ტელზისარტი H 80 - TELZISART H 80
ტელზისარტი H 80 - TELZISART H 80

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები და დიურეზული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დასახელება - TELZISART H - ტელზისარტი-H 80/12.5მგ 30 ტაბლეტი

გამოყენების ჩვენება
ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა.
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ფიქსირებულ დოზიანი ტაბლეტების კომბინაცია მოზრდილებისთვის, რომელთა სისხლის წნევაც ადექვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ტელმისარტანის გამოყენებით.
დოზირება და მიღების მეთოდი
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები უნდა მიღონ პაციენტებმა. რომელთა სისხლის წნევაც ადექვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ტელმისარტანის გამოყენებით. ფიქსირებული დოზის კომბინაციაზე გადასვლამდე რეკომენდებულია თითოეული კომპონენტის დოზის ინდივიდუალური ტიტრაცია. კლინიკურად გამართლებულ შემთხვევაში შესაძლებელია მონოთერაპიიდან კომბინაციაზე გადასვლა.
• ტელმისარტანი 80მგ და ჰიდროქლოროთიაზიდი 12,5მგ USP ტაბლეტების მიღება შეიძლება დღეში ერთხელ პაციენტებში, რომელთა სისხლის წნევაც ადექვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ტელმისარტანის გამოყენებით

თირკმლის დაზიანება
სასურველია თირკმლის ფუნქციის პერიოდული მონიტორინგი.

ღვიძლის დაზიანება
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზამ არ უნდა გადააჭარბოს ტელმისარტანს 40მგ და ჰიდროქლოროთიაზიდს 12,5მგ UშP ტაბლეტებს დღეში ერთხელ. ტელმისარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები ნაჩვენები არ არის ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებული პაციენტებისთვის. თაიზიდები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში.

ხანდაზმულები
დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის

პედიატრული პოპულაცია
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის.

მიღების მეთოდი
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები განკუთვნილია დღეში ერთხელ ორალური მიღებისთვის, უნდა მიიღონ სითხესთან ერთად, საკვებით ან მის გარეშე.
სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე მისაღები უსაფრთხოების ზომები-ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები უნდა შეინახონ დახურულ ბლისტერში ტაბლეტების ჰიგროსკოპული მახასიათებლები გამო. ბლისტერიდან ტაბლეტები უნდა ამოიღონ უშუალოდ გამოყენებამდე.

უკუჩვენება
• ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე აქტიური ინგრედიენტის მიმართ
• ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდის-წარმოებული სხვა პროდუქტებისადმი (რადგან ჰიდროქლოროთიაზიდი არის სულფონამიდის წარმოებული სამედიცინო პროდუქტი)
• ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი
• ქოლესტაზი და ბილიარული ობსტრუქციული დაავადებები
• ღვიძლის მწვავე უკმარისობა
• თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ)
• რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპერკალციემია
შენახვის ვადა
3 წელი.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის
ინახება არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე, ნესტისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დასახელება - TELZISART H - ტელზისარტი-H 80/12.5მგ 30 ტაბლეტი

გამოყენების ჩვენება
ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა.
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ფიქსირებულ დოზიანი ტაბლეტების კომბინაცია მოზრდილებისთვის, რომელთა სისხლის წნევაც ადექვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ტელმისარტანის გამოყენებით.
დოზირება და მიღების მეთოდი
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები უნდა მიღონ პაციენტებმა. რომელთა სისხლის წნევაც ადექვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ტელმისარტანის გამოყენებით. ფიქსირებული დოზის კომბინაციაზე გადასვლამდე რეკომენდებულია თითოეული კომპონენტის დოზის ინდივიდუალური ტიტრაცია. კლინიკურად გამართლებულ შემთხვევაში შესაძლებელია მონოთერაპიიდან კომბინაციაზე გადასვლა.
• ტელმისარტანი 80მგ და ჰიდროქლოროთიაზიდი 12,5მგ USP ტაბლეტების მიღება შეიძლება დღეში ერთხელ პაციენტებში, რომელთა სისხლის წნევაც ადექვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ტელმისარტანის გამოყენებით

თირკმლის დაზიანება
სასურველია თირკმლის ფუნქციის პერიოდული მონიტორინგი.

ღვიძლის დაზიანება
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზამ არ უნდა გადააჭარბოს ტელმისარტანს 40მგ და ჰიდროქლოროთიაზიდს 12,5მგ UშP ტაბლეტებს დღეში ერთხელ. ტელმისარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები ნაჩვენები არ არის ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებული პაციენტებისთვის. თაიზიდები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში.

ხანდაზმულები
დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის

პედიატრული პოპულაცია
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის.

მიღების მეთოდი
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები განკუთვნილია დღეში ერთხელ ორალური მიღებისთვის, უნდა მიიღონ სითხესთან ერთად, საკვებით ან მის გარეშე.
სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე მისაღები უსაფრთხოების ზომები-ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები უნდა შეინახონ დახურულ ბლისტერში ტაბლეტების ჰიგროსკოპული მახასიათებლები გამო. ბლისტერიდან ტაბლეტები უნდა ამოიღონ უშუალოდ გამოყენებამდე.

უკუჩვენება
• ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე აქტიური ინგრედიენტის მიმართ
• ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდის-წარმოებული სხვა პროდუქტებისადმი (რადგან ჰიდროქლოროთიაზიდი არის სულფონამიდის წარმოებული სამედიცინო პროდუქტი)
• ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი
• ქოლესტაზი და ბილიარული ობსტრუქციული დაავადებები
• ღვიძლის მწვავე უკმარისობა
• თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ)
• რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპერკალციემია
შენახვის ვადა
3 წელი.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის
ინახება არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე, ნესტისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სავაჭრო დასახელება:
ტელზისარტი H80: (ტელმისარტანი 80მგ და ჰიდროქლოროთიაზიდი 12.5მგ ტაბლეტები USP)

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება:
ტელმისარტანი
ჰიდროქლოროთიაზიდი

დოზირების ფორმა
ტაბლეტები

შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:

ტელმისარტანი USP 80მგ
ჰიდროქლოროთიაზიდი USP 12.5მგ

აღწერა

ტელზისარტი H 80
თეთრი, უგარსო ტაბლეტები ერთ მხარეს ნაზოლით და გლუვი მეორე მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები და დიურეტიკები.
ATC CODE: C09DA07

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიკა
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების კომბინაცია არის ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტის, ტელმისარტანის და თიაზიდური დიურეტიკის- ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია. ამ ინგრედიენტების კომბინაციას გააჩნია დამატებითი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, რაც სისხლის წნევას უფრო მეტად ამცირებს, ვიდრე რომელიმე ცალკეული ინგრედიენტი. დღეში ერთხელ ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების მიღება განაპირობებს სისხლის წნევის ეფექტურ შემცირებას თერაპიული დოზის ფარგლებში.

მოქმედების მექანიზმი: ტელმისარტანი არის ორალური ეფექტური და ანგიოტენზინ II რეცეპტორის 1 ქვეტიპის (Aთ1) სპეციფიკური ანტაგონისტი. ტელმისარტანი ანაცვლებს ანგიოტენზინ II-ს მისი დაკავშირების ადგილისადმი ძალიან მაღალი აფინობით, Aთ1 რეცეპტორის ქვეტიპზე, რომელიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინ II-ს მოქმედებაზე. ტელმისარტანი არ ავლენს ნაწილობრივ აგონისტურ აქტივობას Aთ1 რეცეპტორზე. კავშირი ხანგრძლივია. ტელმისარტანი არ ავლენს აფინობას სხვა რეცეპტორებისადმი, Aთ2-ის და სხვა ნაკლებად დახასიათებული Aთ რეცეპტორის ჩათვლით. ამ რეცეპტორების ფუნქციური როლი უცნობია, აგრეთვე ცნობილი არ არის ანგიოტენზინ II-ით მათი სავარაუდო ჰიპერსტიმულაციის ეფექტი, რომელთა დონეც იზრდება ტელმისარტანით. პლაზმაში ალდოსტერონის დონე ქვეითდება ტელმისარტანით. ტელმისარტანი არ აინჰიბირებს პლაზმაში რენინის დონეს და არ ბლოკავს იონურ არხებს. ტელმისარტანი არ აინჰიბირებს ანგიოტენზინის გარდამქმნელ ენზიმს (კინაზა II), ენზიმს, რომელიც აგრეთვე აინჰიბირებს ბრადიკინინს. აქედან გამომდინარე მოსალოდნელი არ არის ბრადიკინინით გამოწვეული გვერდითი ეფექტების პოტენცირება.
ჯანმრთელ მოხალისეებში ტელმისარტანის 80მგ დოზის მიღებისას თითქმის სრულად ინჰიბირდება ანგიოტენზინ II-ით გამოწვეული სისხლის წნევის მატება. მაინჰიბირებელი ეფექტი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში და კვლავ იზომება 48 საათის შემდეგ.
ჰიდროქლოროთიაზიდი არის თიაზიდური დიურეტიკი. თიაზიდური დიურეტიკების მოქმედების მექანიზმი ბოლომდე ცნობილი არ არის. თიაზიდებს აქვთ ეფექტი თირკმლის მილაკებში ელექტროლიტების რეაბსორბციაზე, პირდაპირ ზრდიან ნატრიუმის და ქლორის ექსკრეციას დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული მოქმედება ამცირებს პლაზმის მოცულობას, ზრდის პლაზმაში რენინის აქტივობას, ზრდის ალდოსტერონის სეკრეციას, შემდგომში ზრდის შარდით კალიუმის და ბიკარბონატების დაკარგვას, აქვეითებს შრატში კალიუმს. სავარაუდოდ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ბლოკირებით, ტელმისარტანის მიღება ამცირებს დიურეტიკებთან დაკავშირებულ კალიუმის დაკარგვას. ჰიდროქლოროთიაზიდით დიურეზი იწყება 2 საათში, ეფექტის პიკი მიიღწევა 4 საათში, მოქმედება ნარჩუნდება დაახლოებით 6-12 საათის განმავლობაში,

ფარმაკოკინეტიკა
ჰიდროქლოროთიაზიდის და ტელმისარტანის მიღება ჯანმრთელ სუბიექტებში არ მოქმედებს რომელიმე ნივთიერების ფარმაკოკინეტიკაზე.
აბსორბცია:
ტელმისარტანი: ორალური მიღების შემდეგ ტელმისარტანის კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 0.5-1.5 საათის შემდეგ. 40მგ და 160მგ მიღებისას ტელმისარტანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენდა 42 და 58%-ს. საკვები მცირედ ამცირებს ტელმისარტანის ბიოშეღწევადობას კონცენტრაცია-დროის მრდის შემცირებით (AUჩ) დაახლოებით 6%-ით 40მგ ტაბლეტის მიღებისას და 19%-ით 160მგ-ს მიღებისას. მიღებიდან 3 საათის შემდეგ პლაზმაში ტელმისარტანის კონცენტრაცია მსგავსია უზმოდ და საკვებთან ერთად მიღების შემდეგ. AUჩ-ს მცირედ შემცირება არ იწვევს თერაპიული ეფექტურობის დაქვეითებას. ტელმისარტანი მნიშვნელოვნად არ გროვდება პლაზმაში განმეორებითი მიღების შემდეგ.
ჰიდროქლოროთიაზიდი: მიკარდიპლუსის ორალური მიღების შემდეგ ჰიდროქლოროთიაზიდის კონცენტრაციის პიკი მიიღწევა დაახლოებით 1.0-3.0 საათის შემდეგ. ჰიდროქლოროთიაზიდის კუმულაციური თირკმლით ექსკრეციის საფუძველზე მისი აბსოლუტური ბიომისაწვდომლობა დაახლოებით 60%-ს შეადგენს.
განაწილება
ტელმისარტანი მაღალი სიხშირით უკავშირდება პლაზმის ცილებს (>99.5%) უპირატესად ალბუმინს და ალფა-1 მჟავა გლუიკოპროტეინს. ტელმისარტანის განაწილების მოცულობა დაახლოებით 500 ლიტრს შეადგენს და მიუთითებს ქსოვილებთან დამატებით კავშირზე. ჰიდროქლოროთიაზიდი 68%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს, მისი განაწილების მოცულობა შეადგენს 0.83-1.14ლ/კგ-ს.
ბიოტრანსფორმაცია
ტელმისარტანი მეტაბოლიზდება კონიუგაციით ფარმაკოლოგირად არააქტიური აცილგლუკურონიდის წარმოქმნით. წინაპარი შენაერთის გლუკურონიდი არის ადამიანში იდენტიფიცირებული ერთადერადი მეტაბოლიტი. 14C-დანიშნული ტელმისარტანის ერთჯერადი მიღების შემდეგ გლუკურონიდი წარმოადგენს პლაზმაში გაზომილი რადიოაქტივობის დაახლოებით 11%-ს. ციტოქრომ P450 ენზიმები ჩართული არ არის ტელმისარტანის მეტაბოლიზმში.
ჰიდროქლოროთიაზიდი არ მეტაბოლიზდება ადამიანში.
ელიმინაცია
ტელმისარტანი: 14C-ნიშნული ტელმისარტანის ინტრავენური ან ორალური მიღების შემდეგ მიღებული დოზის უმრავლესობა (>97%) გამოიყოფოდა განავლით ბილიარული ექსკრეციის გზით. შარდში აღმოჩენილი იყო მინიმალური რაოდენობა. ორალური მიღების შემდეგ პლაზმიდან ტელმისარტანის სრული კლირენსი შეადგენს >1500მლ/წთ-ს. ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა >20 საათს.
ჰიდროქლოროთიაზიდი თითქმის სრულად უცვლელი სახით გამოიყოფა შარდში. ორალური დოზის 60% გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში. თირკმლით კლირესი დაახლოებით 250-300მლ/წთ-ს შეადგენს. ჰიდროქლოროთიაზიდის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-15 საათს.

გამოყენების ჩვენება
ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა.
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ფიქსირებულ დოზიანი ტაბლეტების კომბინაცია მოზრდილებისთვის, რომელთა სისხლის წნევაც ადექვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ტელმისარტანის გამოყენებით.

დოზირება და მიღების მეთოდი
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები უნდა მიღონ პაციენტებმა. რომელთა სისხლის წნევაც ადექვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ტელმისარტანის გამოყენებით. ფიქსირებული დოზის კომბინაციაზე გადასვლამდე რეკომენდებულია თითოეული კომპონენტის დოზის ინდივიდუალური ტიტრაცია. კლინიკურად გამართლებულ შემთხვევაში შესაძლებელია მონოთერაპიიდან კომბინაციაზე გადასვლა.
• ტელმისარტანი 80მგ და ჰიდროქლოროთიაზიდი 12,5მგ USP ტაბლეტების მიღება შეიძლება დღეში ერთხელ პაციენტებში, რომელთა სისხლის წნევაც ადექვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ტელმისარტანის გამოყენებით

თირკმლის დაზიანება
სასურველია თირკმლის ფუნქციის პერიოდული მონიტორინგი.

ღვიძლის დაზიანება
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზამ არ უნდა გადააჭარბოს ტელმისარტანს 40მგ და ჰიდროქლოროთიაზიდს 12,5მგ UშP ტაბლეტებს დღეში ერთხელ. ტელმისარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები ნაჩვენები არ არის ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებული პაციენტებისთვის. თაიზიდები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში.

ხანდაზმულები
დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის

პედიატრული პოპულაცია
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის.

მიღების მეთოდი
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები განკუთვნილია დღეში ერთხელ ორალური მიღებისთვის, უნდა მიიღონ სითხესთან ერთად, საკვებით ან მის გარეშე.
სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე მისაღები უსაფრთხოების ზომები-ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები უნდა შეინახონ დახურულ ბლისტერში ტაბლეტების ჰიგროსკოპული მახასიათებლები გამო. ბლისტერიდან ტაბლეტები უნდა ამოიღონ უშუალოდ გამოყენებამდე.

უკუჩვენება
• ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე აქტიური ინგრედიენტის მიმართ
• ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდის-წარმოებული სხვა პროდუქტებისადმი (რადგან ჰიდროქლოროთიაზიდი არის სულფონამიდის წარმოებული სამედიცინო პროდუქტი)
• ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი
• ქოლესტაზი და ბილიარული ობსტრუქციული დაავადებები
• ღვიძლის მწვავე უკმარისობა
• თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ)
• რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპერკალციემია

ტელმისარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტების ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია შაქრინაი დიაბეტით ან თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (გფს<60მლ/წთ/1.73მ2).

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ორსულობა
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების მიღება ორსულობის დროს არ უნდა დაიწყოს. თუ ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტის მიღება აუცილებელი არ არის, პაციენტები, რომლებიც ორსულობას გეგმავენ უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომელთა უსაფრთოხების პროფილიც ორსულობის დროს დადგენილია. ორსულობის დიაგნოსტირებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების მიღება და შესაძლებლობის შემთხვევაში უნა დაიწყოს ალტერნატიული მკურნალობა.
ღვიძლის დაზიანება
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ქოლესტაზი, ბილიარული ობსტრუქციული დაავადებები ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა რადგან ტელმისარტანი ძირითადად ნაღვლით გამოიყოფა. ამ პაციენტებში მოსალოდნელია ტელმისარტანის ღვიძლით კლირენსის შემცირება.
დამატებით, ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ღვიძლის ფუნქციის დაზიანების ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადების მქონე პირებში.
რენოვასკულური ჰიპერტენზია
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები არ უნდა გამოიყენონ თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ). რეკომენდებულია კალიუმის, კრეატინინის და შარდოვანას მონიტორინგი. თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს თიაზიდებთან დაკავშირებული აზოტემია.
ინტრავასკულური ჰიპოვოლემია
სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პირველი დოზის შემდეგ შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მოცულობის და/ან ნატრიუმის შემცირება აგრესიული დიურეზული თერაპიის, დიეტაში მარილის შეზღუდვის, დიარეის ან ღებინების გამო. ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების მიღებამდ ეუნდა მოხდეს ამ მდგომარეობების კორექცია.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
არსებობს მტკიცებულება, რომ აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების და ალისკირენის ერთა მიღება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკს (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით). აქედან გამომდინარე უკუნაჩვენებია რაას-ის ორმაგი ბლოკადა ამ საშუალებების ერთად მიღებით. თუ ორმაგი თერაპია აბსოლუტურად აუცილებელია, ეს უნდა მოხდეს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროა სუბიექტებში თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და სისხლის წნევის ხშირი კონტროლი. .დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში ერთდროულად არ უნდა გამოიყენონ აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები.

სხვა მდგომარეობები რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის სტიმულაციით
პაციენტებში, რომელთა სისხლძარღვთა ტონუსი და თირკმლის ფუნქცია ძირითადად დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგ. პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობა ან თირკმლის დაავადება თირკმლის არტერიის სტენოსის ჩათვლით) ამ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების მიღება დაკავშირებულია მწვავე ჰიპოტენზიასთან, ჰიპერაზოტემიასთან, ოლიგურიასთან ან იშვიათად თირკმლის მწვავე უკმარისობასთან.

პირველადი ალდოსტერონიზმი
პირველადი ალდოსტერონიზმის მქონე პაციენტები ჩვეულებრი არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ სამედიცინო პროდუქტებზე, რომლებიც მოქმედებს რენინ-ანგიოტენზინ- ალდოსტერონის სისტემაზე. აქედან გამომდინარე ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი, ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
როგორც სხვა ვაზოდილატატორების შემთხვევაში განსკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აორტის ან მიტრალური სტენოზი ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.

მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები
თიაზიდებით თერაპიამ შეიძლება დააზიანოს გლუკოზისადმი ტოლერანტობა, ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ინსულინს და ანტიდიაბეტურ საშუალებებს იღებენ ტელმისარტანით მკურნალობისას. აქედან გამომდინარე ამგვარ პაციენტებში უნდა გაითვალისწინონ გლუკოზის დონის მონიტორინგი. ჩვენების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ინსულინის და ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის ცვლილება. თიაზიდებით თერაპიის დროს შეიძლება აშკარა გახდეს ლატენტური დიაბეტი.

თიაზიდური დიურეტიკების მიღებისას აღწერილია ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების დონის მომატება. თუმცა 12.5მგ დოზის მიღებისას, რომელსაც შეიცავს ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები ეფექტი არ აღინიშნა ან მინიმალური იყო.
ზოგიერთ პაციენტში, რომელიც თიაზიდებით თერაპიას იტარებს შეიძლება განვიათარდეს ჰიპერურიკემია და ნიკრისის ქარი.

ელექტროლიტური დისბალანსი
როგორც ყველა პაციენტისთვის, რომელიც დიურეტიკებს იღებს, გარკვეული ინტერვალით უნდა ჩატარდეს შრატში ელექტროლიტების განსაზღვრა.
თიაზიდებმა ჰიდროქლორთიაზიდის ჩათვლით შეიძლება გამოიწვიოს სითხის ან ელექტროლიტების დისბალანსი (ჰიპოკალიემიის, ჰიპონატრიემიის და ჰიპოქლორემიული ალკალოსის ჩათვლით). სითხის და ელექტროლიტების დისბალანსის გამაფრთხილებელი ნიშნებია პირის სიმშრალე, წყურვილი, ასთენია, ლეთარგია, ძილიანობა, მოუსვენრობა, კუნთების ტკივილი ან კრამპები, კუნთების სისუსტე, ჰიპოტენზია, ოლიგურია, ტაქიკარდია და გასტროინტესტინური დარღვევები როგორიცაა გულისრევა ან ღებინება.
-ჰიპოკალიემია
თუმცა ჰიპოკალიემია შეიძლება განვითარდეს თიაზიდური დიურეტიკების გამოყენებისას, ტელმისარტანის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს დიურეტიკებით გამოწვეული ჰიპოკალიემია. ჰიპოკალიემიის რისკი უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ციროზი,ხშირი დიურეზი, რომლებიც ორალურად არაადექვატურად იღებენ ელექტროლიტებს და რომლებიც იღებენ კორტიკოსტროიდებს და ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს (აკტჰ).
-ჰიპერკალიემია
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების კომპონენტის-ტელმისარტანის ანგიოტენზინ II რეცეპტორებისადმი ანტაგონიზმის გამო შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია. თუმცა ტელმისარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტების გამოყენებისას აღნიშნული არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი დადასტურებული ჰიპერკალიემია, ჰიპერკალიემიის განვითარების რისკ ფაქტორები მოიცავს თირკმლის უკმარისობას და/ან გულის უკმარისობას, შაქრიან დიაბეტს. ტელმისარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტებთან ერთად სიფრთხილით უნდა მიიღონ კალიუმ-დამზოგველი დიურეტიკები, კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილები.
-ჰიპონატრიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი
არ არსებობს მტკიცებულება, რომ ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები ამცირებს დიურეტიკებით გამოწვეულ ჰიპონატრიემიას ან ახდენს მის პრევენციას. ქლორის დეფიციტი ჩვეულებრივ მსუბუქია და დამატებით მკურნალობას არ საჭიროებს.
-ჰიპერკალციემია
თიაზიდებმა შეიძლება დააქვეითოს შარდით კალციუმის ექსკრეცია და შრატში კალციუმის შუალედური ან მცირე მომატება კალციუმის მეტაბოლიზმის ცნობილი დაავადების არსებობის გარეშე. აღნიშნული ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ფარული ჰიპერპარათიროიდიზმის ნიშანი. პარათიროდიული ფუნქციის ტესტის ჩატარებამდე თიაზიდები უნდა მოიხსნას.
-ჰიპომაგნიემია
ნაჩვენებია, რომ თიაზიდები ზრდის შარდით მაგნიუმის ექსკრეციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია.
ლაქტოზის მონოჰიდრატი
სამედიცინო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული პრობლემები- ფრუქტოზის აუტანლობა, გალაქტოზას აუტანლობა, ლაპპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა- გალაქტოზას მალაბსორბცია.
ეთნიკური განსხვავებები
როგორც ანგიოტენზინ II რეცეპტორის ყველა სხვა ანტაგონისტი, ტელმისარტანი ნაკლებად ეფექტურია სისხლის წნევის შემცირებისთვის ნეგროიდული რასის პირებში ამ მოსახლეობაში რენინის დაბალი დონის უფრო მაღალი სიხშირის გამო.
სხვა
როგორც ნებისმიერმა ანტიჰიპერტენზიური აგენტის შემთხვევაში, სისხლის წნევის ჭარბმა დაქვეითებამ იშემიური კარდიომიოპათიით ან იშემიური კარდიოვასკულური დაავადების მქონე პირებში შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
ზოგადი
ჰიდროქლოროთიაზიდისადმი მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ან არ აღენიშნებათ ბრონქული ასთმა, მაგრამ უფრო მოსალოდნელია ანამნეზში ამ პათოლოგიის მქონე პირებში.
თიაზიდური დიურეტიკების გამოყენებისას ჰიდროქლოროთიაზიდის ჩათვლით შეიძლება განვითარდეს სისტემური წითელი მგლურას გამწვავება ან აქტივაცია.
თიაზიდური დიურეტიკების გამოყენებისას აღწერილია ფოტოსენსიტიურობის რეაქციები. მკურნალობის განმავლობში ფოტოსენსიტიურობის განვითარებისას რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა. თუ დიურეტიკის ხელახლა გამოყენება აუცილებელია, რეკომენდებულია ბუნებრივი ან ხელოვნური ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თავდაცვა.
მწვავე მიოპია და დახურულკუთხოვანი გლაუკომა
ჰიდროქლორთიაზიდმა, სულფონამიდმა შეიძლება გამოიწვიოს იდიოსინკრაზიული რეაქცია, რაც იწვევს მწვავე ტრანზიტორულ მიოპიას და დახურულკუთხოვან გლაუკომას. სიმპტომები მოიცავს მხედველობის სიმკვეთრის მწვავე დაქვეითებას ან თვალის ტკივილს და ტიპიურად ვითარდება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათის და კვირის განმავლობაში. არანამკურნალებმა დახურულკუთხოვანმა გლაუკომამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის პერმანენტული დაკარგვა. პირველადი მკურნალობის ზომაა რაც შეიძლება მალე ჰიდროქლოროთიაზიდის მოხსნა. თუ თვალშიდა წნევა უკონტროლო რჩება შეიძლება საჭირო გახდეს შესაბამისი სამედიცინო ან ქირურგიული მკურნალობა. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის რისკ ფაქტორები შეიძლება მოიცავდეს ანამნეზში სულფონამიდის ან პენიცილინის მიმართ ალერგიას.

კანის არა-მელანომური კიბო
ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობის დროს კანის მოულოდნელი დაზიანების განვითარებამ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება გაზარდოს სახის კანისა და ტუჩის ზოგიერთი სახეობის კიბოს რისკი (კანის არამელანომური კიბო).

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ლითიუმი
ლითიუმის და ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ერთად გამოყენებისას აღწერილია შრატში ლითიუმის კონცენტრაციის და ტოქსიურობის შექცევადი მატება. იშვიათი შემთხვევები აგრთეთვე აღწერილია ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებისას. ლითიუმის და ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების ერთად მიღება რეკომენდებული არ არის. თუ ეს კომბინაცია აუცილებელია, საჭიროა შრატში ლითიუმის დონის ინტენსიური მონიტორინგი.

სამედიცინო პროდუქტები,რომლებიც დაკავშირებულია კალიუმის დაკარგვასთან და ჰიპოკალიემიასთან (მაგ. სხვა კალიურეზული დიურეტიკები, სასაქმებელი საშუალებები, კორტიკოსტროიდები,აკტჰ, ამფოტერიცინი, კარბენოქსოლონი, პენიცილინ-G ნატრიუმი, სალიცილის მჟავა და მისი წარმოებულები).
თუ ეს ნივთიერებები უნდა დაინიშნოს ჰიდროქლოროთიაზიდის-ტელ,მისარტანის კომბინაციასთან ერთად, რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის მონიტორინგი. სხვა სამედიცინო პროდუქტების გამოყენების საფუძველზე, რომლებიც თრგუნავს რენინ- ანგიოტენზინის სისტემას, ზემოაღნიშნული სამედიცინო პროდუქტების ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის გაზრდა და აქედან გამომდინარე რეკომენდებული არ არის.

სამედიცინო პროდუქტები, რომლებზეც მოქმედებს შრატში კალიუმის დონის დარღვევა
შრატში კალიუმის დონის და ეკგ პერიოდული მონიტორინგი საჭიროა როდესაც ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები გამოიყენება სამედიცინო პროდუქტებთან ერთად, რომლებზეც მოქმედებს შრატში კალიუმის დონის დარღვევა (მაგ. სათითურას გლიკოზიდები,ანტიარითმული საშუალებები) და ტორსადეს დე პოინტეს შემდეგ სამედიცინო პროდუქტების ჩათვლით (რომლებიც მოიცავს ანტიარითმულ საშუალებებსაც) ჰიპოკალიემია შეიძლება იყოს ტორსადეს დე პოინტეს რისკ ფაქტორი.
- Iა კლასის ანტიარითმული საშუალებები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი)
- III კლასის ანტიარითმული საშუალებები (ამიოდარონი,სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი)
- ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (მაგ. თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუორპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულფორიდი, ამისულპრიდი, თიაპრიდი, ფიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი)
- სხვა (მაგ. ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ერითრომიცინი IV, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიზინი, სპარფლოქსაცინი, ტერფენადინი, ვინკამიცინი IV).

სათითურას გლიკოზიდები
ტელმისარტანის დიგოქსინთან ერთად მიღებისას აღინიშნა პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის პიკის საშუალო ზრდა (49%) და კონცენტრაციის ზრდა (20%). ტელმისარტანის დაწყების, ცვლილების ან მოხსნისას საჭიროა დიგოქსინის დონის მონიტორინგი თერაპიული ფარგლების შენარჩუნებისთვის.
სხვა ანტიჰიპერტენზიული აგენტები
ტელმისარტანი შეიძლება ზრდიდეს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ჰიპოტენზიურ ეფექტს.
კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერების და ალისკირების გამოყენებისას დაკავშირებულია გვერდითი მოვლენების უფრო მაღალ სიხშირესთან როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) რაას-ზე მოქმედი ერთი აგენტის მოქმედებასთან შედარებით.

ანტიდიაბეტური სამედიცინო პროდუქტები (ორალური აგენტები და ინსულინი)
შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური სამედიცინო პროდუქტების დოზის ცვლილება.

მეტფორმინი
მეტფორმინი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით: ლაქტოაციდოზის რისკი, რომელიც გამოწვეულია თირკმლის შესაძლო ფუნქციური უკმარისობით, რაც დაკავშირებულია ჰიდროქლოროთიაზიდთან.

ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლის ფისი
ჰიდროქლოროთიაზიდის აბსობრცია ზიანდება ანიონური ცვლის ფისის არსებობისას.

ანთების-საწინააღმდეგო არასტეროიდული სამედიცინო პროდუქტები
აასს-მ (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა ანთებისსაწინააღმდეგო დოზირების რეჟიმით, ცოგ-2 ინჰიბიტორები და არასელექციური აასს) შეიძლება ამცირებდეს თიაზიდური დიურეტიკების დიურეზულ, ნატრიურეზულ და ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.

კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. საჭიროა პაციენტების ადექვატური ჰიდრატაცია და უნდა გაითვალისწინონ თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი თანმხლები თერაპიის დაწყებისას და შემდგომში პერიოდულად.

პრესორული ამინები (მაგ. ნორადრენალინი)
შეიძლება დაქვეითდეს პრესორული ამინების ეფექტი.

ჩონჩხის კუნთების არამადეპოლარიზებელი რელაქსანტები (მაგ. ტუბოკურანინი)
ჩონჩხის კუნთების არამადეპოლარიზებელი რელაქსანტების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ჰიდროქლოროთიაზიდით.

წითელი ქარის სამკურნალოდ გამოყენებული სამედიცინო პროდუქტები (მაგ.პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი)
შეიძლება აუცილებელი იყოს ურიკოზული სამედიცინო პროდუქტების დოზის ცვლილება რადგან ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს შრატში შარდის მჟავას დონე. შეიძლება აუცილებელი იყოს პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის ზრდა. თიაზიდის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ალოპურინოლისადმი მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

კალციუმის მარილები
თიაზიდური დიურეტიკები შეიძლება ზრდიდეს შრატში კალციუმის დონეს ექსკრეციის დაქვეითების გამო. თუ უნდა დაინიშნოს კალციუმის დანამატები ან კალციუმის დამზოგველი სამედიცინო პროდუქტები (მაგ. D ვიტამინის თერაპია) საჭიროა შრატში კალციუმის დონის მონიტორინგი და მისი დოზის ცვლილება.

ბეტა-ბლოკერები და დიაზოქსიდი
თიაზიდებიტ შეიძლება გაძლიერდეს ბეტა-ბლოკერების და დიაზოქსიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი.

ანტიქოლინერგული აგენტები (მაგ. ატროპინი, ბიპერიდენი) შეიძლება ზრდიდეს თიაზიდური ტიპის დიურეტიკების ბიომისაწვდომლობას გასტროინტესტინური მოძრაობის და კუჭის დაცლის სიხშირის შემცირებით.

ამანტადინი
თიაზიდები შეიძლება ზრდიდეს ამანტადინით გამოწვეული გვერდითი ეფექტების რისკს.

ციტოტოქსიური აგენტები (მაგ. ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი)
თიაზიდები შეიძლება ამცირებდეს ციტოტოქსიური სამედიცინო აგენტების თირკმლით ექსკრეციას და აძლიერებდეს მათ მიელოსუპრესიულ ეფექტს.

მათი ფარმაკოლოგიური მახასიათებლების საფუძველზე მოსალოდნელია, რომ შემდეგი სამედიცინო პროდუქტები აძლიერებს ყველა ანტიჰიპერტენზიული საშუალების ეფექტს ტელმისარტანის ჩათვლით: ბაკლოფენი, ამიფოსტინი.
დამატებით, ორთოსტაზულ ჰიპოტენზია შეიძლება გამწვავდეს ალკოჰოლით, ბარბიტურატებით, ნარკოტიკებით ან ანტიდეპრესანტებით.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა: ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ანგიოტენზინ II რეეპტორის ანტაგონისტების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში.
ძუძუთი კვება: ძუძუთი კვების დროს ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების გამოყენების შესახებ ინფორმაციის არ არსებობის გამო მათი გამოყენება რეკომენდებული არ არის და უნდა დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია, რომელსაც აქვს ლაქტაციის დროს უსაფრთხოების უკეთ დადგენილი პროფილი, განსაკუთრებით ახალშობილის ან დღენაკლი ბავშვის ძუძუთი კვებისას.
ჰიდროქლოროთიაზიდი მცირე რაოდენობით გამოიყოფა ადამიანის რძეში. თიაზიდებმა მაღალი დოზით ინტენსიური დიურეზის გამოწვევით შეიძლება შეამცირონ ზრდის პროდუქცია. ძუძუთი კვების დროს ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის. ძუძუთი კვების დროს ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების მიღებისას უნდა გამოიყენონ უმცირესი შესაძლებელი დოზა.

გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები შეიძლება მოქმედებდეს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. ტელმისარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტების მიღებისას ხანდახან შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და ძილიანობა.

არასასურველი ეფექტები
გვერდითი რეაქციები დაოყფილია სიხშირის მიხედვით შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-<1/10), ნაკლებად ხშირი (>1/1000-<1/100), იშვიათი (>1/10,000-<1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
სიხშირის ყოველ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია კლებადი სიმწვავით.

ნაკლებად ხშირი: ჰიპოკალიემია, შფოთვა, სინკოპე, პარესთეზია, ვერტიგო, ტაქიკარდია, არიტმია,ჰიპოტენზია, ორთოსტაზული ჰიპოტენზია, დიარეა, პირის სიმშრალე, შებერილობა, ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმები, მიალგია, ერექტილური დისფუნქცია, გულმკერდის ტკივილი, სისხლში შარდის მჟავას მომატება.

იშვიათი: ბრონქიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, სისტემური წითელი მგლურას გამწვავება ან აქტივაცია, ჰიპერურიკემია, ჰიპონატრიემია, დეპრესია, უძილობა, ძილის დარღვევები, მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, რესპირატორული დისტრესი (პნევმონიტის და ფილტვის შეშუპების ჩათვლით), მუცლის ტკივილი,ყაბზობა, დისპეფსია, ღებინება, გასტრიტი, ღვიძლის ანომალური ფუნქცია/ღვიძლის დარღვევები, ანგიოედემა (აგრეთვე ფატალური გამოსავლით), ერითემა, ქავილი, გამონაყარი, ჰიპერჰიდროზი, ურტიკარია, ართრალგია, კუნთების კრამპები, კიდურების ტკივილი, გრიპის მსგავსი დაავდება, ტკივილი, სისხლში კრეატინინის მომატება, სისხლში კრეატინ ფოსფოკინაზას მომატება, ღვიძლის ენზიმების მომატება.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც ადრე აღინიშნა რომელიმე ინდივიდუალური კომპონენტის გამოყენებისას შეიძლება იყოს ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების პოტენციური გვერდითი ეფექტები, რაც მოცემულია ქვემოთ:

ტელმისარტანი
ნაკლებად ხშირი: ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები, საშარდე ტრაქტის ინფექციები ცისტიტის ჩათვლით, ანემია, ჰიპერკალიემია, ბრადიკარდია, ხველა, თირკმლის დაზიანება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით), ასთენია.
იშვიათი: სეფსისი ფატალური გამოსავლის ჩათვლით, ეოზინოფილია, თორმბოციტოპენია, მომატებული მგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპოგლიკემია (დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში), ძილიანობა, კუჭის დისკომფორტი, ეკზემა, პრეპარატის ერუპცია, კანის ტოქსიური ერუპცია, ართროზი, მყესის ტკივილი, ჰემოგლობინის დაქვეითება.
ძალიან იშვიათი: ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება.

ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს ან გაამწვავოს ჰიპოვოლემია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების დისბალანსი.
ხშირი: ჰიპომაგნიემია
იშვიათი: თრომბოციტოპენია (ზოგჯერ პურპურით),ჰიპერკალციემია, თავის ტკივილი.
უცნობია: სიალადენიტი, აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ძვლის ტივნის უკმარისობა, ლეიკოპენია, ნეითროპენია, აგრანულოციტოზი, ანაფილაქსიური რეაქციები, მომატებული მგრძნობელობა, შაქრიანი დიაბეტის არაადექვატური კონტროლი, ანორექსია, მადის დაქვეითება, ელექტროლიტური დისბალანსი, ჰიპერქოლესტეროლემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოვოლემია, მოუსვენრობა, თავში სიმსუბუქის შეგრძნება, ქსანტოფსია, მწვავე მიოპია, მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ვასკულიტი, ნეკროზული პანკრეატიტი, კუჭის დისკომფორტი, ჰეპატოცელულარული სიყვითლე, ქოლესტაზური სიყვითლე, მგლურას მსგავსი სინდრომი, ფოტოსენსიტიურობის რეაქციები, კანის ვასკულიტი, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მრავალფორმულ ერითემა, სისუსტე, ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის დისფუნქცია, გლუკოზურია, პირექსია, ტრიგლიცერიდების მომატება.

დოზის გადაჭარბება
ადამიანში ტელმისარტანის დოზის გადაჭარბების შესახებ არსებობს შეზღუდული ინფორმაცია. დადგენილი არ არის თუ რა ხარისხით გამოიყოფა ჰიდროქლოროთიაზიდი ჰემოდიალიზით.
სიმპტომები
ტელმისარტანის დოზის გადაჭარბების ყველაზე აშკარა გამოვლინება იყო ჰიპოტენზია და ტაქიკარდია, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, ღებინება, შრატში კრეატინინის მომატება, თირკმლის მწვავე უკმარისობა. ჰიდროქლოროთიაზიდის დოზის გადაჭარბება დაკავშირებულია ელექტროლიტების დაქვეითებასთან (ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია) და ჰიპოვოლემაისთან რაც იწვევს ჭარბ დიურეზს. დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირი ნიშნები და სიმპტომებია გულისრევა და ძილიანობა. ჰიპოკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სპაზმები და/ან გაძლიერებული არითმია, რაც დაკავშირებულია სათითურას გლიკოზიდების ან გარკვეული ანტი-არითმული სამედიცინო პროდუქტების გამოყენებასთან.
მკურნალობა
ტელმისარტანი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით. საჭიროა პაციენტის ინტენსიური მონიტორინგი, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომურ და შემანარჩუნებელი. მენეჯმენტი დამოკიდებულია მიღებიდან გასულ დროზე და სიმპტომების სიმწვავეზე. შემოთავაზებული ზომები მოიცავს ღებინების გამოწვევას და/ან კუჭის ამორეცხვას. დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ შეიძლება ეფექტური იყოს აქტივირებული ნახშირის გამოყენება. საჭიროა შრატში ელექტროლიტების და კრეატინინის დონის ინტენსიური მონიტორინგი. ჰიპოტენზიის შემთხვევაში პაციენტი უნდა მოათავსონ ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, სწრაფად უნდა მიეცეს მარილები და სითხე.

კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
კლინიკამდელ უსაფრთხოების კვლევაში, რომლებიც ჩატარდა ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას ნორმოტენზიურ ვირთხებში და ძაღლებში კლინიკაში გამოყენებულ დოზასთან შედარებითი რაოდენობის გამოყენებამ არ გამოიწვია დამატებითი აღმოჩენები, იმისგან განსხვავებული რაც აღინიშნებოდა ცალკეული კომპონენტის გამოყენებისას.ტოქსიკოლოგიურ აღმოჩენებს მნიშვნელობა არ ქონდა ადამიანში გამოყენებისას.
ტოქსიკოლოგიუირი აღმოჩენები, რომლებიც ცნობილია ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების კლინიკამდელი კვლევებიდან არის შემდეგი: წითელი უჯრედების პარამეტრების შემცირება (ერითროციტები, ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი), თირკმლის ჰემოდინამიკის ცვლილება (სისხლში შარდოვანა აზოტის და კრეატინინის მომატება), პლაზმაში რენინის აქტივობის მომატება, იუქსტაგლომერულური უჯრედების ჰიპერტროფია/ჰიპერპლაზია და კუჭის ლორწოვანის დაზიანება. კუჭის დაზიანების პრევენცია/შემცირება შეიძლება მოხდეს ორალურად მარილის დანამატებით და ცხოველების ჯგუფურად მოშენებით. ძაღლებში აღინიშნა თირკმლის მილაკების დილატაცია და ატროფია. ეს მოვლენები მიჩნეულია ტელმისარტანის ფარმაკოლოგიური აქტივობის შედეგად.
არ აღინიშნა ტერატოგენობის ეფექტის აშკარა მტკიცებულება, თუმცა ტელმისარტანის ტოქსიური დოზების გამოყენებისას აღინიშნა ეფექტი პოსტნატალურ განვითარებაზე, როგორიცაა შემცირებული წონა და თვალის გახელის დაგვიანება. ტელმისარტანმა არ გამოავლინა მუტაგენობის მტკიცებულება და მნიშვნელოვანი კლასტოგენური აქტივობა ინ ვიტრო კვლევებში და კარცინოგენობის მტკიცებულება ვირთხებში და თაგვებში. ჰიდროქლოროთიაზიდის კვლევებმა გამოავლინა თანაბარი გენოტოქსიური და კარცინოგენური ეფექტი ზოგიერთ ექსპერიმენტულ მოდელში. თუმცა ადამიანში ჰიდროქლოროთიაზიდის ექსტენსიური გამოყენებისას არ გამოვლინდა კავშირი მის გამოყენება და ნეოპლაზიების ზრდას შორის.

შეუთავსებლობა
უცნობია

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ტელზისარტი H80: 3X10 ალუ-ალუ ბლისტერი

შენახვის ვადა
3 წელი.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ნესტისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:
რეცეპტით.

მწარმოებელი
ზიმ ლაბორატორის ლიმიტედ
მაჰარაშტრას შტატი, ინდოეთი.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით