ბრილიანტის მწვანე 1% სპირტიანი ხსნარი - Solutio Viridis Nitentis Spirituosa 1%
ბრილიანტის მწვანე 1% სპირტიანი ხსნარი - Solutio Viridis Nitentis Spirituosa 1%

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, ანტისეპტიკური და სადეზინფექციო სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გამოყენების ინსტრუქცია

ბრილიანტის მწვანე 1% სპირტიანი ხსნარი
შოლუტიონ ვირიდის ნიტენტის სპირიტუოსა 1%

წამლის ფორმა:
სპირტიანი ხსნარი

სინონიმი: ბრილიანტის მწვანე
Viride nitens

შედგენილობა:
ერთი ფლაკონი (10 მლ) შეიცავს ბრილიანტის მწვანე 0,1 გ, ეთანოლი 70 10 მლ ხსნარის მიღებამდე.

დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი სამედიცინო 70
აღწერილობა:
პრეპერატი წარმოადგენს ინტესიური მწვანე ფერის სითხეს ეთილის სპირიტს დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება, არ გააჩნია გამაღიზიანებელი ეფექტი (არ იწვევს ქსოვილშიდა წნევის მომატებას.

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება გარეგანად კანის დაზიანებების დროს. კანის მსუბუქი ანთებითი პროცესებისას (პიოდერმია, ფურუნკულოზი, კარბუნკულოზი) ასევე საოპერაციო არის, ოპერაციების და ტრამვების შემდეგ კანის საფარის დასამუშავებლად. თვალის დაავადების დროს ისმევენ ქუთუთოებზე.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების წესები: დაიტანება კანზე სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს. თვალების დაავადებისას ისმევენ ქუთუთოების კიდეებზე.

სიფრთხილე:
ვიდრე პრეპარატის გამოყენებას დაიწყებდეთ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას. ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში წამლის მიღება დაუშვებელია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
გარეგანი გამოყენების სხვა ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც შეიცავს ორგანულ ნაერთებს, შეიძლება მოხდეს ცილოვანი კომპონენტების დენატურაცია.

განსაკუთრებული მითითებები:
ხსნარის დატანისას ლორწოვან გარსზე საჭიროა სიფრთხილე, რადგან პრეპარატი შეიცავს ეთილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი გაღიზიანება.

ჭარბი დოზირება:
დიდხანს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები (ქავილი) ხსნარის თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას იწყება წვა, ცრემლდენა, შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობები.

ორსულობა და ლაქტაცია:
მონაცემები არ მოიპოვება

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრასპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა:
ბრილიანტის მწვანე 1% სპირტიანი ხსნარი, 1% 10 მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი მუქი ფერის პოლიმერული მასალის ფლაკონი #1 (პირველადი შეფუთვით)
შენახვის პირობები:
ბ სია, ინახება სინათლისგან მოფრთხილებით, ოთახის ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა:
საქათველო შ.პ.ს. "დავათი"
ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქ. 10

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით