დესაროლი - Desarrol
დესაროლი - Desarrol

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მადის სტიმულატორები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დესაროლი

პერორალურად მისაღები ხსნარი 50 მგ/25მგ/0.2მგ/მლ

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ციპროჰეპტადინ ჰიდროქლორიდი, არგინინის ასპარტატი და კარნიტინის ჰიდროქლორიდი.

ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 0.2 მგ ციპროჰეპტადინ ჰიდროქლორიდს, 50 მგ კარნიტინ ჰიდროქლორიდს და 2 მგ არგინინ ასპარტატს.

სხვა ინგრედიენტები (ექსიპიენტები): სორბიტოლი (E-420), საქაროზა, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E-219), ჟოლოს არომატიზატორი (შეიცავს სპირტს), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, თავწითელას საღებავი (E123) და გასუფთავებული წყალი.

გამოყენება

დესაროლი მიეკუთვნება მადის აღმძვრელი მედიკამენტების ჯგუფს.

ეს მედიკამენტი ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობისთვის მოზრდილებსა და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში უმადობის სამკურნალოდ.

უკუჩვენება

არ მიიღოთ დესაროლი

- თუ გაქვთ ალერგია ციპროჰეპტადინზე, არგინინ ასპარტატზე, კარნიტინზე ან ამ მედიკამენტის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე;

- ასთმური კრიზის დროს;

- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში;

- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;

- თუ გაქვთ გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება), გადიდებული პროსტატა, ნაღვლის ბუშტის ან კუჭის დაცლის პრობლემები ან გიჭირთ შარდვა;

- თუ იღებთ „მონოამინოქსიდაზების ინჰიბიტორს“ (MAOI) დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების გამო;

- თუ გაქვთ პორფირია (იშვიათი დაავადება, ჩვეულებრივ მემკვიდრეობითი, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით პორფირინი გამოიყოფა შარდსა და განავალში);

- თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაავადება;

- თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული).

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები

დესაროლის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ მიიღოთ ეს მედიკამენტი უწყვეტად 8 კვირაზე მეტ ხანს.

თუ სიმპტომები გაუარესდა ან დარჩა 4 კვირის შემდეგ, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

დესაროლის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:

- თუ გაქვთ სისხლჩაქცევები, სისხლდენა, სიფერმკრთალე, ცხელება ან ყელის ტკივილი მკურნალობის დროს;

- თუ ოდესმე გქონიათ ასთმა ან თუ გაქვთ ჰიპოთიროიდიზმი, გულის დაავადება, ჰიპერტენზია ან მომატებული თვალშიდა წნევა;

- თუ იღებთ ანტიბიოტიკებს, ანტიჰისტამინურ საშუალებებს, როგორიცაა ციპროჰეპტადინი, შესაძლოა ამან შენიღბოს ზოგიერთი ანტიბიოტიკის ოტოტოქსიურობის ადრეული ნიშნები;

- ზოგიერთმა ანტიჰისტამინურმა მედიკამენტმა შესაძლოა ყურადღების შემცირება და, ბავშვების შემთხვევაში, შესაძლოა ზოგჯერ აგზნებადობა გამოიწვიოს;

- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიაროთ, რადგანაც შეიძლება აუცილებელი გახდეს კარნიტინის დონის მონიტორინგი სისხლში;

- თუ თირკმელების პრობლემები გაქვთ ან თუ ხართ დიალიზზე;

- თუ გაქვთ დიაბეტი და მკურნალობთ ინსულინით ან პერორალური ჰიპოგლიკემიური მედიკამენტებით (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ), რადგანაც დესაროლმა შესაძლოა გამოიწვიოს გლუკოზის უფრო მეტად დაქვეითება სისხლში. ამ შემთხვევებში ექიმი მოითხოვს სისხლში შაქრის დონის ხშირად შემოწმებას;

- თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებს სისხლის შედედებას (ანტიკოაგულანტები);

- თუ ანამნეზში გაქვთ გულყრები.

სადიაგნოსტიკო კვლევების დარღვევები

შესაძლოა ცრუ-დადებითი შედეგების მიღება ალერგიის ტესტებზე და სისხლში ტრიგლიცერიდების მომატებული დონის გამოვლენა. ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში გამოყენებისას, შესაძლოა დაირღვეს B12 ვიტამინის და სისხლის წითელი უჯრედების განსაზღვრა, რაც დაქვეითებულ სიდიდეებს იძლევა.

ბავშვები

ეს მედიკამენტი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დესაროლის დოზის განსაზღვრას 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რადგანაც ამ პოპულაციაში მაღალია მგრძნობელობა ანტიჰისტამინური მედიკამენტების მიმართ.

ზოგიერთი ანტიჰისტამინური მედიკამენტის დოზის გადაჭარბებამ ბავშვებში შესაძლოა ნერვული სისტემის დაავადებები, სუნთქვის და გულის გაჩერება, ფატალური გამოსავალიც კი გამოიწვიოს.

სხვა მედიკამენტები და დესაროლი

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში მიიღეთ ან შესაძლოა დაგჭირდეთ რაიმე სხვა მედიკამენტი.

მონოამინოქსიდაზას ინჰბიტორებმა (MAOIs) შესაძლოა გამოიწვიოს ციპროჰეპტადინის ანტიქოლინერგული ეფექტები.

ციპროჰეპტადინმა შესაძლოა განაპირობოს ბარბიტურატებით, ბენზოდიაზეპინებით და ალკოჰოლით, ასევე სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტებით ინტოქსიკაცია. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას დესაროლით მკურნალობის დროს.

ციპროჰეპტადინმა შესაძლოა გამოიწვიოს ანტიქოლინერგული მედიკამენტების ანტიქოლინერგული ეფექტების გაძლიერება (იმიპრამინი, კლოზაპინი, ატროპინი).

ციპროჰეპტადინმა შესაძლოა შეამციროს ისეთი მედიკამენტების ანტიდეპრესანტული ეფექტი, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი.

გამატუტიანებელმა მედიკამენტებმა, როგორიცაა ეთილენდიამინი, შესაძლოა გამოიწვიოს ციპროჰეპტადინის ანტიჰისტამინური მოქმედება. სიმპატომიმეტური მედიკამენტები (ეფედრინი, სალბუტამოლი, იზოპრენალინი) აინჰიბირებს ციპროჰეპტადინის სედატიურ ეფექტს.

პერორალური ანტიკოაგუალანტები, ესტროგენები, პროგესტერონი, დიფენილჰიდანტოინი, გრიზეოფულვინი, ასევე აინჰიბირებს ანტიჰისტამინურ მოქმედებას.

L-კარნიტინის იმ მედიკამენტებთან ერთდროულად შეყვანამ (მაგალითად, ვალპროატის მჟავა, მედიკამენტის წინამორბედები, რომლებიც შეიცავს პივალის მჟავას, ცეფალოსპორინებს, ცისპლატინს, კარბიპლატინს და თიოფოსფამიდს), რომლებიც იწვევს ჰიპოკარნიტინემიას, შესაძლოა შეამციროს L-კარნიტინის შეღწევადობა.

დესაროლი შესაძლოა რეაქციაში შევიდეს კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან, როგორიცაა ამილორიდი, სპირონოლაქტონი ან ტრიამტერენი. არგინინის შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის მომატება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება და მკურნალობენ კალიუმის შემნახველი დიურეტიკებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ გამოიყენოთ დესაროლი ორსულობის ან ლაქტაციის დროს.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა

დესაროლმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა და შესაბამისად შეამციროს კონცენტრირების უნარი და რეფლექსები, თუმცა ეს ეფექტი ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე დღის განმავლობაში მედიკამენტის უწყვეტად მიღების შემდეგ. ამგვარად, რეკომენდებული არ არის სატრანსპორტო საშუალების ან საშიში ან ზუსტი მექანიზმების მართვა ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში.

დესაროლი შეიცავს საქაროზას, სორბიტოლს, ნატრიუმს, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს (E-219), თავწითელას საღებავს (E-123) და ეთანოლს.

სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 4გ საქაროზას თითოეულ დოზაზე, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

მედიკამენტი შეიცავს 1750 მგ სორბიტოლს ყოველ 10 მლ დოზაზე. სორბიტოლი ფრუქტოზის წყაროა. შაქრების გარკვეული სახეობისადმი აუტანლობის ან ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის (HFI) დიაგნოზის შემთხვევაში (იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც პაციენტს არ აქვს უნარი დაშალოს ფრუქტოზა), პაციენტმა ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.

მედიკამენტი შეიცავს 59.5 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) დოზის თითოეულ 10 მლ-ზე. ეს მოზრდილისთვის რეკომენდებული დღიური მაქსიმალური დოზის 3%-ის ეკვივალენტურია.

შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული).

ეს მედიკამენტი შეიცავს 44.88 მგ სპირტს (ეთანოლი) ყოველ 10მლ-ზე დოზაზე, რაც ეკვივალენტურია 0.6% ეთანოლის (სპირტი). ამ მედიკამენტის დოზის ყოველ 10მლ ეკვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლები ლუდის ან 1 მლ ღვინის.

სპირტის მცირე რაოდენობას, რასაც ეს მედიკამენტი შეიცავს, მნიშვნელოვანი ეფექტი არ გააჩნია.

მიღების წესი

მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით ზუსტად შეასრულეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ინსტრუქციები. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ კვლავ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამედიცინო პროდუქტი მიიღება პერორალურად.

**რეკომენდებული დოზაა: **

მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: 10მლ დღეში სამჯერ (ეკვივალენტურია 5.19მგ ციპროჰეპტადინის ჯამური დღიური დოზის).

არ გადააჭარბოთ 16 მგ ციპროჰეპტადინს დღის განმავლობაში.

გამოყენება ბავშვებში

2-4 წლის ბავშვები: 5მლ დღეში სამჯერ (ეკვივალენტურია ციპროჰეპტადინი 2,6მგ დღიური ჯამური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის დღიურ დოზას 12 მგ-ს.

4-6 წლის ბავშვები: 10მლ დღეში ორჯერ (ეკვივალენტურიაციპროჰეპტადინი 3.46 მგ საერთო დღიური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის 12 მგ დოზას დღის განმავლობაში.

7-14 წლის ბავშვები: 10მლ დღეში სამჯერ (ეკვივალენტურიციპროჰეტადინი 5.19 მგ საერთო დღიური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის 16 მგ-ს დღის განმავლობაში.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ეს მედიკამენტი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა.

რეკომენდებულ დღიურ დოზებს არ უნდა გადააჭარბოთ.

მიღების ფორმები

ეს მედიკამენტი უმჯობესია მიიღოთ კვებამდე 30 წუთით ადრე.

ჭარბი დოზირება

ბავშვებში ზოგიერთი ანტიჰისტამინური მედიკამენტის დოზის გადაჭარბებამ, შესაძლოა ჰალუცინაციები, ნერვული სისტემის ფუნქციონირების დაქვეითება, გულყრები, სუნთქვის ან გულის გაჩერება გამოიწვიოს და შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.

მოზრდილებში ამ მედიკამენტის ჭარბად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, რაც ხასიათდება სედაციით, რომლის ინტენსივობაც შესაძლოა ვარირებდეს მსუბუქი ძილიანობიდან ღრმა ძილამდე, კუნთების სისუსტით და კოორდინაციის დარღვევით.

ბავშვებში ინტოქსიკაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ცნს-ის სტიმულირება პროდუქტის მიღებიდან 30 წთ-2 სთ-ის განმავლობაში, ჰალუცინაციებით ან კრუნჩხვებით და ჰიპერპირექსიით.

შესაძლოა გამოვლინდეს პირის სიმშრალე, გუგების გაფართოება და კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა ფაღარათი. დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს. თან იქონიეთ წამლის ინსტრუქცია. ასევე, შესაძლებელია, დაურეკოთ ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის სამსახურს ტელეფონის ნომერზე 91-562-04-20, მიუთითოთ მედიკამენტი და მიღებული რაოდენობა.

დოზის გამოტოვება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაიმე სხვა კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა ყველას არ ემართება. გვერდით მოვლენები ზოგადად მსუბუქი და გარდამავალია და ძირითადად განპირობებულია ციპროჰეპტადინით, ხასიათდება ძილიანობით ან სედაციით, რაც შესაძლოა ავირიდოთ დოზის შემცირებით. არგინინ ასპარტატით განპირობებული გვერდითი რეაქციები ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოდის. ანტიქოლინერგული ეფექტები (პირის სიმშრალე, შეკრულობა, მხედველობის დაბინდვა, გლაუკომის გაუარესება) უფრო ხშირია ასაკოვან პაციენტებში.

ზოგადად, დესაროლის მიღების შემდეგ დაფიქსირებულია შემდგომი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შესაძლოა დაემართოს 10 ადამიანიდან 1-ს)

  • გავლენა მეტაბოლიზმზე: მომატებული მადა / წონის მატება.

  • ნერვულ სისტემაზე ზემოქმედება: სედაცია ან ძილიანობა, უფრო გამოხატულია მკურნალობის დასაწყისში.

  • ზემოქმედება კუჭ-ნაწლავზე (საჭმლის მონელებაზე): გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი.

იშვიათი (შესაძლოა დაემართოს 1000 ადამიანიდან 1-ს)

  • ფსიქიატრიული ეფექტები: აგზნებადობა, ნერვოზულობა, მოუსვენრობა, მენტალური კონფუზია, ჰალუცინაციები (მხედველობითი) და გაღიზიანებადობა, უფრო ხშირია დოზის გადაჭარბებისას, ეიფორია.

  • ეფექტები კანის მხრივ:ერითემა (კანის გაწითლება), პურპურა, ოფლიანობა და ფოტოსენსიტიურობა.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა გავლენა მოახდინოს 10 000 ადამიანიდან 1 ადამიანზე)

  • ეფექტები იმუნურ სისტემაზე: იშვიათ შემთხვევაში ანგიოედემა (სახის და კისრის უეცარი შეშუპება, რამაც შესაძლოა სუნთქვითი პრობლემები გამოიწვიოს), ანაფილაქსიური შოკი (ძლიერი ალერგიული რეაქცია).

  • ეფექტები კუჭ-ნაწლავის (ან საჭმლისნმონელების) მხრივ: აბდომინალური სპაზმები.

  • ზოგადი ეფექტები და ცვლილებები შეყვანის ადგილას: სხეულის სუნი.

  • კვლევები: საერთაშორისო ნორმალიზებული კოეფიციენტის (INR) ზრდაპაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კუმარინის მედიკამენტებით (ანტიკოაგულანტები).

სიხშირე უცნობია (ვერ ფასდება არსებული მონაცემებით)

  • გავლენა სისხლისა და ლიმფურ სისტემაზე: დაფიქსირდალეიკოპენია (თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება), ნეიტროპენია (თეთრი უჯრედების ტიპის დაქვეითება), აგრანულოციტოზი (თეთრი უჯრედების ტიპის დაქვეითება), თრომბოციტოპენია (თრობოციტების, სისხლის ელემენტების, დაქვეითება), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითება) და თრომბოციტოპენიის ზოგიერთი შემთხვევა (თრომბოციტების, სისხლის ელემენტების, რაოდენობის დაქვეითება) და ჰემატურია (სისხლი შარდში).

- ზემოქმედება იმუნურ სისტემაზე:ჰიპერმგრძნობელობა ზოგიერთი ინგრედიენტის მიმართ.

- ფსიქიატრიული ეფექტები: უძილობა, აჟიტირება, აგრესიული ქცევა, კონცენტრაციის უნარის დარღვევა (დაქვეითებული კონცენტრაცია), მეხსიერების დარღვევები (დეფიციტი).

  • გავლენა ნერვულ სისტემაზე: მოტორული კოორდინაციის დარღვევა, ტრემორი, ორთოსტატული ჰიპოტენზია (სისხლის წნევის დაქვეითება ადგომისას), თავბრუსხვევის შეგრძნება, კუნთების სისუსტე ან დაღლილობა (მიასთენია), თავის ტკივილი, პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება), ნევრიტი (ნერვის ანთება); თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კარნიტინის შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს მიასთენია (მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კუნთების სისუსტით).

- ზემოქმედება თვალებზე: გუგების ჭარბი დილატაცია (მიდრიაზი), მხედველობითი აკომოდაციის დარღვევა.

- ზემოქმედება სმენაზე: ყურებში ხმაური (რეკვის, შუილის ხმა, შიდა ხმაური), ვერტიგო (უფრო ხშირია ასაკოვან პაციენტებში).

- ზემოქმედება გულზე: პალპიტაცია, ტაქიკარდია, გულის ანომალიური შეკუმშვები (ექსტრასისტოლები).

- ზემოქმედება სუნთქვაზე, გულ-მკერდზე და შუასაყარზე: ბრონქული სეკრეტის გასქელება, ლორწოვანი მემბრანების სიმშრალე (ცხვირის, ხახის), ცხვირის შეგუბება.

- ზემოქმედება კუჭ-ნაწლავზე: პირის სიმშრალე, ტკივილი კუჭის არეში (ეპიგასტრიული ტკივილი), შეკრულობა.

- ზემოქმედება ღვიძლზე: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მომატებული ტრანსამინაზები), ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება), ქოლესტაზური და/ან ციტოლიზური ჰეპატიტი.

- ზემოქმედება კანზე: ურტიკარია.

- ზემოქმედება თირკმელსა და საშარდე სისტემაზე: ხშირი შარდვა, შარდვის გართულება, შარდის შეკავება.

- ზოგადი და ადგილობრივი ეფექტები: დაღლილობა, შეშუპება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მაშინაც კი, თუ არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს შეუწყობს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

შენახვა

მოარიდეთ ბავშვებს.

შენახვის სპეციალური პირობები აუცილებელი არ არის.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რაც მითითებულია კოლოფზე: after EXP. ვარგისიანობის ვადა არის ყუთზე მითითებული თვის ბოლო დღე.

არ შეიძლება მედიკამენტის ჩასხმა საკანალიზაციო მილში ან სანაგვეში გადაგდება. არასაჭირო მედიაკმენტების კონტეინერები და მედიკამენტები მიიტანეთ აფთიაქის Sigre Point-ში. ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ გადააგდოთ შეფუთვა და არასაჭირო მედიკამენტები, მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

პროდუქტის ფორმა და შეფუთვა

დესაროლი ბავშვებისთვის გამოდის მინის ბოთლებით, რეზისტენტული პოლიპროპილენის/მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (PP/HDPE) შემაკავებელით, რომელიც შეიცავს 200 მლ პერორალურ ხსნარს და დოზატორ ფინჯანს.

დესაროლი

პერორალურად მისაღები ხსნარი 50 მგ/25მგ/0.2მგ/მლ****

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ციპროჰეპტადინ ჰიდროქლორიდი, არგინინის ასპარტატი და კარნიტინის ჰიდროქლორიდი.

ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 0.2 მგ ციპროჰეპტადინ ჰიდროქლორიდს, 50 მგ კარნიტინ ჰიდროქლორიდს და 2 მგ არგინინ ასპარტატს.

სხვა ინგრედიენტები (ექსიპიენტები): სორბიტოლი (E-420), საქაროზა, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E-219), ჟოლოს არომატიზატორი (შეიცავს სპირტს), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, თავწითელას საღებავი (E123) და გასუფთავებული წყალი.

გამოყენება

დესაროლი მიეკუთვნება მადის აღმძვრელი მედიკამენტების ჯგუფს.

ეს მედიკამენტი ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობისთვის მოზრდილებსა და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში უმადობის სამკურნალოდ.

უკუჩვენება

არ მიიღოთ დესაროლი

- თუ გაქვთ ალერგია ციპროჰეპტადინზე, არგინინ ასპარტატზე, კარნიტინზე ან ამ მედიკამენტის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე;

- ასთმური კრიზის დროს;

- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში;

- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;

- თუ გაქვთ გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება), გადიდებული პროსტატა, ნაღვლის ბუშტის ან კუჭის დაცლის პრობლემები ან გიჭირთ შარდვა;

- თუ იღებთ „მონოამინოქსიდაზების ინჰიბიტორს“ (MAOI) დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების გამო;

- თუ გაქვთ პორფირია (იშვიათი დაავადება, ჩვეულებრივ მემკვიდრეობითი, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით პორფირინი გამოიყოფა შარდსა და განავალში);

- თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაავადება;

- თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული).

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები

დესაროლის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ მიიღოთ ეს მედიკამენტი უწყვეტად 8 კვირაზე მეტ ხანს.

თუ სიმპტომები გაუარესდა ან დარჩა 4 კვირის შემდეგ, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

დესაროლის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:

- თუ გაქვთ სისხლჩაქცევები, სისხლდენა, სიფერმკრთალე, ცხელება ან ყელის ტკივილი მკურნალობის დროს;

- თუ ოდესმე გქონიათ ასთმა ან თუ გაქვთ ჰიპოთიროიდიზმი, გულის დაავადება, ჰიპერტენზია ან მომატებული თვალშიდა წნევა;

- თუ იღებთ ანტიბიოტიკებს, ანტიჰისტამინურ საშუალებებს, როგორიცაა ციპროჰეპტადინი, შესაძლოა ამან შენიღბოს ზოგიერთი ანტიბიოტიკის ოტოტოქსიურობის ადრეული ნიშნები;

- ზოგიერთმა ანტიჰისტამინურმა მედიკამენტმა შესაძლოა ყურადღების შემცირება და, ბავშვების შემთხვევაში, შესაძლოა ზოგჯერ აგზნებადობა გამოიწვიოს;

- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიაროთ, რადგანაც შეიძლება აუცილებელი გახდეს კარნიტინის დონის მონიტორინგი სისხლში;

- თუ თირკმელების პრობლემები გაქვთ ან თუ ხართ დიალიზზე;

- თუ გაქვთ დიაბეტი და მკურნალობთ ინსულინით ან პერორალური ჰიპოგლიკემიური მედიკამენტებით (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ), რადგანაც დესაროლმა შესაძლოა გამოიწვიოს გლუკოზის უფრო მეტად დაქვეითება სისხლში. ამ შემთხვევებში ექიმი მოითხოვს სისხლში შაქრის დონის ხშირად შემოწმებას;

- თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებს სისხლის შედედებას (ანტიკოაგულანტები);

- თუ ანამნეზში გაქვთ გულყრები.

სადიაგნოსტიკო კვლევების დარღვევები

__ შესაძლოა ცრუ-დადებითი შედეგების მიღება ალერგიის ტესტებზე და სისხლში ტრიგლიცერიდების მომატებული დონის გამოვლენა. ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში გამოყენებისას, შესაძლოა დაირღვეს B12 ვიტამინის და სისხლის წითელი უჯრედების განსაზღვრა, რაც დაქვეითებულ სიდიდეებს იძლევა.

ბავშვები

ეს მედიკამენტი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დესაროლის დოზის განსაზღვრას 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რადგანაც ამ პოპულაციაში მაღალია მგრძნობელობა ანტიჰისტამინური მედიკამენტების მიმართ.

ზოგიერთი ანტიჰისტამინური მედიკამენტის დოზის გადაჭარბებამ ბავშვებში შესაძლოა ნერვული სისტემის დაავადებები, სუნთქვის და გულის გაჩერება, ფატალური გამოსავალიც კი გამოიწვიოს.

სხვა მედიკამენტები და დესაროლი

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში მიიღეთ ან შესაძლოა დაგჭირდეთ რაიმე სხვა მედიკამენტი.

მონოამინოქსიდაზას ინჰბიტორებმა (MAOIs) შესაძლოა გამოიწვიოს ციპროჰეპტადინის ანტიქოლინერგული ეფექტები.

ციპროჰეპტადინმა შესაძლოა განაპირობოს ბარბიტურატებით, ბენზოდიაზეპინებით და ალკოჰოლით, ასევე სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტებით ინტოქსიკაცია. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას დესაროლით მკურნალობის დროს.

ციპროჰეპტადინმა შესაძლოა გამოიწვიოს ანტიქოლინერგული მედიკამენტების ანტიქოლინერგული ეფექტების გაძლიერება (იმიპრამინი, კლოზაპინი, ატროპინი).

ციპროჰეპტადინმა შესაძლოა შეამციროს ისეთი მედიკამენტების ანტიდეპრესანტული ეფექტი, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი.

გამატუტიანებელმა მედიკამენტებმა, როგორიცაა ეთილენდიამინი, შესაძლოა გამოიწვიოს ციპროჰეპტადინის ანტიჰისტამინური მოქმედება. სიმპატომიმეტური მედიკამენტები (ეფედრინი, სალბუტამოლი, იზოპრენალინი) აინჰიბირებს ციპროჰეპტადინის სედატიურ ეფექტს.

პერორალური ანტიკოაგუალანტები, ესტროგენები, პროგესტერონი, დიფენილჰიდანტოინი, გრიზეოფულვინი, ასევე აინჰიბირებს ანტიჰისტამინურ მოქმედებას.

L-კარნიტინის იმ მედიკამენტებთან ერთდროულად შეყვანამ (მაგალითად, ვალპროატის მჟავა, მედიკამენტის წინამორბედები, რომლებიც შეიცავს პივალის მჟავას, ცეფალოსპორინებს, ცისპლატინს, კარბიპლატინს და თიოფოსფამიდს), რომლებიც იწვევს ჰიპოკარნიტინემიას, შესაძლოა შეამციროს L-კარნიტინის შეღწევადობა.

დესაროლი შესაძლოა რეაქციაში შევიდეს კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან, როგორიცაა ამილორიდი, სპირონოლაქტონი ან ტრიამტერენი. არგინინის შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის მომატება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება და მკურნალობენ კალიუმის შემნახველი დიურეტიკებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ გამოიყენოთ დესაროლი ორსულობის ან ლაქტაციის დროს.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა

დესაროლმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა და შესაბამისად შეამციროს კონცენტრირების უნარი და რეფლექსები, თუმცა ეს ეფექტი ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე დღის განმავლობაში მედიკამენტის უწყვეტად მიღების შემდეგ. ამგვარად, რეკომენდებული არ არის სატრანსპორტო საშუალების ან საშიში ან ზუსტი მექანიზმების მართვა ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში.

**დესაროლი შეიცავს საქაროზას, სორბიტოლს, ნატრიუმს, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს (E-219)****,**თავწითელას საღებავს (E-123) და ეთანოლს.

სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 4გ საქაროზას თითოეულ დოზაზე, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

მედიკამენტი შეიცავს 1750 მგ სორბიტოლს ყოველ 10 მლ დოზაზე. სორბიტოლი ფრუქტოზის წყაროა. შაქრების გარკვეული სახეობისადმი აუტანლობის ან ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის (HFI) დიაგნოზის შემთხვევაში (იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც პაციენტს არ აქვს უნარი დაშალოს ფრუქტოზა), პაციენტმა ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.

მედიკამენტი შეიცავს 59.5 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) დოზის თითოეულ 10 მლ-ზე. ეს მოზრდილისთვის რეკომენდებული დღიური მაქსიმალური დოზის 3%-ის ეკვივალენტურია.

შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული).

ეს მედიკამენტი შეიცავს 44.88 მგ სპირტს (ეთანოლი) ყოველ 10მლ-ზე დოზაზე, რაც ეკვივალენტურია 0.6% ეთანოლის (სპირტი). ამ მედიკამენტის დოზის ყოველ 10მლ ეკვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლები ლუდის ან 1 მლ ღვინის.

სპირტის მცირე რაოდენობას, რასაც ეს მედიკამენტი შეიცავს, მნიშვნელოვანი ეფექტი არ გააჩნია.

მიღების წესი

მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით ზუსტად შეასრულეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ინსტრუქციები. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ კვლავ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამედიცინო პროდუქტი მიიღება პერორალურად.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები : 10მლ დღეში სამჯერ (ეკვივალენტურია 5.19მგ ციპროჰეპტადინის ჯამური დღიური დოზის).

არ გადააჭარბოთ 16 მგ ციპროჰეპტადინს დღის განმავლობაში.

გამოყენება ბავშვებში

2-4 წლის ბავშვები: 5მლ დღეში სამჯერ (ეკვივალენტურია ციპროჰეპტადინი 2,6მგ დღიური ჯამური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის დღიურ დოზას 12 მგ-ს.

4-6 წლის ბავშვები : 10მლ დღეში ორჯერ (ეკვივალენტურიაციპროჰეპტადინი 3.46 მგ საერთო დღიური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის 12 მგ დოზას დღის განმავლობაში.

7-14 წლის ბავშვები : 10მლ დღეში სამჯერ (ეკვივალენტურიციპროჰეტადინი 5.19 მგ საერთო დღიური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის 16 მგ-ს დღის განმავლობაში.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ეს მედიკამენტი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა.

რეკომენდებულ დღიურ დოზებს არ უნდა გადააჭარბოთ.

მიღების ფორმები

ეს მედიკამენტი უმჯობესია მიიღოთ კვებამდე 30 წუთით ადრე.

ჭარბი დოზირება

ბავშვებში ზოგიერთი ანტიჰისტამინური მედიკამენტის დოზის გადაჭარბებამ, შესაძლოა ჰალუცინაციები, ნერვული სისტემის ფუნქციონირების დაქვეითება, გულყრები, სუნთქვის ან გულის გაჩერება გამოიწვიოს და შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.

მოზრდილებში ამ მედიკამენტის ჭარბად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, რაც ხასიათდება სედაციით, რომლის ინტენსივობაც შესაძლოა ვარირებდეს მსუბუქი ძილიანობიდან ღრმა ძილამდე, კუნთების სისუსტით და კოორდინაციის დარღვევით.

ბავშვებში ინტოქსიკაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ცნს-ის სტიმულირება პროდუქტის მიღებიდან 30 წთ-2 სთ-ის განმავლობაში, ჰალუცინაციებით ან კრუნჩხვებით და ჰიპერპირექსიით.

შესაძლოა გამოვლინდეს პირის სიმშრალე, გუგების გაფართოება და კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა ფაღარათი. დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს. თან იქონიეთ წამლის ინსტრუქცია. ასევე, შესაძლებელია, დაურეკოთ ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის სამსახურს ტელეფონის ნომერზე 91-562-04-20, მიუთითოთ მედიკამენტი და მიღებული რაოდენობა.

დოზის გამოტოვება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაიმე სხვა კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა ყველას არ ემართება. გვერდით მოვლენები ზოგადად მსუბუქი და გარდამავალია და ძირითადად განპირობებულია ციპროჰეპტადინით, ხასიათდება ძილიანობით ან სედაციით, რაც შესაძლოა ავირიდოთ დოზის შემცირებით. არგინინ ასპარტატით განპირობებული გვერდითი რეაქციები ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოდის. ანტიქოლინერგული ეფექტები (პირის სიმშრალე, შეკრულობა, მხედველობის დაბინდვა, გლაუკომის გაუარესება) უფრო ხშირია ასაკოვან პაციენტებში.

ზოგადად, დესაროლის მიღების შემდეგ დაფიქსირებულია შემდგომი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შესაძლოა დაემართოს 10 ადამიანიდან 1-ს)

- გავლენა მეტაბოლიზმზე: მომატებული მადა / წონის მატება.

- ნერვულ სისტემაზე ზემოქმედება: სედაცია ან ძილიანობა, უფრო გამოხატულია მკურნალობის დასაწყისში.

- ზემოქმედება კუჭ-ნაწლავზე (საჭმლის მონელებაზე): გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი.

იშვიათი (შესაძლოა დაემართოს 1000 ადამიანიდან 1-ს)

- ფსიქიატრიული ეფექტები**:** აგზნებადობა, ნერვოზულობა, მოუსვენრობა, მენტალური კონფუზია, ჰალუცინაციები (მხედველობითი) და გაღიზიანებადობა, უფრო ხშირია დოზის გადაჭარბებისას, ეიფორია.

- ეფექტები კანის მხრივ:ერითემა (კანის გაწითლება), პურპურა, ოფლიანობა და ფოტოსენსიტიურობა.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა გავლენა მოახდინოს 10 000 ადამიანიდან 1 ადამიანზე)

- ეფექტები იმუნურ სისტემაზე : იშვიათ შემთხვევაში ანგიოედემა (სახის და კისრის უეცარი შეშუპება, რამაც შესაძლოა სუნთქვითი პრობლემები გამოიწვიოს), ანაფილაქსიური შოკი (ძლიერი ალერგიული რეაქცია).

- ეფექტები კუჭ-ნაწლავის (ან საჭმლისნმონელების) მხრივ: აბდომინალური სპაზმები.

- ზოგადი ეფექტები და ცვლილებები შეყვანის ადგილას**:** სხეულის სუნი.

- კვლევები**:** საერთაშორისო ნორმალიზებული კოეფიციენტის (INR) ზრდაპაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კუმარინის მედიკამენტებით (ანტიკოაგულანტები).

სიხშირე უცნობია (ვერ ფასდება არსებული მონაცემებით)

- გავლენა სისხლისა და ლიმფურ სისტემაზე**:** დაფიქსირდალეიკოპენია (თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება), ნეიტროპენია (თეთრი უჯრედების ტიპის დაქვეითება), აგრანულოციტოზი (თეთრი უჯრედების ტიპის დაქვეითება), თრომბოციტოპენია (თრობოციტების, სისხლის ელემენტების, დაქვეითება), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითება) და თრომბოციტოპენიის ზოგიერთი შემთხვევა (თრომბოციტების, სისხლის ელემენტების, რაოდენობის დაქვეითება) და ჰემატურია (სისხლი შარდში).

- ზემოქმედება იმუნურ სისტემაზე**:** ჰიპერმგრძნობელობა ზოგიერთი ინგრედიენტის მიმართ.

- ფსიქიატრიული ეფექტები: უძილობა, აჟიტირება, აგრესიული ქცევა, კონცენტრაციის უნარის დარღვევა (დაქვეითებული კონცენტრაცია), მეხსიერების დარღვევები (დეფიციტი).

- გავლენა ნერვულ სისტემაზე: მოტორული კოორდინაციის დარღვევა, ტრემორი, ორთოსტატული ჰიპოტენზია (სისხლის წნევის დაქვეითება ადგომისას), თავბრუსხვევის შეგრძნება, კუნთების სისუსტე ან დაღლილობა (მიასთენია), თავის ტკივილი, პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება), ნევრიტი (ნერვის ანთება); თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კარნიტინის შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს მიასთენია (მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კუნთების სისუსტით).

- ზემოქმედება თვალებზე: გუგების ჭარბი დილატაცია (მიდრიაზი), მხედველობითი აკომოდაციის დარღვევა.

- ზემოქმედება სმენაზე: ყურებში ხმაური (რეკვის, შუილის ხმა, შიდა ხმაური), ვერტიგო (უფრო ხშირია ასაკოვან პაციენტებში).

- ზემოქმედება გულზე: პალპიტაცია, ტაქიკარდია, გულის ანომალიური შეკუმშვები (ექსტრასისტოლები).

- ზემოქმედება სუნთქვაზე, გულ-მკერდზე და შუასაყარზე: ბრონქული სეკრეტის გასქელება, ლორწოვანი მემბრანების სიმშრალე (ცხვირის, ხახის), ცხვირის შეგუბება.

- ზემოქმედება კუჭ-ნაწლავზე: პირის სიმშრალე, ტკივილი კუჭის არეში (ეპიგასტრიული ტკივილი), შეკრულობა.

- ზემოქმედება ღვიძლზე: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მომატებული ტრანსამინაზები), ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება), ქოლესტაზური და/ან ციტოლიზური ჰეპატიტი.

- ზემოქმედება კანზე: ურტიკარია.

- ზემოქმედება თირკმელსა და საშარდე სისტემაზე: ხშირი შარდვა, შარდვის გართულება, შარდის შეკავება.

- ზოგადი და ადგილობრივი ეფექტები: დაღლილობა, შეშუპება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მაშინაც კი, თუ არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. ასევე შესაძლებელია უშუალოდ შეატყობინოთ ადამიანებში სამედიცინო პროდუქტების გამოყენებაზე ესპანეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის სისტემას: https://www.notificaRAM.es/. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს შეუწყობს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

შენახვა

მოარიდეთ ბავშვებს.

შენახვის სპეციალური პირობები აუცილებელი არ არის.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რაც მითითებულია კოლოფზე: after EXP. ვარგისიანობის ვადა არის ყუთზე მითითებული თვის ბოლო დღე.

არ შეიძლება მედიკამენტის ჩასხმა საკანალიზაციო მილში ან სანაგვეში გადაგდება. არასაჭირო მედიაკმენტების კონტეინერები და მედიკამენტები მიიტანეთ აფთიაქის Sigre Point-ში. ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ გადააგდოთ შეფუთვა და არასაჭირო მედიკამენტები, მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

პროდუქტის ფორმა და შეფუთვა

დესაროლი ბავშვებისთვის გამოდის მინის ბოთლებით, რეზისტენტული პოლიპროპილენის/მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (PP/HDPE) შემაკავებელით, რომელიც შეიცავს 200 მლ პერორალურ ხსნარს და დოზატორ ფინჯანს.

მარკეტინგის და წარმოების უფლებამოსილების მფლობელი

ფაეს ფარმა, ს.ა.

მაქსიმო აგუირრე, 14

48940 ლეიოა (ვიზკაია)

ესპანეთი.

დასახელება - დესაროლი ხსნარი ორალური 200მლ #1

გამოყენება
დესაროლი მიეკუთვნება მადის აღმძვრელი მედიკამენტების ჯგუფს.
ეს მედიკამენტი ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობისთვის მოზრდილებსა და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში უმადობის სამკურნალოდ.

უკუჩვენება
არ მიიღოთ დესაროლი
- თუ გაქვთ ალერგია ციპროჰეპტადინზე, არგინინ ასპარტატზე, კარნიტინზე ან ამ მედიკამენტის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე;
- ასთმური კრიზის დროს;
- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში;
- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
- თუ გაქვთ გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება), გადიდებული პროსტატა, ნაღვლის ბუშტის ან კუჭის დაცლის პრობლემები ან გიჭირთ შარდვა;
- თუ იღებთ „მონოამინოქსიდაზების ინჰიბიტორს“ (MAOI) დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების გამო;
- თუ გაქვთ პორფირია (იშვიათი დაავადება, ჩვეულებრივ მემკვიდრეობითი, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით პორფირინი გამოიყოფა შარდსა და განავალში);
- თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაავადება;
- თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული).
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
დესაროლის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი უწყვეტად 8 კვირაზე მეტ ხანს.
თუ სიმპტომები გაუარესდა ან დარჩა 4 კვირის შემდეგ, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

ბავშვები
ეს მედიკამენტი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დესაროლის დოზის განსაზღვრას 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რადგანაც ამ პოპულაციაში მაღალია მგრძნობელობა ანტიჰისტამინური მედიკამენტების მიმართ.
ზოგიერთი ანტიჰისტამინური მედიკამენტის დოზის გადაჭარბებამ ბავშვებში შესაძლოა ნერვული სისტემის დაავადებები, სუნთქვის და გულის გაჩერება, ფატალური გამოსავალიც კი გამოიწვიოს.
მიღების წესი
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით ზუსტად შეასრულეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ინსტრუქციები. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ კვლავ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამედიცინო პროდუქტი მიიღება პერორალურად.

რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: 10მლ დღეში სამჯერ (ეკვივალენტურია 5.19მგ ციპროჰეპტადინის ჯამური დღიური დოზის).
არ გადააჭარბოთ 16 მგ ციპროჰეპტადინს დღის განმავლობაში.

გამოყენება ბავშვებში
2-4 წლის ბავშვები: 5მლ დღეში სამჯერ (ეკვივალენტურია ციპროჰეპტადინი 2,6მგ დღიური ჯამური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის დღიურ დოზას 12 მგ-ს.
4-6 წლის ბავშვები: 10მლ დღეში ორჯერ (ეკვივალენტურიაციპროჰეპტადინი 3.46 მგ საერთო დღიური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის 12 მგ დოზას დღის განმავლობაში.
7-14 წლის ბავშვები: 10მლ დღეში სამჯერ (ეკვივალენტურიციპროჰეტადინი 5.19 მგ საერთო დღიური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის 16 მგ-ს დღის განმავლობაში.

შენახვა
მოარიდეთ ბავშვებს.
შენახვის სპეციალური პირობები აუცილებელი არ არის.

დასახელება - დესაროლი ხსნარი ორალური 200მლ #1

გამოყენება
დესაროლი მიეკუთვნება მადის აღმძვრელი მედიკამენტების ჯგუფს.
ეს მედიკამენტი ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობისთვის მოზრდილებსა და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში უმადობის სამკურნალოდ.

უკუჩვენება
არ მიიღოთ დესაროლი
- თუ გაქვთ ალერგია ციპროჰეპტადინზე, არგინინ ასპარტატზე, კარნიტინზე ან ამ მედიკამენტის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე;
- ასთმური კრიზის დროს;
- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში;
- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
- თუ გაქვთ გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება), გადიდებული პროსტატა, ნაღვლის ბუშტის ან კუჭის დაცლის პრობლემები ან გიჭირთ შარდვა;
- თუ იღებთ „მონოამინოქსიდაზების ინჰიბიტორს“ (MAOI) დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების გამო;
- თუ გაქვთ პორფირია (იშვიათი დაავადება, ჩვეულებრივ მემკვიდრეობითი, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით პორფირინი გამოიყოფა შარდსა და განავალში);
- თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაავადება;
- თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული).
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
დესაროლის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი უწყვეტად 8 კვირაზე მეტ ხანს.
თუ სიმპტომები გაუარესდა ან დარჩა 4 კვირის შემდეგ, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

ბავშვები
ეს მედიკამენტი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დესაროლის დოზის განსაზღვრას 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რადგანაც ამ პოპულაციაში მაღალია მგრძნობელობა ანტიჰისტამინური მედიკამენტების მიმართ.
ზოგიერთი ანტიჰისტამინური მედიკამენტის დოზის გადაჭარბებამ ბავშვებში შესაძლოა ნერვული სისტემის დაავადებები, სუნთქვის და გულის გაჩერება, ფატალური გამოსავალიც კი გამოიწვიოს.
მიღების წესი
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით ზუსტად შეასრულეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ინსტრუქციები. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ კვლავ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამედიცინო პროდუქტი მიიღება პერორალურად.

რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: 10მლ დღეში სამჯერ (ეკვივალენტურია 5.19მგ ციპროჰეპტადინის ჯამური დღიური დოზის).
არ გადააჭარბოთ 16 მგ ციპროჰეპტადინს დღის განმავლობაში.

გამოყენება ბავშვებში
2-4 წლის ბავშვები: 5მლ დღეში სამჯერ (ეკვივალენტურია ციპროჰეპტადინი 2,6მგ დღიური ჯამური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის დღიურ დოზას 12 მგ-ს.
4-6 წლის ბავშვები: 10მლ დღეში ორჯერ (ეკვივალენტურიაციპროჰეპტადინი 3.46 მგ საერთო დღიური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის 12 მგ დოზას დღის განმავლობაში.
7-14 წლის ბავშვები: 10მლ დღეში სამჯერ (ეკვივალენტურიციპროჰეტადინი 5.19 მგ საერთო დღიური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის 16 მგ-ს დღის განმავლობაში.

შენახვა
მოარიდეთ ბავშვებს.
შენახვის სპეციალური პირობები აუცილებელი არ არის.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Desarrol - დესაროლი ხსნარი 200მლ
  • სახელი: Desarrol - დესაროლი ხსნარი 200მლ
  • მწარმოებელი: FAES FARMA, S.A. (ესპანეთი)
  • შეფუთვა: (50მგ+25მგ+0,2მგ)/მლ 200მლ პერორალური ხსნარი ბოთლი №1 საზომ ჭიქასთან ერთად
PSP 38.73 ლ
დესაროლი 200მლ პერ/ხს
  • სახელი: დესაროლი 200მლ პერ/ხს
  • შეფუთვა: (50მგ+25მგ+0,2მგ)/მლ 200მლ პერორალური ხსნარი ბოთლი №1 საზომ ჭიქასთან ერთად
Aversi 38.73 ლ
დესაროლი ხსნარი ორალური 200მლ #1
  • სახელი: დესაროლი ხსნარი ორალური 200მლ #1
  • მწარმოებელი: FAES FARMA, S.A. (ესპანეთი)
  • შეფუთვა: (50მგ+25მგ+0,2მგ)/მლ 200მლ პერორალური ხსნარი ბოთლი №1 საზომ ჭიქასთან ერთად
Pharmadepot 46.46 ლ

GPC 48.9 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა