ადვანტანი - ADVANTAN
ადვანტანი - ADVANTAN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები მაღალი აქტივობით (ჯგუფი III)

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ადვანთანი 0,1%-იანი ემულსია
(methylprednisolone aceponate)

**ფორმა, შეფუთვა:
** -0,1%-იანი თეთრი ან თითქმის თეთრი გაუმჭვირვალე კრემი. 1 გ კრემი შეიცავს 1 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 15 გ ადვანტანის შემცველი ალუმინის ტუბი.
-0,1%-იანი თეთრიდან მოყვითალომდე ფერის გაუმჭვირვალე, ჰომოგენური მალამო. 1 გ მალამო შეიცავს 1 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 15 გ ან 50 გ ადვანტანის შემცველი ალუმინის ტუბი.
-0,1%-იანი თეთრიდან მოყვითალომდე ფერის ნახევრად გამჭვირვალე ცხიმიანი მალამო. 1 გ მალამო შეიცავს 1 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 15 გ ადვანტანის შემცველი ალუმინის ტუბი.
-0,1%-იანი თეთრი, გაუმჭვირვალე ემულსია. 1 გ ემულსია შეიცავს 1 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 20 გ ადვანტანის შემცველი ალუმინის ტუბი.

მოქმედი ნივთიერება:
მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი (methylprednisolone aceponate)

მწარმოებელი:
INTENDIS MANUFACTURING, S. P. A. იტალია

** კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:**
გარეგანი მოხმარების გლუკოკორტიკოსტეროიდი

** ფარმაკოლოგიური მოქმედება:**
ადვანტანი წარმოადგენს არაჰალოგენიზებულ სინთეტიკურ სტეროიდს. გარეგანი მოხმარების დროს თრგუნავს კანის ანთებით და ალერგიულ რეაქციებს, ასევე - პროლიფერაციის გაძლიერებასთან დაკავშირებულ რეაქციებს, რაც იწვევს ობიექტური სიმპტომების (ერითემა, შეშუპება, ლიქენიფიკაცია) და სუბიექტური შეგრძნებების (ქავილი, გაღიზიანება, ტკივილი) შესუსტებას. გარეგანი მოქმედების მეთილპრედნიზოლონის აცეპონატის გამოყენებისას სისტემური მოქმედება მინიმალურად არის გამოხატული. კანის დიდ ფართობზე (საერთო ზედაპირის 40-60%) მრავალჯერადი გამოყენებისას, ასევე - ოკლუზიური სახვევის ქვეშ გამოყენებისას თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა არც ბავშვებსა და არც ზრდასრულებში არ შეიმჩნევა. სისხლის პლაზმაში კორტიზოლის დონე და მისი ცირკადული რიტმი ნორმის ფარგლებში რჩება, სადღეღამისო შარდში კორტიზოლის დონე არ მცირდება. მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი (განსაკუთრებით - მისი ძირითადი მეტაბოლიტი 6 ალფა- მეთილპრედნიზოლონ-17-პროპიონატი) უკავშირდება უჯრედშიდა გლუკოკორტიკოსტეროიდულ რეცეპტორებს, სტეროიდულ-რეცეპტორული კომპლექსი, თავის მხრივ, უკავშირდება დნმ-ს განსაზღვრულ ნაწილებს და ამგვარად ხდება ბიოლოგიური ეფექტების სერიის გამოწვევა. კერძოდ, სტეროიდულ-რეცეპტორული კომპლექსის დნმ-სთან კავშირი იწვევს მაკროკაროტინის სინთეზის ინდუცირებას. მაკროკაროტინი აფერხებს არაქნოიდული მჟავების გამოთავისუფლებას და ამის შედეგად პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების ტიპის ანთებითი მედიატორების წარმოქმნას. გლუკოკორტიკოსტეროიდის მიერ ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინის ინჰიბირება და ადრენალინის სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედების პოტენცირება იწვევს ვაზოკონსტრიქციულ ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკა:
ადვანტანის კანიდან შეწოვის ინტენსივობა დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე, წამლის ფორმასა და მოხმარების წესზე (კანის ღია უბანზე ისმება თუ ოკლუზიური სახვევის ქვეშ). მალამოს, კრემისა და ცხიმიანი მალამოს გამოყენებისას კანიდან ადსორბცია ნეიროდერმიტებითა და ფსორიაზით დაავადებულ მოზარდებსა და ზრდასრულებში შეადგენს 2,5%-ს. ემულსიის გამოყენებისას კანიდან ადსორბცია დაავადების შემთხვევაში 0,27%-ია (რაც დაბალი მაჩვენებელია). რქოვანა გარსს მოშორებული კანიდან ადსორბცია გაცილებით მაღალია - 15%-ს უტოლდება. მთელი სხეულის დამუშავების შემთხვევაში (მაგალითად, მზის დამწვრობის დროს) სისტემური დოზა შეადგენს დაახლოებით 4 მკგ/კგ-ს დღეში, რაც სისტემურ ეფექტებს გამორიცხავს. მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი ჰიდროლიზდება ეპიდერმასა და დერმაში. მთავარ და ყველაზე აქტიურ მეტაბოლიტს წარმოადგენს 6 ალფა-მეთილპრედნიზოლონ-17-პროპიონატი. სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრის შემდეგ 6 ალფა- მეთილპრედნიზოლონ-17-პროპიონატი სწრაფად გარდაიქმნება გლუკურონის მჟავად და ამგვარად ინაქტივაციას განიცდის. მეთილპრედნიზოლონის აცეპონატის მეტაბოლიტები (განსაკუთრებით - მისი ძირითადი მეტაბოლიტი 6 ალფა- მეთილპრედნიზოლონ-17-პროპიონატი) ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა. მისი ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 16 საათს. მეთილპრედნიზოლონის აცეპონატისა და მისი მეტაბოლიტების კუმულაცია ორგანიზმში არ ხდება.

_ჩვენება:
_
მალამო, კრემი, ცხიმიანი მალამო: ზრდასრულებსა და 4 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში კანის დაავადებები (მათ შორის - ქრონიკულიც), რომლებიც ექვემდებარება გარეგანი მოხმარების გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობას:

-ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმატიტი;
-ჭეშმარიტი ეგზემა;
-კონტაქტური დერმატიტი;
-დისჰიდროზული ეგზემა;
-მიკრობული ეგზემა;
-დეგენერაციული ეგზემა.
-გარეგანი მოხმარების ემულსია: ზრდასრულებსა და 4 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში -
-კანის მწვავე დაავადებები:
-ატოპიური ტერმატიტი, ნეიროდერმატიტი;
-კონტაქტური დერმატიტი;
-ჭეშმარიტი ეგზემა;
-სებორეული ეგზემა;
-დისჰიდროზული ეგზემა;
-დეგენერაციული ეგზემა;
-მზისმიერი დერმატიტი.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი:
პრეპარატს ისვამენ თხელ ფენად კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ. კრემის, მალამოსა და ცხიმიანი მალამოს ფორმით ადვანტანის ყოველდღიური გამოყენება ზრდასრულებისთვის შესაძლებელია მაქსიმუმ 12 კვირის განმავლობაში, ბავშვებისთვის - 4 კვირის განმავლობაში. ემულსიის ფორმით ადვანტანის მკურნალობის კურსი შეადგენს არა უმეტეს 2 კვირას. ადვანტანის კრემი შეიცავს მცირე რაოდენობით ცხიმს და დიდი რაოდენობით წყალს, ამიტომ რეკომენდებულია მწვავე ანთებითი პროცესებისა და ეგზემის სველი სტადიის სამკურნალოდ (ძალიან ცხიმიან კანზე), პროცესის როგორც გლუვ კანზე, ისე თმიან უბნებზე ლოკალიზაციის შემთხვევაში. მალამო ინიშნება კანის ისეთი დაავადებების დროს, რომლებსაც არ ახლავს სისველე, მაგრამ იწვევს ინფილტრატების წარმოქმნას, რომელთა დროსაც აუცილებელია ისეთი წამლისმიერი ფორმის დანიშვნა, რომელიც გაასწორებდა ცხიმისა და წყლის თანაფარდობას. მალამოს სახით გამოყენებული ადვანტანი კანს ოდნავ აცხიმიანებს, მაგრამ არ ინარჩუნებს სითბოსა და სინოტივეს. ცხიმიანი მალამოს გამოყენება ნაჩვენებია ძალიან მშრალ კანზე პროცესების არსებობისა და კანის ქრონიკული დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა პრეპარატის უწყლო ფორმა. ცხიმიანი მალამოს ოკლუზიური ეფექტი უზრუნველყოფს მკვეთრად გამოხატულ სამკურნალო ეფექტს. ემულსიას იცხებენ კანზე და მსუბუქად იზელენ. მზისმიერი დამწვრობის შემთხვევაში ის დღეში მაქსიმუმ 2-ჯერ შეიძლება იქნეს გამოყენებული. თუ კანის საფარველი ემულსიის ან კრემის ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში მეტისმეტად გამოშრა, პაციენტი გადაჰყავთ უფრო მეტი ცხიმის შემცველ წამლისმიერ ფორმაზე (მალამოზე ან ცხიმიან მალამოზე).

გვერდითი მოვლენები:
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა თავი იჩინოს ქავილმა, წვამ, ერითემამ, პრეპარატის წასმის ადგილას გაჩნდეს ბუშტუკები. იშვიათია დერმატიტი და ალერგიული რეაქცია.

უკუჩვენება:

-კანის ტუბერკულოზი და პრეპარატის წაცხების ადგილას სიფილისის კანისმიერი გამოვლინება;
-პრეპარატის წაცხების ადგილას კანის ვირუსული დაზიანება (მაგალითად, ჩუტყვავილა, სირსველი);
-პრეპარატის წაცხების ადგილას როზაცეა, პერორალური დერმატიტი;
-ვაქცინაციაზე კანისმიერი რეაქცია;
-პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში გულდასმით უნდა აიწონ-დაიწონოს დედისთვის მოსალოდნელი სარგებლობა და ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის პოტენციური რისკი. ამ კატეგორიის პაციენტებისთვის არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება კანის დიდ ფართობზე წასასმელად.
მეძუძურმა დედებმა პრეპარატი არ უნდა წაისვან სარძევე ჯირკვლებზე.

განსაკუთრებული მითითებები:
ბაქტერიული დერმატოზის და/ან დერმატომიკოზის დროს ადვანტანით თერაპიის პარალელურად აუცილებელია სპეციფიკური ანტიბიოტიკოთერაპია ან სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა. არ შეიძლება ემულსიის წასმა ოკლუზიური სახვევის ქვეშ. გასათვალისწინებელია, რომ პამპერსმა შესაძლოა შექმნას ოკლუზიური ეფექტი. არ შეიძლება პრეპარატის თვალში მოხვედრა! როგორც სისტემური კორტიკოსტეროიდების, ასევე გარეგანი მოხმარების გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების შემთხვევაში (კერძოდ, დიდი დოზით ან ხანგრძლივად მოხმარებისას, ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას, თვალის ირგვლივ ხმარებისას) შესაძლოა განვითარდეს გლაუკომა.

ჰიპერდოზირება:
მეთილპრედნიზოლონის აცეპონატის ერთჯერადი ზედოზირების შემთხვევაში გარეგანი ან შემთხვევითი შინაგანი მოხმარებისას მწვავე ინტოქსიკაცია არ აღრიცხულა. მეტისმეტად ხანგრძლივი ან ინტენსიური ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს კანის ატროფია (კანის გაცრეცა, ტელეანგიოექტაზიები, სტრიები). ამ დროს აუცილებელია, პრეპარატის მოხმარება შეწყდეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ადვანტანის სხვა წამლებთან ერთად გამოყენება საშიში არ არის.

შენახვის პირობები და ვადა:
მალამო, კრემი და ემულსია უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისია 3 წელი. ცხიმიანი მალამო უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისია 5 წელი.

შემადგენლობა: 1გ კრემი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: მეთილპრედინოზოლონის აცეპონატი 1მგ; დამხმარე ნივთიერებები: დეციპოლეატი, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55 (E472), ცეტოსტეარილის სპირტი, მყარი ცხიმი, სოფტიზანი 378, მაკროგოლის სტეარატი 40, გლიცერინი 85% (E422), დინატრიუმის ედეტატი, ბენზილის სპირტი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, გამოხდილი წყალი.

გამოყენების ჩვენება: ენდოგენური ეგზემა (ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი); კონტაქტური ეგზემა; დეგენერაციული ეგზემა; დისჰიდროზული ეგზემა; ნუმულარული ეგზემა (მიკრობული ეგზემა); ეგზემა ბავშვებში.

გამოყენების მეთოდი და დოზები: პრეპარატის დატანება ხდება დღეში ერთხელ თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბნებზე. ყოველდღიური მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 12 კვირას მოზრდილებში და 4 კვირას ბავშვებში.

გვერდითი მოქმედება: წვა და ქავილი. იშვიათ შემთხვეევბში შეიძლება აღინიშნოს ერითემა, სიმშრალე, ბუშტუკების წარმოქმნა, გაღიზიანება, ეგზემა, პაპულები პრეპარატის წასმის ადგილას, პერიფერიული შეშუპება და სხვა. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რიმელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული მითითებები: ბაქტერიული დერმატოზების ან-და დერმატომიკოზების არსებობისას ადვანტანის კრემის თერაპიაზე დამატებით აუცილებელია სპეციფიკური ანტიბაქტერიული ან ანტიმიკოზური მკურნალობა. საჭიროა სიფრთხილის დაცვა რათა თავიდან აიცილონ პრეპარატის თვალებში, ღრმა ღია ჭრილობებში და ლორწოვან გარსებზე მოხვედრა. გამოკვლევაში პრეპარატის წასმისას კანის 60%-ზე 22 საათის განმავლობაში ოკლუზიური ნახვევის ქვეშ აღინიშნა კორტიზოლის დონის დათრგუნვა პლაზმაში და ცირკადულ რითმზე გავლენა მოზრდილ ჯანმრთელ მოხალისეებში. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების დიდი რაოდენობის წასმა კანის დიდ უბანზე ან ხანრძლივი დორის განმავლობაში განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევის ქვეშ შეიძლება მნიშვნელოვნად ზრდიდეს სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს. უნდა გაითვალისწინონ, რომ პამპერსებს შეიძლება ჰქონდეს ოკლუზიური ეფექტი. ისევე როგორც სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს გლაუკომა (მაგ. დიდი დოზების შემდეგ ან პრეპარატის დიდ ფართობზე წასმისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ოკლიზიური სახვევების გამოყენებისას ან პრეპარატის თვალების გარშემო წასმისას). თუ ადვანტანის კრემის ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება კანის ჭარბი სიმშრალე, უნდა გადავიდნენ ცხიმის უფრო მაღალი შემცველობის სამკურნალო ფორმაზე-ადვანტანის მალამოზე. ცეტოსტეარილის სპირტმა და ბუთილჰიდროქსიტოლუოლმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი რეაქციები, მაგ. კონტაქტური დერმატიტი. ბუთილჰიდროქსიტოლუოლმა შეიძლება გამოწვიოს თვალის და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება. კანის ფართე უბნების მკურნალობისას ან კრემის წასმისას ოკლუზიური სახვევის ქვეშ, მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური. პრეპარატის გამოყენებამ განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაციის რეაქცია. ამ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობა.

დოზის გადაჭარბება: მწვავე ტოქსიკურობის კვლევის მონაცემებმა არ გამოავლინა მწვავე ინტოქსიკაციის რისკი პრეპარატის ერთჯერადი დოზის გადაჭარბებისას (კანის დიდი ზედაპრიზე წასმა შეწოვისთვის ხელსაყრელ პირობებში) ან არაგანზრახ შიგნით მიღებისას. ადვანტანის კრემის ადგილობრივი გამოყენებისას კანის ატროფიის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. სიმპტომების რეგრესი ჩვეულებრივ აღინიშნება 10-14 დღეში.

შემადგენლობა: 1გ მალამო შეიცავს: აქტიური ნივთიერება: მეთილპრედინოზოლონის აცეპონატი 1მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ფუტკრის თეთრი ცვილი (E901), თხევადი პარაფინი, დეჰიმულსი E, თეთრი რბილი პარაფინი, გასუფთავებული წყალი.

გამოყენების ჩვენება: ენდოგენური ეგზემა (ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი); კონტაქტური ეგზემა; დეგენერაციული ეგზემა; დისჰიდროზული ეგზემა; მიკრობული ეგზემა; უცნობი ეტიოლოგიის ეგზემა; ეგზემა ბავშვებში.

გამოყენების მეთოდი და დოზები: პრეპარატის დატანება ხდება დღეში ერთხელ, თხელი ფენით, კანის დაზიანებულ უბნებზე. ყოველდღიური მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 12 კვირას მოზრდილებში და 4 კვირას ბავშვებში.

გვერდითი მოქმედება: ადვანტანის მალამოს გამოყენებისას მეტ-ნაკლები სიხშირით შეიძლება აღინიშნოს ისეთი ადგილობრივი გვერდითი რეაქციები, როგორიც არის წვა და ქავილი. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული მითითებები: ბაქტერიული დერმატოზების ან-და დერმატო-მიკოზების არსებობისას ადვანტანის კრემის თერაპიაზე დამატებით აუცილებელია სპეციფიკური ანტიბაქტერიული ან ანტიმიკოზური მკურნალობა. საჭიროა სიფრთხილის დაცვა რათა თავიდან აიცილონ პრეპარატის თვალებში, ღრმა ღია ჭრილობებში და ლორწოვან გარსებზე მოხვედრა. გამოკვლევაში პრეპარატის წასმისას კანის 60%-ზე 22 საათის განმავლობაში ოკლუზიური ნახვევის ქვეშ აღინიშნა კორტიზოლის დონის დათრგუნვა პლაზმაში და ცირკადულ რითმზე გავლენა მოზრდილ ჯანმრთელ მოხალისეებში. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების დიდი რაოდენობის წასმა კანის დიდ უბანზე ან ხანრძლივი დორის განმავლობაში განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევის ქვეშ შეიძლება მნიშვნელოვნად ზრდიდეს სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს. უნდა გაითვალისწინონ, რომ პამპერსებს შეიძლება ჰქონდეს ოკლუზიური ეფექტი. ისევე როგორც სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს გლაუკომა (მაგ., დიდი დოზების შემდეგ ან პრეპარატის დიდ ფართობზე წასმისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ოკლიზიური სახვევების გამოყენებისას ან პრეპარატის თვალების გარშემო წასმისას).

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენებაზე საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ადვანტანის მალამოთი მკურნალობის კლინიკური ჩვენებისას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში საჭიროა პოტენციური რისკის და სარგებლის შეფასება. უნდა მოერიდონ პრეპარატის წასმას კანის დიდ ზედაპირზე, ხანგრძლივ გამოყენებას ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ გამოყენებას. ლაქტაციის პრიოდში მყოფ დედებში პრეპარატის სარძევე ჯირკვალზე წასმა არ შეიძლება. გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

ვარგისობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები: არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: მალამო გარეგანი გამოყენებისთვის, 0.1%. 15გ ალუმინის ტუბი, დაბეჭდილი მემბრანით, მოსახრახნი თავსახურით. ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მწარმოებელი: ინტენდის მანუფაქტურინგ ს.პ.ა, იტალია.

ფორმა, შეფუთვა:
-0,1%-იანი თეთრი ან თითქმის თეთრი გაუმჭვირვალე კრემი. 1 გ კრემი შეიცავს 1 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 15 გ ადვანტანის შემცველი ალუმინის ტუბი.
-0,1%-იანი თეთრიდან მოყვითალომდე ფერის გაუმჭვირვალე, ჰომოგენური მალამო. 1 გ მალამო შეიცავს 1 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 15 გ ან 50 გ ადვანტანის შემცველი ალუმინის ტუბი.
-0,1%-იანი თეთრიდან მოყვითალომდე ფერის ნახევრად გამჭვირვალე ცხიმიანი მალამო. 1 გ მალამო შეიცავს 1 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 15 გ ადვანტანის შემცველი ალუმინის ტუბი.
-0,1%-იანი თეთრი, გაუმჭვირვალე ემულსია. 1 გ ემულსია შეიცავს 1 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 20 გ ადვანტანის შემცველი ალუმინის ტუბი.

მოქმედი ნივთიერება:
მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი (methylprednisolone aceponate)

**მწარმოებელი: **
INTENDIS MANUFACTURING, S. P. A. იტალია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გარეგანი მოხმარების გლუკოკორტიკოსტეროიდი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ადვანტანი წარმოადგენს არაჰალოგენიზებულ სინთეტიკურ სტეროიდს. გარეგანი მოხმარების დროს თრგუნავს კანის ანთებით და ალერგიულ რეაქციებს, ასევე - პროლიფერაციის გაძლიერებასთან დაკავშირებულ რეაქციებს, რაც იწვევს ობიექტური სიმპტომების (ერითემა, შეშუპება, ლიქენიფიკაცია) და სუბიექტური შეგრძნებების (ქავილი, გაღიზიანება, ტკივილი) შესუსტებას. გარეგანი მოქმედების მეთილპრედნიზოლონის აცეპონატის გამოყენებისას სისტემური მოქმედება მინიმალურად არის გამოხატული. კანის დიდ ფართობზე (საერთო ზედაპირის 40-60%) მრავალჯერადი გამოყენებისას, ასევე - ოკლუზიური სახვევის ქვეშ გამოყენებისას თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა არც ბავშვებსა და არც ზრდასრულებში არ შეიმჩნევა. სისხლის პლაზმაში კორტიზოლის დონე და მისი ცირკადული რიტმი ნორმის ფარგლებში რჩება, სადღეღამისო შარდში კორტიზოლის დონე არ მცირდება. მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი (განსაკუთრებით - მისი ძირითადი მეტაბოლიტი 6 ალფა- მეთილპრედნიზოლონ-17-პროპიონატი) უკავშირდება უჯრედშიდა გლუკოკორტიკოსტეროიდულ რეცეპტორებს, სტეროიდულ-რეცეპტორული კომპლექსი, თავის მხრივ, უკავშირდება დნმ-ს განსაზღვრულ ნაწილებს და ამგვარად ხდება ბიოლოგიური ეფექტების სერიის გამოწვევა. კერძოდ, სტეროიდულ-რეცეპტორული კომპლექსის დნმ-სთან კავშირი იწვევს მაკროკაროტინის სინთეზის ინდუცირებას. მაკროკაროტინი აფერხებს არაქნოიდული მჟავების გამოთავისუფლებას და ამის შედეგად პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების ტიპის ანთებითი მედიატორების წარმოქმნას. გლუკოკორტიკოსტეროიდის მიერ ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინის ინჰიბირება და ადრენალინის სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედების პოტენცირება იწვევს ვაზოკონსტრიქციულ ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკა:
ადვანტანის კანიდან შეწოვის ინტენსივობა დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე, წამლის ფორმასა და მოხმარების წესზე (კანის ღია უბანზე ისმება თუ ოკლუზიური სახვევის ქვეშ). მალამოს, კრემისა და ცხიმიანი მალამოს გამოყენებისას კანიდან ადსორბცია ნეიროდერმიტებითა და ფსორიაზით დაავადებულ მოზარდებსა და ზრდასრულებში შეადგენს 2,5%-ს. ემულსიის გამოყენებისას კანიდან ადსორბცია დაავადების შემთხვევაში 0,27%-ია (რაც დაბალი მაჩვენებელია). რქოვანა გარსს მოშორებული კანიდან ადსორბცია გაცილებით მაღალია - 15%-ს უტოლდება. მთელი სხეულის დამუშავების შემთხვევაში (მაგალითად, მზის დამწვრობის დროს) სისტემური დოზა შეადგენს დაახლოებით 4 მკგ/კგ-ს დღეში, რაც სისტემურ ეფექტებს გამორიცხავს. მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი ჰიდროლიზდება ეპიდერმასა და დერმაში. მთავარ და ყველაზე აქტიურ მეტაბოლიტს წარმოადგენს 6 ალფა-მეთილპრედნიზოლონ-17-პროპიონატი. სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრის შემდეგ 6 ალფა- მეთილპრედნიზოლონ-17-პროპიონატი სწრაფად გარდაიქმნება გლუკურონის მჟავად და ამგვარად ინაქტივაციას განიცდის. მეთილპრედნიზოლონის აცეპონატის მეტაბოლიტები (განსაკუთრებით - მისი ძირითადი მეტაბოლიტი 6 ალფა- მეთილპრედნიზოლონ-17-პროპიონატი) ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა. მისი ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 16 საათს. მეთილპრედნიზოლონის აცეპონატისა და მისი მეტაბოლიტების კუმულაცია ორგანიზმში არ ხდება.

ჩვენება:
მალამო, კრემი, ცხიმიანი მალამო: ზრდასრულებსა და 4 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში კანის დაავადებები (მათ შორის - ქრონიკულიც), რომლებიც ექვემდებარება გარეგანი მოხმარების გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობას:

-ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმატიტი;
-ჭეშმარიტი ეგზემა;
-კონტაქტური დერმატიტი;
-დისჰიდროზული ეგზემა;
-მიკრობული ეგზემა;
-დეგენერაციული ეგზემა.
-გარეგანი მოხმარების ემულსია: ზრდასრულებსა და 4 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში -
-კანის მწვავე დაავადებები:
-ატოპიური ტერმატიტი, ნეიროდერმატიტი;
-კონტაქტური დერმატიტი;
-ჭეშმარიტი ეგზემა;
-სებორეული ეგზემა;
-დისჰიდროზული ეგზემა;
-დეგენერაციული ეგზემა;
-მზისმიერი დერმატიტი.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი:
პრეპარატს ისვამენ თხელ ფენად კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ. კრემის, მალამოსა და ცხიმიანი მალამოს ფორმით ადვანტანის ყოველდღიური გამოყენება ზრდასრულებისთვის შესაძლებელია მაქსიმუმ 12 კვირის განმავლობაში, ბავშვებისთვის - 4 კვირის განმავლობაში. ემულსიის ფორმით ადვანტანის მკურნალობის კურსი შეადგენს არა უმეტეს 2 კვირას. ადვანტანის კრემი შეიცავს მცირე რაოდენობით ცხიმს და დიდი რაოდენობით წყალს, ამიტომ რეკომენდებულია მწვავე ანთებითი პროცესებისა და ეგზემის სველი სტადიის სამკურნალოდ (ძალიან ცხიმიან კანზე), პროცესის როგორც გლუვ კანზე, ისე თმიან უბნებზე ლოკალიზაციის შემთხვევაში. მალამო ინიშნება კანის ისეთი დაავადებების დროს, რომლებსაც არ ახლავს სისველე, მაგრამ იწვევს ინფილტრატების წარმოქმნას, რომელთა დროსაც აუცილებელია ისეთი წამლისმიერი ფორმის დანიშვნა, რომელიც გაასწორებდა ცხიმისა და წყლის თანაფარდობას. მალამოს სახით გამოყენებული ადვანტანი კანს ოდნავ აცხიმიანებს, მაგრამ არ ინარჩუნებს სითბოსა და სინოტივეს. ცხიმიანი მალამოს გამოყენება ნაჩვენებია ძალიან მშრალ კანზე პროცესების არსებობისა და კანის ქრონიკული დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა პრეპარატის უწყლო ფორმა. ცხიმიანი მალამოს ოკლუზიური ეფექტი უზრუნველყოფს მკვეთრად გამოხატულ სამკურნალო ეფექტს. ემულსიას იცხებენ კანზე და მსუბუქად იზელენ. მზისმიერი დამწვრობის შემთხვევაში ის დღეში მაქსიმუმ 2-ჯერ შეიძლება იქნეს გამოყენებული. თუ კანის საფარველი ემულსიის ან კრემის ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში მეტისმეტად გამოშრა, პაციენტი გადაჰყავთ უფრო მეტი ცხიმის შემცველ წამლისმიერ ფორმაზე (მალამოზე ან ცხიმიან მალამოზე).

გვერდითი მოვლენები:
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა თავი იჩინოს ქავილმა, წვამ, ერითემამ, პრეპარატის წასმის ადგილას გაჩნდეს ბუშტუკები. იშვიათია დერმატიტი და ალერგიული რეაქცია.

უკუჩვენება:

-კანის ტუბერკულოზი და პრეპარატის წაცხების ადგილას სიფილისის კანისმიერი გამოვლინება;
-პრეპარატის წაცხების ადგილას კანის ვირუსული დაზიანება (მაგალითად, ჩუტყვავილა, სირსველი);
-პრეპარატის წაცხების ადგილას როზაცეა, პერორალური დერმატიტი;
-ვაქცინაციაზე კანისმიერი რეაქცია;
-პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში გულდასმით უნდა აიწონ-დაიწონოს დედისთვის მოსალოდნელი სარგებლობა და ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის პოტენციური რისკი. ამ კატეგორიის პაციენტებისთვის არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება კანის დიდ ფართობზე წასასმელად.
მეძუძურმა დედებმა პრეპარატი არ უნდა წაისვან სარძევე ჯირკვლებზე.

განსაკუთრებული მითითებები:
ბაქტერიული დერმატოზის და/ან დერმატომიკოზის დროს ადვანტანით თერაპიის პარალელურად აუცილებელია სპეციფიკური ანტიბიოტიკოთერაპია ან სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა. არ შეიძლება ემულსიის წასმა ოკლუზიური სახვევის ქვეშ. გასათვალისწინებელია, რომ პამპერსმა შესაძლოა შექმნას ოკლუზიური ეფექტი. არ შეიძლება პრეპარატის თვალში მოხვედრა! როგორც სისტემური კორტიკოსტეროიდების, ასევე გარეგანი მოხმარების გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების შემთხვევაში (კერძოდ, დიდი დოზით ან ხანგრძლივად მოხმარებისას, ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას, თვალის ირგვლივ ხმარებისას) შესაძლოა განვითარდეს გლაუკომა.

ჰიპერდოზირება:
მეთილპრედნიზოლონის აცეპონატის ერთჯერადი ზედოზირების შემთხვევაში გარეგანი ან შემთხვევითი შინაგანი მოხმარებისას მწვავე ინტოქსიკაცია არ აღრიცხულა. მეტისმეტად ხანგრძლივი ან ინტენსიური ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს კანის ატროფია (კანის გაცრეცა, ტელეანგიოექტაზიები, სტრიები). ამ დროს აუცილებელია, პრეპარატის მოხმარება შეწყდეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ადვანტანის სხვა წამლებთან ერთად გამოყენება საშიში არ არის.

შენახვის პირობები და ვადა:
მალამო, კრემი და ემულსია უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისია 3 წელი. ცხიმიანი მალამო უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისია 5 წელი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ადვანტანი ემულსია 0.1% 20გ
  • სახელი: ადვანტანი ემულსია 0.1% 20გ
Aversi 16.13 ლ
ადვანტანი კრემი 15გ
  • სახელი: ადვანტანი კრემი 15გ
Aversi 7.53 ლ
ადვანტანი მალამო 0.1% 15გ
  • სახელი: ადვანტანი მალამო 0.1% 15გ
Aversi 7.53 ლ
ადვანტანი კრემი 0.1% 15გრ ტუბი #1
  • სახელი: ადვანტანი კრემი 0.1% 15გრ ტუბი #1
Pharmadepot 6.98 ლ
ადვანტანი მალამო 0.1% 15გრ ტუბი #1
  • სახელი: ადვანტანი მალამო 0.1% 15გრ ტუბი #1
Pharmadepot 6.98 ლ
ადვანტანი ემულსია 0.1% 20გრ ტუბი #1
  • სახელი: ადვანტანი ემულსია 0.1% 20გრ ტუბი #1
Pharmadepot 16.13 ლ
ადვანტანი მალამო 0.1% 15გრ ტუბი #1
  • სახელი: ადვანტანი მალამო 0.1% 15გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: ()
GPC 6.98 ლ
ადვანტანი კრემი 0.1% 15გრ ტუბი #1
  • სახელი: ადვანტანი კრემი 0.1% 15გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: ()
GPC 6.98 ლ
ადვანტანი ემულსია 0.1% 20გრ ტუბი #1
  • სახელი: ადვანტანი ემულსია 0.1% 20გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: ()
GPC 16.13 ლ
Advantan - ადვანტანი კრემი 15გ LEO Pharm
  • სახელი: Advantan - ადვანტანი კრემი 15გ LEO Pharm
  • მწარმოებელი: ()
PSP 6.99 ლ
Advantan - ადვანტანი ემულსია 0.1% 20გ
  • სახელი: Advantan - ადვანტანი ემულსია 0.1% 20გ
PSP 9.32 ლ
Advantan - ადვანტანი მალამო 15გ
  • სახელი: Advantan - ადვანტანი მალამო 15გ
PSP 6.99 ლ
ადვანტანი კრემი 15გ
  • სახელი: ადვანტანი კრემი 15გ
  • მწარმოებელი: ()
PSP 22.07 ლ
ადვანტანი 1% 30გრ კრემი(თურ)
  • სახელი: ადვანტანი 1% 30გრ კრემი(თურ)
Aversi 7.53 ლ
Advantan - ადვანტანი მალამო 0.1% 30გ
  • სახელი: Advantan - ადვანტანი მალამო 0.1% 30გ
PSP 14.81 ლ
Advantan - ადვანტანი კრემი 0.1% 30გ
  • სახელი: Advantan - ადვანტანი კრემი 0.1% 30გ
PSP 15 ლ
ადვანტანი მალამო 0.1% 30გრ ტუბი #1
  • სახელი: ადვანტანი მალამო 0.1% 30გრ ტუბი #1
Pharmadepot 7.53 ლ
ადვანტანი კრემი 0.1% 30გრ ტუბი #1
  • სახელი: ადვანტანი კრემი 0.1% 30გრ ტუბი #1
Pharmadepot 7.53 ლ
ადვანტანი მალამო 0.1% 30გრ ტუბი #1
  • სახელი: ადვანტანი მალამო 0.1% 30გრ ტუბი #1
GPC 7.53 ლ
ადვანტანი კრემი 0.1% 30გრ ტუბი #1
  • სახელი: ადვანტანი კრემი 0.1% 30გრ ტუბი #1
GPC 7.53 ლ
Advantan - ადვანტანი მალამო 0.1% 30გ
  • სახელი: Advantan - ადვანტანი მალამო 0.1% 30გ
PSP 15.11 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა