ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოანალეფსური საშუალებები, სხვა ანტიდეპრესანტები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
ბრინტელიქსი
სავაჭროსახელწოდება: ბრინტელიქსი.
საერთაშორისოარაპატენტირებულისახელწოდება**:** ვორთიოქსეტინი.
სამკურნალოფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა
აქტიურინივთიერება: ვორთიოქსეტინის ჰიდრობრომიდი 6,355 მგ/12,710 მგ/19,065 მგ / 25,420 მგ, რაც არის 5 მგ/10 მგ/15 მგ/20 მგ ვორთიოქსეტინის ეკვივალენტური.
დამხმარე****ნივთიერებები : მანიტოლი 110.645 მგ/104.29 მგ/97.935 მგ/91.58 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა 22.5 მგ/22.5 მგ/22.5 მგ/22.5 მგ, ჰიპროლოზა 4.5 მგ/4.5 მგ/4.5 მგ/4.5 მგ, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ტიპი A) 4.5 მგ/4.5 მგ/4.5 მგ/4.5 მგ, მაგნიუმის სტეარატი 1.5 მგ/1.5 მგ/1.5 მგ/1.5 მგ/1.5 მგ
აპკიანიგარსი:
5 მგ ტაბლეტებისთვის - ოპადრი ვარდისფერი 4.5 მგ (ჰიპრომელოზა 2.813 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) 1.375 მგ, მაკროგოლი 400 0.281 მგ, რკინის ოქსიდი წითელი საღებავი (E172) 0.032 მგ).
10 მგ ტაბლეტებისთვის - ოპადრი ყვითელი 4.5 მგ (ჰიპრომელოზა 2.813 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) 1.350 მგ, მაკროგოლი 400 0.281 მგ, რკინის ოქსიდის ყვითელი საღებავი (E172) 0.056 მგ).
აღწერილობა
5 მგ: ნუშის ფორმის ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრულია "TL" და მეორე მხარეს "5".
10 მგ: ნუშის ფორმის ღია ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრულია "TL" და მეორე მხარეს "10".
ფარმაკოთერაპიული****ჯგუფი : ანტიდეპრესანტი.
ფარმაკოლოგიური****თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების****მექანიზმი
როგორც ჩანს, ვორთიოქსეტინის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მის პირდაპირ მოდულირებულ სეროტონინერგულ აქტივობასთან და სეროტონინის გადამტანი ცილის ინჰიბირებასთან. პრეკლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ვორთიოქსეტინი მოქმედებს როგორც 5-HT3, 5-HT7 და 5-HT1D რეცეპტორების ანტაგონისტი, 5-HT1B რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტი და 5HT1A რეცეპტორების სრული აგონისტი, ასევე ახდენს 5-HT ტრანსპორტერის ინჰიბირებას, რითაც რამდენიმე სისტემაში ახდენს პირველ რიგში, სეროტონინერგულ, ასევე შესაძლებელია ნორადრენერგულ, დოფამინერგულ ნეიროტრანსმისიას, რომელიც განპირობებულია ჰისტამინით, აცეტილქოლინით, გაემ და გლუტამატით. ამგვარი მულტიმოდალური ფარმაკოლოგიური აქტივობა, როგორც ჩანს საფუძვლად უდევს ვორთიოქსეტინის ანტიდეპრესიულ და ანქსიოლიზურ თვისებებს, ამავდროულად განსაზღვრავს კოგნიტური ფუნქციის, დასწავლის და მეხსიერების გაუმჯობესებას, რაც გამოვლინდა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში. თუმცა, ვინაიდან გაურკვეველია თითოეული ფარმაკოლოგიური სამიზნის ინდივიდუალური წვლილი ვორთიოქსეტინის გამოვლენილ ფარმაკოდინამიურ პროფილში, მოყვანილი პრეკლინიკური მონაცემების ექსტრაპოლაცია ადამიანზე უნდა განხორციელდეს სიფრთხილით.
პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის გამოყენებით ადამიანზე მიმდინარე ორ კვლევაში, რომლის მიზანი იყო ვორთიოქსეტინის სხვადასხვა დოზირების დონეზე 5-HT გადამტანების დაკავებულობის ხარისხის რაოდენობრივი დადგენა (11C-MADAM ან 11C-DASB ლიგანდების გამოყენებით), მიღებულია შემდეგი მონაცემები: ვორთიოქსეტინთან დაკავშირებული 5-HT გადამტანების საშუალო რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 50%-ს 5 მგ/დღ დოზაზე, 65%-ს 10 მგ/დღ დოზაზე და იზრდებოდა 80%-მდე დოზის 20 მგ/დღ-მდე გაზრდისას.
კლინიკურიეფექტურობადა****უსაფრთხოება
ვორთიოქსეტინის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი იყო 6700 პაციენტის მონაწილეობით მიმდინარე რიგ კლინიკურ კვლევაში, საიდანაც 3700-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა მოკლევადიან კვლევებში (≤12 კვირა) დიდი დეპრესიული აშლილობის დროს. ჩატარდა თორმეტი ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი, 6/8 კვირიანი კვლევა ფიქსირებული დოზებით, რომელთა მიზანი იყო ვორთიოქსეტინის მოკლევადიანი ეფექტურობის განსაზღვრა მოზრდილ პაციენტებში (მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებშიც) დიდი დეპრესიული აშლილობის დროს. ვორთიოქსეტინის ეფექტურობა, სულ მცირედ ერთი დოზის გამოყენების ჯგუფში, გამოვლინდა 12-დან 9 კვლევაში, სადაც, პლაცებოსთან შედარებით, დაფიქსირდა სულ მცირედ 2 ქულიანი ცვლილება დეპრესიის შეფასებისთვის განკუთვნილი მონტგომერი-ასბერგისა (MADRS) და ჰამილტონის (HAM-D24) შკალით. ეს კლინიკურად დასტურდებოდა იმ პაციენტების რაოდენობით, რომლებიც პასუხობდნენ თერაპიაზე და მიაღწიეს რემისიას, ასევე მდგომარეობის გაუმჯობესებით ზოგადი კლინიკური შთაბეჭდილების შკალის (CGI-I) შესაბამისად. დოზის მომატების შემთხვევაში ვორთიოქსეტინის ეფექტურობა იზრდებოდა.
მოზრდილებში ჩატარებული მოკლევადიანი პლაცებო კონტროლირებადი კვლევების პირობებში, ცალკეული კვლევების ეფექტურობა დადასტურებულია 6-8 კვირაზე MADRS შკალის საერთო ქულის საშუალო ცვლილების მეტა ანალიზით. ამ კვლევების მეტა ანალიზის შედეგებით, განსხვავება პლაცებოსთან შედარებით იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი: -2,3 ქულა (p=0,007); -3,6 ქულა (p<0,001); -4,6 ქულა (p<0,001) 5, 10 და 20 მგ/დღ დოზებისთვის, შესაბამისად, 15 მგ/დღ დოზისთვის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა პლაცებოსთან შედარებით არ ყოფილა მიღწეული მეტა-ანალიზის მონაცემებით, მაგრამ საშუალო განსხვავებამ პლაცებოსთან შედარებით შეადგინა -2,6 ქულა. ვორთიოქსეტინის ეფექტურობა დასტურდება კონსოლიდირებული ანალიზის დროსაც, რომელშიც რესპონდენტების პროცენტულმა მაჩვენებელმა შეადგინა 46%-დან 49%-მდე ვორთიოქსეტინის გამოყენებისას, პლაცებოს გამოყენების დროს მიღებულ 34%-თან შედარებით (p<0,01; ანალიზი NRI).
გარდა ამისა, ვორთიოქსეტინმა 5-20 მგ/დღ დიაპაზონში ეფექტურობა გამოავლინა დეპრესიის სიმპტომების ფართო სპექტრის მიმართ (შეფასებული იყო ქულათა ცვლილებით MADRS ყველა ცალკეული ქვეშკალით).
ვორთიოქსეტინის ეფექტურობა 10 ან 20 მგ/დღ დოზებში ასევე ნაჩვენები იყო 12-კვირიან, ორმაგ ბრმა, ცვალებადი დოზებით მიმდინარე შედარებით კვლევაში აგომელატინის 25 ან 50 მგ/დღ დოზით პაციენტებში დიდი დეპრესიული აშლილობით. აგომელატინთან შედარებით, ვორთიოქსეტინმა გამოავლინა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა MADRS შკალის საერთო ქულით, რაც ასევე კლინიკურად მნიშვნელოვანი იყო იმ პაციენტების რაოდენობით, რომლებსაც ჰქონდათ პასუხი მკურნალობაზე, მიაღწიეს რემისიას და გაუმჯობესებას CGI-I შკალის მიხედვით.
შემანარჩუნებელი****თერაპია
ანტიდეპრესიული ეფექტის მდგრადობა შემანარჩუნებელი თერაპიის დროს ნაჩვენებია რეციდივის პროფილაქტიკის კვლევაში. პაციენტები, რომლებიც 12 კვირიანი ღია კვლევის მსვლელობისას იმყოფებოდნენ რემისიაში ვორთიოქსეტინის საწყისი თერაპიის შემდეგ, რანდომიზებული იყვნენ პლაცებოს და ვორთიოქსეტინის 5 ან 10 მგ/დღ ჯგუფებად. მათ აკვირდებოდნენ რეციდივის გამოვლენის თვალსაზრისით ორმაგი, ბრმა კვლევის განმავლობაში, რომელიც გაგრძელდა არანაკლებ 24 კვირა (24-დან 64 კვირამდე). ვორთიოქსეტინის უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით (p=0,004) დაფიქსირდა შეფასების ძირითადი კრიტერიუმის - დიდი დეპრესიული აშლილობის რეციდივის დროის მიხედვით, რისკის 2,0 თანაფარდობით; ეს იმას ნიშნავს, რომ ვორთიოქსეტინის ჯგუფთან შედარებით, რეციდივის რისკი ორჯერ მაღალი იყო პლაცებოს ჯგუფში.
ხანდაზმულიასაკისპაციენტები
ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, 8-კვირიან კვლევაში, დეპრესიის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტების მონაწილეობით (≥65 წელი, n=452, ვორთიოქსეტინით მკურნალობას აქედან იღებდა 156) პრეპარატის ფიქსირებული დოზის გამოყენებისას, ვორთიოქსეტინს 5 მგ/დღ დოზით უპირატესობა ჰქონდა პლაცებოსთან შედარებით, გაუმჯობესების მიმართულებით MADRS და HAM-D24 შკალით ჯამური ქულით შეფასებისას. სხვაობამ ვორთიოქსეტინს და პლაცებოს შორის შეადგინა 4,7 ქულა MADRS შკალით თერაპიის მე-8 კვირაზე (MMRM ანალიზი).
პაციენტები მძიმე დეპრესიით ან დეპრესიით და შფოთვის გამოხატული სიმპტომებით
ვორთიოქსეტინის ეფექტურობა ასევე გამოვლენილი იყო პაციენტებში მძიმე დეპრესიით (საწყისი საერთო ქულა MADRS შკალით ≥30) და პაციენტებში დეპრესიით და შფოთვის გამოხატული სიმპტომებით (საწყისი საერთო ქულა HAM-A შკალით ≥20) მოზრდილი პაციენტების ხანმოკლე კვლევაში (პლაცებოსგან საშუალო განსხვავება MADRS შკალით მე-6 და მე-8 კვირაზე მერყეოდა 2.8-დან 7.3 ქულამდე და 3.6-დან 7.3 ქულამდე, შესაბამისად (MMRM ანალიზი)). ხანდაზმულებში ჩატარებულ ცალკე კვლევაში ვორთიოქსეტინმა აჩვენა ეფექტურობა ამ ჯგუფის პაციენტებშიც.
ანტიდეპრესიული ეფექტის მდგრადობა პაციენტების მოცემულ კატეგორიაში ასევე ნაჩვენები იყო რეციდივის პროფილაქტიკის ხანგრძლივ კვლევაში.
ვორთიოქსეტინის გავლენა ციფრული სიმბოლოების ჩანაცვლების ტესტის (Digit Symbol Substitution Test, DSST) შედეგებზე, ძირითადი სასიცოცხლო უნარების ხარისხის შეფასებაზე კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტის შკალით (UPSA) (ობიექტური მაჩვენებლები), ასევე ქულების რაოდენობა სუბიექტური დეფიციტის შეფასების კითხვარში (Perceived Deficits Questionnaire, PDQ) და ქულების რაოდენობა კოგნიტური და ფიზიკური ფუნქციონირების შეფასების კითხვარში (Cognitive and Physical Functioning Questionnaire, CPFQ) (სუბიექტური მაჩვენებლები)
ვორთიოქსეტინის ეფექტურობა (5-20 მგ/დღ დოზით) პაციენტებში დიდი დეპრესიული აშლილობით შესწავლილი იყო ორ ხანმოკლე პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში მოზრდილებში და ერთში - ხანდაზმულ პაციენტებში.
ვორთიოქსეტინმა აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ციფრული სიმბოლოების ჩანაცვლების ტესტის (DSST) შედეგზე პლაცებოსთან შედარებით Δ = 1,75 -დან (р = 0,019) - 4,26-მდე (р < 0,0001) მოზარდების ორ კვლევაში და Δ = 2,79 (р = 0,023) ხანდაზმული ასაკის პაციენტების კვლევაში. სამივე კვლევაში, საწყის მნიშვნელობასთან შედარებით, DSST ტესტში სწორი სიმბოლოების რაოდენობიდან საშუალო ცვლილების მეტა ანალიზში (ANCOVA, LOCF), ვორთიოქსეტინი განსხვავდებოდა პლაცებოსგან (р < 0,05) ეფექტის სტანდარტიზირებული სიდიდით 0,35. MADRS-ში ცვლილებაზე ჩასწორებისას, იმავე კვლევების მეტა ანალიზში ქულების საერთო რაოდენობამ აჩვენა, რომ ვორთიოქსეტინი განსხვავდებოდა პლაცებოსგან (р < 0,05) ეფექტის სტანდარტიზირებული სიდიდისას 0,24.
ერთ კვლევაში ფასდებოდა ვორთიოქსეტინის ზემოქმედება ფუნქციურ უნარებზე ძირითადი სასიცოცხლო უნარების ხარისხის შეფასების გზით კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტის შკალით (UPSA). ვორთიოქსეტინი სტატისტიკურად განსხვავდებოდა პლაცებოსგან 8,0 ქულიანი შედეგით ვორთიოქსეტინისთვის, პლაცებოს 5,1 ქულასთან შედარებით (р = 0,0003).
ერთ კვლევაში ვორთიოქსეტინი აღემატებოდა პლაცებოს სუბიექტური მაჩვენებლების თვალსაზრისით, რომელიც გაზომილი იყო სუბიექტური დეფიციტის შეფასების კითხვარით, ვორთიოქსეტინისთვის -14,6, ხოლო პლაცებოსთვის -10,5 შედეგით (р = 0,002). ვორთიოქსეტინი არ განსხვავდებოდა პლაცებოსგან სუბიექტური მაჩვენებლების თვალსაზრისით, რომელიც იზომებოდა კოგნიტური და ფიზიკური ფუნქციონირების შეფასების კითხვარით, ვორთიოქსეტინისთვის -8,1, ხოლო პლაცებოსთვის -6,9 შედეგით (р = 0,086).
ამტანობადაუსაფრთხოება
ვორთიოქსეტინის ამტანობა და უსაფრთხოება დადგენილი იყო ხანმოკლე და ხანგრძლივი კვლევების დროს 5-დან 20 მგ/დღ დოზების დიაპაზონში. ინფორმაცია არასასურველ გვერდით რეაქციებზე მოყვანილია თავში „გვერდითი მოქმედება“. პლაცებოსთან შედარებით, ვორთიოქსეტინი არ ზრდიდა უძილობის ან ძილიანობის განვითარების სიხშირეს.
ხანმოკლე და ხანგრძლივ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში თანმიმდევრობით ფასდებოდა ვორთიოქსეტინით მკურნალობის მკვეთრი შეწყვეტის შემდგომი მოხსნის შესაძლო სიმპტომები. მოხსნის სიმპტომების ხარისხის ან განვითარების სიხშირის თვალსაზრისით ვორთიოქსეტინით როგორც ხანმოკლე (6-12 კვირა), ასევე ხანგრძლივი (24-64 კვირა) თერაპიის შემდეგ, კლინიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა პლაცებოსთან შედარებით არ გამოვლენილა.
სპონტანური ჩივილების სიხშირე სექსუალურ არასასურველ გვერდით რეაქციებზე იყო დაბალი და პლაცებოს მსგავსი, ვორთიოქსეტინით, როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივი კვლევის დროს. არიზონის სექსუალური ფუნქციის შკალის (ASEX) გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში, თერაპიით გამოწვეული სექსუალური დისფუნქციის (TESD) სიხშირე და ჯამური ქულა ASEX-ის შკალით კლინიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა პლაცებოსგან ვორთიოქსეტინის 5-15 მგ/დღ დოზის გამოყენებისას. ვორთიოქსეტინის 20 მგ/დღ დოზის გამოყენებისას გამოვლინდა სექსუალური დისფუნქციის შემთხვევების სიხშირის გაზრდა პლაცებოსთან შედარებით (სხვაობა სიხშირეში 14,2%, ნდობის ინტერვალი 95% (1,4; 27,0)).
ვორთიოქსეტინის ზეგავლენა სქესობრივ ფუნქციაზე დამატებით ფასდებოდა 8-კვირიან, ორმაგ ბრმა შედარებით კვლევაში მოქნილი დოზირების გამოყენებით (n=424) ესციტალოპრამთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სუსი-თ (ციტალოპრამი, პაროქსეტინი ან სერტრალინი) სულ მცირედ 6 კვირის განმავლობაში, დეპრესიული სიმპტომების დაბალი დონით (,,საერთო კლინიკური შეფასება-დაავადების სიმძიმე“ მაჩვენებელი საწყის დონეზე ≤ 3) და TESD, რომელიც გამოწვეული იყო სუსი-თ წინამორბედი მკურნალობით. ესციტალოპრამის 10-20 მგ/დღ დოზის გამოყენებასთან შედარებით, ვორთიოქსეტინის 10-20 მგ/დღ დოზის გამოყენებისას ვლინდებოდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანად ნაკლები TESD, რაც გაზომილი იყო მე-8 კვირაზე სქესობრივი ფუნქციის ცვლილების კითხვარის-14 (CSFQ-14) (2,2 ქულა, р=0,013) საერთო მაჩვენებლის ცვლილებით. მე-8 კვირაზე იმ პაციენტების წილი, რომლებსაც ჰქონდათ პასუხი მკურნალობაზე, მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდნენ ვორთიოქსეტინის ჯგუფში (162 (74,7%)) ესციტალოპრამის ჯგუფთან შედარებით (137 (66,2%)) (შთ 1,5 (p=0,057). ანტიდეპრესიული ეფექტი ვლინდებოდა მკურნალობის ორივე ჯგუფში.
