ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური პარასამკურნალო საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
გვირილას ყვავილები
შემადგენლობა: ყვავილის კალათები შეიცავს 0,2 - 0,8% ეთერზეთს, რომლის შემადგენლობაში შედის ხამაზულენი, ტერპენები, სესკვიტერპენები, კადინენი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიალერგიული საშუალება.
ჩვენებები: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აძლიერებს რეგენერაციის პროცესს და ანელებს ალერგიულ რეაქციებს. ასევე გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სპაზმების დროს, რევმატიზმის, ბრონქიალური ასთმის, ეგზემების, დამწვრობის, კოლიტის საწინააღმდეგოდ.
დოზირება და მიღების წესი: დაახლოებით 10 გ (1 სუფრის კოვზი) გვირილას ყვავილებს ემალირებულ ჭურჭელში უნდა დაესხას 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაეხუროს თავსახური და ადუღდეს წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ უნდა გაცივდეს, გაიფილტროს და დარჩენილი მასა გაიწუროს. მიღებულ ნაყენს უნდა დაემატოს ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. მიიღება 1 ჩაის კოვზი 4-5-ჯერ დღეში. აბაზანებისთვის მომზადებული გაფილტრული ნაყენი უნდა შეზავდეს 10 ლ წყლით.
გვერდითი მოვლენები: არ შეინიშნება.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ. ნაღვლის ბუშტის ქვები.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.
ორსულობა და ლაქტაცია: დასაშვებია გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს ზეგავლენას.
ჭარბი დოზირება: არ დაფიქსირებულა.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 50 გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში. 1,5 გ გვირილას ყვავილები დაფასოებულია ერთჯერადი გამოყენების ფილტრ-პაკეტებში. #20 ფილტრ-პაკეტი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”. საქართველო.
პარასამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია
გვირილას ყვავილები
FLORES MATRICARIAE
წამლის ფორმა: გვირილას ყვავილები.
შემადგენლობა: ყვავილის კალათები შეიცავს 0,2 - 0,8% ეთერზეთს, რომლის შემადგენლობაში შედის ხამაზულენი, ტერპენები, სესკვიტერპენები, კადინენი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიალერგიული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გვირილას გააჩნია მადეზინფიცირებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას და მადას. ახდენს სუსტ ატროპინისმაგვარ მოქმედებას, ადუნებს გლუვ მუსკულატურას, ხსნის მუცლის ღრუს ორგანოების სპაზმებს.
გამოყენება მედიცინაში: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აძლიერებს რეგენერაციის პროცესს და ანელებს ალერგიულ რეაქციებს. ასევე გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სპაზმების დროს, რევმატიზმის, ბრონქიალური ასთმის, ეგზემების, დამწვრობის, კოლიტის საწინააღმდეგოდ.
მომზადების წესი: 10გ (1 სუფრის კოვზი) გვირილას ყვავილებს ვათავსებთ
ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 200მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ
თავსახური და გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ 45 წუთის განმავლობაში და გავფილტროთ. დარჩენილი
მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის
(200მლ) მიღებამდე.
მიღების წესი: მიიღება 1 ჩაის კოვზით 4-5-ჯერ დღეში.
აბაზანებისთვის: მომზადებული გაფილტრული ნაყენი შეაზავეთ 10ლ წყლით.
უკუჩვენებები: ინდივიდუალური მგრძნობელობა მცენარის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა
პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: არ ახდენს ზემოქმედებას.
ჭარბი დოზა: ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
გვერდითი მოვლენები: მითითებული დოზის მიღებისას გვერდითი რეაქციები არ
შეინიშნება.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი
დეფექტების შემთხვევაში ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა
ურეცეპტოდ.
გამოშვების ფორმა: 40-50-100გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის
პარკში და მუყაოს კოლოფში.
1,5გ გვირილას ყვავილები დაფასოებულია ერთჯერადი გამოყენების ფილტრ-პაკეტებში.
#20 ფილტრ-პაკეტი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”.
საქართველო, 4600,
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 51,
ტელ: +995 (431) 214 504
e-mail: farconi.ge@gmail.com
შემადგენლობა: გვირილას ყვავილი შეიცავს ტერპენულ ლაქტონებს (მატრიცინს, მატრიკორეინს), ეთერზეთებს (0,1-0.5%), აზულენს, ფლავონოიდურ გლიკოზიდებს, კუმარინებს, ორგანულ მჟავებს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს, ავლენს სპაზმოლიზურ, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ, სედაციურ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. გააჩნია ნაღვლმდენი მოქმედება, იგი ამცირებს ნაწლავების სპაზმს. ეთერზეთები რამდენადმე აძლიერებენ და აღრმავებენ სუნთქვას, აწესრიგებენ გულის მუშაობის რითმს. აფართოებენ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას.
ჩვენება: გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (სტომატიტი, გინგივიტი, ტონზილიტი, ანგინა), აგრეთვე მწვავე და ქრონიკული გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, ღვიძლის და სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებებისას. ბუასილის, კოლიტის და ენტეროკოლიტის შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მიკროოყნების სახით.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა