ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები, ამინოალკილეთერები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
დიმექსი®9,96მგ/5მლ+ 99,6მგ/5****მლ****სიროფი
Dimex ® 9,96 mg/5 ml + 99,6 mg/5 ml syrup
დიფენჰიდრამინი/ამონიუმის ქლორიდი
(diphenhydramine/ammonium chloride)
ამპრეპარატისგამოყენებამდ ეყურადღებითწაიკითხეთწინამდებარეინსტრუქცია**.**
- შეინახეთ წინამდებარე ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ და არ გადასცეთ იგი სხვა პირებს, რადგანაც ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები hგავს თქვენსას.
- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს, ან შეამჩნევთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინსტრუქციისშინაარსი:
1. რას წარმოადგენს დიმექსი და რისთვის გამოიყენება იგი.
2. რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის დიმექსი გამოყენებამდე.
3. დიმექსის გამოყენების წესი.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.
5. დიმექსის შენახვის პირობები.
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
1.რასწარმოადგენსდიმექსიდარისთვისგამოიყენებაიგი.
დიმექსი წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო პრეპარატს გამოხატული ხველის საწინააღმდეგო მოქმედებით.
გამოიყენება გამაღიზიანებელი და სპაზმური ხველის შესამსუბუქებლად სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს.
2.რისიცოდნაასაჭიროპრეპარატიდიმექსისგამოყენებამდე
მოცემული პრეპარატი შეიძლება შეუფერებელი იყოს ზოგიერთი პაციენტისათვის.
ყურადღებით წაიკითხეთ პუნქტი 2 “რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის დიმექსი გამოყენებამდე” და თუ გაქვთ ეჭვი მის გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნუმიიღებთდიმექს
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატ დიმექსის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- მწვავე ასთმური შეტევებისას;
- მომატებული თვალშიდა წნევის დროს;
- თუ გადიდებული გაქვთ წინამდებარე ჯირკვალი;
- თუ გაქვთ შარდგამომყოფი არხის შევიწროება;
- მასტენოზირებელი პეპტიური წყლულის დროს (იწვევს კუჭის გამომავალი ნაწილის შევიწროებას);
- თირკმელების და ღვიძლის მძიმე დარღვევებისას;
- მეტაბოლური ალკალოზის დროს (ვითარდება ქლორიდების დაკარგვისას).
ნუ გამოიყენებთ მოცემულ სამკურნალო პრეპარატს, თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი!
არ არის რეკომენდებული მოცემული პრეპარატი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დაიცავითგანსაკუთრებულისიფრთხილეპრეპარატდიმექსის****გამოყენებისას
- თუ გაქვთ ბრონქიალური ასთმა;
- თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის - ხანდაზმული ასაკის პაციენტებში სამკურნალო პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული ჰიპოტენზია (დაქვეითებული არტერიული წნევა);
- მცირეწლოვან ბავშვებში - ზუსტად დაიცავით დოზირება;
- არ გადაამეტოთ წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებულ დოზას, ვინაიდან მგრძნობიარე პირებსა და ბავშვებში ანტიჰისტამინურმა (ანტიალერგიულმა) პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ აგზნება, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები.
სხვასამკურნალოპრეპარატების****მიღება
გთხოვთ, კონსულტაციისათვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემულს:
- დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებს;
- საძილე პრეპარატებს;
- სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც ხსნიან დაძაბულობას, დამამშვიდებელ საშუალებებს;
- სამკურნალო პრეპარატებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ (მეტოპროლოლი);
- ატროპინს.
დიმექსისგამოყენებასაკვებპროდუქტებთანდა****სასმელთან
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება პრეპარატით მკურნალობის დროს.
ორსულობადაძუძუთი****კვება
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე.
არ მიიღოთ დიმექსი, თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი.
სატრანსპორტოსაშუალებების მართვადამანქანებთან****მუშაობა
დიმექსმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და კოორდინაციის დარღვევა. თუ თქვენ შენიშნავთ ასეთ სიმპტომებს, თავი აარიდეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას და სამუშაოს შესრულებას, რომელიც საჭიროებს მომატებულ ყურადღებას, ამ სიმპტომების გაქრობამდე.
მნიშვნელოვანიინფორმაციადიმექსისზოგიერთიდამხმარენივთიერებისშესახებ
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს 312 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს) 5 მლ სიროფში, რაც 62,4 მგ/მლ ეკვივალენტურია. მოცემული პრეპარატის 5 მლ-ში ოდენობა 7,8 მლ ნაკლები ლუდის ან 3,2 მლ ღვინის ეკვივალენტურია . ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მედიკამენტში ალკოჰოლის რაოდენობამ გავლენას მოახდენს ზრდასრულებზე და მოზარდებზე, ხოლო ბავშვებზე ზემოქმედება არ უნდა იყოს შესამჩნევი. მას შეუძლია გარკვეული გავლენა მოახდინოს მცირეწლოვან ბავშვებზე, მაგალითად გამოიწვიოს ძილიანობა.
ამ მედიკამენტში შემავალმა ალკოჰოლმა შეიძლება ხელი შეუშალოს სხვა მედიკამენტების მოქმედებას. თუ თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტებს, ჰკითხეთ რჩევა თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე, ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ თქვენ გაქვთ ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დიმექსი შეიცავს საქაროზას. თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
3**.დიმექსიგამოყენების****წესი**
ყოველთვის მიიღეთ დიმექსის სიროფი ზუსტად წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტი დაცვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სიროფი მიიღება შიგნით.
ზრდასრულები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები : 5-10 მლ 3-4 ჯერ დღეში.
_9-_დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები : 5 მლ 3-4 ჯერ დღეში.
_6-_დან 8 წლამდე ასაკის ბავშვები : 2,5 მლ-დან 5 მლ-მდე 3-4 ჯერ დღეში.
დიმექსი უკუნაჩვენებია გამოსაყენებლად 6 წლამდე ასაკის ბავშვებში!
თუთქვენმიიღეთდოზა,რომელიცაღემატებასაჭიროდოზას
თქვენ შეიძლება აღგენიშნოთ თავბრუსხვევა, ძილიანობა, კოორდინაციის დარღვევა, შფოთვა, გაღიზიანებადობა, ჰალუცინაციები და კრუნჩხვები, კანის გაწითლება, კუჭ- ნაწლავური დარღვევები.
მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი ან კომა.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მაღალი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს სამკურნალო დაწესებულებას.
თუგამოტოვეთდიმექსის****მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებისამებრ, დავიწყებული დოზის გამოტოვებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსირების მიზნით.
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4.შესაძლოგვერდითიმოვლენები.
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, დიმექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიიმართეთ ექიმს ან სამკურნალო დაწესებულებას, თუ იგრძნობთ ან შენიშნავთ ალერგიულ რეაქციებს, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი, ბუშტუკები თანმდევი ქავილით (ჭინჭრის ციება), სახის, ყელის და ენის შეშუპება.
თუ იგრძნობთ გულის რითმის დარღვევას, შარდვის გაძნელებას ან შარდის შეკავებას, ხოლო მცირეწლოვან ბავშვებში ან ხანდაზმული ასაკის პირებში შენიშნავთ მომატებულ აგზნებასა და გაღიზიანებას, შეწყვიტეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
დიმექსმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სხვა გვერდითი ეფექტებიც - ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, ყურადღების დაქვეითება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, კოორდინაციის დარღვევა ან მოძრაობის გაძნელება, ტრემორი, კუნთების ცახცახი, კანზე ჩხვლეტის შეგრძნება, კრუნჩხვები, მოუსვენრობა, უძილობა, დაქვეითებული არტერიული წნევა, სიმშრალე ცხვირში, პირის ღრუში და ყელში, ცხვირის გაჭედვა, სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, დიარეა, მხედველობის გარდამავალი დარღვევები, ხმაური ყურებში, მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს სერიოზულ ხასიათს ან თქვენ შენიშნავთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტურქციაში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
5.დიმექსისშენახვისპირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25 оС. ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 (სამი) წელი.
ვარგისიანობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ: 1 (ერთი) თვე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი დიმექსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ არის რეკომენდებული სამკურნალო პრეპარატების კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში გადაგდება. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორც გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6.შეფუთვისშიგთავსიდადამატებითი****ინფორმაცია
რასშეიცავსდიმექსი
- აქტიური ნივთიერებები: დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი და ამონიუმის ქლორიდი. 5 მლ სიროფი შეიცავს 9,96 მგ დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდს და 99,6 მგ ამონიუმის ქლორიდს.
- დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, საქაროზა, ბენზოის მჟავა, სორბინის მჟავა, ლევომენთოლი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გლიცეროლი, თხევადი ესენცია “ჟოლო”, გასუფთავებული წყალი.
დიმექსისაღწერილობადაშეფუთვის****შიგთავსი
დიმექსი წარმოადგენს ღია-ყვითლიდან მოყვითალო-ყავისფრამდე ხსნარს, ტკბილი გემოთი და ჟოლოს სპეციფიკური სუნით.
125 მლ სიროფი მუქი ყავისფერი პეტ ფლაკონში პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით.
1 (ერთი) ფლაკონი მუყაოს კოლოფში საზომ ჭიქასთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის****პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სარეგისტრაციომოწმობისმფლობელიდამწარმოებელი
სს სოფარმა
ილიენსკოე შოსე ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი
ინსტრუქციისბოლოდამტკიცებისთარიღი: 2021 წლის მაისი
აქტიური ნივთიერებები:
დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი 0.1992
ამონიუმის ქლორიდი 1.992
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დიმექსი სიროფის სახით წარმოადგენს ხველის საწინააღმდეგო პრეპარატს.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ხველის საწინააღმდეგოდ აგრეთვე, ზედა სასუნთქი გზების
ანთების, მწვავე ან ქრონიკული ბრონქიტების, ტრაქეობრონქიტების დროს, ხსნის
ხველას.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატის დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. ერთიდან სამ წლამდე
ასაკის ბავშვებისათვის დოზირება შეადგენს 1/2 ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ოთხიდან
რვა წლამდე ასაკის ბავშვებისათვის - 1/2-ერთი ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ცხრა
წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის – 1-2 ჩაის კოვზი 6-8 საათში.
შენახვა:
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25რC
ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
სამი წელი გამოშვების თარიღიდან. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე
მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვა:
პრეპარატი 125 მლ ფლაკონებში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია
მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა