კურიოზინი - CURIOSIN
კურიოზინი - CURIOSIN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები, აკნეს სამკურნალო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

კურიოზინი
გელი
(Curiosin)

კურიოზინი გელი, მის შემადგენლობაში შემავალი მოქმედი ნივთიერების - თუთიის ჰიალურონატის ფარმაკოლოგიური თავისებურებების გამო, ეფექტურად გამოიყენება ფერისმჭამელების სამკურნალოდ. ფერისმჭამელების პათოგენეზში მონაწილე ორი ძირითადი ფაქტორის (ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპლაზია და ფოლიკულების გამომტანი სადინარის ჰიპერკერატინიზაცია) გარდა, აკნეს განვითარებაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც გამომუშავდებიან და გამოთავისუფლდებიან Propianibacterium acnes ზემოქმედებით. ზემოთაღნიშნული პათოლოგიური ცვლილებების შედეგად ქსოვილებში ქვეითდება ჰიალურონის მჟავას კონცენტრაცია და ირღვევა ბალანსი. კურიოზინი გელის ადგილობრივად გამოყენებისას ქსოვილებში კომპენსირდება ჰიალურონის მჟავას მიმართ მომატებული მოთხოვნილება.
ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს ბუნებრივ მუკოპოლისაქარიდული ტიპის პოლიმერს, რომელიც მნიშვნელოვანი ელემენტია არაუჯრედული ნივთიერების სამშენებლოდ. მაღალი ჰიდროფილურობის გამო იგი წარმოქმნის დისპერსიულ მატრიქსს წყლის მოლეკულებთან; მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის საფარის ტონუსისა და ელასტიურობის ფორმირებაში. პრეპარატს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი.
ჰიალურონის მჟავის კომბინაცია თუთიასთან აძლიერბს პრეპარატის ეფექტურობას. თუთია თრგუნავს Propianibacterium acnes-ით გამოწვეულ ლიპაზურ აქტივობას და ამით წყვეტს პათოლოგიურ პროცესს, რომელიც ხელს უწყობს დაავადებას; აღადგენს ეპიდერმისის დარღვეულ მეტაბოლიზმს. პრეპარატს ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი.
კურიოზინის გელი მოქმედებს როგორც კომედონების წარმოქმნაზე, ასევე ანთებით ელემენტებზე.
პრეპარატით მკურნალობის პროცესში ადგილი აქვს პუსტულების და პაპულების გაწოვას, მცირდება ერითემა და პაპულოზური მოვლენები.

მოქმედი ნივთიერება
15 გ კურიოზინი გელი შეიცავს 15,40 მგ თუთიის ჰიალურონატს.
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ჰიდროჟანგი, კარბომერი.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფერისმჭამელების სამკურნალოდ, უპირველეს ყოვლისა კომედონური და პაპულო-პუსტულოზური ფერისმჭამელების ადგილობრივი მკურნალობისათვის.

წინააღმდეგჩვენება
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელლობა.

დოზირება
დაზიანებული უბნის საგულდაგულოდ გასუფთავების შემდეგ გელის თხელი ფენა დაიტანება კანის ზედაპირზე დღეში 2-ჯერ.
პრეპარატი შეიწოვება გამოყენებიდან რამდენიმე წუთში. დამწოლი ნახვევის გამოყენება არ არის საჭირო.

გვერდითი მოვლენები
მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია წვის შეგრძნება, კანის სიწითლე. მშრალი კანის არსებობისას შესაძლებელია დაჭიმულობის შეგრძნება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის ცნობილი.

განსაკუთრებული მითითებანი
პრეპარატი არ იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას, არ ღებავს კანსა და თეთრეულს.

შენახვის პირობები: ინახება 15-300C ტემპერატურაზე.

შეფუთვა
15გ ტუბში

**მწარმოებელი ფირმა:
** გედეონ რიხტერი (უნგრეთი)

შენახვის პირობები: ინახება 15-30C ტემპერატურაზე.

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
1გ გელი შეიცავს 1,027 მგ თუთიის ჰიალურონატს (1,00მგ ნატრიუმის ჰიალურონატის და 0,33მგ თუთიის ქლორიდის ექვივალენტი).

სამკურნალწამლო ფორმა
გელი.
უფერო ან თითქმის უფერო, გამჭვირვალე გელი, პრაქტიკულად უსუნო.

კლინიკური მახასიათებლები
მიღების ჩვენება
ფერიმჭამელური გამონაყარის ყველა ფორმის მკურნალობა, მსუბუქიდან საშუალო სიმძიმემდე, განსაკუთრებით კომედონები და პაპულო-პუსტულოზური ფერიმჭამელები.

დოზირება და მიღების მეთოდი
პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.
გელი კურიოზინი უნდა წაისვან კანზე, დღეში ორჯერ, წინასწარ გასუფთავებულ ადგილზე, თხელ ფენად. პრეპარატი კანის ზედაპირიდან შეიწოვება რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამიტომ სახვევის დადების აუცილებლობა არ არსებობს.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები
გელ კურიოზინს არ ახასიათებს ფოტოსენსიტიური მოქმედება, არ იწვევს კანის და თეთრეულის შეღებვას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
უცნობია.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
მონაცემები კურიოზინის გამოყენების შესახებ ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში არ არსებობს.

გავლენა ავტომობილის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
გელი კურიოზინი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

არასასურველი ეფექტები
მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს წვის მსუბუქი შეგრძნება ან სიწითლე, რაც თავითავად ქრება მკურნალობის გაგრძელებისას. მშრალი კანის შემთხვევაში შესაძლებელია დაჭიმულობის შეგრძნება.

არასასურველი ეფექტი (MedDRA - კლასიფიკაცია ორგანოთა სისტემის მიხედვით) |

ხშირი (≥1/100-<1/10)
---|---
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ |
კანის წვის შეგრძნება

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი**:** ფერიმჭამელური გამონაყარის სამკურნალო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები
ფერიმჭამელების განვითარების ორი ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორის გარდა (ცხიმოვანი ჯირკვლების ქსოვილის პროლიფერაცია და მათი გამომტანი სადინრების ჰიპერკერატოზი) დიდი მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც წარმოიქმნება ბაქტერია პროპიონაბაცტერიუმ აცნეს მოქმედებით. ამასთან ქვეითდება ჰიალურონის მჟავას რაოდენობა დაზიანებულ ქსოვილებში. ქსოვილში ჰიალიურონის მჟავას მომატებული კონცენტრაცია მიიღწევა გელის გამოყენებით. ჰიალურონის მჟავა - მუკოპოლისაქარიდული ტიპის ბუნებრივი პოლიმერი, შემაერთებელი ქსოვილის უჯრედშორისი მატრიქსის მნიშვნელოვანი ელემენტი. ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით განპირობებული სხვა მოლეკულებთან და უჯრედებთან ურთიერთქმედება ჰიალურონის მჟავას აქცევს აუცილებელ კომპონენტად მრავალ ბიოლოგიურ პროცესში. ჰიალურონის მჟავა წარმოქმნის დისპერსიულ მატრიქსს წყლის მოლეკულებთან და ხელს უწყობს კანის ელასტიურობის და ტონუსის შენარჩუნებას. პროტეოგლიკანების სხვა მოლეკულებთან ერთად ჰიალურონის მჟავა ასტაბილურებს უჯრედშორის ნივთიერებას შემაერთებელ ქსოვილში. თუთია თრგუნავს P.acnes ლიპაზას აქტივობას, აგრეთვე ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება. კურიოზინის გელი აქვეითებს ფერიმჭამელების წარმოქმნას და ანთებითი პროცესის გამოხატულებას. ჰიალურონის მჟავა წყლის მოლეკულებთან წარმოქმნის დისპერსიულ მარტიქსს, რომელიც ანაზღაურებს ქსოვილის დეფექტს, უზრუნველყოფს უჯრედებისთვის ბუნებრივ საყრდენს, ზრდის მაკროფაგების და გრანულოციტების აქტივობას, აძლიერებს ფიბრობლასტების პროლიფერაციას და ანგიოგენეზს. თუთიის ჰიალურონატი ნატრიუმის ჰიალურონატთან შედარებით, ახდენს ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას ბაქტერიების უმრავლეს შტამებზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ეკზოგენური ჰიალურონის მჟავას ფარმაკოკინეტიკაზე ინფორმაცია არასრულია. ლიტერატურული მონაცემებით შრატში ჰიალურონის მჟავას კონცენტრაცია ჯანმრთელ მოხალისეებში 10-100მკგ/ლ-ს ფარგლებშია. შრატში ჰიალურონის მჟავას კონცენტრაცია დილით უფრო მაღალია ფიზიოლოგიური მიზეზებით, ძლიერდება ასაკთან ერთად, აგრეთვე ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას. ჰიალურონის მჟავა სწრაფად გამოიყოფა პლაზმიდან, დაშლა მცირე მოლეკულური მასის კომპონენტებად ძირითადად ხდება ღვიძლში. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი (T ½) შეადგენს 2.5-5.5 წუთს. ჰიალურონის მჟავა თითქმის არ გამოიყოფა თირკმელებით (1%). 22 ჯანმრთელი მოხალისის მონაცემების შეფასებით ჰიალურონის მჟავას კლირენსი შეადგენს 320მკგ-ს 24 საათში.

უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ტოქსიკოლოგიური კვლევისას სისტემური ტოქსიკურობის ნიშნები ადგილობრივი გამოყენებისას, კანქვეშ ან კუნთში მიღების შემდეგ გამოვლენილი არ იყო. ადგილობრივი გაღიზიანების გამოკვლევისას გელის კანზე და ლორწოვანზე წასმის დროს გამოვლენილი არ იყო მაკროსკოპული ან ჰისტოლოგიური ცვლილებები.

ფარმაცევტული დახასიათება
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, კარბომერები, საინექციო წყალი.

შეუთავსებლობა
მონაცემები არ არის.

ვარგისობის ვადა
2 წელი.

შენახვის პირობები
შეინახეთ +15°C - + 30°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეფუთვა
15გ გელი ალუმინის ტუბში, თეთრი პოლიეთილენის სახურავით, საპერფორაციო დაბოლოებით.
ერთი ტუბი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა