ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველისა და გაციების სამკურნალო მცენარეული საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ლინკას სიროფი
უშაქრო
კომპლექსური პრეპარატი შერჩეული მცენარეებისაგან ხელს უწყობს ხველისა და გაციების სხვადასხვა სიმპტომების შემსუბუქებას.
ლინკასი ქმნის თხელ დამცავ ფენას რესპირატორული ტრაქტის ანთებით ზედაპირზე. ამგვარად ახდენს დამარბილებელ და დამამშვიდებელ ზემოქმედებას მშრალი და გაღიზიანებული ხველისას და მოქმედებს, როგორც ადგილობრივი ხველის საწინააღმდეგო საშუალება.
ლინკასი ათხელებს ბლანტ სეკრეტს და ხელს უწყობს მისი სასუნთქი გზებიდან გამოდევნას. შედეგად ის ხელს უშლის ბაქტერიის ზრდას და ახდენს ამოსახველებელ ზემოქმედებას.
ლინკასი ამსუბუქებს ცხვირის არხის და ბრონქული სპაზმის შეგუბებას. ამგვარად ახდენს სუნთქვის შემსუბუქებას და ახდენს სპაზმოლიზურ ზემოქმედებას.
შემადგენლობა:
ყოველი 10მლ სიროფი შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტებს:
კომპონენტი | რაოდენობა
---|---
Adhatoda Vasica | 600 mg
Glycyrrhiza glabra | 75 mg
Piper longum | 100 mg
Viola odorata | 25 mg
Hyssopus officinalis | 50 mg
Alpinia galangal | 50 mg
Cordia latifolia | 100 mg
Althea officinalis | 100 mg
Zizyphus vulgaris | 100 mg
Onosma bracteatum | 100 mg
Oნოსმა ბრაცტეატუმ 100 მგ
ლინკასის კომპონენტების დამახასიათებელი თვისებები
კომპონენტი | მოქმედება
---|---
Adhatoda Vasica | ამოსახველებელი, ბრონქოლიზური, სპაზმოლიზური, მუკოლიზური, სიცხის დამწევი
Glycyrrhiza glabra | ამოსახველებელი, დამარბილებელი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო
Piper longum | ამოსახველებელი
Viola odorata | ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი, სიცხის დამწევი
Hyssopus officinalis | ოფლმდენი, ამოსახველებელი, სპაზმოლიზური
Alpinia galangal | ამოსახველებელი, კუჭისმიერი, ვეტროგენური, ბრონქოლიზური
Cordia latifolia | ხველის საწინააღმდეგო
Althea officinalis | ბრონქოლიზური, ხველის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, ანტიკომპლემენტარული ნივთიერება
Zizyphus vulgaris | შესამსუბუქებლი ამოსახველებელი
Onosma bracteatum | სპაზმოლიზური, შემამსუბუქებელი, სიცხის დამწევი, მატონიზირებელი
გამოყენების ჩვენებები:
• ხველა და გაციება.
• მშრალი და გაღიზიანებული ხველა
• ხველა, რომელიც კავშირშია ასთმასთან და ბრონქიტთან (მწვავე და ქრონიკული)
• ფარინგიტი, ტრაქეიტი და ანგინა
დოზირება:
მოზრდილები: 2 ჩაის კოვზი (10მლ) 3-4 ჯერ დღეში.
ბავშვები: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 3-4 ჯერ დღეში
ჩვილები (6 თვიდან - 1 წლამდე): 1/2 ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-4 ჯერ დღეში ან ექიმის
დანიშნულების მიხედვით.
შეფუთვა:
90/120 ან 150 მლ-იანი მოცულობის ფლაკონი სიროფით.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა:
3 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
ჰერბიონი
ჰერბიონ პაკისტან პრაივეტ ლიმიტედ
30/28 კორანგის საწარმოო ზონა,
კარაჩი, პაკისტანი
სავაჭრო დასახელება: ლინკასი® სურო
წამლის ფორმა: სიროფი შაქრის გარეშე
შემადგენლობა:
სიროფის ყოველი 5 მლშეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი:
სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი ........................ 35 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
იზომალტი, ლიმონმჟავა, სტევია, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, სორბიტოლის 70% ხსნარი, გლიცერინი, თაფლის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი
აღწერილობა:
ერთგვაროვანი ხსნარი ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფერ შეფერილობამდე, დამახასიათებელი სუნით და გემოთი.
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი პრეპარატი.
კოდი ATX:R05CA
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლინკასი® სუროხველის საწინააღმდეგო სიროფი - მცენატეული პრეპარატია, შეიცავს სუროს ფოთლების მშრალ ფხვიერ ექსტრაქტს,რომლის ეფექტურობაც დამტკიცებულია სასუნთქი გზების კატარების და ბრონქების ქრონიკური ანთებითი დაავადებების, როგორიც არის ბრონქიტი, ასთმა, ბრონქოექსტაზები და პნევმონია, მკურნალობისას. სუროს ფოთოლი შეიცავს ინგედიენტებს, რომლებსაც გააჩნიათ მუკოლიზური და სპაზმოლიზური თვისებები.
გამოყენების ჩვენებები:
გამოყენების წესი და დოზები:
შინაგანად
ჩვილები და ბავშვები (6 თვიდან 2 წლამდე)
2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში;
ბავშვები (2-დან 6 წლამდე)
2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში;
ბავშვები და მოზარდები (6-დან 18 წლამდე)
5მლ (1 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში;
მოზრდილები
10 მლ (2 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში;
ან ექიმის დანიშნულებისამებრ
მოყვება საზომი ჭიქა, რომელიც განკუთვნილია ზუსტი დოზირებისათვის;
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდგომარეობის ხასიათისა და სიმძიმეზე, ამის მიუხედავად, სასუნთქი გზების მცირე ანთებისას მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 7 დღე. გარდა ამისა, მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს სიმპტომების აღმოფხვრიდან 2-3 დღის განმავლობაში, სრული განკურნების უზრუნველსაყოფად. თუ სიმპტომები გაგრძელდა, რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატში სორბიტოლის შემცველობის გამო შესაძლებელია განვითარდეს საფაღარათო
ეფექტი.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის რეკომენდებული მიღება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, ექიმი სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე.
განსაკუთრებული მითითებები:
ამ პრეპარატის მიღებამდე ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან;
ქოშინის, ციებ-ცხელების ან ჩირქიანი ნახველის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა მიმართოთ
ექიმს ან ფარმაცევტს;
ჭარბი დოზირება:
რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადამეტებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. ასეთ შემთხვევებში დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
90 მლ პრეპარატი ქარვისფერ მინის ფლაკონში სახურავით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით, 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციით და საზომი ჭიქით მუყაოს შეფუთვაში;
120 მლ და 150 მლ პრეპარატი ქარვისფერ მინის ფლაკონში ბავშვებისაგან დამცავი საკეტიანი სახურავით, 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციით და საზომი ჭიქით მუყაოს შეფუთვაში;
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
არ გამოიყენოთ შეთუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
Herbion
ჰერბიონ პაკისტანპვტ. ლტდ.
30/28 კორანგის საწარმოო ზონა,
ქ.კარაჩი, პაკისტანი
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა