ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიჰისტამინური და საანესთეზიო საშუალებების ჩათვლით, ანტიჰისტამინური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ალერგოსანი 1% მალამო
ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდი (chloropyramine****hydrochloride)
მკურნალობისდაწყებამდე,ყურადღებითწაიკითხეთ****ამ სამკურნალო საშუალებისინსტრუქცია,რადგანისშეიცავსთქვენთვისმნიშვნელოვანინფორმაციას****.
ეს სამკურნალო საშუალება ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ამ ინსტრუქციაშია აღწერილი, ან თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის დანიშნულების შესაბამისად.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- თუ გამოგივლინდათ ნებისმიერი გვერდით მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან მედდას. ეს გულისხმობს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
- თუ 5- 7 დღის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
წინამდებარეინსტრუქციაშეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
1. რას წარმოადგენს ალერგოსანი მალამო და რისთვის გამოიყენება
2. ალერგოსანი მალამოს გამოყენებამდე
3. როგორ უნდა გამოიყენოთ ალერგოსანი მალამო
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ უნდა შეინახოთ ალერგოსანი მალამო
6. დამატებითი ინფორმაცია
1.რასწარმოადგენსალერგოსანიმალამოდარისთვის****გამოიყენება
ალერგოსანი მალამო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ქლოროპირამინს, ე.წ. ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფიდან. მას გააჩნია კარგად გამოხატული ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. კანზე დატანისას თრგუნავს ქავილს, ხსნის სიწითლეს, შეშუპებას და გამონაყარს. ალერგოსანი მალამო გამოიყენება მწერების ნაკბენების დროს; კონტაქტური დერმატიტის და სხვა ქავილის თანმხლები დერმატოზებისას (კანის ანთება); გამონაყარის და ქავილის დროს სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობებისას, რომლებიც არ აზიანებენ კანის დიდ მონაკვეთებს.
თუ 5-7 დღის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
2.ალერგოსანიმალამოს****გამოყენებამდე
არგამოიყენოთალერგოსანი****მალამო:
- თუ გაქვთ ალერგია ამ სამკურნალო პრეპარატის აქტიური ნივთიერების, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. 6 პუნქტში).
ალერგოსანიმალამოსგამოყენებისასდაიცავითგანსაკუთრებული****სიფრთხილე
ალერგოსანი მალამოს გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან მედდას.
- თუ გაქვთ კანის მწვავე რეაქციები ექსუდატის წარმოქმნით (სეკრეტი, ანთებითი სითხე), უფრო მისაღებია სხვა სამკურნალო ფორმის გამოყენება – ალერგოსანი კრემი.
- არ არის რეკომენდებული პრეპარატის წასმა ღია ჭრილობებზე ან დამწვრობაზე.
- იყავით ფრთხილად, რათა გამოყენებისას პრეპარატის ნაწილი არ მოგხვდეთ თვალში, ცხვირის ან პირის ღრუს ლორწოვან გარსზე.
სხვასამკურნალოპრეპარატების****გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, უახლოეს წარსულში იყენებდით, ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები.
ახდენენ თუ არა გავლენას სხვა სამკურნალო პრეპარატები ალერგოსანის მოქმედებაზე, ცნობილი არ არის.
ორსულობა**,ძუძუთიკვებადაფერტილობა**
თუ ხართ ორსულად, ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, თვლით, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი შეაფასებს, არის თუ არა მისაღები თქვენთვის ალერგოსანის მალამოს გამოყენება.
სატრანსპორტოსაშუალებებისმართვადამექანიზმებთან****მუშაობა
ალერგოსანი მალამო არ ახდენს გავლენას აქტიურ ყურადღებაზე და მისი გამოყენება შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და მანქანების ოპერატორებს.
მნიშვნელოვანიინფორმაციაალერგოსანიმალამოსზოგიერთშემადგენელნივთიერებაზე
ალერგოსანი მალამო შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს ლანოლინს და ცეტილის სპირტს, რომელთაც გამოყენების ადგილას შესაძლოა გამოიწვიონ კანის რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
3.როგორუნდაგამოიყენოთალერგოსანი****მალამო
ეს სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ამ ინსტრუქციაშია აღწერილი, ან თქვენი ექიმის, ფარმაცევტის, მედდის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს:
მოზრდილები და ბავშვები (ჩვილები და 18 წლამდე ასაკის ბავშვები) – მალამოს მცირე რაოდენობა დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე 2-3 ჯერ დღეში, კანში მსუბუქად შეზელვით.
გამოყენების წესი
ალერგოსანი მალამო განკუთვნილია მხოლოდ კანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის. რეკომენდებულია კანის ჰიპერკერატოზით (კანის ზედა ფენის გამაგრება, გასქელება) მიმდინარე ქრონიკული დაავადებების დროს გამოსაყენებლად.
გამოყენება შესაძლებელია ნახვევის ქვეშ, ან ფიზიოთერაპიული პროცედურების სახით, კანში უკეთ შეღწევის და სწრაფი სამკურნალო ეფექტის მიღწევის მიზნით. არ უნდა წაისვათ ღია ჭრილობებზე, თვალებში, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა – 5-დან 7 დღემდე.
თუთქვენგამოიყენეთდოზა,რომელიცაღემატებაალერგოსანიმალამოსსაჭიროდოზას
კანზე პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების გამო, დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის დიდი რაოდენობით შემთხვევით შთანთქმისას, დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
თუგამოტოვეთალერგოსან იმალამოსგამოყენება
არ გამოიყენოთ სამკურნალო პრეპარატის დიდი რაოდენობა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა, რომელიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან, კითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
4.შესაძლოგვერდითი****მოვლენები
როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.
ძალიან იშვიათად ალერგოსანი მალამომ შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი ან გაღიზიანება.
ალერგოსანი მალამოს გამოყენებისას ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლენა (მაგ. კონტაქტური დერმატიტი), რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს მის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებებით ლანოლინით და ცეტილის სპირტით.
თუ გამოგივლინდათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.
5.როგორუნდაშეინახოთალერგოსანი****მალამო
შეინახეთ არაუმეტეს 25оС ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 (სამი) წელი
არ გამოიყენოთ ალერგოსანი მალამო შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება შეგიძლიათ შეფუთვის გახსნიდან 1 თვემდე პერიოდში.
არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6.დამატებითიინფორმაცია
რასშეიცავსალერგოსანი****მალამო
- აქტიური ნივთიერება: ქლორპირამინის ჰიდროქლორიდი 10 მგ 1 გ მალამოში.
- დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი, ლანოლინი; რბილი, თეთრი პარაფინი.
როგორგამოიყურებაალერგოსანიმალამოდარასშეიცავს****შეფუთვა
მკრთალი ყვითელი ფერის, უსუნო, ცხიმისებრი მასა. სამკურნალო პრეპარატის 18 გ დოზირებულია მემბრანულ ალუმინის ტუბში პოლიპროპილენისგან დამზადებულ პლასტმასის თავსახურით. თითოეული ტუბი მოთავსებულია მუყაოსგან დამზადებულ ერთეულ დასაკეც კოლოფში, რომელიც ერთი მხრიდან დაფარულია პიგმენტით. თითოეულ შეფუთვაში მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქცია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
გამოყენებაზე ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა
ილიენსკოე შოსეს ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი
წარმოების ადგილი
სს სოფარმა,
ს. ვრაბევო, 5660, ლოვეჩის ოლქი, ბულგარეთი
ეს სამკურნალო საშუალება ყოველთვის გამოიყენება ზუსტად ისე, როგორც ამ
ინსტრუქციაშია აღწერილი, ან მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის დანიშნულების
შესაბამისად. თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდით მოვლენა, უნდა ეცნობოა მკურნალ
ექიმს, ფარმაცევტს, ან მედდას. ეს გულსიხმობს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას,
რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
თუ 5-7 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება, საჭიროა
მიემართოს მკურნალ ექიმს.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ქლორპირამინის ჰიდროქლორიდი 10მგ 1გ მალამოში.
დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი, ლანოლინი; რბილი, თეთრი პარაფინი.
ჩვენება: ალერგოსანი მალამო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ქლოროპირამინს, ე.წ.
ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფიდან. მას გააჩნია კარგად გამოხატული ალერგიის
საწინააღმდეგო მოქმედება. კანზე დატანისას თრგუნავს ქავილს, ხსნის სიწითლეს,
შეშუპებას და გამონაყარს. ალერგოსანი მალამო გამოიყენება მწერების ნაკბენების
დროს; კონტაქტური დერმატიტის და სხვა ქავილის თანმხლები დერმატოზებისას (კანის
ანთება); გამონაყარის და ქავილის დროს სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობებისას,
რომლებიც არ აზიანებენ კანის დიდ მონაკვეთებს.
უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია ამ სამკურნალო პრეპარატის აქტიური
ნივთიერების, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.ორსულობა, ლაქტაცია და
ფერტილობა: თუ პაციენტი არის ორსულად, ან ბავშვი ჰყავს ბუნებრივ კვებაზე, თვლის,
რომ შესაძლოა იყოს ორსულად, ან გეგმავს ორსულობას, ამ სამკურნალო პრეპარატის
გამოყენებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი შეაფასებს, არის თუ არა მისაღები პაციენტისათვის ალერგოსანის მალამოს
გამოყენება.რეკომენდებული დოზა შეადგენს: მოზრდილები და ბავშვები (ჩვილები და 18
წლამდე ასაკის ბავშვები)-მალამოს მცირე რაოდენობა დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე
2-3 ჯერ დღეში, კანში მსუბუქად შეზელვით.
გამოყენების წესი: ალერგოსანი მალამო განკუთვნილია მხოლოდ კანზე ადგილობრივი
გამოყენებისათვის. რეკომენდებულია კანის ჰიპერკერატოზით (კანის ზედა ფენის
გამაგრება, გასქელება) მიმდინარე ქრონიკული დაავადებების დროს გამოსაყენებლად.
გამოყენება შესაძლებელია ნახვევის ქვეშ, ან ფიზიოთერაპიული პროცედურების სახით,
კანში უკეთ შეღწევის და სწრაფი სამკურნალო ეფექტის მიღწევის მიზნით. არ უნდა
წაისვან ღია ჭრილობებზე, თვალებში, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა-5-დან 7 დღემდე.არ გამოიყენება ალერგოსანი მალამო
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ამ სამკურნალო
საშუალების გამოყენება შეიძლება შეფუთვის გახსნიდან 1 თვემდე პერიოდში.
ეს სამკურნალო საშუალება ყოველთვის გამოიყენება ზუსტად ისე, როგორც ამ
ინსტრუქციაშია აღწერილი, ან მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის დანიშნულების
შესაბამისად. თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდით მოვლენა, უნდა ეცნობოა მკურნალ
ექიმს, ფარმაცევტს, ან მედდას. ეს გულსიხმობს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას,
რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
თუ 5-7 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება, საჭიროა
მიემართოს მკურნალ ექიმს.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ქლორპირამინის ჰიდროქლორიდი 10მგ 1გ მალამოში.
დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი, ლანოლინი; რბილი, თეთრი პარაფინი.
ჩვენება: ალერგოსანი მალამო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ქლოროპირამინს, ე.წ.
ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფიდან. მას გააჩნია კარგად გამოხატული ალერგიის
საწინააღმდეგო მოქმედება. კანზე დატანისას თრგუნავს ქავილს, ხსნის სიწითლეს,
შეშუპებას და გამონაყარს. ალერგოსანი მალამო გამოიყენება მწერების ნაკბენების
დროს; კონტაქტური დერმატიტის და სხვა ქავილის თანმხლები დერმატოზებისას (კანის
ანთება); გამონაყარის და ქავილის დროს სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობებისას,
რომლებიც არ აზიანებენ კანის დიდ მონაკვეთებს.
უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია ამ სამკურნალო პრეპარატის აქტიური
ნივთიერების, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.ორსულობა, ლაქტაცია და
ფერტილობა: თუ პაციენტი არის ორსულად, ან ბავშვი ჰყავს ბუნებრივ კვებაზე, თვლის,
რომ შესაძლოა იყოს ორსულად, ან გეგმავს ორსულობას, ამ სამკურნალო პრეპარატის
გამოყენებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი შეაფასებს, არის თუ არა მისაღები პაციენტისათვის ალერგოსანის მალამოს
გამოყენება.რეკომენდებული დოზა შეადგენს: მოზრდილები და ბავშვები (ჩვილები და 18
წლამდე ასაკის ბავშვები)-მალამოს მცირე რაოდენობა დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე
2-3 ჯერ დღეში, კანში მსუბუქად შეზელვით.
გამოყენების წესი: ალერგოსანი მალამო განკუთვნილია მხოლოდ კანზე ადგილობრივი
გამოყენებისათვის. რეკომენდებულია კანის ჰიპერკერატოზით (კანის ზედა ფენის
გამაგრება, გასქელება) მიმდინარე ქრონიკული დაავადებების დროს გამოსაყენებლად.
გამოყენება შესაძლებელია ნახვევის ქვეშ, ან ფიზიოთერაპიული პროცედურების სახით,
კანში უკეთ შეღწევის და სწრაფი სამკურნალო ეფექტის მიღწევის მიზნით. არ უნდა
წაისვან ღია ჭრილობებზე, თვალებში, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა-5-დან 7 დღემდე.არ გამოიყენება ალერგოსანი მალამო
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ამ სამკურნალო
საშუალების გამოყენება შეიძლება შეფუთვის გახსნიდან 1 თვემდე პერიოდში.
ფორმა, შეფუთვა: 1.შემოგარსული დრაჟე, ერთი დრაჟე შეიცავს 25 მგ აქტიურ ნივთიერებას (შეფუთვაში 20 ცალი ტაბლეტია).
2. მალამო 1%: ტუბში 18 გ, 1 გ შეიცავს 10 მგ აქტიურ ნივთიერებას.
3. კრემი 1%: ტუბში 18 გ. 1 გ შეიცავს 10 მგ აქტიურ ნივთიერებს.
შემადგენლობა: ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდი (chlorpromazine hydrochloride)
მწარმოებელი: sopharma (ბულგარეთი)
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალება
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ალერგოსანი წარმოადგენს ეთილენდიამინის წარმოებულს და არის H1-რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალება. იგი ხელს უშლის ალერგიული პროცესების განვითარებას. ანტიალერგიული ეფექტის გარდა პრეპარატს ახასიათებს სედატიური, საძილე და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება, პერიფერიული ანტიქოლინერგული და ზომიერი სპაზმოლიზური თვისებები.
ჩვენება :
დრაჟე:
მალამო და კრემი:
დოზირებისა და მიღების რეჟიმი: დრაჟე - ინიშნება პერორალურად ჭამის დროს.
მოზრდილებში: 25 მგ (1 დრაჟე) 3-4-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 6 დრაჟემდე დღე-ღამეში.
5 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 1/2 დრაჟე 2-3-ჯერ დღეში.
მალამო და კრემი - მალამოს თხელი ფენა უნდა წაესვას კანის დაზიანებულ უბანზე დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.
გვერდითი მოვლენები:
დრაჟე -
ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუ, დაღლილობა;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, მადის დაკარგვა ან მომატება, ყაბზობა;
კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ: ალერგია, ჰიპერფოტომგრძნობელობა;
სხვა: მხედველობის დარღვევა, თვალშიდა წნევის მომატება, კუნთების სისუსტე, შარდვის გაძნელება.
მალამო და კრემი -
შეიძლება გამოვლინდეს ქავილი ან გაღიზიანება, რომელიც სწრაფად ქრება.
უკუჩვენება:
დრაჟე:
მალამო და კრემი:
განსაკუთრებული მითითებები:
დრაჟე: გამოიყენება სიფრთხილით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ბრონქული ასთმის და ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში. 60 წლის ასაკის ზევით ინიშნება სიფრთხილით, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეთება; ბავშვებში - აგზნებადობის რეაქციები. ალერგოსანის გამოყენება არ შეიძლება ალკოჰოლთან, სედატიურ და საძილე საშუალებებთან მათი მოქმედების გაძლიერების გამო. პრეპარატი არ ინიშნება პროფილაქტიკის მიზნით პაციენტებში, რომლებიც იტარებენ დესენსიბილიზაციას ალერგენებით.
გამოხატული სედატიური ეფექტის გამო ალერგოსანის დანიშვნა არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისათვის და მანქანა-დანადგარების მუშაობის დროს.
პრეპარატი არ ინიშნება ლაქტოზის უკმარისობის, გალაქტოზემის, ან მალაბსორბციის სინდრომის (გალაქტოზო-გალაქტოზური) მქონე პირებში, ვინაიდან პრეპარატის ყოველი დოზა შეიცავს 0.0166 გ ლაქტოზას. პრეპარატში შემავალი დამხმარე ნივთიერება სიმინდის სახამებლი წარმოადგენს საფრთხეს ცელიაკიის მქონე პირებისთვის.
მალამო და კრემი: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული კანის ფართო უბნებზე კანის მთლიანობის დარღვევის და დამწვრობის დროს. ლოკალური გამოყენების დროს ალერგოსანს არ გააჩნია სისტემური მოქმედება, ამიტომ არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.
ზედოზირება:
დრაჟე: მოზრდილებში ჭარბობს ცნს-ის დათრგუნვის სიმპტომები, ბავშვებში - ცნს-ს აგზნების ნიშნები. სპეციფიკური ანტიდოტის არარსებობის გამო მკურნალობა სიმპტომატურია: აქტივირებული ნახშირი, კუჭის ამორეცხვა, წყალმარილოვანი ხსნარების ინფუზია, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები.
მალამო და კრემი: მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:დრაჟე: არ არის რეკომენდებული ალერგოსანის გამოყენება ქოლინოლიზურ საშუალებებთან, რადგან, შეიძლება გაძლიერდეს ქოლინოლიზური გვერდითი ეფექტები. მისი გამოყენება არ შეიძლება მაოს-ს ინჰიბიტორებთან ერთად (მაოს-ინჰიბიტორების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ უნდა იყოს დაცული ორკვირიანი ინტერვალი); ყველა სედატიური პრეპარატი, რომელიც თრგუნავს ცნს-ს (ბარბიტურატები, საძილე საშუალებები, ნარკოტიკული ანალგეტიკები, სედატიური საშუალებები, ტრანკვილიზატორები), აძლიერებენ ალერგოსანის სედატიურ ეფექტს.
მალამო და კრემი: არ არსებობს მონაცემები ალერგოსანის სხვა სამკურნალო საშუალებთან ურთიერქმედების შესახებ ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა : დრაჟე - ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და ვარგისიანია 5 წელი.
მალამო და კრემი - ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ვარგისიანია 3 წელი.
შეფუთვის გახსნის შემდეგ კრემის გამოყენება შეიძლება 1 თვის განმავლობაში.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით