პერსკინდოლი კლასიკი სპრეი - PERSKINDOL CLASSIC SPRAY
პერსკინდოლი კლასიკი სპრეი - PERSKINDOL CLASSIC SPRAY

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს გამოსაყენებელი ადგილობრივი საშუალებები, სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს გამოსაყენებელი ადგილობრივი სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - menthol+wintergreen+rosemary+pine+lavand
პერსკინდოლი კლასიკი წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის ხელისშემწყობ
ლინიმენტს, რომელსაც აქვს თხევადი (ხსნრი, სპრეი) ან გელის ფორმა, შეიცავს
მცენარებს და ეთერ ზეთებს. პერსკინდოლი კლასიკი სწრაფად აღწევს კანში ისე,
რომ არ ტოვებს კანზე ლაქებსდა არ არის ცხიმოვანი; ხელები და ტანსაცმელი არ
ცხიმიანდება.
ეთერ ზეთები და მენთოლი ქმნის გამაგრილებელ, ტკივილის მომხსნელ ეფექტს და
ადგილობრივად აძლიერებს სისხლის მიმოქცევას რეფლექსებით, რასაც
უკავშირდება სასიამოვნო სითბოს შეგრძნება. ეს ადუნებს კუნთებს, ხსნის ტკივილს
და ხელს უწყობს განკურნებას.
პერსკინდოლ კლასიკი ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- რევმატული ტკივილების, კისრის ტკივილის, ზურგის ტკივილის, სახსრების
ტკივილის, ეპიკონდილიტის (ჩოგბურთელის იდაყვის), წელის ტკივილის,
იშიალგიის და კუნთების სპაზმის მკურნალობა და მოხსნა.
- კუნთების დაჭიმვის, დაზიანებების და მყესების დაჭიმვის მკურნალობა.
- სპორტში თამაშამდე და თამაშის დროს: პერსკინდოლი კლასიკი ხელს
უწყობს სისხლის მიმოქცევას კუნთებში, მათ მოდუნებას, კუნთების
ტკივილის და კანჭის კუნთების სპაზმების პრევენციას და მკურნალობას.
- სპორტში თამაშის შემდეგ პერსკინდოლი კლასიკი გამოიყენება კუნთების და
სახსრების რელაქსაციისათვის და ხელს უწყობს მათი ფუნქციების
აღდგენას.
- თავის ტკივილისა და შაკიკის დროს შუბლის და კისრის არეში შეზელვა
რეგენერაციის მიზნით.
როდის არ გამოიყენება პერსკინდოლი კლასიკი?
პერსკინდოლი კლასიკი არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე და ჰაერგაუმტარი
კომპრესების ქვეშ. არ გამოიყენება მცირე ასაკის ბავშვებში ან რომელიმე
ინგრედიენტის (იხილეთ შემადგენლობა) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.
როდის არის საჭირო სიფრთხილე პერსკინდოლი კლასიკის გამოყენებისას?
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ
- გაწუხებთ სხვა დაავადებები
- გაქვთ ალერგია
- იყენებთ სხვა ნებისმიერ პრეპარატს გარეგანი ხმარებისათვის, მათ შორის
რეცეპტის გარეშე შეძენილ პრეპარატებს.
შესაძლებელია თუ არა პერსკინდოლი კლასიკის გამოყენება ორსულობის ან
ლაქტაციის პერიოდში?
დღეისათვის არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე აღნიშნული პრეპარატი არ
ქმნის რაიმე დადგენილ რიკს ბავშვისათვის თუ პრეპარატის გამოყენება მოხდება
სწორად. თუმცა, სისტემური სამეცნიერო კვლევები არ ჩატარებულა.
უსაფრთხოების მიზნით შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოთ პრეპარატის
გამოყენებას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ან რჩევისათვის მიმართეთ
ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ გამოიყენება პერსკინდოლ კლასიკი?
შეაზილეთ პერსკინდოლ კლასიკის გელის, ხსნარის ან სპრეის საკმარისი
რაოდენობა სხეულის მტკივნეულ ადგილებზე დღეში რამდენჯერმე საჭიროების
მიხედვით. პრეპარატის გამოყენების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ.
გამოიყენეთ ის დოზა, რომელიც მოცემული ფურცელ ჩანართში ან რასაც ექიმი
დაგინიშნავთ. თუ ფიქრობთ, რომ პერსკინდოლ კლასიკი არ არის საკმარისად
ეფექტური ან მისი ეფექტი ზედმეტად ძლიერია მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პერსკინდოლ კლასიკის გამოყენება და მისი უსაფრთხოება მცირე ასაკის
ბავშვებში ჯერჯერობით არ არის შესწავლილი.
რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ახლდეს პერსკინდოლ კლასიკის გამოყენებას?
პერსკინდოლ კლასიკის გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი
გვერდითი ეფექტები:იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს ზომიერი ქავილი,
სიწითლე ან წვის შეგრძნება. იშვიათად ეგზემატოზური გამოვლინებების ან
ძალიან იშვიათად მწვავე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების შემთხვევაში
მკურნალობა უნდა შეწყდეს და ეცნობოს ექიმს საჭიროების შემთხვევაში.
1გ გელი, 1გ ხსნარი ან 1გ სპრეი შეიცავს: მენთოლი 15მგ; მარადმწვანე
მცენარეებისაგან მიღებული ზეთი 3.5მგ; ფიჭვის წიწვების ზეთი 13.5მგ; ლიმონის
ზეთი 1მგ; ფორთოხლის ზეთი 4მგ; ბერგამოტის ზეთი (ფუროკუმარინის გარეშე)
1მგ; როზმარინის ზეთი 0.6მგ; ლავანდის ზეთი 0.2მგ; ტერპინეოლი 1მგ; ტერპინილის
აცეტატი 1მგ.
გელი: კონსერვანტები: მეტილპარაბენი და პროპილპარაბენი (E218 და E216),
ბენზილის ბენზოატი და სხვა შემავსებლები.
ხსნარი: კონსერვანტები: ბენზილის ბენზოატი და სხვა შემავსებლები.
სპრეი: კონსერვანტები: ბენზილის ბენზოატი და სხვა შემავსებლები.

პერსკინდოლი® კლასიკი
გელი, სითხე, სპრეი

უნდა მოხდეს ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტი ინიშნება ექიმის მიერ, ან მისი შეძენა შესაძლებელია აფთიაქში ექიმის დანიშნულების გარეშე. მედიკამენტით საუკეთესო სარგებლის მისაღწევად მისი გამოყენება უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით, ან ექიმის, ფარმაცევტის ან აფთიაქარის დანიშნულების შესაბამისად,.
უნდა მოხდეს ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

რას წარმოადგენს პერსკინდოლი კლასიკი და როდის გამოიყენება?
პერსკინდოლი კლასიკი მოწოდებულია თხევადი ფორმით (სითხე, სპრეი) ან გელის სახით და შეიცავს მცენარეულ ეთერზეთებს აქტიური ნივთიერები სახით.
პერსკინდოლი კლასიკი სწრაფად და ნარჩენების გარეშე აღწევს კანში, კანისა და ტანსაცმელის გაცხიმიანების გარეშე.
ეთერზეთებს - აქტიურ ნივთიერებებს, და ლევომენთოლს აქვს გამაგრილებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. გარდა ამისა, ისინი იწვევენ სითბოს სასიამოვნო შეგრძნებას, კუნთების მოდუნებასა და ტკივილის მოხსნას.
პერსკინდოლი კლასიკი გელი შეიცავს ლევომენთოლს, რომელიც აუმჯობესებს ადგილობრივად სისხლის მიმოქცევას.

პერსკინდოლი კლასიკი გამოიყენება შემდეგი ჩვენებებით:
- გარეგანი გამოყენების სახით კუნთების სპაზმების, წელისა და კისრის ტკივილის, სახსრების ტკივილის, რევმატული ტკივილის, ჩოგბურთელის იდაყვის (ლატერალური ეპიკონდილიტის), ლუმბაგოსა და იშიაზის სიმპტომური მკურნალობა;
- დაჭიმულობის, ღრძობისა და დაჟეჟილობის მკურნალობა;
- სპორტული აქტივობის დაწყებამდე და სპორტული აქტივობის დროს პერსკინდოლი კლასიკი გამოიყენება კუნთების სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და მოსადუნებლად, ასევე წვივის კუნთების ტკივილისა და სპაზმების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის;
- სპორტული აქტივობის შემდეგ პერსკინდოლი კლასიკი გამოიყენება კუნთებისა და სახსრების მოსადუნებლად, გამოსაცოცხლებლად და აღსადგენად.
- შუბლისა და კისრის არეში შეზელვა ხელს უწყობს თავის ტკივილისა და შაკიკის მოხსნას.

როდის არ გამოიყენება პერსკინდოლი კლასიკი?
არ გამოიყენება პატარა ბავშვებში ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში (იხ. შემადგენლობა).

როდისაა საჭირო სიფრთხილის ზომების მიღება პერსკინდოლი კლასიკის გამოყენებისას?
დაუშვებელია ღია ჭრილობებზე გამოყენება. დაუშვებელია ნახვევის ქვეშ გამოყენება და დაუშვებელია კანის დამუშავებულ ადგილებზე პლასტირების, კომპრესების და ა.შ. გამოყენება. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული თვალებთან ახლოს. დაუშვებელია ადგილობრივი გამოყენების ორი პრეპარატის ერთდროულად ერთსა და იმავე ადგილას გამოყენება.

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება:
- რომელიმე სხვა დაავადება
- აქვს ალერგია
- იღებს სხვა მედიკამენტებს, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

შემთხვევით პატარა ბავშვებში დიდ ფართობზე გამოყენებისას ან გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ შვეიცარიის ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში მიმართვა (გადაუდებელი სამსახურის ნომერი 145).

პერსკინდოლი კლასიკის გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს
არსებული გამოცდილების მიხედვით, არ არსებობს ცნობილი რისკი ბავშვებში ჩვენების მიხედვით პრეპარატის გამოყენებისას. არ ჩატარებულა სისტემური სამეცნიერო კვლევები. სიფრთხილის ზომის სახით, თუ შესაძლებელია, არ არის რეკომენდებული მედიკამენტების გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს, ან პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან აფთიაქარს რჩევისათვის.

როგორ გამოიყენება პერსკინდოლი კლასიკი?
მოზარდები და ბავშვები 3 წლის ასაკიდან
საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს სხეულის მტკივნეულ ადგილებზე დღეში რამდენჯერმე საკმარისი რაოდენობის პერსკინდოლი კლასიკი გელით, სითხით ან სპრეით შეზელვა. გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს ხელების კარგად დაბანა. გამოყენებულ უნდა იქნას გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული ან ექიმის მიერ დანიშნული დოზა. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ პერსკინდოლი კლასიკის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან აფთიქართან მიმართვა. პერსკინდოლი კლასიკის ეფექტურობა და უსაფრთხოება პატარა ბავშვებში შესწავლილი არ არის.

რომელი გვერდითი მოვლენები აღინიშნება პერსკინდოლი კლასიკის გამოყენებისას?
პერსკინდოლი კლასიკის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
არახშირად შეიძლება განვითარდეს კანის ქავილი, სიწითლე ან წვის შეგრძნება.
იშვიათად კანის ეგზემური სახის ცვლილებების, ან ძალიან იშვიათად გამოხატული მგრძნობელობის რეაქციების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომლებიც არ არის აქ ჩამოთვლილი, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან აფთიაქართან მიმართვა.

ასევე, რას უნდა მიექცეს ყურადღება?
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC).
არ უნდა მოხდეს თვალებთან ახლოს ან ლორწოვან გარსებზე გამოყენება.
პერსკინდოლი არ უნდა იქნას გამოყენებული კომპრესიული ნახვევის ქვეშ. პერსკინდოლი კლასიკი გელი/სითხე/სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. ექიმი, ფარმაცევტი ან აფთიაქარი პაციენტს მიაწვდის დამატებით ინფორმაციას.
პერსკინდოლი კლასიკი სპრეი: არ უნდა დაზიანდეს ბალონი. ინახება სიცხისაგან დაცულ ადგილას. არ უნდა მოხდეს გაფრქვევა ღია ალზე ან გახურებლ საგნებზე.

რას შეიცავს პერსკინდოლი კლასიკი?
100 გ გელი, 100 გ სითხე ან 100 გ სპრეი შეიცავს: ლევომენთოლი 1.5 გ; გაულთერიის ეთერზეთი 0.35 გ, ფიჭვის წიწვების ეთერზეთი 1.35 გ, ლიმონის ეთერზეთი 0.1 გ, ფორთოხლის ქერქის ეთერზეთი 0.4 გ, ბერგამოტის ეთერზეთი (ფუროკუმარინის გარეშე) 0.1 გ, როზმარინის ეთერზეთი 0.06 გ, ლავანდის ეთერზეთი 0.02 გ, ტერპინეოლი 0.1 გ, ტერპინილაცეტატი 0.1 გ.

გელი: კონსერვანტები: მეთილ- და პროპილპარაბენი (E218 და E216), ბენზილბენზოატი და სხვა დამხმარე ნივთიერებები.
სითხე: კონსერვანტები: ბენზილბენზოატი და სხვა დამხმარე ნივთიერებები.
სპრეი: კონსერვანტები: ბენზილბენზოატი და სხვა დამხმარე ნივთიერებები.

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი:
48009, 42369, 46141 (სვისმედიკი)

სად არის შესაძლებელი პერსკინდოლის შეძენა? რა სახის შეფუთვებია ხელმისაწვდომი?
გაიცემა აფთიაქში ან სასურსათო მაღაზიაში რეცეპტის გარეშე.
პერსკინდოლი კლასიკი გელი: 100 მლ, 200 მლ, 1000 მლ
პერსკინდოლი კლასიკი სითხე: 250 მლ, 2 ხ 500 მლ
პერსკინდოლი კლასიკი სპრეი: 150 მლ.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:
VERFORA SA, 1752 Villars-sur-Glâne
ვერფორა სა, 1752 ვილარს-სურ-გლანი

წამლის სააგენტოს მიერ (სვისმედიკი) ინსტრუქციის უკანასკნელი შემოწმების თარიღია 2018 წლის თებერვალი.

საერთაშორისო დასახელება - menthol+wintergreen+rosemary+pine+lavand
პერსკინდოლი კლასიკი წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის ხელისშემწყობ
ლინიმენტს, რომელსაც აქვს თხევადი (ხსნრი, სპრეი) ან გელის ფორმა, შეიცავს
მცენარებს და ეთერ ზეთებს. პერსკინდოლი კლასიკი სწრაფად აღწევს კანში ისე,
რომ არ ტოვებს კანზე ლაქებსდა არ არის ცხიმოვანი; ხელები და ტანსაცმელი არ
ცხიმიანდება.
ეთერ ზეთები და მენთოლი ქმნის გამაგრილებელ, ტკივილის მომხსნელ ეფექტს და
ადგილობრივად აძლიერებს სისხლის მიმოქცევას რეფლექსებით, რასაც
უკავშირდება სასიამოვნო სითბოს შეგრძნება. ეს ადუნებს კუნთებს, ხსნის ტკივილს
და ხელს უწყობს განკურნებას.
პერსკინდოლ კლასიკი ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- რევმატული ტკივილების, კისრის ტკივილის, ზურგის ტკივილის, სახსრების
ტკივილის, ეპიკონდილიტის (ჩოგბურთელის იდაყვის), წელის ტკივილის,
იშიალგიის და კუნთების სპაზმის მკურნალობა და მოხსნა.
- კუნთების დაჭიმვის, დაზიანებების და მყესების დაჭიმვის მკურნალობა.
- სპორტში თამაშამდე და თამაშის დროს: პერსკინდოლი კლასიკი ხელს
უწყობს სისხლის მიმოქცევას კუნთებში, მათ მოდუნებას, კუნთების
ტკივილის და კანჭის კუნთების სპაზმების პრევენციას და მკურნალობას.
- სპორტში თამაშის შემდეგ პერსკინდოლი კლასიკი გამოიყენება კუნთების და
სახსრების რელაქსაციისათვის და ხელს უწყობს მათი ფუნქციების
აღდგენას.
- თავის ტკივილისა და შაკიკის დროს შუბლის და კისრის არეში შეზელვა
რეგენერაციის მიზნით.
როდის არ გამოიყენება პერსკინდოლი კლასიკი?
პერსკინდოლი კლასიკი არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე და ჰაერგაუმტარი
კომპრესების ქვეშ. არ გამოიყენება მცირე ასაკის ბავშვებში ან რომელიმე
ინგრედიენტის (იხილეთ შემადგენლობა) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.
როდის არის საჭირო სიფრთხილე პერსკინდოლი კლასიკის გამოყენებისას?
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ
- გაწუხებთ სხვა დაავადებები
- გაქვთ ალერგია
- იყენებთ სხვა ნებისმიერ პრეპარატს გარეგანი ხმარებისათვის, მათ შორის
რეცეპტის გარეშე შეძენილ პრეპარატებს.
შესაძლებელია თუ არა პერსკინდოლი კლასიკის გამოყენება ორსულობის ან
ლაქტაციის პერიოდში?
დღეისათვის არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე აღნიშნული პრეპარატი არ
ქმნის რაიმე დადგენილ რიკს ბავშვისათვის თუ პრეპარატის გამოყენება მოხდება
სწორად. თუმცა, სისტემური სამეცნიერო კვლევები არ ჩატარებულა.
უსაფრთხოების მიზნით შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოთ პრეპარატის
გამოყენებას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ან რჩევისათვის მიმართეთ
ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ გამოიყენება პერსკინდოლ კლასიკი?
შეაზილეთ პერსკინდოლ კლასიკის გელის, ხსნარის ან სპრეის საკმარისი
რაოდენობა სხეულის მტკივნეულ ადგილებზე დღეში რამდენჯერმე საჭიროების
მიხედვით. პრეპარატის გამოყენების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ.
გამოიყენეთ ის დოზა, რომელიც მოცემული ფურცელ ჩანართში ან რასაც ექიმი
დაგინიშნავთ. თუ ფიქრობთ, რომ პერსკინდოლ კლასიკი არ არის საკმარისად
ეფექტური ან მისი ეფექტი ზედმეტად ძლიერია მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პერსკინდოლ კლასიკის გამოყენება და მისი უსაფრთხოება მცირე ასაკის
ბავშვებში ჯერჯერობით არ არის შესწავლილი.
რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ახლდეს პერსკინდოლ კლასიკის გამოყენებას?
პერსკინდოლ კლასიკის გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი
გვერდითი ეფექტები:იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს ზომიერი ქავილი,
სიწითლე ან წვის შეგრძნება. იშვიათად ეგზემატოზური გამოვლინებების ან
ძალიან იშვიათად მწვავე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების შემთხვევაში
მკურნალობა უნდა შეწყდეს და ეცნობოს ექიმს საჭიროების შემთხვევაში.
1გ გელი, 1გ ხსნარი ან 1გ სპრეი შეიცავს: მენთოლი 15მგ; მარადმწვანე
მცენარეებისაგან მიღებული ზეთი 3.5მგ; ფიჭვის წიწვების ზეთი 13.5მგ; ლიმონის
ზეთი 1მგ; ფორთოხლის ზეთი 4მგ; ბერგამოტის ზეთი (ფუროკუმარინის გარეშე)
1მგ; როზმარინის ზეთი 0.6მგ; ლავანდის ზეთი 0.2მგ; ტერპინეოლი 1მგ; ტერპინილის
აცეტატი 1მგ.
გელი: კონსერვანტები: მეტილპარაბენი და პროპილპარაბენი (E218 და E216),
ბენზილის ბენზოატი და სხვა შემავსებლები.
ხსნარი: კონსერვანტები: ბენზილის ბენზოატი და სხვა შემავსებლები.
სპრეი: კონსერვანტები: ბენზილის ბენზოატი და სხვა შემავსებლები.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
პერსკინდოლი კლასიკ სპრეი 150მლ
  • სახელი: პერსკინდოლი კლასიკ სპრეი 150მლ
  • შეფუთვა: 150მლ გარეგანი გამოყენების სპრეი ბალონი №1 პირველადი შეფუთვით
Aversi 28.05 ლ
პერსკინდოლი კლასიკი სპრეი 150მლ ფლაკონი #1
  • სახელი: პერსკინდოლი კლასიკი სპრეი 150მლ ფლაკონი #1
  • შეფუთვა: 150მლ გარეგანი გამოყენების სპრეი ბალონი №1 პირველადი შეფუთვით
Pharmadepot 23.84 ლ
Perskindol classic spray - პერსკინდოლი კლასიკი სპრეი
  • სახელი: Perskindol classic spray - პერსკინდოლი კლასიკი სპრეი
  • მწარმოებელი: IGS Aerosols GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: 150მლ გარეგანი გამოყენების სპრეი ბალონი №1 პირველადი შეფუთვით
PSP 20.79 ლ
Perskindol classic spray - პერსკინდოლი კლასიკი სპრეი 150მლ
  • სახელი: Perskindol classic spray - პერსკინდოლი კლასიკი სპრეი 150მლ
  • შეფუთვა: 150მლ გარეგანი გამოყენების სპრეი ბალონი №1 პირველადი შეფუთვით
PSP 19.79 ლ
პერსკინდოლი კლასიკი სპრეი 150მლ ფლაკონი #1
  • სახელი: პერსკინდოლი კლასიკი სპრეი 150მლ ფლაკონი #1
  • შეფუთვა: 150მლ გარეგანი გამოყენების სპრეი ბალონი №1 პირველადი შეფუთვით
GPC 18.23 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით