ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყელის პრეპარატები, ყელის დაავადებების სხვა პრეპარატები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები
ANZIBEL Menthol 5 mg/4mg/3mg compressed lozenges
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით სრულ ჩანართს,
რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად
დაცვით, ან თქვენი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
- შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
- ნებისმიერი არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით
მოქმედებას, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
- თუ ორი დღის შემდეგ არ გრძნობთ თავს უკეთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა,
მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.
ჩანართის შინაარსი:
1. რას წარმოადგენს ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები
და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტების
მიღებამდე
3. როგორ მიიღება ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები
4. შესაძლო არასასურველი რეაქცია
5. ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტების შენახვის
პირობები
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ დაწნეხილი საწუწნი
ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება იგი
ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ წარმოადგენს ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდის,
ბენზოკაინისა და ენოქსოლონის კომბინაციას.
ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ ნაჩვენებია პირის ღრუს ზომიერი ინფექციურ-ანთებითი მდგომარეობების სიმპტომების ადგილობრივი და დროებითი შემსუბუქებისთვის.
თუ ორი დღის შემდეგ არ გრძნობთ თავს უკეთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.
2. რა უნდა იცოდეთ ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ
• თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის
ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);
• თუ გაქვთ ფენილკეტონურია.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ-ის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან
ფარმაცევტს.
განსაკუთრებით საყურადღებოა ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ-ის გამოყენება, თუ ხართ სპორტსმენი - მოცემული პროდუქტი შეიცავს ბენზოკაინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დოპინგ ტესტის დადებითი შედეგი.
სხვა პრეპარატები და ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან
შეიძლება მიგეღოთ სხვა პრეპარატები.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან
გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ-ის მოქმედი ნივთიერებები შეიძლება გადავიდეს დედის
რძეში.
თუ იღებთ ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ-ს, ბავშვის ძუძუთი კვება არ შეიძლება.
ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ შეიცავს სორბიტოლს. თუ თქვენთვის ექიმისგან
ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, ამ პროდუქტის
მიღების დაწყებამდე მიმართეთ მას კონსულტაციისთვის.
ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ შეიცავს კალიუმის აცესულფამს. ეს უნდა იქნას
გათვალისწინებული თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში ან
პაციენტებში, რომლებიც იცავენ დიეტას კალიუმის მიღების კონტროლით.
3. როგორ მიიღება ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ დაწნეხილი საწუწნი
ტაბლეტები
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის
დანიშნულების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის და 12 წელზე უფროსი ასაკის
ბავშვებისთვის:
1 საწუწნი ტაბლეტი 2-3 საათიანი ინტერვალით. მაქსიმალური დოზა შეადგენს 8 საწუწნ
ტაბლეტს დღეში.
რეკომენდებული დოზა 6-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის:
1 საწუწნი ტაბლეტი 4-5 საათიანი ინტერვალით. მაქსიმალური დოზა შეადგენს 6 საწუწნ
ტაბლეტს დღეში.
თუ მიიღეთ ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ-ის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ-ის საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ
დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ გამოტოვეთ ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ-ის დოზის მიღება
თუ გამოტოვეთ ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ-ის დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი
დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ-ის მიღება
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი კითხვის
არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო არასასურველი რეაქცია
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს
არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.
იშვიათად აღინიშნება ზოგადი ალერგიული რეაქციების გამოვლენა, დარღვევები საჭმლის
მომნელებელი სისტემის მხრივ და გემოს შექცევადი შეცვლა.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
რომელიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან
ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის
აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება
არასასურველი რეაქციების შესახებ უშუალოდ წამლის აღმასრულებელ სააგენტოში:
ბულგარეთი, სოფია, დამიან გრუევის ქუჩა 8
ტელეფონი: +359 2 8903555
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.bda.bg
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ
პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5. ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტების შენახვის
პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ-ის შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი, ბენზოკაინი, ენოქსოლონი.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, კალიუმის აცესულფამი, მაგნიუმის სტეარატი,
ნატურალური არომატიზატორი – პიტნა.
ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ-ის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით
ფირმის ლოგო – NOBEL (ƞ).
ანზიბელი პიტნა 5 მგ/4 მგ/3 მგ გამოდის ბლისტერულ შეფუთვებში. თითო ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს.
შეფუთვის ზომა:
10 ტაბლეტი (1 ბლისტერი)
20 ტაბლეტი (2 ბლისტერი)
30 ტაბლეტი (3 ბლისტერი)
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
შპს ნობელ ფარმა
შემოვლითი გზა #36
სოფია 1415, ბულგარეთი
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
10.75 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით