ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, სულფონამიდები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის სულფაცეტამიდი-200მგ-მლ; დამხმარე ნივთიერებები: პოლივინილის სპირტი-1,4%, ნატრიუმის თიოსულფატი-1,5 მგ-მლ, ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული-1,56მგ-მლ, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული-0,71მგ-მლ, დინატრიუმის ედეტატი-0,01მგ-მლ, ბენზალკონიუმის ქლორიდი-0,005%, საინექციო წყალი.
ჩვენებები: კონიუქტივიტები, ბლეფარიტები, რქოვანას გარსის ჩირქოვანი წყლულები და სხვა. სულფანიამიდებისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული თვალების ინფექციური დაავადებები; ტრაქომის კომპლექსური მკურნალობა.
უკუჩვენებები: ტოქსიკო-ალერგიული რეაქციები სულფანილამიდებზე.
გამოყენების წესი და დოზირება: ინსტალაციები თავიდან 1-2 წვეთი ყოველ 2-3 საათში. მკურნალობის კურსი 7-10 დღე, ტრაქომის დროს-ინსტალაციები 2 წვეთი ყოველ 2 საათში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი გაღიზიანება, წვა, არასპეციფიკური კონიუქტივიტი, კონიუქტივალური ჰიპერემია, მეორადი ინფექციის განვითარება (რქოვანას ბაქტერიული და სოკოვანი დაწყლულება), სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ღვიძლის ელვისებური ნეკროზი, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბება: რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება, თვალების წვეთების გამოყენებებს შორის ინტერვალის გაზრდა ან პრეპარატის მოხსნა.
განსაკუთრებული მითითებები: ხანგრძილვი გამოყენებისას შესაძლებელია: პრეპარატისადმი რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდა, სოკოების ჩათვლით; ბაქტერიული მდგრადობის განვითარება. ჰიპერმგრძნობელობის განვითარების პირველივე სიმპტომების განვითარებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს. პაციენტებში მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობით ფუროსემიდის, თიაზიდური დიურეტიკების, სულფონილშარდოვანას ან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების მიმართ შესაძლოა გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის სულფაცეტამიდისადმი. რბილი კონტაქტური ლინზების ტარებისას აუცილებელია ლინზების მოხსნა ინსტალაციამდე 5 წუთით ადრე და გაკეთება წამლის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: გამოყენება ორსულობის და ლატქციის პერიოდში შესაძლებელია, თუ თერაპიის მოსალოდნელი ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პაციენტებისათვის, რომლებსაც აპლიკაციის შემდეგ დროებით ეკარგებათ მკაფიო მხედველობა, არ არის რეკომენდებული მანქანის ტარება ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან რომელიმე სხვა დანადგართან მუშაობა, რაც მოითხოვს მკაფიო მხედველობას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ნოვოკაინთან და დიკაინთან კომბინირებული გამოყენება ამცირებს პრეპარატის ბაქტერიოსტატიკურ ეფექტს, აღინიშნება ნატრიუმის სულფაცილის შეუთავსებლობა ვერცხლის მარილებთან მისი კომბინირებული გამოყენებისას.
გამოშვების ფორმა: 5მლ პოლიეთილენის ფლაკონ-საწვეთურები.
შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტეპერატურაზე სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გახსნის შემდეგ ფლაკონის შიგთავსი გამოყენებული უნდა იქნას ერთი თვის განმავლობაში.
აღწერილობა: უფერო ან მოყვითალო შეფერილობის გამჭვირვალე სითხე.
სამკურნალო ფორმა: 20%-ანი თვალის წვეთები.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით