ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველების საწინააღმდეგო ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
რენგალინი
სავაჭრო სახელწოდება
რენგალინი
სამკურნალო ფორმა
შიგნით მისაღები ხსნარი ჰომეოპათიური.
შემადგენლობა 100 მლ-ზე
აქტიური ნივთიერებები:
აფინურად გასუფთავებული ბრადიკინინის ანტისხეულები – 0,12 გ*,
აფინურად გასუფთავებული ჰისტამინის ანტისხეულები – 0,12 გ*,
აფინურად გასუფთავებული მორფინის ანტისხეულები – 0,12 გ*.
*შეიყვანება სამი აქტიური წყალ-ხსნარი სუბსტანციის ნარევის სახით, განზავებული შესაბამისად 10012, 10030, 10050–ჯერ.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა 1,0 გ, მალტიტოლი 6,0 გ, გლიცეროლი 3,0 გ,
კალიუმის სორბატი 0,165 გ, უწყლო ლიმონმჟავა 0,02 გ, გასუფთავებული წყალი 100 მლ-
მდე.
აღწერილობა
უფერო ან თითქმის უფერო გამჭვირვალე სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები.
კოდი ათქ
R05DB
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ექსპერიმენტულად ნაჩვენებია, რომ პრეპარატის კომპონენტები ახდენენ ენდოგენური
რეგულატორების ლიგანდ-რეცეპტორული ურთიერთზემოქმედების აქტივობის მოდიფიცირებას
შესაბამის რეცეპტორებთან: მორფინის ანტისხეულები (პრეპარატის კომპონენტი) ახდენენ
ენდოგენური რეგულატორების ლიგანდ-რეცეპტორული ურთიერთზემოქმედების აქტივობის
მოდიფიცირებას ოპიატურ რეცეპტორებთან; ჰისტამინის ანტისხეულები – H1 ჰისტამინურ
რეცეპტორებთან; ბრადიკინინის ანტისხეულები – ბრადიკინინის რეცეპტორებთან;
ამასთან, კომპონენტების ერთდროული გამოყენება იწვევს ხველის საწინააღმდეგო
ეფექტის გაძლიერებას.
ხველის საწინააღმდეგო მოქმედების გარდა, კომპლექსური პრეპარატი, მის
შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ზემოქმედების ხარჯზე, ავლენს ანთების
საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ, სპაზმოლიზურ (ჰისტამინის
ანტისხეულები, ბრადიკინინის ანტისხეულები) და ტკივილგამაყუჩებელ (მორფინის
ანტისხეულები) მოქმედებას.
კომპლექსური პრეპარატი რენგალინი H1 რეცეპტორების ჰისტამინ-დამოკიდებული
აქტივაციის B1 და B2-რეცეპტორების ბრადიკინინ-დამოკიდებული აქტივაციის
მოდიფიკაციის შედეგად, შერჩევითად ამცირებს მოგრძო ტვინის ხველის ცენტრის
აღგზნებადობას, აფერხებს ხველის რეფლექსის ცენტრალურ რგოლებს. თალამუსში ტკივილის
მგრძნობელობის ცენტრის დათრგუნვით, ახდენს ტკივილის იმპულსების გადაცემის
ბლოკირებას თავის ტვინის ქერქში. აინჰიბირებს პერიფერიიდან ტკივილის იმპულსაციის
ნაკადს ქსოვილოვანი და შრატისმიერი ალგოგენების გამონთავისუფლების შემცირების
შედეგად (ჰისტამინი, ბრადიკინინი, პროსტაგლანდინები და სხვა). ნარკოტიკული
ანალგეტიკებისგან განსხვავებით, არ იწვევს სუნთქვის დათრგუნვას, სამკურნალწამლო
დამოკიდებულებას, არ ფლობს ნარკოგენულ და საძილე მოქმედებას.
ამსუბუქებს ფარინგიტის, ლარინგიტის და ბრონქიტის გამოვლინებას, ამცირებს
ბრონქოსპაზმს. ახდენს ალერგიული რეაქციების სისტემური და ადგილობრივი სიმპტომების
კუპირებას პოხიერი უჯრედებიდან ბრადიკინინის და ჰისტამინის სინთეზზე და
გამონთავისუფლებაზე ზემოქმედების შედეგად.
ფარმაკოკინეტიკა
თანამედროვე ფიზიკო-ქიმიური ანალიზის მეთოდების მგრძნობელობა (აირსითხური
ქრომატოგრაფია, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია, ქრომატო-მას-სპექტრომეტრია)
არ იძლევა პრეპარატი რენგალინის აქტიური კომპონენტების შემცველობის შეფასების
საშუალებას ბიოლოგიურ სითხეებში, ორგანოებში და ქსოვილებში, რაც ტექნიკურად
შეუძლებელს ხდის ფარმაკოკინეტიკის შესწავლას.
გამოყენების ჩვენება
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ხველა და
ბრონქოსპაზმი. პროდუქტიული და არაპროდუქტიული ხველა გრიპის და მწვავე
რესპირატორული ვირუსული ინფექციების, მწვავე ფარინგიტის, ლარინგოტრაქეიტის,
მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტის, ქრონიკული ბრონქიტის და ზედა და ქვედა სასუნთქი
გზების სხვა ინფექციურ-ანთებითი და ალერგიული დაავადებების დროს.
უკუჩვენება
ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა (შემადგენლობაში მალტიტოლის არსებობის გამო).
სიფრთხილით: შაქრიანი დიაბეტი.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
რენგალინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ
შესწავლილა. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ
მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს
ნაყოფისთვის და ბავშვისთვის. სარგებელი/რისკის თანაფარდობას ადგენს მკურნალი
ექიმი.
გამოყენების წესი და დოზები
შიგნით. ერთ მიღებაზე – 1-2 ჩაის კოვზი (5-10 მლ) კვებისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, სასურველია ხსნარის პირის ღრუში
გაჩერება გადაყლაპვამდე.
გამოიყენება 1-2 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე,
პირველი სამი დღის განმავლობაში მიღების სიხშირე შესაძლებელია გაიზარდოს 4-6-ჯერ
დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და განისაზღვრება
მკურნალი ექიმის მიერ.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის
კომპონენტების მიმართ. თუ მითითებული გვერდითი ეფექტები რთულდება ან ვითარდება
სხვა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში,
მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზა
გადაჭარბებული დოზირებისას შესაძლებელია დისპეპსიური მოვლენები (გულისრევა,
ღებინება, დიარეა), რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი
შემავსებლებით (მალტიტოლი, გლიცეროლი).
მკურნალობა – სიმპტომატური.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კლინიკური კვლევების დროს პრეპარატი რენგალინის ურთიერთზემოქმედების შემთხვევები
სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დარეგისტრირებული.
განსაკუთრებული მითითებები
მშრალი (არაპროდუქტიული) ხველით თანმხლები დაავადებების დროს ხელს უწყობს მის
გადასვლას სველ (პროდუქტიულ) ხველაში.
საჭიროებისას შესაძლებელია მუკოლიტიკებთან კომბინირებული გამოყენება.
პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის თითოეული
ჩაის კოვზი (5 მლ) შეიცავს 0,3 გ მალტიტოლს, რაც შეესაბამება 0,02 პურის ერთეულს
(პე). მალტიტოლის მეტაბოლიზმისთვის საჭიროა ინსულინი, თუმცა, ნელი ჰიდროლიზის და
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის გამო ინსულინის საჭიროება მცირეა. მალტიტოლის
ენერგეტიკული ღირებულებაა 10 კჯ ან 2,4 კკალ/გ, რაც, საქაროზასთან შედარებით,
მნიშვნელოვნად მცირეა. პრეპარატის ერთი ჩაის კოვზის ენერგეტიკული ღირებულება
შეადგენს 5,7 კჯ (1,37 კკალ/გ).
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე
არ შესწავლილა.
გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები ჰომეოპათიური ხსნარი.
100 მლ OC მარკის შუშის ფლაკონში ან შეფერილ შუშის ფლაკონში, თავდახურული
თავსახურით პირველი გახსნის კონტროლით, პოლიეთილენის საწვეთურით. თითოეული
ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გაყინოთ.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ.
იურიდიული პირი, რომლის სახელზე გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა და
ორგანიზაცია, რომელიც იღებს მომხმარებლების პრეტენზიას
შპს ,,სსფ ,,მატერია მედიკა ჰოლდინგი”;
რუსეთი, 127473, ქ. მოსკოვი, მე-3 სამოტეჩნის შეს., ს. 9
ტელ./ფაქსი: +7 (495) 684-43-33.
,,ცხელი ხაზის” ტელეფონის ნომერი: +7 (495) 681-09-30, +7 (495) 681-93-00
E-mail: [email protected]
სამკურნალო პრეპარატის წარმოების ადგილის მისამართი
რუსეთი, 454139, ქ. ჩელიაბინსკი, ბუგურუსლანსკაიას ქ., ს. 54.
საერთაშორისო დასახელება - Antiსამკურნალო ფორმა: ჰომეოპათიური საწუწნი აბები
შემადგენლობა (1 აბზე):
აქტიური კომპონენტები:
ბრადიკინინის აფინური ანტისხეულები გასუფთავებული – 0.006გ*
ჰისტამინის აფინური ანტისხეულები გასუფთავებული – 0.006გ*
მორფინის აფინური ანტისხეულები გასუფთავებული – 0.006გ*
დახმარე საშუალებები; იომალტი 0.506გ, ცელულოზა მიკროკრისტალური 0.0275გ,
მაგნიუმის სტეარატი 0.0055გ, ლიმონის მჟავა უწყლო 0.005225გ, კრემნია დიოქსიდი
კოლოიდური 0.00275გ, ნატრიუმის ციკლამატი 0.00275გ, ნატრიუმის სახარინი
0.000275გ.
გამოყენება
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რასაც თან ახლავს ხველა და
ბრონქოსპაზმი. პროდუქტიული და არაპროდუქტიული ხველა გრიპისა და მწვავე
რესპირატორულ-ვირუსული ინფექციის დროს, მწვავე ფარინგიტის, ლარინგოტრაქეიტის,
მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტის, ქრონიკული ბრონქიტის და სხვა ინფექციურ-ანთებითი
და ალერგიული დაავადებების დროს ზედა და ქვედა სასუნთქ გზებზე.
უკუჩვენებები
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
რენგალინის გამოყენება არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებში,
ეფექტურობისა და უსაფრთხოების ინფორმაციის ნაკლებობის გამო.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
ორსულებში და ძუძუთი კვების დროს რენგალინის გამოყენების უსაფრთხოება არ
შესწავლილა. პრეპარატის აუცილებლად მიღების შემთხვევაში გასათვალისწინებელია
რისკების/სარგებლის თანაფარდობა.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
მიიღება შიგნით. ერთ მიღებაზე 1 აბი (გავაჩეროთ პირში სრულ გახსნამდე). მიიღება
1-2 აბი სამჯერ დღე-ღამეში არა კვების დროს. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე
პირველი სამი დღე მიღების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს 4-6 მიღებამდე დღე-ღამეში.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობის
მომატებულ რეაქცია.

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა