ლინექს ფორტე - Linex Forte
ლინექს ფორტე - Linex Forte

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდიარეულები, ნაწლავის ანთების და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიდიარეული მიკროორგანიზმები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
ფხვნილი, შინაგანად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად
Bifidobacterium animalis subsp. lactis

შემადგენლობა:
ერთი საშე 1,5 გ ფხვნილით შეიცავს 109 კოლონიის წარმომქმნელ ერთეულ ცოცხალ ლიოფილიზირებულ რძისმჟავა ბაქტერიას Bifidobacterium animalis subsp. lactis.
შემავსებელი: მალტოდექსტრინი.
გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ფხვნილი თეთრიდან ღია კრემისფერამდე.
ალუმინის პაკეტები 1,5 გ ფხვნილით. 10 ან 20 საშე შესაფუთ ჩანართ ფურცელთან ერთად კოლოფში.
1. რა არის ლინექს საბავშვო და რისთვის იყენებენ მას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო მიკროორგანიზმები.
ლინექს საბავშვო - ეს არის პრობიოტიკი, სელექციონირებული ბიფიდობაქტერიების შემცველი, რომლებიც ამყარებენ და ინარჩუნებენ ბავშვებში ნაწლავური მიკროფლორის ბალანსს და ფუნქციას.
ბიფიდობაქტერიები შედიან წვრილი და მსხვილი ნაწლავების ნორმალურ მიკროფლაში, სადაც ისინი ინარჩუნებენ მჟავა-ტუტოვან ბალანსს, რაც აუცილებელია საკვების მომნელებელი ფერმენტების (საკვების მონელების), იმუნური სისტემის და პერისტალტიკის ნორმალური მუშაობისთვის. ასევე ისინი წინააღმდეგობას უწევენ პათოგენური ბაქტერიების გადაჭარბებულ განვითარებას.
ძუძუთი საკვები ახალშობილების მიკროფლორა ძირითადად ბიფიდობაქტერიებისგან შედგება; ითვლება, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადრეული ძუძუთა ასაკის ბავშვებში.
ბიფიდობაქტერიების რეგულარული მიღება ეფექტურად ამცირებს საკვების მონელების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის აშლილობების (განსაკუთრებით დიარეის) სიხშირეს და ხარისხს, რომლებიც წარმოიქმნება ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის დარღვევის შედეგად და ინარჩუნებს კუჭ-ნაწლავის რეგულარულ დაცლას.

პრეპარატის ლინექს საბავშვო ბიფიდობაქტერიები ლიოფილიზირებულნი არიან (გამომშრალი არიან დაბალ ტემპერატურაზე), რაც პრეპარატის ოთახის ტემპერატურაზე შენახვის საშუალებას იძლევა ბაქტერიების ფორმის და აქტივობის შეუცვლელად.

ლინექს საბავშვოს გამოყენება შეიძლება ბავშვებში ძუძუთა ასაკიდან 12 წლამდე:
• ნაწლავური მიკროფლორის ბალანსის და ფუნქციის ჩამოსაყალიბებლად და შესანარჩუნებლად;
• დიარეის, მეტეორიზმის და საკვების მონელების სხვა დარღვევების პროფილაქტიკისთვის და შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის, თუ ისინი გამოწვეულია:
- კუჭ-ნაწლავის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციით (მაგ. როტავირუსით);
- ინფექციის სამკურნალო პრეპარატაბის გამოყენებით (ანტიბიოტიკებით და სხვა სინთეტური ანტიმიკრობული საშუალებებით).

უკუჩვენებები
• თუ ბავშვს აქვს ალერგია (მომატებული მგრძობელობა) პრეპარატის მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებისადმი.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
გამოყენების დაწყების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ ბავშვის:
• სხეულის ტემპერატურა აჭარბებს 380 C;
• განავალში არის სისხლი ან ლორწო;
• დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტ ხანს;
• ძლიერი დიარეა გაუწყლოებით და წონის დაკარგვით;
• დიარეა, თანმდევი ძლიერი ტკივილებით მუცელში;
• დიარეა სხვა ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, გულ- სისხლძარღვთა სისტემის დაავადება) ან იმუნოდეფიციტის (მაგ., აიდ ინფექციები) ფონზე.

ნებისმიერი დიარეის მკურნალობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სითხის და ელექტროლიტების აღდგენა.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
ისევე, როგორც სხვა ბაქტერიები, ბიფიდობაქტერიებიც მგრძნობიარენი არიან ანტიბიოტიკების მიმართ. ამიტომ პრეპარატის მიღება რეკომენდებულია არაუადრეს 3 საათისა ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ.

3. როგორ უნდა მივიღოთ ლინექს საბავშვო
დოზები და მიღების ხანგრძლივობა
ძუძუთა ბავშვები და ბავშვები 2 წლამდე: 1 საშე ერთხელ დღეში, ჭამის დროს.
ბავშვები 2 წლიდან 12 წლამდე: 1 საშე ერთხელ ან ორჯერ დღეში (დილას და საღამოს), ჭამის დროს.
ლინექს საბავშვოს მიღება შეიძლება მანამდე, სანამ შენარჩუნებულია სიმპტომები.
საშეს შიგთავსი შეურიეთ წყალს, წვენს, რძეს ან ბავშვის საკვებს.
მხოლოდ შინაგანად მისაღებად.
არ შეურიოთ ცხელ სასმელებს!

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ შეტყობინება არ ყოფილა. ჭარბი დოზირების შედეგად გვერდითი ეფექტების შემთხვევებში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ლიოფილიზირებული რძემჟავა ბაქტერიები.

ერთი კაფსულა შეიცავს ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი Lactobacillus acidophilus (L. gasseri), Bifidobacterium infantis და Enterococcus faecium რძემჟავა ბაქტერიების არა ნაკლებ 1,2x107 კოლონიის შემქმნელ ერთეულს.

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, დექსტრინი, ლაქტოზა (98,28 მგ/კაფსულა), მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

დიარეის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე მიკროორგანიზმები, რძემჟავა ბაქტერიები.

ათქ კოდი: A07FA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ლინექსი არის პრობიოტიკი. ლინექსის შემადგენლობაში შედის ცოცხალი ლიოფილიზირებული რძემჟავა ბაქტერიების სამი სახესხვაობა, რომლებიც არეგულირებენ მიკროორგანიზმების ფიზიოლოგიურ (ნაწლავის მიკროფლორის) წონასწორობას ნაწლავში. მოცემული ბაქტერიები მდგრადნი არიან განსაზღვრული

ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიმართ.

რძემჟავა ბაქტერიები ნორმალურ პირობებში არსებობენ წვრილ და მსხვილ ნაწლავში, სადაც ისინი ინარჩუნებენ მჟავა-ტუტოვან ბალანსს, რომელიც საჭიროა საჭმლის მომნელებელი ფერმენტების, იმუნური სისტემისა და ნაწლავის პერისტალტიკის ნორმალური მუშაობისთვის. თუ აღინიშნება რძემჟავა ბაქტერიების დეფიციტი, ირღვევა ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობა, რასაც მოყვება საჭმლის მონელების სხვადასხვა აშლილობები.

პრობიოტიკების ან რძემჟვა ბაქტერიების მიღება ეფექტურად ამცირებს საჭმლის მონელების მსუბუქ და საშუალოდ მძიმე დარღვევების სიხშირეს და ხარისხს, რომლებიც ვითარდება ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დარღვევის გამო.

პრეპარატის ლინექსი ბაქტერიები ლიოფილიზირებულია (ე.ი. გამოშრობილია დაბალ ტემპერატურაზე), რაც ოთახის ტემპერატურაზე პრეპარატის შენახვის საშუალებას იძლევა ბაქტერიების ფორმისა და აქტივობის ცვლილებების გარეშე.

ფარმაკოკინეტიკა

რძემჟავა ბაქტერიების შიგნით მიღების შემდეგ სისტემური აბსორბცია არ ხდება, ამიტომ კლასიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარებული არ არის.

**მიღების ჩვენებები **

ლინექსი გამოიყენება დიარეის, მეტეორიზმისა და საჭმლის მონელების სხვა დარღვევების პროფილაქტიკისა და დამხმარე მკურნალობისთვის, რომლებიც გამოწვეულია ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევით:

· ჩვილ ბავშვებში, უფრო დიდი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში კუჭ-ნაწლავის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების შედეგად (მაგალითად, როტავირუსული ინფექციები, მოგზაურთა დიარეა);

· ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის შედეგად;

· მუცლის ღრუს და მენჯის ღრუს ორგანოების დასხივების შედეგად.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

ზუსტად დაიცავით ქვემოთ მოცემული სწორად გამოყენების, დოზირებისა და მიღების ხანგრძლივობის რეკომენდაციები.

სწორად გამოყენების რეკომენდაციები

· ლინექსი განკუთვნილია შიგნით მიღებისთვის ჭამის დროს (რძემჟავა ბაქტერიებზე კუჭის მჟავე წვენის ნეგატიური ზეგავნელის თავიდან ასაცილებლად).

· არ უნდა იქნას მიღებული ალკოჰოლურ ან ცხელ სასმელებთან ერთდროულად.

· თუ ბავშვმა არ იცის ან არ შეუძლია კაფსულის გადაყლაპვა, საჭიროა მისი გახსნა, შიგთავსის (ფხვნილის) კოვზზე გადმოყრა და წყლის ისეთ ოდენობასთან შერევა, რომ ბავშვმა შეძლოს მისი გადაყლაპვა.

დოზირება და მიღების ხანგრძლივობა

ჩვილი ბავშვები და ბავშვები 2 წლამდე: 1 კაფსულა დღე-ღამეში 3-ჯერ.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1-2 კაფსულა დღე-ღამეში 3-ჯერ.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 2 კაფსულა დღე-ღამეში 3-ჯერ.

ლინექსი შეიძლება მიღებულ იქნას მანამ, სანამ არ შემსუბუქდება სიმპტომები.

თუ ლინექსის მიღებიდან 2 დღის შემდეგ დიარეა არ შეწყდა, მიმართეთ ექიმს.

დიარეის თვითმკურნალობისას პირველ და ძირითად ღონისძიებას წარმოადგენს დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების ანაზღაურება.

მიღების გამოტოვება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.

პრეპარატი მიიღეთ მაშინ, როდესაც დადგება შემდეგი დოზის მიღების დრო, შემდეგ მიღება ჩვეულებრივი სქემით გააგრძელეთ.

განსაკუთრებული მითითებები

ლინექსის მიRებამდე საჭიროა ექიის კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში:

· სხეულის ტემპერატურა აღემატება 38°C;

· განავალში არის სისხლი ან ლორწო;

· დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;

· მწვავე დიარეა გაუწყლოებით და წონაში დაკლებით;

· დიარეას თან ახლავს მუცლის ძლიერი ტკივილი;

· სხვა ქრონიკული დაავადებები (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები) ან იმუნოდეფიციტური მდგომარეობები (მაგალითად, აივ ინფექცია).

არ შეიძლება დიარეის მკურნალობა 6 წლის ასაკზე უმცროს ბავშვებში, სამედიცინო კონტროლის გარეშე.

ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებებზე

ლინექსი შეიცავს ლაქტოზას (98,28 მგ/კაფსულა). ისეთი იშვიათი თანდაყოლილი დარღვევების მქონე პაციენტებმა, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზას/გალაქტოზას შეწოვის დარღვევა, მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

ლინექსი კვალის სახით შეიძლება შეიცავდეს რძის ცილებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში დიარეის მკურნალობა უნდა ხორციელდებოდეს ექიმის კონტროლის ქვეშ.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არასაკმარისია, ამიტომ ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის ლინექსის მიღება რეკომენდირებული არ არის.

წამლისმიერი ურთიერთქმედება

დამტკიცებულია ლინექსის ბაქტერიების მდგრადობა განსაზღვრული ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიმართ. ლინექსის მიღება შეიძლება ანტიბიოტიკებთან და ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად, მაგრამ არა ერთი და იგივე დროს. უფრო მეტი ეფექტურობისთვის მიიღეთ ლინექსი ანტიბიოტიკის ან ქიმიოთერაპიული პრეპარატის მიღებიდან არა ნაკლებ 3 საათის შემდეგ.

ურთიერთქმედების სხვა კვლევები არ ჩატარებულა.

ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე

არ გამოკვლეულა.

გვერდითი ეფექტები

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებს, ლინექსს შეუძლია არსასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.

რძემჟავა ბაქტერიების გამოყენებისას გვერდით ეფექტები ძალიან იშვიათია (ჩნდება 10000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში). შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

თუ რომელიმე გვერდითი რეაქციის სიმძიმე გაძლიერდება ან გაჩნდება გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზირება

თუ ჭარბი დოზირების შემდეგ ჩნდება არსასურველი რეაქციები, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შეტყობინებები ჭარბი დოზირების შესახებ არ არის.

შეფუთვა

16 ან 32 კაფსულა ალუმინის ბლისტერებში, რომლებიც მოთავსებულია კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა