ოკლი - OKLE
ოკლი - OKLE

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ოკლი®

თვალის წვეთები

(ტობრამიცინი)

შემადგენლობა ყოველი მლ შეიცავს

-აქტიური: ტობრამიცინი (KP) - 3 მგ

- არააქტიური ინგრედიენტი (კონსერვანტი): ბენზალკონიუმის ქლორიდი (KP) - 0.1 მგ

არააქტიური: ნატრიუმის სულფატი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი, ტილოქსაპოლი, გოგირდმჟავა.

აღწერა

უფერო - ღია ყვითელი ფერის თვალის ხსნარი.

ჩვენება

  • ჩვენებები: ბლეფარიტი, დაკრიოცისტიტი, ჯიბლიბო, კონიუნქტივიტი, კერატიტი, რქოვანას წყლული.
  • მგრძნობიარე სახეობები: სტაფილოკოკები (მათ შორის S.aureus, S.epidermidis და პენიცილინ-რეზისტენტული შტამები), სტრეპტოკოკები (მათ შორის ზოგიერთი A ჯგუფის ბეტაჰემოლიტური სახეობები, არაჰემოლიტური სახეობები და Streptococcus pneumoniae), Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Klebsiella pneumonia, Enterobacter aerogenes, Proteus mirabilis, Proteus vulgaris-ის შტამები, Morganella morganii, Haemophilus influenza და H. aegyptius, Moraxella lavunata, და Acinetobacter calcoacehcus და Neisseria-ს სახეობები.

დოზირება და მიღების წესი

  • მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს, დაზიანებულ თვალში (თვალებში) ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი ყოველ 4 საათში. მძიმე ინფექციებისას, ჩაიწვეთეთ 2 წვეთი ყოველ საათში, ვიდრე სიმპტომები არ გაუმჯობესდება. დოზების შემცირება და მომატება უნდა მოხდეს პაციენტის ასაკისა და სიმპტომების მიხედვით.

სიფრთხილის ზომები

1. არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში.

პაციენტები, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის, ამინოგლიკოზიდის ან ბაციტრაცინის მიმართ.

2. უარყოფითი რეაქციები

  1. შეიძლება განვითარდეს ქუთუთოს ქავილი და შეშუპება, კონიუნქტივას ერითემა, თვალების ტრანზიტორული წვა. ასეთ შემთხვევებში, გამოყენება უნდა შეწყდეს.

  2. სხვა: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გაღიზიანება ტკივილით.

3. ზოგადი

  1. რეკომენდებულია ამ პრეპარატის გამოყენება მხოლოდ მინიმალური პერიოდის განმავლობაში რეზისტენტული ბაქტერიების პრევენციისათვის.

  2. რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი და კანისმიერი რეაქციების შემოწმება წინასწარ, შოკის ან სხვა რეაქციების წინასწარ განსაზღვრის მიზნით.

  3. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა.

თუ განვითარდა სუპერინფექცია, შეწყვიტეთ გამოყენება და ჩაიტარეთ სათანადო თერაპია. ამ პრეპარატში შემავალი ტილოქსაპოლი შეუთავსებელია ტეტრაციკლინებთან.

  1. სისტემურ ამინოგლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას უნდა გაკონტროლდეს შრატისმიერი კონცენტრაციები.

  2. პრეპარატის გამოყენებისას მოიხსენით კონტაქტური ლინზები.

  3. ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ტრანზიტორული მხედველობის დაბინდვა. არ მართოთ ავტომობილები ან სახიფათო დანადგარები, ვიდრე მხედველობის დაბინდვა სრულად არ გაივლის.

4. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

როდესაც ანტიბიოტიკები, მათ შორის ეს პრეპარატი, მიიღება ანტიკოაგულანტებთან ერთად, აღინიშნება ანტიკოაგულაციის აქტივაციის მომატება. ინფექციური დაავადებები (ანთების თანხლებით), პაციენტის ასაკი, ზოგადი მდგომარეობები შეიძლება იყოს რისკ- ფაქტორები.

ამ პრეპარატსა და ვარფარინს შორის ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი კლინიკური კვლევებისას, მიუხედავად ამისა, უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მონიტორინგი და საჭიროებისას, მოხდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზირების შესაბამისად კორექცია. ზოგიერთი ანტიბიოტიკის, განსკაუთრებით ფტორქინოლონების, მაკროლიდების, ციკლინების, კოტრიმოქსაზოლის და ცეფალოსპორინების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს უფრო მეტი უარყოფითი რეაქციები ანტიკოაგულანტებთან ერთად მათი მიღებისას.

5. ორსულობა და მეძუძური დედები

  1. ცხოველებში ჩატარებული კვლევებისას არ გამოვლენილა ტობრამიცინის ტოქსიკურობით გამოწვეული დეფორმაციები დაბადებისას, მიუხედავად ამისა, ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას.

  2. ვინაიდან ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში შეიძლება განვითარდეს უარყოფითი რეაქციები, უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება ან ეს პრეპარატი გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს პოტენციურ რისკს.

6. ჭარბი დოზირება

  1. შეიძლება განვითარდეს წერტილოვანი კერატიტი, ერითემა, მომატებული ცრემლდენა, შეშუპება და ქუთუთოს ქავილი.

  2. უნდა გაკონტროლდეს, რომ საერთო შრატისმიერი კონცენტრაციები არ იყოს 12µგ/მლ-ზე მეტი.

7. ინფორმაცია პაციენტებისთვის

  1. არ შეიძლება თვალებში ინექცია.

8. სხვა

2001 წლის შიდა მონაცემებით, პაციენტები რეზისტენტული არიან შემდეგი ბაქტერიების მიმართ: E.coli (25%), Bacilluspneumoniae (30%), Enterobacter cloacae (40%), Serratia marcescens (23%), Pseudomonas aeruginosa (37%), Acinetobacetr (69%).

შენახვის პირობა

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში ოთახის ტემპერატურაზე (1-300C).

შეფუთვა

5 მლ/ბოთლი

დაბრუნება ან გაცვლა

  • შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
  • არ მოათავსოთ სხვა კონტეინერებში, რათა არ მოხდეს პრეპარატის არასათანადოდ გამოყენება და დაცული იყოს მისი ხარისხი.
  • გამოიყენეთ მხოლოდ განსაზღვრული სიმპტომებისთვის და პაციენტებისთვის.
  • გამოიყენება მხოლოდ თვალებში.
  • დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ მხოლოდ თქვენ და არ გაუზიაროთ სხვებს.
  • გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა კონტეინერის თვალი პირდაპირ თვალებს არ შეეხოს.
  • გახსნის შემდეგ გამოიყენება 1 თვის განმავლობაში.

მწარმოებელი და დისტრიბუტორი:

HANLIM PHARM.CO.LTD.

2-27, იეონგმუნ-რო, ჩეოინ-გუ, იონგინ-სი, გიეონგი-დო, კორეა

www.hanlim.com

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ოკლი 3მგ/მლ 5მლ თვ.წვეთები
  • სახელი: ოკლი 3მგ/მლ 5მლ თვ.წვეთები
  • მწარმოებელი: HANLIM PHARM.CO.,LTD. (კორეა)
  • შეფუთვა: 3მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები ფლაკონი №1
Aversi 8.52 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით