ექინაცეა კომპოზიტუმი SN - Echinacea compositum SN

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: Echinacea angustifolia D3, Aconitum napellus D3, Sanguinaria canadensis D4, Sulphur D8, Baptisia tinctoria D4, Lachesis mutus D10, Bryonia D6, Eupatorium perfoliatum D6, Pulsatilla pratensis D8, Hydrargyrum bichloratum D8, Thuja occidentalis D8, Influenzinum- Nosode D13, Phosphorus D8, Cortisonum aceticum D13, Streptococcus haemolyticus-Nosode D18, Staphylococcus-Nosode D18, Phytolacca americana D6, Pyrogenium - Nosode D198, Zincum metallicum D10, Gelsemium sempervirens D6, Hepar sulphuris D10, Toxicodendron guercifolium D4, Arnica montana D4, Arsenicum album (Acidum arsenicosum) D8, Argentum nitricum D8, Euphorbium D6. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ქ.ს.

ჩვენებები: სხვადასხვა ლოკალიზაციის მწვავე და ქრონიკული ანთებითი და ჩირქოვან- ანთებითი პროცესები: ფურუნკულოზი, კარბუნკული, პანარიციუმი, აბსცესი, ფლეგმონა, ოსტეომიელიტი; ფარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ინფექციურ-ალერგიული ბრონქული ასთმა; ფილტვის აბსცესი და განგრენა, პლევრის ემპიემა; სარძევე ჯირკვლის ანეთება, ქალის სასქესო ორგანოების სპეციფიური ანთებითი დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები; ცისტიტი, პიელიტი, გლომერულონეფრიტი; სინუსიტი, შუა ყურის ანთება; მენინგიტი, ენცეფალიტი; ქოლეცისტიტი, აპენდიციტი; გინგივიტი, სტომატიტი; მეორეული ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, გრიპის ბაქტერიული გართულება; ინფექციური მონონუკლეოზი. გართულებებით მიმდინარე ხშირი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი, გაურკვეველი ეტიოლოგიის ცხელება, სეპტიური მდგომარეობები, სეპტიცემია, სეფსისი.

დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან: 1 ამპულა; 1-3 წლის ასაკი: 0,6 მლ; 3-6 წლის ასაკი: 1 მლ. 6-12 წლის ასაკი: 1,5 მლ. პრეპარატის შეყვანა ხდება 1-3-ჯერ კვირაში კანში, კანქვეშ და კუნთებში, აუცილებლობის შემთხვევაში ვენაში. დაავადების მწვავე და მძიმე მიმდინარეობისას - ყოველდღიურად. ინექციის სახით შეყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში გამოიყენება შიგნით მისაღები ფორმა „დასალევი ამპულების“ სახით.

გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის აშლილობა, კანის მხრივ რეაქციები, სისხლში ბილირუბინისა და ტრანსამინაზების დონის მატება. ერთეულ შემთხვევებში მომატებული მგრძნობელობის რეაქცია ანაფილაქსიურ რეაქციამდეც კი. შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის ხანმოკლე მომატება, რომელიც უნდა შეფასდეს დადებითად - ეს მეტყველებს ორგანიზმის დაცვითი მექანიზმების აქტივაციაზე.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ტუბერკულოზი, ლეიკემია, შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, გაფანტული სკლეროზი, სისხლის სისტემის დაავადებები, აივ ინფექცია, იმუნოდეფიციტი და სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებები.

განსაკუთრებული მითითებები: ნერწყვდენის გაძლიერების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, ან გაიზარდოს ინტერვალი ინექციებს შორის. პრეპარატის ვენაში ინექციის დროს ცხელების აღმოცენების შემთხვევაში უნდა გაკეთდეს შუალედი 1-2 დღე. ღვიძლის დაავადებების, ან ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით. პრეპარატის 4 კვირაზე ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში უნდა მოხდეს ღვიძლის მაჩვენებლების კონტროლი. პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის და ძუძუთი კვების.

გარეგნული სახე და შეფუთვა: საინექციო ხსნარი. 1ც 2,2 მლ ამპულა შეფუთვაში.

მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“

ექინაცეა კომპოზიტუმ SN / Echinacea compositum SN

**ფარმაკოლოგიური ჯგუფი: **

კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი

შემადგენლობა : 2,2 მლ ხსნარი შეიცავს: Echinacea angustifolia D3 – 22 მკლ., Aconitum napellus D3 – 22 მკლ., Sanguinaria canadensis D4 – 22 მკლ., Sulphur D8 – 22 მკლ., Baptisia tinctoria D4 – 22 მკლ., Lachesis mutus D10 – 22 მკლ., Bryonia D6 – 22 მკლ., Eupatorium perfoliatum D6 – 22 მკლ., Pulsatilla pratensis D8 – 22 მკლ., Hydrargyrum bichloratum D8 – 22 მკლ., Thuja occidentalis D8 –22 მკლ., Influenzinum-Nosode D13 – 22 მკლ., Phosphorus D8 – 22 მკლ., Cortisonum aceticum D13 – 22 მკლ., Streptococcus haemolyticus-Nosode D18 – 22 მკლ., Staphylococcus-Nosode D18 – 22 მკლ., Phytolacca americana D6 – 22 მკლ., Zincum metallicum D10 – 22 მკლ., Gelsemium sempervirens D6 – 22 მკლ., Hepar sulphuris D10 – 22 მკლ., Toxicodendron guercifolium D4 – 22 მკლ., Arnica montana D4 – 22 მკლ., Arsenicum album (Acidum arsenicosum) D8 – 22 მკლ., Argentum nitricum D8 – 22 მკლ., Euphorbium D6 – 22 მკლ. ასევე, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი.

ჩვენება: ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი სისტემის სტიმულირება შემდეგი მდგომარეობების დროს: სხვადასხვა ლოკალიზაციის მწვავე და ქრონიკული ანთებითი და ჩირქოვან-ანთებითი პროცესები – ფურუნკულოზი, კარბუნკული, პანარიციუმი, აბსცესი, ფლეგმონა, ფისტულები (მ.შ. ოსტეომიელიტის დროს); ფარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ინფექციურ-ალერგიული ბრონქული ასთმა; ფილტვის აბსცესი და განგრენა, პლევრის ემპიემა; მასტიტი, კოლპიტი, ადნექსიტი, ქალის სასქესო ორგანოების სპეციფიური ანთებითი დაავადებები (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები); ცისტიტი, პიელიტი, გლომერულონეფრიტი; ჰაიმორიტი, სინუსიტი, ოტიტი; მენინგიტი, ენცეფალიტი; ქოლეცისტიტი, აპენდიციტი (და მათი გართულებები – პერიტონიტი, მუცლის ღრუს აბსცესი); გინგივიტი, სტომატიტი; მეორეული ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, გრიპის ბაქტერიული გართულება; ინფექციური მონონუკლეოზი. გართულებებით მიმდინარე ხშირი მრვი, ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი, გაურკვეველი ეტიოლოგიის ცხელება და სხვ. სეპტიური მდგომარეობები და ინტოქსიკაციის სინდრომი (სეპტიცემია, სეფსისი).

მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადი დოზა მოზრდილებსა და 12 წლიდან ბავშვებში – 1 ამპულა (2,2 მლ), ბავშვებში 2-დან 5 წლამდე – 1/2 ამპ, 6-დან 11 წლამდე – 2/3 ამპ, 1-3-ჯერ კვირაში კანში, კანქვეშ და კუნთებში, აუცილებლობისას ვენაში.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების – ძირითადად რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეების მიმართ. კომპონენტი Echinacea არ გამოიყენება პროგრესული, სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკემია, ან ლეიკემიის მცგავსი დაავადებები; შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაავადებები (კოლაგენოზები), აუტოიმუნური დაავადებები, გაფანტული სკლეროზი, სისხლის სისტემის დაავადებები, შიდსი, აივ ინფექცია, იმუნოსუპრესია ან სხვადასხვა ეტიოლოგიის იმუნოდეფიციტი და სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია : პრეპარატში შემავალი კანადური სანგვინარიის გამო, მისი გამოიყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ;

გვერდითი ეფექტი : ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი.

განსაკუთრებული მითითება: პრეპარატის მიღების შემდეგ სხეულის ტემპერატურის დროებით მომატების შემთხვევა შეიძლება შეფასდეს დადებითად – ეს ადასტურებს ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების გააქტივებას – ამ დროს შედეგი ინექცია უნდა გადავდოთ 1-2 დღით. ღვიძლის დაავადებების, ან ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით. პრეპარატის 4 კვირაზე მეტ ხანს გამოყენების შემთხვევაში უნდა მოხდეს ღვიძლის მაჩვენებლების კონტროლი. ნერწყვდენის გაძლიერების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, ან გაიზარდოს ინტერვალი ინექციებს შორის.

**სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: **

ღვიძლის დაავადებების, ან ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

**შენახვის პირობები: **

შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

**აფთიაქიდან გაცემის პირობა: **

გაიცემა ურეცეპტოდ.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა