ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური, საშუალებები, ოფთალმოლოგიური სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
პოსოდი® თვალის წვეთები
კატარაქტის საწინააღმდეგო****
შემადგენლობა
ყოველი მლ შეიცავს
კალიუმის იოდიდი (KP) - 3 მგ (როგორც იოდიდი 2.29 მგ)
გარეგნული აღწერა
უფერო გამჭვირვალე ხსნარი პლასტმასის ბოთლში
ჩვენება
ჰემორაგია გამოწვეული ხანდაზმულობით, მიოპიით, ჰიპერტენზიით, დიაბეტით, პერიფლებიტით და თვალის ბროლის შემღვრევებით.
დოზირება და მიღების წესი
მოზრდილები: ჩაიწვეთეთ 1 წვეთი დაავადებულ თვალში (თვალებში), დღეში 1-3-ჯერ. გამოყენების წინ ამოიღეთ კონტაქტური ლინზები დაავადებული თვალიდან (თვალებიდან).
სიფრთხილის ზომები
1. არ გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილ პაციენტებში
პაციენტში, რომელსაც აქვს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ
პაციენტში, რომელსაც აქვს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია
ორსულ ქალებში, მეძუძურ ქალებში, ბავშვებში
2. უარყოფითი რეაქციები
ადგილობრივად: მსუბუქი წვის შეგრძნება. ზოგჯერ შეიძლება ცრემლდენა.
სისტემურად: რადგან ეს პრეპარატი შეიცავს იოდიდს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერთიროიდიზმი და აკნეს ფორმის გამონაყარი იმ პაციენტში, რომელსაც აქვს წინასწარგანწყობა აკნეს მიმართ.
3. ზოგადი სიფრთხილის ზომები
იმ პაციენტებმა, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, ეს პრეპარატი უნდა ჩაიწვეთონ ლინზების ამოღების შემდეგ და გაიკეთონ ლინზები ჩაწვეთებიდან 30 წუთის შემდეგ.
4. ინფორმაცია პაციენტებისათვის
გამოიყენება მხოლოდ თვალებში.
კონტეინერის წვერი არ უნდა შეეხოს თვალს (თვალებს).
არ გაუზიაროთ ეს პრეპარატი სხვებს, რათა თავიდან აიცილოთ დაინფიცირება.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ან გახსნიდან 1 თვის შემდეგ.
სისტემური ეფექტების შემცირების მიზნით ჩაწვეთების შემდეგ 1-2 წუთის განმავლობაში უმჯობესია თითებით მსუბუქად დააჭიროთ საცრემლე წერტილს.
5. შენახვა
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების შემდეგ მაშინვე დაახურეთ თავზე.
შეინახეთ მზის სინათლისაგან დაცულ ადგილას და (მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში) გრილ ადგილას (ნაკლები ტენიანობით).
არ შეცვალოთ კონტეინერი სხვა კონტეინერით, რათა თავიდან იქნას აცილებული არასათანდო გამოყენება და უზრუნველყოფილი იყოს ხარისხის შენარჩუნება.
შენახვა
შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული, ოთახის ტემპერატურაზე (1˜300C), ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვის ერთეული
10 მლ/ბოთლი
www.hanlim.com
Px გაიცემა რეცეპტით
ამ პრეპარატის ვარგისიანობის ვადა მითითებული გარე კოლოფზე
P32080-17
ცვალებადი კოდი
მწარმოებელი და დისტრიბუტორი:
HANLIM PHARM.CO.LTD.
2-27, იეონგმუნ-რო, ჩეოინ-გუ, იონგინ-სი, გიეონგი-დო, კორეა
კლასიფიკაციის N: 131
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
21.98 ლ |