მწვანე მალამო - GREEN OINTMENT
მწვანე მალამო - GREEN OINTMENT

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილების რეგენერაციის ხელშემწყობი და ანტიმიკრობული კომბინირებული პარასამკურნალო საშუალება

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დასახელება - მწვანე მალამო 20 გ ტუბში

შემადგენლობა:
ქრისტესისხლა, მრავალძარღვა, კრაზანა, გულყვითელა, გვირილა, ფარსმანდუკი, ევკალიპტი,
ზეითუნის ზეთი, თაფლის სანთელი.

გამოიყენება:
ინფიცირებული და არაინფიცირებული ჭრილობების, კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვანი დაზიანებების, (ფურუნკული, აბსცესი, პანარიციუმი), დამწვრობა პირველი, მეორე, მესამე–ა ხარისხის, ახალშობილთა გამოყელვის, სხვადასხვა ეტიოლოგიის ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის და კოლპიტის, სწორი ნაწლავის ნახეთქის და ბუასილის კვანძების ანთების სამკურნალოდ, ცხვირიდან სისხლდენის, დაფის აპკის ტრავმული დაზიანებების და მწვავე პერფორაციული ოტიტის, კოღოს და სხვა მწერების ნაკბენის დროს.

გარდა ინსტრუქციაში მითითებული სამკურნალო თვისებებისა, "მწვანე მალამო" სწრაფად ალაგებს გარუჯვის შედეგად განვითარებულ დამწვრობას.

გამოყენების ინსტრუქცია

პარასამკურნალო საშუალება

მწვანე მალამო

GREEN OINTMENT

სამკურნალო საშუალების სავაჭრო დასახელება: „მწვანე მალამო“

**შემადგენლობა: ** რაოდენობა 20 გ მალამოში

აქტიური ინგრედიენტები

ქრისტესისხლას ბალახი (Herba Chelidonii) Ph. Eur 0,4 გ

მრავალძარღვას ფოთოლი

(Folia Plantagis majoris) Ph. Eur 0,4 გ

გვირილას ყვავილები (Flores Chamomilaes) Ph. Eur 0,4 გ

გულყვითელას ყვავილები (Flores Calendaluae) Ph. Eur 0,4 გ

ფარსმანდუკის ბალახი (Herba Milefolii) Ph. Eur 0,4 გ

კრაზანას ბალახი (Herba Hyperici) Ph. Eur 0,4 გ

ევკალიპტის ფოთოლი (Folia Eucalypti) Ph. Eur 0,4 გ

ზეთოვანი გამონაწვლილი (1:5,5)

დამხმარე ნივთიერებები:

ზეითუნის ზეთი(Oleum olivarum) Ph. Eur 15,2 გ

ყვითელი სანთელი (Cera Flava) Ph. Eur 2,0 გ

**ზოგადი დახასიათება: ** მომწვანო-მოყვითალო ფერის მალამო, სუსტი სპეციფიური სუნით.

**ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ** კომბინირებული პარასამკურნალო საშუალება

**ფარმაკოლოგიური თვისებები: ** ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, შეხორცების

პროცესების დამაჩქარებელი და ანტიმიკრობული მოქმედება.

ჩვენებები: ინფიცირებული და არაინფიცირებული ჭრილობების, კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვანი დაზიანებების ( ფურუნკული, აბსცესი, პანარიციუმი ), დამწვრობა I, II, III ა ხარისხის, ( მათ შორის ნამზეურის შედეგად განვითარებული), ბავშვთა ასაკში გამოყელვის, სხვადასხვა ეტიოლოგიის იარების, ნაწოლების, საშვილოსნოს ყელის ეროზიისადა კოლპიტის, მსხვილი ნაწლავის ანთების შედეგად გამოწვეული ბუასილის გარეგანი კვანძების სამკურნალოდ. ცხვირიდან სისხლდენის, დაფის აპკის ანთებითი დაზიანების დროს, კოღოს და სხვა მწერების ნაკბენის დროს.

მოქმედების მექანიზმი: მალამოს ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები. ამცირებს ჰიპოქსიის ხარისხს უჯრედში. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. მისი მოქმედების შედეგად ხდება კაპილარების განვლადობის და აქედან გამომდინარე, შეშუპების შემცირება, უჯრედუ-ლი იმუნიტეტის აქტივაცია, ფაგოციტოზის პროცესების გაძლიერება, T ლიმფოციტების რაოდენობის მომატება.

მალამოს ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება შემდეგი ჯგუფის მიკრობებისმიმართ:Staphilococcus epidermidi, Streptococcus pyogenes, Streptococcus fecalis, Psevdomonas aeroginosa, E coli.

უკუჩვენება: არ არის დადგენილი

გაფრთხილება: მალამოს გამოყენება არ შეიძლება თვალზე.

მიღების წესი და დოზირება: ჭრილობისა და დამწვრობის არეში, რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების შემდეგ კეთდება ნახვევი მალამოს 2 - 3 მმ სისქის ფენით დღეში ერთხელ, საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და კოლპიტის დროს გამოიყენება მალამოს საფენი 12 საათში ერთხელ ( გარდა ორსულებისა ) , დაფის აპკის ანთების დროს მალამო შეიზილება ყურის ნიჟარის ისეთ მიდამოში, რომელიც არ გამოიწვევს აპკის ტრამვულ დაზიანებას.

**ჭარბი დოზირება: ** მალამოს ჭარბი დოზირება არ იწვევს გართულებებს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: მალამოს გამოყენება დასაშვებია სხვა სამკურნალო საშუალებებთნ ერთად.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მოქმედება ორსულობისა და ლაქტაციის

პერიოდში არ არის შესწავლილი.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.

გავლენა ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა -დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: მალამო უსაფრთხოა მძღოლებისა და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალისათვის.

გამოშვების ფორმა:

პირველადი შეფუთვა: 20 გ გარეგანი გამოყენების მალამო პოლიეთილენის კონტეინერში

მეორეული შეფუთვა:1 კონტეინერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს „გეოპოლი“ შპს „სანი“-ს დაკვეთით

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
მწვანე მალამო 20გ
  • სახელი: მწვანე მალამო 20გ
  • შეფუთვა: 2,8გ/20გ 20გ გარეგანი გამოყენების მალამო პოლიეთილენის ფლაკონი №1
Aversi 5.72 ლ
მწვანე მალამო 20გრ ქილა #1
  • სახელი: მწვანე მალამო 20გრ ქილა #1
  • მწარმოებელი: „GEOPOLI“ LTD (საქართველო)
  • შეფუთვა: 2,8გ/20გ 20გ გარეგანი გამოყენების მალამო პოლიეთილენის ფლაკონი №1
Pharmadepot 5.66 ლ
მწვანე მალამო M 20გრ ტუბი #1
  • სახელი: მწვანე მალამო M 20გრ ტუბი #1
  • შეფუთვა: 2,8გ/20გ 20გ გარეგანი გამოყენების მალამო პოლიეთილენის ფლაკონი №1
Pharmadepot 10.36 ლ
მწვანე მალამო 20გრ ქილა #1
  • სახელი: მწვანე მალამო 20გრ ქილა #1
  • მწარმოებელი: „GEOPOLI“ LTD (საქართველო)
  • შეფუთვა: 2,8გ/20გ 20გ გარეგანი გამოყენების მალამო პოლიეთილენის ფლაკონი №1
GPC 5.66 ლ
მწვანე მალამო M 20გრ ტუბი #1
  • სახელი: მწვანე მალამო M 20გრ ტუბი #1
GPC 9.81 ლ
Green Ointment - მწვანე მალამო M 20გ
  • სახელი: Green Ointment - მწვანე მალამო M 20გ
PSP 10.1 ლ
მწვანე მალამო 20 გ ტუბში
  • სახელი: მწვანე მალამო 20 გ ტუბში
  • მწარმოებელი: „GEOPOLI“ LTD (საქართველო)
  • შეფუთვა: 2,8გ/20გ 20გ გარეგანი გამოყენების მალამო პოლიეთილენის ფლაკონი №1
PSP 7.7 ლ
მწვანე მალამო M 20გ ტუბ
  • სახელი: მწვანე მალამო M 20გ ტუბ
Aversi 7.92 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა