ვეცეფი - Vecef
ვეცეფი - Vecef

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისტემური გამოყენებისათვის ანტიბაქტერიული საშუალებები, ცეფტრიაქსონი, კომბინაციები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: 1) თითო ფლაკონი შეიცავს: ცეფტრიაქსონის ნატრიუმს , სულბაქტამს

  1. თითო ამპულა შეიცავს: ლიდოკაინის ინექციას BP 1% (2მლ)

მოქმედების მექანიზმი:

ვეცეფის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკრობის უჯრედის კედლის მუკოპეპდის ბიოსინთეზის დათრგუნვით.

ჩვენება:
. ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები
. ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები
. მენინგიტი, სეფსისი, სეპტიცემია
. შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები
. ინტრააბდომინალური ინფექციები: პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი
. კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
. ინფექციები დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში
. თორაკო-აბდომინალური, გინეკოლოგიური და ორთოპედიული ოპერაცების დროს პერიოპერაციული გართულებების
პროფილაქტიკა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობებლობა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მიმართ

დოზირების რეჟიმი: რეკომენდირებული დოზა მოზრდილთათვის მერყეობს 1,5 გ -დან 3 გრ- მდე დღეში.

ახალშობილებსა და ბავშვებში ვეცეფის დოზირება განისაზღვრება მასში შემავალი ცეფტრიაქსონის დოზის მიხედვით: 2 კვირამდე ახალშობილებში ცეფტრიაქსონის ერთჯერადი სადღეღამისო დოზაა 20-50 მგ/კგ წონაზე დღეში. 2 თვის ასაკიდენ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 20-80 მგ/ კგ წონაზე დღეში.

გამოყენების წესი: ი/მ შეყვანის დროს უმტკივნეულო ინექციისათვის ვეცეფის ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 1 % ლიდოკაინს ხსნარში და ღრმად შეჰყავთ კუნთში.

შენახვა: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას 30˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.

ვეცეფი™
750 მგ/1.5 გ.
(ცეფტრიაქსონი და სულბაქტამი საინექციო)
შემადგენლობა:

თითოეული ფლაკონი შეიცავს:
ცეფტრიაქსონის ნატრიუმი USP
ექვივალენტური ცეფტრიაქსონის 500 მგ
სულბაქტამის ნატრიუმისა USP 250 მგ

თითოეული ფლაკონი შეიცავს:
ცეფტრიაქსონის ნატრიუმი USP
ექვივალენტური ცეფტრიაქსონის 1 მგ
სულბაქტამის ნატრიუმისა USP 500 მგ
აღწერა:
ვეცეფი არის ანტიინფექციური, ცეფტრიაქსონი + სულბაქტამის კომბინაცია. ცეფტრიაქსონი არის ფართო სპექტრის, ნახევრად სინთეზური, მესამე თაობის ცეფალოსპორინი ძლიერი ბაქტერიციდული აქტივობით გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. სულბაქტამი არის ბეტალაქტამაზას ინჰიბიტორი.
მოქმედების მექანიზმი:
ვეცეფის ანტიბაქტერიული კომპონენტი განპირობებულია ცეფტრიაქსონის მიერ უჯრედოვანი კედლის სინთეზის ინჰიბირებით. მას გააჩნია სტაბილურობის მაღალი ხარისხი ბეტალაქტამაზების, ორივე პენიცილინაზას და გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების ცეფალოსპორინაზების არსებობისას. თუმცა, ქრომოსომულად განპირობებული ფერმენტები შეიძლება ინდუცირებული იყოს Kლებსიელლა, Eნტერობაცტერ და შერრატია-ს სახეობების ერთ შტამში. ვეცეფში შემავალი სულბაქტამი არის ძლიერი, მაღალსპეციფიკური ინჰიბიტორი მრავალი სახეობის ბეტალაქტამაზებისა, რომლებიც იწარმოება გრამუარყოფითი და გრამდადებითი აერობებისა და ანაერობების მიერ. ბეტალაქტამაზებთან პროტეინული კომპლექსის წარმოქმნით სულბაქტამი შეუქცევადად ბლოკავს მათ დესტრუქციულ ჰიდროლიზურ აქტივობას. ამგვარად, ცეფტრიაქსონის სრული პოტენციალი Eნტერობაცტერ და Pსეუდომონას სახეობების წინააღმდეგ აღდგება სულბაქტამის დამატებით.
ჩვენება:
ვეცეფი ნაჩვენებია მრძნობიარე ბაქტერიების მიერ გამოწვეული კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების, ქოლეცისტიტის, ოსტეომიელიტის, ქრონიკული სუპერლაციური ბაქტერიული ოტიტის, გონორეის, შანკროიდის, სიფილისის, საშარდე ტრაქტის ინფექციების, მენინგიტის, ნოზოკომური ინფექციების სამკურნალოდ.
უკუჩვენებები:
ვეცეფის ინექცია უკუნაჩვენებია ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკებისადმი დადასტურებული მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში. პენიცილინის მიმართ ჰიპერსენსიტიურ პაციენტებში, გათვალისწინებული უნდა იყოს ალერგიული ჯვარედინი რეაქციების ალბათობა. სულბაქტამის გამოყენება უკუნაჩვენებია ანამნეზში ნებისმიერი პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

დოზირება და მიღების წესი:
რეკომენდებული დოზირება მოზრდილებისათვის არის 1.5 გ-დან (1 გ ცეფტრიაქსონი, როგორც ნატრიუმის მარილი პლუს 0.5 გ სულბაქტამი, როგორც ნატრიუმის მარილი) 3 გ-მდე (2 გ ცეფტრიაქსონი, როგორც ნატრიუმის მარილი პლუს 1 გ სულბაქტამი, როგორც ნატრიუმის მარილი). ეს 1.5 დან -3 გ მდე, სპექტრი წამოადგენს ცეფტრიაქსონის შემცველობას პლუს სულბაქტამის შემცველობა და შეესაბამება 1 გ ცეფტრიაქსონი/0.5გ სულბაქტამი – 2 გ ცეფტრიაქსონი/1 1 გ სულბაქტამი. სულბაქტამის საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 4 გრამს. ახალშობილები, ჩვილები და 12 წლამდე ბავშვები: რეკომენდებულია დოზირების შემდეგი სქემა დღეში ერთჯერადი გამოყენებისათვის/ ახალშობილები (14 დღემდე ასაკის): 20-50 მგ/კგ დღეში ერთხელ. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ს. განსხვავება დროულ და Dდღენაკლულ ახალშობილებს შორის არ არსებობს. ჩვილები და ბავშვები (15 დღიდან 12 წლამდე ასაკის): 20-80 მგ/კგ დღეში ერთხელ/ 50 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებისათვის გამოიყენება მოზრდილებისათვის განკუთვნილი დოზები.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
ვეცეფი სიფრთხილით გამოიყენება პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.
ცეფალოსპორინებისა და სხვა ფართო სპექტრის ანიბიოტიკების გამოყენებისას აღინიშნება ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
ორსულობა
ორსულობა კატეგორია B. რეპროდუქციული კვლევები ჩატარდა თაგვებსა და ვირთაგვებში, ადამიანებში ჩვეულებრივ გამოსაყენებელ დოზებზე 20-ჯერ მეტი დოზების გამოყენებით და არ გამოვლენილა ემბრიოტოქსიკუობა, ფეტოტოქსიკურობა ან ტერატოგენობა. მიუხედავად ამისა, არ არსებობს ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულ ქალებში. ვინაიდან ცხოველებში ჩატარებული რეპროდუქციული კვლევები ყოველთვის არ ასახავს ადამიანებში მოსალოდნელ პასუხს, ორსულობის დროს ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მკაფიო საჭიროებისას.
არასასურველი ეფექტები : გასტროინტესტინური და კანქვეშა რეაქციები.
ჭარბი დოზირება : ვეცეფის ჭარბი დოზირებით ტოქსიკურობის შესახებ ინფორმაცია მცირეა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ვეცეფით მწვავე ზედოზირებისას უნდა დაიწყოს დამხმარე სიმპტომური მკურნალობა, რადგან ჰემოდიალიზი და პერიტონული დიალიზი არაეფექტურია ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის შესამცირებლად.
შენახვის წესი : შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, 300с მდე. შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა : 36 თვე
შეფუთვა: 10 ფლაკონი შეფუთულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციის ფურცელთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

შემადგენლობა: 1) თითო ფლაკონი შეიცავს: ცეფტრიაქსონის ნატრიუმს , სულბაქტამს

  1. თითო ამპულა შეიცავს: ლიდოკაინის ინექციას BP 1% (2მლ)

მოქმედების მექანიზმი:

ვეცეფის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკრობის უჯრედის კედლის მუკოპეპდის ბიოსინთეზის დათრგუნვით.

ჩვენება:
. ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები
. ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები
. მენინგიტი, სეფსისი, სეპტიცემია
. შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები
. ინტრააბდომინალური ინფექციები: პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი
. კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
. ინფექციები დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში
. თორაკო-აბდომინალური, გინეკოლოგიური და ორთოპედიული ოპერაცების დროს პერიოპერაციული გართულებების
პროფილაქტიკა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობებლობა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მიმართ

დოზირების რეჟიმი: რეკომენდირებული დოზა მოზრდილთათვის მერყეობს 1,5 გ -დან 3 გრ- მდე დღეში.

ახალშობილებსა და ბავშვებში ვეცეფის დოზირება განისაზღვრება მასში შემავალი ცეფტრიაქსონის დოზის მიხედვით: 2 კვირამდე ახალშობილებში ცეფტრიაქსონის ერთჯერადი სადღეღამისო დოზაა 20-50 მგ/კგ წონაზე დღეში. 2 თვის ასაკიდენ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 20-80 მგ/ კგ წონაზე დღეში.

გამოყენების წესი: ი/მ შეყვანის დროს უმტკივნეულო ინექციისათვის ვეცეფის ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 1 % ლიდოკაინს ხსნარში და ღრმად შეჰყავთ კუნთში.

შენახვა: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას 30˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ვეცეფი 1500მგ #1ფლ+3.5მლ გამხს.
  • სახელი: ვეცეფი 1500მგ #1ფლ+3.5მლ გამხს.
  • მწარმოებელი: Venus International (ინდოეთი)
  • შეფუთვა: 1,5გ (1000მგ+500მგ) ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 3,5მლ გამხსნელი (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი) მინის ამპულა №1
Aversi 18.26 ლ
ვეცეფი ი/მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ+500მგ ფლაკონი+გამხსნელი 3.5მლ #1
  • სახელი: ვეცეფი ი/მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ+500მგ ფლაკონი+გამხსნელი 3.5მლ #1

GPC 25.5 ლ
ვეცეფი ამპ. ი/მ 1500მგ N1
  • სახელი: ვეცეფი ამპ. ი/მ 1500მგ N1
  • მწარმოებელი: Venus International (ინდოეთი)
  • შეფუთვა: 1,5გ (1000მგ+500მგ) ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 3,5მლ გამხსნელი (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი) მინის ამპულა №1
PSP 18.46 ლ
ვეცეფი ი/მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ+500მგ ფლაკონი+გამხსნელი 3.5მლ #1
  • სახელი: ვეცეფი ი/მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ+500მგ ფლაკონი+გამხსნელი 3.5მლ #1
  • მწარმოებელი: Venus International (ინდოეთი)
  • შეფუთვა: 1,5გ (1000მგ+500მგ) ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 3,5მლ გამხსნელი (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი) მინის ამპულა №1
Pharmadepot 25.5 ლ