დიმექსიდი - DIMEXID
დიმექსიდი - DIMEXID

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს გამოსაყენებელი ადგილობრივი საშუალებები, სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს გამოსაყენებელი ადგილობრივი სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

__

დიმექსიდი


შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: დიმეთილსულფოქსიდი.

1 ფლაკონი შეიცავს დიმეთილსულფოქსიდის 50 მლ.

სამკურნალწამლო ფორმა

სითხე გარეგანი გამოყენებისთვის.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები

უფერო სითხე ან უფერო კრისტალები. ჰიგროსკოპულია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ადგილობრივი გამოყენებისთვის განკუთვნილი საშუალებები სახსროვანი და კუნთოვანი ტკივილის დროს.

ათქ****კოდი : M02A X03.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დიმეთილსულფოქსიდი აღწევს ბიოლოგიურ მემბრანებში, მათ შორის, კანის ბარიერებში. ამგვარად ავლენს თავის სპეციფიკურ ეფექტებს, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო, ანტიპირეტიული, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ზომიერი ფიბრინოლიზური ეფექტები. პრეპარატი აძლიერებს სამკურნალო საშუალების შეღწევას დაუზინებელი კანიდან და ლორწოვან გარსებიდან (ტრანსპორტირების უნარი).

ფარმაკოკინეტიკა

კანზე დიმექსიდის ხსნარის (90%) აპლიკაციისას სისხლში იგი ვლინდება 5 წუთის შემდეგ, აღწევს რა მაქსიმალურ კონცენტრაციას 4-6 საათის შემდეგ, თითქმის უცვლელი დონე ნარჩუნდება 1,5-3 დღე-ღამის განმავლობაში. დიმეთილსულფოქსიდი გამოიყოფა შარდსა და განავალში როგორც უცვლელი სახით, ისე დიმეთილსულფონის სახით.

კლინიკული მახასიათებლები

ჩვენებები

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი (პერიარტიკულარული ქსოვილების დაზიანების არსებობისას); ართროპათიის, დაჟეჟილობისას მყესების დაჭიმვის დროს, ტრავმული ინფილტრატების, მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტების, სტრეპტოდერმიის, ჩირქოვანი ჭრილობების, აბსცესების დროს.

გამოიყენება ასევე კანის პლასტიკურ ქირურგიაში - გადანერგილი კანის აუტო- და ჰომოტრანსპლანტატების შეხორცებისთვის, ასევე კანის ჰომოტრანსპლანტატების კონსერვირებისთვის.

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

- გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობა, გამოხატული ათეროსკლეროზი, სტენოკარდია, თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, კომატოზური მდგომარეობები, გლაუკომა, კატარაქტა.

სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები

დიმეთილსულფოქსიდი აძლიერებს ეთანოლის (ალკოჰოლი ამუხრუჭებს პრეპარატის გამოყოფას) და ინსულინის, აცეტილსალიცილის მჟავის, ბუტადიონის მოქმედებას; დიგიტალისის, ქინიდინის პრეპარატების, ნიტროგლიცერინის, ანტობიოტიკების (სტრეპტომიცინის, მონომიცინის), ქლორამფენიკოლის, რიფამპიცინის, გრიზეოფულვინის მოქმედებას, ახდენს ორგანიზმის სენსიბილიზაციას ნარკოზისთვის განკუთვნილი საშუალებებისთვის. უნდა გაითვალისწინოთ პრეპარატის მიერ როგორც სამკურნალწამლო საშუალებების სპეციფიკური აქტივობის, ისე ტოქსიკურობის გაძლიერება.

შესაძლებელია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთად მიღება მადეფორმირებელი ოსტეოართროზის და რევმატოიდული ართრიტის კომპლექსურ თერაპიაში; ადგილობრივი მოქმედების ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში (სინტომიცინის მალამო) - სტრეპტოდერმიის სამკურნალოდ.

სხვა ნებისმიერი სამკურნალწამლო საშუალებების მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.

გამოყენების თავისებურებები

არ დაიტანოთ დაზიანებულ კანზე და ალერგიის გამოვლინებების მქონე კანზე. არ დაიტანოთ სახის კანზე.

პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია ჩაიტაროთ სინჯი მგრძნობელობის გამოსავლენად. ამისთვის პრეპარატი უნდა დაიტანოთ კანზე დიმექსიდ-ჟფფ-ით დასველებული ბამბის ტამპონის მეშვეობით. კანის მკვეთრი გაწითლება და ქავილი მოწმობს პრეპარატის მიმართ ინდივიდუალურ მომატებულ მგრძნობელობაზე.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებს პრეპარატის გამოყენება შეუძლიათ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

არ დაუშვათ პრეპარატის მოხვედრა ლორწოვან გარსებსა და თვალებში. პრეპარატის თვალებში შემთხვევითი მოხვედრისას დაუყოვნებლივ დაიბანეთ გამდინარე წყლით.

18°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე შესაძლებელია დიმეთილსულფოქსიდის კრისტალიზაცია, რაც ზეგავლენას არ ახდენს პრეპარატის ხარისხზე. კრისტალების გასადნობად, ფრთხილად უნდა გაათბოთ ფლაკონი წყლის აბაზანაზე (წყლის დასაშვები ტემპერატურა დაახლოებით 60°C). არ აადუღოთ!

არ უნდა დაარღვიოთ სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების წესები, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯამრთელობას.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში გამოსაყენებლად. დიმეთილსულფოქსიდის მკურნალობის დროს უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმებით მართვის დროს

გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზეგავლენის, კერძოდ, თავბრუსხვევის გამოვლენის ალბათობის გათვალისწინებით.

გამოყენების წესი და დოზები

გამოიყენეთ წყლიანი ხსნარების სახით (30-50% კონცენტრაციის) კომპრესებისთვის, ტამპონებისთვის. დიმექსიდის ხსნარით დასველებული დოლბანდის ხელსახოცები უნდა დაიტანოთ დაზიანებულ უბნებზე, კანის მიმდებარე ჯანმრთელი უბნების ჩათვლით დღე- ღამეში ერთხელ 20-30 წუთის განმავლობაში. ხელსახოცის ზემოთ დაიდეთ პოლიეთილენის აპკი და ბამბის ან სელის ქსოვილი.

დიფუზური სტრეპტოდერმიების დროს რეკომენდირებულია კომპრესები დიმექსიდ-ჟფფ-ს 40-90% ხსნარით.

კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს გამოიყენეთ 40%-იანი ხსნარი.

კანის პლასტიკურ ქირურგიაში გამოიყენეთ სახვევები პრეპარატის 10-20%-იანი ხსნარით აუტო- და ჰომოტრანსპლანტანტებზე უშუალოდ ოპერაციის შემდეგ და ტრანსპლანტანტის მდგრადი შეხორცების მომდევნო დღეებში.

როგორც მაკონსერვირებელი საშუალება კანის ჰომოტრანსპლანტანტების შესანახად, გამოიყენეთ პრეპარატის 5%-იანი ხსნარი რინგერის ხსნარში.

მითითებული კონცენტრაციების პრეპარატის წყლის ხსნარების მომზადების რეკომენდაციები:

ხსნარის კონცენტრაცია, % | პრეპარატის რაოდენობა, მოცულობით ნაწილებში | წყლის რაოდენობა, მოცულობით ნაწილებში
---|---|---
20 25 30 40 50 90 | 2 2,5 3 4 1 9 | 8 7,5 7 6 1 1

ბავშვები

არ გამოიყენოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჭარბი დოზირება

პრეპარატის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, შეშუპება) და გვერდითი მოქმედების გამოვლინებების გაძლიერება, რაც მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას და სიმპტომური თერაპიის ჩატარებას.

გვერდითი რეაქციები

დიმეთილსულფოქსიდი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, მაგრამ ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი მოვლენები:

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის დერმატიტები, გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, წვა, კანის ჰიპერემია, ერითემა, კანის სიმშრალე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ადინამია.

სუნთქვის ორგანოების მხრივ: ბრონქოსპაზმი.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

შენახვის პირობები

შეინახეთ 15-25°C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

50 მლ შუშის ფლაკონებში.

აფთიაქიდან გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

შპს „დკპ ფარმაცევტული ფაბრიკა“.

მწარმოებლის მისამართი

უკრაინა, 12430, ჟიტომირის ოლქი,

ჟიტომირის რ-ნი, ს. სტანიშოვკა,

კოროლიოვის ქ., ს. 4.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
დიმექსიდი 50მლ ფლ
  • სახელი: დიმექსიდი 50მლ ფლ
Aversi 6 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით