ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუნთებისა და სახსრების ტკივლის სააწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებები, კუნთებისა და სახსრების ტკივლის სააწინააღმდეგო სხვა ადგილობრივი საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - nonivamide, nicoboxil
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → პერიფერიული სისხლის
მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები → მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი
პრეპარატები, ანგიოპროტექტორები
შემადგენლობა
1 გ მალამო შეიცავს: 4 მგ ნონივამიდს, 25 მგ ნიკობოქსილს.
დამხმარე ნივთიერებები: დიიზოპროპილის ადიპატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი,
თეთრი რბილი პარაფინი, სორბინის მჟავა, ცეილონის ციტრონელის ზეთი, გასუფთავებული
წყალი
აღწერილობა
თითქმის უფერო ან ოდნავ მოყავისფრო, გამჭვირვალე ან ოდნავ გლუვი, რბილი
ჰომოგენური მალამო.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს გარეგანი გამოყენების სხვა საშუალებები.
ათქ კოდი: M02AX10.
გამოყენების ჩვენება
ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას პაციენტის კანში კუნთებისა და
სახსრების ტკივილის დროს.
კუნთებისა და სახსრების ტკივილის სიმპტომური მკურნალობა.
გამოყენების წესი და დოზები
მკურნალობის დასაწყისში მცირე რაოდენობის ფინალგონი უნდა წაისვათ კანის პატარა
უბანზე ინდივიდუალური რეაქციის შესამოწმებლად. საპასუხო რეაქცია მალამოს
გამოყენებაზე მნიშვნელოვნად ვარირებს: ზოგი პაციენტისთვის საჭიროა ძალიან მცირე
რაოდენობის მალამო სითბოს შეგრძნების გამოსავლენად, ხოლო ზოგ პაციენტში აღნიშნული
ეფექტი იქნება სუსტად გამოხატული ან საერთოდ არ იქნება აღნიშნული.
საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს მალამოს ქ სმ-ს (ესეიგი დაახლოებით ბარდის
მარცვლის ზომის) ხელის გულის ზომის კანის ზედაპირზე. მცირე რაოდენობაც კი
გამოიწვევს სითბოს შეგრძნებას, რომელიც აღინიშნება წასმიდან რამდენიმე წუთში და
სრულად გამოვლინდება 20-30 წუთში.
შემდგომი წასმის დროს შეიძლება დოზის გაზრდა ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით.
პრეპარატის წასმისას მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 სმ-ს ხელის გულის
ზომის კანის ზედაპირზე. ფინალგონი გამოიყენება საჭიროების მიხედვით 2-3 ჯერ
დღეში. არ გამოიყენოთ სამზე მეტჯერ დღე-ღამეში.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ფინალგონის უსაფრთხოება და ეფექტურობა
შესწავლილი არ არის.
გამოყენების წესი
კანზე წასასმელად.
აპლიკატორის გამოყენებით მსუბუქი მოძრაობით გაანაწილეთ მალამო ტკივილის უბანზე.
ფინალგონის წასმის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნით.
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა ნონივამიდის, ნიკობოქსილის, ასევე ნებისმიერი
დამხმარე კომპონენტის მიმართ;
- ძალიან მგრძნობიარე კანი;
- ღია ჭრილობა;
- დერმატიტები;
- კანის დაავადებები.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების მონაცემების არ
არსებობის გამო ფინალგონი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ პერიოდებში. ადამიანის
ფერტილობაზე გავლენის კვლევები არ ჩატარებულა.
სამკურნალო საშუალების გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის
უნარზე
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ფინალგონის გავლენის
კვლევები არ ჩატარებულა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედება ადგილობრივად ან სისტემურად გამოყენებულ სხვა პრეპარატებთან
გამოვლენილი არ არის.

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა