ოფთან კატაქრომი - OFTAN CATACHROM
ოფთან კატაქრომი - OFTAN CATACHROM

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, ოფთალმოლოგიური სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ოფთან კატაქრომი
თვალის წვეთები

** საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:**
ციტოქრომი C, ადენოზინი, ნიკოტინამიდი

** წამლის ფორმა და დანიშნულება:**
გამჭვირვალე, მოწითალო, მომჟავო ხსნარი სუნის გარეშე.

შემცველობა:
აქტიური ნივთიერება: ციტოქრომი C 0, 675 მგ/მლ, ადენოზინი 2 მგ/მლ, ნიკოტინამიდი 20 მგ/მლ.
სხვა ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 40 მგ/მლ, ნატრიუმის სუქცინატი, სორბიტი, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული 2-წყლის, ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული 2-წყლის, საინიექციო წყალი

** ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:**
კატარაქტის სამკურნალო პრეპარატი
კოდი ATC S01XA
** _
გამოყენების ჩვენებები:_**
თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი გამოიყენება კატარაქტის სამკურნალოდ. გართულებების თავიდან აცილების მიზნით, წვეთები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმ- ოფთალმოლოგის დანიშნულების მიხედვით.

უკუჩვენება
თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი წინააღმდეგნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის არსებობის შემთხვევაში.

გაფრთხილება
კონტაქტური ლინზები:
თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და მათი გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარებისას რეკომენდებული არ არის. პრეპარატის გამოყენებისას, კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ პრეპარატის მიღებიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდირებული არ არის. თუ თქვენ ორსულად ხართ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, საჭიროა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

გამოყენება ბავშვებში: თვალის წვეთების ოფთან კატაქრომის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო.

გაფრთხილება მძღოლებისათვის და გავლენა პროფესიონალურ საქმიანობაზე: თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი გავლენას არ ახდენს ავტომობილით მართვის უნარზე.

** ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:** არავითარი არსებითი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოვლენილი არ არის.

ჭარბი დოზირება: არავითარი არსებითი გვერდითი ეფექტები ადგილობრივი გამოყენებისას გამოვლენილი არ არის.

მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებული დოზირება: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში სამჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი ხასიათდება კარგი ამტანობით. ჩაწვეთების შემდეგ იშვიათად აღინიშნება თვალის ხანმოკლე წვა და გაწითლება. ძალიან იშვიათად აღინიშნება გულისრევა, არტერიული წნევის დაქვეითება, ქოშინი, სიცხის შეგძნება, თავბრუსხვევა, სისუსტე და პულსაცია თავში.
თუ პრეპარატის აღნიშნული მოქმედება არ წყდება, ან ჩნდება სხვა არასასიამოვნო სიმპტომები, რომლებიც აქ არ არის მითითებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.

გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 10 მლ-იან პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონებში.

** შენახვის პირობები:**
შეინახეთ გრილ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ფლაკონის გახსნის შემდეგ ხსნარი შეიძლება გამოიყენოთ ერთი თვის განმავლობაში. ფლაკლონის გახსნიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, გამოუყენებელი ხსნარი გადააგდეთ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი:
Santen Oy / სს „სანტენ“
ნიიტტიჰაანკატუ 20
33720 ტამპერე
ფინეთი

საერთაშორისო დასახელება - Cytochromum C+Adenosinum+Nicotinamidum

შემცველობა:
აქტიური ნივთიერება: ციტოქრომი C 0, 675 მგ/მლ, ადენოზინი 2 მგ/მლ, ნიკოტინამიდი 20 მგ/მლ.
სხვა ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 40 მგ/მლ, ნატრიუმის სუქცინატი, სორბიტი, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული 2-წყლის, ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული 2-წყლის, საინიექციო წყალი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კატარაქტის სამკურნალო პრეპარატი

გამოყენების ჩვენებები:
თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი გამოიყენება კატარაქტის სამკურნალოდ. გართულებების თავიდან აცილების მიზნით, წვეთები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმ- ოფთალმოლოგის დანიშნულების მიხედვით.

უკუჩვენება
თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი წინააღმდეგნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის არსებობის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებული დოზირება: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში სამჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი ხასიათდება კარგი ამტანობით. ჩაწვეთების შემდეგ იშვიათად აღინიშნება თვალის ხანმოკლე წვა და გაწითლება. ძალიან იშვიათად აღინიშნება გულისრევა, არტერიული წნევის დაქვეითება, ქოშინი, სიცხის შეგძნება, თავბრუსხვევა, სისუსტე და პულსაცია თავში.
თუ პრეპარატის აღნიშნული მოქმედება არ წყდება, ან ჩნდება სხვა არასასიამოვნო სიმპტომები, რომლებიც აქ არ არის მითითებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.
გამოყენება ბავშვებში: თვალის წვეთების ოფთან კატაქრომის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო.

გაფრთხილება მძღოლებისათვის და გავლენა პროფესიონალურ საქმიანობაზე: თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი გავლენას არ ახდენს ავტომობილით მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არავითარი არსებითი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოვლენილი არ არის.

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
ოფთან® კატაქრომი
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:
ციტოქრომ C, ადენოზინი, ნიკოტინამიდი
სამკურნალწამლო ფორმა:
თვალის წვეთები

შემადგენლობა:
ხსნარის 1 მლ შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: ციტოქრომ C 0,675 მგ, ადენოზინი 2 მგ, ნიკოტინამიდი 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,04 მგ, ნატრიუმის სუქცინატის ჰექსაჰიდრატი, სორბიტი, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული 2- წყლოვანი, ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული 2- წყლოვანი, საინექციო წყალი.

აღწერილობა:
გამჭვირვალე, მოწითალო ფერის ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
და სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა.
კატარაქტის მკურნალობისას თვალის წვეთების ოფთან კატაქრომის მოქმედების მექანიზმი ძირითადად დამყარებულია მისი აქტიური ნივთიერებების ციტოქრომ C, ადენოზინი, ნიკოტინამიდის ანტიოქსიდანტურ და მკვებავ მოქმედებაზე.

ჩვენებები:
კატარაქტა.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გამოყენების მეთოდი და დოზირება:
მოზრდილებში 1-2 წვეთი ადგილობრივად, დაზიანებული თვალების (თვალის) კონიუქტივალურ პარკში ჩასაწვეთებლად დღეში 3–ჯერ, ქვედა ქუთუთოს ფრთხილი ჩამოწევით და ზემოთ მიმართული მზერით.
თვალის წვეთების ჩაწვეთების წინ:
• გულდასმით დაიბანეთ ხელები
• მიიღეთ მოხერხებული მდგომარეობა (დაჯექით, დაწექით ზურგზე, დადექით სარკესთან).

თვალის წვეთების გამოყენება:
1. გახსენით ფლაკონი. ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად – ფლაკონის ბოლოთი არ შეეხოთ ქუთუთოებს, წამწამებს და არ მოკიდოთ ხელი.
პირველი გამოყენებისას, მოატრიალეთ ფლაკონის სახურავი, ერთდროულად დააჭირეთ მას ზევიდან ქვევით და შემდეგ გახსენით ფლაკონი.
2. თავი გადაწიეთ უკან.
მოათავსეთ ფლაკონი თვალის ზემოთ.
3. ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, აიხედეთ ზემოთ და ფლაკონის მსუბუქად მოჭერის ფონზე ჩაიწვეთეთ თვალის წვეთები.
4. დახუჭეთ თვალი, ერთი წუთის განმავლობაში თითით მსუბუქად მოახდინეთ ზეწოლა თვალის შიდა კუთხესთან. აღნიშნული დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თვალის წვეთების მოხვედრა ცხვირსაცრემლე გზებში. მჭიდროდ დახურეთ ფლაკონი.

გვერდითი რეაქციები:
ჩაწვეთების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს თვალების ხანმოკლე წვა და ჩხვლეტა. იშვიათია ინფორმაცია ალერგიული კონიუნქტივიტის (კონიუნქტივალური ჰიპერემია, თვალის ქავილი, წვის შეგრძნება) და კონტაქტური დერმატიტის სიმპტომების შესახებ. იშვიათ შემთხვევებში პრეპარატ ოფთან კატაქრომის გამოყენების ფონზე შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქცია, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის კანის ქავილი და შეშუპება. არათვალისმხრივი გვერდითი რეაქციები ვლინდება ძალიან იშვიათად. ადენოზინთან დაკავშირებული შესაძლო ხანმოკლე გვერდითი რეაქციებია: გულისრევა, არტერიული ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა და ქოშინი. ნიკოტინის მჟავას გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება და შესაძლოა გამოიწვიოს სიცხის შეგძნება, გულის წასვლა და პულსაციის შეგრძნება საფეთქლებში. არ დაფიქსირებულა ინფორმაცია ციტოქრომ ჩ მიერ გამოწვეული სისტემური გვერდითი ეფექტების შესახებ. თვალის წვეთებში აქტიური ნივთიერებების მცირე შემცველობის გამო სისტემური გვერდითი ეფექტების გამოვლენა ნაკლებსავარაუდოა.

დოზის გადაჭარბება
ოფთან კატაქრომი მოცემულ დოზებში არის უსაფრთხო ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის, სისხლში მისი უმნიშვნელო შეწოვის და სწრაფი დაშლის გამო. შემთხვევითი ან გამიზნული პერორალური დოზის გადაჭარბების შემთხვევები ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.
არ არის გამოვლენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

გამოყენება ბავშვებში:
ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო.

განსაკუთრებული მითითებები:
ოფთან კატაქრომი არ გამოიყენება ინექციის ან პერორალური მიღებისათვის. პრეპარატი კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც შეიძლება დაილექოს რბილ კონტაქტურ ლინზებზე. თვალის წვეთების ინსტილაციის წინ, კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ პრეპარატის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ. სხვა ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას პაციენტმა ინსტილაციათა შორის უნდა გააკეთოს 15 წუთიანი ინტერვალი. ფლაკონის შიგთავსის და საწვეთურის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად არ არის რეკომენდებული საწვეთურის წვერით შეხება წამწამებზე და სხვა ნაწილებზე. ფლაკონი უნდა ინახებოდეს მჭიდროდ დახურული.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციისას:
საკმარისი გამოცდილების არ არსებობის გამო პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა მანქანის და მექანიკური მოწყობილობების მართვის უნარზე:
პრეპარატის ინსტილაციის შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა, მხედველობის სრულ აღდგენამდე არ არის რეკომენდებული მანქანის ტარება ან მუშაობა რთულ ტექნიკასთან.

გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები
10 მლ ფლაკონ-საწვეთურში. ყოველი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა: 3 წელი.
გახსნის შემდეგ ფლაკონის ვარგისიანობის ვადაა 1 თვე.

შენახვის პირობები:
უნდა ინახებოდეს გრილ ადგილას 8 - 15ºC ტემპერატურაზე.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობები: ექიმის რეცეპტით.

საერთაშორისო დასახელება - Cytochromum C+Adenosinum+Nicotinamidum

შემცველობა:
აქტიური ნივთიერება: ციტოქრომი C 0, 675 მგ/მლ, ადენოზინი 2 მგ/მლ, ნიკოტინამიდი 20 მგ/მლ.
სხვა ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 40 მგ/მლ, ნატრიუმის სუქცინატი, სორბიტი, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული 2-წყლის, ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული 2-წყლის, საინიექციო წყალი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კატარაქტის სამკურნალო პრეპარატი

გამოყენების ჩვენებები:
თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი გამოიყენება კატარაქტის სამკურნალოდ. გართულებების თავიდან აცილების მიზნით, წვეთები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმ- ოფთალმოლოგის დანიშნულების მიხედვით.

უკუჩვენება
თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი წინააღმდეგნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის არსებობის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებული დოზირება: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში სამჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი ხასიათდება კარგი ამტანობით. ჩაწვეთების შემდეგ იშვიათად აღინიშნება თვალის ხანმოკლე წვა და გაწითლება. ძალიან იშვიათად აღინიშნება გულისრევა, არტერიული წნევის დაქვეითება, ქოშინი, სიცხის შეგძნება, თავბრუსხვევა, სისუსტე და პულსაცია თავში.
თუ პრეპარატის აღნიშნული მოქმედება არ წყდება, ან ჩნდება სხვა არასასიამოვნო სიმპტომები, რომლებიც აქ არ არის მითითებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.
გამოყენება ბავშვებში: თვალის წვეთების ოფთან კატაქრომის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო.

გაფრთხილება მძღოლებისათვის და გავლენა პროფესიონალურ საქმიანობაზე: თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი გავლენას არ ახდენს ავტომობილით მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არავითარი არსებითი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოვლენილი არ არის.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ოფტან-კატახრომი 10მლ ფლ
  • სახელი: ოფტან-კატახრომი 10მლ ფლ
  • მწარმოებელი: Manufacturing Packaging FARMACA (MPF) B.V. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -NextPharma Oy(ფინეთი)) (ნიდერლანდი)
  • შეფუთვა: (0.675მგ + 2მგ + 20მგ)/მლ 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
Aversi 9.46 ლ
ოფთან-კატახრომი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ოფთან-კატახრომი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი #1

Pharmadepot 9.44 ლ
Oftan Catachrom - ოფტან-კატახრომი თვალის წვეთები 10მლ
  • სახელი: Oftan Catachrom - ოფტან-კატახრომი თვალის წვეთები 10მლ
  • მწარმოებელი: Manufacturing Packaging FARMACA (MPF) B.V. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -NextPharma Oy(ფინეთი)) (ნიდერლანდი)
  • შეფუთვა: (0.675მგ + 2მგ + 20მგ)/მლ 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
PSP 12.02 ლ
Oftan Catachrom - ოფტან-კატახრომი 10მლ ფლაკონი
  • სახელი: Oftan Catachrom - ოფტან-კატახრომი 10მლ ფლაკონი
  • შეფუთვა: (0.675მგ + 2მგ + 20მგ)/მლ 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
PSP 8.97 ლ
Oftan Catachrom - ოფტან კატახრომი 10მლ ფლაკონი
  • სახელი: Oftan Catachrom - ოფტან კატახრომი 10მლ ფლაკონი
  • შეფუთვა: (0.675მგ + 2მგ + 20მგ)/მლ 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
PSP 8.97 ლ
ოფტან-კატახრომი 10მლ. ფლაკონი
  • სახელი: ოფტან-კატახრომი 10მლ. ფლაკონი
  • შეფუთვა: (0.675მგ + 2მგ + 20მგ)/მლ 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
PSP 8.97 ლ
ოფთან-კატახრომი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ოფთან-კატახრომი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი #1
  • შეფუთვა: (0.675მგ + 2მგ + 20მგ)/მლ 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
GPC 8.5 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა