სევორანი - SEVORANE
სევორანი - SEVORANE

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საანესთეზიო საშუალებები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მწარმოებელი : აესიკა კვინბორო ლტდ , დიდი ბრიტანეთი / Aesica Queenborough Ltd, United Kingdom.
შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: 1 ფლაკონი შიცავს არა ნაკლებ 99,9875% და არა უმეტეს 100% სევოფლურანს;

წამლის ფორმა: ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

საშუალება ზოგადი ანესთეზიისათვის.

ჩვენებები:

მოზრდილ პაციენტებში და ბავშვებში სტაციონარული და ამბულატორიული ოპერაციების დროს ზოგადი ანესთეზიის ინდუქცია და შენარჩუნება.

უკუჩვენებები:

სევორანი არ შეიძლება დაენიშნოს პაციენტებს, რომლებსაც სევოფლურანის ან სხვა ჰალოგენის შემცველობის საანესთეზიოს მიმართ მომატებული მგრძნობელობა გააჩნიათ, სევორანი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებში დამტკიცებული ან საეჭვო გენეტიკური მიდრეკილებით ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მიმართ.

გამოყენების წესი და დოზები:

სევორანის შეყვანა აუცილებლად უნდა მოხდეს სპეციალურად კალიბრირებული ამაორთქლებლის საშუალებით, რათა ზუსტად გაკონტროლდეს კონცენტრაცია, რომელიც მიეწოდება პაციენტს, დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და გაიზარდოს სასურველ ეფექტამდე, პაციენტის ასაკისა და კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად, ნარკოზის ინდუქციისათვის შეიძლება შეყვანილი იქნას ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატი ან სხვა ინტრავენური საშუალება, რის შედეგადაც სევოფლურანი შეყავთ ინჰალაციის გზით, სევოფლურანი შეიძლება შეყვანილი იქნას ჟანგბადთნ ერთდ ან ჟანგბათან და აზოტის

ქვეჟანგთნ კომბინაცში, მოზრდილებში სევოფლურანის საინჰალაციო კონცენტრაცია 5%-მდე ჩვეულებრივ იწვევს ქირურგიულ ანესთეზია, 2 წთ-ზე ნაკლებ დროში, ბავშვებში სევოფლურანის 7%-მდე საინჰალაციო კონცენტრაცია ჩვეულებრივ იწვევს ქირურგიულ ანესთეზიას, 2 წუთზე ნაკლებ დროში, ალტერნატიულად, პაციენტებში ოპერაციისათვის მედიკამენტოზური მომზადების გარეშე, ნარკოზში შყვანისათვის შეიძლება გამოყენეული იქნას სევოფლურანის კონცენტრაცია 8%-მდე.

შენარჩუნება:

ანესთეზიის ქირურგიული დონე შეიძლება შენარჩუნდეს სევოფლურანის კონცენტრაციის დახმარებით 0,5-დან 3%-მდე თანმდევი აზოტის ქვეჟნგით ან მის გარეშე, ხანდაზმულ პაციენტებში სხვა საინჰალაციო საშუალებით ქირურგიული ანესთეზიის შენარჩუნებისათვის ჩვეულებრივ გამოიყენება სევოფლურანის ნაკლები კონცენტრაცია, სევოფლურანის მინიმალური ალვეოლური კონცენტრაცია (მაკ) დაბლა იწევს ასაკთან ერთად და აზოტის ქვეჟანგის დამატებისას. ცხრილში მოცემულია მაკ-ის საშუალო მაჩვენებლები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის:

სევოფლურანის მაკ - ი მოზრდილებში და ბავშვებისათვის პაციენტის ასაკის მიხედვით

პაციენტის ასაკი | სევოფლურანი ჟანგბადში | სევოფლურანი 65%N2O/35%O2*
0-1 თვე | 3,3 % | არ არის მონაცემები
1 თვე -<6 თვე | 3,0% | არ არის მონაცემები
6 თვე _< 3 წელი | 2,8% | 2, 0%
3-12 წელი | 2,5% | არ არის მონაცემები
25 წელი | 2,6% | 1,4 %
40 წელი | 2,1 % | 1,1%
60 წელი | 1,7% | 0, 90%
80 წელი | 1,4% <td valign="top" width="226"