ხანმოკლე და ხანგრძლივი კვლევის დროს, ვორთიოქსეტინი, პლაცებოსთან შედარებით, არ მოქმედებდა სხეულის წონაზე, გულის შეკუმშვის სიხშირეზე ან არტერიულ წნევაზე.
ვორთიოქსეტინი არ ავლენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას თირკმელების და ღვიძლის ფუნქციონირების პარამეტრებზე კლინიკურ კვლევებში.
პაციენტებში დიდი დეპრესიული აშლილობით, ვორთიოქსეტინი არ ავლენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას ეკგ პარამეტრებზე, მათ შორის, QT, QTc, PR და QRS ინტერვალზე. QTc ინტერვალის შესწავლისას ჯანმრთელ სუბიექტებში, ვორთიოქსეტინი 40 მგ/დღ-მდე დოზით არ მოქმედებდა მის ხანგრძლივობაზე.
ბავშვებიდამოზარდები**(18წლამდე)**
ჩატარებული იყო ერთი რანდომიზირებული, ორმაგი, ბრმა, პლაცებოკონტროლირებადი, 8-კვირიანი კვლევა პრეპარატების ფიქსირებული დოზით, შედარების აქტიურ პრეპარატთან დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე 12-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტების მონაწილეობით. კვლევა მოიცავდა 4-კვირიან, მარტივ, ბრმა საწყის პერიოდს პლაცებოს გამოყენებით სტანდარტიზირებული ფსიქოსოციალური ჩარევით (N=777). მოხდა მხოლოდ ისეთი პაციენტების რანდომიზირება, რომლებსაც არ ჰქონდათ პასუხი საწყის პერიოდში (N=615). ბავშვებში დეპრესიის შეფასების განახლებული შკალის (CDRS-R) საერთო ქულის მონაცემებით, ვორთიოქსეტინი 10 და 20 მგ/დღ არ იყო სტატისტიკურად უფრო ეფექტური პლაცებოსთან შედარებით. შედარების აქტიური პრეპარატი (ფლუოქსეტინი, 20 მგ/დღ) სტატისტიკურად განსხვავდებოდა პლაცებოსგან CDRS-R შკალის საერთო ქულების მონაცემებით. მთლიანობაში, ვორთიოქსეტინის არასასურველი რეაქციების პროფილი მოზარდებში იყო მოზრდილ პაციენტებში არსებული მონაცემების მსგავსი, გამონაკლისი მოზრდილებში მოზრდილ პაციენტებთან შედარებით იყო მუცლის ტკივილთან და სუიციდურ აზრებთან დაკავშირებული უფრო ხშირი მოვლენები. ვორთიოქსეტინის 10 მგ/დღ დოზასთან (2,7%), ფლუოქსეტინთან (3,3%) და პლაცებოსთან (1,3%) შედარებით, არასასურველ მოვლენებთან დაკავშირებული სამკურნალო პრეპარატის მოხსნის სიხშირე (ძირითადად, სუიციდური აზრები, გულისრევა და ღებინება) ყველაზე მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვორთიოქსეტინს 20 მგ/დღ დოზით (5,6%). ვორთიოქსეტინის გამოყენების დროს ყველაზე ხშირი არასასურველი მოვლენები იყო გულისრევა, ღებინება და თავის ტკივილი. სუიციდური აზრები და ქცევა ვლინდებოდა არასასურველი მოვლენების სახით როგორც 4-კვირიან, მარტივ, ბრმა საწყის პერიოდში (პლაცებო 13/777 [1,7%], ასევე მკურნალობის 8-კვირიანი პერიოდის განმავლობაში (ვორთიოქსეტინი 10 მგ/დღ 2/147 [1,4%], ვორთიოქსეტინი 20 მგ/დღ 6/161 [3,7%], ფლუოქსეტინი 6/153 [3,9%], პლაცებო 0/154 [0%]. სუიციდური აზრების და ქცევის შემთხვევების სიხშირე, რომელიც გაზომილი იყო სუიციდური გამოვლინების სიმძიმის ხარისხის შეფასების კოლუმბიის უნივერსიტეტის შკალით (C-SSRS), მსგავსი იყო პაციენტების ყველა ჯგუფში.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ვორთიოქსეტინი ნელა, მაგრამ კარგად შეიწოვება შიგნით მიღების შემდეგ. მაქსიმალური შრატისმიერი კონცენტრაცია მიიღწევა 7-11 საათის შემდეგ. 5, 10 ან 20 მგ/დღ დოზების მრავალჯერადი მიღების შემდეგ, საშუალო მაქსიმალური შრატისმიერი კონცენტრაცია (Cmax) შეადგენს 9-33 ნგ/მლ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 75%. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“).
განაწილება
განაწილების საშუალო მოცულობა (Vss) შეადგენს 2600 ლ, რაც მოწმობს ექსტენსიურ სისხლძარღვს გარე გადანაწილებაზე. შრატის ცილებთან შეკავშირების ხარისხი - მაღალია (98-99%) და, როგორც ჩანს, არ არის დამოკიდებული ვორთიოქსეტინის კონცენტრაციაზე შრატში.
ბიოტრანსფორმაცია
ვორთიოქსეტინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად, ჟანგვის ხარჯზე CYP2D6 იზოფერმენტის და, ნაკლები ხარისხით, CYP3A4/5 და CYP2C9 იზოფერმენტის დახმარებით და გლუკურონის მჟავის შემდგომი კონიუგაციით.
სამკურნალო ურთიერთზემოქმედების კვლევებში არ გამოვლენილა ვორთიოქსეტინის მაინჰიბირებელი ან მაინდუცირებელი ზემოქმედება CYP1A2, CYP2A6, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP2E1 ან CYP3A4/5 იზოფერმენტებზე (იხ. ნაწილი „ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“). ვორთიოქსეტინი არის P-გლიკოპროტეინის სუსტი სუბსტრატი და ინჰიბიტორი.
ვორთიოქსეტინის ძირითადი მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
გამოყოფა
ნაწილობრივად გამოყოფის საშუალო პერიოდი და ორალური კლირენსი შეადგენს 66 სთ და 33 ლ/სთ შესაბამისად.
ვორთიოქსეტინის არააქტიური მეტაბოლიტის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა შარდით და დაახლოებით 1/3 განავალით. ვორთიოქსეტინის მცირე რაოდენობა გამოიყოფა განავალით შეუცვლელი სახით. შრატისმიერი წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 2 კვირის შემდეგ.
წრფივობა _/_არაწრფივობა
ფარმაკოკინეტიკა ატარებს წრფივ ხასიათს და არ არის დამოკიდებულია დროზე შესწავლილი დოზის დიაპაზონში (2,5-60 მგ/დღ).
ნაწილობრივი გამოყოფის პერიოდის შესაბამისად AUC 0-24სთ საფუძველზე 5-20 მგ/დღ მრავალჯერადი დოზების შემდეგ, დაგროვების ინდექსი 5-დან 6-მდეა.
პაციენტებისგანსაკუთრებულიჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ ჯანმრთელ სუბიექტებში (≥65 წელი; n=20) ვორთიოქსეტინის ექსპოზიცია იზრდებოდა 27%-ით (Cmax და AUC) ახალგაზრდა ჯანმრთელი სუბიექტების საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (≤45 წელი) მრავალჯერადი დოზის 10 მგ/დღ შეყვანის შემდეგ. ვორთიოქსეტინის მინიმალური ეფექტური დოზის 5 მგ/დღ გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს საწყისი დოზის სახით ≥65 ასაკის პაციენტებში (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“). ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ვორთიოქსეტინის 10 მგ/დღ მეტი დოზა ინიშნება სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
თირკმელების უკმარისობა
ჯანმრთელი სუბიექტების საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ვორთიოქსეტინის 10 მგ/დღ ერთჯერადი დოზის შემდეგ, თირკმელების უკმარისობა, რომელიც ფასდებოდა კოკროფტ- გოლტის ფორმულით (მსუბუქი, საშუალო ან მძიმე; n=8 ჯგუფში) იწვევდა ვორთიოქსეტინის ექსპოზიციის ზომიერ (30%-მდე) ზრდას. პაციენტებში თირკმელების დაზიანების ტერმინალური სტადიით, დიალიზი იწვევდა ექსპოზიციის მხოლოდ უმნიშვნელო შემცირებას (AUC და Cmax მცირდებოდა 13%-ით და 27%-ით შესაბამისად, n=8) ვორთიოქსეტინის ერთჯერადი დოზის 10 მგ შემდეგ. თირკმელების ფუნქციის მიუხედავად, დოზის კორექცია არ არის საჭირო (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“ და ,,განსაკუთრებული მითითებები“).
ღვიძლის უკმარისობა
პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში (N = 6-8) ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე ხარისხის დაზიანებით (ჩაილდ-პიუს კრიტერიუმები А, В და С შესაბამისად) იყო ჯანმრთელი მოხალისეების მაჩვენებლების შესაბამისი. AUC ცვლილება იყო 10%-ზე ნაკლები პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის დარღვევით და 10%-ზე მეტი ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტებში. Cmax ცვლილება იყო 25%-ით ნაკლები ყველა ჯგუფში. არ არის საჭირო დოზის კორექცია ღვიძლის ფუნქციის შესაბამისად (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“ და „განსაკუთრებული მითითებები“).
CYP2D6 იზოფერმენტის გენის ტიპები
ვორთიოქსეტინის შრატისმიერი კონცენტრაცია იყო დაახლოებით ორჯერ მეტი პაციენტებში CYP2D6 იზოფერმენტის შემცირებული მეტაბოლური აქტივობით ექსტენსიურ მეტაბოლიზატორებთან შედარებით. CYP3A4/2C9 იზოფერმენტების ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ პაციენტებში CYP2D6 იზოფერმენტის შემცირებული მეტაბოლური აქტივობით შესაძლებელია, პოტენციურად გამოიწვიოს ვორთიოქსეტინის ექსპოზიციის მატება (იხ. ნაწილი „ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სახვა ფორმები“). პაციენტებში CYP2D6 იზოფერმენტის ძალიან სწრაფი მეტაბოლიზმით, ვორთიოქსეტინის 10 მგ/დღე შრატისმიერი კონცენტრაცია იყო იმ მნიშვნელობის ფარგლებში, რომელიც მიღებული იყო ექსტენსიურ მეტაბოლიზატორებში 5 მგ/დღ და 10 მგ/დღ დოზებზე. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით საჭიროა პრეპარატის დოზის კორექციის შესაძლებლობის განხილვა (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“).
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე )
ვორთიოქსეტინის ფარმაკოკინეტიკას ბავშვებში და მოზარდებში დიდი დეპრესიული აშლილობით, პრეპარატის 5-20 მგ დღეში ერთჯერ შიგნით მიღების შემდეგ, ახასიათებდნენ პოპულაციური მოდელების ანალიზის გამოყენებით იმ მონაცემების საფუძველზე, რომელიც მიღებული იყო ფარმაკოკინეტიკის (7-17 წელი) და ეფექტურობის და უსაფრთხოების (12-17 წელი) კვლევაში. ვორთიოქსეტინის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში და მოზარდებში იყო მოზრდილი პაციენტების ფარმაკოკინეტიკის მსგავსი.
პრე კლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
თაგვებში, ვირთაგვებში და ძაღლებში ვორთიოქსეტინის შეყვანის საერთო ტოქსიკურობის კვლევას ძირითადად თან ახლდა ეფექტები ცნს-ის მხრიდან, რაც მოიცავდა ისეთ მოვლენებს, როგორიც იყო სალივაცია (ვირთაგვები და ძაღლები), გუგების გაფართოება (ძაღლები) და კრუნჩხვების ორი ეპიზოდი ძაღლებში. პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდებული თერაპიული დოზის 20 მგ/დღ შეყვანისას არ დაფიქსირებულა კრუნჩხვითი აქტივობა იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების ზღვარი განისაზღვრა 5%. ორგანული ტოქსიკურობა შემოიფარგლა თირკმელებით (ვირთაგვები) და ღვიძლით (თაგვები და ვირთაგვები).
ცვლილებები თირკმელების მხრიდან ვირთაგვებში (გლომერულონეფრიტი, ტუბულარული ობსტრუქცია, კრისტალები თირკმელების არხებში) და ღვიძლის მხრიდან თაგვებში (ჰეპატოცელულარული ჰიპერტფორია, ჰეპატოციტების ნეკროზი, სანაღვლე გზების ჰიპერპლაზია, კრისტალები სანაღვლე გზებში) გამოვლინდა ადამიანისთვის განკუთვნილი მაქსიმალური რეკომენდებული დოზის 20 მგ/დღ 2-ჯერ მეტი (ვირთაგვებში) და 10-ჯერ მეტი (თაგვებში) ექსპოზიციის დროს. ეს შემთხვევები ძირითადად დაკავშირებული იყო მღრღნელებისთვის დამახასიათებელი თირკმელების არხების და სანაღვლე გზების კრისტალებით ობსტრუქციასთან და ითვლება, რომ ნაკლებად შესაძლებელია განვითარდეს ადამიანებში.
ვორთიოქსეტინი არ ავლენდა გენოტოქსიკურ მოქმედებას სტანდარტულ ტესტებში in vitro და in vivo.
თაგვებზე ან ვირთაგვებზე ჩატარებული სტანდარტული ორწლიანი კანცეროგენობის კვლევის შედეგების საფუძველზე, ვორთიოქსეტინი არ ფლობს კანცეროგენობის რისკს ადამიანში.
ვორთიოქსეტინი არ მოქმედებდა ფერტილობაზე, შეჯვარების უნარზე, რეპროდუქციული ორგანოების ფუნქციაზე ან მორფოლოგიაზე და სპერმატოზოიდების მოძრაობაზე ვირთაგვებში. ვორთიოქსეტინი არ ავლენდა ტერატოგენულ მოქმედებას ვირთაგვებში ან ბოცვრებში, თუმცა ზემოქმედება ნაყოფის წონაზე და ოსიფიკაციის შეფერხება ვლინდებოდა ვირთაგვებში ვორთიოქსეტინის ისეთი დოზის ექსპოზიციის დროს, რომელიც 10-ჯერ აღემატებოდა ადამიანში გამოყენებულ მაქსიმალურ სადღეღამისო 20 მგ/დღ დოზას. მსგავსი ეფექტები ვლინდებოდა ბოცვრებში სუბთერაპიული ექსპოზიციის დროს.
პრე- და პოსტნატალურ კვლევებში ვირთაგვებში, ვორთიოქსეტინის გამოყენება დოზებით, რომელიც არ ავლენდა ტოქსიკურ ზემოქმედებას დედაზე და შეესაბამებოდა ადამიანის დოზას 20 მგ/დღ, ასოცირდებოდა შთამომავლობის სიკვდილიანობის მატებასთან, სხეულის წონის მატების ტემპის შემცირებასთან და მათი განვითარების შეფერხებასთან (იხ. ნაწილი „გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში“).
ვორთიოქსეტინი აღწევდა მეძუძური ვირთაგვების დედის რძეში (იხ. ნაწილი „გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში“).
ვირთაგვებში ჩატარებული იუვენილური ტოქსიკურობის კვლევებში, ვორთიოქსეტინით თერაპიის ფონზე მიღებული მონაცემები იყო მოზრდილ ცხოველებში მიღებული მონაცემების მსგავსი.
გარემო პირობებზე ზემოქმედების რისკის კვლევებმა აჩვენეს, რომ ვორთიოქსეტინს აქვს შენახვის, ბიოლოგიურად დაგროვების და გარემო პირობებზე ტოქსიკური ზემოქმედების პოტენციალი (რისკი თევზებისთვის). თუმცა, პაციენტებისთვის რეკომენდებულ დოზებში, ვორთიოქსეტინს აქვს უმნიშვნელო რისკი წყლის და მიწისზედა გარემოზე.
გამოყენების****ჩვენება
ბრინტელიქსი ნაჩვენებია დიდი დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ მოზრდილებში.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
მონოამინოქსიდაზას არასელექტიური ინჰიბიტორების ან მაო A სელექტიური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება (იხ. ნაწილი „ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები (უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი).
სიფრთხილით
თირკმელების და ღვიძლის მძიმე უკმარისობა; მანია და ჰიპომანია; ფარმაკოლოგიურად არაკონტროლირებადი ეპილეფსია, კრუნჩხვითი გულყრა ანამნეზში; გამოხატული სუიციდური ქცევა; ღვიძლის ციროზი; მიდრეკილება სისხლდენების მიმართ; ერთდროული მიღება შემდეგ პრეპარატებთან: მაო-B ინჰიბიტორებთან (სელეგილინთან, რაზაგილინთან); სეროტონინერგულ სამკურნალო პრეპარატებთან; პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს; ლითიუმთან, ტრიპტოფანთან; კრაზანას შემცველ სამკურნალო პრეპარატებთან; შიგნით მისაღებ ანტიკოაგულანტებთან და თრომბოციტულ ფუნქციაზე მოქმედ სამკურნალო პრეპარატებთან; პრეპარატებთან, რომლებსაც შეუძლია ჰიპონატრიემიის გამოწვევა; ელექტროკრუნჩხვითი თერაპია; ხანდაზმული ასაკი.
გამოყენებაორსულობისდაძუძუთიკვების****პერიოდში
ორსულობა
ვორთიოქსეტინის ორსულ ქალებში გამოყენების მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
ახალშობილებში, რომელთა დედები იღებდნენ სეროტონინერგულ პრეპარატებს ორსულობის გვიან ვადებზე, შესაძლებელია დაფიქსირდეს შემდეგი სიმპტომები: რესპირატორული დისტრესი, ციანოზი, აპნოე, კრუნჩხვები, ტემპერატურის არასტაბილურობა, საკვების მიღების გაძნელება, ღებინება, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, მომატებული ნერვ-რეფლექტორული აღგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ლეტარგიული ძილი, გამუდმებით ტირილი, ძილიანობა და ცუდი ძილი. ეს სიმპტომები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს როგორც მოხსნის სინდრომთან, ასევე ჭარბ სეროტონინერგულ აქტივობასთან. უმრავლეს შემთხვევაში, მსგავსი გართულებები იწყება დაბადებისთანავე ან მოგვიანებით (< 24 საათი).
არსებული ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემებით, სავარაუდოდ, ორსულობის დროს, განსაკუთრებით კი გვიანდელ ვადებზე სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენებამ, შესაძლებელია გაზარდოს ფილტვის მდგრადი ჰიპერტენზიის განვითარების რისკი ახალშობილებში (PPHN). მიუხედავად იმისა, რომ მითითებული მდგომარეობის კავშირი ვორთიოქსეტინის გამოყენებასთან არ არის შესწავლილი, პრეპარატის მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით (სეროტონინის კონცენტრაციის მატება) არ უნდა მოხდეს პოტენციური რისკის გამორიცხვა.
ორსულობის დროს ბრინტელიქსის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
აღწერილი კლინიკური შემთხვევების გათვალისწინებით, მშობიარობამდე ერთი თვის განმავლობაში ნორადრენალინის და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატების გამოყენების შემდეგ, სავარაუდოდ იზრდება (2-ჯერ ნაკლებად) მშობიარობის შემდგომი სისხლდენის განვითარების რისკი. მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობის შემდგომი სისხლდენას და ვორთიოქსეტინით მკურნალობას შორის კავშირის კვლევა არ არსებობს, მოქმედების შესაბამისი მექანიზმის გათვალისწინებით არსებობს მითითებული მოვლენის პოტენციური რისკი (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
ძუძუთი****კვება
ცხოველებზე ჩატარებულმა ხელმისაწვდომმა ფარმაკოდინამიურმა და ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ვორთიოქსეტინი და მისი მეტაბოლიტები აღწევს დედის რძეში. შესაძლებელია, ვორთიოქსეტინი ასევე აღწევდეს ადამიანის დედის რძეში (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
არ უნდა მოხდეს ძუძუთი კვების დროს ბავშვისთვის საფრთხის გამორიცხვა. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ბრინტელიქსით თერაპიის შეწყვეტის/დასრულების გადაწყვეტილება მიიღება ბავშვის ძუძუთი კვების და დედისთვის თერაპიის სარგებლის თანაფარდობის შეფასების გათვალისწინებით.
ფერტილობა
მდედრ და მამრ ვირთაგვებში ფერტილობის კვლევებმა აჩვენეს, რომ ვორთიოქსეტინი არ ავლენს ზემოქმედებას ფერტილობაზე, სპერმის ხარისხზე ან შეჯვარების უნარზე (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
ადამიანში შესაბამისი ფარმაკოლოგიური კლასის ანტიდეპრესანტების (სუსი) გამოყენების შემთხვევებმა აჩვენეს ზემოქმედება სპერმის ხარისხზე, რომელიც ატარებს შექცევად ხასიათს. ზემოქმედება ადამიანის ფერტილობაზე მიმდინარე დრომდე არ გამოვლენილა.
გამოყენებისწესიდა****დოზები
დოზირების****რეჟიმი
ბრინტელიქსის საწყისი და რეკომენდებული დოზა 65 წელზე უმცროსი ასაკის მოზრდილ პაციენტებში შეადგენს 10 მგ ერთჯერადად დღეში. შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა მაქსიმალურ დოზამდე 20 მგ ვორთიოქსეტინი დღეში ერთჯერ ან შემცირება მინიმალურ დოზამდე 5 მგ ვორთიოქსეტინი დღეში ერთჯერ, პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად.
დეპრესიის სიმპტომების სრული გაქრობის ალაგების შემდეგ, ანტიდეპრესიული ეფექტის გამყარების მიზნით, მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია სულ მცირე 6 თვის განმავლობაში.
მკურნალობის****შეწყვეტა
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ვორთიოქსეტინს, შეუძლიათ ერთბაშად შეწყვიტონ სამკურნალო პრეპარატის მიღება დოზირების თანდათან შემცირების აუცილებლობის გარეშე (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
პაციენტებისგანსაკუთრებულიჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (≥65 წელი )
≥65 წლის ასაკის პაციენტებში, საწყისი დოზის სახით ყოველთვის უნდა მოხდეს ბრინტელიქსის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება 5 მგ ერთჯერადად დღეში. საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება ≥65 წლის პაციენტების ვორთიოქსეტინის დღეში ერთჯერადად 10 მგ-ზე მეტი დოზით მკურნალობისას, ვინაიდან პაციენტების მითითებულ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების მონაცემები შეზღუდულია (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
ციტოქრომ P450 ინჰიბიტორები
პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, შესაძლებელია საჭირო გახდეს ბრინტელიქსის დოზის შემცირება CYP2D6 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორებით თერაპიის დამატებისას (მაგალითად, ბუპროპიონი, ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი) (იხ. ნაწილი „ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
ციტოქრომ P450 ინდუქტორები
პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, შესაძლებელია საჭირო გახდეს ბრინტელიქსის დოზის კორექცია ციტოქრომ P450 ინდუქტორების ფართო სპექტრის თერაპიის დამატებისას (მაგალითად, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი) (იხ. ნაწილი „ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე )
პრეპარატი ბრინტელიქსის უსაფრთხოება და ეფექტურობა 7-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი. მონაცემები პაციენტების მითითებულ ჯგუფში არ არის (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“). პრეპარატი ბრინტელიქსის გამოყენება არ უნდა მოხდეს 12-დან 17 წლამდე მოზარდებში დიდი დეპრესიული აშლილობით, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში არ ყოფილა გამოვლენილი მისი ეფექტურობა. პრეპარატი ბრინტელიქსის გამოყენების უსაფრთხოება 12-დან 17 წლამდე მოზარდებში აღწერილია ნაწილში „განსაკუთრებული მითითებები“ და ,,გვერდითი მოქმედება“.
თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დოზის კორექცია თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის შესაბამისად არ არის საჭირო (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“ და ,,ფარმაკოლოგიური თვისებები“).
გამოყენების****წესი
ბრინტელიქსი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.
გვერდითი****მოქმედება
უსაფრთხოების პროფილის დახასიათება
ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქცია იყო გულისრევა.
ცხრილის სახით მოცემულია არასასურველი რეაქციების სია.
ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები გადანაწილებულია სიხშირის შესაბამისად, შემდეგი გზით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი).
მითითებული სია დაფუძნებულია კლინიკურ კვლევაში მიღებულ ინფორმაციაზე და პოსტრეგისტრაციული გამოყენების გამოცდილებაზე.
ორგანოთა სისტემების კლასი
სიხშირე
არასასურველი რეაქციები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
უცნობი*
ანაფილაქსიური რეაქცია
ენდოკრინული დარღვევები
უცნობი*
ჰიპერპროლაქტინემია
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები _
_ უცნობი*
ჰიპონატრიემია
ფსიქიკური დარღვევები
ხშირი
უჩვეულო სიზმრები
უცნობი*
უძილობა
უცნობი*
აღგზნებადობა, აგრესია
დარღვევები __ნერვული სისტემის მხრი ვ
ხშირი
თავბრუსხვევა
უცნობი*
სეროტონინის სინდრომი
თავისტკივილი
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრი ვ
იშვიათი
გუგის გაფართოება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის
განვითარება
დარღვევები სისხლძარღვების მხრი ვ
არახშირი
წამოხურება
უცნობი*
სისხლჩაქცევა (მათ შორის სისხლჩაქცევა კანში, ეკხიმოზი, სისხლდენა ცხვირიდან,
კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ვაგინალური სისხლდენა).
დარღვევები კუჭ _-_ნაწლავის ტრაქტის მხრი ვ
ძალიან ხშირი
გულისრევა
ხშირი
დიარეა, ყაბზობა, ღებინება
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრი ვ
ხშირი
ქავილი, მათ შორის გენერალიზებული ქავილი
ჰიპერჰიდროზი
არახშირი
ღამის ოფლიანობა
უცნობი*
ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
გულისრევა
როგორც წესი, გულისრევა ატარებდა მსუბუქ ან ზომიერი ხარისხის სიმძიმეს და ვითარდებოდა მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში. რეაქციები ძირითადად იყო ხანმოკლე და არ იყო მკურნალობის შეწყვეტის მიზეზი. ისეთი არასასურველი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მხრიდან, როგორიცაა გულისრევა, უფრო ხშირი იყო ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.
ხანდაზმული****პაციენტები
ვორთიოქსეტინის დღეში ერთხელ 10 მგ და მეტი დოზებისთვის, კვლევების შეწყვეტის სიხშირე უფრო მაღალი იყო ≥65 წლის პაციენტებში.
ვორთიოქსეტინის 20 მგ დღეში ერთხელ დოზებისთვის, გულისრევისა და ყაბზობის განვითარების სიხშირე უფრო მაღალი იყო ≥65 წლის პაციენტებში (42% და 15%, შესაბამისად) <65 წლის პაციენტებთან შედარებით (27% და 4%, შესაბამისად) (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები).
სექსუალური****დისფუნქცია
კლინიკურ კვლევებში სექსუალური დისფუნქცია ფასდებოდა სექსუალური ფუნქციის არიზონას შკალას ASEX გამოყენებით. 5-დან 15 მგ-მდე დოზები არ ავლენდნენ პლაცებოსგან განსხვავებულ მონაცემებს. თუმცა, ვორთიოქსეტინის 20 მგ დოზით მიღება ასოცირებული იყო სექსუალური დისფუნქციის სიხშირის მატებასთან (TESD) (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
კლას-სპეციფიური****ეფექტი
ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა, ძირითადად 50 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების მონაწილეობით, გამოავლინეს ძვლის მოტეხილობის რისკის მატება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ანტიდეპრესანტების შესაბამისი ფარმაკოლოგიური კლასის სამკურნალო პრეპარატებს (სუსი და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები). ამ რისკის გამომწვევი მექანიზმი უცნობია ისევე, როგორც უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს რისკი ვორთიოქსეტინის მიღებას.
ბავშვებიდამოზარდები**(18წლამდე)**
საერთო ჯამში, ვორთიოქსეტინით მკურნალობის ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში მონაწილეობას იღებდა 12-დან 17 წლის ასაკის 308 პაციენტი დიდი დეპრესიული აშლილობით. საერთო ჯამში, ვორთიოქსეტინის არასასურველი რეაქციების პროფილი იყო მოზრდილების პროფილის მსგავსი, გამონაკლისი იყო მუცლის ტკივილის და სუიციდური აზრების უფრო ხშირი გამოვლინება მოზარდებში მოზრდილებთან შედარებით.
ჭარბი****დოზა
სიმპტომები
კლინიკურ კვლევებში ვორთიოქსეტინის შიგნით მიღება 40 მგ-დან 75 მგ-მდე დოზის დიაპაზონში იწვევდა შემდეგი არასასურველი რეაქციების გაძლიერებას: გულისრევა, პოსტურალური თავბრუსხვევა, დიარეა, უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, გენერალიზებული ქავილი, ძილიანობა და წამოხურება.
პოსტრეგისტრაციული გამოყენების გამოცდილება ძირითადად შეიცავს ინფორმაციას ვორთიოქსეტინის 80 მგ-მდე დოზით გადაჭარბების შესახებ. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები არ არსებობს ან ატარებს მსუბუქი ხარისხის სიმძიმის ხასიათს. ყველაზე ხშირად დარეგისტრირებული სიმპტომები იყო გულისრევა და ღებინება.
ვორთიოქსეტინის 80 მგ-ზე მეტი დოზით გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. თერაპიულ დიაპაზონზე რამდენჯერმე მეტი დოზის გამოყენების შემდეგ აღინიშნა კრუნჩხვებისა და სეროტონინის სინდრომის განვითარება.
მკურნალობა
ჭარბი დოზის შემთხვევაში საჭიროა პაციენტზე ზედამხედველობა და სიმპტომური მკურნალობა. ასევე რეკომენდებულია შემდგომი სამედიცინო დაკვირვება სპეციალიზირებულ პირობებში.
ურთიერთზემოქმედებასხვასამკურნალოპრეპარატებთანდაურთიერთქმედებისსხვა****ფორმები
ვორთიოქსეტინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად CYP2D6 იზოფერმენტით, და, უფრო ნაკლები ხარისხით, CYP3A4/5 და CYP2C9 იზოფერმენტებით კატალიზირებული ჟანგვის შედეგად (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
სხვაპრეპარატებისშესაძლოზეგავლენავორთიოქსეტინისფარმაკოლოგიურმოქმედებაზე****
შეუქცევადი არასელექტიური მაო ინჰიბიტორები
სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო, ვორთიოქსეტინის გამოყენება უკუნაჩვენებია შეუქცევად არასელექტიურ მაო ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. ვორთიოქსეტინი შეიძლება დაინიშნოს შეუქცევადი არასელექტიური მაოს ინჰიბიტორების მოხსნიდან არანაკლებ 14 დღის გასვლის შემდეგ. ვორთიოქსეტინის მოხსნა უნდა მოხდეს შეუქცევადი არასელექტიური მაოს ინჰიბიტორების გამოყენების დაწყებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები").
მაო A შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორები _(_მოკლობემიდი )
ვორთიოქსეტინის და მაო A-ს შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორების, როგორიც არის მოკლობემიდი, ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი „უკუჩვენება“). მათი ერთდროული გამოყენების დადასტურებული აუცილებლობის შემთხვევაში, თანდართული პრეპარატის ჩართვა აუცილებელია მინიმალური დოზით. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს კლინიკური დაკვირვების ქვეშ სეროტონინის სინდრომის წარმოშობის გამოსავლენად (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
მაო შექცევადი არასელექტიური ინჰიბიტორები _(_ლინეზოლიდი )
ვორთიოქსეტინის და მაო შექცევადი არასელექტიური ინჰიბიტორების, როგორიც არის ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი, ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი „უკუჩვენება“). მათი ერთდროული გამოყენების დადასტურებული აუცილებლობის შემთხვევაში, თანდართული პრეპარატის ჩართვა აუცილებელია მინიმალური დოზებით. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს კლინიკური დაკვირვების ქვეშ სეროტონინის სინდრომის წარმოშობის გამოსავლენად (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
მაო B -ს შეუქცევადი სელექტიური ინჰიბიტორები _(_სელეგილინი _,_რაზაგილინი )
მიუხედავად იმისა, რომ სეროტონინის სინდრომის წარმოშობის რისკი ვორთიოქსეტინის და მაო B სელექტიური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას უფრო დაბალია, ვიდრე ვორთიოქსეტინის და მაო A-ს სელექტიური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას, ვორთიოქსეტინის და მაო B-ს შეუქცევადი ინჰიბიტორების, როგორიცაა სელეგილინი ან რაზაგილინი, კომბინირებული გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს. მათი ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს კლინიკური დაკვირვების ქვეშ სეროტონინის სინდრომის წარმოშობის გამოსავლენად (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
სეროტონინერგული პრეპარატები
ვორთიოქსეტინის და სეროტონინერგული ეფექტის მქონე სხვა სამკურნალო საშუალებების მაგალითად, ოპიოიდების (მათ შორის ტრამადოლი) და ტრიპტანების (მათ შორის, სუმატრიპტანი) ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომის განვითარება (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
კრაზანა
ანტიდეპრესანტების და კრაზანას შემცველი (Hypericum perforatum) სეროტონინერგული ეფექტის მქონე პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის მატება, სეროტონინის სინდრომის ჩათვლით (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
პრეპარატები _,_რომლებიც ამცირებ ს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს
ანტიდეპრესანტებმა სეროტონინერგული ეფექტით შესაძლებელია შეამციროს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი. ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც ამცირებს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს (მაგალითად, ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები), ნეიროლეპტიკები (ფენოთიაზინი, თიოქსანტენი, ბუტიროფენონი), მეფლოქინი, ბუპროპიონი, ტრამადოლი) უნდა მოხდეს სიფრთხილით (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
ეკთ _(_ელექტროკრუნჩხვითი თერაპია )
ამჟამად ვორთიოქსეტინის და ეკთ-ს ერთდროულად გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ ასეთი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
CYP2D6 იზოფერმენტის ინჰიბიტორები
ვორთიოქსეტინის 10 მგ/დღ დოზის გამოყენებისას ბუპროპიონთან ერთად (CYP2D6 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორები) დოზით 150 მგ დღეში ორჯერ 14 დღის განმავლობაში ჯანმრთელ სუბიექტებში, ვორთიოქსეტინის ექსპოზიცია (AUC) გაიზარდა 2,3-ჯერ. გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად შეინიშნებოდა ვორთიოქსეტინის მიმდინარე თერაპიაზე პროპიონის დამატებისას, ვიდრე ვორთიოქსეტინის დამატებისას ბუპროპიონის მიმდინარე თერაპიაზე. პაციენტების ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე, ვორთიოქსეტინით მიმდინარე თერაპიაზე CYP2D6 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორის დამატებისას (მაგალითად, ბუპროპიონი, ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი), უნდა მოხდეს ვორთიოქსეტინის დოზის შემცირების განხილვა (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
CYP3A4, CYP2C9 და CYP2C19 იზოფერმენტის ინჰიბიტორები
კეტოკონაზოლის (CYP3A4/5 იზოფერმენტის და P გლიკოპროტეინის ინჰიბიტორი) 400 მგ/დღ დოზით გამოყენების დაწყებიდან 6 დღის შემდეგ ან ფლუკონაზოლის (CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4/5 იზოფერმენტების ინჰიბიტორი) 200 მგ/დღ დოზით გამოყენების დაწყებიდან 6 დღის შემდეგ, ვორთიოქსეტინის დამატებისას ჯანმრთელ სუბიექტებში, ვორთიოქსეტინის ექსპოზიცია (AUC) გაიზარდა 1,3-ჯერ და 1,5-ჯერ, შესაბამისად. დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ომეპრაზოლის 40 მგ ერთჯერადი დოზა (CYP2C19 იზოფერმენტის ინჰიბიტორი) არ ავლენდა მაინჰიბირებელ მოქმედებას ვორთიოქსეტინის მრავალჯერადი დოზების ფარმაკოკინეტიკაზე ჯანმრთელ სუბიექტებში.
ურთიერთქმედება პაციენტებში CYP2D6 იზოფერმენტის სუსტი აქტივობით
ვორთიოქსეტინის და CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორების (როგორიც არის, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, კლარითრომიცინი, ტელიტრომიცინი, ნეფაზოდონი, კონივაპტანი და აივ პროტეაზას ბევრი ინჰიბიტორი) და CYP2C9 იზოფერმენტის ინჰიბიტორების (როგორიც არის ფლუკონაზოლი და ამიოდარონი) ერთდროული გამოყენების სპეციალური კვლევები პაციენტებში CYP2D6 იზოფერმენტის შემცირებული აქტივობით (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“) არ ჩატარებულა, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ამ პაციენტებში ასეთი გამოყენება გამოიწვევს ვორთიოქსეტინის უფრო გამოხატულ ექსპოზიციას ზემოთ აღწერილ ზომიერ მოქმედებასთან შედარებით. პაციენტის ინდივიდუალური პასუხის მიხედვით, შესაძლებელია საჭირო გახდეს ვორთიოქსეტინის უფრო დაბალი დოზა CYP3A4 ან CYP2C9 იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას ან პირებში CYP2D6 შენელებული მეტაბოლიზმით.
P450 ციტოქრომის ინდუქტორები
რიფამპიცინის (ფართო სპექტრის CYP იზოფერმენტის ინდუქტორი) 600 მგ/დღ დოზით გამოყენების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ ვორთიოქსეტინის 20 მგ ერთჯერადი დოზის მიღებისას ჯანმრთელ სუბიექტებში, ვორთიოქსეტინის ექსპოზიცია (AUC) შემცირდა 72%-ით. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, ვორთიოქსეტინით მიმდინარე თერაპიაზე P450 ციტოქრომის ფართო სპექტრის ძლიერი ინდუქტორის დამატებისას (მაგალითად, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი), საჭიროა ვორთიოქსეტინის დოზის კორექციის შესაძლებლობის განხილვა (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“).
ალკოჰოლი
ვორთიოქსეტინის (20 მგ და 40 მგ) ერთჯერადი დოზის და ეთანოლის (0,6 გ/კგ) ერთდროული გამოყენებისას ჯანმრთელ სუბიექტებში, ვორთიოქსეტინის ან ეთანოლის ფარმაკოკინეტიკული ცვლილებები და კოგნიტური ფუნქციების მნიშვნელოვანი დარღვევები პლაცებოსთან შედარებით არ გამოვლენილა. თუმცა, ანტიდეპრესანტებით თერაპიის დროს ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული.
აცეტილსალიცილის მჟავა
აცეტილსალიცილის მჟავას ერთჯერადი შეყვანა 150 მგ/დღ დოზით არ ცვლიდა ვორთიოქსეტინის მრავალჯერადი დოზების ფარმაკოკინეტიკას ჯანმრთელ სუბიექტებში.
ვორთიოქსეტინისშესაძლოზეგავლენასხვაპრეპარატებისფარმაკოლოგიურმოქმედებაზე****
ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები
პლაცებოსთან შედარებით არ გამოვლენილა ვორთიოქსეტინის მნიშვნელოვანი გავლენა პროთრომბინის პარამეტრებზე, საერთაშორისო ნორმალიზებულ თანაფარდობაზე (სნთ) ან R-/S-ვარფარინის თანაფარდობაზე სისხლის შრატში ვორთიოქსეტინის მრავალჯერადი დოზების და ვარფარინის ფიქსირებული დოზების ერთდროული გამოყენებისას ჯანმრთელ სუბიექტებში. ასევე, პლაცებოსთან შედარებით, არ გამოვლენილა ვორთიოქსეტინის მნიშვნელოვანი მაინჰიბირებელი გავლენა თრომბოციტების აგრეგაციაზე და აცეტილსალიცილის მჟავას და სალიცილის მჟავას ფარმაკოკინეტიკაზე ვორთიოქსეტინის მრავალჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავას 150 მგ/დღ დოზის ერთდროული გამოყენებისას ჯანმრთელ სუბიექტებში. მიუხედავად ამისა, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ვორთიოქსეტინის და შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტების ან ანტიაგრეგანტების ერთდროული გამოყენებისას, ფარმაკოდინამიური ურთიერთზემოქმედებით გამოწვეული სისხლდენის განვითარების პოტენციური რისკის გამო (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
P450 ციტოქრომის სუბსტრატები
In vitro კვლევებს არ გამოუვლენიათ ვორთიოქსეტინის უნარი მოახდინოს P450 ციტოქრომის სისტემის იზოფერმენტების ინჰიბირება ან ინდუცირება (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
ჯანმრთელ სუბიექტებში ვორთიოქსეტინის მრავალჯერადი დოზების გამოყენების შემდეგ არ გამოვლენილა მისი მაინჰიბირებელი გავლენა P450 ციტოქრომის სისტემის იზოფერმენტების აქტივობაზე CYP2C19 (ომეპრაზოლი, დიაზეპამი), CYP3A4/5 (ეთინილესტრადიოლი, მიდაზოლამი), CYP2B6 (ბუპროპიონი), CYP2C9 (ტოლბუტამიდი, S-ვარფარინი), CYP1A2 (კოფეინი) ან CYP2D6 (დექსტრომეტორფანი).
ფარმაკოდინამიური ურთიერთზემოქმედება ასევე არ აღინიშნებოდა. არ ყოფილა გამოვლენილი კოგნიტური ფუნქციების მნიშვნელოვანი დარღვევა პლაცებოსთან შედარებით ვორთიოქსეტინის და დიაზეპამის 10 მგ ერთჯერადი დოზის კომბინირებული გამოყენებისას. პლაცებოსთან შედარებით, არ ყოფილა გამოვლენილი ვორთიოქსეტინის მნიშვნელოვანი გავლენა სქესობრივი ჰორმონების დონეზე მისი შიგნით მისაღებ კომბინირებულ კონტრაცეპტივებთან ერთდროული გამოყენებისას (ეთინილესტრადიოლი 30 მკგ+ლევონორგესტრელი 150 მკგ).
ლითიუმი _,_ტრიპტოფანი
ჯანმრთელ სუბიექტებში არ გამოვლენილა რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება ლითიუმის და ვორთიოქსეტინის მრავალჯერადი დოზების ერთდროული გამოყენებისას, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ლითიუმის ან ტრიპტოფანის ერთდროული გამოყენებისას აღწერილი იყო სეროტონინერგული ანტიდეპრესანტების მოქმედების გაძლიერების შემთხვევები, ვორთიოქსეტინის და ამ პრეპარატების კომბინირებული გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილის ზომების დაცვით.
გავლენა შარდის სკრინინგის შედეგზე ნარკოტიკული ნივთიერებების გამოვლენისას
აღწერილია მეტადონზე შარდის იმუნოფერმენტული ანალიზის ცრუდადებითი შედეგის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვორთიოქსეტინს. საჭიროა შარდის სკრინინგის შედეგის დაკვირვებული ინტერპრეტირება ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, ასევე, შედეგის დამტკიცების მიზნით, ალტერნატიული ანალიტიკური მეთოდების გამოყენების გათვალისწინება (მაგალითად, ქრომატოგრაფიული მეთოდი).
განსაკუთრებული****მითითებები
გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში
ბრინტელიქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული დეპრესიის სამკურნალოდ 7-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში ვორთიოქსეტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი (იხ. ნაწილი "გამოყენების წესი და დოზები"). პრეპარატი ბრინტელიქსის გამოყენება არ უნდა მოხდეს 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში დიდი დეპრესიული აშლილობით, რადგან მისი ეფექტურობა არ არის დადგენილი (იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკა“). ზოგადად, ვორთიოქსეტინის არასასურველი რეაქციების პროფილი მოზარდებში იყო ზრდასრული პაციენტების პროფილის მსგავსი, გამონაკლისი იყო მუცლის ტკივილის და სუიციდური აზრების უფრო ხშირი გამოვლენა მოზარდებში მოზრდილებთან შედარებით (იხ. ნაწილი "ფარმაკოდინამიკა" და "გვერდითი მოქმედება"). კლინიკურ კვლევებში ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც იღებდნენ ანტიდეპრესანტებს, უფრო ხშირად აღინიშნებოდა სუიციდური ქცევა (სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები) და მტრული დამოკიდებულება (აგრესიული ქცევის უპირატესობით, დაპირისპირებისა და გაღიზიანების ტენდენციით) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.
სუიციდი _/_სუიციდური აზრები ან კლინიკური გაუარესება
დეპრესია დაკავშირებულია სუიციდური აზრების, თვითდაზიანებისა და სუიციდის (სუიციდური ქცევის) მომატებულ რისკთან. ეს რისკი ნარჩუნდება გამოხატული რემისიის დაწყებამდე. ვინაიდან გაუმჯობესება შეიძლება არ შეინიშნოს თერაპიის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ან კიდევ უფრო მეტი დროის განმავლობაში, პაციენტები უნდა იყვნენ მუდმივი დაკვირვების ქვეშ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
საერთო კლინიკური პრაქტიკა აჩვენებს, რომ გამოჯანმრთელების ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია თვითმკვლელობის რისკის ზრდა.
პაციენტები სუიციდური ქცევით ანამნეზში ან პაციენტები სუიციდურ თემაზე მნიშვნელოვანი ფიქრის დონით, უფრო მეტად არიან სუიციდური აზრების ან სუიციდის მცდელობის რისკის ქვეშ, ამიტომ მკურნალობის დროს საჭიროა მათზე ზედამხედველობა. ფსიქიკური დარღვევების მქონე მოზრდილ პაციენტებში პლაცებო- კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ანტიდეპრესანტების გამოყენებისას 25 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში არსებობს სუიციდური ქცევის მომატებული რისკი პლაცებოსთან შედარებით.
პაციენტები საჭიროებენ ზედამხედველობას, განსაკუთრებით ისინი, ვინც ავლენენ მაღალ სუიციდურ რისკს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან პრეპარატის დოზის ცვლილებისას. საჭიროა პაციენტების (და მათ მომვლელების) გააფრთხილება, ყურადღება მიაქციონ კლინიკური გაუარესების ნებისმიერ ნიშანს, სუიციდური ქცევის და სუიციდური აზრების განვითარებას, ასევე ქცევის უჩვეულო ცვლილებებს და დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას ასეთი სიმპტომების განვითარებისას.
კრუნჩხვითი გულყრა
ანტიდეპრესანტების გამოყენებისას არსებობს კრუნჩხვითი გულყრის განვითარების რისკი. ამიტომ ვორთიოქსეტინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში კრუნჩხვითი გულყრით ანამნეზში ან პაციენტებში არასტაბილური ეპილეფსიით (იხ. ნაწილი „ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“). კრუნჩხვითი გულყრის განვითარებისას ან მათი სიხშირის მატებისას, ვორთიოქსეტინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სეროტონინის სინდრომი ან ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი __
სეროტონინის სინდრომი (სს) ან ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი (ანს) სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობებია და შეიძლება განვითარდეს ვორთიოქსეტინის გამოყენების ფონზე. სს და ანს განვითარების რისკი იზრდება სეროტონინერგულ პრეპარატებთან (მათ შორის ოპიოიდები და ტრიპტანები), სეროტონინის მეტაბოლიზმზე მოქმედ პრეპარატებთან (სუსი-ს ჩათვლით), ანტიფსიქოტიკებთან ან დოფამინის სხვა ანტაგონისტებთან ერთდროული გამოყენებისას. საჭიროა პაციენტების ზედამხედველობა სს ან ანს ობიექტური და სუბიექტური სიმპტომების გამოვლენაზე (იხ. ნაწილი "უკუჩვენება" და "ურთიერთზემოქმედება სხვ სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
სეროტონინის სინდრომის სიმპტომებია ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა (მაგალითად, აჟიტაცია, ჰალუცინაცია, კომა), ვეგეტატიური არასტაბილურობა (მაგალითად, ტაქიკარდია, არტერიული წნევის ლაბილურობა, ჰიპერთერმია), ნერვ-კუნთოვანი დარღვევები (მაგალითად, ჰიპერრეფლექსია, კოორდინაციის დარღვევები) და/ან კუჭ- ნაწლავის სიმპტომები (მაგალითად, გულისრევა, ღებინება, დიარეა). ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში ვორთიოქსეტინით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა.
მანია _/_ჰიპომანია
ვორთიოქსეტინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში მანიის/ჰიპომანიის ეპიზოდებით ანამნეზში. პრეპარატი უნდა მოიხსნას მანიაკალური მდგომარეობის განვითარებისას.
აგრესია _/_აღგზნებადობა
პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით, მათ შორის ვორთიოქსეტინით, ასევე შესაძლებელია განიცადონ აგრესიის, რისხვის, აგზნებისა და გაღიზიანების გრძნობა. საჭიროა პაციენტის მდგომარეობის და დაავადების სტატუსის კონტროლი. უნდა მოხდეს პაციენტების (და მათ მომვლელების) გაფრთხილება მიმართონ კონსულტაციისთვის ექიმს აგრესიული ქცევის ან აღგზნებადობის განვითარებისას ან მდგომარეობის გაუარესებისას.
სისხლდენა __
სეროტონინერგული ანტიდეპრესანტების, მათ შორის ვორთიოქსეტინის გამოყენების ფონზე, გამოვლენილი იყო ჰემორაგიული დარღვევების იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა ეკხიმოზი, პურპურა, კუჭ-ნაწლავის და გინეკოლოგიური სისხლდენა. ნორადრენალინის და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატებმა, ვორთიოქსეტინის ჩათვლით, ასევე შეიძლება გაზარდოს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკი (იხ. ნაწილი "გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში". პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სიფრთხილით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს და/ან თრომბოციტურ ფუნქციაზე მოქმედ პრეპარატებს (მაგალითად, ატიპიური ანტიფსიქოტიკები, ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმრავლესობა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას) და აცეტილსალიცილის მჟავა)(იხ. ნაწილი „ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები"), ასევე პაციენტებში სისხლდენის/ შედედების დარღვევების ცნობილი მიდრეკილების მქონე პაციენტებში.
ჰიპონატრიემია
სეროტონინერგული ეფექტის მქონე ანტიდეპრესანტების გამოყენების ფონზე (ნორადრენალინის და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები) აღწერილია ჰიპონატრიემიის განვითარების იშვიათი შემთხვევები, შესაძლებელია ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომის გამო. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ვორთიოქსეტინის გამოყენებისას მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში, როგორებიც არიან ხანდაზმული ასაკის პაციენტები, პაციენტები ღვიძლის ციროზით ან პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ ისეთ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჰიპონატრიემია.
თუ იქნება შესაძლებელი, უნდა მოხდეს ვორთიოქსეტინის მოხსნა პაციენტებში სიმპტომური ჰიპონატრიემიით და მათი მდგომარეობის კორექციისკენ მიმართული შესაბამისი სამედიცინო ჩარევა.
გლაუკომა
აღწერილია გუგის გაფართოების შემთხვევები ანტიდეპრესანტების, მათ შორის ვორთიოქსეტინის მიღების ფონზე. ამ ეფექტის შედეგად შესაძლებელია შემცირდეს მხედველობის კუთხე, შემდგომში კი მოიმატოს თვალშიდა წნევამ და განვითარდეს დახურულკუთხოვანი გლაუკომა. ვორთიოქსეტინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში მომატებული თვალშიდა წნევით, ასევე მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ბრინტელიქსის გამოყენების მონაცემები ხანდაზმულ პაციენტებში დიდი დეპრესიული ეპიზოდით შეზღუდულია. ამიტომ, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ≥65 წლის პაციენტების თერაპიისას ვორთიოქსეტინის 10 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენებისას დღეში ერთჯერ (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“, ,,ფარმაკოლოგიური თვისებები“ და ,,გვერდითი მოქმედება“).
თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტები თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით არიან რისკ-ჯგუფში, ასევე გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი ბრინტელიქსის გამოყენების მონაცემები ასეთ ქვეჯგუფში შეზღუდულია, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ასეთი პაციენტების მკურნალობისას (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“ და ,,ფარმაკოლოგიური თვისებები“).
პრეპარატიბრინტელიქსიშეიცავს****ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ტაბლეტში, ამიტომ ფაქტიურად ხვდება „არ შეიცავს ნატრიუმს“განსაზღვრაში.
ზემოქმედებაავტოსატრანსპორტოსაშუალებებისდამექანიზმებთანმუშაობისუნარზე
ბრინტელიქსი არ ავლენს ან ავლენს უმნიშვნელო ზემოქმედებას ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ვინაიდან აღინიშნებოდა არასასურველი რეაქციები, მაგალითად თავბრუსხვევა, პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან საშიშ მექანიზმებთან მუშაობის დროს, განსაკუთრებით ვორთიოქსეტინით მკურნალობის დასაწყისში ან მისი დოზის შეცვლისას.
გამოშვების****ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 5 მგ, 10 მგ, 15 მგ და 20 მგ.
14 ტაბლეტი პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში (ბლისტერი). 1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში რომელსაც აქვს ჩამკეტი მექანიზმი პერფორაციული ზოლით პირველადი გახსნის კონტროლისათვის.
შენახვის****პირობები
არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობისვადა
4 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის****წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება – ვორთიოქსეტინჰიდრობრომიდი 6,355 მგ / 12,710 მგ/ 19,065 მგ/ 25,420 მგ, რაც უდრის 5 მგ / 10 მგ / 15 მგ / 20 მგ ვორთიოქსეტინს.
დამხმარე ნივთიერება – მანიტოლი 110,645 მგ/ 104,29 მგ/ 97,935 მგ/ 91,58 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა 22,5 მგ/ 22,5 მგ/ 22,5 მგ/ 22,5 მგ, ჰიპროლოზა 4,5 მგ/ 4,5 მგ/ 4,5 მგ/ 4,5 მგ, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ტიპიА) 4,5 მგ/ 4,5 მგ/ 4,5 მგ/ 4,5 მგ, მაგნიუმის სტეარატი 1,5 მგ / 1,5 მგ/ 1,5 მგ/ 1,5 მგ.
აპკიანი გარსი:
ტაბლეტები 10 მგ - ყვითელი ოპადრაი 4,5 მგ (ჰიპრომელოზა 2,813 მგ, ტიტანის დიოქსიდი (Е171) 1,350 მგ, მაკროგოლი 4000,281 მგ, რკინის ოქსიდის ყვითელი საღებავი (Е172) 0,056 მგ
აღწერილობა:
10 მგ: ნუშის ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ღია ყვითელი ფერის ტაბლეტები, რომლებზეც ერთ მხარეს ამოტვიფრულიკTLლ ხოლო მეორე მხარესკ10ლ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიდეპრესანტი
გამოყენების ჩვენება
ბრინტელიქსი ნაჩვენებია დიდი დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ მოზრდილებში.
უკუჩვენება
აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
მონოამინოქსიდაზის (მაო) სელექციურ ან არასელექციურ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება (იხ. სექცია „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“).
ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე (უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის).
ორსულობისა და ძუძუთუ კვების დროს გამოყენება
ორსულობა
ვორთიოქსეტინის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ხცოველებში ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა ვორთიოქსეტინის რეპროდუქციული ტოქსიურობა (იხ. სექცია „ფარმაკოლოგიური თვისებები“).გამოყენების მეთოდი და დოზირება
დოზირების რეჟიმი
65 წლამდე ასაკის ზრდასრულ პაციენტებში ბრინტელიქსის საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთჯერ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად დღიური დოზა შესაძლოა გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე ვორთიოქსეტინის 20 მგ ერთჯერ დღეში ან შემცირდეს მინიმალურ დოზამდე 5 მგ ვორთიოქსეტინი ერთჯერ დღეში.
დეპრესიის სიმპტომების სრულად ალაგების შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება სულ მცირე 6 თვის განმავლობაში ანტიდეპრესიული ეფექტის გამყარებისათვის.
მკურნალობის შეწყვეტა
პაციენტებს, რომლებიც პრეპარატ ბრინტელიქსით მკურნალობენ შეუძლიათ ერთბაშად შეწყვიტონ მისი მიღება დოზირების თანდათან შემცირების აუცილებლობის გარეშე (იხ. სექცია „ფარმაკოლოგიური თვისებები“).

სავაჭრო სახელწოდება: ბრინტელიქსი
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ვორთიოქსეტინი.
სამკურნალო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება - ვორთიოქსეტინის ჰიდრობრომიდი 6,355 მგ/12,710 მგ/19,065 მგ / 25,420 მგ, რაც არის 5 მგ/10 მგ/15 მგ/20 მგ ვორთიოქსეტინის ექვივალენტური.
დამხმარე ნივთიერებები - მანიტოლი 110.645 მგ/104.29 მგ/97.935 მგ/91.58 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა 22.5 მგ/22.5 მგ/22.5 მგ/22.5 მგ, ჰიპროლოზა 4.5 მგ/4.5 მგ/4.5 მგ/4.5 მგ, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ტიპი A) 4.5 მგ/4.5 მგ/4.5 მგ/4.5 მგ, მაგნიუმის სტეარატი 1.5 მგ/1.5 მგ/1.5 მგ/1.5 მგ/1.5 მგ .
აპკიანი გარსი:
5 მგ ტაბლეტებისთვის - ოპადრი ვარდისფერი 4.5 მგ (ჰიპრომელოზა 2.813 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) 1.375 მგ, მაკროგოლი 400 0.281 მგ, რკინის ოქსიდი წითელი საღებავი (E172) 0.032 მგ);
10 მგ ტაბლეტებისთვის - ოპადრი ყვითელი 4.5 მგ (ჰიპრომელოზა 2.813 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) 1.350 მგ, მაკროგოლი 400 0.281 მგ, რკინის ოქსიდის ყვითელი საღებავი (E172) 0.056 მგ);
აღწერილობა: 5 მგ: ნუშის ფორმის ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრულია "TL" და მეორე მხარეს "5". 10 მგ: ნუშის ფორმის ღია ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრულია "TL" და მეორე მხარეს "10".
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ანტიდეპრესანტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
როგორც ჩანს, ვორთიოქსეტინის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მის პირდაპირ მოდულირებულ სეროტონინერგულ აქტივობასთან და სეროტონინის გადამტანი ცილის ინჰიბირებასთან. დოკლინიკური კვლევები აჩვენებენ, რომ ვორთიოქსეტინი მოქმედებს როგორც 5-HT3, 5-HT7 და 5-HT1D რეცეპტორების ანტაგონისტი, 5-HT1B რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტი და 5HT1A რეცეპტორების სრული აგონისტი, ასევე ახდენს 5-HT ტრანსპორტერის ინჰიბირებას, რითაც რამდენიმე სისტემაში ახდენს პირველ რიგში სეროტონინერგულ, ასევე შესაძლებელია ნორადრენერგულ, დოფამინერგულ ნეიროტრანსმისიას, რომელიც განპირობებულია ჰისტამინით, აცეტილქოლინით, გაემ და გლუტამატით. ამგვარი მულტიმოდალური ფარმაკოლოგიური აქტივობა, როგორც ჩანს საფუძვლად უდევს ვორთიოქსეტინის ანტიდეპრესიულ და ანქსიოლიზურ თვისებებს, ამავდროულად განსაზღვრავს კოგნიტური ფუნქციის, დასწავლის და მეხსიერების გაუმჯობესებას, რაც გამოვლინდა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში. თუმცა, ვინაიდან გაურკვეველია თითოეული ფარმაკოლოგიური სამიზნის ინდივიდუალური წვლილი ვორთიოქსეტინის გამოვლენილ ფარმაკოდინამიურ პროფილში, მოყვანილი დოკლინიკური მონაცემების ექსტრაპოლაცია ადამიანზე უნდა განხორციელდეს სიფრთხილით.
პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის გამოყენებით ადამიანზე მიმდინარე ორ კვლევაში, რომლის მიზანი იყო ვორთიოქსეტინის სხვადასხვა დოზირების დონეზე 5-HT გადამტანების დაკავებულობის ხარისხის რაოდენობრივი დადგენა (11C-MADAM ან 11C-DASB ლიგანდების გამოყენებით), მიღებულია შემდეგი მონაცემები: ვორთიოქსეტინთან დაკავშირებული 5-HT გადამტანების საშუალო რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 50% 5 მგ/დღ დოზაზე, 65% 10 მგ/დღ დოზაზე და იზრდებოდა 80%-მდე დოზის 20 მგ/დღ-მდე გაზრდისას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ვორთიოქსეტინის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი იყო 6700 პაციენტის მონაწილეობით მიმდინარე რიგ კლინიკურ კვლევაში, საიდანაც 3700-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა მოკლევადიან კვლევებში (≤12 კვირა) დიდი დეპრესიული აშლილობის დროს. ჩატარდა თორმეტი ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი, 6/8 კვირიანი კვლევა ფიქსირებული დოზებით, რომელთა მიზანი იყო ვორთიოქსეტინის მოკლევადიანი ეფექტურობის განსაზღვრა მოზრდილ პაციენტებში (მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებშიც) დიდი დეპრესიული აშლილობის დროს. ვორთიოქსეტინის ეფექტურობა, სულ მცირედ ერთი დოზის გამოყენების ჯგუფში, გამოვლინდა 12-დან 9 კვლევაში, სადაც, პლაცებოსთან შედარებით, დაფიქსირდა სულ მცირედ 2 ქულიანი ცვლილება დეპრესიის შეფასებისთვის განკუთვნილი მონტგომერი-ასბერგისა (MADRS) და ჰამილტონის (HAM-D24) შკალით. ეს კლინიკურად დასტურდებოდა იმ პაციენტების რაოდენობით, რომლებიც პასუხობდნენ თერაპიაზე და მიაღწიეს რემისიას, ასევე მდგომარეობის გაუმჯობესებით ზოგადი კლინიკური შთაბეჭდილების შკალის (CGI-I) შესაბამისად. დოზის მომატების შემთხვევაში ვორთიოქსეტინის ეფექტურობა იზრდებოდა.
მოზრდილებში ჩატარებული მოკლევადიანი პლაცებო კონტროლირებადი კვლევების პირობებში, ცალკეული კვლევების ეფექტურობა დადასტურებულია 6-8 კვირაზე MADRS შკალის საერთო ქულის საშუალო ცვლილების მეტა ანალიზით. ამ კვლევების მეტა ანალიზის შედეგებით, განსხვავება პლაცებოსთან შედარებით იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი: -2,3 ქულა (p=0,007); -3,6 ქულა (p<0,001); -4,6 ქულა (p<0,001) 5, 10 და 20 მგ/დღ დოზებისთვის, შესაბამისად, 15 მგ/დღ დოზისთვის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა პლაცებოსთან შედარებით არ ყოფილა მიღწეული მეტა-ანალიზის მონაცემებით, მაგრამ საშუალო განსხვავებამ პლაცებოსთან შედარებით შეადგინა -2,6 ქულა. ვორთიოქსეტინის ეფექტურობა დასტურდება კონსოლიდირებული ანალიზის დროსაც, რომელშიც რესპონდერების პროცენტულმა მაჩვენებელმა შეადგინა 46%-დან 49%-მდე ვორთიოქსეტინის გამოყენებისას, პლაცებოს გამოყენების დროს მიღებულ 34%-თან შედარებით (p<0,01; ანალიზი NRI).
გარდა ამისა, ვორთიოქსეტინმა 5-20 მგ/დღ დიაპაზონში ეფექტურობა გამოავლინა დეპრესიის სიმპტომების ფართო სპექტრის მიმართ (შეფასებული იყო ქულათა ცვლილებით MADRS ყველა ცალკეული ქვეშკალით).
ვორთიოქსეტინის ეფექტურობა 10 ან 20 მგ/დღ დოზებში ასევე ნაჩვენები იყო 12-კვირიან, ორმაგ ბრმა, ცვალებადი დოზებით მიმდინარე შედარებით კვლევაში აგომელატინის 25 ან 50 მგ/დღ დოზით პაციენტებში დიდი დეპრესიული აშლილობით. აგომელატინთან შედარებით, ვორთიოქსეტინმა გამოავლინა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა MADRS შკალის საერთო ქულით, რაც ასევე კლინიკურად მნიშვნელოვანი იყო იმ პაციენტების რაოდენობით, რომლებსაც ჰქონდათ პასუხი მკურნალობაზე, მიაღწიეს რემისიას და გაუმჯობესებას CGI-I შკალის მიხედვით.
შემანარჩუნებელი თერაპია
ანტიდეპრესიული ეფექტის მდგრადობა შემანარჩუნებელი თერაპიის დროს ნაჩვენებია რეციდივის პროფილაქტიკის კვლევაში. პაციენტები, რომლებიც 12 კვირიანი ღია კვლევის მსვლელობისას იმყოფებოდნენ რემისიაში ვორთიოქსეტინის საწყისი თერაპიის შემდეგ, რანდომიზირებულები იყვნენ პლაცებოს და ვორთიოქსეტინის 5 ან 10 მგ/დღ ჯგუფებად. მათ აკვირდებოდნენ რეციდივის გამოვლენის თვალსაზრისით ორმაგი, ბრმა კვლევის განმავლობაში, რომელიც გაგრძელდა არანაკლებ 24 კვირა (24-დან 64 კვირამდე). ვორთიოქსეტინის უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით (p=0,004) დაფიქსირდა შეფასების ძირითადი კრიტერიუმის - დიდი დეპრესიული აშლილობის რეციდივის დროის მიხედვით, რისკის 2,0 თანაფარდობით; ეს იმას ნიშნავს, რომ ვორთიოქსეტინის ჯგუფთან შედარებით, რეციდივის რისკი ორჯერ მაღალი იყო პლაცებოს ჯგუფში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, 8-კვირიან კვლევაში, დეპრესიის მქონა ხანდაზმული ასაკის პაციენტების მონაწილეობით (≥65 წელი, n=452, ვორთიოქსეტინით მკურნალობას აქედან იღებდა 156) პრეპარატის ფიქსირებული დოზის გამოყენებისას, ვორთიოქსეტინს 5 მგ/დღ დოზით უპირატესობა ჰქონდა პლაცებოსთან შედარებით, გაუმჯობესების მიმართულებით MADRS და HAM-D24 შკალით ჯამური ქულით შეფასებისას. სხვაობამ ვორთიოქსეტინს და პლაცებოს შორის შეადგინა 4,7 ქულა MADRS შკალით თერაპიის მე-8 კვირაზე (MMRM ანალიზი).
პაციენტები მძიმე დეპრესიით ან დეპრესიით და შფოთვის გამოხატული სიმპტომებით
ვორთიოქსეტინის ეფექტურობა ასევე გამოვლენილი იყო პაციენტებში მძიმე დეპრესიით (საწყისი საერთო ქულა MADRS შკალით ≥30) და პაციენტებში დეპრესიით და შფოთვის გამოხატული სიმპტომებით (საწყისი საერთო ქულა HAM-A შკალით ≥20) მოზრდილი პაციენტების ხანმოკლე კვლევაში (პლაცებოსგან საშუალო განსხვავება MADRS შკალით მე-6 და მე-8 კვირაზე მერყეოდა 2.8-დან 7.3 ქულამდე და 3.6-დან 7.3 ქულამდე, შესაბამისად (MMRM ანალიზი)). ხანდაზმულებში ჩატარებულ ცალკე კვლევაში ვორთიოქსეტინმა აჩვენა ეფექტურობა ამ ჯგუფის პაციენტებშიც.
ანტიდეპრესიული ეფექტის მდგრადობა პაციენტების მოცემულ კატეგორიაში ასევე ნაჩვენები იყო რეციდივის პროფილაქტიკის ხანგრძლივ კვლევაში.
ვორთიოქსეტინის გავლენა ციფრული სიმბოლოების ჩანაცვლების ტესტის (Digit Symbol Substitution Test, DSST) შედეგებზე, ძირითადი სასიცოცხლო უნარების ხარისხის შეფასებაზე კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტის შკალით (UPSA) (ობიექტური მაჩვენებლები), ასევე ქულების რაოდენობა სუბიექტური დეფიციტის შეფასების კითხვარში (Perceived Deficits Questionnaire, PDQ) და ქულების რაოდენობა კოგნიტური და ფიზიკური ფუნქციონირების შეფასების კითხვარში (Cognitive and Physical Functioning Questionnaire, CPFQ) (სუბიექტური მაჩვენებლები)
ვორთიოქსეტინის ეფექტურობა (5-20 მგ/დღ დოზით) პაციენტებში დიდი დეპრესიული აშლილობით შესწავლილი იყო ორ ხანმოკლე პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში მოზრდილებში და ერთში - ხანდაზმულ პაციენტებში.
ვორთიოქსეტინმა აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ციფრული სიმბოლოების ჩანაცვლების ტესტის (DSST) შედეგზე პლაცებოსთან შედარებით Δ = 1,75 -დან (р = 0,019) - 4,26-მდე (р < 0,0001) მოზარდების ორ კვლევაში და Δ = 2,79 (р = 0,023) ხანდაზმული ასაკის პაციენტების კვლევაში. სამივე კვლევაში, საწყის მნიშვნელობასთან შედარებით, DSST ტესტში სწორი სიმბოლოების რაოდენობიდან საშუალო ცვლილების მეტა ანალიზში (ANCOVA, LOCF), ვორთიოქსეტინი განსხვავდებოდა პლაცებოსგან (р < 0,05) ეფექტის სტანდარტიზირებული სიდიდით 0,35. MADRS-ში ცვლილებაზე ჩასწორებისას, იმავე კვლევების მეტა ანალიზში ქულების საერთო რაოდენობამ აჩვენა, რომ ვორთიოქსეტინი განსხვავდებოდა პლაცებოსგან (р < 0,05) ეფექტის სტანდარტიზირებული სიდიდისას 0,24.
ერთ კვლევაში ფასდებოდა ვორთიოქსეტინის ზემოქმედება ფუნქციურ უნარებზე ძირითადი სასიცოცხლო უნარების ხარისხის შეფასების გზით კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტის შკალით (UPSA). ვორთიოქსეტინი სტატისტიკურად განსხვავდებოდა პლაცებოსგან 8,0 ქულიანი შედეგით ვორთიოქსეტინისთვის, პლაცებოს 5,1 ქულასთან შედარებით (р = 0,0003).
ერთ კვლევაში ვორთიოქსეტინი აღემატებოდა პლაცებოს სუბიექტური მაჩვენებლების თვალსაზრისით, რომელიც გაზომილი იყო სუბიექტური დეფიციტის შეფასების კითხვარით, ვორთიოქსეტინისთვის -14,6, ხოლო პლაცებოსთვის -10,5 შედეგით (р = 0,002). ვორთიოქსეტინი არ განსხვავდებოდა პლაცებოსგან სუბიექტური მაჩვენებლების თვალსაზრისით, რომელიც იზომებოდა კოგნიტური და ფიზიკური ფუნქციონირების შეფასების კითხვარით, ვორთიოქსეტინისთვის -8,1, ხოლო პლაცებოსთვის -6,9 შედეგით (р = 0,086).
ამტანობა და უსაფრთხოება
ვორთიოქსეტინის ამტანობა და უსაფრთხოება დადგენილი იყო ხანმოკლე და ხანგრძლივი კვლევების დროს 5-დან 20 მგ/დღ დოზების დიაპაზონში. ინფორმაცია არასასურველ გვერდით რეაქციებზე მოყვანილია თავში ,,გვერდითი მოქმედება“. პლაცებოსთან შედარებით, ვორთიოქსეტინი არ ზრდიდა უძილობის ან ძილიანობის განვითარების სიხშირეს.
ხანმოკლე და ხანგრძლივ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში თანმიმდევრობით ფასდებოდა ვორთიოქსეტინით მკურნალობის მკვეთრი შეწყვეტის შემდგომი მოხსნის შესაძლო სიმპტომები. მოხსნის სიმპტომების ხარისხის ან განვითარების სიხშირის თვალსაზრისით ვორთიოქსეტინით როგორც ხანმოკლე (6-12 კვირა), ასევე ხანგრძლივი (24-64 კვირა) თერაპიის შემდეგ, კლინიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა პლაცებოსთან შედარებით არ გამოვლენილა.
სპონტანური ჩივილების სიხშირე სექსუალურ არასასურველ გვერდით რეაქციებზე იყო დაბალი და პლაცებოს მსგავსი, ვორთიოქსეტინით როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივი კვლევის დროს. არიზონის სექსუალური ფუნქციის შკალის (ASEX) გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში, თერაპიით გამოწვეული სექსუალური დისფუნქციის (TESD) სიხშირე და ჯამური ქულა ASEX-ის შკალით კლინიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა პლაცებოსგან ვორთიოქსეტინის 5-15 მგ/დღ დოზის გამოყენებისას. ვორთიოქსეტინის 20 მგ/დღ დოზის გამოყენებისას გამოვლინდა სექსუალური დისფუნქციის შემთხვევების სიხშირის გაზრდა პლაცებოსთან შედარებით (სხვაობა სიხშირეში 14,2%, ნდობის ინტერვალი 95% (1,4; 27,0)).
ვორთიოქსეტინის ზეგავლენა სქესობრივ ფუნქციაზე დამატებით ფასდებოდა 8-კვირიან, ორმაგ ბრმა შედარებით კვლევაში მოქნილი დოზირების გამოყენებით (n=424) ესციტალოპრამთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სუსი-თ (ციტალოპრამი, პაროქსეტინი ან სერტრალინი) სულ მცირედ 6 კვირის განმავლობაში, დეპრესიული სიმპტომების დაბალი დონით (,,საერთო კლინიკური შეფასება-დაავადების სიმძიმე“ მაჩვენებელი საწყის დონეზე ≤ 3) და TESD, რომელიც გამოწვეული იყო სუსი-თ წინამორბედი მკურნალობით. ესციტალოპრამის 10-20 მგ/დღ დოზის გამოყენებასთან შედარებით, ვორთიოქსეტინის 10-20 მგ/დღ დოზის გამოყენებისას ვლინდებოდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანად ნაკლები TESD, რაც გაზომილი იყო მე-8 კვირაზე სქესობრივი ფუნქციის ცვლილების კითხვარის-14 (CSFQ-14) (2,2 ქულა, р=0,013) საერთო მაჩვენებლის ცვლილებით. მე-8 კვირაზე იმ პაციენტების წილი, რომლებსაც ქონდათ პასუხი მკურნალობაზე, მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდნენ ვორთიოქსეტინის ჯგუფში (162 (74,7%)) ესციტალოპრამის ჯგუფთან შედარებით (137 (66,2%)) (შთ 1,5 (p=0,057). ანტიდეპრესიული ეფექტი ვლინდებოდა მკურნალობის ორივე ჯგუფში.
ხანმოკლე და ხანგრძლივი კვლევის დროს, ვორთიოქსეტინი, პლაცებოსთან შედარებით, არ მოქმედებდა სხეულის წონაზე, გულის შეკუმშვის სიხშირეზე ან არტერიულ წნევაზე.
ვორთიოქსეტინი არ ავლენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას თირკმელების და ღვიძლის ფუნქციონირების პარამეტრებზე კლინიკურ კვლევებში.
პაციენტებში დიდი დეპრესიული აშლილობით, ვორთიოქსეტინი არ ავლენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას ეკგ პარამეტრებზე, მათ შორის, QT, QTc, PR და QRS ინტერვალზე. QTc ინტერვალის შესწავლისას ჯანმრთელ სუბიექტებში, ვორთიოქსეტინი 40 მგ/დღ-მდე დოზით არ მოქმედებდა მის ხანგრძლივობაზე.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
ჩატარებული იყო ერთი რანდომიზირებული, ორმაგი, ბრმა, პლაცებოკონტროლირებადი, 8-კვირიანი კვლევა პრეპარატების ფიქსირებული დოზით, შედარების აქტიურ პრეპარატთან დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე 12-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტების მონაწილეობით. კვლევა მოიცავდა 4-კვირიან, მარტივ, ბრმა საწყის პერიოდს პლაცებოს გამოყენებით სტანდარტიზირებული ფსიქოსოციალური ჩარევით (N=777). მოხდა მხოლოდ ისეთი პაციენტების რანდომიზირება, რომლებსაც არ ქონდათ პასუხი საწყის პერიოდში (N=615). ბავშვებში დეპრესიის შეფასების განახლებული შკალის (CDRS-R) საერთო ქულის მონაცემებით, ვორთიოქსეტინი 10 და 20 მგ/დღ არ იყო სტატისტიკურად უფრო ეფექტური პლაცებოსთან შედარებით. შედარების აქტიური პრეპარატი (ფლუოქსეტინი, 20 მგ/დღ) სტატისტიკურად განსხვავდებოდა პლაცებოსგან CDRS-R შკალის საერთო ქულების მონაცემებით. მთლიანობაში, ვორთიოქსეტინის არასასურველი რეაქციების პროფილი მოზარდებში იყო მოზრდილ პაციენტებში არსებული მონაცემების მსგავსი, გამონაკლისი მოზრდილებში მოზრდილ პაციენტებთან შედარებით იყო მუცლის ტკივილთან და სუიციდურ აზრებთან დაკავშირებული უფრო ხშირი მოვლენები. ვორთიოქსეტინის 10 მგ/დღ დოზასთან (2,7%), ფლუოქსეტინთან (3,3%) და პლაცებოსთან (1,3%) შედარებით, არასასურველ მოვლენებთან დაკავშირებული სამკურნალო პრეპარატის მოხსნის სიხშირე (ძირითადად, სუიციდური აზრები, გულისრევა და ღებინება) ყველაზე მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვორთიოქსეტინს 20 მგ/დღ დოზით (5,6%). ვორთიოქსეტინის გამოყენების დროს ყველაზე ხშირი არასასურველი მოვლენები იყო გულისრევა, ღებინება და თავის ტკივილი. სუიციდური აზრები და ქცევა ვლინდებოდა არასასურველი მოვლენების სახით როგორც 4-კვირიან, მარტივ, ბრმა საწყის პერიოდში (პლაცებო 13/777 [1,7%], ასევე მკურნალობის 8-კვირიანი პერიოდის განმავლობაში (ვორთიოქსეტინი 10 მგ/დღ 2/147 [1,4%], ვორთიოქსეტინი 20 მგ/დღ 6/161 [3,7%], ფლუოქსეტინი 6/153 [3,9%], პლაცებო 0/154 [0%]. სუიციდური აზრების და ქცევის შემთხვევების სიხშირე, რომელიც გაზომილი იყო სუიციდური გამოვლინების სიმძიმის ხარისხის შეფასების კოლუმბიის უნივერსიტეტის შკალით (C-SSRS), მსგავსი იყო პაციენტების ყველა ჯგუფში.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ვორთიოქსეტინი ნელა, მაგრამ კარგად შეიწოვება შიგნით მიღების შემდეგ. მაქსიმალური შრატისმიერი კონცენტრაცია მიიღწევა 7-11 საათის შემდეგ. 5, 10 ან 20 მგ/დღ დოზების მრავალჯერადი მიღების შემდეგ, საშუალო მაქსიმალური შრატისმიერი კონცენტრაცია (Cmax) შეადგენს 9-33 ნგ/მლ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 75%. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზები“).
გადანაწილება
გადანაწილების საშუალო მოცულობა (Vss) შეადგენს 2600 ლ, რაც მოწმობს ექსტენსიურ სისხლძარღვს გარე გადანაწილებაზე. შრატის ცილებთან შეკავშირების ხარისხი - მაღალია (98-99%) და, როგორც ჩანს, არ არის დამოკიდებული ვორთიოქსეტინის კონცენტრაციაზე შრატში.
ბიოტრანსფორმაცია
ვორთიოქსეტინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად, ჟანგვის ხარჯზე CYP2D6 იზოფერმენტის და, ნაკლები ხარისხით, CYP3A4/5 და CYP2C9 იზოფერმენტის დახმარებით და გლუკურონის მჟავის შემდგომი კონიუგაციით.
სამკურნალო ურთიერთზემოქმედების კვლევებში არ გამოვლენილა ვორთიოქსეტინის მაინჰიბირებელი ან მაინდუცირებელი ზემოქმედება CYP1A2, CYP2A6, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP2E1 ან CYP3A4/5 იზოფერმენტებზე (იხ. ნაწილი ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“). ვორთიოქსეტინი არის P-გლიკოპროტეინის სუსტი სუბსტრატი და ინჰიბიტორი.
ვორთიოქსეტინის ძირითადი მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
გამოყოფა
ნაწილობრივად გამოყოფის საშუალო პერიოდი და ორალური კლირენსი შეადგენს 66 სთ და 33 ლ/სთ შესაბამისად.
ვორთიოქსეტინის არააქტიური მეტაბოლიტის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა შარდით და დაახლოებით 1/3 განავალით. ვორთიოქსეტინის მცირე რაოდენობა გამოიყოფა განავალით შეუცვლელი სახით. შრატისმიერი წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 2 კვირის შემდეგ.
წრფივობა/არაწრფივობა
ფარმაკოკინეტიკა ატარებს წრფივ ხასიათს და არ არის დამოკიდებულია დროზე შესწავლილი დოზის დიაპაზონში (2,5-60 მგ/დღ).
ნაწილობრივი გამოყოფის პერიოდის შესაბამისად AUC0-24სთ საფუძველზე 5-20 მგ/დღ მრავალჯერადი დოზების შემდეგ, დაგროვების ინდექსი 5-დან 6-მდეა.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ ჯანმრთელ სუბიექტებში (≥65 წელი; n=20) ვორთიოქსეტინის ექსპოზიცია იზრდებოდა 27%-ით (Cmax და AUC) ახალგაზრდა ჯანმრთელი სუბიექტების საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (≤45 წელი) მრავალჯერადი დოზის 10 მგ/დღ შეყვანის შემდეგ. ვორთიოქსეტინის მინიმალური ეფექტური დოზის 5 მგ/დღ გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს საწყისი დოზის სახით ≥65 ასაკის პაციენტებში (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზები“). ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ვორთიოქსეტინის 10 მგ/დღ მეტი დოზა ინიშნება სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“).
თირკმელების უკმარისობა
ჯანმრთელი სუბიექტების საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ვორთიოქსეტინის 10 მგ/დღ ერთჯერადი დოზის შემდეგ, თირკმელების უკმარისობა, რომელიც ფასდებოდა კოკროფტ- გოლტის ფორმულით (მსუბუქი, საშუალო ან მძიმე; n=8 ჯგუფში) იწვევდა ვორთიოქსეტინის ექსპოზიციის ზომიერ (30%-მდე) ზრდას. პაციენტებში თირკმელების დაზიანების ტერმინალური სტადიით, დიალიზი იწვევდა ექსპოზიციის მხოლოდ უმნიშვნელო შემცირებას (AUC და Cmax მცირდებოდა 13%-ით და 27%-ით შესაბამისად, n=8) ვორთიოქსეტინის ერთჯერადი დოზის 10 მგ შემდეგ. თირკმელების ფუნქციის მიუხედავად, დოზის კორექცია არ არის საჭირო (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზები“ და ,,განსაკუთრებული მითითებები“).
ღვიძლის უკმარისობა
პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში (N = 6-8) ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე ხარისხის დაზიანებით (ჩაილდ-პიუს კრიტერიუმები А, В და С შესაბამისად) იყო ჯანმრთელი მოხალისეების მაჩვენებლების შესაბამისი. AUC ცვლილება იყო 10%-ზე ნაკლები პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის დარღვევით და 10%-ზე მეტი ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტებში. Cmax ცვლილება იყო 25%-ით ნაკლები ყველა ჯგუფში. არ არის საჭირო დოზის კორექცია ღვიძლის ფუნქციის შესაბამისად (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზები“ და ,,განსაკუთრებული მითითებები“).
CYP2D6 იზოფერმენტის გენის ტიპები
ვორთიოქსეტინის შრატისმიერი კონცენტრაცია იყო დაახლოებით ორჯერ მეტი პაციენტებში CYP2D6 იზოფერმენტის შემცირებული მეტაბოლური აქტივობით ექსტენსიურ მეტაბოლიზატორებთან შედარებით. CYP3A4/2C9 იზოფერმენტების ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ პაციენტებში CYP2D6 იზოფერმენტის შემცირებული მეტაბოლური აქტივობით შესაძლებელია პოტენციურად გამოიწვიოს ვორთიოქსეტინის ექსპოზიციის მატება (იხ. ნაწილი ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სახვა ფორმები“). პაციენტებში CYP2D6 იზოფერმენტის ძალიან სწრაფი მეტაბოლიზმით, ვორთიოქსეტინის 10 მგ/დღე შრატისმიერი კონცენტრაცია იყო იმ მნიშვნელობის ფარგლებში, რომელიც მიღებული იყო ექსტენსიურ მეტაბოლიზატორებში 5 მგ/დღ და 10 მგ/დღ დოზებზე. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით საჭიროა პრეპარატის დოზის კორექციის შესაძლებლობის განხილვა (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზები“).
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
ვორთიოქსეტინის ფარმაკოკინეტიკას ბავშვებში და მოზარდებში დიდი დეპრესიული აშლილობით, პრეპარატის 5-20 მგ დღეში ერთჯერ შიგნით მიღების შემდეგ, ახასიათებდნენ პოპულაციური მოდელების ანალიზის გამოყენებით იმ მონაცემების საფუძველზე, რომელიც მიღებული იყო ფარმაკოკინეტიკის (7-17 წელი) და ეფექტურობის და უსაფრთხოების (12-17 წელი) კვლევაში. ვორთიოქსეტინის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში და მოზარდებში იყო მოზრდილი პაციენტების ფარმაკოკინეტიკის მსგავსი.
დოკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
თაგვებში, ვირთაგვებში და ძაღლებში ვორთიოქსეტინის შეყვანის საერთო ტოქსიკურობის კვლევას ძირითადად თან ახლდა ეფექტები ცნს-ის მხრიდან, რაც მოიცავდა ისეთ მოვლენებს, როგორიც იყო სალივაცია (ვირთაგვები და ძაღლები), გუგების გაფართოება (ძაღლები) და კრუნჩხვების ორი ეპიზოდი ძაღლებში. პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდებული თერაპიული დოზის 20 მგ/დღ შეყვანისას არ დაფიქსირებულა კრუნჩხვითი აქტივობა იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების ზღვარი განისაზღვრა 5%. ორგანული ტოქსიკურობა შემოიფარგლა თირკმელებით (ვირთაგვები) და ღვიძლით (თაგვები და ვირთაგვები).
ცვლილებები თირკმელების მხრიდან ვირთაგვებში (გლომერულონეფრიტი, ტუბულარული ობსტრუქცია, კრისტალები თირკმელების არხებში) და ღვიძლის მხრიდან თაგვებში (ჰეპატოცელულარული ჰიპერტფორია, ჰეპატოციტების ნეკროზი, სანაღვლე გზების ჰიპერპლაზია, კრისტალები სანაღვლე გზებში) გამოვლინდა ადამიანისთვის განკუთვნილი მაქსიმალური რეკომენდებული დოზის 20 მგ/დღ 2-ჯერ მეტი (ვირთაგვებში) და 10-ჯერ მეტი (თაგვებში) ექსპოზიციის დროს. ეს შემთხვევები ძირითადად დაკავშირებული იყო მღრღნელებისთვის დამახასიათებელი თირკმელების არხების და სანაღვლე გზების კრისტალებით ობსტრუქციასთან და ითვლება, რომ ნაკლებად შესაძლებელია განვითარდეს ადამიანებში.
ვორთიოქსეტინი არ ავლენდა გენოტოქსიკურ მოქმედებას სტანდარტულ ტესტებში in vitro და in vivo.
თაგვებზე ან ვირთაგვებზე ჩატარებული სტანდარტული ორწლიანი კანცეროგენობის კვლევის შედეგების საფუძველზე, ვორთიოქსეტინი არ ფლობს კანცეროგენობის რისკს ადამიანში.
ვორთიოქსეტინი არ მოქმედებდა ფერტილობაზე, შეჯვარების უნარზე, რეპროდუქციული ორგანოების ფუნქციაზე ან მორფოლოგიაზე და სპერმატოზოიდების მოძრაობაზე ვირთაგვებში. ვორთიოქსეტინი არ ავლენდა ტერატოგენულ მოქმედებას ვირთაგვებში ან ბოცვრებში, თუმცა ზემოქმედება ნაყოფის წონაზე და ოსიფიკაციის შეფერხება ვლინდებოდა ვირთაგვებში ვორთიოქსეტინის ისეთი დოზის ექსპოზიციის დროს, რომელიც 10-ჯერ აღემატებოდა ადამიანში გამოყენებულ მაქსიმალურ სადღეღამისო 20 მგ/დღ დოზას. მსგავსი ეფექტები ვლინდებოდა ბოცვრებში სუბთერაპიული ექსპოზიციის დროს.
პრე- და პოსტნატალურ კვლევებში ვირთაგვებში, ვორთიოქსეტინის გამოყენება დოზებით, რომლებიც არ ავლენდნენ ტოქსიკურ ზემოქმედებას დედაზე და შეესაბამებოდა ადამიანის დოზას 20 მგ/დღ, ასოცირდებოდა შთამომავლობის სიკვდილიანობის მატებასთან, სხეულის წონის მატების ტემპის შემცირებასთან და მათი განვითარების შეფერხებასთან (იხ. ნაწილი ,,გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში“).
ვორთიოქსეტინი აღწევდა მეძუძური ვირთაგვების დედის რძეში (იხ. ნაწილი ,,გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში“).
ვირთაგვებში ჩატარებული იუვენილური ტოქსიკურობის კვლევებში, ვორთიოქსეტინით თერაპიის ფონზე მიღებული მონაცემები იყო მოზრდილ ცხოველებში მიღებული მონაცემების მსგავსი.
გარემო პირობებზე ზემოქმედების რისკის კვლევებმა აჩვენეს, რომ ვორთიოქსეტინს აქვს შენახვის, ბიოლოგიურად დაგროვების და გარემო პირობებზე ტოქსიკური ზემოქმედების პოტენციალი (რისკი თევზებისთვის). თუმცა, პაციენტებისთვის რეკომენდებულ დოზებში, ვორთიოქსეტინს აქვს უმნიშვნელო რისკი წყლის და მიწისზედა გარემოზე.
გამოყენების ჩვენება
ბრინტელიქსი ნაჩვენებია დიდი დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ მოზრდილებში.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
მონოამინოქსიდაზას არასელექტიური ინჰიბიტორების ან მაო A სელექტიური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება (იხ. ნაწილი ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები (უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი).
სიფრთხილით
თირკმელების და ღვიძლის მძიმე უკმარისობა; მანია და ჰიპომანია; ფარმაკოლოგიურად არაკონტროლირებადი ეპილეფსია, კრუნჩხვითი გულყრა ანამნეზში; გამოხატული სუიციდური ქცევა; ღვიძლის ციროზი; მიდრეკილება სისხლდენების მიმართ; ერთდროული მიღება შემდეგ პრეპარატებთან მაო-B ინჰიბიტორებთან (სელეგილინთან, რაზაგილინთან); სეროტონინერგულ სამკურნალო პრეპარატებთან; პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს; ლითიუმთან, ტრიპტოფანთან; კრაზანას შემცველ სამკურნალო პრეპარატებთან; შიგნით მისაღებ ანტიკოაგულანტებთან და თრომბოციტულ ფუნქციაზე მოქმედ სამკურნალო პრეპარატებთან; პრეპარატებთან, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპონატრიემიის გამოწვევა; ელექტროკრუნჩხვითი თერაპია; ხანდაზმული ასაკი.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
ვორთიოქსეტინის ორსულ ქალებში გამოყენების მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოლოგიური თვისებები“).
ახალშობილებში, რომელთა დედები იღებდნენ სეროტონინერგულ პრეპარატებს ორსულობის გვიან ვადებზე, შესაძლებელია დაფიქსირდეს შემდეგი სიმპტომები: რესპირატორული დისტრესი, ციანოზი, აპნოე, კრუნჩხვები, ტემპერატურის არასტაბილურობა, საკვების მიღების გაძნელება, ღებინება, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, მომატებული ნერვ-რეფლექტორული აღგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ლეტარგიული ძილი, გამუდმებით ტირილი, ძილიანობა და ცუდი ძილი. ეს სიმპტომები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს როგორც მოხსნის სინდრომთან, ასევე ჭარბ სეროტონინერგულ აქტივობასთან. უმრავლეს შემთხვევაში, მსგავსი გართულებები იწყება დაბადებისთანავე ან მოგვიანებით (< 24 საათი).
არსებული ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემებით, სავარაუდოდ, ორსულობის დროს, განსაკუთრებით კი გვიანდელ ვადებზე სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენებამ, შესაძლებელია გაზარდოს ფილტვის მდგრადი ჰიპერტენზიის განვითარების რისკი ახალშობილებში (PPHN). მიუხედავად იმისა, რომ მითითებული მდგომარეობის კავშირი ვორთიოქსეტინის გამოყენებასთან არ არის შესწავლილი, პრეპარატის მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით (სეროტონინის კონცენტრაციის მატება) არ უნდა მოხდეს პოტენციური რისკის გამორიცხვა.
ორსულობის დროს ბრინტელიქსის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
აღწერილი კლინიკური შემთხვევების გათვალისწინებით, მშობიარობამდე ერთი თვის განმავლობაში ნორადრენალინის და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატების გამოყენების შემდეგ, სავარაუდოდ იზრდება (2-ჯერ ნაკლებად) მშობიარობის შემდგომი სისხლდენის განვითარების რისკი. მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობის შემდგომი სისხლდენას და ვორთიოქსეტინით მკურნალობას შორის კავშირის კვლევა არ არსებობს, მოქმედების შესაბამისი მექანიზმის გათვალისწინებით არსებობს მითითებული მოვლენის პოტენციური რისკი (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“).
ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებულმა ხელმისაწვდომმა ფარმაკოდინამიურმა და ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ვორთიოქსეტინი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში. შესაძლებელია, ვორთიოქსეტინი ასევე აღწევს ადამიანის დედის რძეში (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოლოგიური თვისებები“).
არ უნდა მოხდეს ძუძუთი კვების დროს ბავშვისთვის საფრთხის გამორიცხვა. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ბრინტელიქსით თერაპიის შეწყვეტის/დასრულების გადაწყვეტილება მიიღება ბავშვის ძუძუთი კვების და დედისთვის თერაპიის სარგებლის თანაფარდობის შეფასების გათვალისწინებით.
ფერტილობა
დედალ და მამალ ვირთაგვებში ფერტილობის კვლევებმა აჩვენეს, რომ ვორთიოქსეტინი არ ავლენს ზემოქმედებას ფერტილობაზე, სპერმის ხარისხზე ან შეჯვარების უნარზე (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოლოგიური თვისებები“).
ადამიანში შესაბამისი ფარმაკოლოგიური კლასის ანტიდეპრესანტების (სუსი) გამოყენების შემთხვევებმა აჩვენეს ზემოქმედება სპერმის ხარისხზე, რომელიც ატარებს შექცევად ხასიათს. ზემოქმედება ადამიანის ფერტილობაზე მიმდინარე დრომდე არ გამოვლენილა.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირების რეჟიმი
ბრინტელიქსის საწყისი და რეკომენდებული დოზა 65 წელზე უმცროსი ასაკის მოზრდილ პაციენტებში შეადგენს 10 მგ ერთჯერადად დღეში. შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა მაქსიმალურ დოზამდე 20 მგ ვორთიოქსეტინი დღეში ერთჯერ ან შემცირება მინიმალურ დოზამდე 5 მგ ვორთიოქსეტინი დღეში ერთჯერ, პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად.
დეპრესიის სიმპტომების სრული გაქრობის ალაგების შემდეგ, ანტიდეპრესიული ეფექტის გამყარების მიზნით, მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია სულ მცირედ 6 თვის განმავლობაში.
მკურნალობის შეწყვეტა
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ვორთიოქსეტინს, შეუძლიათ ერთბაშად შეწყვიტონ სამკურნალო პრეპარატის მიღება დოზირების თანდათან შემცირების აუცილებლობის გარეშე (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოლოგიური თვისებები“).
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (≥65 წელი)
≥65 წლის ასაკის პაციენტებში, საწყისი დოზის სახით ყოველთვის უნდა მოხდეს ბრინტელიქსის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება 5 მგ ერთჯერადად დღეში. საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება ≥65 წლის პაციენტების ვორთიოქსეტინის დღეში ერთჯერადად 10 მგ-ზე მეტი დოზით მკურნალობისას, ვინაიდან პაციენტების მითითებულ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების მონაცემები შეზღუდულია (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“).
ციტოქრომ P450 ინჰიბიტორები
პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, შესაძლებელია საჭირო გახდეს ბრინტელიქსის დოზის შემცირება CYP2D6 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორებით თერაპიის დამატებისას (მაგალითად, ბუპროპიონი, ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი) (იხ. ნაწილი ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
ციტოქრომ P450 ინდუქტორები
პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, შესაძლებელია საჭირო გახდეს ბრინტელიქსის დოზის კორექცია ციტოქრომ P450 ინდუქტორების ფართო სპექტრის თერაპიის დამატებისას (მაგალითად, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი) (იხ. ნაწილი ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
პრეპარატი ბრინტელიქსის უსაფრთხოება და ეფექტურობა 7-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი. მონაცემები პაციენტების მითითებულ ჯგუფში არ არის (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“). პრეპარატი ბრინტელიქსის გამოყენება არ უნდა მოხდეს 12-დან 17 წლამდე მოზარდებში დიდი დეპრესიული აშლილობით, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში არ ყოფილა გამოვლენილი მისი ეფექტურობა. პრეპარატი ბრინტელიქსის გამოყენების უსაფრთხოება 12-დან 17 წლამდე მოზარდებში აღწერილია ნაწილში ,,განსაკუთრებული მითითებები“ და ,,გვერდითი მოქმედება“.
თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დოზის კორექცია თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის შესაბამისად არ არის საჭირო (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“ და ,,ფარმაკოლოგიური თვისებები“).
გამოყენების წესი
ბრინტელიქსი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.
გვერდითი მოქმედება
უსაფრთხოების პროფილის დახასიათება
ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქცია იყო გულისრევა.
ცხრილის სახით მოცემულია არასასურველი რეაქციების სია
ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები გადანაწილებულია სიხშირის შესაბამისად, შემდეგი გზით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი).
მითითებული სია დაფუძნებულია კლინიკურ კვლევაში მიღებულ ინფორმაციაზე და პოსტრეგისტრაციული გამოყენების გამოცდილებაზე.
ორგანოთა სისტემების კლასი
სიხშირე
არასასურველი რეაქციები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
უცნობი*
ანაფილაქსიური რეაქცია
ენდოკრინული დარღვევები
უცნობი*
ჰიპერპროლაქტინემია
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
უცნობი*
ჰიპონატრიემია
ფსიქიკური დარღვევები
ხშირი
უჩვეულო სიზმრები
უცნობი*
უძილობა
უცნობი*
აღგზნებადობა, აგრესია
დარღვევები
ნერვული სისტემის მხრიდან
ხშირი
თავბრუსხვევა
უცნობი*
სეროტონინის სინდრომი
თავისტკივილი
დარღვევები
მხედველობის ორგანოების მხრიდან
იშვიათი
გუგის გაფართოება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის
განვითარება
დარღვევები
სისხლძარღვების მხრიდან
არახშირი
წამოხურება
უცნობი*
სისხლჩაქცევა (მათ შორის სისხლჩაქცევა კანში, ეკხიმოზი, სისხლდენა ცხვირიდან,
კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ვაგინალური სისხლდენა)
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
ძალიან ხშირი
გულისრევა
ხშირი
დიარეა, ყაბზობა, ღებინება
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან
ხშირი
ქავილი, მათ შორის გენერალიზებული ქავილი
ჰიპერჰიდროზი
არახშირი
ღამის ოფლიანობა
უცნობი*
ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
გულისრევა
როგორც წესი, გულისრევა ატარებდა მსუბუქ ან ზომიერი ხარისხის სიმძიმეს და ვითარდებოდა მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში. რეაქციები ძირითადად იყო ხანმოკლე და არ იყო მკურნალობის შეწყვეტის მიზეზი. ისეთი არასასურველი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მხრიდან, როგორიცაა გულისრევა, უფრო ხშირი იყო ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.
ხანდაზმული პაციენტები
ვორთიოქსეტინის დღეში ერთხელ 10 მგ და მეტი დოზებისთვის, კვლევების შეწყვეტის სიხშირე უფრო მაღალი იყო ≥65 წლის პაციენტებში.
ვორთიოქსეტინის 20 მგ დღეში ერთხელ დოზებისთვის, გულისრევისა და ყაბზობის განვითარების სიხშირე უფრო მაღალი იყო ≥65 წლის პაციენტებში (42% და 15%, შესაბამისად) <65 წლის პაციენტებთან შედარებით (27% და 4%, შესაბამისად) (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები).
სექსუალური დისფუნქცია
კლინიკურ კვლევებში სექსუალური დისფუნქცია ფასდებოდა სექსუალური ფუნქციის არიზონას შკალას ASEX გამოყენებით. 5-დან 15 მგ-მდე დოზები არ ავლენდნენ პლაცებოსგან განსხვავებულ მონაცემებს. თუმცა, ვორთიოქსეტინის 20 მგ დოზით მიღება ასოცირებული იყო სექსუალური დისფუნქციის სიხშირის მატებასთან (TESD) (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოლოგიური თვისებები“).
კლას-სპეციფიური ეფექტი
ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა, ძირითადად 50 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების მონაწილეობით, გამოავლინეს ძვლის მოტეხილობის რისკის მატება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ანტიდეპრესანტების შესაბამისი ფარმაკოლოგიური კლასის სამკურნალო პრეპარატებს (სუსი და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები). ამ რისკის გამომწვევი მექანიზმი უცნობია ისევე, როგორც უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს რისკი ვორთიოქსეტინის მიღებას.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
საერთო ჯამში, ვორთიოქსეტინით მკურნალობის ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში მონაწილეობას იღებდა 12-დან 17 წლის ასაკის 308 პაციენტი დიდი დეპრესიული აშლილობით. საერთო ჯამში, ვორთიოქსეტინის არასასურველი რეაქციების პროფილი იყო მოზრდილების პროფილის მსგავსი, გამონაკლისი იყო მუცლის ტკივილის და სუიციდური აზრების უფრო ხშირი გამოვლინება მოზარდებში მოზრდილებთან შედარებით.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
კლინიკურ კვლევებში ვორთიოქსეტინის შიგნით მიღება 40 მგ-დან 75 მგ-მდე დოზის დიაპაზონში იწვევდა შემდეგი არასასურველი რეაქციების გაძლიერებას: გულისრევა, პოსტურალური თავბრუსხვევა, დიარეა, უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, გენერალიზებული ქავილი, ძილიანობა და წამოხურება.
პოსტრეგისტრაციული გამოყენების გამოცდილება ძირითადად შეიცავს ინფორმაციას ვორთიოქსეტინის 80 მგ-მდე დოზით გადაჭარბების შესახებ. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები არ არსებობს ან ატარებენ მსუბუქი ხარისხის სიმძიმის ხასიათს. ყველაზე ხშირად დარეგისტრირებული სიმპტომები იყო გულისრევა და ღებინება.
ვორთიოქსეტინის 80 მგ-ზე მეტი დოზით გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. თერაპიულ დიაპაზონზე რამდენჯერმე მეტი დოზის გამოყენების შემდეგ აღინიშნა კრუნჩხვებისა და სეროტონინის სინდრომის განვითარება.
მკურნალობა
ჭარბი დოზის შემთხვევაში საჭიროა პაციენტზე ზედამხედველობა და სიმპტომატური მკურნალობა. ასევე რეკომენდებულია შემდგომი სამედიცინო დაკვირვება სპეციალიზირებულ პირობებში.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ვორთიოქსეტინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად CYP2D6 იზოფერმენტით, და, უფრო ნაკლები ხარისხით, CYP3A4/5 და CYP2C9 იზოფერმენტებით კატალიზირებული ჟანგვის შედეგად (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოლოგიური თვისები“).
სხვა პრეპარატების შესაძლო ზეგავლენა ვორთიოქსეტინის ფარმაკოლოგიურ მოქმედებაზე
შეუქცევადი არასელექტიური მაო ინჰიბიტორები
სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო, ვორთიოქსეტინის გამოყენება უკუნაჩვენებია შეუქცევად არასელექტიურ მაო ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. ვორთიოქსეტინი შეიძლება დაინიშნოს შეუქცევადი არასელექტიური მაოს ინჰიბიტორების მოხსნიდან არანაკლებ 14 დღის გასვლის შემდეგ. ვორთიოქსეტინის მოხსნა უნდა მოხდეს შეუქცევადი არასელექტიური მაოს ინჰიბიტორების გამოყენების დაწყებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები").
მაო A შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორები (მოკლობემიდი)
ვორთიოქსეტინის და მაო A შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორების, როგორიც არის მოკლობემიდი, ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენება“). მათი ერთდროული გამოყენების დადასტურებული აუცილებლობის შემთხვევაში, თანდართული პრეპარატის ჩართვა აუცილებელია მინიმალური დოზით. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს კლინიკური დაკვირვების ქვეშ სეროტონინის სინდრომის წარმოშობის გამოსავლენად (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“).
მაო შექცევადი არასელექტიური ინჰიბიტორები (ლინეზოლიდი)
ვორთიოქსეტინის და მაო შექცევადი არასელექტიური ინჰიბიტორების, როგორიც არის ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი, ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი ,,უკუჩვენება“). მათი ერთდროული გამოყენების დადასტურებული აუცილებლობის შემთხვევაში, თანდართული პრეპარატის ჩართვა აუცილებელია მინიმალური დოზებით. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს კლინიკური დაკვირვების ქვეშ სეროტონინის სინდრომის წარმოშობის გამოსავლენად (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“).
მაო B შეუქცევადი სელექტიური ინჰიბიტორები (სელეგილინი, რაზაგილინი)
მიუხედავად იმისა, რომ სეროტონინის სინდრომის წარმოშობის რისკი ვორთიოქსეტინის და მაო B სელექტიური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას უფრო დაბალია, ვიდრე ვორთიოქსეტინის და მაო A სელექტიური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას, ვორთიოქსეტინის და მაო B შეუქცევადი ინჰიბიტორების, როგორიცაა სელეგილინი ან რაზაგილინი, კომბინირებული გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს. მათი ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს კლინიკური დაკვირვების ქვეშ სეროტონინის სინდრომის წარმოშობის გამოსავლენად (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“).
სეროტონინერგული პრეპარატები
ვორთიოქსეტინის და სეროტონინერგული ეფექტის მქონე სხვა სამკურნალო საშუალებების მაგალითად ოპიოიდების (მათ შორის ტრამადოლი) და ტრიპტანების (მათ შორის, სუმატრიპტანი) ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომის განვითარება (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“).
კრაზანა
ანტიდეპრესანტების და კრაზანას შემცველი (Hypericum perforatum) სეროტონინერგული ეფექტის მქონე პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის მატება, სეროტონინის სინდრომის ჩათვლით (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“).
პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს
ანტიდეპრესანტებმა სეროტონინერგული ეფექტით შესაძლებელია შეამცირონ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლი. ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს (მაგალითად, ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები), ნეიროლეპტიკები (ფენოთიაზინი, თიოქსანტენი, ბუტიროფენონი), მეფლოქინი, ბუპროპიონი, ტრამადოლი) უნდა მოხდეს სიფრთხილით (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“).
ეკთ (ელექტროკრუნჩხვითი თერაპია)
ამჟამად ვორთიოქსეტინის და ეკთ-ს ერთდროულად გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ ასეთი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
CYP2D6 იზოფერმენტის ინჰიბიტორები
ვორთიოქსეტინის 10 მგ/დღ დოზის გამოყენებისას ბუპროპიონთან ერთად (CYP2D6 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორები) დოზით 150 მგ დღეში ორჯერ 14 დღის განმავლობაში ჯანმრთელ სუბიექტებში, ვორთიოქსეტინის ექსპოზიცია (AUC) გაიზარდა 2,3-ჯერ. გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად შეინიშნებოდა ვორთიოქსეტინის მიმდინარე თერაპიაზე პროპიონის დამატებისას, ვიდრე ვორთიოქსეტინის დამატებისას ბუპროპიონის მიმდინარე თერაპიაზე. პაციენტების ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე, ვორთიოქსეტინით მიმდინარე თერაპიაზე CYP2D6 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორის დამატებისას (მაგალითად, ბუპროპიონი, ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი), უნდა მოხდეს ვორთიოქსეტინის დოზის შემცირების განხილვა (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“).
CYP3A4, CYP2C9 და CYP2C19 იზოფერმენტის ინჰიბიტორები
კეტოკონაზოლის (CYP3A4/5 იზოფერმენტის და P გლიკოპროტეინის ინჰიბიტორი) 400 მგ/დღ დოზით გამოყენების დაწყებიდან 6 დღის შემდეგ ან ფლუკონაზოლის (CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4/5 იზოფერმენტების ინჰიბიტორი) 200 მგ/დღ დოზით გამოყენების დაწყებიდან 6 დღის შემდეგ ვორთიოქსეტინის დამატებისას ჯანმრთელ სუბიექტებში, ვორთიოქსეტინის ექსპოზიცია (AUC) გაიზარდა 1,3-ჯერ და 1,5-ჯერ, შესაბამისად. დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ომეპრაზოლის 40 მგ ერთჯერადი დოზა (CYP2C19 იზოფერმენტის ინჰიბიტორი) არ ავლენდა მაინჰიბირებელ მოქმედებას ვორთიოქსეტინის მრავალჯერადი დოზების ფარმაკოკინეტიკაზე ჯანმრთელ სუბიექტებში.
ურთიერთქმედება პაციენტებში CYP2D6 იზოფერმენტის სუსტი აქტივობით
ვორთიოქსეტინის და CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორების (როგორიც არის, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, კლარითრომიცინი, ტელიტრომიცინი, ნეფაზოდონი, კონივაპტანი და აივ პროტეაზას ბევრი ინჰიბიტორი) და CYP2C9 იზოფერმენტის ინჰიბიტორების (როგორიც არის ფლუკონაზოლი და ამიოდარონი) ერთდროული გამოყენების სპეციალური კვლევები პაციენტებში CYP2D6 იზოფერმენტის შემცირებული აქტივობით (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოლოგიური თვისებები“) არ ჩატარებულა, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ამ პაციენტებში ასეთი გამოყენება გამოიწვევს ვორთიოქსეტინის უფრო გამოხატულ ექსპოზიციას ზემოთ აღწერილ ზომიერ მოქმედებასთან შედარებით. პაციენტის ინდივიდუალური პასუხის მიხედვით, შესაძლებელია საჭირო გახდეს ვორთიოქსეტინის უფრო დაბალი დოზა CYP3A4 ან CYP2C9 იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას ან პირებში CYP2D6 შენელებული მეტაბოლიზმით.
P450 ციტოქრომის ინდუქტორები
რიფამპიცინის (ფართო სპექტრის CYP იზოფერმენტის ინდუქტორი) 600 მგ/დღ დოზით გამოყენების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ ვორთიოქსეტინის 20 მგ ერთჯერადი დოზის მიღებისას ჯანმრთელ სუბიექტებში, ვორთიოქსეტინის ექსპოზიცია (AUC) შემცირდა 72%-ით. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად, ვორთიოქსეტინით მიმდინარე თერაპიაზე P450 ციტოქრომის ფართო სპექტრის ძლიერი ინდუქტორის დამატებისას (მაგალითად, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი), საჭიროა ვორთიოქსეტინის დოზის კორექციის შესაძლებლობის განხილვა (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზები“).
ალკოჰოლი
ვორთიოქსეტინის (20 მგ და 40 მგ) ერთჯერადი დოზის და ეთანოლის (0,6 გ/კგ) ერთდროული გამოყენებისას ჯანმრთელ სუბიექტებში, ვორთიოქსეტინის ან ეთანოლის ფარმაკოკინეტიკული ცვლილებები და კოგნიტური ფუნქციების მნიშვნელოვანი დარღვევები პლაცებოსთან შედარებით არ გამოვლენილა. თუმცა, ანტიდეპრესანტებით თერაპიის დროს ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული.
აცეტილსალიცილის მჟავა
აცეტილსალიცილის მჟავას ერთჯერადი შეყვანა 150 მგ/დღ დოზით არ ცვლიდა ვორთიოქსეტინის მრავალჯერადი დოზების ფარმაკოკინეტიკას ჯანმრთელ სუბიექტებში.
ვორთიოქსეტინის შესაძლო ზეგავლენა სხვა პრეპარატების ფარმაკოლოგიურ მოქმედებაზე
ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები
პლაცებოსთან შედარებით არ გამოვლენილა ვორთიოქსეტინის მნიშვნელოვანი გავლენა პროთრომბინის პარამეტრებზე, საერთაშორისო ნორმალიზებულ თანაფარდობაზე (სნთ) ან R-/S-ვარფარინის თანაფარდობაზე სისხლის შრატში ვორთიოქსეტინის მრავალჯერადი დოზების და ვარფარინის ფიქსირებული დოზების ერთდროული გამოყენებისას ჯანმრთელ სუბიექტებში. ასევე, პლაცებოსთან შედარებით, არ გამოვლენილა ვორთიოქსეტინის მნიშვნელოვანი მაინჰიბირებელი გავლენა თრომბოციტების აგრეგაციაზე და აცეტილსალიცილის მჟავას და სალიცილის მჟავას ფარმაკოკინეტიკაზე ვორთიოქსეტინის მრავალჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავას 150 მგ/დღ დოზის ერთდროული გამოყენებისას ჯანმრთელ სუბიექტებში. მიუხედავად ამისა, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ვორთიოქსეტინის და შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტების ან ანტიაგრეგანტების ერთდროული გამოყენებისას, ფარმაკოდინამიური ურთიერთზემოქმედებით გამოწვეული სისხლდენის განვითარების პოტენციური რისკის გამო (იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები“).
P450 ციტოქრომის სუბსტრატები
In vitro კვლევებს არ გამოუვლენიათ ვორთიოქსეტინის უნარი მოახდინოს P450 ციტორქომის სისტემის იზოფერმენტების ინჰიბირება ან ინდუცირება (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოლოგიური თვისებები“).
ჯანმრთელ სუბიექტებში ვორთიოქსეტინის მრავალჯერადი დოზების გამოყენების შემდეგ არ გამოვლენილა მისი მაინჰიბირებელი გავლენა P450 ციტორქომის სისტემის იზოფერმენტების აქტივობაზე CYP2C19 (ომეპრაზოლი, დიაზეპამი), CYP3A4/5 (ეთინილესტრადიოლი, მიდაზოლამი), CYP2B6 (ბუპროპიონი), CYP2C9 (ტოლბუტამიდი, S-ვარფარინი), CYP1A2 (კოფეინი) ან CYP2D6 (დექსტრომეტორფანი).
ფარმაკოდინამიური ურთიერთზემოქმედება ასევე არ აღინიშნებოდა. არ ყოფილა გამოვლენილი კოგნიტური ფუნქციების მნიშვნელოვანი დარღვევა პლაცებოსთან შედარებით ვორთიოქსეტინის და დიაზეპამის 10 მგ ერთჯერადი დოზის კომბინირებული გამოყენებისას. პლაცებოსთან შედარებით, არ ყოფილა გამოვლენილი ვორთიოქსეტინის მნიშვნელოვანი გავლენა სქესობრივი ჰორმონების დონეზე მისი შიგნით მისაღებ კომბინირებულ კონტრაცეპტივებთან ერთდროული გამოყენებისას (ეთინილესტრადიოლი 30 მკგ+ლევონორგესტრელი 150 მკგ).
ლითიუმი, ტრიპტოფანი
ჯანმრთელ სუბიექტებში არ გამოვლენილა რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება ლითიუმის და ვორთიოქსეტინის მრავალჯერადი დოზების ერთდროული გამოყენებისას, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ლითიუმის ან ტრიპტოფანის ერთდროული გამოყენებისას აღწერილი იყო სეროტონინერგული ანტიდეპრესანტების მოქმედების გაძლიერების შემთხვევები, ვორთიოქსეტინის და ამ პრეპარატების კომბინირებული გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილის ზომების დაცვით.
გავლენა შარდის სკრინინგის შედეგზე ნარკოტიკული ნივთიერებების გამოვლენისას
აღწერილია მეტადონზე შარდის იმუნოფერმენტული ანალიზის ცრუდადებითი შედეგის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვორთიოქსეტინს. საჭიროა შარდის სკრინინგის შედეგის დაკვირვებული ინტერპრეტირება ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, ასევე, შედეგის დამტკიცების მიზნით, ალტერნატიული ანალიტიკური მეთოდების გამოყენების გათვალისწინება (მაგალითად, ქრომატოგრაფიული მეთოდი).
განსაკუთრებული მითითებები
გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში
ბრინტელიქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული დეპრესიის სამკურნალოდ 7-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში ვორთიოქსეტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი (იხ. ნაწილი "გამოყენების წესი და დოზები"). პრეპარატი ბრინტელიქსის გამოყენება არ უნდა მოხდეს 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში დიდი დეპრესიული აშლილობით, რადგან მისი ეფექტურობა არ არის დადგენილი (იხ. ნაწილი ,,ფარმაკოდინამიკა"). ზოგადად, ვორთიოქსეტინის არასასურველი რეაქციების პროფილი მოზარდებში იყო ზრდასრული პაციენტების პროფილის მსგავსი, გამონაკლისი იყო მუცლის ტკივილის და სუიციდური აზრების უფრო ხშირი გამოვლენა მოზარდებში მოზრდილებთან შედარებით (იხ. ნაწილი "ფარმაკოდინამიკა" და "გვერდითი მოქმედება"). კლინიკურ კვლევებში ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც იღებდნენ ანტიდეპრესანტებს, უფრო ხშირად აღინიშნებოდა სუიციდური ქცევა (სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები) და მტრული დამოკიდებულება (აგრესიული ქცევის უპირატესობით, დაპირისპირებისა და გაღიზიანების ტენდენციით) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.
სუიციდი/სუიციდური აზრები ან კლინიკური გაუარესება
დეპრესია დაკავშირებულია სუიციდური აზრების, თვითდაზიანებისა და სუიციდის (სუიციდური ქცევის) მომატებულ რისკთან. ეს რისკი ნარჩუნდება გამოხატული რემისიის დაწყებამდე. ვინაიდან გაუმჯობესება შეიძლება არ შეინიშნოს თერაპიის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ან კიდევ უფრო მეტი დროის განმავლობაში, პაციენტები უნდა იყვნენ მუდმივი დაკვირვების ქვეშ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
საერთო კლინიკური პრაქტიკა აჩვენებს, რომ გამოჯანმრთელების ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია თვითმკვლელობის რისკის ზრდა.
პაციენტები სუიციდური ქცევით ანამნეზში ან პაციენტები სუიციდურ თემაზე მნიშვნელოვანი ფიქრის დონით, უფრო მეტად არიან სუიციდური აზრების ან სუიციდის მცდელობის რისკის ქვეშ, ამიტომ მკურნალობის დროს საჭიროა მათზე ზედამხედველობა. ფსიქიკური დარღვევების მქონე მოზრდილ პაციენტებში პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ანტიდეპრესანტების გამოყენებისას 25 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში არსებობს სუიციდური ქცევის მომატებული რისკი პლაცებოსთან შედარებით.
პაციენტები საჭიროებენ ზედამხედველობას, განსაკუთრებით ისინი, ვინც ავლენს მაღალ სუიციდურ რისკს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან პრეპარატის დოზის ცვლილებისას. საჭიროა პაციენტების (და მათ მომვლელების) გააფრთხილება მიაქციონ ყურადღება კლინიკური გაუარესების ნებისმიერ ნიშანს, სუიციდური ქცევის და სუიციდური აზრების განვითარებას, ასევე ქცევის უჩვეულო ცვლილებებს და დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას ასეთი სიმპტომების განვითარებისას.
კრუნჩხვითი გულყრა
ანტიდეპრესანტების გამოყენებისას არსებობს კრუნჩხვითი გულყრის განვითარების რისკი. ამიტომ, ვორთიოქსეტინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში კრუნჩხვითი გულყრით ანამნეზში ან პაციენტებში არასტაბილური ეპილეფსიით (იხ. ნაწილი "ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“). კრუნჩხვითი გულყრის განვითარებისას ან მათი სიხშირის მატებისას, ვორთიოქსეტინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სეროტონინის სინდრომი ან ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი
სეროტონინის სინდრომი (სს) ან ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი (ანს) სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობებია და შეიძლება განვითარდეს ვორთიოქსეტინის გამოყენების ფონზე. სს და ანს განვითარების რისკი იზრდება სეროტონინერგულ პრეპარატებთან (მათ შორის ოპიოიდები და ტრიპტანები), სეროტონინის მეტაბოლიზმზე მოქმედ პრეპარატებთან (სუსი-ს ჩათვლით), ანტიფსიქოტიკებთან ან დოფამინის სხვა ანტაგონისტებთან ერთდროული გამოყენებისას. საჭიროა პაციენტების ზედამხედველობა სს ან ანს ობიექტური და სუბიექტური სიმპტომების გამოვლენაზე (იხ. ნაწილი "უკუჩვენება" და "ურთიერთზემოქმედება სხვ სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
სეროტონინის სინდრომის სიმპტომებია ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა (მაგალითად, აჟიტაცია, ჰალუცინაცია, კომა), ვეგეტატური არასტაბილურობა (მაგალითად, ტაქიკარდია, არტერიული წნევის ლაბილურობა, ჰიპერთერმია), ნერვ-კუნთოვანი დარღვევები (მაგალითად, ჰიპერრეფლექსია, კოორდინაციის დარღვევები) და/ან კუჭ- ნაწლავის სიმპტომები (მაგალითად, გულისრევა, ღებინება, დიარეა). ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში ვორთიოქსეტინით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს სიმპტომატური მკურნალობა.
მანია/ჰიპომანია
ვორთიოქსეტინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში მანიის/ჰიპომანიის ეპიზოდებით ანამნეზში. პრეპარატი უნდა მოიხსნას მანიაკალური მდგომარეობის განვითარებისას.
აგრესია/აღგზნებადობა
პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით, მათ შორის ვორთიოქსეტინით, ასევე შესაძლებელია განიცადონ აგრესიის, რისხვის, აგზნებისა და გაღიზიანების გრძნობა. საჭიროა პაციენტის მდგომარეობის და დაავადების სტატუსის კონტროლი. უნდა მოხდეს პაციენტების (და მათ მომვლელების) გაფრთხილება მიმართონ კონსულტაციისთვის ექიმს აგრესიული ქცევის ან აღგზნებადობის განვითარებისას ან მდგომარეობის გაუარესებისას.
სისხლდენა
სეროტონინერგული ანტიდეპრესანტების, მათ შორის ვორთიოქსეტინის, გამოყენების ფონზე, გამოვლენილი იყო ჰემორაგიული დარღვევების იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა ეკხიმოზი, პურპურა, კუჭ-ნაწლავის და გინეკოლოგიური სისხლდენა. ნორადრენალინის და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატებმა, ვორთიოქსეტინის ჩათვლით, ასევე შეიძლება გაზარდონ მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკი (იხ. ნაწილი "გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში". პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სიფრთხილით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს და/ან თრომბოციტურ ფუნქციაზე მოქმედ პრეპარატებს (მაგალითად, ატიპიური ანტიფსიქოტიკები, ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმრავლესობა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) და აცეტილსალიცილის მჟავა)(იხ. ნაწილი ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები"), ასევე პაციენტებში სისხლდენის/ შედედების დარღვევების ცნობილი მიდრეკილების მქონე პაციენტებში.
ჰიპონატრიემია
სეროტონინერგული ეფექტის მქონე ანტიდეპრესანტების გამოყენების ფონზე (ნორადრენალინის და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები) აღწერილია ჰიპონატრიემიის განვითარების იშვიათი შემთხვევები, შესაძლებელია ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომის გამო. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ვორთიოქსეტინის გამოყენებისას მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში, როგორებიც არიან ხანდაზმული ასაკის პაციენტები, პაციენტები ღვიძლის ციროზით ან პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ ისეთ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჰიპონატრიემია.
თუ იქნება შესაძლებელი, უნდა მოხდეს ვორთიოქსეტინის მოხსნა პაციენტებში სიმპტომატური ჰიპონატრიემიით და მათი მდგომარეობის კორექციისკენ მიმართული შესაბამისი სამედიცინო ჩარევა.
გლაუკომა
აღწერილია გუგის გაფართოების შემთხვევები ანტიდეპრესანტების, მათ შორის ვორთიოქსეტინის მიღების ფონზე. ამ ეფექტის შედეგად შესაძლებელია შემცირდეს მხედველობის კუთხე, შემდგომში კი მოიმატოს თვალშიდა წნევამ და განვითარდეს დახურულკუთხოვანი გლაუკომა. ვორთიოქსეტინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში მომატებული თვალშიდა წნევით, ასევე მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ბრინტელიქსის გამოყენების მონაცემები ხანდაზმულ პაციენტებში დიდი დეპრესიული ეპიზოდით შეზღუდულია. ამიტომ, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ≥65 წლის პაციენტების თერაპიისას ვორთიოქსეტინის 10 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენებისას დღეში ერთჯერ (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზები“, ,,ფარმაკოლოგიური თვისებები“ და ,,გვერდითი მოქმედება“).
თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტები თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით არიან რისკ-ჯგუფში, ასევე გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი ბრინტელიქსის გამოყენების მონაცემები ასეთ ქვეჯგუფში შეზღუდულია, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ასეთი პაციენტების მკურნალობისას (იხ. ნაწილი ,,გამოყენების წესი და დოზები“ და ,,ფარმაკოლოგიური თვისებები“).
პრეპარატი ბრინტელიქსი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ტაბლეტში, ამიტომ ფაქტიურად ხვდება ,,არ შეიცავს ნატრიუმს“ განსაზღვრაში.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ბრინტელიქსი არ ავლენს ან ავლენს უმნიშვნელო ზემოქმედებას ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ვინაიდან აღინიშნებოდა არასასურველი რეაქციები, მაგალითად თავბრუსხვევა, პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან საშიშ მექანიზმებთან მუშაობის დროს, განსაკუთრებით ვორთიოქსეტინით მკურნალობის დასაწყისში ან მისი დოზის შეცვლისას.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 5 მგ, 10 მგ, 15 მგ და 20 მგ.
14 ტაბლეტი პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში (ბლისტერი) . 1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში რომელსაც აქვს ჩამკეტი მექანიზმი პერფორაციული ზოლით პირველადი გახსნის კონტროლისათვის.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
**ვარგისიანობის ვადა: **
4 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
** გაცემის წესი:**
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა