ოქტენისეპტი ჭრილობის სადეზინფექციო საშუალება - octenisept Wund-Desinfektion
ოქტენისეპტი ჭრილობის სადეზინფექციო საშუალება - octenisept Wund-Desinfektion

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალებები, მეოთხეული ამონიუმის ნაერთები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - Octenidine hydrochloride+Phenoxyethanol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის

ფარმაკოლოგიური თვისებები
მიკრობიოლოგიური ეფექტურობა
ოქტენისეპტის ვაგინალური ხსნარის ფართო და ბალანსირებული მიკრობიოლოგიური ეფექტურობა გამოცდილი და დადასტურებულია როგორც ლაბორატორიული გამოკვლევებით, აგრეთვე კლინიკური ცდებით.

პრეპარატის თვისებები
- ოქტენისეპტის ვაგინალური ხსნარის გამოყენება შეუძლიათ ორსულ და მეძუძურ ქალებს.
- პრეპარატის გამოყენება შეიძლება ხელოვნური განაყოფიერებისას.
- პრეპარატს არ გააჩნია სისტემური გვერდითი ეფექტები.
- პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით და არ გააჩნია მასენსიტიზებელი მოქმედება.
- პრეპარატი არის უფერო, ამდენად არ შეიცავს საღებარ ნივთიერებას.

ჩვენებები
ანტისეპტიკური ვაგინალური ხსნარი განკუთვნილია სხვადასხვა ბაქტერიებით, სოკოებითა და საფუარებით, პროტოზოებითა და ვირუსებით გამოწვეული ვაგინალური ინფექციების დამხმარე მკურნალობისათვის.
ინფექციები:
- ბაქტერიული ვაგინიტი
- ბაქტერიული კოლპიტი
- ბაქტერიული ფლუორვაგინალისი
- შერეული ბაქტერიული ინფექციები
- ვულვოვაგინალური კანდიდოზი
- ტრიქომონული ვაგინიტი
- სასქესო ორგანოების ჰერპესი
- ვაგინალური და ტრანსვაგინალური გამოკვლევის ჩატარებამდე IUP-ის ჩადგმამდე
- ვაგინალური, უროლოგიური და პროქტოლოგიური პროცედურების ჩატარებამდე
მიკრობიოლოგიური ეფექტურობა
ოქტენისეპტის ვაგინალური ხსნარის ფართო და ბალანსირებული მიკრობიოლოგიური ეფექტურობა გამოცდილი და დადასტურებულია როგორც ლაბორატორიული გამოკვლევებით, აგრეთვე კლინიკური ცდებით.
ოქტენისეპტის ვაგინალური ხსნარი ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ:
- ბაქტერიები
- სოკოები
- ტრიქომონოზური ვაგინიტი
- სასქესო ორგანოების ჰერპესი

უკუჩვენება
პრეპარატი არ გამოიყენება რომელიმე ინგრედიენტის მიმართ დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

შენახვის პირობები და ვადები
ყველა პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ოქტენისეპტი ჭრილობის სადეზინფექციო საშუალება

ანტისეპტიური საშუალება ჭრილობის დამხმარე მკურნალობისთვის

ხსნარი, ჭრილობაზე შესასხურებლად

აქტიური ნივთიერებები: 0,1გ ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდი

2,0გ ფენოქსიეთანოლი (Pჰ. Eურ.)/100გ

1. რა არის ოქტენისეპტი ჭრილობის სადეზინფექციო საშუალება და რისთვის გამოიყენება იგი?

Oოქტენისეპტი ჭრილობის სადეზინფექციო საშუალება არის ანტისეპტიური საშუალება განმეორებითი, დროებით შეზღუდული დამხმარე ანტისეპტიური საშუალებით ჭრილობის სამკურნალოდ.

2. ოქტენისეპტი ჭრილობის სადეზინფექციო საშუალების გამოყენებამდე

2.1 ოქტენისეპტი ჭრილობის სადეზინფექციო საშუალება არ გამოიყენება,

თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა (ალერგიული) ფარმაკოლოგიურად აქტიური ინგრედიენტების ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

მუცლის ღრუს (ოპერაციის დროს) ან შარდის ბუშტის გამოსარეცხად. არ უნდა იყოს გამოყენებული ყურში, დაფის აპკზე.

2.2 ოქტენისეპტი ჭრილობის სადეზინფექციო საშუალების გამოყენების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე

დაუშვებელია დიდი რაოდენობით სამედიცინო პროდუქტის გადაყლაპვა ან გულ- სისხლძარღვთა სისტემაში მოხვედრა, მაგ. შემთხვევითი ინექცია!

საჭიროა სიფრთხილე ახალშობილ ბავშვებში გამოყენების დროს, განსაკუთრებით, დღენაკლი ბავშვების შემთხვევაში.

ოქტენისეპტმა შეიძლება გამოიწვიოს კანზე მნიშვნელოვანი გამონაყარი. ჭარბი რაოდენობით პროდუქტი უნდა მოშორდეს და ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ხსნარი კანზე არ დარჩეს საჭიროზე მეტი ხნით (ეს ეხება ხსნარის წვეთების შემცველ მასალასაც, რომელიც პირდაპირ კონტაქტშია პაციენტთან).

ოქტენისეპტი ჭრილობის სადეზინფექციო საშუალება არიდებული უნდა იყოს თვალში მოხვედრისგან. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ჩამოირეცხოს დიდი რაოდენობით წყლით.

გაფრთხილებები

ქსოვილის შესაძლო დაზიანების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დაკვირვება, რომ პრეპარატი არ არის დატანილი ქსოვილებში წნევის ქვეშ ან ინექციის სახით. ჭრილობის ღრუების გამორეცხვის დროს, საჭიროა დაკვირვება, რომ სითხისთვის არსებობდეს გამოსავალი (მაგ. დრენაჟი, დრეკადი სადრენირებელი მილი).

ორსულობა

ორსულობის პერიოდში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. ცხოველებში ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა არ აჩვენა ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდის ან ფენოქსიეთანოლის ემბიოტოქსიური ეფექტები.

ძუძუთი კვება

ლაქტაციის დროს გამოყენების შესახებ ექსპერიმენტული ცხოველების და კლინიკური მონაცემები არ არსებობს. რადგანაც ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდი შეიწოვება ძალიან მცირე რაოდენობით, ან საერთოდ არა, სავარაუდოა, რომ ის არ გადადის დედის რძეში.

ფენოქსიეთანოლი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება, და გამოიყოფა თითქმის რაოდენობრივად, როგორც ჟანგვის პროდუქტი, თირკმლების საშუალებით. შესაბამისად, დედის რძეში დაგროვება ნაკლებ სავარაუდოა.

მანქანის და საავტომობილო ტექნიკის მართვის უნარი

ეფექტები არ არის ცნობილი

2.3 ოქტენისეპტი ჭრილობის სადეზინფექციო საშუალების გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

თუ პაციენტი იღებს ან ბოლო პერიოდში იღებდა სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოდ მიღებული პრეპარატების ჩათვლით, ამის შესახებ უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამედიცინო პროდუქტი არ გამოიყენება სხვა, პოვიდონ-იოდინის შემცველ, ანტისეპტიურ (სადეზინფექციო) საშუალებებთან ერთად, კანის მოსაზღვრე ზედაპირებზე, რადგანაც შესაძლოა მოსაზღვრე ადგილებში განვითარდეს ფერის ინტენსიური ყავისფერი- იისფერი ცვლილება.

3. ოქტენისეპტი ჭრილობის სადეზინფექციო საშუალების გამოყენების წესი

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენება ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს

საჭიროა სპრეის ფრთხილად შესხურება სამკურნალო კანზე და დარწმუნება, რომ პროდუქტი სრულად ფარავს კანის ზედაპირს. კანზე დატანის შემდეგ და შემდგომ პროცედურებამდე, საჭიროა მინიმუმ 1-2 წუთი დაყოვნების დრო, უცვლელად.

სასურველი ეფექტების მისაღებად, საჭიროა ამ ინსტრუქციების უცვლელად მიყოლა.

რადგანაც გამოცდილია მხოლოდ განგრძობითი გამოყენება დაახლოებით 14 დღის განმავლობაში, ექიმის რეცეპტის გარეშე სამედიცინო პროდუქტი გამოიყენება არაუმეტეს ორი კვირისა.

ოქტენისეპტი ჭრილობის სადეზინფექციო საშუალების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში...

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ გამოვლენილა. თუმცა, დოზის გადაჭარბება ნაკლებად მოსალოდნელია, ადგილობრივი გამოყენების გამო.

4. რა არის ოქტენისეპტი ჭრილობის სადეზინფექციო საშუალების შესაძლო გვერდითი მოვლენები?

იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა განვითარდეს სუბიექტური სიმპტომი გარდამავალი წვის შეგრძნების სახით. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, პრეპარატთან კონტაქტის ადგილას შეიძლება განვითარდეს კონტაქტური ალერგიული რეაქციები, როგორიცაა დროებითი სიწითლე.

ისეთი გვერდითი მოვლენის შემჩნევის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეფასება დამოკიდებულია შემდეგ სიხშირეებზე:

ძალიან ხშირი | 10-დან 1-ზე მეტი პაციენტი
---|---
ხშირი | 100-დან 1-10 პაციენტი
ნაკლებად ხშირი | 1000-დან 1-10 პაციენტი
იშვიათი | 10 000-დან 1-10 პაციენტი
ძალიან იშვიათი | 10 000-დან 1-ზე ნაკლები პაციენტი
არ არის ცნობილი | არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დგინდება

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება, ასევე, პირდაპირ (იხ. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია). გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით პაციენტი დამატებით ინფორმაციას იძლევა პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. ოქტენისეპტი ჭრილობის სადეზინფექციო საშუალების შენახვის წესი

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია გაყინვა.

პრეპარატი არ გამოიყენება გახსნიდან 3 წლის გასვლის შემდეგ და შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

6. დამატებითი ინფორმაცია

100გ ოქტენისეპტი ჭრილობის სადეზინფექციო ხსნარი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები

ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდი 0,1გ

ფენოქსიეთანოლი (Pჰ. Eურ.) 2,0გ

დამატებითი ნივთიერებები

(3-ქოქოსის ზეთის ამინომჟავა ამიდოპროპილი) დიმეთილ ამინოაცეტატი, ნატრიუმის D-გლუკონატი, გლიცეროლი 85%, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი

ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

ოქტენისეპტი ჭრილობის სადეზინფექციო საშუალება არის გამჭვირვალე, უფერო სითხე, რომელიც ხელმისაწვდომია 50მლ ბოთლებში, სპრეის ტუმბოთი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ოქტენისეპტი ანტისეპტიკური ხსნარი ადგილობრივი გამოყენების 50მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ოქტენისეპტი ანტისეპტიკური ხსნარი ადგილობრივი გამოყენების 50მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Schülke & Mayr GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: (0,1გ+2,0გ)/100გ 50მლ ჭრილობის სადეზინფექციო სპრეი ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
Pharmadepot 24.91 ლ
ოქტენისეპტი ჭრილობის მოვლა გელი 20მლ ტუბი #1
  • სახელი: ოქტენისეპტი ჭრილობის მოვლა გელი 20მლ ტუბი #1
  • მწარმოებელი: Schülke & Mayr GmbH (გერმანია)
Pharmadepot 27.4 ლ
ოქტენისეპტი ჭრილობის მოვლა ხსნარი 1000მლ #1
  • სახელი: ოქტენისეპტი ჭრილობის მოვლა ხსნარი 1000მლ #1
  • მწარმოებელი: Schülke & Mayr GmbH (გერმანია)
Pharmadepot 61.1 ლ
ოქტენისეპტი ანტისეპტიკური ხსნარი ადგილობრივი გამოყენების 50მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ოქტენისეპტი ანტისეპტიკური ხსნარი ადგილობრივი გამოყენების 50მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Schülke & Mayr GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: (0,1გ+2,0გ)/100გ 50მლ ჭრილობის სადეზინფექციო სპრეი ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
GPC 26.5 ლ
ოქტენისეპტი ჭრილობის მოვლა ხსნარი 1000მლ #1
  • სახელი: ოქტენისეპტი ჭრილობის მოვლა ხსნარი 1000მლ #1
  • მწარმოებელი: Schülke & Mayr GmbH (გერმანია)
GPC 65 ლ
OCTENISEPT - ოქტენისეპტი ჭრილობის ხსნარი 50მლ (პულვიზატორით)
  • სახელი: OCTENISEPT - ოქტენისეპტი ჭრილობის ხსნარი 50მლ (პულვიზატორით)
  • მწარმოებელი: Schülke & Mayr GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: (0,1გ+2,0გ)/100გ 50მლ ჭრილობის სადეზინფექციო სპრეი ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
PSP 19.96 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით