ენდოველი 2მგ ტაბლეტები EFG - Endovelle 2mg comprimidos EFG

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პრეგნადიენის წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ენდოველი 2 მგტაბლეტები

**დიენოგესტი **

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია მთლიანად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- არ გადააგდოთ ეს ინსტრუქცია. მისი წაკითხვა შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა.

- თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს წამალი თქვენთვისაა გამოწერილი. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსი იყოს.

- თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ სექცია 4.

რაარის მოცემული ამ ინსტრუქციაში:

** 1. რა არის ენდოველი და რისთვის გამოიყენება ის.**

** 2. რა უნდა იცოდეთ ენდოველის მიღებამდე.**

** 3. როგორ მიიღოთ ენდოველი.**

** 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები**

** 5. როგორ შეინახოთ ენდოველი**

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

** 1. რა არის ენდოველი და რისთვის გამოიყენება ის**

ენდოველი არის პრეპარატი ენდომეტრიოზის სამკურნალოდ (მტკივნეული სიმპტომები საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსის ქსოვილის უცხო ადგილას განვითრების გამო). ენდოველი შეიცავს ჰორმონს, პროგესტოგენ დიენოგესტს.

2. რა უნდა იცოდეთ ენდოველის მიღებამდე

არ მიიღოთ ენდოველი თუ:

• გაწუხებთ ვენური თრომბოზი (თრომბოემბოლიური აშლილობა). ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად, ფეხების სისხლძარღვებში (ღრმა ვენების თრომბოზი) ან ფილტვებში (ფილტვის ემბოლია). იხილეთ აგრეთვე „ენდოველი და ვენური სისხლის შედედება“ ქვემოთ

• გაქვთ ან ოდესმე გქონიათ მძიმე არტერიული დაავადება, მათ შორის გულ- სისხლძარღვთა დაავადებები, ინფარქტი, ინსულტი ან გულის დაავადება, რომელიც იწვევს სისხლის მიწოდების შემცირებას (angina pectoris). აგრეთვე იხილეთ „ენდოველი და არტერიული სისხლის შედედება“ ქვემოთ

• გაქვთ დიაბეტი სისხლძარღვების დაზიანებით

• გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ღვიძლის მძიმე დაავადება (და თქვენი ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები ნორმას არ დაუბრუნდა). ღვიძლის დაავადების სიმპტომები შეიძლება იყოს კანის გაყვითლება და/ან მთელი სხეულის ქავილი.

•გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ღვიძლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე

• გაქვთ ან ოდესმე გქონიათ, ან არსებობს ეჭვი რომ გაქვთ ჰორმონზე დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნე, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის ან სასქესო ორგანოების კიბო.

• გაქვთ რაიმე გაურკვეველი წარმოშობის ვაგინალური სისხლდენა.

•ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ხართ დიენოგესტის ან ენდოველის სხვა რომელიმე შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია სექცია 6- ში და მე-2-ე სექციის ბოლოს)

თუ რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობა პირველად გამოვლინდება ენდოველის გამოყენებისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს.

გაფრთხილებებიდასიფრთხილისზომები

ენდოველის მიღებისას არ უნდა გამოიყენოთ რაიმე სახის ჰორმონალური კონტრაცეპტივები (ტაბლეტი, პლასტირი, საშვილოსნოს შიდა სისტემა).

Endovelle არ არის კონტრაცეპტივი. თუ გსურთ ორსულობის თავიდან აცილება, უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი ან სხვა არაჰორმონალური კონტრაცეპტული ზომები.

ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ უნდა გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე ენდოველის გამოყენებისას და ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი რეგულარული გასინჯვა. აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა გეხებათ:

თუ თქვენ:

- ოდესმე გქონდათ თრომბი (ვენური თრომბოემბოლია) ან თქვენს ოჯახის წევრებში ვინმეს აღენიშნებოდა თრომბი შედარებით ადრეულ ასაკში

- გყავთ ახლო ნათესავი, რომელსაც ჰქონია მკერდის კიბო

- ოდესმე გქონიათ დეპრესია

- გაქვთ მაღალი წნევა ან განვითარდა მაღალი წნევა ენდოველის მიღებისას

- განგივითარდათ ღვიძლის დაავადება ენდოველის მიღებისას. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანის ან თვალების გაყვითლებას ან ქავილს მთელ სხეულში. აცნობეთ ექიმს ასევე, თუ ასეთი სიმპტომები გამოვლინდა წინა ორსულობის დროს

- გაქვთ დიაბეტი ან დროებით გქონდათ დიაბეტი წინა ორსულობის დროს

- ოდესმე გქონიათ ქლოაზმა (ოქროსფერ-ყავისფერი ლაქები კანზე, განსაკუთრებით სახეზე); თუ ასეა, მოერიდეთ მზეს ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზედმეტ ზემოქმედებას

- ენდოველის მიღებისას გაწუხებთ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში.

ენდოველის მიღებისას თქვენი დაორსულების შანსი მცირდება, რადგან ენდოველმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ოვულაციაზე.

თუ თქვენ დაორსულდებით ენდოველის მიღების დროს, თქვენ გაქვთ საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების ოდნავ გაზრდილი რისკი (ემბრიონი ვითარდება საშვილოსნოს გარეთ). აცნობეთ ექიმს ენდოველის მიღების დაწყებამდე, თუ წარსულში გქონდათ საშვილოსნოსგარე ორსულობა ან გაქვთ ფალოპის მილების ფუნქციის დარღვევა.

ენდოველიდა საშვილოსნოსმწვავე სისხლდენა

საშვილოსნოს სისხლდენა, მაგალითად, ქალებში, რომლებსაც აქვთ მდგომარეობა, როდესაც თქვენი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი (ენდომეტრიუმი) ჩაიზრდება საშვილოსნოს კუნთოვან შრეში, რასაც ეწოდება საშვილოსნოს ადენომიოზი ან საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც ზოგჯერ ასევე საშვილოსნოს ფიბრომას უწოდებენ (საშვილოსნოს ლეიომიომატა), შესაძლოა გაუაარესდეს ენდოველის გამოყენებისას. თუ სისხლდენა არის ძლიერი და უწყვეტი, დროთა განმავლობაში ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონე (ანემია), რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მძიმე. ანემიის შემთხვევაში ენდოველის მიღების შეწყვეტის საჭიროება უნდა განიხილოთ ექიმთან

ენდოველიდასისხლდენისრიტმისცვლილებები

ქალების უმეტესობა, რომლებიც მკურნალობდნენ ენდოველით, განიცდიან მენსტრუალური სისხლდენის ცვლილებებს (იხილეთ სექცია 4, შესაძლო გვერდითი მოვლენები).

ენდოველურიდავენური თრომბოზი

ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ შეიძლება იყოს მცირე, მაგრამ არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, გაზრდილი რისკი ფეხებში სისხლის შედედების (ვენური თრომბოემბოლია) რომელიც ასოცირდება პროგესტაგენების შემცველი პრეპარატების გამოყენებასთან, როგორიცაა ენდოველი. ძალიან იშვიათად, თრომბმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული მუდმივი ინვალიდობა ან შესაძლოა ფატალურიც კი იყოს.

ვენური თრომბოზის რისკი იზრდება:

• ასაკის მატებასთან ერთად

• თუ გაქვთ ჭარბი წონა

• თუ თქვენ ან თქვენს რომელიმე ახლო ნათესავს გქონდათ სისხლის შედედება ფეხში (თრომბოზი), ფილტვში (ფილტვის ემბოლია) ან სხვა ორგანოში ახალგაზრდა ასაკში

• თუ ოპერაცია გჭირდებათ, თუ გქონიათ სერიოზული ავარია ან თუ იმობილიზებული ხართ დიდი ხნის განმავლობაში. მნიშვნელოვანია წინასწარ აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ენდოველს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. თქვენი ექიმი გეტყვით, როდის უნდა განაახლოთ ენდოველის მიღება. ეს ჩვეულებრივ ხდება ფეხზე დადგომიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ

ენდოველიდაარტერიულისისხლისშედედება

მცირე მტკიცებულება არსებობს პროგესტაგენებს, როგორიცაა ენდოველი, და სისხლის შედედების გაზრდილ რისკს შორის კავშირის შესახებ, მაგალითად, გულის სისხლძარღვებში (გულის შეტევა) ან თავის ტვინში (ინსულტი). ჰიპერტენზიის მქონე ქალებში ინსულტის რისკი შეიძლება ოდნავ გაიზარდოს ამ პრეპარატებით.

არტერიულისისხლისშედედებისრისკიიზრდება:

• თუ ეწევით. მკაცრად გირჩევთ, შეწყვიტოთ მოწევა ენდოველის გამოყენებისას, განსაკუთრებით თუ ხართ 35 წელზე უფროსი ასაკის.

• თუ გაქვთ ჭარბი წონა

• თუ თქვენს ახლო ნათესავს ჰქონდა ინფარქტი ან ინსულტი ახალგაზრდა ასაკში

• თუ გაქვთ მაღალი წნევა

ენდოველის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს

შეწყვიტეთ ენდოველის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ თრომბის შესაძლო ნიშნებს, როგორიცაა:

• ძლიერი ტკივილი და/ან შეშუპება ერთ-ერთ ფეხში

• უეცარი ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს მარცხენა მკლავში

• უეცარი ქოშინი

• უეცარი ხველა აშკარა მიზეზის გარეშე

• რაიმე უჩვეულო, მძიმე ან ხანგრძლივი თავის ტკივილი ან შაკიკის გაუარესება

• ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე ან გაორებული მხედველობა

• მეტყველების გაძნელება ან ლაპარაკის უუნარობა

• თავბრუსხვევა ან დაღლილობა

• სისუსტე, უცნაური შეგრძნება ან დაბუჟება სხეულის რომელიმე ნაწილში
ენდოველი და სიმსივნე

ამჟამად არსებული მონაცემებიდან არ არის ნათელი, ზრდის თუ არა ენდოველი ძუძუს კიბოს რისკს. სარძევე ჯირკვლის კიბო ოდნავ უფრო ხშირად აღინიშნებოდა ქალებში, რომლებიც იღებენ ჰორმონებს, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც არ იღებენ ჰორმონებს, მაგრამ უცნობია არის თუ არა ეს გამოწვეული მკურნალობით. მაგალითად, შესაძლოა უფრო მეტი სიმსივნე გამოვლინდეს ან უფრო ადრე გამოვლინდეს ქალებში, რომლებიც იღებენ ჰორმონებს, რადგან მათ უფრო ხშირად აკონტროლებენ ექიმი. ჰორმონალური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების გამოვლენა თანდათან მცირდება. მნიშვნელოვანია რეგულარულად ჩაიტაროთ მკერდის გამოკვლევა და რაიმე კვანის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.

იშვიათ შემთხვევებში, ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები და კიდევ უფრო ნაკლებ შემთხვევაში ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები აღინიშნა ქალებში, რომლებიც იღებენ ჰორმონებს. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ უჩვეულოდ ძლიერი კუჭის ტკივილი.

ენდოველი და ოსტეოპოროზი

ძვლის მინერალური სიმკვრივის (BMD)ცვლილებები

ენდოველის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოზარდების (12-დან 18 წლამდე) ძვლების სიმტკიცეზე. თუ თქვენ ხართ 18 წლამდე, თქვენი ექიმი ყურადღებით შეაფასებს ენდოველის გამოყენების სარგებელსა და რისკს თქვენთვის, როგორც ინდივიდუალური პაციენტისთვის, ძვლის კარგვის (ოსტეოპოროზი) შესაძლო რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით.

თუ თქვენ იღებთ ენდოველს, თქვენი ძვლებისთვის სასარგებლო იქნება თუ მიიღებთ კალციუმის და D ვიტამინის ადექვატურ რაოდენობას საკვების ან დანამატების საშუალებით.

თუ თქვენ გაქვთ ოსტეოპოროზის გაზრდილი რისკი (ძვლების შესუსტება ძვლის მინერალების კარგვის გამო), თქვენი ექიმი ყურადღებით შეაფასებს ენდოველით მკურნალობის რისკებსა და სარგებელს, რადგან ენდოველს აქვს თქვენი სხეულის მიერ ესტროგენის (კიდევ ერთი ტიპის ქალური ჰორმონი) გამომუშავებაზე ზომიერი დამთრგუნველი ეფექტი.

სხვა მედიკამენტები და ენდოველი

ყოველთვის უთხარით თქვენს ექიმს, რომელ მედიკამენტებს ან მცენარეულ პროდუქტებს იყენებთ. ასევე აცნობეთ ნებისმიერ სხვა ექიმს ან სტომატოლოგს (ან ფარმაცევტს), რომელიც დანიშნავს სხვა მედიკამენტს, რომ იღებთ ენდოველს

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ენდოველის კონცენტრაციაზე სისხლში და შეამციროს მისი ეფექტი, ან გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები. ესენია:

• ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. ფენიტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი)

• ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. რიფამპიცინი)

• აივ და C ჰეპატიტის ვირუსის ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (ე.წ. პროტეაზას არანუკლეოზიდები და ინჰიბიტორები. საპირისპირო ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა რიტონავირი, ნევირაპინი, ეფავირენცი)

•სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (გრიზეოფულვინი, კეტოკონაზოლი)

• მცენარეული საშუალება St. John’s wort

ნებისმიერიწამლისმიღებამდერჩევისთვისმიმართეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.

ენდოველისაკვებთანდასასმელთანერთად

ენდოველით მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ გრეიფრუტის წვენის დალევისგან, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ენდოველის დონე სისხლში. რამაც შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი.

ლაბორატორიულიტესტები

თუ თქვენ გჭირდებათ სისხლის ანალიზი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ლაბორატორიის პერსონალს, რომ იღებთ ენდოველს, რადგან ენდოველმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ანალიზის შედეგებზე.

ორსულობა, ძუძუთიკვება და ფერტილობა

არ მიიღოთ ენდოველი თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.

თუ ორსულად ხართ ან ლაქტაციის პერიოდი გაქვთ, ან თვლით რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ავტომობილის დამექანიზმებისმართვა

ენდოველის მომხმარებლებში სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა.

ენდოველიშეიცავსლაქტოზას.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ბავშვები და მოზარდები

ენდოველი არ გამოიყენება გოგონებში მენარქემდე (პირველი მენსტრუალური სისხლდენა). ენდოველის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოზარდების (12-დან 18 წლამდე) ძვლების სიმტკიცეზე. თუ თქვენ ხართ 18 წლამდე, თქვენი ექიმი ყურადღებით შეაფასებს ენდოველის გამოყენების სარგებელსა და რისკს თქვენთვის, როგორც ცალკეული პაციენტისთვის, ძვლის დაკარგვის შესაძლო რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით (ოსტეოპოროზი).

** 3. როგორ მიიღოთ ენდოველი**

ყოველთვის მიიღეთ ენდოველი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დოზაა 1 ტაბლეტი დღეში.

ქვემოთმოცემული მითითებები ვრცელდება ენდოველზე, თუ თქვენი ექიმი სხვაგვარ დანიშნულლებას არ მოგცემთ: გთხოვთ, მიჰყვეთ ამ ინსტრუქციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ მიიღებთ სრულყოფილ შედეგს.

თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ მკურნალობა ენდოველით თქვენი ბუნებრივი ციკლის ნებისმიერ დღეს.

მოზრდილები: მიიღეთ ერთი ტაბლეტი ყოველდღე, სასურველია სითხესთან ერთად, საჭიროებისამებრ. როდესაც ერთი კოლოფი დასრულდება, შემდეგი უნდა დაიწყოს უწყვეტად. განაგრძეთ ტაბლეტების მიღება მენსტრუალური სისხლდენის დღეებშიც.

ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებში 15 თვეზე მეტი ხნით ენდოველით მკურნალობის გამოცდილება არ არსებობს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ენდოველი, ვიდრე საჭიროა

არ ყოფილა შეტყობინებები სერიოზული მავნე ზემოქმედების შესახებ ენდოველის ძალიან ბევრი ტაბლეტის ერთდროულად მიღებისას. ჭარბი დოზირების ან შემთხვევით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე 915620420, მიუთითეთ მედიკამენტი და მიღებული რაოდენობა. არ დაგავიწყდეთ წამლის შეფუთვის წამოღება.

თუ დაგავიწყდათ ენდოველის მიღება ან გაწუხებთ ღებინება ან დიარეა

ენდოველი ნაკლებად ეფექტური იქნება, თუ გამოტოვებთ ტაბლეტს. თუ ერთი ან მეტი ტაბლეტი გამოტოვეთ, მიიღეთ ერთი ტაბლეტი როგორც კი გაგახსენდებათ და მეორე დღიდან განაგრძეთ ტაბლეტის მიღება ჩვეულ დროს.

თუ თქვენ გაქვთ ღებინება ენდოველის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში ან გაქვთ მწვავე დიარეა, არსებობს რისკი იმისა, რომ ტაბლეტში შემავალი აქტიური ნივთიერება არ შეიწოვება თქვენს ორგანიზმში. სიტუაცია თითქმის იგივეა, რაც ტაბლეტის დავიწყებისას. ენდოველის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში ღებინების ან დიარეის შემთხვევაში, უნდა მიიღოთ კიდევ ერთი ტაბლეტი რაც შეიძლება მალე.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ენდოველის მიღებას

თუ შეწყვეტთ ენდოველის მიღებას, შესაძლოა დაბრუნდეს ენდომეტრიოზის პირვანდელი სიმპტომები.

** 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები**

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ენდოველსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ეს ეფექტები უფრო ხშირია ენდოველის მიღების დაწყებიდან პირველ თვეებში და ჩვეულებრივ ქრება გამოყენების გაგრძელებისას. ასევე შეიძლება განიცადოთ ცვლილებები სისხლდენის პატერნებში, მაგალითად მცირე მოცულობით სისხლდენა, არარეგულარული სისხლდენა ან შესაძლოა მენსტრუაციის მთლიანად შეჩერებაც.

ხშირი (1-დან 10-მდე შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში)

- წონის მატება

- დეპრესიული განწყობა, ძილის პრობლემები, ნერვიულობა, სექსისადმი ინტერესის დაკარგვა ან განწყობის შეცვლა

- თავის ტკივილი ან შაკიკი

- გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა ან ღებინება

- აკნე ან თმის ცვენა

- ზურგის ტკივილი

- დისკომფორტი მკერდში, საკვერცხეების კისტა ან უეცარი წამოხურება

- საშვილოსნოდან/საშოდან სისხლდენა მცირე რაოდენობით სისლხლდენის ჩათვლით

- სისუსტე ან გაღიზიანება

იშვიათი (1-დან 10-მდე შემთხვევა ყოველ 1000 პაციენტში)

- ანემია

- წონის დაკლება ან მადის მომატება

- შფოთვა, დეპრესია ან განწყობის ცვალებადობა

- დისბალანსი ავტონომიურ ნერვულ სისტემაში (აკონტროლებს სხეულის უნებლიე ფუნქციებს, მაგ. ოფლიანობა) ან ყურადღების დარღვევა

- თვალის სიმშრალე

- ტინიტუსი

- სისხლის მიმოქცევის არასპეციფიკური პრობლემები ან იშვიათი პალპიტაცია

- დაბალი არტერიული წნევა

- ქოშინი

- დიარეა, ყაბზობა, აბდომინალური დისკომფორტი, კუჭისა და ნაწლავების ანთება (გასტროინტესტინალური ანთება), ღრძილების ანთება (გინგივიტი)

- კანის სიმშრალე, ჭარბი ოფლიანობა, მთელი სხეულის ძლიერი ქავილი, მამაკაცური ტიპის თმიანობა (ჰირსუტიზმი), მტვრევადი ფრჩხილები, ქერტლი, დერმატიტი, თმის არანორმალური ზრდა, ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ ან კანის პიგმენტაციის პრობლემები

- ტკივილი ძვლებში, კუნთების სპაზმი, ტკივილები და/ან სიმძიმის შეგრძნება ხელებსა და მკლავებში ან ფეხებსა და ტერფებში

- საშარდე გზების ინფექცია

- თეთრად შლა, გენიტალიური ზონის სიმშრალე, ვაგინალური გამონადენი, ტკივილი მენჯის არეში, სასქესო ორგანოების ატროფიული ანთება გამონადენით (ატროფიული ვულვოვაგინიტი), ან კვანძი ან კვანძები მკერდში

- შეშუპება სითხის შეკავების გამო

დამატებით გვერდითი მოვლენები მოზარდებში (12-დან 18 წლამდე): ძვლის სიმკვრივის კარგვა.

გვერდითიეფექტებისშესახებშეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას

5. როგორ შეინახოთ ენდოველი

შეინახეთ მეორეულ მუყაოს შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე "არ გამოიყენოთ მითითებული ვადის შემდეგ" ან "CAD" აბრივიატურის გვერდით მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ. ვადის ამოწურვის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გადაყარეთ კონტეინერები და არასაჭირო მედიკამენტები აფთიაქში გამოყოფილ წერტილში (PUNTO SIRGE) ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ენდოველი

აქტიური ნივთიერება არის დიენოგესტი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2 მგ დიენოგესტს.

სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K 30, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

როგორგამოიყურებაენდოველიდაშეფუთვისშიგთავსი

ენდოველის ტაბლეტები არის მრგვალი, თეთრი ტაბლეტები 5 მმ დიამეტრით. ტაბლეტები მოწოდებულია ბლისტერზე, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს.

ყუთები შეიცავს ბლისტერს

1 x 28 ტაბლეტით (კალენდარული პაკეტი)

3 x 28 ტაბლეტი (კალენდარული პაკეტი)

6 x 28 ტაბლეტი (კალენდარული პაკეტი)

შესაძლებელია ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში

გამოყენების ინსტრუქცია**:ინფორმაციამომხმარებლისთვის**

ენდოველი2მგ****ტაბლეტები

დიენოგესტი****

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია მთლიანად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- არ გადააგდოთ ეს ინსტრუქცია. მისი წაკითხვა შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა.

- თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს წამალი თქვენთვისაა გამოწერილი. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსი იყოს.

- თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ სექცია 4.

რაარის მოცემული ამ ინსტრუქციაში:

1. რა არის ენდოველი და რისთვის გამოიყენება ის.

2. რა უნდა იცოდეთ ენდოველის მიღებამდე.

3. როგორ მიიღოთ ენდოველი.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შეინახოთ ენდოველი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1**.რაარისენდოველიდარისთვისგამოიყენება****ის**

ენდოველი არის პრეპარატი ენდომეტრიოზის სამკურნალოდ (მტკივნეული სიმპტომები საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსის ქსოვილის უცხო ადგილას განვითრების გამო). ენდოველი შეიცავს ჰორმონს, პროგესტოგენ დიენოგესტს.

2.რაუნდაიცოდეთენდოველის****მიღებამდე

არმიიღოთენდოველითუ**:**

• გაწუხებთ ვენური თრომბოზი (თრომბოემბოლიური აშლილობა). ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად, ფეხების სისხლძარღვებში (ღრმა ვენების თრომბოზი) ან ფილტვებში (ფილტვის ემბოლია). იხილეთ აგრეთვე „ენდოველი და ვენური სისხლის შედედება“ ქვემოთ

• გაქვთ ან ოდესმე გქონიათ მძიმე არტერიული დაავადება, მათ შორის გულ- სისხლძარღვთა დაავადებები, ინფარქტი, ინსულტი ან გულის დაავადება, რომელიც იწვევს სისხლის მიწოდების შემცირებას (angina pectoris). აგრეთვე იხილეთ „ენდოველი და არტერიული სისხლის შედედება“ ქვემოთ

• გაქვთ დიაბეტი სისხლძარღვების დაზიანებით

• გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ღვიძლის მძიმე დაავადება (და თქვენი ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები ნორმას არ დაუბრუნდა). ღვიძლის დაავადების სიმპტომები შეიძლება იყოს კანის გაყვითლება და/ან მთელი სხეულის ქავილი.

•გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ღვიძლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე

• გაქვთ ან ოდესმე გქონიათ, ან არსებობს ეჭვი რომ გაქვთ ჰორმონზე დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნე, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის ან სასქესო ორგანოების კიბო.

• გაქვთ რაიმე გაურკვეველი წარმოშობის ვაგინალური სისხლდენა.

•ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ხართ დიენოგესტის ან ენდოველის სხვა რომელიმე შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია სექცია 6- ში და მე-2-ე სექციის ბოლოს)

თუ რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობა პირველად გამოვლინდება ენდოველის გამოყენებისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს.

გაფრთხილებებიდასიფრთხილის****ზომები

ენდოველის მიღებისას არ უნდა გამოიყენოთ რაიმე სახის ჰორმონალური კონტრაცეპტივები (ტაბლეტი, პლასტირი, საშვილოსნოს შიდა სისტემა).

Endovelle არ არის კონტრაცეპტივი. თუ გსურთ ორსულობის თავიდან აცილება, უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი ან სხვა არაჰორმონალური კონტრაცეპტული ზომები.

ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ უნდა გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე ენდოველის გამოყენებისას და ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი რეგულარული გასინჯვა. აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა გეხებათ:

თუ თქვენ:

- ოდესმე გქონდათ თრომბი (ვენური თრომბოემბოლია) ან თქვენს ოჯახის წევრებში ვინმეს აღენიშნებოდა თრომბი შედარებით ადრეულ ასაკში

- გყავთ ახლო ნათესავი, რომელსაც ჰქონია მკერდის კიბო

- ოდესმე გქონიათ დეპრესია

- გაქვთ მაღალი წნევა ან განვითარდა მაღალი წნევა ენდოველის მიღებისას

- განგივითარდათ ღვიძლის დაავადება ენდოველის მიღებისას. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანის ან თვალების გაყვითლებას ან ქავილს მთელ სხეულში. აცნობეთ ექიმს ასევე, თუ ასეთი სიმპტომები გამოვლინდა წინა ორსულობის დროს

- გაქვთ დიაბეტი ან დროებით გქონდათ დიაბეტი წინა ორსულობის დროს

- ოდესმე გქონიათ ქლოაზმა (ოქროსფერ-ყავისფერი ლაქები კანზე, განსაკუთრებით სახეზე); თუ ასეა, მოერიდეთ მზეს ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზედმეტ ზემოქმედებას

- ენდოველის მიღებისას გაწუხებთ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში.

ენდოველის მიღებისას თქვენი დაორსულების შანსი მცირდება, რადგან ენდოველმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ოვულაციაზე.

თუ თქვენ დაორსულდებით ენდოველის მიღების დროს, თქვენ გაქვთ საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების ოდნავ გაზრდილი რისკი (ემბრიონი ვითარდება საშვილოსნოს გარეთ). აცნობეთ ექიმს ენდოველის მიღების დაწყებამდე, თუ წარსულში გქონდათ საშვილოსნოსგარე ორსულობა ან გაქვთ ფალოპის მილების ფუნქციის დარღვევა.

ენდოველდასაშვილოსნოსმწვავე****სისხლდენა

საშვილოსნოს სისხლდენა, მაგალითად, ქალებში, რომლებსაც აქვთ მდგომარეობა, როდესაც თქვენი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი (ენდომეტრიუმი) ჩაიზრდება საშვილოსნოს კუნთოვან შრეში, რასაც ეწოდება საშვილოსნოს ადენომიოზი ან საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც ზოგჯერ ასევე საშვილოსნოს ფიბრომას უწოდებენ (საშვილოსნოს ლეიომიომატა), შესაძლოა გაუაარესდეს ენდოველის გამოყენებისას. თუ სისხლდენა არის ძლიერი და უწყვეტი, დროთა განმავლობაში ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონე (ანემია), რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მძიმე. ანემიის შემთხვევაში ენდოველის მიღების შეწყვეტის საჭიროება უნდა განიხილოთ ექიმთან

ენდოველიდასისხლდენისრიტმისცვლილებები

ქალების უმეტესობა, რომლებიც მკურნალობდნენ ენდოველით, განიცდიან მენსტრუალური სისხლდენის ცვლილებებს (იხილეთ სექცია 4, შესაძლო გვერდითი მოვლენები).

ენდოველურიდავენ****ური თრომბოზი

ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ შეიძლება იყოს მცირე, მაგრამ არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, გაზრდილი რისკი ფეხებში სისხლის შედედების (ვენური თრომბოემბოლია) რომელიც ასოცირდება პროგესტაგენების შემცველი პრეპარატების გამოყენებასთან, როგორიცაა ენდოველი. ძალიან იშვიათად, თრომბმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული მუდმივი ინვალიდობა ან შესაძლოა ფატალურიც კი იყოს.

ვენური თრომბოზის რისკი იზრდება:

• ასაკის მატებასთან ერთად

• თუ გაქვთ ჭარბი წონა

• თუ თქვენ ან თქვენს რომელიმე ახლო ნათესავს გქონდათ სისხლის შედედება ფეხში (თრომბოზი), ფილტვში (ფილტვის ემბოლია) ან სხვა ორგანოში ახალგაზრდა ასაკში

• თუ ოპერაცია გჭირდებათ, თუ გქონიათ სერიოზული ავარია ან თუ იმობილიზებული ხართ დიდი ხნის განმავლობაში. მნიშვნელოვანია წინასწარ აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ენდოველს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. თქვენი ექიმი გეტყვით, როდის უნდა განაახლოთ ენდოველის მიღება. ეს ჩვეულებრივ ხდება ფეხზე დადგომიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ

ენდოველიდაარტერიულისისხლისშედედება

მცირე მტკიცებულება არსებობს პროგესტაგენებს, როგორიცაა ენდოველი, და სისხლის შედედების გაზრდილ რისკს შორის კავშირის შესახებ, მაგალითად, გულის სისხლძარღვებში (გულის შეტევა) ან თავის ტვინში (ინსულტი). ჰიპერტენზიის მქონე ქალებში ინსულტის რისკი შეიძლება ოდნავ გაიზარდოს ამ პრეპარატებით.

არტერიულისისხლისშედედებისრისკიიზრდება:

• თუ ეწევით. მკაცრად გირჩევთ, შეწყვიტოთ მოწევა ენდოველის გამოყენებისას, განსაკუთრებით თუ ხართ 35 წელზე უფროსი ასაკის.

• თუ გაქვთ ჭარბი წონა

• თუ თქვენს ახლო ნათესავს ჰქონდა ინფარქტი ან ინსულტი ახალგაზრდა ასაკში

• თუ გაქვთ მაღალი წნევა

ენდოველის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს

შეწყვიტეთ ენდოველის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ თრომბის შესაძლო ნიშნებს, როგორიცაა: • ძლიერი ტკივილი და/ან შეშუპება ერთ-ერთ ფეხში • უეცარი ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს მარცხენა მკლავში • უეცარი ქოშინი • უეცარი ხველა აშკარა მიზეზის გარეშე • რაიმე უჩვეულო, მძიმე ან ხანგრძლივი თავის ტკივილი ან შაკიკის გაუარესება • ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე ან გაორებული მხედველობა • მეტყველების გაძნელება ან ლაპარაკის უუნარობა • თავბრუსხვევა ან დაღლილობა • სისუსტე, უცნაური შეგრძნება ან დაბუჟება სხეულის რომელიმე ნაწილში

ენდოველიდასიმსივნე

ამჟამად არსებული მონაცემებიდან არ არის ნათელი, ზრდის თუ არა ენდოველი ძუძუს კიბოს რისკს. სარძევე ჯირკვლის კიბო ოდნავ უფრო ხშირად აღინიშნებოდა ქალებში, რომლებიც იღებენ ჰორმონებს, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც არ იღებენ ჰორმონებს, მაგრამ უცნობია არის თუ არა ეს გამოწვეული მკურნალობით. მაგალითად, შესაძლოა უფრო მეტი სიმსივნე გამოვლინდეს ან უფრო ადრე გამოვლინდეს ქალებში, რომლებიც იღებენ ჰორმონებს, რადგან მათ უფრო ხშირად აკონტროლებენ ექიმი. ჰორმონალური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების გამოვლენა თანდათან მცირდება. მნიშვნელოვანია რეგულარულად ჩაიტაროთ მკერდის გამოკვლევა და რაიმე კვანის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.

იშვიათ შემთხვევებში, ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები და კიდევ უფრო ნაკლებ შემთხვევაში ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები აღინიშნა ქალებში, რომლებიც იღებენ ჰორმონებს. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ უჩვეულოდ ძლიერი კუჭის ტკივილი.

ენდოველიდაოსტეოპოროზი

ძვლის მინერალური სიმკვრივის (BMD)ცვლილებები

ენდოველის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოზარდების (12-დან 18 წლამდე) ძვლების სიმტკიცეზე. თუ თქვენ ხართ 18 წლამდე, თქვენი ექიმი ყურადღებით შეაფასებს ენდოველის გამოყენების სარგებელსა და რისკს თქვენთვის, როგორც ინდივიდუალური პაციენტისთვის, ძვლის კარგვის (ოსტეოპოროზი) შესაძლო რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით.

თუ თქვენ იღებთ ენდოველს, თქვენი ძვლებისთვის სასარგებლო იქნება თუ მიიღებთ კალციუმის და D ვიტამინის ადექვატურ რაოდენობას საკვების ან დანამატების საშუალებით.

თუ თქვენ გაქვთ ოსტეოპოროზის გაზრდილი რისკი (ძვლების შესუსტება ძვლის მინერალების კარგვის გამო), თქვენი ექიმი ყურადღებით შეაფასებს ენდოველით მკურნალობის რისკებსა და სარგებელს, რადგან ენდოველს აქვს თქვენი სხეულის მიერ ესტროგენის (კიდევ ერთი ტიპის ქალური ჰორმონი) გამომუშავებაზე ზომიერი დამთრგუნველი ეფექტი.

სხვამედიკამენტებიდა****ენდოველი

ყოველთვის უთხარით თქვენს ექიმს, რომელ მედიკამენტებს ან მცენარეულ პროდუქტებს იყენებთ. ასევე აცნობეთ ნებისმიერ სხვა ექიმს ან სტომატოლოგს (ან ფარმაცევტს), რომელიც დანიშნავს სხვა მედიკამენტს, რომ იღებთ ენდოველს

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ენდოველის კონცენტრაციაზე სისხლში და შეამციროს მისი ეფექტი, ან გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები. ესენია:

• ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. ფენიტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი)

• ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. რიფამპიცინი)

• აივ და C ჰეპატიტის ვირუსის ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (ე.წ. პროტეაზას არანუკლეოზიდები და ინჰიბიტორები. საპირისპირო ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა რიტონავირი, ნევირაპინი, ეფავირენცი)

•სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (გრიზეოფულვინი, კეტოკონაზოლი)

• მცენარეული საშუალება St. John’s wort

ნებისმიერი წამლის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

ენდოველისაკვებთანდასასმელთანერთად

ენდოველით მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ გრეიფრუტის წვენის დალევისგან, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ენდოველის დონე სისხლში. რამაც შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი.

ლაბორატორიული****ტესტები

თუ თქვენ გჭირდებათ სისხლის ანალიზი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ლაბორატორიის პერსონალს, რომ იღებთ ენდოველს, რადგან ენდოველმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ანალიზის შედეგებზე.

ორსულობა**,ძუძუთიკვება****და ფერტილობა**

არ მიიღოთ ენდოველი თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.

თუ ორსულად ხართ ან ლაქტაციის პერიოდი გაქვთ, ან თვლით რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ავტომობილისდამექანიზმების****მართვა

ენდოველის მომხმარებლებში სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა.

ენდოველიშეიცავსლაქტოზას**.**

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ბავშვებიდამოზარდები

ენდოველი არ გამოიყენება გოგონებში მენარქემდე (პირველი მენსტრუალური სისხლდენა). ენდოველის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოზარდების (12-დან 18 წლამდე) ძვლების სიმტკიცეზე. თუ თქვენ ხართ 18 წლამდე, თქვენი ექიმი ყურადღებით შეაფასებს ენდოველის გამოყენების სარგებელსა და რისკს თქვენთვის, როგორც ცალკეული პაციენტისთვის, ძვლის დაკარგვის შესაძლო რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით (ოსტეოპოროზი).

3.როგორმიიღოთ****ენდოველი

ყოველთვის მიიღეთ ენდოველი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დოზაა 1 ტაბლეტი დღეში.

ქვემოთმოცემული მითითებები ვრცელდება ენდოველზე, თუ თქვენი ექიმი სხვაგვარ დანიშნულლებას არ მოგცემთ: გთხოვთ, მიჰყვეთ ამ ინსტრუქციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ მიიღებთ სრულყოფილ შედეგს.

თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ მკურნალობა ენდოველით თქვენი ბუნებრივი ციკლის ნებისმიერ დღეს.

მოზრდილები: მიიღეთ ერთი ტაბლეტი ყოველდღე, სასურველია სითხესთან ერთად, საჭიროებისამებრ. როდესაც ერთი კოლოფი დასრულდება, შემდეგი უნდა დაიწყოს უწყვეტად. განაგრძეთ ტაბლეტების მიღება მენსტრუალური სისხლდენის დღეებშიც.

ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებში 15 თვეზე მეტი ხნით ენდოველით მკურნალობის გამოცდილება არ არსებობს.

თუმიიღეთიმაზემეტენდოველ**,ვიდრესაჭიროა**

არ ყოფილა შეტყობინებები სერიოზული მავნე ზემოქმედების შესახებ ენდოველის ძალიან ბევრი ტაბლეტის ერთდროულად მიღებისას. ჭარბი დოზირების ან შემთხვევით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე 915620420, მიუთითეთ მედიკამენტი და მიღებული რაოდენობა. არ დაგავიწყდეთ წამლის შეფუთვის წამოღება.

თუდაგავიწყდათენდოველისმიღებაანგაწუხებთღებინებაანდიარეა

ენდოველი ნაკლებად ეფექტური იქნება, თუ გამოტოვებთ ტაბლეტს. თუ ერთი ან მეტი ტაბლეტი გამოტოვეთ, მიიღეთ ერთი ტაბლეტი როგორც კი გაგახსენდებათ და მეორე დღიდან განაგრძეთ ტაბლეტის მიღება ჩვეულ დროს.

თუ თქვენ გაქვთ ღებინება ენდოველის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში ან გაქვთ მწვავე დიარეა, არსებობს რისკი იმისა, რომ ტაბლეტში შემავალი აქტიური ნივთიერება არ შეიწოვება თქვენს ორგანიზმში. სიტუაცია თითქმის იგივეა, რაც ტაბლეტის დავიწყებისას. ენდოველის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში ღებინების ან დიარეის შემთხვევაში, უნდა მიიღოთ კიდევ ერთი ტაბლეტი რაც შეიძლება მალე.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

თუშეწყვეტთენდოველის****მიღებას

თუ შეწყვეტთ ენდოველის მიღებას, შესაძლოა დაბრუნდეს ენდომეტრიოზის პირვანდელი სიმპტომები.

4.შესაძლოგვერდითი****ეფექტები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ენდოველსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ეს ეფექტები უფრო ხშირია ენდოველის მიღების დაწყებიდან პირველ თვეებში და ჩვეულებრივ ქრება გამოყენების გაგრძელებისას. ასევე შეიძლება განიცადოთ ცვლილებები სისხლდენის პატერნებში, მაგალითად მცირე მოცულობით სისხლდენა, არარეგულარული სისხლდენა ან შესაძლოა მენსტრუაციის მთლიანად შეჩერებაც.

ხშირი (1-დან 10-მდე შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში)

- წონის მატება

- დეპრესიული განწყობა, ძილის პრობლემები, ნერვიულობა, სექსისადმი ინტერესის დაკარგვა ან განწყობის შეცვლა

- თავის ტკივილი ან შაკიკი

- გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა ან ღებინება

- აკნე ან თმის ცვენა

- ზურგის ტკივილი

- დისკომფორტი მკერდში, საკვერცხეების კისტა ან უეცარი წამოხურება

- საშვილოსნოდან/საშოდან სისხლდენა მცირე რაოდენობით სისლხლდენის ჩათვლით

- სისუსტე ან გაღიზიანება

იშვიათი (1-დან 10-მდე შემთხვევა ყოველ 1000 პაციენტში)

- ანემია

- წონის დაკლება ან მადის მომატება

- შფოთვა, დეპრესია ან განწყობის ცვალებადობა

- დისბალანსი ავტონომიურ ნერვულ სისტემაში (აკონტროლებს სხეულის უნებლიე ფუნქციებს, მაგ. ოფლიანობა) ან ყურადღების დარღვევა

- თვალის სიმშრალე

- ტინიტუსი

- სისხლის მიმოქცევის არასპეციფიკური პრობლემები ან იშვიათი პალპიტაცია

- დაბალი არტერიული წნევა

- ქოშინი

- დიარეა, ყაბზობა, აბდომინალური დისკომფორტი, კუჭისა და ნაწლავების ანთება (გასტროინტესტინალური ანთება), ღრძილების ანთება (გინგივიტი)

- კანის სიმშრალე, ჭარბი ოფლიანობა, მთელი სხეულის ძლიერი ქავილი, მამაკაცური ტიპის თმიანობა (ჰირსუტიზმი), მტვრევადი ფრჩხილები, ქერტლი, დერმატიტი, თმის არანორმალური ზრდა, ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ ან კანის პიგმენტაციის პრობლემები

- ტკივილი ძვლებში, კუნთების სპაზმი, ტკივილები და/ან სიმძიმის შეგრძნება ხელებსა და მკლავებში ან ფეხებსა და ტერფებში

- საშარდე გზების ინფექცია

- თეთრად შლა, გენიტალიური ზონის სიმშრალე, ვაგინალური გამონადენი, ტკივილი მენჯის არეში, სასქესო ორგანოების ატროფიული ანთება გამონადენით (ატროფიული ვულვოვაგინიტი), ან კვანძი ან კვანძები მკერდში

- შეშუპება სითხის შეკავების გამო

დამატებით გვერდითი მოვლენები მოზარდებში (12-დან 18 წლამდე): ძვლის სიმკვრივის კარგვა.

გვერდითიეფექტებისშესახებ****შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები უშუალოდ ესპანეთის ადამიანებში მოხმარებისათვის განკუთვნილი მედიკამენტების ფარმაკოუსაფრთხოების შეტყობინების სისტემების საშუალებით: https//www.notificaram.es. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას

5.როგორშეინახოთ****ენდოველი

შეინახეთ მეორეულ მუყაოს შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე "არ გამოიყენოთ მითითებული ვადის შემდეგ" ან "CAD" აბრივიატურის გვერდით მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ. ვადის ამოწურვის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გადაყარეთ კონტეინერები და არასაჭირო მედიკამენტები აფთიაქში გამოყოფილ წერტილში (PUNTO SIRGE) ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6.შეფუთვისშიგთავსიდასხვაინფორმაცია

რასშეიცავსენდოველი

აქტიური ნივთიერება არის დიენოგესტი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2 მგ დიენოგესტს.

სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K 30, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

როგორგამოიყურებაენდოველიდაშეფუთვის****შიგთავსი

ენდოველის ტაბლეტები არის მრგვალი, თეთრი ტაბლეტები 5 მმ დიამეტრით. ტაბლეტები მოწოდებულია ბლისტერზე, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს.

ყუთები შეიცავს ბლისტერს

1 x 28 ტაბლეტით (კალენდარული პაკეტი)

3 x 28 ტაბლეტი (კალენდარული პაკეტი)

6 x 28 ტაბლეტი (კალენდარული პაკეტი)

შესაძლებელია ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Exeltis Healthcare, S.L. Miralcampo Avenue, 7. Miralcampo Industrial Estate. 19200 Azuqueca de Henares. Guadalajara. Spain.

****მწარმოებელი

Laboratorios León Farma, S.A. C/ Vallina, s/n Polígono Industrial Navatejera 24008 Villaquilambre. Leon Spain

ეს სამკურნალო პროდუქტი ავტორიზებულია EEA-ს წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებით:

ეს ინსტრუქცია ბოლოს დამტკიცდა: 2019 წლის ნოემბერში

ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ესპანეთის წამლისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტს ვებ გვერდზე (AEMPS) https;//www.aemps.gob.es/

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით