გლუკანტიმი - Glucantime
გლუკანტიმი - Glucantime

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიპროტოზოული საშუალებები, სტიბიუმის ნაერთები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გლუკანტიმი
(GLUCANTIME)

_შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
_
საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 მლ 1 ამპ.
მეგლუმინის ანტიმონატი..........................0.3 გ 1.5 გ

** _კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
_** ანტიპროტოზოული საშუალება

** _ფარმაკოლოგიური თვისებები
_** ლეიშმანიოზის სამკურნალო საშუალება. წარმოადგენს ხუთვალენტიანი სტიბიუმის შენაერთს.

_ფარმაკოკინეტიკა
_
კუნთებში შეყვანისას პრეპარატის 80% განიცდის ელიმინაციას შარდით მიღებიდან 6 სთ-ის შემდეგ.

_ჩვენებები
_
კანის და ვისცერული ლეიშმანიოზი.

_დოზირების რეჟიმი
_
დღიური დოზა - 60 მგ/კგ წონაზე. პირველ დღეს ღრმად კუნთებში შეჰყავთ დოზის 1/4, მეორე დღეს - 1/2, მესამე - 3/4, მეოთხე დღიდან სრული დოზა. მკურნალობის კურსი - 10-15 ინექცია (აქედან 8-12 სრული დოზით). აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსის განმეორება შეიძლება 4-6 კვირის შემდეგ. განმეორებისას შეიძლება დოზის გაზრდა 100 მგ/კგ-მდე.
კანის ლეიშმანიოზის დროს შესაძლებელია ადგილობრივი გამოყენება.

_გვერდითი მოვლენები
_
ცალკეულ შემთხვევებში _ სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ღებინება, მიალგიები. კანის ლეიშმანიოზის მკურნალობის დროს შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები.

_უკუჩვენებები
_
ფილტვების ტუბერკულოზი, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გულ- სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

_შენახვის პირობები და ვადა
_
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა -5 წელი.

Sanofi-Aventis

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა