ლივსელონი ადვანსი - LIVSELON advance
ლივსელონი ადვანსი - LIVSELON advance

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ღვიძლის დაავადებების სამკურნალო მცენარეული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ლივსელონი
საკვები დანამატი
250მლ სუსპენზია შინაგანი გამოყენებისთვის

შემადგენლობა: 1 დოზა (10მლ) შეიცავს-აქტიურ ნივთიერებებს: მიო-ინოზიტოლი 750მგ; ალფა ლიპოის მჟავა-50მგ; ჭინჭრის ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Urtica Dioica root dry extract 8:1)-150მგ; 9,5გ ჰიდროლატი მიღებული ბაყაყურადან (Silybum marianum L)-2,5გ; ლესპედიცის მშრალი ექსტრაქტი (Lespedez capitata dry extract 12.5:1)-300მგ.
1მლ სუსპენზია შეიცავს-აქტიურ ნივთიერებებს: მიო-ინოზიტოლი 75გ; ალფა ლიპოის მჟავა-5მგ; ჭინჭრის ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Urtica Dioica root dry extract 8:1)-15მგ; 951,5მგ ჰიდროლატი მიღებული ბაყაყურასგან (Silybum marianum L)-250მგ; ლესპედიცის მშრალი ექსტრაქტი (Lespedez capitata dry extract 12.5:1)-30მგ; დამხმარე ნივთიერებები: ქსანტანის ცვილი; ნატრიუმის ბენზოატი; კალიუმის სორბატი; ლიმონის მჟავა; სუკრალოზა; გასუფთავებული წყალი.

გამოყენების რეკომენდაციები: გამოიყენება საკვები დანამატის სახით კვებით რაციონში შემდეგი მდგომარეობებისას: თირკმელების დაავადებები; ქრონიკული გლომერულონეფრიტი; პიელონეფრიტი; შეშუპება; თირკმელების ქრონიკული უკმარისობა; ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დისფუნქცია; სტეატოზი; ქრონიკული ჰეპატიტი; ქოლეცისტიტი; მეტაბოლური სინდრომი; ჭარბი წონა და გაცხიმოვნება; ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის მოშლა; დისლიპიდემია; ჰიპერქოლესტერინემია; ჰიპერგლიკემია; ჰიპერაზოტემია; შაქრიანი დიაბეტი ტიპი II; ინსულინორეზისტენტული მდგომარეობა; დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათიისას განვითარებული პარესთეზიები; წამლისმიერი ინტოქსიკაციები; მძიმე მეტალებით მოწამვლები; გულის იშემიური დაავადებები; ათეროსკლეროზი; მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა; ინსულტი, ქრონიკული დაღლის სინდრომი.

უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გამოყენების წესები და რეკომენდებული დღიური დოზა: 10მლ 2-3-ჯერ დღეში. გამოყენების წინ უნდა შეანჯღრიონ. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. არ გამოიყენება სრულფასოვანი და დაბალანსებული საკვების ნაცვლად! არ შეიძლება დოზის გადაჭარბება!

განსაკუთრებული მითითება: საკვები დანამატი არ გამოიყენება ბავშვებში.

შენახვის წესი და სხვა ინფორმაცია: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. კვებითი დანამატი. არ მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებებს. არ შეიცავს გმო-ს.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მოხმარებადი (კვებითი) და ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა) 100გ-ზე: ცილა- 2,1გ; ნახშირწყლები-1,8გ; ცხიმი -0,9გ; 21 კკალ-87,86 კჯოული.

გამოშვების ფორმა: 250მლ ხსნარი ფლაკონში. ფლაკონი მუყაოს კოლოფში მზომ ჭიქასთან ერთად.

მწარმოებელი: მიქუელ ი გარიგა ს.ლ. (Miquel Y Garriga S.L.), ბარსელონა, ესპანეთი. გრანდ მედიკალ გრუპ ა.გ-სთვის, შვეიცარია.

პროდუქტისმახასიათებლებისშეჯამება

1.სამკურნალოსაშუალების****დასახელება

ლივსელონი ადვანსი

2.თვისობრივიდარაოდენობრივიშემადგენლობა

250 მლ პერორალური ხსნარი შეიცავს:

Silybum marianum L. 62.500,0 მგ

Lespedeza capitata-ს მშრალი ექსტრაქტი 7.500,0 მგ

ალფა ლიპოის მჟავა 1.250,0 მგ

მიო-ინოზიტოლი 18.750,0 მგ

Urtica dioica-ს ფესვის ექსტრ. (0,8% ბეტა-სიტოსტეროლი) 3.750,0 მგ

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1

3.ფარმაცევტულიფორმა

პერორალური სუსპენზია.

გაუმჭვირვალე, ყავისფერი სითხე დამახასიათებელი სუნით.

4.კლინიკურიმონაცემები

4.1თერაპიულიჩვენებები

• თირკმელების დაავადების, ქრონიკული გლომერულონეფრიტის, პიელონეფრიტის, შეშუპების, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის არასასურველი სიმპტომების აღმოფხვრა.

• ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევა, სტეატოზი, ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი.

• მეტაბოლური სინდრომის, ჭარბი წონის და სიმსუქნის, ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლის დარღვევების დროს, დისლიპიდემიის, ჰიპერქოლესტერინემიის, ჰიპერგლიკემიის, ჰიპერასოტემიის პირობებში.

• ტიპი II დიაბეტის, ინსულინრეზისტენტობის, პარესთეზიის, დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის დროს.

• ქრონიკული ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, პრეპარატებით ან მძიმე ლითონით მოწამვლა.

• გულის იშემიური დაავადების, ათეროსკლეროზის, გულის შეტევის შემდგომი მდგომარეობების, ინსულტის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს.

4.2დოზირებადამიღებისწესი

დოზირება

• ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის არის 10 მლ, დღეში 2-3-ჯერ.

მიღების წესი

პერორალური მიღებისთვის.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

**4.3.**უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე აქტიური ნივთიერების ან 6.1 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ლივსელონი ადვანსი რეკომენდებული არ არის 11 წლამდე ბავშვებისთვის.

4.4.განსაკუთრებულიგაფრთხილებებიდასიფრთხილის****ზომები

ლივსელონი ადვანსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ რაიმე დამატებითი რისკ-ფაქტორები.

არ გამოიყენოთ როგორც სრული და დაბალანსებული კვების შემცვლელი!

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას!

4.5.ურთიერთქმედებასხვა სამკურნალოსაშუალებებთანდაურთიერთქმედებისსხვაფორმები

წამალთშორისი ურთიერთქმედებები გამოვლენილი არ არის.

ამავე დროს, არ უნდა გამოირიცხოს ლივსელონი ადვანსის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა. ამიტომ, ლივსელონი ადვანსის სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ურთიერთქმედების შესაძლებლობა.

4.6.ფერტილურობა,ორსულობადალაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოება დადგენილი არ არის. მონაცემების ნაკლებობის გამო, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ნაყოფიერებაზე ზემოქმედების შესახებ ტესტი არ ჩატარებულა.

4.7.ზემოქმედებაავტომობილისდამექანიზმებისმართვისუნარზე

კვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ არ ჩატარებულა.

4.8. გვერდითიეფექტები

გვერდითი ეფექტები რეკომენდებული დოზების დანიშვნისას არ გამოვლენილა.

არსებობს გარკვეული მონაცემები თავის ტკივილის, გულმკერდის არეში ტკივილისა და მოჭერის შესახებ, რომელთა კავშირი პრეპარატის გამოყენებასთან დადგენილი არ არის.

**4.9.**ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ არის აღწერილი.

ლივსელონი ადვანსის ძალიან ხშირად მიღებამ შეიძლება გააუარესოს თავის ტკივილი.

5.ფარმაკოლოგიურითვისებები

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: ღვიძლის თერაპია, ლიპოტროპული საშუალებები.

შემოთავაზებული

5.1.ფარმაკოდინამიკურითვისებები

არ მოითხოვება 2001/83/EC დირექტივის 16c(1)(a)(iii) მუხლის მიხედვით, ცვლილებებით

5.2.ფარმაკოკინეტიკურითვისებები

არ მოითხოვება 2001/83/EC დირექტივის 16c(1)(a)(iii) მუხლის მიხედვით, ცვლილებებით

5.3.უსაფრთხოებისწინაკლინიკური****მონაცემები

არ არსებობს შესაბამისი წინაკლინიკური მონაცემები, გარდა იმ მონაცემებისა, რომლებიც უკვე მოცემულია პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების სხვა პუნქტებში.

6.ფარმაცევტულითვისებები

6.1.დამხმარენივთიერებების****ჩამონათვალი

ქსანტანის გუმი

ნატრიუმის ბენზოატი

კალიუმის სორბატი

ლიმონმჟავა

სუკრალოზა

გასუფთავებული წყალი

**6.2.**შეუთავსებლობა

არ შეესაბამება.

6.3.შენახვისვადა

2 წელი

6.4.განსაკუთრებულისიფრთხილისზომებიშენახვისას

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

6.5.კონტეინერისსახეობადაშიგთავსი

მუყაოს ყუთი 1 პვქ ბოთლით 250 მლ ბოთლით და დახურვის სისტემა არის ალუმინის თავსახური პოლიეთილენის ლუქით.

6.6.სიფრთხილისზომები****უტილიზაციისას

არ არის სპეციალური მოთხოვნები უტილიზაციისას.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

7.სავაჭრონებართვისმფლობელიდა****მწარმოებელი

გრანდ მედიკალ გრუპ აგ / Grand Medical Group AG

მისამართი: კორნმარტკტ 10,C- 6004, ლუზერნი, შვეიცარია

ტელ: +41 44 5853080
ტელ: +41 78 8324510

მწარმოებელი**:**

Miquel Y Garriga S.L., Joaquim Costa, 18, 1a, 08390 Mongat, ბარსელონა, ესპანეთი

ტელეფონი + 34 934692266

ლივსელონი ადვანსი სუსპენზია

შინაგანი გამოყენებისათვის 250 მლ

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.

- გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

( იხ. ნაწილი 4.)

გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:

1. რა არის ლივსელონი ადვანსი და რისთვის გამოიყენება ის?

2. რა უნდა იცოდეთ ლივსელონი ადვანსის მიღებამდე

3. როგორ უნდა მიიღოთ ლივსელონი ადვანსი?

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. ლივსელონი ადვანსის შენახვის პირობები

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ლივსელონი ადვანსი და რისთვის გამოიყენება ის?

ლივსელონი ადვანსი შეიცავს: მიო-ინოზიტოლი, ალფა ლიპოის მჟავა (ALA), ჭინჭრის ფესვის მშრალი ექსტრაქტი (0,8% ბეტა-სიტოსტეროლი), Silybum marianum-ისგან მიღებული ჰიდროლატი, Lespedeza capitata-ს მშრალი ექსტრაქტი.

ლივსელონი ადვანსი გამოიყენება თირკმლის ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ქრონიკული გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, შეშუპება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. ასევე ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევის, სტეატოზის, ქრონიკული ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის შემთხვევაში. მეტაბოლური სინდრომის დროს: ჭარბი წონა და სიმსუქნე, ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლის დარღვევა, დისლიპიდემია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერაზოტემია. II ტიპის შაქრიანი დიაბეტისა და ინსულინორეზისტენტობის დროს. პარესთეზიების, დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათიების, ქრონიკული ალკოჰოლური ინტოქსიკაციების, პრეპარატებით ან მძიმე ლითონებით მოწამვლის შემთხვევებში. გულის იშემიური დაავადებების, ათეროსკლეროზის, გულის შეტევის შემდგომი მდგომარეობის, ინსულტის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს.

2. რა უნდა იცოდეთ ლივსელონი ადვანსის მიღებამდე

არ მიიღოთ ლივსელონი ადვანსი:

თუ გაქვთ ალერგია ლივსელონი ადვანსის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

• აცნობეთ ექიმს და არ მიიღოთ ლივსელონი ადვანსი

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

ლივსელონი ადვანსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი რისკ-ფაქტორები

• აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ლივსელონი ადვანსის მიღებამდე.

თუ თქვენ ხშირად იღებთ ლივსელონი ადვანსს

ლივსელონი ადვანსის ხშირად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილის გაძლიერება.

თუ ეს გეხებათ თქვენ

• აცნობეთ თქვენს ექიმს, მან შეიძლება გირჩიოთ ლივსელონი ადვანსის მიღების შეწყვეტა.

იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ ტკივილს ან შებოჭილობას გულმკერდის არეში (როგორც წესი ქრება სწრაფად) და ეს ეფექტები ინტენსიურია, სწრაფად არ ქრება ან პირიქით ძლიერდება:

• სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს დამატებით ინფორმაციას შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ. (ნაწილი 4)

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით, ამჟამად იღებთ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ნებისმიერი მცენარეული პროდუქტი ან მედიკამენტი, რომელიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ზოგიერთი პრეპარატის მიღება არ შეიძლება ლივსელონი ადვანსთან ერთად.

ზოგიერთმა პრეპარატმა ლივსელონი ადვანსთან ერთად მიიღების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

ბავშვები 11 წლამდე

ლივსელონი ადვანსი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის 11 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის დროს ლივსელონი ადვანსის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. მონაცემების სიმცირის გამო, ორსულებსა და მეძუძურ დედებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ფერტილობაზე ზემოქმედების ტესტი არ ჩატარებულა.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

კვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენის შესახებ არ ჩატარებულა.

3. როგორ უნდა მიიღოთ ლივსელონი ადვანსი

• ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის 10 მლ 2-3-ჯერ დღეში.

• გამოყენებამდე აუცილებელია შენჯღრევა.

• არ გამოიყენოთ ადექვატური და დაბალანსებული კვების შემცვლელად.

• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

რამდენი უნდა მიიღოთ ლივსელონი ადვანსი

• ჩვეულებრივ დოზა მოზრდილებისთვის არის 10 მლ 2-3-ჯერ დღეში.

ლივსელონი ადვანსი არ არის რეკომენდებული 11 წლამდე ბავშვებისთვის.

თუ თქვენ მიიღეთ ლივსელონი ადვანსის ჭარბი დოზა

კლინიკურ პრაქტიკაში დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.

• რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, იშვიათ შემთხვევებში, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

• აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში ან აღინიშნა მათი ინტენსივობის მატება

• აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ინფორმაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში.

5. ლივსელონი ადვანსის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის თარიღი მიუთითებს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ 25°C-მდე ტემპერატურაზე.

არ ჩაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

ლივსელონი ადვანსი შეიცავს: მიოინოზიტოლი, ალფა ლიპოის მჟავა (ALA), ჭინჭრის ფესვის მშრალი ექსტრაქტი (0,8% ბეტა-სიტოსტეროლი), Silybum marianum-ისგან მიღებულ ჰიდროლატი, Lespedeza capitata-ს მშრალი ექსტრაქტი.

დამხმარე ინგრედიენტები : ქსანთანის რეზინი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, სუკრალოზა, გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყურება ლივსელონი ადვანსი და შეფუთვის შიგთავსი

ლივსელონი ადვანსი არის გაუმჭვირვალე, ყავისფერი დამახასიათებელი სუნის მქონე სითხე. შეფუთვის ზომები: 250 მლ ბოთლი.

დამატებითი ინფორმაცია

გამოყენების ინსტრუქცია არ შეიცავს სრულ ინფორმაციას თქვენი მედიკამენტის შესახებ. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

**გაცემის წესი: **

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ლივსელონი ადვანსი 250მლ სუსპ
  • სახელი: ლივსელონი ადვანსი 250მლ სუსპ
  • შეფუთვა: 250მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ნარინჯისფერი პვქ ფლაკონი №1
Aversi 33.75 ლ
ლივსელონი ადვანსი სუსპენზია ორალური 250მლ ფლაკონი+საზომი ჭიქა #1
  • სახელი: ლივსელონი ადვანსი სუსპენზია ორალური 250მლ ფლაკონი+საზომი ჭიქა #1
  • მწარმოებელი: Miquel y Garriga S.L. (ესპანეთი)
  • შეფუთვა: 250მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ნარინჯისფერი პვქ ფლაკონი №1
GPC 31.36 ლ

Pharmadepot 30.49 ლ
ლივსელონი ადვანსი 250მლ სუსპ
  • სახელი: ლივსელონი ადვანსი 250მლ სუსპ
Aversi 39 ლ
Livselon - ლივსელონი ადვანსი სუსპენზია 250მლ
  • სახელი: Livselon - ლივსელონი ადვანსი სუსპენზია 250მლ
PSP 28.06 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა