ფერეტაბი - Ferretab
ფერეტაბი - Ferretab

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური პრეპარატები, ბივალენტური რკინის პერორალური პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფერეტაბი

კაფსულები

აქტიური ნივთიერება: რკინა (II) - ფუმარატი და ასკორბინის მჟავა

- აუცილებლად შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება მოგინდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- თუ თქვენ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- თუ ეს წამალი გამოწერილია პირადად თქვენთვის, არ მისცეთ ის სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს მაშინაც კი, თუ მათ აქვთ იგივე სიმპტომები, როგორც თქვენ.

- თუ თქვენ უკუჩვენებას შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რა წერია ამ ინსტრუქციაში?

1. რა არის ფერეტაბი და რისთვის გამოიყენება?

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ფერეტაბის მიღებამდე?

3. როგორ მივიღოთ ფერეტაბი?

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

5. როგორ უნდა შეინახოთ ფერეტაბი?

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

1. რაარისფერეტაბიდარისთვისგამოიყენება?

ფერეტაბი თავისი განსაკუთრებული სტრუქტურებით საშუალებას იძლევა სწრაფად შეივსოს რკინის ცარიელი მარაგები.

ფერეტაბი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას „რკინის ფუმარატს“ მინი-ტაბლეტის სახით, რომელიც რკინის მაღალი კონცენტრაციის გამო იცავს ლორწოვანს გარსს გაღიზიანებისგან.

ფერეტაბი გამოიყენება რკინის დეფიციტის და სისხლის ნაკლებობის (ანემიის) დროს, განსაკუთრებით რკინის პრეპარატების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ცუდი მოქმედების შემთხვევაში აქტიური ნივთიერების სწრაფი გამოყოფით.

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღებაფერეტაბისმიღებამდე?

ფერეტაბის მიღება არ შეიძლება

- თუ თქვენ ალერგიული ხართ რკინის ფუმარატზე, ასკორბინის მჟავაზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში.

- თუ გაწუხებთ ორგანიზმში რკინით გადატვირთვასთან დაკავშირებული დაავადებები (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი, ქრონიკული ჰემოლიზი).

- თუ გაწუხებთ ანემია რკინის უტილიზაციის დარღვევით (სიდეროაკრესტიული ანემია, ტყვიის ანემია, თალასემია).

- თუ გაქვთ პერნიციოზული ანემია (= ვიტამინ B12-ის დეფიციტი), ჰემოლიზური ანემია, აპლასტიკური ანემია ან ანემიის სხვა ფორმები, რომელიც არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით.

- თუ არის პათოლოგიური ცვლილებები სისხლის პიგმენტში.

გაფრთხილებები****და სიფრთხილის ზომები

ფერეტაბის კაფსულების მიღებამდე გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის დროს უმეტეს შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია გაირკვეს რკინის დეფიციტის მიზეზი.

კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის მანამდე არსებული ანთების ან წყლულების შემთხვევაში, ექიმის მიერ მკურნალობის დადებითი მხარე უნდა შეფასდეს კუჭ-ნაწლავის დაავადების გამწვავების რისკთან.

განავლის პერიოდული გაშავებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

რკინის მკურნალობა უნდა ჩატარდეს რამდენიმე (მინიმუმ 8-დან 12-მდე) კვირის განმავლობაში, სისხლის წითელი კონცენტრაციის ნორმალიზებასთან ერთად, სანამ რკინის დეფიციტი სრულად არ აღმოიფხვრება და არ შეივსება გამოფიტული რკინის მარაგი. დაცული უნდა იქნეს ექიმის მიერ დადგენილი კონტროლი.

რკინის შესაძლო გადაჭარბების რისკის თავიდან აცილების მიზნით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ რკინა ასევე მიეწოდება საკვებით ან დიეტური დანამატებით.

ფერეტაბის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.

ფერეტაბმა და ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ერთმანეთის მუშაობაზე. კერძოდ, შეიძლება მოხდეს შემდეგი ურთიერთქმედება:

ფერეტაბის ერთდროული მიღება | მოსალოდნელია შე****დეგები
---|---
კუჭის ჰიპერმჟავიანობის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ანტაციდები), კალციუმის და მაგნიუმის დანამატები, მაღალი ქოლესტერინის სამკურნალო საშუალებები (ქოლესტირამინი და კოლესტიპოლი), ნატრიუმის ბიკარბონატი. | რკინის მიღების დაქვეითება და შესაბამისად რკინის დონის შემცირება.
ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) | რკინის მომატებული მიღება
ბისფოსფონატები (ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალებები) | ბისფოსფონატების მიღების დაქვეითება
ქინოლონის ანტიბიოტიკები (მაგ. ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი) | ქინოლონის ანტიბიოტიკების მიღების დაქვეითება
ქლორამფენიკოლი (ანტიბიოტიკი) | ქლორამფენიკოლის დაშლის მომატება, რკინის ეფექტის დაქვეითება
ლევოდოპა (წამალი, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), მეთილდოპა (წამალი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ) | ლევოდოპასა და მეთილდოპას მიღების დაქვეითება
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლები) | რკინისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს რკინის გამაღიზიანებელი მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე.
პენიცილამინი (რევმატული წამალი დაავადებები) | პენიცილამინის მიღების დაქვეითება
ტეტრაციკლინი (ანტიბიოტიკი) | მიღების ორმხრივი შეფერხება
თიროქსინი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, რომელიც გამოიყენება არააქტიური ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ) | თიროქსინის მიღების დაქვეითება
ვიტამინი E (ტოკოფეროლი) | E ვიტამინის ეფექტურობის დაქვეითება
თუთია | თუთიის მიღების დაქვეითება

ამიტომ მიზანშეწონილია გამოტოვოთ მინიმუმ 2 საათის ინტერვალი ფერეტაბის კაფსულების მიღებასა და ზემოთ ხსენებულ პრეპარატებს შორის.

ფერეტაბის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვების ზოგიერთ კომპონენტს შეუძლია შეამციროს რკინის მიღება. ასეთი ინჰიბიტორებია მცენარეულ საკვებში ნაპოვნი კომპლექსური აგენტები ფოსფატები, ფიტატები, ოქსალატები, აგრეთვე ჩაის, ყავის, რძის (პროდუქტების) და კვერცხის კომპონენტები.

ამიტომ ფერეტაბის მიღება უნდა მოხდეს უზმოზე.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან თუ გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ფერეტაბის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, თუ დადასტურებულია რკინის დეფიციტი.

ორალური რკინის დანამატები ფართოდ გამოიყენებოდა ორსულებსა და მეძუძურ ქალებში მავნე ზემოქმედების გარეშე.

რკინის მაღალი შემცველობის გამო ფერეტაბის კაფსულები არ არის შესაფერისი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს რკინის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის. ამ მიზნით ხელმისაწვდომია რკინის პრეპარატების მიღება უფრო დაბალი დოზით.

მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მავნე ზემოქმედება არ არის ცნობილი.

ფერეტაბი შეიცავს ლაქტოზას

გთხოვთ, მიიღოთ ფერეტაბი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ იცით, რომ გაწუხებთ შაქრის აუტანლობა.

3. როგორ მივიღოთ****ფერეტაბი?

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ერთი მთლიანი კაფსულა მიიღება საუზმემდე ან ჭამამდე დაახლოებით 1 საათით ადრე, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.

თუ ექიმის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, რეკომენდებული დოზა მოზრდილებში, მოზარდებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის არის: 1 კაფსულა დღეში.

მძიმე რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში, მოზრდილებში და მოზარდებში, რომლებსაც აქვთ სხეულის წონა მინიმუმ 50 კგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 კაფსულამდე დღეში ორჯერ მკურნალობის დასაწყისში.

გამოყენება 12 წლამდე ბავშვებში:

ფერეტაბი არ არის გათვალისწინებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რკინის მაღალი შემცველობის გამო. 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა უმკურნალონ რკინის პრეპარატებით, რომლებიც უკეთესია განისაზღვროს სხეულის წონის მიხედვით.

რკინის დეფიციტის სიმძიმედან გამომდინარე, მკურნალობის ხანგრძლივობა საჭიროა რამდენიმე (მინიმუმ 8-დან 12-მდე) კვირის განმავლობაში რკინის მარაგების შესავსებად. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში შრატის რკინისა და ჰემოგლობინის ნორმალური მომატების შემდეგ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ზუსტ ხანგრძლივობას, თქვენი სისხლის მნიშვნელობიდან გამომდინარე.

თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ ფერეტაბს, ვიდრე საჭიროა:

რკინის უკიდურესად მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა შემდეგი სიმპტომებით:

მიღებიდან 1-დან 6 საათამდე:

კუჭის ტკივილი, ღებინება, მოსავო ფერის დიარეა, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, შოკი, უგონო მდგომარეობა.

მიღებიდან 6-დან 24 საათამდე:

ცხელება, სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ლეიკოციტები), სისხლის პლაზმის ჰიპერმჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი), კოაგულაციის დარღვევა, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება.

სიცოცხლისთვის საშიში რკინით მოწამვლის რისკი განსაკუთრებით მაღალია მცირეწლოვან ბავშვებში. ამიტომ, რკინის დანამატები ყოველთვის უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

თუ თქვენ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი ან ბავშვმა გადაყლაპა რამდენიმე კაფსულა, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება!

თუ თქვენ დაგავიწყდათ ფერეტაბის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი რაოდენობა, გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, გააგრძელეთ მისი მიღება ჩვეულ რეჟიმში.

თუ შეწყვეტთ ფერეტაბის მიღებას

გაესაუბრეთ თქვენ ექიმს, სანამ შეწყვეტთ ფერეტაბის მიღებას.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

**4.**რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან 1 ადამიანს)

- რკინის მარილებმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ალერგიული დერმატიტი, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ქავილი.

ძალიან იშვიათი (შეიძლება დააზარალოს 10000-დან 1-მდე ადამიანი)

რკინის თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევებით გამოწვეული სიმპტომები (პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურია, ერითროპოეტური პორფირია, კანქვეშა პორფირია).

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით

- შებერილობა, გულძმარვა, კუჭის კრუნჩხვები, გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა.

შენიშვნა: განავლის მუქიდან შავამდე შეფერილობა, რომელიც ხდება მკურნალობის დროს, შეიძლება მიეკუთვნებოდეს რკინის შემცველობას და უვნებელია.

შეტყობინება****გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ (იხილეთ დეტალები ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური

თრაიზენის ქ. 5, 1200 ვენა/ავსტრია

ფაქსი: +43 (0) 50 555 36207

ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/

5. როგორ უნდა შეინახოთ****ფერეტაბი?

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არგისიანობის ვადა მიუთითებს მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ წამლები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამით თქვენ დაეხმარებით გარემოს დაცვას.

**6.**შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ფერეტაბი

აქტიური ნივთიერებებია რკინა (II) - ფუმარატი და ასკორბინის მჟავა. 1 კაფსულა შეიცავს 304,2 მგ რკინის(II) ფუმარატს (ექვივალენტური 100 მგ ორვალენტიანი რკინა) და 20 მგ ასკორბინის მჟავას.

სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოლიაკრილატის დისპერსია 30%, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ერითროზინი (E127), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).

როგორ გამოიყურება ფერეტაბი და შეფუთვის შიგთავსი

ფერეტაბი არის წითელი კაფსულა 6 მოწითალო-ყავისფერი და 1 თეთრი მინი-ტაბლეტი შიგნით.

ფერეტაბი ხელმისაწვდომია PVC/ალუმინის ბლისტერებში 30 და 100 ცალი.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

ფარმაცევტული მეწარმე და მწარმოებელი

შპს G.L. Pharma, 8502 ლანახი

ლიცენზიის #: 16.638

ეს ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა 2018 წლის მაისში.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პერსონალისთვის.

მისაღები ზომები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში:

დიდი რაოდენობით რკინის მიღების თავიდან ასაცილებლად თერაპია დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს:

- თუ პაციენტის მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, კუჭის დაცლა უნდა მოხდეს გულისრევის გამოწვევით და/ან კუჭის ამორეცხვით (1% ნატრიუმის ბიკარბონატით - უხსნადი რკინის კარბონატის წარმოქმნა). გარდა ამისა, უმი კვერცხისა და რძის მოხმარებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რკინის იონების კომპლექსურ წარმოქმნას, რაც ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის მიღებას.

- სპეციფიკური მოწამვლის თერაპია:

დეფეროქსამინი (დოზირების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილეთ შესაბამისი დანიშნულების ინფორმაცია).

- შემდგომი სიმპტომური შოკის თერაპია.

პრეპარატის დასახელება/სიძლიერე: ფერეტაბი

წამლის ფორმა:კაფსულები

შეფუთვის ტიპი:ბლისტერი

დასახელების #: GI28500

კოდი #: 28.2018 / 872

ქვეყანა: ავსტრია

ფორმატი: 148 x 420 მმ

შეფუთვის ტიპი: გამოყენების ინსტრუქცია

პროდუქტი: შიდა

შრიფტი: Helvetika narrow 9,0 – 22,0

წარწერა: შავი

საერთაშორისო დასახელება - Ferrous fumarate,Ascorbisc acid
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: რკინა (II) - ფუმარატი და ასკორბინის მჟავა.
1 კაფსულა შეიცავს 304,2 მგ რკინის (II) ფუმარატს (ექვივალენტური 100 მგ ორვალენტიანი რკინა) და 20 მგ ასკორბინის მჟავას.
სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოლიაკრილატის დისპერსია 30%, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ერითროზინი (E127), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).

გამოყენება
ფერეტაბი თავისი განსაკუთრებული სტრუქტურით საშუალებას იძლევა ორგანიზმში სწრაფად შეივსოს რკინის დეფიციტი.
ფერეტაბი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რკინის ფუმარატს მინი-ტაბლეტის სახით, რომელიც რკინის მაღალი კონცენტრაციის გამო იცავს ლორწოვან გარსს გაღიზიანებისგან.
ფერეტაბი გამოიყენება რკინის დეფიციტის და სისხლნაკლებობის (ანემიის) დროს,

უკუჩვენებები
ფერეტაბის მიღება არ შეიძლება
- რკინის ფუმარატზე, ასკორბინის მჟავაზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია ზემოთ) ალერგიის შემთხვევაში.
- ორგანიზმში რკინასთან დაკავშირებული დაავადებების (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი, ქრონიკული ჰემოლიზი) დროს.
- რკინის უტილიზაციის დარღვევასთან დაკავშირებული ანემიის დროს (სიდეროაკრესტიული ანემია, ტყვიის ანემია, თალასემია).
- პერნიციოზული ანემიის დროს (ვიტამინ B12-ის დეფიციტი), ჰემოლიზური ანემიის, აპლასტიკური ანემიის ან ანემიის სხვა ფორმებისას, რომელიც გამოწვეული არ არის რკინის დეფიციტით.
- სისხლის პიგმენტში პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში.

მიღების წესი
პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით.
ერთი მთლიანი კაფსულა მიიღება საუზმემდე ან ჭამამდე დაახლოებით 1 საათით ადრე, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.
თუ ექიმის მიერ სხვა მითითება არ არის, მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა: 1 კაფსულა დღეში.
რკინა-დეფიციტური მძიმე ანემიის შემთხვევაში, მოზრდილებში და მოზარდებში, რომელთა სხეულის წონა 50 კგ-ს აღემატება, დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 კაფსულამდე დღეში ორჯერ მკურნალობის დასაწყისში.

გამოყენება 12 წლამდე ბავშვებში:
ფერეტაბი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რკინის მაღალი შემცველობის გამო.
რკინის დეფიციტის სიმძიმიდან გამომდინარე, მკურნალობის ხანგრძლივობა საჭიროა რამდენიმე (8-12) კვირის განმავლობაში რკინის დეფიციტის შესავსებად. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში შრატში რკინისა და ჰემოგლობინის ნორმალურ მომატებამდე. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ზუსტ ხანგრძლივობას სისხლის მაჩვენებლებიდან გამომდინარე.
დოზის გადაჭარბება
რკინის უკიდურესად მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა შემდეგი სიმპტომებით:
მიღებიდან 1-6 საათის განმავლობაში:
კუჭის ტკივილი, ღებინება, მოშავო ფერის დიარეა, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, შოკი, უგონო მდგომარეობა.
მიღებიდან 6-24 საათის განმავლობაში:
ცხელება, სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ლეიკოციტები), სისხლის პლაზმის ჰიპერმჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი), კოაგულაციის დარღვევა, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება.
სიცოცხლისთვის საშიში რკინით მოწამვლის რისკი განსაკუთრებით მაღალია მცირეწლოვან ბავშვებში. ამიტომ, რკინის დანამატები ყოველთვის უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დოზის მნიშვნელოვნად გადაჭარბებისას ან თუ ბავშვმა გადაყლაპა რამდენიმე კაფსულა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება!

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის

ფერეტაბი კაფსულები
აქტიური ნივთიერება: რკინა (II) - ფუმარატი და ასკორბინის მჟავა

ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:

- აუცილებლად შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება მოგინდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- თუ თქვენ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- თუ ეს წამალი გამოწერილია პირადად თქვენთვის, არ მისცეთ ის სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს მაშინაც კი, თუ მათ აქვთ იგივე სიმპტომები, როგორც თქვენ.

- თუ თქვენ უკუჩვენებას შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რა წერია ამ ინსტრუქციაში?

1. რა არის ფერეტაბი და რისთვის გამოიყენება?

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ფერეტაბის მიღებამდე?

3. როგორ მივიღოთ ფერეტაბი?

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

5. როგორ უნდა შეინახოთ ფერეტაბი?

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

1. რა არის ფერეტაბი და რისთვის გამოიყენება?

ფერეტაბი თავისი განსაკუთრებული სტრუქტურებით საშუალებას იძლევა სწრაფად შეივსოს რკინის ცარიელი მარაგები.

ფერეტაბი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას „რკინის ფუმარატს“ მინი-ტაბლეტის სახით, რომელიც რკინის მაღალი კონცენტრაციის გამო იცავს ლორწოვანს გარსს გაღიზიანებისგან.

ფერეტაბი გამოიყენება რკინის დეფიციტის და სისხლის ნაკლებობის (ანემიის) დროს, განსაკუთრებით რკინის პრეპარატების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ცუდი მოქმედების შემთხვევაში აქტიური ნივთიერების სწრაფი გამოყოფით.

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ფერეტაბის მიღებამდე?

ფერეტაბის მიღება არ შეიძლება

  •    თუ თქვენ ალერგიული ხართ რკინის ფუმარატზე, ასკორბინის მჟავაზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე, რომელიც  ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში.
    
  •    თუ გაწუხებთ ორგანიზმში რკინით გადატვირთვასთან დაკავშირებული დაავადებები (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი, ქრონიკული ჰემოლიზი).
    
  •    თუ გაწუხებთ ანემია რკინის უტილიზაციის დარღვევით (სიდეროაკრესტიული ანემია, ტყვიის ანემია, თალასემია).
    
  •    თუ გაქვთ პერნიციოზული ანემია (= ვიტამინ B12-ის დეფიციტი), ჰემოლიზური ანემია, აპლასტიკური ანემია ან ანემიის  სხვა ფორმები, რომელიც არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით.
    
  •    თუ არის პათოლოგიური ცვლილებები სისხლის პიგმენტში.
    

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფერეტაბის კაფსულების მიღებამდე გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის დროს უმეტეს შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია გაირკვეს რკინის დეფიციტის მიზეზი.

კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის მანამდე არსებული ანთების ან წყლულების შემთხვევაში, ექიმის მიერ მკურნალობის დადებითი მხარე უნდა შეფასდეს კუჭ-ნაწლავის დაავადების გამწვავების რისკთან.

განავლის პერიოდული გაშავებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

რკინის მკურნალობა უნდა ჩატარდეს რამდენიმე (მინიმუმ 8-დან 12-მდე) კვირის განმავლობაში, სისხლის წითელი კონცენტრაციის ნორმალიზებასთან ერთად, სანამ რკინის დეფიციტი სრულად არ აღმოიფხვრება და არ შეივსება გამოფიტული რკინის მარაგი. დაცული უნდა იქნეს ექიმის მიერ დადგენილი კონტროლი.

რკინის შესაძლო გადაჭარბების რისკის თავიდან აცილების მიზნით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ რკინა ასევე მიეწოდება საკვებით ან დიეტური დანამატებით.

ფერეტაბის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.

ფერეტაბმა და ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ერთმანეთის მუშაობაზე. კერძოდ, შეიძლება მოხდეს შემდეგი ურთიერთქმედება:

ფერეტაბის ერთდროული მიღება
მოსალოდნელია შედეგები
კუჭის ჰიპერმჟავიანობის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ანტაციდები), კალციუმის და მაგნიუმის დანამატები, მაღალი ქოლესტერინის სამკურნალო საშუალებები (ქოლესტირამინი და კოლესტიპოლი), ნატრიუმის ბიკარბონატი.
რკინის მიღების დაქვეითება და შესაბამისად რკინის დონის შემცირება.
ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი)
რკინის მომატებული მიღება
ბისფოსფონატები (ოსტეოპოროზის

სამკურნალო საშუალებები)
ბისფოსფონატების მიღების

დაქვეითება
ქინოლონის ანტიბიოტიკები (მაგ.

ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი,

ნორფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი)
ქინოლონის ანტიბიოტიკების

მიღების დაქვეითება
ქლორამფენიკოლი (ანტიბიოტიკი)
ქლორამფენიკოლის დაშლის

მომატება, რკინის ეფექტის

დაქვეითება
ლევოდოპა (წამალი, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), მეთილდოპა (წამალი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ)
ლევოდოპასა და მეთილდოპას მიღების დაქვეითება
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლები)
რკინისა და არასტეროიდული

ანთების საწინააღმდეგო

საშუალებების ერთდროულმა

მიღებამ შეიძლება გაზარდოს რკინის გამაღიზიანებელი მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე.
პენიცილამინი (რევმატული წამალი

დაავადებები)
პენიცილამინის მიღების დაქვეითება
ტეტრაციკლინი (ანტიბიოტიკი)
მიღების ორმხრივი შეფერხება
თიროქსინი (ფარისებრი ჯირკვლის

ჰორმონი, რომელიც გამოიყენება

არააქტიური ფარისებრი ჯირკვლის

სამკურნალოდ)

თიროქსინის მიღების დაქვეითება
ვიტამინი E (ტოკოფეროლი)
E ვიტამინის ეფექტურობის

დაქვეითება
თუთია
თუთიის მიღების დაქვეითება

ამიტომ მიზანშეწონილია გამოტოვოთ მინიმუმ 2 საათის ინტერვალი ფერეტაბის კაფსულების მიღებასა და ზემოთ ხსენებულ პრეპარატებს შორის.

ფერეტაბის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვების ზოგიერთ კომპონენტს შეუძლია შეამციროს რკინის მიღება. ასეთი ინჰიბიტორებია მცენარეულ საკვებში ნაპოვნი კომპლექსური აგენტები ფოსფატები, ფიტატები, ოქსალატები, აგრეთვე ჩაის, ყავის, რძის (პროდუქტების) და კვერცხის კომპონენტები.

ამიტომ ფერეტაბის მიღება უნდა მოხდეს უზმოზე.


ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან თუ გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ფერეტაბის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, თუ დადასტურებულია რკინის დეფიციტი.

ორალური რკინის დანამატები ფართოდ გამოიყენებოდა ორსულებსა და მეძუძურ ქალებში მავნე ზემოქმედების გარეშე.

რკინის მაღალი შემცველობის გამო ფერეტაბის კაფსულები არ არის შესაფერისი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს რკინის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის. ამ მიზნით ხელმისაწვდომია რკინის პრეპარატების მიღება უფრო დაბალი დოზით.

მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მავნე ზემოქმედება არ არის ცნობილი.

ფერეტაბი შეიცავს ლაქტოზას

გთხოვთ, მიიღოთ ფერეტაბი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ იცით, რომ გაწუხებთ შაქრის აუტანლობა.

3. როგორ მივიღოთ ფერეტაბი?

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ერთი მთლიანი კაფსულა მიიღება საუზმემდე ან ჭამამდე დაახლოებით 1 საათით ადრე, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.

თუ ექიმის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, რეკომენდებული დოზა მოზრდილებში, მოზარდებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის არის: 1 კაფსულა დღეში.

მძიმე რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში, მოზრდილებში და მოზარდებში, რომლებსაც აქვთ სხეულის წონა მინიმუმ 50 კგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 კაფსულამდე დღეში ორჯერ მკურნალობის დასაწყისში.

გამოყენება 12 წლამდე ბავშვებში:

ფერეტაბი არ არის გათვალისწინებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რკინის მაღალი შემცველობის გამო. 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა უმკურნალონ რკინის პრეპარატებით, რომლებიც უკეთესია განისაზღვროს სხეულის წონის მიხედვით.

რკინის დეფიციტის სიმძიმედან გამომდინარე, მკურნალობის ხანგრძლივობა საჭიროა რამდენიმე (მინიმუმ 8-დან 12-მდე) კვირის განმავლობაში რკინის მარაგების შესავსებად. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში შრატის რკინისა და ჰემოგლობინის ნორმალური მომატების შემდეგ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ზუსტ ხანგრძლივობას, თქვენი სისხლის მნიშვნელობიდან გამომდინარე.

თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ ფერეტაბს, ვიდრე საჭიროა:

რკინის უკიდურესად მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა შემდეგი სიმპტომებით:

მიღებიდან 1-დან 6 საათამდე:

კუჭის ტკივილი, ღებინება, მოსავო ფერის დიარეა, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, შოკი, უგონო მდგომარეობა.

მიღებიდან 6-დან 24 საათამდე:

ცხელება, სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ლეიკოციტები), სისხლის პლაზმის ჰიპერმჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი), კოაგულაციის დარღვევა, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება.

სიცოცხლისთვის საშიში რკინით მოწამვლის რისკი განსაკუთრებით მაღალია მცირეწლოვან ბავშვებში. ამიტომ, რკინის დანამატები ყოველთვის უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

თუ თქვენ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი ან ბავშვმა გადაყლაპა რამდენიმე კაფსულა, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება!

თუ თქვენ დაგავიწყდათ ფერეტაბის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი რაოდენობა, გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, გააგრძელეთ მისი მიღება ჩვეულ რეჟიმში.

თუ შეწყვეტთ ფერეტაბის მიღებას

გაესაუბრეთ თქვენ ექიმს, სანამ შეწყვეტთ ფერეტაბის მიღებას.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან 1 ადამიანს)

  •    რკინის მარილებმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ალერგიული დერმატიტი, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ქავილი.
    

ძალიან იშვიათი (შეიძლება დააზარალოს 10000-დან 1-მდე ადამიანი)

რკინის თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევებით გამოწვეული სიმპტომები (პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურია, ერითროპოეტური პორფირია, კანქვეშა პორფირია).

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით

  •    შებერილობა, გულძმარვა, კუჭის კრუნჩხვები, გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა.
    

შენიშვნა: განავლის მუქიდან შავამდე შეფერილობა, რომელიც ხდება მკურნალობის დროს, შეიძლება მიეკუთვნებოდეს რკინის შემცველობას და უვნებელია.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ (იხილეთ დეტალები ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არგისიანობის ვადა მიუთითებს მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ წამლები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამით თქვენ დაეხმარებით გარემოს დაცვას.


6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ფერეტაბი

აქტიური ნივთიერებებია რკინა (II) - ფუმარატი და ასკორბინის მჟავა. 1 კაფსულა შეიცავს 304,2 მგ რკინის(II) ფუმარატს (ექვივალენტური 100 მგ ორვალენტიანი რკინა) და 20 მგ ასკორბინის მჟავას.

სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოლიაკრილატის დისპერსია 30%, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ერითროზინი (E127), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).

როგორ გამოიყურება ფერეტაბი და შეფუთვის შიგთავსი

ფერეტაბი არის წითელი კაფსულა 6 მოწითალო-ყავისფერი და 1 თეთრი მინი-ტაბლეტი შიგნით.

ფერეტაბი ხელმისაწვდომია PVC/ალუმინის ბლისტერებში 30 და 100 ცალი.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პერსონალისთვის.

მისაღები ზომები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში:

დიდი რაოდენობით რკინის მიღების თავიდან ასაცილებლად თერაპია დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს:

  •    თუ პაციენტის მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, კუჭის დაცლა უნდა მოხდეს გულისრევის გამოწვევით და/ან კუჭის ამორეცხვით (1% ნატრიუმის ბიკარბონატით - უხსნადი რკინის კარბონატის წარმოქმნა). გარდა ამისა, უმი კვერცხისა და რძის მოხმარებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რკინის იონების კომპლექსურ წარმოქმნას, რაც ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის მიღებას.
    
  •    სპეციფიკური მოწამვლის თერაპია:
    

დეფეროქსამინი (დოზირების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილეთ შესაბამისი დანიშნულების ინფორმაცია).

  •    შემდგომი სიმპტომური შოკის თერაპია.
    

საერთაშორისო დასახელება - Ferrous fumarate,Ascorbisc acid
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: რკინა (II) - ფუმარატი და ასკორბინის მჟავა.
1 კაფსულა შეიცავს 304,2 მგ რკინის (II) ფუმარატს (ექვივალენტური 100 მგ ორვალენტიანი რკინა) და 20 მგ ასკორბინის მჟავას.
სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოლიაკრილატის დისპერსია 30%, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ერითროზინი (E127), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).

გამოყენება
ფერეტაბი თავისი განსაკუთრებული სტრუქტურით საშუალებას იძლევა ორგანიზმში სწრაფად შეივსოს რკინის დეფიციტი.
ფერეტაბი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რკინის ფუმარატს მინი-ტაბლეტის სახით, რომელიც რკინის მაღალი კონცენტრაციის გამო იცავს ლორწოვან გარსს გაღიზიანებისგან.
ფერეტაბი გამოიყენება რკინის დეფიციტის და სისხლნაკლებობის (ანემიის) დროს,

უკუჩვენებები
ფერეტაბის მიღება არ შეიძლება
- რკინის ფუმარატზე, ასკორბინის მჟავაზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია ზემოთ) ალერგიის შემთხვევაში.
- ორგანიზმში რკინასთან დაკავშირებული დაავადებების (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი, ქრონიკული ჰემოლიზი) დროს.
- რკინის უტილიზაციის დარღვევასთან დაკავშირებული ანემიის დროს (სიდეროაკრესტიული ანემია, ტყვიის ანემია, თალასემია).
- პერნიციოზული ანემიის დროს (ვიტამინ B12-ის დეფიციტი), ჰემოლიზური ანემიის, აპლასტიკური ანემიის ან ანემიის სხვა ფორმებისას, რომელიც გამოწვეული არ არის რკინის დეფიციტით.
- სისხლის პიგმენტში პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში.

მიღების წესი
პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით.
ერთი მთლიანი კაფსულა მიიღება საუზმემდე ან ჭამამდე დაახლოებით 1 საათით ადრე, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.
თუ ექიმის მიერ სხვა მითითება არ არის, მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა: 1 კაფსულა დღეში.
რკინა-დეფიციტური მძიმე ანემიის შემთხვევაში, მოზრდილებში და მოზარდებში, რომელთა სხეულის წონა 50 კგ-ს აღემატება, დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 კაფსულამდე დღეში ორჯერ მკურნალობის დასაწყისში.

გამოყენება 12 წლამდე ბავშვებში:
ფერეტაბი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რკინის მაღალი შემცველობის გამო.
რკინის დეფიციტის სიმძიმიდან გამომდინარე, მკურნალობის ხანგრძლივობა საჭიროა რამდენიმე (8-12) კვირის განმავლობაში რკინის დეფიციტის შესავსებად. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში შრატში რკინისა და ჰემოგლობინის ნორმალურ მომატებამდე. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ზუსტ ხანგრძლივობას სისხლის მაჩვენებლებიდან გამომდინარე.
დოზის გადაჭარბება
რკინის უკიდურესად მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა შემდეგი სიმპტომებით:
მიღებიდან 1-6 საათის განმავლობაში:
კუჭის ტკივილი, ღებინება, მოშავო ფერის დიარეა, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, შოკი, უგონო მდგომარეობა.
მიღებიდან 6-24 საათის განმავლობაში:
ცხელება, სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ლეიკოციტები), სისხლის პლაზმის ჰიპერმჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი), კოაგულაციის დარღვევა, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება.
სიცოცხლისთვის საშიში რკინით მოწამვლის რისკი განსაკუთრებით მაღალია მცირეწლოვან ბავშვებში. ამიტომ, რკინის დანამატები ყოველთვის უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დოზის მნიშვნელოვნად გადაჭარბებისას ან თუ ბავშვმა გადაყლაპა რამდენიმე კაფსულა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება!

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა