეთ გარეთ (იხ. ნახატი 1).

• დარწმუნდით, რომ მუნდშტუკი არ არის დაბლოკილი.
• დაიჭირეთ ინჰალატორი ჯენუეირი® ჰორიზონტალურად მუნდშტუკით თქვენი მიმართულებით, მწვანე ღილაკით ზემოთ (იხ. ნახატი 2).

ეტაპი 1: დააჭირეთ თითი და გაუშვით მწვანე ღილაკს (იხ. ნახატი 3 და 4).
არ დააჭიროთ მწვანე ღილაკს ხანგრძლივად.

დააჭირეთ თითი მწვანე გაუშვით თითი
ღილაკს ბოლომდე მწვანე ღილაკს

შეჩერდით და შეამოწმეთ: დარწმუნდით, რომ დოზა მზადაა ინჰალაციისთვის.

• დარწმუნდით, რომ ფერის კონტროლის ეკრანი არის მწვანე (იხ. ნახატი 5).
• მწვანე ფერი კონტროლის ეკრანზე ადასტურებს, რომ პრეპარატი მზადაა ინჰალაციისთვის.

თუ ფერის კონტროლის ეკრანი რჩება წითელი, კიდევ ერთხელ დააჭირეთ და გაუშვით თითი (იხ. ეტაპი 1).

• ინჰალატორის პირთან მიტანამდე, გააკეთეთ ღრმა ამოსუნთქვა. არ ამოისუნთქოთ ინჰალატორში.

ეტაპი 2. მჭიდროთ მოაბჯინეთ ტუჩები ინჰალატორი ჯენუეირის® მუნდშტუკს, ძლიერ და ღრმად ჩაისუნთქეთ მუნდშტუკიდან (იხ. ნახატი 6).
- ამ ძლიერ, ღრმა შესუნთქვას გადააქვს სამკურნალო საშუალება ინჰალატორიდან ფილტვებში.

• შესუნთქვის დროს თქვენ გაიგონებთ ~დაწკაპუნებას~, რომელიც ნიშნავს ინჰალატორი ჯენუეირის® სწორად გამოყენებას.
• იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ მიიღეთ მთლიანი დოზა, გააგრძელეთ სუნთქვა ინჰალატორის ~დაწკაპუნების~ შემდეგაც.
• ამოიღეთ ინჰალატორი ჯენუეირი® პირიდან და შეიკავეთ სუნთქვა რამდენ ხანსაც თქვენთვის მოსახერხებელია, შემდეგ ნელა ამოისუნთქეთ ცხვირიდან.

მითითება:Lინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება იგრძნოს მსუბუქი მოტკბო ან მომწარო გემო ამ პრეპარატით ინჰალაციის დროს. არ მიიღოთ დამატებითი დოზა, თუ არ იგრძნობთ რაიმე გემოს ინჰალაციის შემდეგ.

შეჩერდით და შეამოწმეთ: დარწმუნდით, რომ სწორად ჩაატარეთ ინჰალაცია

• დარწმუნდით, რომ საკონტროლო ეკრანი გახდა წითელი (იხ. ნახატი 7). ეს ნიშნავს იმას, რომ ინჰალაცია ჩაატარეთ სწორად სრული დოზით.

თუ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა მწვანე, კიდევ ერთხელ ძლიერ და ღრმად ჩაისუნთქეთ მუნდშტუკიდან (იხ. ეტაპი 2).

• თუ ეკრანი ისევ არ გადადის წითელ ფერზე, შეიძლება თქვენ დაგავიწყდათ ინჰალაციის ჩატარებამდე მწვანე ღილაკიდან თითის გაშვება ან არასწორად ჩაისუნთქეთ. ამ შემთხვევაში, კიდევ სცადეთ.

დარწმუნდით, რომ თქვენ გაუშვით თითი მწვანე ღილაკს და გააკეთეთ ძლიერი ღრმა ჩასუნთქვა მუნდშტუკიდან.

მითითება: თუ რამდენიმე ცდის შემდეგ კვლავ სწორად ვერ განახორციელებთ ინჰალაციას, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

• როგორც კი ეკრანი გაწითლდება, დაახურეთ მუნდშტუკს დამცავი თავსახური. (იხ. ნახატი 8).

როდის არის საჭირო ახალი ინჰალატორი ჯენუეირი®?
ინჰალატორ ჯენუეირზე® აღჭურვილია დოზების ინდიკატორით, რომელიც დაახლოებით გვიჩვენებს ინჰალატორში დარჩენილი დოზების რაოდენობას. დოზების ინდიკატორი იკლებს 10-ის ინტერვალით (60, 50, 40, 30, 20, 10, 0) (იხ. ნახატი ა). ერთი ინჰალატორი ჯენუეირი® შეიცავს სულ მცირე 60 დოზას.
როდესაც დოზების ინდიკატორზე გამოჩნდება ნიშნული წითელი ზოლებით (იხ. ნახატი ა), ეს ნიშნავს, რომ ინჰალატორში ბოლო დოზებია დარჩენილი და თქვენ გესაჭიროებათ ახალი ინჰალატორი ჯენუეირი®.

მითითება: ინჰალატორი ჯენუეირის® დაზიანების ან მისი თავსახურის დაკარგვის შემთხვევაში შეცვალეთ ინჰალატორი. ინჰალატორი ჯენუეირი® გაწმენდას არ საჭიროებს. თუმცა, მისი გაწმენდის აუცილებლობის შემთხვევაში ის იწმინდება მუნდშტუკის გარშემო მშრალი ქსოვილით ან ქაღალდის ხელსახოცით.

არასოდეს გამოიყენოთ წყალი ინჰალატორი ჯენუეირის® გასაწმენდად, ვინაიდან აღნიშნულმა შეიძლება დააზიანოს პრეპარატი.

როგორ გავიგოთ, რომ ინჰალატორი ჯენუეირი® ცარიელია?
• როდესაც ინდიკატორის შუა ნაწილში გამოჩნდება 0 (ნული), უნდა გააგრძელოთ ინჰალატორი ჯენუეირში® დარჩენილი ყველა დოზის გამოყენება.
• როდესაც ინჰალაციისთვის ბოლო დოზა იქნება მომზადებული, მწვანე ღილაკი არ დაუბრუნდება სრულად საწყის პოზიციას, ის დარჩება დაბლოკილი საშუალო მდგომარეობაში (იხ. ნახატი ბ). იმ შემთხვევაშიც კი, თუ მწვანე ღილაკი დაბლოკილია, თქვენ შეძლებთ ბოლო დოზის მიღებას. ამის შემდეგ აღარ შეიძლება ინჰალატორი ჯენუეირის® გამოყენება და უნდა დაიწყოთ ახალი ინჰალატორი ჯენუეირის® გამოყენება.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ბრეტარისი ჯენუე322მკგ/დ.60დოზა
  • სახელი: ბრეტარისი ჯენუე322მკგ/დ.60დოზა
  • შეფუთვა: 322 მკგ/დოზა 60 დოზა საინჰალაციო ფხვნილი ინჰალატორი №3
Aversi 107.29 ლ
ბრეტარისი ჯენუეირი ფხვნილი საინჰალაციო 322მკგ/1დოზა 60დოზა ფლაკონი #1
  • სახელი: ბრეტარისი ჯენუეირი ფხვნილი საინჰალაციო 322მკგ/1დოზა 60დოზა ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Industrias Farmaceuticas Almirall S.A. (IFA) (ესპანეთი)
  • შეფუთვა: 322 მკგ/დოზა 60 დოზა საინჰალაციო ფხვნილი ინჰალატორი №1
Pharmadepot 107.3 ლ
ბრეტარისი ჯენუეირი ფხვნილი საინჰალაციო 322მკგ/1დოზა 60დოზა ფლაკონი #1
  • სახელი: ბრეტარისი ჯენუეირი ფხვნილი საინჰალაციო 322მკგ/1დოზა 60დოზა ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Industrias Farmaceuticas Almirall S.A. (IFA) (ესპანეთი)
  • შეფუთვა: 322 მკგ/დოზა 60 დოზა საინჰალაციო ფხვნილი ინჰალატორი №1
GPC 101.9 ლ
Bretaris Genuair - ბრეტარისი ჯენუეირ 322მკგ/დ 60 დოზა საინჰალაციო ფხვნილი
  • სახელი: Bretaris Genuair - ბრეტარისი ჯენუეირ 322მკგ/დ 60 დოზა საინჰალაციო ფხვნილი
  • შეფუთვა: 322 მკგ/დოზა 60 დოზა საინჰალაციო ფხვნილი ინჰალატორი №1
PSP 91.2 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა