ფურაგინი - FURAGIN
ფურაგინი - FURAGIN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნიტროფურანის წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფურაგინი 50 მგ
ტაბლეტები

შემადგენლობა : ერთი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ აქტიურ ნივთიერება ფურაგინს (Furaginum) და დამხმარე ნივთიერებებს –Lლაქტოზას, კარტოფილის სახამებელს, შაქარს, პოლისორბატ 80 (ტვინ-80), სტეარინის მჟავას.
**
სამკურნალო ფორმა:**
ტაბლეტები.
**
ფარმაკოლოგიური თვისებები.
**
ანტიბაქტერიული საშუალება (ნიტროფურანის წარმოებული). კოდი ATC: J01XE.
ფურაგინი – ანტიბაქტერიული საშუალება, ეფექტრურია, როგორც გრამდადებითი ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ. პრეპარატი მოქმედებს სტაფილოკოკობის და მიკროორგანიზმების სხვა პათოგენურ შტამებზე, რომლებიც რეზისტენტულნი არიან სულფანილამიდებისა და ანტიბიოტიკების მიმართ. ფურაგინის მიმართ მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ნელა ვითარდება და მაღალ ხარისხს ვერ აღწევს. პრეპარატის მიმართ მდგრადია Pseudomonas aeruginosa.
ფურაგინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ფურაგინის ბაქტერიოსტატული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ნარჩუნდება 8-12 საათის განმავლობაში. ფურაგინი გამოიყოფა თირკმლების მეშვეობით, უპირატესად მილაკების სეკრეციის გზით. ფურაგინის 8-13 % ხვდება შარდში, სადაც ფურაგინის კონცენტრაცია უმეტესი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებისათვის აღემატება მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცეტრაციას. ფურაგინის კონცენტრაცია ყველაზე უფრო გამოხატულია მჟავე გარემოში. შარდის გამანეიტრალებელი საშუალებები პრეპარატის მოქმედებას აქვეითებენ. ნიტროფურანები აღწევენ პლაცენტარულ ბარიერში, მაგრამ ნაყოფის სისხლში მათი კონცენატრცია გაცილებით დაბალია, ვიდრე დედის სისხლში.
**
ჩვენებები.**
შარდგამომყოფი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი), შარდსასქესო სისტემის ოპერაციისშემდგომი ინფექციები (ოპერაციისშემდგომი პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი).
უკუჩვენებები: ფურაგინის, ნიტროფურანის ჯგუფის წარმოებულების და პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. თირკმლის მძიმე უკმარისობა (თირკმლის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები). ფურაგინის გამოყენება არ არის რეკომენდებული უროსეფსისისა და თირკმლების პარენქიმატოზული ინფექციების დროს. პოლინევროპათია (მათ შორის დიაბეტური), გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ენზიმის უკმარისობა (ჰემოლიზის განვითარების საშიშროება).
უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
პრეპარატი არ ენიშნებათ 1 თვემდე ასაკის ბავშვებს.
**
გვერდითი მოვლენები**
. ჩვეულებრივ პრეპარატი კარგათ აიტანება, თუმცა შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მადის დაკარგვა, გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, ფაღარათი. ცნს და პერიფერული ნერვული სისტემა: თავბრუ, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა; იშვიათად – პოლინევროპათია. ალერგიული რეაქციები: პაპულოზური გამონაყარი, ქავილი. სხვა: სხეულის ტემპერატური მომატება, სისუსტე; იშვიათად – ფილტვის მწვავე ან ქრონიკული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევებში – ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი, Eრყტჰემა მულტიფორმე, პანკრეატიტი, ართრალგია, სისხლწარმოქმნის დარღვევა (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია), მსუბუქი ქალაშიდა ჰიპერტენზია, გარდამავალი ალოპეცია.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან შეწყდეს პრეპარატის მიღება. გვერდითი მოვლენები მცირდება, თუ პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
ფურაგინი შარდს აძლევს ყავისფერ შეფერილობას.
თუ პრეპარატის მიღების დროს განვითარდა გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.
**
უსაფრთხოების ზომები**
. სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით, ანემიის, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის და ფოლიუმის მჟავას, ფილტვების დაავადებების დროს. ფურაგინის ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება განვითარდეს ნევტირი. ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში საჭიროა ღვიძლისა და ფილტვების ფუნქციების კონტროლი, განსაკუთრებით 65 წელზე ზემოთ პაციენტებში. სიფრთხილით გაოიყენება ფურაგინი პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, ვინაიდან პრეპარატმა პოლინევროპათიის განვითარებას შეიძლება შეუწყოს ხელი.
ექსპერიმენტული გამოკვლევები და კლინიკური დაკვირვევები ადასტურებენ ნიტროფურანის არასასურველ ზემოქმედებას სათესლეებზე (ტესტეს), რომელიც გამოვლინდება სპერმისა და ეაკულატის რაოდენობის შემცირებით, სპერმატოზოიდების მოძრაობის შემცირებით და მათი მორფოლოგიის პათოლოგიური ცვლილებებით.
ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა იმ პაციენტებისა, რომლებიც ფურაგინს ღებულობენ, შარდში გლუკოზას შემცველობაზე შეიძლება ცრუ-დადებითი რეაქციები მოგვცეს, თუ ამის დასადგენად სპილენძის აღდგენის მეთოდი გამოიყენება. შარდში გლუკოზის დასადგენად, ფერმენტული მეთოდით შესრულებულ შედეგებზე ფურაგინი ზეგავლენას არ ახდენს.
ფურაგინის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სისხლში ლეიკოცირების, და ასევე ღვიძლისა და თირკმლების პერიოდული კონტროლი.
**გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
** უკუნაჩვენებია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. აცნობეთ მკურნალ ექიმს სხვა მედიკამენტების გამოყენების შესახებ.
საშუალებები, რომლებიც შარდს ტუტე ხასიათს აძლევენ, ასუსტებენ ფურაგინის თერაპიულ ეფექტს (აჩქარებენ ფურაგინის გამოყოფას შარდით). საშუალებები, რომლებიც შარდს მჟავა ხასიათს აძლევენ (მჟავეები, მათ შორის ასკორბინის მჟავა, და ასევე კალციუმის ქლორიდი), ზრდიან ფურაგინის კონცენტრაციას შარდში (ნელდება მისი გამოყოფა შარდით), ამრიგად იზრდება პრეპარატის სამკურნალო ეფექტი, თუმცა ამავდროულად იმატებს ტოქსიკური მოვლენების განვითარების საშიშროება.
ანტიბიოტიკები-ამინოგლიკოზიდები და ტეტრაციკლინი აძლიერებენ ფურაგინის ანტიბაქტერიულ მოქმედებას. ქლორამფენიკოლთან და რისტომიცინთან კომბინაციაში მატულობს ჰემოტოქსიკური მოვლენების განვითარების საშიროება.
მოქმედების ანტაგონიზმი ნალიდიქსის მჟავასთან (ასუსტებს ფურაგინის ბაქტერიოსტატულ მოქმედებას).
ფურაგინისა და ურიკოზურიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას (პრობენეციდი, სულფინპირაზონი) მცირდება შარდით ფურაგინის გამოყოფა, რაც იწვევს ფურაგინის კუმულაციას და ტოქსიკური მოვლენების განვითარების შესაძლებლობას.
ფურაგინისა და მაგნიუმის ტრისილიკატის შემცველი ანტაციდების ერთდროული გამოყენებისას, მცირდება ფურაგინის აბსორბცია. ატროპინი ანელებს ფურაგინის აბსორბციას, თუმცა აბსორბირებული პრეპარატის საერთო რაოდენობა არ იცვლება.
B ჯგუფის ვიტამინების ერთდროული გამოყენება ხელს უწყობს ნიტროფურანები, მათ შორის ფურაგინის აბსორბციას.
გამოყენების მეთოდები და დოზები. ფურაგინი მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
უფროსებს: 100-200 მგ (2-4 ტაბლეტი) 2-3 ჯერ დრეში. მკურნალობის კურსი 7-10 დღეს შეადგენს, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, და ასევე თირკმლების ფუნქციურ მდგომარეობაზე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 10-15 დღის შემდეგ.
ბავშვებს: 5-8 მგ/კგ-ზე დღეში, დღიური დოზის გაყოფით 3-4 მიღებაზე, 7-8 დღის განმავლობაში, ცალკეულ შემთხვევებში – 3-4 კვირა.
იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დოზა არ იქნა მიღებული, მკურნალო უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზებით, რომელიც არ უნდა გაიზარდოს. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ მკურნალი ექიმის კონსულტაცია.
ჭარბი დოზირება. ნიტროფურანები ნაკლებტოქსიურია. ტოქსიკური მოქმედება შესაძლებელია ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით. სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუ, დეპრესია, პერიფერული პოლინევრიტი, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი), გულისრევა, ღებინება, ჰემოლიზური ანემია (პირებში გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობით), მეგალობლასტური ანემია; ძალიან იშვიათად – ღვიძლის ფუნქციების დარღვევა. მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა, ინფუზიური ხსნარების ინტრავენური შეყვანა (საჭიროა საკმარისი რაოდენობით სითხის შეყვანა). ტარდება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია. მძიმე შემთხვევებში ნაჩვენებია ჰემოდიალიზი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. არ აღინიშნება.
ვარგისიანობის ვადა. მითითებულია შეფუთვაზე. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები. მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვბის ფორმა. 10 ტაბლეტი ბლისტერში, შეფუთვაში 30 ტაბლეტი.

საერთაშორისო დასახელება - Furazidinum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნიტროფურანის ნაწარმები
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ აქტიურ ნივთიერება ფურაგინს (Furaginum) და დამხმარე ნივთიერებებს –Lლაქტოზას, კარტოფილის სახამებელს, შაქარს, პოლისორბატ 80 (ტვინ-80), სტეარინის მჟავას.

ჩვენებები. შარდგამომყოფი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი), შარდსასქესო სისტემის ოპერაციისშემდგომი ინფექციები (ოპერაციისშემდგომი პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი).

უკუჩვენებები: ფურაგინის, ნიტროფურანის ჯგუფის წარმოებულების და პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. თირკმლის მძიმე უკმარისობა (თირკმლის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები). ფურაგინის გამოყენება არ არის რეკომენდებული უროსეფსისისა და თირკმლების პარენქიმატოზული ინფექციების დროს. პოლინევროპათია (მათ შორის დიაბეტური), გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ენზიმის უკმარისობა (ჰემოლიზის განვითარების საშიშროება).

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
პრეპარატი არ ენიშნებათ 1 თვემდე ასაკის ბავშვებს.

გვერდითი მოვლენები. ჩვეულებრივ პრეპარატი კარგათ აიტანება, თუმცა შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მადის დაკარგვა, გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, ფაღარათი. ცნს და პერიფერული ნერვული სისტემა: თავბრუ, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა; იშვიათად – პოლინევროპათია. ალერგიული რეაქციები: პაპულოზური გამონაყარი, ქავილი. სხვა: სხეულის ტემპერატური მომატება, სისუსტე; იშვიათად – ფილტვის მწვავე ან ქრონიკული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევებში – ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი, Eრყტჰემა მულტიფორმე, პანკრეატიტი, ართრალგია, სისხლწარმოქმნის დარღვევა (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია), მსუბუქი ქალაშიდა ჰიპერტენზია, გარდამავალი ალოპეცია.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან შეწყდეს პრეპარატის მიღება. გვერდითი მოვლენები მცირდება, თუ პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
ფურაგინი შარდს აძლევს ყავისფერ შეფერილობას.
თუ პრეპარატის მიღების დროს განვითარდა გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

გამოყენების მეთოდები და დოზები. ფურაგინი მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
უფროსებს: 100-200 მგ (2-4 ტაბლეტი) 2-3 ჯერ დრეში. მკურნალობის კურსი 7-10 დღეს შეადგენს, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, და ასევე თირკმლების ფუნქციურ მდგომარეობაზე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 10-15 დღის შემდეგ.
ბავშვებს: 5-8 მგ/კგ-ზე დღეში, დღიური დოზის გაყოფით 3-4 მიღებაზე, 7-8 დღის განმავლობაში, ცალკეულ შემთხვევებში – 3-4 კვირა.
იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დოზა არ იქნა მიღებული, მკურნალო უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზებით, რომელიც არ უნდა გაიზარდოს. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ მკურნალი ექიმის კონსულტაცია.
ჭარბი დოზირება. ნიტროფურანები ნაკლებტოქსიურია. ტოქსიკური მოქმედება შესაძლებელია ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით. სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუ, დეპრესია, პერიფერული პოლინევრიტი, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი), გულისრევა, ღებინება, ჰემოლიზური ანემია (პირებში გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობით), მეგალობლასტური ანემია; ძალიან იშვიათად – ღვიძლის ფუნქციების დარღვევა. მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა, ინფუზიური ხსნარების ინტრავენური შეყვანა (საჭიროა საკმარისი რაოდენობით სითხის შეყვანა). ტარდება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია. მძიმე შემთხვევებში ნაჩვენებია ჰემოდიალიზი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი.

შემადგენლობა
1 ტაბ.
ფურაგინი. . . . . . . 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფურაგინუმი ადამედი არის ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საშარდე ტრაქტის ინფექციებისას. საშარდე ტრაქტის ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების უმრავლესობა მგრძნობიარეა ფურაგინის მიმართ. ფურაგინუმი ადამედი ეფექტური არ არის Pseudomonas aeruginosa- ს მიერ გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში.

ჩვენებები
Escherichia coli- ს მიერ გამოწვეულია ქვედა საშარდე ტრაქტის მწვავე და ქრონიკული გაურთულებელი ინფექციების მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება ექიმის მითითებების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან განმეორებითი ვიზიტი. უმჯობესია პრეპარატის მიღება მოხდეს პერორალურად საკვებთან ერთად, განსაკუთრებით ცილის შემცველ საკვებთან ერთად, რაც ზრდის ფურაგინის ხელმისაწვდომობას.
მწვავე ინფექციების მკურნალობა
მოზრდილები: მკურნალობის პირველი დღე 100 მგ (ორი ტაბლეტი) დღეში 4-ჯერ (მაქსიმუმ რვა ტაბლეტი დღეში); მომდევნო დღეებში 100 მგ (ორი ტაბლეტი) დღეში 3-ჯერ (დღეში ექვსი ტაბლეტი). ბავშვები 2 წლიდან 14 წლამდე: პრეპარატი გამოიყენება 7-8 დღე. აუცილებლობისას, მკურნალობა უნდა გამეორდეს 10-15 დღის შემდეგ.
ორ წლამდე ასაკის ბავშვებში დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ფურაგინუმ ადამედის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: ფურაგინუმ ადამედის მიღება უმჯობესია ცილის შემცველ საკვებთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, ფურაგინუმ ადამედიც იწვევს გვერდით ეფექტებს. პაციენტთა უმრავლესობას კარგად გადააქვს ნიტროფურანის წარმოებულები. კლინიკური გამოკვლევებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტებიდან, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატის მიღებასთან, ყველაზე ხშირად განვითარდა შემდეგი ეფექტები: გულისრევა (8%), თავის ტკივილი (6%), მეტეორიზმი (1.5%). ქვემოთ ჩამოთვლილი სხვა სიმპტომები და ნიშნები გამოვლინდა 1%-ზ ნაკლებ პაციენტში და ისინი წარმოდგენილია ორგანოთა სისტემების მიხედვით:
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: მეთჰემოგლობინემიით გამოწვეული ციანოზი (კანის მუქ ყავისფრად შეფერვა). გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში ფურაგინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მეგალობლასტური ანემია (განვითარებული B12 ვიტამინის ან ფოლის მჟავას დეფიციტით) ან ჰემოლიზური ანემია (განვითარებული სისხლის წითელი უჯრედების სწრაფი დაშლის შედეგად).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი, ანაფილაქსია (უშუალო ალერგიული რეაქცია), ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი.
დარღვევები რესპირატორული სისტემის მხრივ: მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ. ქრონიკული რეაქციები ვითარდება იმ პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს იღებენ ექვს თვეზე მეტი დროის განმავლობაში. რესპირატორულ სისტემასთან დაკავშირებული ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციები გამოვლინდა მაღალი ტემპერატურის, გაცივების, ხველის, გულმკერდის არეში ტკივილისა და პლევრის ექსუდატის სახით. აღნიშნული სიმპტომები რეგრესირდებოდა სწრაფად ან ძალიან სწრაფად პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები, პერიფერული ნეიროპათია (პერიფერიული ნერვის ფუნქციის დარღვევები), ასევე მწვავე და შეუქცევადი მიმდინარეობის (თირკმლის უკმარისობა, ანემია, შაქრიანი დიაბეტი, ელექტროლიტების დარღვევა, ვიტამინის ნაკლებობა, განსაკუთრებით ნეიროპათიის განვითარებისადმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია (ქრონიკული ეპიგასტრული ტკივილი), მუცლის ტკივილი, პირღებინება, სიალოადენიტი, პანკრეატიტი, ფსევდომემბრანული ენტერიტი.
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლსადინარის მხრივ: პრეპარატით ინდუცირებული ჰეპატიტის სიმპტომები და ნიშნები, ქოლესტატური სიყვითლე (გამოწვეული ნაღველში ნაკადის ობსტრუქციით), ჰეპატონეკროზი.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: თმის ცვენა, ექსფოლიატური დერმატიტი, მრავალფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ბულოზური ერითემა).
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები მიღების ადგილას: მაღალი ტემპერატურა, გაციება, სისუსტე, ინფექციები ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმებით, ყველაზე ხშირად Pseudomonas- ის ჩხირებით ან Candida- ს საფუარებით.

უკუჩვენება
- ნიტროფურანის წარმოებულების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ორსულობის პირველი ტრიმესტრი;
- თირკმელების მწვავე უკმარისობა (ოლიგურია, ანურია);
- დიაგნოზირებული პოლინეიროპათია, მაგ. დიაბეტური (ნერვის დაზიანება, მაგ. გამოწვეული სისხლში გლუკოზის დონის მომატებით);
- გლუკოზა-6-ფოსფატას დეჰიდროგენაზას დეფიციტი, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი (ანემია). ამგვარი დეფიციტის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰემოლიზური ანემია.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ორსულობა: ემბრიონზე ან ნაყოფზე ფურაგინის მავნე ეფექტების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ნაყოფში ჰემოლიზური ანემიის ინდუქციის რისკის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ორსულობის მესამე ტრიმესტრში. აუცილებელია სისხლში ჰემოგლობინის, ერითროციტებისა და რკინის დონეების რეგულარულად შემოწმება.
ლაქტაცია: დედის რძეში ფურაგინის გადასვლის გათვალისწინებით, პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო, როდესაც ფურაგინი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების უკმარისობა, ანემია, B ჯგუფის ვიტამინებისა და ფოლის მჟავას დეფიციტი და ფილტვის დაავადებები, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების დაშლა (ჰემოლიზი);
- დიაბეტის მქონე პაციენტებში, ვინაიდან ნიტროფურანის წარმოებულების მიღების დროს შეიძლება განვითარდეს პოლინეიროპათიის ნიშნები;
- რეპროდუქციული ასაკის მამაკაცებში, ვინაიდან კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნიტროფურანის წარმოებულები ნეგატიურ გავლენას ახდენენ ტესტიკულურ ფუნქციაზე. მათ შეიძლება გამოიწვიონ სპერმის უჯრედის მოძრაობის დაქვეითება, სპერმის წარმოების შემცირება და სპერმის უჯრედოვანი სტრუქტურის დარღვევები.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, რეკომენდებულია სისხლის ანალიზების ჩატარება და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების ბიოქიმიური პარამეტრების განსაზღვრა.

ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვა: არ არსებობს მონაცემები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ფურაგინით გამოწვეული ზემოქმედების შესახებ.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს: თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
ნიროფურანის წარმოებულებს გააჩნია დაბალი ტოქსიკურობა. თირკმელებით პრეპარატის ექსკრეციის გათვალისწინებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ზედოზირების ნიშნები, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები, გულისრევა, ანემია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც პაციენტი ახლო წარსულში იღებდა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ.
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შარდმჟავას ელიმინაციას შარდით, როგორიცაა პრობენიციდი (მაღალი დოზებით) და სულფინპირაზონი, ამცირებენ ნიტროფურანის წარმოებულების ტუბულარულ სეკრეციას და იწვევენ ორგანიზმში ფურაგინის კუმულაციას, ზრდიან რა მის ტოქსიკურობას და ამცირებენ მის შარდისმიერ კონცენტრაციას მინიმალური ბაქტერიოსტატური კონცენტრაციის ქვემოთ და შედეგად იწვევენ თერაპიული ეფექტურობის დაქვეითებას. ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები და ტეტრაციკლინები ფურაგინთან ერთად მიღებისას აძლიერებენ მის ანტიბაქტერიულ მოქმედებას. ქლორამფენიკოლი და რისტომიცინი ზრდიან მის ჰემოტოქსიურ მოქმედებას. ფურაგინის მიღება მაგნიუმის ტრისილიკატის შემცველ ანტაციდებთან ერთად ამცირებს მის აბსორბციას. ატროპინი აფერხებს ნიტროფურანის წარმოებულების აბსორბციას, თუმცა აბსორბირებული სუბსტანციის მთლიანი რაოდენობა რჩება უცვლელი. B ჯგუფის ვიტამინების იმავდროული მიღება ზრდის ნიტროფურანის წარმოებულების აბსორბციას.
მოქმედება ლაბორატორიულ ანალიზებზე: ნიტროფურანის წარმოებულების მიღებისას დაფიქსირდა ცრუ დადებითი შედეგები შარდში გლუკოზის დონის განმსაზღვრელ ანალიზებში.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახეთ არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 4 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

საერთაშორისო დასახელება - Furazidinum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნიტროფურანის ნაწარმები
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ აქტიურ ნივთიერება ფურაგინს (Furaginum) და დამხმარე ნივთიერებებს –Lლაქტოზას, კარტოფილის სახამებელს, შაქარს, პოლისორბატ 80 (ტვინ-80), სტეარინის მჟავას.

ჩვენებები. შარდგამომყოფი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი), შარდსასქესო სისტემის ოპერაციისშემდგომი ინფექციები (ოპერაციისშემდგომი პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი).

უკუჩვენებები: ფურაგინის, ნიტროფურანის ჯგუფის წარმოებულების და პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. თირკმლის მძიმე უკმარისობა (თირკმლის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები). ფურაგინის გამოყენება არ არის რეკომენდებული უროსეფსისისა და თირკმლების პარენქიმატოზული ინფექციების დროს. პოლინევროპათია (მათ შორის დიაბეტური), გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ენზიმის უკმარისობა (ჰემოლიზის განვითარების საშიშროება).

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
პრეპარატი არ ენიშნებათ 1 თვემდე ასაკის ბავშვებს.

გვერდითი მოვლენები. ჩვეულებრივ პრეპარატი კარგათ აიტანება, თუმცა შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მადის დაკარგვა, გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, ფაღარათი. ცნს და პერიფერული ნერვული სისტემა: თავბრუ, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა; იშვიათად – პოლინევროპათია. ალერგიული რეაქციები: პაპულოზური გამონაყარი, ქავილი. სხვა: სხეულის ტემპერატური მომატება, სისუსტე; იშვიათად – ფილტვის მწვავე ან ქრონიკული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევებში – ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი, Eრყტჰემა მულტიფორმე, პანკრეატიტი, ართრალგია, სისხლწარმოქმნის დარღვევა (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია), მსუბუქი ქალაშიდა ჰიპერტენზია, გარდამავალი ალოპეცია.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან შეწყდეს პრეპარატის მიღება. გვერდითი მოვლენები მცირდება, თუ პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
ფურაგინი შარდს აძლევს ყავისფერ შეფერილობას.
თუ პრეპარატის მიღების დროს განვითარდა გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

გამოყენების მეთოდები და დოზები. ფურაგინი მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
უფროსებს: 100-200 მგ (2-4 ტაბლეტი) 2-3 ჯერ დრეში. მკურნალობის კურსი 7-10 დღეს შეადგენს, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, და ასევე თირკმლების ფუნქციურ მდგომარეობაზე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 10-15 დღის შემდეგ.
ბავშვებს: 5-8 მგ/კგ-ზე დღეში, დღიური დოზის გაყოფით 3-4 მიღებაზე, 7-8 დღის განმავლობაში, ცალკეულ შემთხვევებში – 3-4 კვირა.
იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დოზა არ იქნა მიღებული, მკურნალო უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზებით, რომელიც არ უნდა გაიზარდოს. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ მკურნალი ექიმის კონსულტაცია.
ჭარბი დოზირება. ნიტროფურანები ნაკლებტოქსიურია. ტოქსიკური მოქმედება შესაძლებელია ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით. სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუ, დეპრესია, პერიფერული პოლინევრიტი, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი), გულისრევა, ღებინება, ჰემოლიზური ანემია (პირებში გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობით), მეგალობლასტური ანემია; ძალიან იშვიათად – ღვიძლის ფუნქციების დარღვევა. მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა, ინფუზიური ხსნარების ინტრავენური შეყვანა (საჭიროა საკმარისი რაოდენობით სითხის შეყვანა). ტარდება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია. მძიმე შემთხვევებში ნაჩვენებია ჰემოდიალიზი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ფურაგინი 0.05გ #30ტ
  • სახელი: ფურაგინი 0.05გ #30ტ
  • მწარმოებელი: „Kyivmedpreparat“ PJSC (უკრაინა)
  • შეფუთვა: 50მგ ტაბლეტი №30 (3X10)
Aversi 4.64 ლ
ფურაგინი ტაბლეტი 50მგ #30
  • სახელი: ფურაგინი ტაბლეტი 50მგ #30
  • მწარმოებელი: “Ozon“ Ltd (რუსეთი)
  • შეფუთვა: 50მგ ტაბლეტი №30 (3X10)
Pharmadepot 7.99 ლ
Furagin - ფურაგინი 50მგ 30 ტაბლეტი
  • სახელი: Furagin - ფურაგინი 50მგ 30 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: “Ozon“ Ltd (რუსეთი)
  • შეფუთვა: 50მგ ტაბლეტი №30 (3X10)
PSP 6.01 ლ
Furagin - ფურაგინი 0.05გ 30 ტაბლეტი
  • სახელი: Furagin - ფურაგინი 0.05გ 30 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: „Kyivmedpreparat“ PJSC (უკრაინა)
  • შეფუთვა: 50მგ ტაბლეტი №30 (3X10)
PSP 4.47 ლ
ფურაგინი ტაბლეტი 50მგ #30
  • სახელი: ფურაგინი ტაბლეტი 50მგ #30
  • მწარმოებელი: “Ozon“ Ltd (რუსეთი)
  • შეფუთვა: 50მგ ტაბლეტი №30 (3X10)
GPC 8.5 ლ
ფურაგინი ტაბლეტი 50მგ #30
  • სახელი: ფურაგინი ტაბლეტი 50მგ #30
Pharmadepot 6.11 ლ
ფურაგინი ტაბლეტი 50მგ #30
  • სახელი: ფურაგინი ტაბლეტი 50მგ #30
GPC 6.5 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით