უმექსოლი სოკოს საწინააღმდეგო გელი - UMEXOL Anti-mycotic gel
უმექსოლი სოკოს საწინააღმდეგო გელი - UMEXOL Anti-mycotic gel

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**უმექსოლი **

სოკოს საწინააღმდეგო გელი

შემადგენლობა

1 გ გელი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: უნდეცილენის მჟავას მონოეთანოლამიდი (სას: Acidi undecylenici monoethanolamidum) - 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ეთილის სპირტი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილ პარჰიდროქსიბენზოატი (E216), კარბომერი, ტროლამინი, გასუფთავებული წყალი.

წამლისმიერი ფორმა

გარეგანი გამოყენების გელი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები გარეგანი გამოყენებისთვის.

**ფარმაკოლოგიური მოქმედება **

აქტიური ნივთიერება - უნდეცილენის მჟავას მონოეთანოლამიდი (UMEA) აერთიანებს ფუნგიციდურ თვისებებს ზედაპირულ აქტიურ თვისებებთან ერთად. ამის გამო, ისევე როგორც UMEA-ს ლიპოფილური ბუნების გამო, პროპილენგლიკოლის არსებობით, UMEA მოქმედებს კანის ზედა ფენებში მდებარე პათოგენურ მიკროფლორაზე და ასევე აღწევს სოკოთი დაზარალებული კანის ღრმა ფენებში. გელს აქვს ფუნგიციდური მოქმედება შემდეგ სოკოვან კულტურებზე: Epidermophyton sp., Candida albicans, Microsporum canis, Trichophyton rubrum.

უნდეცილენის მჟავას მონოეთანოლამიდი აზიანებს პათოგენეტიკური სოკოების უჯრედების ციტოპლაზმურ მემბრანებს, ცვლის მათ შეღწევადობას. შედეგად სოკოს უჯრედებიდან ქრება მათი არსებობისთვის აუცილებელი ნაერთები და სოკოები იღუპებიან.

ჩვენებები

დერმატომიკოზის ადგილობრივი სამკურნალო საშუალებები.

უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა უნდეცილენის მჟავას პრეპარატების ან გელის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

- ბავშვთა ასაკი 2 წლამდე.

სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები გამოყენებისას

- არ გამოიყენოთ ღია ჭრილობებზე და ლორწოვან გარსებზე.

- მოერიდეთ გელის მოხვედრას თვალებში. თუ ეს მაინც მოხდა - ჩამოიბანეთ ჭარბი რაოდენობის თბილი წყლით.

- არ გამოიყენოთ მოჭერილი სახვევის ქვეშ.

- აუცილებელია დაზიანებული უბნის ირგვლივ კანის მდგომარეობაზე დაკვირვება. სიწითლის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.

მედიკამენტოზური ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედება.

ურთიერთქმედების მონაცემები არ მოიპოვება.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უმექსოლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაძლო რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

**გამოყენების მეთოდი და დოზირება. **

მსუბუქად შეიზილეთ კანში, მცირე რაოდენობის გელით (1-2 გ) დილით და საღამოს დაამუშავეთ მიკოზებით დაზიანებული ადგილები. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 2-4 კვირა. არ არსებობს ინფორმაცია გელის ეფექტის შესახებ თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას.

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციები (კონტაქტური დერმატიტი), ასეთ შემთხვევებში გელის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ვარგისიანობის ვადა

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვა

შინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ტუბში.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

30 გ ალუმინის ტუბში, ტუბები მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა