ფემორუმი სინექციო - Femorrum Inj.
ფემორუმი სინექციო - Femorrum Inj.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური პრეპარატები, რკინის პარენტერული პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფემორუმი, საინექციო

შემადგენლობა: თითოეული ამპულა (5 მლ) შეიცავს: რკინის ჰიდროქსიდის საქაროზას კომპლექსი 2700 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატები, რკინის პრეპარატები პარენტერალური გამოყენებისათვის.

ჩვენებები: რკინის დეფიციტის მკურნალობა შემდეგი დანიშნულებისას: როდესაც არის კლინიკური საჭიროება რკინის სწრაფად მისაღებად რკინის მარაგებში. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რკინის პერორალური თერაპიის აუტანლობა. ნაწლავის აქტიური ანთებითი დაავადებისას, როდესაც პერორალური რკინის პრეპარატები არაეფექტურია.

დოზირება და მიღების წესი: მიღების წესი: პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ინტრავენურად. შესაძლებელია ნელი ინტრავენური ინექციით ან ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიით. პაციენტში პირველი დოზის მიღებამდე საჭიროა ანალიზის ჩატარება, თუ განვითარდება ალერგიული რეაქცია ან აუტანლობა, უნდა შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა. საინექციო ფემორუმის გამოყენება დაუშვებელია კუნთში ინექციის სახით. მოზრდილები და ხანდაზმულები: საერთო ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 200 მგ რკინას კვირაში არაუმეტეს სამჯერ მიღებით. თუ საერთო აუცილებელი დოზა აჭარბებს მაქსიმალურ დაშვებულ ერთჯერად დოზას, მიღება უნდა გაიყოს. საინექციო ფემორუმის გამოყენება სათანადოდ არ შესწავლილა ბავშვებში და ამიტომ, საინექციო ფემორუმი არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად. ინტრავენური წვეთოვანი ინფუზია: საინექციო ფემორუმის განზავება უნდა მოხდეს სტერილურ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში: მაქს. 100 მლ სტერილური 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი 1 ამპულა ფემორუმზე. განზავება უნდა მოხდეს უშუალოდ ინფუზიამდე და ხსნარის მიღება უნდა მოხდეს შემდეგნაირად: 100 მგ რკინა 15 წუთი. 200 მგ რკინა 30 წუთი. პირველი 25 მგ რკინის ინფუზია უნდა გაკეთდეს ტესტის სახით 15 წუთის მანძილზე. თუ არ განვითარდება გვერდითი რეაქციები მოცემულ დროში ინფუზიის ნარჩენი უნდა გაკეთდეს ინფუზიის სიჩქარით არაუმეტეს 50 მლ 15 წუთში. ინტრავენური ინექცია: ფემორუმის მიღება უნდა მოხდეს ნელი ინტრავენური ინექციის სახით სიჩქარით 1 მლ განუზავებელი ხსნარი წუთში და არ უნდა აჭარბებდეს 10 მლ ფემორუმს ინექციაზე. მიღების წინ სატესტო დოზა 1 მლ უნდა გაკეთდეს ნელი ინექციით 1-2 წუთის მანძილზე. თუ არ განვითარდება გვერდითი მოვლენები ტესტ დოზის დასრულების 15 წუთის მანძილზე, უნდა გაკეთდეს ინექციის ნარჩენი ნაწილი. ინექცია დიალიზერში: საინექციო ფემორუმის მიღება შეიძლება ჰემოდიალიზის სეანსის დროს პირდაპირ დიალიზერის ვენურ კიდურში იმავე პროცედურით, რაც აღწერილია ინატრვენური ინექციისთვის.

გვერდითი მოვლენები: გემოს გარდამავალი ცვლილება, განსაკუთრებით ლითონის გემო. თავის ტკივილი, თავრბუსხვევა. მგრძნობელობის დარღვევები, გულის წასვლა, ცნობიერების დარღვევა, წვის შეგრძნება. არტერიული წნევის დაქვეითება და გულის წასვლა, ტაქიკარდია და გულის ფრიალი. არტერიული წნევის მატება. ბრონქოსპაზმი, ქოშინი. გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი. ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ეგზანთემა, სიწითლე. კუნთების სპაზმი, კუნთების ტკივილი. ცხელება, კანკალი, სიწითლე, გულმკერდის ტკივილი და შემოჭილობა. რეაქციები ინექციის ადგილას, როგორიცაა ზედაპირული ვენის ანთება, წვა, შეშუპება. სახსრების ტკივილი, პერიფერიული შეშუპება, საერთო სისუსტე და დაღლილობა, უგუნებობა, სიცხის შეგრძნება, შეშუპება. ანაფილაქტოიდური რეაქციები.

უკუჩვენებები: საინექციო ფემორუმის გამოყენება უკუნაჩვენებია: საინექციო ფემორუმის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ ცნობილი მომატებული მგრძნობელობის დროს, ანემიები რომლებიც არ უკავშირდება რკინის დეფიციტს, რკინით გადატვირთვა ან რკინის უტილიზაციის დარღვევა, პაციენტები ასთმის, ეგზემის ან სხვა ატოპური ალერგიის ისტორიით, ვინაიდან ისინი მეტადაა მიდრეკილი ალერგიული რეაქციების მიმართ, ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: საინექციო ფემორუმის მიღება დაუშვებელია შიგნით მისაღებ რკინის პრეპარატებთან ერთად ვინაიდან მცირდება ამ უკანასკნელის შეწოვა. ამიტომ, რკინის შიგნით მისაღები ფორმით თერაპია უნდა დაიწყოს საინექციო ფემორუმის ბოლო ინექციიდან 5 დღეში.