ტანინალი - Taninal
ტანინალი - Taninal

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდიარეულები, ნაწლავის ანთების და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, სხვა ანტიდიარეული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - albumin tannate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები

რა არის ტანინალი და რისთვის გამოიყენება
ტანინალი არის ტრადიციული სამედიცინო პროდუქტი, რომლის ეფექტურობაც დაფუძნებულია ექსკლუზიურად ხანგრძლივ გამოყენებასა და გამოცდილებაზე. ტანინალი შეიცავს ტანინების - ტანინის მჟავას (ტანინი) და ცილის-ალბუმინის კომბინაციას. ამ კომბინაციის გამო პრეპარატს არ ახასიათებს კუჭის ლორწოვანზე ძლიერი გამაღიზიანებელი ეფექტი. პრეპარატი გამოყოფს ტანინებს წვრილ ნაწლავში, პანკრეატინის-საჭმლის მომნელებელი ენზიმის მოქმედებით. ტანინების გამოყოფა ავლენს ასტრინგენტულ და ბაქტერიოსტატურ ეფექტს. ასევე გააჩნია ანტიდიარეული ეფექტი, წარმოქმნის ძნელად ხსნად პროდუქტებს ბაქტერიულ ტოქსინებთან. ამას გარდა აინჰიბირებს მცირე სისხლდენას წვრილი ნაწლავის ლორწოვანის კაპილარების დაზიანების შემთხვევაში. ტანინალი ტრადიციოლად გამოიყენება დიარეის დროს და საკვებით მოწამვლისას.

რა უნდა იცოდეთ ტანინალის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ტანინალი
არ გამოიყენოთ თუ ხართ ალერგიული აქტიური ინგრედიენტის (ალბუმინის ტანატი) ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების მიმართ .არ გამოიყენოთ 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
თუ მკურნალობის მიუხედავად დიარეა ძლიერდება ან ხანგრძლივდება 2-3 დღეზე დიდხანს მოზრდილებში და მოზარდებში ან 1 დღეზე დიდხანს ბავშვებში, უნდა მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტები და ტანინალი
ტანინალი არ უნდა გამოიყენონ სხვა მედიკამენტებთნ კომბინაციაში. ტანინალი მიიღეთ სხვა მედიკამენტების გამოყენებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს მათი აბსორბციის ინჰიბირება.
ტანინალი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ტანინალი მიიღეთ საკვების მიღებებს შორის. მკურნალობის განმავლობაში უნდა მიიღოთ ბევრი სითხე.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ორსულ და მეძუძურ ქალებში კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. ტანინალის გამოყენებამდე რჩევა კითხეთ ექიმს. ფერტილობაზე ეფექტი უცნობია. თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან ორსულობას გეგმავთ, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ეს მედიკამენტი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

როგორ მიიღება ტანინალი
მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცერვტის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაევტს. ეს მედიკამენტი განკუთვნილია ორალური გამოყენებისთვის. ტაბლეტის მიღების შემდეგ დააყოლეთ წყალი. უნდა მიიღოთ საკვების მიღებებს შორის. მედიკამენტი გამოიყენეთ სიმპტომების გაქრობამდე.
მოზრდილები-დღე-ღამეში 3-ჯერ 1 -2 ტაბლეტი.
4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები-2-3 ჯერ დღე- ღამეში 1/2-1 ტაბლეტი.
4 წლამდე ასაკის ბავშვები-არ გამოიყენოთ.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტანინალი
თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი ტანინალი და თავს ცუდად გრძნობთ (გულისრევა, ღებინება), მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ტანინალის გამოყენება
განაგრძეთ მკურნალობა. გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტი, ეს პრეპარატიც შეიძლება იწვევდეს გვერდით ეფექტებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. გვერდითი ეფექტები წარმოდგენილია MedDRA სისტემის ორგანოთა კლასის და სიხშირის მიხედვით: იშვიათი-გვერდითი ეფექტები შეიძება აღინიშNოს 10,000-დან 1-10 შემთხვევაში. ტანინალის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს:
გასტროინტესტინური დარღვევები (გულისრევა, ღებინება) - იშვიათი.

როგორ ინახება ტანინალი
ინახება 25რC-მდე ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მედიკამენტი არ გამოიყენოთ მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. მედიკამენტები არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

რა არის ტანინალი და რისთვის გამოიყენება
ტანინალი არის ტრადიციული სამედიცინო პროდუქტი, რომლის ეფექტურობაც დაფუძნებულია ექსკლუზიურად ხანგრძლივ გამოყენებასა და გამოცდილებაზე. ტანინალი შეიცავს ტანინების - ტანინის მჟავას (ტანინი) და ცილის-ალბუმინის კომბინაციას. ამ კომბინაციის გამო პრეპარატს არ ახასიათებს კუჭის ლორწოვანზე ძლიერი გამაღიზიანებელი ეფექტი. პრეპარატი გამოყოფს ტანინებს წვრილ ნაწლავში, პანკრეატინის-საჭმლის მომნელებელი ენზიმის მოქმედებით. ტანინების გამოყოფა ავლენს ასტრინგენტულ და ბაქტერიოსტატურ ეფექტს. ასევე გააჩნია ანტიდიარეული ეფექტი, წარმოქმნის ძნელად ხსნად პროდუქტებს ბაქტერიულ ტოქსინებთან. ამას გარდა აინჰიბირებს მცირე სისხლდენას წვრილი ნაწლავის ლორწოვანის კაპილარების დაზიანების შემთხვევაში. ტანინალი ტრადიციოლად გამოიყენება დიარეის დროს და საკვებით მოწამვლისას.

რა უნდა იცოდეთ ტანინალის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ტანინალი

არ გამოიყენოთ თუ ხართ ალერგიული აქტიური ინგრედიენტის (ალბუმინის ტანატი) ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6). არ გამოიყენოთ 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
თუ მკურნალობის მიუხედავად დიარეა ძლიერდება ან ხანგრძლივდება 2-3 დღეზე დიდხანს მოზრდილებში და მოზარდებში ან 1 დღეზე დიდხანს ბავშვებში, უნდა მიმართოთ ექიმს.

სხვა მედიკამენტები და ტანინალი

ტანინალი არ უნდა გამოიყენონ სხვა მედიკამენტებთნ კომბინაციაში. ტანინალი მიიღეთ სხვა მედიკამენტების გამოყენებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს მათი აბსორბციის ინჰიბირება.

ტანინალი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ტანინალი მიიღეთ საკვების მიღებებს შორის. მკურნალობის განმავლობაში უნდა მიიღოთ ბევრი სითხე.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ორსულ და მეძუძურ ქალებში კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. ტანინალის გამოყენებამდე რჩევა კითხეთ ექიმს. ფერტილობაზე ეფექტი უცნობია. თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან ორსულობას გეგმავთ, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ეს მედიკამენტი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

როგორ მიიღება ტანინალი
მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცერვტის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაევტს. ეს მედიკამენტი განკუთვნილია ორალური გამოყენებისთვის. ტაბლეტის მიღების შემდეგ დააყოლეთ წყალი. უნდა მიიღოთ საკვების მიღებებს შორის. მედიკამენტი გამოიყენეთ სიმპტომების გაქრობამდე.

მოზრდილები-დღე-ღამეში 3-ჯერ 1 -2 ტაბლეტი.

4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები-2-3 ჯერ დღე- ღამეში 1/2-1 ტაბლეტი.

4 წლამდე ასაკის ბავშვები-არ გამოიყენოთ.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტანინალი

თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი ტანინალი და თავს ცუდად გრძნობთ (გულისრევა, ღებინება), მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ტანინალის გამოყენება

განაგრძეთ მკურნალობა. გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

**შესაძლო გვერდითი ეფექტები **
როგორც ყველა მედიკამენტი, ეს პრეპარატიც შეიძლება იწვევდეს გვერდით ეფექტებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. გვერდითი ეფექტები წარმოდგენილია MedDRA სისტემის ორგანოთა კლასის და სიხშირის მიხედვით: იშვიათი-გვერდითი ეფექტები შეიძება აღინიშNოს 10,000-დან 1-10 შემთხვევაში. ტანინალის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს:

გასტროინტესტინური დარღვევები (გულისრევა, ღებინება) - იშვიათი.

**როგორ ინახება ტანინალი **
ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მედიკამენტი არ გამოიყენოთ მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. მედიკამენტები არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ტანინალი

- მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა Tanninum albuminatum (ალბუმინის ტანატი) - 500 მგ ერთ ტაბლეტში

- შემავსებლები: კარტოფილის სახამებელი, კარბოქსიმეთილსახამებლის ნატრიუმის მარილი, პოვიდონი, ტალკი

**ტანინალის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა **
ტანინალი შედგება ბლისტერებში შეფუთული ტაბლეტებისგან, რომელბიც დამზადებულია ალუმინის/პვქ ფოლგით, თითოეულში 10 ტაბლეტი. შეფუთვა წარმოდგენილია მუყოას კოლოფით, რომელიც შეიცავს 2 ბლისტერს, თითოეულში 10 ტაბლეტი და პაციენტის საინფორმაციო ჩანართს.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა